დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 133 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022686 |
133
26/03/2021
ვებგვერდი, 26/03/2021
470230000.10.003.022686
„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/06/2020, 470230000.10.003.022082) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-4 მუხლს მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის საგანმანათლებლო და სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროცესში, კომუნიკაციის მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს გამჭვირვალე პირბადე ან/და სახის ფარი (თუ შესაძლებელია უსაფრთხო დისტანციის დაცვა).“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები