„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 606-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.020336
606-IVმს-Xმპ
09/06/2021
ვებგვერდი, 14/06/2021
040110030.05.001.020336
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 491 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში ეს მუხლი არ ვრცელდება საპრივატიზებო საფასურის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობისა და გადახდის ვადის ცვლილებაზე, აგრეთვე საპრივატიზებო საფასურის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიებაზე.“.

2. 493 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 493. საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის (კონტრაჰენტის) მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები

1. თუ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება საგანგებო მდგომარეობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის დროს შეუძლებელია ან გართულებულია, შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის (გარდა საპრივატიზებო საფასურის შემცირებისა) თაობაზე გადაწყვეტილებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, ამ მხარის (პირის) მიერ ქონების მმართველისთვის დასაბუთებული თხოვნით მიმართვის საფუძველზე, ქონების მმართველის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.

2. ამ კანონის 491 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ მოქმედებს.

3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  საკითხებზე გადაწყვეტილებებს ქონების მმართველი იღებს.“.

მუხლი 2. სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარემ ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49 3 მუხლით განსაზღვრული, მის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად დასაბუთებული თხოვნით ქონების მმართველს მიმართოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 წლისა.

მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა უზრუნველყოს „საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ დადგენილების მიღება.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 ივნისი 2021 წ.

N606-IVმს-Xმპ