დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 214 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/05/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480570000.10.003.022769 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/01/2020, 480570000.10.003.021764) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას კლიმატის ცვლილების საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − საბჭოს წევრი; გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი − საბჭოს წევრი; დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − საბჭოს წევრი; ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი − საბჭოს წევრი; ვ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი − საბჭოს წევრი; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − საბჭოს წევრი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები