ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.141.016331
7
08/04/2021
ვებგვერდი, 12/04/2021
010250050.35.141.016331
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2021 წლის 8 აპრილი

ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და

ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290​4 მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების  შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების თანდართული წესი (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოაცხადდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 მარტის №5 დადგენილება „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების  წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 26/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.141.016329).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან



დანართი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების  წესი

მუხლი 1. მოქმედების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​​​​4 და 135​1​​ მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ, მერია) ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.“.

მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის ჩაბარება
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, კერძოდ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​4 და 135​1 გათვალისწინებულ შემთხვევებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ, სტრუქტურული ერთეული), საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290​4 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომ, პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.  

2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს ეგზავნება განმეორებით, იმავე მისამართზე.

3. საჯარიმო ქვითარი, პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, უბრუნდება სტრუქტურულ ერთეულს, მისი საჯაროდ გამოქვეყნის მიზნით.


მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნის ვალდებულება
1. პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე: akhalkalaki.gov.ge (შემდგომ, ვებგვერდზე) შესაბამის ველში. ასევე ვებგვერდზე აიტვირთება და საჯაროდ გამოქვეყნდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი იმფორმაცია, ამავე კოდექსის 2904 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად.

2. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ან/და ფოტოფირის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

3. საჯრიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესით, საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

3. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2905-ე მუხლის თანახმად, თუ პირი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის დაჯარიმების შესახებ დადგენილებით (საჯარიმო ქვითრით) გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. პირს უფლება აქვს, ამ შეღავათით ისარგებლოს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯარიმას დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანიდან (საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან) 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის, მიუხედავად იმისა, გაეგზავნა თუ არა მას დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაცია ამ წესის შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.“.


მუხლი 4. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება
1. საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია, რომელთა მფლობელზეც/მესაკუთრეზეც გამოქვეყნების მომენტისათვის გამოწერილია საჯარიმო ქვითარი და იგი არ ჩაჰბარებია პირის ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.

2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს.

3. ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითართან ერთად ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/ და ფოტოფირის ნახვა.

4. ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთება და საჯაროდ გამოქვეყნდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება/მისი გამოტანისათვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია, მათ შორის 134-ე და 135-1351 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზეც.“.


მუხლი 5. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე პირის იმფორმირება
საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და მის შესახებ იმფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული ერთეული, საჯარიმო ქვითრის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების თაობაზე იმფორმაციის, მოკლე ტექსტური შეყტყობინების მეშვეობით,  უგზავნის პირს, თუ მათ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო იმფორმაცია.

მუხლი 6. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების ვადა
1. საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებგვერდიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წესით, გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.

2. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.