„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 724-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 28/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.020352
724-Vრს-Xმპ
12/07/2021
ვებგვერდი, 14/07/2021
040110030.05.001.020352
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) დაემატოს შემდეგი შინაარსის 494 მუხლი:

„მუხლი 494. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობის/სარგებლობაში გადაცემის პირობის დარღვევისთვის დაკისრებული გადაუხდელი/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების ან/და ამ პირობის შეცვლის დროებითი წესი

1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 მუხლით ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033 მუხლით გათვალისწინებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების საფუძველზე სახელმწიფო ქონების შემძენი/სარგებლობის უფლებით მიმღები პირი თავისუფლდება ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადის გადაცილებით გამოწვეული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობის/სარგებლობაში გადაცემის პირობის დარღვევისთვის დაკისრებული გადაუხდელი/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან.

2. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 მუხლით ან  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033 მუხლით გათვალისწინებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადის გადაცილებით გამოწვეული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა ამ კანონის 491 მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნულ შემთხვევაში ამ კანონის 491 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 ივლისი 2021 წ.

N724-Vრს-Xმპ