გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 142
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/07/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016028
142
09/07/2021
ვებგვერდი, 16/07/2021
000000000.00.148.016028
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №142

2021 წლის 9 ივლისი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის ზურაბ ყაჯრიშვილის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის – №22 ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული მებრძოლების შინდისის გმირების სახელის მინიჭების თაობაზე. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: ქუჩის სავარაუდო სიგრძე 2725მ; საწყისი კოორდინატები: X 415786 Y 4665878; საბოლოო კოორდინატები: X 418369 Y 4664868; რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.13.000.285, 66.42.12.000.277; სამხრეთით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.12.000.386, 66.42.11.000.003.

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 11 ივნისის №26 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს – №22 ქუჩას, რომლის სიგრძეა 2725მ; საწყისი კოორდინატები: X 415786 Y 4665878; საბოლოო კოორდინატები: X 418369 Y 4664868; რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.13.000.285, 66.42.12.000.277; სამხრეთით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: მათ შორის ს/კ 66.42.12.000.386, 66.42.11.000.003 ეწოდოს შინდისის გმირების სახელი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორიб სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                             დავით რაზმაძე.