დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 894-Vრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/08/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040110030.05.001.020371 |
|
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 66 მუხლი: „მუხლი 66. რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას ქონების მმართველი ვალდებულია დაეყრდნოს მხოლოდ რეგისტრირებულ მონაცემებს კერძო სამართლის იურიდიულ პირთან მიმართებით, მათ შორის, მონაცემებს მისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების მქონე პირთა შესახებ.“. 2. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. იმ საწარმოში, რომლის ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს სახელმწიფო ფლობს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ამ შემთხვევაში საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას აღნიშნულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს. მისი საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად. 4. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წილების/აქციების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შესყიდვის/გამოსყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 2 აგვისტო 2021 წ. N894-Vრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები