„კვების მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”

  • Word
„კვების მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 304/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 27/08/2001
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.927
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
304/ნ
16/08/2001
სსმ, 91, 27/08/2001
470.230.000.11.119.004.927
„კვების მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/08/2001 - 15/01/2004)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.927

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება 304/ნ

2001 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

კვების მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ

რძისა და ღვინის მრეწველობის, აგრეთვე მინერალური წყლის დამამუშავებელი და ჩამოსასხმელი საწარმოების და მაცივრების მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესების დადგენის მიზნით, საქართველოს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „დამტკიცდეს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმირების სახელმწიფო სისტემის ნორმატიული დოკუმენტები კვების მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესების შესახებ:

ა) „სანიტარიული წესები რძის მრეწველობის საწარმოებისათვის“ – სანიტარიული წესები (დანართი 1).

ბ) „სანიტარიული წესები მეღვინეობის საწარმოებისათვის“ – სანიტარიული წესები (დანართი 2).

გ) „სანიტარიული წესები სასმელი და მინერალური წყლის დამამუშავებელი და ჩამომსხმელი საწარმოებისათვის“ – სანიტარიული წესები (დანართი 3).

დ) „სანიტარიული წესები მაცივრებისათვის“ – სანიტარიული წესები (დანართი 4).

2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ა. ზოიძეს.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ჯორბენაძე

 

 

დანართი 1

2.3.4. კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოები (ტექნოლოგიური პროცესი, ნედლეული)

Sanitary rules for deary product enterpraises

სანიტარული წესები

2.3.4.00. 00

სანიტარიული წესები რძის მრეწველობის საწარმოებისათვის

I. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები

1.    წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები შემუშავებულია საქართველოს კანონების შესაბამისად „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” „სურსათისა და თამბაქოს შესახებ” და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”.

2.    წინამდებარე სანიტარიული წესები ვრცელდება რძის მრეწველობის ყველა მოქმედ საწარმოზე, ბავშვთა მშრალი რძის პროდუქტების კომბინატების ჩათვლით და ადრეული ასაკის ბავშვთა თხიერი და პასტისმაგვარი პროდუქტების დამამზადებელ საამქროებზე.

3.    ახალ საწარმოთა მშენებლობა და მოქმედ საწარმოთა ტექნიკური გადაიარაღება, რეკონსტრუქცია და გაფართოება ხდება „სამრეწველო საწარმოების დაპროექტების სანიტარული ნორმების” (სნ 245-71) მიხედვით, „სანიტარიული მოთხოვნები რძის საწარმოთა დაპროექტებისადმი” (встп - 645/1368-86), „რძის მრეწველობის საწარმოთა ტექნოლოგიური დაპროექტების ნორმების (внтп - 645/1347-85), სამშენებლო ნორმებისა და წესების, მათი შესაბამისი შესწორებებისა და აგრეთვე წინამდებარე სანიტარიული წესების შესაბამისად.

4.    რძის მრეწველობის საამქროებში ნაყინის დამზადების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ნაყინის დამამზადებელ საწარმოთათვის დადგენილ სანიტარიულ წესებს, რომლებიც დამტკიცებულია სსრკ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ.

II. ნორმატიული დამოწმებები

1. წინამდებარე სანიტარიული წესების შემუშავებისას გამოყენებულია დამოწმებები შემდეგ ნორმატიულ დოკუმენტებზე:

ა) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”;

ბ) საქართველოს კანონი „სურსათისა და თამბაქოს შესახებ”;

გ) საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”.

III. სანიტარიული მოთხოვნები ტერიტორიისადმი

1.    საწარმოს ტერიტორია უნდა იყოს შემოკავებული და დაგეგმილი იმის გათვალისწინებით, რომ ატმოსფერული, გამდინარე, მოედნებისა და გასასვლელების ჩამონარეცხი წყლები ჩაედინებოდეს ნაღვარევ კანალიზაციაში ან გაედინოს ღია წესით რელიეფის მიხედვით.

2.    სანიტარულ ორგანოებთან შეთანხმებით შეიძლება რძის მრეწველობის საწარმოს ბლოკირება კვების მრეწველობის სხვა საწარმოებთან (პურის ქარხნებთან, საკონდიტრო და მაკარონის ფაბრიკებთან და ა.შ.).

3.    რძის საწარმოს ტერიტორია ფუნქციურად დაყოფილი უნდა იყოს შემდეგ ზონებად: ქარხნისწინა, საწარმოო და დამხმარე სასაწყობო. ქარხნისწინა ზონაში განლაგებული უნდა იყოს მმართველობის და სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსების შენობა, საკონტროლო-გამშვები პუნქტი, პირადი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედანი. საწარმოო ზონაში – საწარმოო შენობები, სარემონტო-მექანიკური სახელოსნოები.

4.    დამოუკიდებელ ზონებად გამოიყოფა არტეზიული ჭაბურღილების გარშემო არსებული მკაცრი რეჟიმის ზონა და აგრეთვე გამწმენდ ნაგებობათა გარშემო არსებული დაცვითი ზონები.

5.    დამხმარე-სასაწყობო ზონაში – დამხმარე შენობები და ნაგებობები (საქვაბე, საგრადირებელი, საქაჩი სადგურები, ამონიაკის, საპოხი ზეთების, საწვავის საწყობები, სამარაგო და სამშენებლო მასალისა და ტარის შესანახი ფარდულები).

6.    საწვავის, ტარის, სამშენებლო მასალებისა და სხვათა შესანახ მოედნებს უნდა ჰქონდეს მოასფალტებული და დაბეტონებული საყრდენი (საფუძველი).

7.    მანძილი მკვრივი საწვავის და სხვა აალებადი მასალების ღია საწყობებიდან საწარმოო სათავსების უახლოეს მუშა კარებამდე უნდა იყოს არანაკლებ 50 მ-ისა, ხოლო საყოფაცხოვრები სათავსების უახლოეს მუშა კარებამდე – 25 მ-ისა.

8.    ტერიტორიის თავისუფალი უბნები გამოყენებულ უნდა იქნეს დასასვენებელი ზონების მოსაწყობად. დაირგოს ხეები და ბუჩქები მათ გასამწვანებლად და მოეწყოს აგრეთვე გაზონები.

9.    საწარმოო ტერიტორიის შემოკავების გამოყოლებითაც უნდა იყოს გამწვანება ხეებითა და ბუჩქებით.

10.  არ დაიშვება ისეთი ხეებისა და ბუჩქების დარგვა, რომლებიც ყვავილობისას გამოყოფენ ფანტელებს, შებუმბულ თესლს, რომლებმაც შეიძლება დაანაგვიანონ დანადგარები და პროდუქცია.

11.  ნაგვის შესაგროვებლად მოასფალტებულ ან დაბეტონებულ მოედნებზე იდგმება მეტალის ავზები სახურავებით ან მეტალის კონტეინერები. ამასთან, მოედნის ფართობი უნდა აღემატებოდეს ავზის ძირის ფართს 1მ-ით ყველა მიმართულებით.

12.  საწარმოს ტერიტორია უნდა ინახებოდეს სუფთად, დასუფთავება უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად, წლის თბილ პერიოდში აუცილებლობის მიხედვით უნდა ხდებოდეს ტერიტორიის და მწვანე ნარგავების მორწყვა. ზამთრობით ტერიტორიის სავალი ნაწილები და საქვეითო ბილიკები სისტემატურად უნდა იწმინდებოდეს თოვლისა და ყინულისაგან და ეყრებოდეს ქვიშა.

IV. წყალმომარაგება და კანალიზაცია

1.    საწარმოები უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სასმელი წყლის საკმარისი რაოდენობით, რომელიც გაანგარიშებული უნდა იყოს внтп 645/759-78 და სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.

2.    წყალმომარაგების წყაროს წყლის აღების ადგილის შერჩევა და წყალმომარაგების წყაროს სანიტარული დაცვის ზონის საზღვრებისა და კეთილმოწყობის ღონისძიებების გეგმის გათვლა უნდა ხდებოდეს სსრკ-ის სახაგრომრეწვის მიერ დამტკიცებული „მეთოდური რძის ქარხნების წყალმომარაგების ორგანიზაციისა და კონტროლის” მიხედვით, რომელიც ექვემდებარება აუცილებელ შეთანხმებას სანიტარიული ზედმხედველობის სამსახურთან.

3.    წყალსადენის შეყვანილობა სათანადო მდგომარეობაში უნდა მოთავსდეს იზოლირებულ სათავსში, უნდა ჰქონდეს მანომეტრები, წყლის ნიმუშების ასაღები ონკანები, წყლის ჩასადენი ტრაპები და უკუსარქველები, რომელთა საშუალებით წყალი მოძრაობს მხოლოდ ერთი მიმართულებით.

4.    საწარმოებს უნდა ჰქონდეთ წყალსადენისა და კანალიზაციის სქემები, რომლებიც მოთხოვნილებისამებრ უნდა წარუდგინონ მაკონტროლებელ ორგანიზაციას.

5.    რძის ქარხნების წყალმომარაგების სისტემებს უნდა გააჩნდეს სუფთა წყლის რეზერვუარები წყლის გარანტირებული მიწოდების მიზნით პიკის საათებში”, ავარიის შემთხვევაში, წყლის მიწოდების შეწყვეტისას, აგრეთვე წყლის ქლორირებისას კონტაქტის დროის ან ულტრაიისფერი სხივებით გაუსნებოვნების შემთხვევაში წყლის ნაკადის უცვლელი სიჩქარის შენარჩუნების, აგრეთვე, ხანძრის საწინააღმდეგოდ წყლის გამოყენებისას. რეზერვუარების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ ორისა. რეზერვუარებში წყლის ცვლა უნდა ხდებოდეს ყოველ 48 საათში. ყოველ რეზერვუარში უნდა ინახებოდეს მოცულობის ნახევარი წყალი სარემონტო სამუშაოების უზრუნველსაყოფად.

6.    დამაგროვებელი რეზერვუარების და წყალსადენის ქსელების დეზინფექცია უნდა ხდებოდეს სამეურნეო-სასმელი წყლის გაუსნებოვნებისა და წყალსადენების ნაგებობათა ავარიის, სარემონტო სამუშაოებისა და ქლორით ჩარეცხვის შემდეგ დეზინფექციის კონტროლის ინსტრუქციის” შესაბამისად. აგრეთვე ტერიტორიული სანეპიდსამსახურების მითითებით და მათი კონტროლით და ფიქსირებული უნდა იყოს სპეციალურ ჟურნალში.

7.    რძის საწარმოს ტექნოლოგიური საჭიროებისათვის მიწოდებული წყლის გაუსნებოვნება უნდა ხდებოდეს წყალმომარაგების წყაროს ხასიათის, მათ შორის, ქალაქის წყალსადენისა და წყლის ხარისხის გათვალისწინებით.

8.    ჩვენებები გაუსნებოვნებაზე და მეთოდის შერჩევა განისაზღვრება სსრკ-ის სახაგრომრეწვის მიერ დამტკიცებული „მეთოდური მითითების რძის ქარხნების წყალმომარაგების ორგანიზაციისა და კონტროლის” შესაბამისად.

9.    საყოფაცხოვრებო და ტექნოლოგიურ საჭიროებისათვის გამოსაყენებელი წყალი დაკავშირებული პროდუქციის წარმოებასთან (მათ შორის, სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების დასამზადებლად, მოწყობილობის, სარძეო ცისტერნების, მათარებისა და ბოთლების სარეცხად და გასავლებად, ავტოკლავებში, მუდმივად მომუშავე სტერილიზატორებში და სხვადასხვა ტიპის მაცივრებში ბავშვთა რძის პროდუქტების გასაციებლად) უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სახელმწიფო სტანდარტის სასმელი წყლის მოთხოვნებს.

10.  რძის პროდუქტების გასაციებლად ტექნოლოგიურ აპარატებში უნდა გამოიყენებოდეს ყინულოვანი ცივი წყალი ტემპერატურით 1-20C, რომელიც ცირკულირებს დახურულ სისტემაში და პასუხობს მოქმედш სახელმწიფო სტანდარტის სასმელი წყლის“ მოთხოვნებს.

11.  გამაგრილებელი და საპასტერიზაციო დანადგარების წყლის სექციის წყალი შეიძლება გამოიყენებოდეს ცხელი წყალმომარაგების სისტემისათვის (სასადილოში ჭურჭლის სარეცხად, მოწყობილობების, ავზების, მათარების, საწარმოო ტანსაცმლის, იატაკის სარეცხად) იმ პირობით, თუ იგი წინასწარ გაცხელდება არანაკლებ 800C-ზე საბოილერო დანადგარების საშუალებით.

12.  სამაცივრო დანადგარებისათვის, საბრუნავი სისტემების, ჰაერის კომპრესორების, ვაკუუმ-ამოორთქლების დანადგარებისათვის წყლის მისაწოდებლად, ავტომანქანების გასარეცხად, საქვაბეების საქრევი წყლების გასაგრილებლად, ტერიტორიის მოსარწყავად შესაძლებელია ტექნიკური წყლის გამოყენება.

13.  ტექნიკური წყლის წყალსადენი ბლოკირებული უნდა იყოს სასმელი წყლის წყალსადენისაგან. წყალსადენის ამ ორ სისტემას არ უნდა ჰქონდეს არავითარი შემაერთებელი, მათი მილები უნდა შეიღებოს სხვადასხვა ფერით სახელმწიფო სტანდარტის (გოსტ 14202-69) თანახმად.

14.  წყლის აღების შესაბამის წერტილებში უნდა იყოს წარწერა: სასმელი”, ტექნიკური”.

15.  წყალსადენის ყოველი რემონტის შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გარეცხვა და დეზინფექცია, რის შემდეგაც წარმოებისათვის წყლის მიწოდების დაწყებამდე აუცილებელია წყლის ლაბორატორიული გამოკვლევა. წყლის საკონტროლო ნიმუშების აღება ხდება უშუალოდ დასკვნითი დეზინფექციის შემდეგ და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ხუთ ყველაზე უფრო საშიშ წერტილიდან: შეყვანის ადგილიდან, რეზერვუარიდან, შესადედებელ სათავსიდან (საამქროდან), ბოთლების სარეცხ მანქანაში შესვლამდე და სააპარატო საამქროში. წყალსადენისა და კანალიზაციის ავარიების მიზეზების და რემონტების, ასევე ორთქლისა და სიცივის არარსებობის შემთხვევების აღრიცხვა და რეგისტრაცია ხდება წარმოების სპეციალურ ჟურნალში, სადაც აღინიშნება რემონტის თარიღი და მიზეზები, დასკვნითი დეზინფექციის ხერხი, დანართში – თანამშრომლის გვარი, სახელი, მამის სახელი, რომელმაც ჩაატარა დეზინფექცია.

16.  საწარმოო სათვსებში გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) არანაკლებ 1 ჩამრეცხი ონკანი საამქროების ყოველ 500მ2 ფართზე, სადაც შესაძლებელია დაიქცეს რძე ან პროდუქცია მოხვდეს იატაკზე, მაგრამ არანაკლებ ერთი ჩამრეცხი ონკანისა სათავსში. კრონშტეინები შლანგების შესანახად;

ბ) ხელების დასაბანად საამქროებში დაყენებული უნდა იქნეს ბაკნები ცივი და ცხელი წყლით და შემრევებით. ისინი უზრუნველყოფილი უნდა იქნენ საპნით, ჯაგრისით, სადეზინფექციო ხსნარით (ქლორიანი კირის 0,1%-იანი ხსნარი), ერთჯერადი ხმარების პირსახოცებით, ელექტროპირსახოცებით. ბაკნები უნდა დაიდგას ყოველ საწარმოო საამქროს შესასვლელთან, აგრეთვე მათი მოხმარების მოსახერხებელ ადგილებში, მაგრამ სამუშაო ადგილიდან არა უმეტეს 15მ-ის დაშორებით.

გ) სასმელად უნდა მოეწყოს სასმელი შადრევნები ან სატურატორული დანადგარები სამუშაო ადგილიდან არა უმეტეს 70მ-ის დაშორებით.

17.  ტექნოქიმიური კონტროლის ინსტრუქციის თანახმად, სასმელი წყალი, რომელიც მიეწოდება რძის მრეწველობის საწარმოებებს საყოფაცხოვრებო და საწარმოო საჭიროებისათვის, სანიტარიული სამსახურის ტერიტორიულ დაწესებულებების მიერ, დადგენილ ვადებში უნდა მოწმდებოდეს ანალიზურად, სახელდობრ, ქიმიურად – არაიშვიათად კვარტალში ერთხელ და ბაქტერიოლოგიურად-არაიშვიათად თვეში ერთხელ.

18.  წყლის ანალიზი უნდა ჩატარდეს სახელმწიფო სტანდარტის გოსტ 18963-73 სასმელი წყალი. სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური ანალიზის მეთოდების შესაბამისად. ყველაზე უფრო მიზანშეწონილია გამოიყენებოდეს მემბრანული ფილტრების მეთოდი.

19.  წყლის გამოკვლევა უნდა ხდებოდეს შეყვანის ადგილზე, რეზერვუარში, საწარმოო საამქროებში (სააპარატოში, ხაჭოს, არაჟნის, ჩამოსასხმელ საამქროში, შედედების განყოფილებაში).

20.  ქარხნის განლაგების ადგილებსა და ნედლეულის ზონის ტერიტორიაზე, არსებულ ეპიდემიურ სიტუაციაზე დაყრდნობით, წყლის გამოკვლევის სიხშირე წყალმომარაგების წყაროს მიუხედავად მატულობს როგორც საწარმოს მიკრობიოლოგიური, ისე სანიტარიული სამსახურის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის მხრიდან. წყლის გამოკვლევის ჯერადობას ადგენს სანიტარიული სამსახური.

21.  საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნახმარი წყლების მოსაშორებლად საწარმოებში უნდა მოეწყოს კანალიზაცია, საკანალიზაციო ქსელი უნდა უერთდებოდეს ქალაქის კანალიზაციას ან უნდა გააჩნდეს გამწმენდ ნაგებობათა საკუთარი სისტემა. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს კანალიზაციის წყლები იწმინდება ქალაქის გამწმენდ ნაგებობებზე, მათი ჩაშვების პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით ქალაქის კანალიზაციაში სამრეწველო ნახმარი წყლების მიღებაზე”, რომელიც შემუშავებულია კ.დ. პამფილოვის სახელობის კომუნალური მეურნეობის აკადემიის მიერ 1978 წელს.

22.  თუ საწარმოს გააჩნია საკუთარი გამწმენდი ნაგებობანი, გაწმენდილი ნახმარი წყლების ჩაშვების პირობები განისაზღვრება მოქმედი ნორმატიული დოკუმენტით ზედაპირული წყლების ნახმარი წყლებით დაბინძურებისაგან დაცვის წესებით”. საყოფაცხოვრებო კანალიზაცია ბლოკირებული უნდა იყოს სამრეწველო კანალიზაციისაგან და ჰქონდეს დამოუკიდებელი ჩაშვება გაერთიანებულ მოედანშიგა ქსელში.

23.  ნახმარი წყლების ლოკალური გაწმენდისათვის საჭიროა გათვლისწინებული იქნეს:

ა)ტევადობების, მოწყობილობების, მილსადენების რეცხვის პირველადი გამონავლები წყლების შეკრება მისი შემდგომი გამოყენებისათვის;

ბ)მჟავე და ტუტე ჩანადენების ნეიტრალიზაცია pH 6,5-დან 8,5-მდე;

გ)ავტომანქანების გარე ზედაპირის ნარეცხი წყლების გაწმენდა.

24. აკრძალულია საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნახმარი წყლების ჩაშვება ღია წყალსატევებში შესაბამისი გაწმენდის გარეშე, აგრეთვე შთანმთქმელი ჭების მოწყობა.

V. სანიტარიული მოთხოვნები განათებულობის, გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიციონირებისადმი

1.    საწარმოო სათავსების განათება უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო ნორმებსა და წესებს „ბუნებრივი და ხელოვნური განათების დაპროექტების ნორმების და მე-8 თავს დოკუმენტისა „სანიტარული მოთხოვნები რძის მრეწველობის საწარმოთა დაპროექტების მიმართ” (встп 645.1368-86).

2.    საწარმოო სათავსების საერთო განათებისათვის უნდა გამოიყენებოდეს უპირატესად ლუმინესცენტური ნათურები. სათავსებში, სადაც გარემოს მძიმე პირობებია ან მომსახურე პერსონალს უხდება მცირე ხნით ყოფნა (თერმოსტატები, მაცივრები, დასამარილებელი განყოფილებები, სასაწყობო სათავსები და ა.შ.) უნდა გამოიყენებოდეს ვარვარ-ნათურები.

3.    ლუმინესცენტური ნათურების მქონე ლამპარებს უნდა ჰქონდეთ დამცველი ცხაურები (ბადეები), განბნევები ან სპეციალური სანათურე მასრები, რომლებიც გამორიცხავ ნათურების გამოვარდნას ლამპარებიდან; ლამპარები ვარვარ-ნათურებით წარმოადგენ მთლიან დამცველ მინას.

4.    სათავსებში, რომლებშიც სრულდება ღია ტექნოლოგიური პროცესები (ხაჭოსი, ყველისა და სხვა პროდუქტების წარმოება უთავსახურო აბაზანებში) განათების ლამპარები უნდა მოთავსდეს ისე, რომ გამოირიცხოს პროდუქტში ნამსხვრევების მოხვედრის შესაძლებლობა.

5.    აკრძალულია სინათლის ღიობების მოჩხორვა ტარით, მოწყობილობით და სხვა მისთანებით შენობის როგორც შიგნით, ისე გარეთ. დაუშვებელია ღიობებში მინების შეცვლა გაუმჭირვალე მასალით.

6.    საწარმო სათავსის დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, აგრეთვე მოწყობილობის გადატანის, ან ერთი სახის შეცვლისას მეორეთი, სათავსის განათებულობა უნდა შეესაბამებოდეს ახალ პირობებს, განათებულობის ნორმების დარღვევის გარეშე.

7.    საწარმოო საამქროებში და დამხმარე სათავსებში ჰაერის ვენტილაცია ან კონდიცირება გათვალისწინებულ უნდა იქნეს სანიტარიული და ტექნოლოგიური ნორმებით დადგენილ მეტეოროლოგიური პირობებისა და ჰაერის სისუფთავის უზრუნველსაყოფად და რძის მრეწველობის საწარმოთა დაპროექტების ნორმების, წესებისა და სანიტარიულ მოთხოვნათა შესაბამისად.

8.    საწარმოო საამქროების სამუშაო ზონაში მეტეოროლოგიური პირობები მიღებულ უნდა იქნეს გოსტ 12.1.005-84 „სამუშაო ზონის ჰაერის” შესაბამისად, ხოლო სამუშაოების კატეგორია კი – „რძის მრეწველობის საწარმოთა ტექნოლოგიური დაპრექტების ნორმების” внтп 645.1347-85 შესაბამისად.

9.    ღია ტექნოლოგიური პროცესების მქონე საამქროებში, ხაჭოს, ყველის ბავშვთა პროდუქტების წარმოების, აგრეთვე შედედების, შაქრიანი შედედებული რძის, სტერილიზებული რძისა და სხვა პროდუქტების დაფასოების საამქროებში გათვალისწინებული უნდა იყოს ჰაერის მოდენილი ნაკადის გაწმენდა მტვრისაგან.

10.  ჰაერის რაოდენობა, რომელიც საჭიროა მიეწოდოს სათავსებში ჰაეროვანი გარემოს საჭირო პარამეტრების უზრუნველსაყოფად სათავსების სამუშაო და მომსახურების ზონებში, უნდა განისაზღვროს სათავსში შესული სითბოს, სინოტივისა და მავნე ნივთიერებების (CO2, NH3 და სხვა) რაოდენობის გაანგარიშების საფუძველზე, სათავსის სიმაღლისა და ფართის მიხედვით მათი არათანაბარი განაწილების გათვალისწინებით.

11.  საწარმოო და დამხმარე შენობების ცალკეულ სათავსოთა ჰაერის ცვლის ჯერადობა დასაშვებია შესაბამისად დოკუმენტისა „სანიტარიული მოთხოვნები რძის მრეწველობის საწარმოთა დაპროექტებისადმი”, დანართი 4 встп 645/1368.

12.  მოწყობილობები, რომლებიც ინტენსიურად გამოყოფ სითბოსა და სინოტივეს, უნდა მარაგდებოდეს სამუშაო ზონიდან ჰაერის ადგილობრივი გამწოვებით.

13.  მოწყობილობები, რომლებიც გათვალისწინებულია რძისა და რძის პროდუქტების გასაშრობად გაფრქვევით, უნდა მომარაგდეს გაწმენდის ინდივიდუალური სპეციალიზებული სისტემებით.

14.  საერთო ვენტილაციისა და ადგილობრივი გამწოვების საშუალებით მოშორებული ჰაერის გამოფრქვევა ატმოსფეროში გათვალისწინებულია გაწმენდის გარეშე.

VI. მოთხოვნები საწარმოო და დამხმარე სათავსებისადმი

1.    საწარმოს შესასვლელებში უნდა მოეწყოს საფხეკები, ცხაურები ან მეტალის ბადეები ფეხსაცმლის გასაწმენდად და სადეზინფექციო ხალიჩები.

2.    ფანჯრები, ფრამუგები, სარკმელები, რომლებიც იღება, დაცული უნდა იყოს მეტალის, პოლიმერების ან დოლბანდის ბადეებით.

3.    საწარმოო საამქროების განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობას, შესაძლოა რძის სადენების მოკლე და პირდაპირი კომუნიკაციები.

4.    რძის მიღება, საწარმოს პროფილის, სიმძლავრისა და განლაგების მიხედვით, ხორციელდება დახურულ სათავსში ან გადახურულ ბაქანზე.

5.    მისაღები ბაქნები ან სათავსები უნდა მოეწყოს კრონშტეინითა და შლანგით რძის გადასტუმბად. რძის ამოსატუმბად შლანგები მათარებიდან ან ცისტერნების საძვრენიდან უნდა თავდებოდეს უჟანგავი ფოლადის ქანჩით, სიგრძით 80-100სმ. რძის ამოსატუმბად ცისტერნებიდან გამოიყენება წანამატი ქანჩი, რომელიც უნდა უერთდებოდეს ცისტერნის გამოსავალ მილყელს.

6.    ცხოველების საკვები პროდუქტები უნდა იწარმოებოდეს რძის პროდუქტების დამამზადებელი საამქროებისგან იზოლირებულად და ნედლეულის განყოფილება უნდა ჰქონდეს განცალკავებულად.

7.    მარაგის, მასალის, საკვები კომპონენტების მომზადება, დამუშავება და მარაგის შენახვა ასევე უნდა ხდებოდეს ცალკე სათავსებში.

8.    საკვები პროდუქტების ჩასალაგებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქვესადგამები, სტელაჟები, კონტეინერები.

9.    მზა პროდუქციის დაფასოება ბავშვთა რძის პროდუქტების დამამზადებელ სპეციალიზირებულ საწარმოებში უნდა ხდებოდეს ბაქტერიციდული ნათურებით უზრუნველყოფილ ცალკე სათავსებში.

10.  მოქმედ რძის საწარმოებში სასკოლო და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა რძის პროდუქტების დაფასოება უნდა ხდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ მოწყობილობებზე.

11.  ფქვილის, შაქრის, ცილოვანი დანამატების და სხვა საკვები კომპონენტების ხსნარები უნდა მზადდებოდეს ცალკე სათავსში.

12.  ძირითადი საწარმოო საამქროების, აგრეთვე შედედების განყოფილებისა და ლაბორატორიის კედლები 2,4 სმ-ის სიმაღლეზე უნდა მოპირკეთდეს მოჭიქული ფილებით, ხოლო გამზიდი კონსტრუქციები ზემოდან ქვემოთ უნდა შეიღებოს ემულსიური საღებავით, ან სხვა საღებავით, რომელიც დაშვებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. მზა პროდუქციის შესანახ კამერებში თერმოსტატების, ფსიქოსტატების, აგრეთვე საამქროების უფროსების, ოსტატებისა და სხვა კაბინეტებში დაშვებულია კედლების შეღებვა ემულსიური ან სხვა ნებადართულ საღებავით; მარაგისა და მასალის შესანახ საწყობებში კედლები თეთრად უნდა იღებებოდეს კირით.

13.  ძირითად საამქროებში, სადაც ხდება ბავშვთა რძის პროდუქტების დამზადება, კედლები მთელ სიმაღლეზე უნდა მოპირკეთდეს მოჭიქული ფილებით.

14.  ძირითადი და დამხმარე საამქროების ჭერი უნდა შეიღებოს ემულსიური საღებავით ან შეთეთრდეს.

15.  ყველა საწარმოო, დამხმარე და საყოფაცხოვრებო სათავსის ჭერი და კედლები უნდა შეიღებოს ან შეთეთრდეს საჭიროების მიხედვით, მაგრამ არაიშვიათად წელიწადში ორჯერ ღია ფერის საღებავებით. გათეთრებასთან ერთად, ერთდროულად აუცილებელია დეზინფექციის ჩატარება.

16.  ობის გაჩენისას საწარმოო სათავსების ჭერი და კუთხეები დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს და შემდეგ შეიღებოს ნებადართული ფუნგიციდის დამატებით.

17.  საწარმოო სათავსების იატაკი არ უნდა იყოს მოლიპული, უნდა იყოს მჟავაგამძლე, წყალგაუმტარი, უნდა ჰქონდეს სწორი ზედაპირი, დაქანება სითხის ჩასადენად ტრაპებსა და ღარებში.

18.  სველი ან ნესტიანი რეჟიმების მქონე საწარმოო სათავსების გარე კედლების ღიობების შესავსებად მინის ბლოკების გამოყენება დაუშვებელია.

19.  მღრღნელების შეღწევისაგან ნედლეულის გადამუშავებისა და პროდუქტების შესანახად განკუთვნილი სათავსების დასაცავად საჭიროა მათი შემოღობვა არა უმეტეს 12X12მმ ღრმულების მქონე ფოლადის ბადით.

20.  ბადის მიერთება იატაკთან და კედლებთან უნდ მოხდეს ისე, რომ ბადის კიდეები ჩამჯდარი იყოს იატაკისა და კედლის სიღრმეში 5 სმ-ის სიღრმეზე, ხოლო მისი სიმაღლე იყოს არანაკლებ 50სმ-ისა; ბადე უნდა გაუკეთდეს აგრეთვე სავენტილაციო ხვრელებს. ხვრელები კედლებში, ტიხრებში, მილსადენების გასატარებელ გადახურვებში უნდა ამოიქოლოს მტკიცედ.

21.  საამქროსშიგა წყალსადენის, კანალიზაციის, ორთქლის, გაზის ყველა მილი უნდა იყოს განსხვავებულად შეღებილი პირობით ფერებში.

22.  სისუფთავის დაცვის მიზნით, საწარმოო სათავსებში უნდა დაიდგას მეტალის ან პედალიანი ავზები თავსახურებით, აგრეთვე პოლიმერული მასალისაგან დამზადებული კალათები სანიტარიული წუნისა და ნაგვის მოსაგროვებლად. ავზები და კალათები უნდა სუფთავდებოდეს, ირეცხებოდეს და უტარდებოდეს დეზინფექცია ყოველდღიურად ქლორიანი კირის 0,5%-იან ხსნარით.

23.  აკრძალულია საწარმოო სათავსებში ნარჩენების, აგრეთვე იმ ინვენტარისა და მოწყობილობების შენახვა, რომლებსაც საწარმოო პროცესთან უშუალო კავშირი არ გააჩნიათ.

24.  დასალაგებელი ინვენტარის, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების შესანახად გათვალისწინებული უნდა იქნეს საკუჭნაოები, სპეციალური კარადები, ზანდუკები, დასალაგებელი ინვენტარი (ვედრო, ჯაგრისი და სხვ.) უნდა იყოს მარკირებული და მიმაგრებული საწარმოო და დამხმარე სათავსებზე.

25.  სამუშაო ადგილებთან, ტექნოლოგიურ მოწყობილობებთან ახლოს გამოკრული უნდა იყოს ტიპოგრაფიული წესით ან ზეთის საღებავით შესრულებული პლაკატები, გამაფრთხილებელი წარწერები, სამუშაო ადგილის მდგომარეობის შეფასების შედეგები, მოწყობილობების რეცხვის გრაფიკები, სამახსოვროები წარმოების პერსონალისათვის სანიტარიულ-ჰიგიენური და ტექნოლოგიური რეჟიმების დაცვის შესახებ.

26.  საწარმოს სამუშაო გეგმებში გათვალისწინებული უნდა იყოს სანიტარიული დღის მოწყობა არაიშვიათად თვეში ერთხელ, ასევე ყველა სათავსის, მოწყობილობის, ინვენტარის გენერალური დასუფთავების, დეზინფექციისა და აუცილებელი მიმდინარე რემონტის ჩასატარებელი ღონისძიებები. სანიტარიული დღეების ჩატარების გრაფიკი თანხმდება ტერიტორიულ-სანიტარიულ სამსახურთან. მსხვილ საწარმოებში სანიტარიული დღეების ჩატარება დაიშვება ცალკეული საამქროების მიხედვით.

27.  სანიტარიული დღეების ჩატარების ორგანიზაციისა და ხელმძღვანელობის მიზნით, ყოველ საწარმოში იქმნება სანიტარიული კომისია მთავარი ინჟინრის თავმჯდომარეობით, საინჟინრო-ტექნიკური მუშაკების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მუშების, ტექნიკური კონტროლის განყოფილებისა და სანიტარიული სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით. სანიტარიული დღის ჩატარების წინ კომისია ადგენს ჩასატარებელი მუშაობის მოცულობას და შემდგომ ამოწმებს მის შესრულებას.

28.  ფილებით მოპირკეთებული პანელები, აგრეთვე საპირფარეშოების, საწარმოო საამქროების, შესადედებელ განყოფილებების შიგა კარები კვირაში ერთხელ მაინც უნდა ირეცხებოდეს საპნითა და ცხელი წყლით და უტარდებოდეს დეზინფექცია ქლორიანი კირის 0,5%-იანი ხსნარით. ყოველ ცვლაში უნდა იხეხებოდეს კარების სახელურები, მათ ქვევით არსებული ზედაპირები და კარის ქვედა ნაწილები, წყლის ბაკნის ონკანები.

29.  ფანჯრებისა და ნათურების შიგა შემინვები და ჩარჩოები უნდა იხეხებოდეს და ირეცხებოდეს თვეში ერთხელ მაინც, გარეთა მხრიდან – წელიწადში ორჯერ მაინც, ხოლო წლის თბილ პერიოდში – დაბინძურების მიხედვით.

30.  ელექტროგანათების არმატურა დაბინძურების მიხედვით უნდა გაიწმინდოს, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც სპეციალურად მომზადებული პერსონალის მიერ.

31.  იატაკი საწარმოო სათავსებში უნდა იწმინდებოდეს მუშაობის პროცესში და სამუშაო ცვლის დამთავრების შემდეგ სველი წესით. საამქროებში, სადაც საწარმოო პროცესების თავისებურებების გამო ცხიმით ისვრება იატაკი, იგი უნდა ირეცხებოდეს საპნისა და ტუტის ცხელი ხსნარით, ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული სხვა სარეცხი ცხიმგამცლელი ნივთიერებით, შემდგომი დეზინფექციით. გარეცხვისა და დეზნფექციის შემდეგ იატაკი უნდა გაშრეს და ინახებოდეს მშრალ მდგომარეობაში.

32.  ტრაპები, პირსაბანები, ბაკნები, ურნები დაბინძურების მიხედვით და მუშაობის დამთავრების შემდეგ კარგად უნდა იწმინდებოდეს, ირეცხებოდეს და უტარდებოდეს დეზინფექცია ქლორიანი კირის 0,5%-იანი ხსნარით.

33.  კიბის უჯრედების საფეხურები უნდა ირეცხებოდეს საჭიროების მიხედვით, მაგრამ დღეში ერთხელ მაინც. მოაჯირები ყოველდღე საგულდაგულოდ უნდა იწმინდებოდეს სველი ტილოთი და უტარდებოდეს დეზინფექცია ქლორიანი კირის 0,5%-იანი ხსნარით.

34.  საწარმოო კორპუსისა და ყოველი საამქროს შესასვლელთან უნდა იდოს პატარა ნოხი, რომელიც უნდა სველდებოდეს საჭიროების მიხედვით, მაგრამ ცვლაში ერთხელ მაინც ქლორიანი კირის 0,5%-იანი ხსნარით.

35.  საწარმოო სათავსებში, პროდუქტების შესანახ და დასამწიფებელ კამერებში და საწყობებში ჰაერის ტემპერატურა და შეფარდებითი სინამე უნდა შეესაბამებოდეს სამრეწველო საწარმოთა დაპროექტების სანიტარიულ ნორმებსა და რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიურ ინსტრუქციებს.

 

VII. მოთხოვნები საყოფაცხოვრებო სათავსებისადმი

1.    რძის მრეწველობის საწარმოთა საამქროების მუშაკთათვის საყოფაცხოვრებ სათავსები უნდა მოეწყოს სანგამტარის ტიპის მიხედვით, შესასვლელში უნდა იდოს პატარა ნოხი, რომელიც ყოველ ცვლაში უნდა სველდებოდეს ქლორიანი კირის 0,5%-იანი ხსნარით.

2.    სპეციალიზებულ საამქროებს, სადაც მზადდება თხიერი და პასტისებრი ბავშვთა რძის პროდუქტები, უნდა ჰქონდეთ ქარხნის საერთო საყოფაცხოვრებო სათავსებიდან ცალკე გამოყოფილი სათავსები.

3.    რძის მრეწველობის მუშაკთა სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსების შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ზედა, სახლის, სამუშაო და სანიტარიული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარდერობები, სუფთა სანიტარიული ტანსაცმლის, ჭუჭყიანი სანიტარიული ტანსაცმლის შესანახი სათავსები, საშხაპეები, სამანიკურე, ტუალეტები, ხელსაბანები, ჯანპუნქტი ან სამედიცინო შემოწმების ოთახი, ქალების პირადი ჰიგიენის ოთახი, ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების საშრობი.

4.    საშხაპეები უნდა განთავსდეს გარდერობების გვერდით, ჰქონდეს სამი მხრიდან შემოზღუდული ღია კაბინები და გამჭოლი გასასვლელები.

5.    სამუშაო და სანიტარიული ტანსაცმლის გარდერობები უნდა განლაგდეს სათავსში, რომელიც იზოლირებული უნდა იყოს ზედა და სახლის ტანსაცმლის გარდერობებისაგან.

6.    ძირითადი საწარმოს მუშების ტანსაცმლის შენახვა უნდა ხდებოდეს ღია წესით, მომსახურებით, რისთვისაც საყოფაცხოვრებო სათავსების გარდერობები უნდა მოეწყოს საკიდებით ან ღია კარადებით და სკამებით, ფეხსაცმლების ქვესადგამებით.

7.    იმ შემთხვევაში, თუ ცვლაში ქალების რიცხვი 100-ზე მეტია, ეწყობა ქალების პირადი ჰიგიენის სათავსი, თუ ქალების რიცხვი 100-ზე ნაკლებია, მაშინ საყოფაცხოვრებო სათავსში არსებულ ტუალეტში ეწყობა სპეციალური კაბინა ჰიგიენური შხაპით.

8.    ტუალეტები უნდა იყოს კანლიზებული, დათბუნებული, უნდა ჰქონდეთ რაბები, უნდა იყოს მოწყობილი სანიტარიული ტანსაცმლის საკიდებით, ხელსაბანი ბაკნებით, ცხელი და ცივი წყლის შემრევებით (წყალსადენების ონკანები უზრუნველყოფილ უნდა იქნენ პედლიანი მართვით), საპნით, ფუნჯებით, ხელის დეზინფექციის მოწყობილობით, ელექტროპირსახოცით ან ერთჯერადი ხმარების პირსახოცით. ტუალეტებში უნიტაები უნდა მოეწყოს წყლის პედლიანი ჩამშვებით, ხოლო ტუალეტები – კარებით, რომელიც თვითონ იხურება.

9.    კედლები საშხაპეებში 1,8მ-ის სიმაღლეზე უნდა მოპირკეთდეს მოჭიქული ფილებით; სანიტარიული ტანსაცმლის საგარდერობოებში, სუფთა ტანსაცმლის გასაცემ, თეთრეულის საგარდერობებში, სანიტარიულ კვანძებში, ქალთა პირადი ჰიგიენის ოთახში – 1,5მ-ის სიმაღლეზე შეიძლება შეიღებოს ემულსიური ან სხვა ნებადართული საღებავებით; დანარჩენ სათავსებში დაიშვება კედლების შეღებვა ან გათეთრება.

10.  საშხაპეების ჭერი დაფარული უნდა იყოს ზეთის საღებავით, ყველა სხვა სათავსებში უნდა იყოს გათეთრებული კირის საღებავით, იატაკი დაგებული უნდა იყოს კერამიკული ფილებით.

11.  საყოფაცხოვრებო სათავსები ყოველდღიურად სამუშაოს დამთავრების შემდეგ საგულადგულოდ უნდა დალაგდეს: გაიწმინდოს მტვრისაგან იატაკი და ინვენტარი უნდა გაირეცხოს საპნის ტუტე ხსნარით და ცხელი წყლით; საგარდერობეში კარადები უნდა გაიწმინდოს სველი წესით და კვირაში ერთხელ მაინც ჩატარდეს დეზინფექცია ქლორიანი კირის ხსნარით, დანამვით ან გაწმენდით ქლორიანი კირის 0,5%-იანი ხსნარში ან სხვა სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ტილოთი.

12.  ფილებით ამოშენებული ან შეღებილი ყველა კედელი პერიოდულად უნდა იწმინდებოდეს სველი ტილოთი. მათი დეზინფექცია უნდა ტარდებოდეს კვირაში ერთხელ მაინც და აგრეთვე სანიტარიული სამსახურის მოთხოვნის მიხედვით.

13.  სანიტარიული კვანძები და ქალთა ჰიგიენის ოთახის მოწყობილობა საჭიროების მიხედვით, მაგრამ არაიშვიათად ცვლაში ერთხელ, საგულდაგულოდ უნდა იწმინდებოდეს, ირეცხებოდეს წყლით და უტარდებოდეს დეზინფექცია.

14.  ტუალეტების ყოველ დალაგებისას (2-3ჯერ დღეში) ცალკე გამოყოფილ და ქლორიანი კირის 0,5% ხსნარში დასველებული ნაჭრით უნდა იწმინდებოდეს წყალსადენის ონკანების ვენტილები, აგრეთვე კარის სახელურები, საკეტები და სხვა ზედაპირები, რომლებსაც ხელით ეხება ადამიანი ტუალეტით სარგებლობისას. უნიტაები დაბინძურების მიხედვით უნდა იწმინდებოდეს ნალექისაგან მარილმჟავას 10%-იანი ხსნარით და ირეცხებოდეს.

15.  ტუალეტის შესასვლელთან უნდა იდოს პატარა ნოხი, რომელიც ცვლის განმავლობაში 2-3-ჯერ უნდა სველდებოდეს ქლორიანი კირის 0,5%-იანი ხსნარით. დეზინფექციის ეფექტურობის კონტროლი სრლდება პერიოდულად ლაბორატორიის მიერ იოდსახამებლის სინჯით.

16.  სანიტარიული კვანძების დალაგებისა და დეზინფექციის მიზნით, გამოყოფილ უნდა იქნეს სპეციალური ინვენტარი (ვედროები, ფუნჯები, აქანდაზები და სხვა), რომლებიც შეღებილი უნდა იქნეს სასიგნალო (წითელ) ფრად.

17.  ყოველი დალაგების შემდეგ ინვენტარი მთლიანად უნდა მოთავსდეს ქლორიანი კირის 0,5%-იან ხსნარში 2 საათით.

18.  სანიტარული კვანძებისა და ქალთა ჰიგიენური ოთახების დასალაგებელი ინვენტარი უნდა ინახებოდეს ცალკე სხვა სათავსების ინვენტარისაგან.

19.  სანიტარიული კვანძებისა და ქალის ჰიგიენის ოთახების დასალაგებლად გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური პერსონალი.

20.  კვების პუნქტები შეიძლება განთავსებულნ იქნენ საყოფაცხოვრები სათავსების შემადგენლობაში ან ცალკე მდგომ შენობებში. დასაჯდომი ადგილების რაოდენობა უნდა შეადგენდეს ერთ ცვლაში მომუშავეთა არანაკლებ 40%-ს.

21.  სასადილოში შესასვლელთან უნდა დაიდგას ხელსაბანები, ცივი და ცხელი წყლის შემრევებით და საკიდები, აუცილებლობის შემთხვევაში იქმნება საგარდერობები, კაკვების რაოდენობა საკიდებზე ამ შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს დასაჯდომი ადგილების რაოდენობას, საკიდის სიგრძემ უნდა დაიტიოს 8 კაკვი 1მ-ზე (ერთი მხრიდან).

22.  სასადილოს არარსებობისას საკვების მიღება უნდა ხდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ სათავსში, რომელსაც უნდა გააჩნდეს მადუღარა და პირსაბანი. საკვების მიღება უშუალოდ საამქროში არ დაიშვება.

23.  კატეგორიულად აკრძალულია საყოფაცხოვრებო სათავსების გამოყენება სხვა მიზნებისათვის.

24.  საამქროებში, სადაც ხდება ადრეული ასაკის ბავშვთა თხიერი და პასტისმაგვარი პროდუქტების გამომუშავება, გათვალისწინებული უნდა იყოს ოთახი, სადაც ჩატარდება საწარმოო პერსონალის დამატებითი სანიტარიული დამუშავება (ხელების დეზინფექცია, დოლბანდის შემოსაკრავების გაკეთება, სპეციალური ტანსაცმლის ჩაცმა და აშ.) ბავშვთა რძის პროდუქტების საამქროს შესასვლელის წინ უნდა იყოს სადეზინფექციო პატარა ნოხები.

 

VIII. მოთხოვნები ტექნოლოგიური მოწყობილობების, აპარატურის. ინვენტარის, ჭურჭლისა და ტარისადმი

1.    ტექნოლოგიური მოწყობილობა, აპარატურა, შუასადენები, შემკვრივებები, ინვენტარი, ჭურჭელი და ტარა უნდა დამზადდეს მასალისაგნ, რომელიც დაშვებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამიტროს მიერ საკვებ პროდუქტებთან კონტაქტისათვის.

2.    მოთუთიებული ფოლადისაგან და მოუკალავი სპილენძისაგან დამზადებული მოწყობილობების, აგრეთვე მომინანქრებული ჭურჭლისა და ინვენტარის გამოყენება არ დაიშვება (გარდა მადუღარებისა და ადუღებული წყლის ავზებისა).

3.    აბაზანებს, მეტალის ჭურჭელს, გამშვებებს, ღარებს და ა.შ. უნდა ჰქონდე შია ზედაპირი გლუვი, რათა ადვილად იწმინდებოდეს ყოველგვარი ღრიჭობის, წამოშვერილი ჭანჭიკების, მოქლონების გარეშე, რომლბიც აძნელებენ გაწმენდას. არ უნდა იქნეს გამოყენებული ხის ან სხვა მასალები, რომელიც ცუდად სუფთავდება და დეზინფიცირდება იმ ადგილებში, რომლებიც შეიძლება გახდნენ დაბინძურების წყარო.

4.    კვების პროდუქტების დასამუშავებელი მაგიდების სამუშაო ზედაპირები უნდა იყოს გლუვი, ნაპრალების და ღრიჭოების გარეშე, დამზადებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული უჟანგავი მეტალისაგან ან პოლიმერულ მასალისაგან.

5.    ტექნოლოგიური მოწყობილობა და აპარატურა გარედან შეღებილი უნდა იყოს ღია ტონის ფერის საღებავებით (გარდა მოწყობილობისა, რომელიც დამზადებულია ან მოპირკეთებულია უჟანგავი მასალით), რომელიც არ შეიცავს მავნე მინარევებს. წარმოებაში გამოყენებული ჭურჭლისა და ინვენტარის შეღებვა ტყვიის თეთრათი, სურინჯით და სხვა მსგავსი საღებავებით არ დაიშვება.

6.    ტექნოლოგიური მოწყობილობები უნდა განლაგდეს ტექნოლოგიური სქემის მიხედვით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა, რძის გატარების მოკლე და პირდაპირი კომუნიკაციები, გამოირიცხოს ნედლეულისა და მზა პროდუქციის შემხვედრი ნაკადები.

7.    მოწყობილობის განლაგებისას დაცული უნდა იყოს პირობები, რომლებიც უზრუნველყოფ სანიტარიული კონტროლის განხორციელებას საწარმოო პროცესებზე, ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების და მზა პროდუქციის ხარისხზე, აგრეთვე სათავსების და მოწყობილობების რეცხვაზე, დალაგებაზე და დეზინფექციაზე.

8.    მოწყობილობა, აპარატურა და რძისგამტარები აწყობილი უნდა იყოს იმგვარად, რომ უზრუნველყოს რძისა და სარეცხი ხსნარების მთლიანი ჩასხმა და ყველა ის ნაწილი, რომლებთანაც შეხება აქვს რძესა და რძის პროდუქტებს, ხელმისაწვდომი იყოს გაწმენდის, გარეცხვისა და დეზინფექციისათვის. რძისგამტარები უნდა იყოს გასართი.

9.    დაუცველი მინის თერმომეტრები უშუალოდ არ უნდა ეხებოდეს პროდუქტებს.

10.  რეზერვუარები, რომლებიც გათვალისწინებულია რძის შესანახად და გადასამუშავებლად, ნაღების, ნორმალიზებული ნარევების და რძის სხვა პროდუქტებისათვის (გარდა იმ პროდუქტებისა, რომლებიც გამოიყენება ხაჭოს და ყველის დასამზადებლად), უზრუნველყოფილ უნდა იქნენ მჭიდრო თავსახურებით.

11.  აპარატები, რეზერვუარები, და მოწყობილობები, რომლებშიც ხდება რძის პროდუქტების დამუშავება, ჩართული უნდა იყოს კანალიზაციაში 20-30მმ ნაკადის წყვეტილობით სიფონებიანი ძაბრებით და არ იძლეოდეს იატაკზე წყლის დაქცევის შესაძლებლობას.

12.  საწარმოო აპარატების უშუალო შეერთება კანალიზაციასთან არ დაიშვება.

13.  შიგასაქარხნო ტრანსპორტი და შიგასაამქრო ტარა უნდა იყოს მიმაგრებული ნედლეულის და მზა პროდუქციის ცალკეულ სახეობებზე და სათანადოდ მარკირებული.

IX. მოთხოვნები მოწყობილობების სანიტარიული დამუშავებისადმი

1.    მოწყობილობები, აპარატურა, ინვენტარი, რძისგამტარები ყოველდღიურად სამუშაოს დამთავრების შემდეგ საგულდაგულოდ უნდა ირეცხებოდეს და უტარდებოდეთ დეზინფექცია, შესაბამისად მოქმედი ინსტრუქციისა რძის მრეწველობის საწარმოებში მოწყობილობების სანიტარიული დამუშავების შესახებ”.

2.    მოწყობილობებს, რომლებიც არ გამოიყენება გარეცხვისა და დეზინფექციის შემდეგ 6 საათის და მეტი ხნის განმავლობაში, ხელმეორედ უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია მუშაობის დაწყების წინ.

3.    რეცხვისა და დეზინფექცის კონტროლი ხორციელდება საწარმოს ლაბორატორიის მიერ უშუალოდ მუშაობის დაწყების წინ.

4.    რძის პროდუქტების წარმოებისა და შენახვისათვის საჭირო რეზერვუარების სანიტარიული დამუშავება უნდა ხდებოდეს ყოველი დაცლის შემდეგ.

5.    ტექნიკური უწესივრობის გამო ან რძის მიწოდების შეწყვეტისას 2 და მეტი საათით, ხდება მოწყობილობების იძულებითი გაცდენა, რაც მოითხოვს პასტერიზებული რძის და ნორმალიზებული ნარევების ხელმეორედ პასტერიზაციას, მილსადენებისა და მოწყობილობების გარეცხვას და დეზინფექციას.

6.    მოწყობილობების გასარეცხად საჭიროა სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების ცენტრალიზებული მომზადება.

7.    ხელების, დასალაგებელი ინვენტარის, სანიტარიული კვანძების მოწყობილობების და სხვათა დეზინფექციისათვის საჭირო 0,1-0,5%-იანი ქლორიანი კირის ხსნარის მომზადება უნდა ხდებოდეს ცენტრალიზებულად მომზადებული ქლორიანი კირის 10%-იანი ხსნარისაგან, საამქროს სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომლის მიერ, ხოლო მასში აქტიური ქლორის შემცველობა უნდა კონტროლირდებოდეს ყოველდღიურად.

8.    სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების კონცენტრაციის, ტემპერატურის და ცირკულაციის დროის შემცირება, აგრეთვე მოქმედი ინსტრუქციით გათვალისწინებული რეცხვის პერიოდულობის დარღვევა არ დაიშვება.

9.    სარეცხი ხსნარების კონცენტრაციის ავტომატური კონტროლისა და რეგულირების მოწყობილობის უქონლობის შემთხვევაში კონცენტრაცია უნდა კონტროლირდებოდეს ლაბორატორიის მიერ არანაკლებ 2-3-ჯერ ცვლაში და საჭიროების მიხედვით უნდა ხდებოდეს მისი დაყვანა დადგენილ ნორმამდე.

10.  ინვენტარის, ტარის, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვათა რეცხვისა და დეზინფექციის მიზნით ეწყობა სპეციალური სათავსები წყალგაუმტარი იატაკით, მიყვანილი წყლის ორთქლით, ცხელი და ცივი წყლით და ჩანარეცხი წყლის სარიდით.

11.  მოწყობილობების დასაშლელი დეტალების (მილსადენების, ონკანების, მადოზირებელი მოწყობილობების და სხვა) ხელით რეცხვისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციალური სამსექციანი მოძრავი აბაზანები მილყელით ხსნარების გადასასხმელად. მილყელების განლაგებამ უნდა უზრუნველყოს ხსნარების სრული გადასხმა. აბაზანებს უნდა ჰქონდეს თაროები დეტალების გასაშრობად.

12.  ბაკების, ტანკების ხელით რეცხვა უნდა ხდებოდეს სპეციალურად გამოყოფილი მომზადებული პერსონალის მიერ.

13.  სპეცტანსაცმელი გამოიყენება მხოლოდ ტანკების რეცხვისას, ქლორიანი კირის ხსნარში დეზინფიცრებული რეზინის ჩექმების ჩაცმა უნდა ხდებოდეს ტანკის გვერდით სპეციალურ რეზინის ნოხზე.

14.  მრეცხავების სპეცტანსაცმელი და პასტერიზებული და ნედლი რძის ტანკების სარეცხი ინვენტარი ინახება ცალ-ცალკე მარკირებულ კარადებში.

15.  ბოთლების რეცხვა ბოთლის სარეცხ მანქანებში ხდება თანახმად არსებული ინსტრუქციისა ყოველი ტიპის მანქანისათვის და მოწყობილობის სანიტარიული დამუშავების მოქმედი ინსტრუქციის მიხედვით. ბოთლები ცილის ნარჩენებით, მექანიკური ჭუჭყით და სხვ. წინასწარ უნდა დალბეს და გაირეცხოს ხელით.

16.  რძის პროდუქტებით ავსებამდე საჭიროა ბოთლები შემოწმდეს ვიზუალურად და გაისინჯოს მთლიანობაზე, რეცხვის ხარისხზე და უცხო საგნების არსებობაზე. ელექტრონული ნათურები კონტროლიორის სამუშაო მაგიდაზე შემოკავებული უნდა იყოს სპეციალური ეკრანით.

17.  კონტროლიორის სამუშაო ადგილი შუქფილტრზე აღკაზმული უნდა იყოს ნახევრად რბილი სკამით, მაღალი სახელურებითა და საფეხურით.

18.  ამ სამუშაოზე აუცილებელია შერჩეულ იქნეს კონტროლიორები შემოწმებული მხედველობით, ამასთან კონტროლიორების უწყვეტი მუშაობა შუქფილტრებზე არ უნდა აღემატებოდეს 1,5-2საათს.

19.  მფილტრავი მასალები აუცილებლად უნდა გაირეცხოს და ჩაუტარდეთ დეზინფექცია ყოველი ხმარების შემდეგ. მათი რეცხვა და დეზინფექცია ხორციელდება თანახმად ინსტრუქციისა რძის მრეწველობის საწარმოებში მოწყობილობების სანიტარიული დამუშავების შესახებ”.

20.  რძის მიღებისას ცალკეულ მეურნეობებისაგან მფილტრავი მასალები უნდა ირეცხებოდეს და უტარდებოდეს დეზინფექცია ყოველ ჩამბარებლისაგან რძის მიღების შემდეგ.

21.  ქარხნებს უნდა ჰქონდეს მფილტრავი მასალები საკმარისი რაოდენობით.

22.  ავტომატური მრიცხველებით რძის განუწყვეტელი მიღებისას ფილტრების რეცხვა და დეზინფექცია უნდა ხდებოდეს არაიშვიათად ცვლაში ერთხელ. რძის პერიოდული მიღებისას ფილტრების რეცხვა და დეზინფექცია უნდა ხდებოდეს რძის მიღებისას ყოველი შესვენების შემდეგ.

23.  ხაჭოს დასაპრესად გამოყენებული პარკები მაშინვე, ტექნოლოგიური პროცესის დამთავრებისთანავე, გულმოდგინედ უნდა გასუფთავდეს, გაირეცხოს სპეციალურ სარეცხ მანქანაში სარეცხი საშუალებების გამოყენებით, რომლებიც მითითებულია მოქმედ ინსტრუქციაში რძის მრეწველობის საწარმოებში მოწყობილობის სანიტარიული დამუშავების შესახებ”, ადუღონ 10-15 წუთს და გააშრონ ჰაერზე (სათავსში) ან საშრობ კამერაში. პარკების დამუშავება უნდა ხდებოდეს ცალკე სათავსში.

24.  ტრანსპორტიორები, კონვეიერები, რომლებიც გამოიყენებ კვების პროდუქტებისათვის, ცვლის დამთავრების შემდეგ უნდა გასუფთავდეს, დამუშავდეს კალცინირებული სოდის ცხელი ხსნარით ან სინთეტიკური სარეცხი საშუალებით და გაირეცხონ ცხელი წყლით.

25.  რძის ცისტერნები ყოველი რეისის შემდეგ უნდა გაირეცხოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია სპეციალურ ავტოცისტერნების სამრეცხაოში. გარეცხვის შემდეგ ცისტერნები უნდა დაიპლომბოს, რის შესახებაც აღინიშნება სპეციალურ საგზაო დოკუმენტში.

26.  იმ შემთხვევაში, თუ პლომბი მოიხსნა წარმოების დაცვის მიერ, უნდა მოხდეს ცისტერნების ხელმეორედ დაპლომბვა დაცვის ძალებით. საგზაო დოკუმენტში ან სანიტარიულ პასპორტში შეტანილი უნდა იყოს ნიშანი ცისტერნა გახსნილ იქნა დათვალიერების მიზნით და ხელმეორედ დაიპლომბა საწარმოოს დაცვის მიერ”.

27.  რძის მიმწოდებელ მეურნეობებს მათარები უბრუნდებათ საგულდაგულოდ გარეცხილი და დეზინფიცირებული.

28.  გარეცხილი მოწყობილობის მიკრობიოლოგიური კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს საწარმოს ლაბორატორიის, ან ტერიტორიული სანიტარიული სამსახურის მიერ გაუფრთხილებლად, მოწყობილობის რეცხვის ჟურნალში სათანადო აღნიშვნით.

29.  ჩამონარეცხების ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების შედეგები, რომლებიც ადასტურებ მოწყობილობების არადამაკმაყოფილებელი რეცხვისა და დეზინფექციის ხარისხს გამოკრული უნდა იყოს ლაბორატორიის მუშაკების მიერ მაჩვენებელთა დაფაზე სანიტარიულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირის ჩვენებით.

30.  სპეციალიზებულ საწარმოებში და საამქროებში, სადაც მზადდება თხიერი და პასტისმაგვარი რძის პროდუქტები ადრეული ასაკის ბავშვებისათვის, მოწყობილობების რეცხვა და დეზინფექცია, გამოყენებულ საშუალებათა კონცენტრაციის კონტროლი და სანიტარიული დამუშავების რეჟიმების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს ავტომატურ რეჟიმში.

31.  მოწყობილობებისა და მილსადენების რეცხვის სისტემა უნდა შედგებოდეს რამდენიმე ავტონომიური ციკლისაგან:

ა) უმი რძის და საკვები კომპონენტების არაპასტერიზებული ხსნარების მოწყობილობები და მილსადენები;

ბ) სტერილიზატორები, პასტერიზატორები და მოწყობილობები, რომლებიც მუშაობ მათთან ერთად საერთო სქემით;

გ) სტერილიზებული რძის პროდუქტებისათვის რეზერვუარები, რძისგამტარები, სხვადასხვა ავტომატები:

დ) საბავშვო აციდოფილურ ნარევების წარმოების უბნის რეზერვუარები, რძისგამტარები, სხვადასხვა ავტომატები;

ე) კეფირის წარმოების უბნის რეზერვუარები, რძისგამტარები, ჩამოსასხმელი ავტომატები;

ვ) მოწყობილობები ხაჭოსათვის.

32.  ბავშვთა კვების საამქროებისათვის, რომელთა სიმძლავრე არ აღემატება 5ტ-ს მოწყობილობების და მილსადენების რეცხვა შეიძლება შედგებოდეს შემდეგი ციკლებისაგან:

ა)მოწყობილობები და მილსადენები უმი რძისა და არაპასტერიზებული საკვები კომპონენტებისათვის;

ბ) სტერილიზატორები, პასტერიზატორები და მოწყობილობები, რომლებიც მუშაობ მათთან საერთო სქემის მიხედვით; რეზერვუარები, რძისგამტარები, სხვადასხვა ავტომატები სტერილიზებული რძის პროდუქტებისათვის;

გ) მოწყობილობები ხაჭოს წარმოებისათვის, რეზერვუარები, რძისგამტარები, სხვადასხვა ავტომატები კეფირის და საბავშვო აციდოფილური ნარევების ჩამოსასხმელ უბნებიდან (რეცხვა უნდა ხდებოდეს ზემოაღნიშნული თანამიმდევრობით).

 

X. ძირითადი მოთხოვნები ტექნოლოგიური პროცესებისადმი

1.    რძისა და რძის პროდუქტების მიღება, გადამუშავება და შენახვა უნდა ხდებოდეს განსაკუთრებული სისუფთავის, დაბინძურების და გაფუჭებისაგან დაცვის, მათში უცხო საგნებისა და ნივთიერებების მოხვედრის თავიდან აცილების პირობებში.

2.    რძის პროდუქცია უნდა გამომუშავდეს მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.

3.    ტექნოლოგიური ინსტრუქციების დაცვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ოსტატებს, ტექნოლოგებს, წარმოების გამგეებსა და საამქროების (უბნების) უფროსებს.

4.    საწარმოები არ უნდა ღებულობდეს რძეს სპეციალური ცნობების გარეშე, რომლებსაც ყოველთვიურად ადგენენ ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოები სარძეო ფერმებში და რძის წარმოების დაწესებულებებში (კომპლექსებში) ვეტერინარულ-სანიტარიულ წესრიგის კეთილსაიმედობის შესახებ. ინდივიდუალურ ჩამბარებლისაგან ანალოგიური ცნობები უნდა დგინდებოდეს წელიწადში ერთხელ. ფილტრები რძის სისუფთავის ხარისხის დადასტურების შესახებ უნდა ინახებოდეს 5 დღის განმავლობაში.

5.    ბრუცელოზისა და ტუბერკულოზის თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო მეურნეობიდან რძის მიღება შეიძლება ვეტერინარული და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის სპეციალური ნებართვით.

6.    არაკეთილსაიმედო მეურნეობიდან მიღებულ რძისა და ნაღების სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებებში კეთდება აღნიშვნა პასტერიზებული” და მიეთითება პასტერიზაციის ტემპერატურა.

7.    რძისა და ნაღების ყოველი პარტია, რომლებიც მიღებულია არაკეთილსაიმედო მეურნეობიდან, მოწმდება საქარხნო ლაბორატორიის მიერ პასტერიზაციის ეფექტურობაზე ქიმიური მეთოდით და შესაძლებელია მიღებულ იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, თუ აღმოჩნდება უარყოფითი რეაქცია პეროქსიდაზაზე.

8.    ბავშვთა რძის პროდუქტების საწარმოებლად რძის მიწოდება უნდა ხდებოდეს მხოლოდ სპეციალურად გამორჩეული ფერმებიდან, მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველების რძის გამოყენებით.

9.    გადასამუშავებლად მიწოდებული რძე, ნაღები, დამხმარე ნედლეული და მასალები უნდა პასუხობდეს შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს.

10.  რძის ჩასხმის წინ რძის შლანგებსა და ცისტერნის მილყელებს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია ქლორიანი კირის ხსნარით და შემდეგ უნდა ჩარეცხოს სასმელი წყლით. რძის მიღების დამთავრების შემდეგ შლანგები უნდა გაირეცხოს, ჩაუტარდეს დეზინფექცია, დაიხუროს ჩამხშობით ან წყალგაუმტარი ჩალითათი და ჩამოიკიდოს კრონშტეინებზე. სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარები, ცისტერნების შლაგნებისა და მილყელების დასამუშავებლად უნდა ინახებოდეს სპეციალურად მარკირებულ მოცულობებში.

11.  მიღებული რძე და ნაღები უნდა გაიფილტროს და სასწრაფოდ გაცივდეს 4C0 ტემპერატურამდე, ან ჩაუტარდეს პასტერიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ რძე მიღებულია ქვემოური ქსელის საწარმოსაგან მომატებული მჟავიანობით და ვერ უძლებს პასტერიზაციას, უნდა გაიგზავნოს ცალკე ხაზით და გადამუშავდეს ტექნოლოგიური ინსტრუქციისა ხაჭოსა და არახარისხოვანი, მომატებული მჟავიანობის მქონე რძისაგან, რომელიც გათვალისწინებულია ხაჭოს ნახევადფაბრიკატებისა და ნადნობი ყველების გამომუშავებისათვის” მოთხოვნების შესაბამისად.

12.  ასეთი რძისაგან მიღებული შენადედის დასამუშავებელი ინვენტარი უნდა იყოს მარკირებული, ინახებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე და გამოიყენებოდეს მხოლოდ ამ მიზნისათვის.

13.  უმი და პასტერიზებული რძე უნდა ინახებოდეს ცალკე ტანკებში, ხოლო რძის მოსაწოდებლად გამოყენებული უნდა იყოს ცალკე რძის სადენები.

14.  ტანკები უმი და პასტერიზებული რძის შესანახად უნდა იყოს მარკირებული.

15.  რძისა და ნაღების ნორმალიზაცია უნდა სრულდებოდეს პასტერიზაციის წინ.

16.  სააპარატო საამქროში აუცილებელია ჟურნალის წარმოება პასტერიზებული რძის მოძრაობის, ტანკების ავსებისა და დაცლის დროთა ჩვენებით.

17.  საპასტერიზაციო-გამაციებელ დანადგართა გაშვების წინ მეაპარატემ უნდა შეამოწმოს: ხელსაწყოებში თერმოგრამის ქაღალდისა და მელნის არსებობა ჩასაწერად, არაპასტერიზებული რძის უკანდამაბრუნებელი სარქვლის მუშაობის გამართულობა, ხელსაწყოების დამწერი კვანძები, აგრეთვე რძის პასტერიზაციის ტემპერატურის ავტორეგულირების სისტემები.

18.  პასტერიზაციის ტემპერატურის კონტროლის მეაპარატე ყოველი სამუშაო ციკლის განმავლობაში, თერმოგრამაზე მელნით უნდა აღნიშნავდეს: თავის გვარს, პასტერიზაციის ტიპს და ნომერს, რიცხვს, პროდუქტის დასახელებას, რომლისთვისაც ხდება რძის პასტერიზაცია, მუშაობის დაწყების და დამთავრების დროს, ტექნოლოგიური პროცესის თანამიმდევრობას (რეცხვის ეტაპები, დეზინფექცია, რძის პასტერიზაცია რეჟიმიდან გადახრის მიზეზების ახსნით).

19.  თერმოგრაფების ანალიზი უნდა ხდებოდეს ლაბორატორიის მიერ და ინახებოდეს საქმეებში წლის განმავლობაში. მათზე პასუხისმგებელია ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი (ლაბორატორიის გამგე).

20.  საკონტროლო-სარეგისტრაციო ხელსაწყოების უქონლობის შემთხვევაში პასტერიზაციის ტემპერატურას აკონტროლებენ მეაპარატეები (ტემპერატურის გაზომვები წარმოებს ყოველ 15 წუთის შემდეგ ჟურნალში შეტანით) და ლაბორატორია (ცვლაში 3-4 ჯერ).

21.  პასტერიზაციის ეფექტურობა უნდა კონტროლდებოდეს როგორც მიკრობიოლოგიური მეთოდით, “ინსტრუქციის წარმოების მიკრობიოლოგიური კონტროლის შესახებ რძის მრეწველობის საწარმოებში” შესაბამისად, ასევე ქიმიური მეთოდით გოსტ 3623-73 რძე და რძის პროდუქტები, პასტერიზაციის განსაზღვრის მეთოდების” მიხედვით.

22.  პასტერიზაციის ეფექტურობის განსაზღვრა ქიმიური მეთოდით უნდა ხდებოდეს ყოველი რეზერვუარიდან, მისი პასტერიზებული რძით შევსების შემდეგ.

23.  გადამუშავებასა ან ჩამოსხმისათვის რძე შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება უარყოფითი რეაქცია ფოსფატაზაზე.

24.  პასტერიზაციის ეფექტურობის კონტროლი ტარდება ყოველ 10 დღეში ერთხელ.

25.  პასტერიზაციის შემდეგ რძეს ან ნაღებს აცივებენ 4(±2)0C და აგზავნიან ჩამოსასხმელად.

26.  აუცილებლობის შემთხვევაში რძის შენახვისას რეზერვუარებში ჩამოსხმამდე 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში 6(±2)0C ტემპერატურის პირობებში იგი ჩამოსხმის წინ იგზავნება განმეორებით პასტერიზაციაზე ან შესაძლებელია შესაბამისად შემოკლდეს წარმოებაში მზა პროდუქტის შენახვის საერთო ვადა.

27.  რძემჟავა პროდუქტების წარმოებისას რძე ან ნაღები პასტერიზაცის შემდეგ ცივდება შედედების ტემპერატურამდე და სასწრაფოდ იგზავნება შესადედებლად.

28.  კატეგორიულად იკრძალება რძის გაჩერება შედედების ტემპერატურაზე შესაბამისი დედის გარეშე.

29.  აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებია პასტერიზებული რძის გაციება 6(±2)0C ტემპერატურამდე და შენახვა გამოყენებამდე არა უმეტეს 6 საათისა. უფრო მეტი ხნით შენახვისას შედედების წინ აუცილებელია მისი ხელმეორე პასტერიზაცია.

30.  ბავშვთა მშრალი რძის პროდუქტების წარმოებისას რძე მაშინვე უნდა გაიგზავნოს გადასამუშავებლად.

31.  რძემჟავა პროდუქტების წარმოების დროს პასტერიზებული რძე ან ნარევები უნდა გაცივდეს შედედების ტემპერატურამდე და სასწრაფოდ შედედდეს.

32.  პასტერიზებული და სტერილიზებული რძის პროდუქტების დამზადებისას რძე ან ნარევები ცივდება 6(±2)0C ტემპერატურამდე, რის შემდეგაც იგზავნება ჩამოსასხმელად ან შემდგომი მაღალტემპერატურიანი დამუშავებისათვის.

33.  აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია პასტერიზებული რძის ან ნარევების შენახვა ჩამოსხმის წინ 2-50C ტემპერატურის პირობებში არა უმეტეს 6 საათისა, 6-80C ტემპერატურის პირობებში არა უმეტეს 3 სააათისა.

34.  რძის პროდუქტების ჩამოსხმისას ჩამოსასხმელ-დამცობ ავტომატებში სპეციალური ჯაგრისით აცილებენ სადგარიდან შუშის ნამცეცებს, გადააქვთ მარკირებულ სანაგვეებში და რეგულარულად ასუფთავებენ.

35.  პროდუქცია დამტვრეულ, ნაკლული ბოთლებიდან და პაკეტებიდან პასტერიზებული ან სტერილიზებული რძით ან ნაღებით უნდა გადაისხას ლავსანის ფენით, რძემჟავა სასმელებით – დოლბანდის ორ ფენაში, რის შემდეგაც რძე ან ნაღები იგზავნება განმეორებით პასტერიზაციაზე ან სტერილიზაციაზე, რძემჟავა პროდუქტები კი – გადამუშავებაზე.

36.  პროდუქციაში უცხო საგნების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, საწარმოში შემოსული რძე უნდა გაიფილტროს, გაიწმინდოს რძის გამწმენდებზე; ფქვილი, შაქარი უნდა გაიცრას, ქიშმიში გადაისინჯოს და გაირეცხოს, კაკაო, ყავა, ვანილინი და სხვა უნდა გაისინჯოს მექანიკურ მინარევების არსებობაზე.

37.  განსაკუთრებით საგულდაგულოდ უნდა გაისინჯოს ქვემოური ქარხნებიდან, შემოსული ხაჭო, იმისათვის, რომ ხაჭოს დასამზადებელ რძეში დეფროსტაციის ან ტარიდან გათავისუფლებისას, არ მოხვდეს ლურსმნები, ხის ნაჭრები და სხვა.

38.  არაჟანი, ხაჭო, ხაჭოს კვერი ბავშვთა დაწესებულებებს უნდა მიეწოდოს მხოლოდ საკუთარი გამომუშავებისა, არ შეიძლება მათი მიწოდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამომუშავებულია ქვემორულ საწარმოო ქსელში.

39.  კატეგორიულად იკრძალება სარემონტო სამუშაოების ჩატარება და სათავსების დეზინფექცია პროდუქციის გამომუშავების პერიოდში, არ დაიშვება საწარმოო საამქროებში სარემონტო ინსტრუმენტების დატოვება; საწარმოო ციკლის პერიოდში დანადგარების რემონტის ჩატარება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შემოღობილნი არიან გადასატანი ეკრანებით.

40.  ყოველ სააამქროში უნდა ხდებოდეს დამტვრეული საგნების აღრიცხვა და ჰქონდეთ ამონაწერი ინსტრუქციიდან რძის პროდუქციაში უცხო საგნების შესაძლო მოხვედრის შესახებ.

41.  ტარისა და სხვა მასალების მიწოდება მზა პროდუქციის შესაფუთად უნდა ხორციელდებოდეს სხვა საწარმოო სათავსების გვერდის ავლითა და დერეფნებისა და ექსპედიციის საშუალებით.

42.  არ დაიშვება ტარისა და შესაფუთი მასალის შენახვა საწარმოო საამქროებში, ისინი უნდა ინახებოდეს სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში.

43.  პროდუქციის მარკირება უნდა ხდებოდეს მკაცრი შესაბამისობით ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან.

44.  ტექნოლოგიური პროცესის დამთავრების შემდეგ, რომელიც მოიცავს გაციების, გაციების მოთავებისა და პროდუქტის დამწიფების დროს, მასზე იწერება ხარისხის მოწმობა შესაბამისად ინსტრუქციისა ტექნოქიმიური კონტროლის შესახებ რძის მრეწველობის საწარმოებში”.

45.  ტემპერატურა და სინესტე კამერაში ან მზა პროდუქციის საწყობში, აგრეთვე წესები და ვადები მზა პროდუქციის რეალიზაციისა უნდა კონტროლდებოდეს ლაბორატორიის მიერ 2-3-ჯერ ცვლაში, ხოლო შედეგები ფიქსირდებოდეს სპეციალურ ჟურნალში.

46.  ნედლეულის, მარაგის და მზა პროდუქციის განლაგება კამერაში ან საწყობში მისი შენახვის მიზნით მკაცრად უნდა იყოს დაცული პარტიების მიხედვით, რიცხვის, გამომუშავების ცვლის და პარტიის ნომრის ჩვენებით.

47.  მზა პროდუქცია გაიცემა ექსპედიტორის, საწყობის გამგის ან ოსტატის მიერ, რომლებიც ადმინისტრაციულ წესით აგებენ პასუხს ხარისხის მოწმობის გარეშე პროდუქციის გამოშვებაზე.

48.  მზა პროდუქციის ყოველ პარტიას უნდა ჰქონდეს ხარისხის ცალკე მოწმობა. საწარმოებში, სადაც ხდება ბავშვთა რძის პროდუქტების დამზადება, უნდა ხდებოდეს ამ პროდუქტების ყოველდღიური დეგუსტაცია, ხოლო ნიმუშები შენახული უნდა იყოს რეალიზაციის ვადის დამთავრებამდე.

49.  რეალიზაციაში არ დაიშვება პროდუქცია ჭუჭყიანი, დაზიანებული საფუთავით, გაურკვეველი ნიშანდებით, დაზიანებული დაპლომბვით.

50.  ტექნოლოგიური წუნი უნდა გადამუშავდეს თანახმად მოქმედი ინსტრუქციისა რძის მრეწველობის საწარმოებში წუნის გამოვლენისა და აღრიცხვის შესახებ”.

51.  ყველის საცავებში მოწყობილი უნდა იყოს თაროები და სტელაჟები, რომლებიც ადვილად ირეცხება და დეზინფიცირდება.

52.  სანიტარიული ზედამხედველობის მოთხოვნისამებრ კარაქისა და ყველის შესანახ კამერებს დეზინფექცია და გათეთრება უნდა ჩაუტარდეს წელიწადში ორჯერ. ამ დროს კამერები უნდა გათავისუფლდეს პროდუქციისაგან. სათავსებში, სადაც ხდება ყველის დამარილება, გამოშრობა და აფსკში ჩაწყობა, ჰაერის სტერილიზაციის მიზნით, დადგმული უნდა იყოს ბაქტერიციდული ნათურები.

53.  ობთან ბრძოლის მიზნით, კამერები, დერეფნები, ჰაერის მილები ჰაერგამაციებლებით, მუშავდებ ანტისეპტოლით ან ქლორიანი კირის ხსნარით, ხოლო ძლიერ მიშვებული კამერები, რომლებიც აღნიშნული საშუალებებით ვერ მუშავდება, უნდა დამუშავდეს ნატრიუმის ოქსიდიფენოლატით.

54.  სამაცივრო კამერებში ყველა ტვირთი (ტარაში) ლაგდება ძელის ან ქვესადგომის გისოსებზე, რომლებიც პერიოდულად ირეცხება და უკეთდება დეზინფექცია. დასაშვებია პროდუქციის შენახვა მათარებში, ხოლო დაფასოებული პროდუქციისა კი – მეტალის ან პლასტმასის კალათებში, ქვესადგომებისა და გისოსების გარეშე.

55.  კამერების სანიტარიულ მდგომარეობას და დეზინფექციის ჩატარების აუცილებლობას ადგენენ სანიტარიული ექიმები ან საწარმოს ლაბორატორიის გამგე.

56.  კამერების დეზინფექციის ეფექტურობას ადგენენ მიკრობიოლოგიური ანალიზით. დეზინფექცია ითვლება დამაკმაყოფილებლად, თუ ანალიზის შედეგად დადგენილი იქნება, რომ ზედაპირის 1სმ2-ზე ობის სოკოების რაოდენობა შეადგენს ერთეულებს.

57.  შემოსული ნედლეულის, მზა პროდუქციის, ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს საწარმოს ლაბორატორიის მიერ, შესაბამისად ინსტრუქციებისა წარმოების მიკრობიოლოგიური კონტროლი რძის მრეწველობის საწარმოებში” და რძის მრეწველობის საწარმოებში ტექნოქიმიური კონტროლის შესახებ”.

58.  ნედლეულის და მზა პროდუქციის ანალიზი პათოგენურ მიკროორგანიზმებზე უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მეთოდებით სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ.

59.  წარმოებაში მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის უქონლობისას კონტროლი ხორციელდება სამეურნეო ხელშეკრულებით ტერიტორიული სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ.

60.  ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების, (ნედლეულის, მზა პროდუქციის, ჩამონაბანების, წყლის და ა.შ.) სანეპიდსამსახურის ლაბორატორიები აცნობებენ წარმოების ადმინისტრაციას ანალიზის დამთავრებისთანავე და წარუდგენენ ლაბორატორიული გამოკვლევების აქტს.

XI. მოთხოვნები შემდედებლების წარმოებისადმი

1.    განყოფილება, სადაც ხდება ბაქტრიული შემდედებლების მომზადება, მოთავსებულ უნდა იყოს ერთ საწარმოო კორპუსში სხვა მომხმარებელ საამქროებთან ერთად, საწარმოო სათავსებისაგან იზოლირებულად და მაქსიმალურად მიახლოებული შემდედებლების მომხმარებელ საამქროებთან.

2.    სათავსი, სადაც ხდება შემდედებლების დამზადება, არ უნდა იყოს გასასვლელი, შემდედებლების განყოფილებას შესასვლელში უნდა ჰქონდეს ტამბური, სადაც განყოფილების თანამშრომლებსა და მომსვლელებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიცვალონ სანიტარიული ტანსაცმელი. შემდედებლების განყოფილებას წინ შესავლელთან უნდა იდოს მადეზინფიცირებელი ფარდაგი.

3.    მექანიკურ შემწოვ ვენტილაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს მიწოდებული გარეგანი ჰაერის გაწმენდა მტვრისაგან.

4.    შემდედებელ განყოფილებაში შესვლა ნებადართულია მხოლოდ თანამშრომელთათვის, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ შემდედებლების დამზადებას და აგრეთვე დამლაგებელი პერსონალისათვის.

5.    შემდედებელ განყოფილებაში გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე სათავსები: შემადედებლების დასამზადებლად სუფთა კულტურებზე, კეფირის შემდედებლების დასამზადებლად აციდოფილურთან, შემდედებელი განყოფილების ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის, დეზინფექციისა და შესანახად.

6.    მცირე საწარმოებში დაშვებულია შემდედებლების დამზადება სუფთა კულტურებზე და კეფირისა – აციდოფილურთან ერთ სათავსში. ამ შემთხვევაში მოსამზადებელი რეზერვუარები და შემდედებლების მიმწოდებელი მილსადენები სუფთა კულტურისა და კეფირისა აციდოფილურთან უნდა იყოს ცალ-ცალკე.

7.    რძის სტერილიზაცია შემდედებლის დასამზადებლად უნდა წარმოებდეს შემდედებელ განყოფილებაში ან მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში.

8.    პასტერიზებული რძისაგან შემდედებლის მომზადება, მისი მომზადების მთელი პროცესი (პასტერიზაცია, რძის გაგრილება შედედების ტემპერატურამდე, შედედება და შედედებულის გაციება) უნდა წარმოებდეს ერთ მოცულობაში. რძის პასტერიზაცია დაიშვება მილისებურ პასტერიზატორზე და მისი მიწოდება პასტერიზაციის ტემპერატურის პირობებში მოცულობაში, სადაც ხდება შედედება შემდგომი დაყოვნებით. რძის გაციება ხდება იმავე მოცულობაში.

9.    ჰაერის სტერილიზაციის მიზნით შესადედებელ განყოფილებებში და ტამბურში დადგმული უნდა იყოს ბაქტერიციდული ნათურები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება გამოსხივების სიძლიერით 2,5ვტ/მ3.

10.  შესადედებელ განყოფილებებში არ უნდა იყოს სველი დეზინფექციისათვის მიუწვდომელი ზედაპირები და უნდა გამოირიცხოს ორპირი ქარით გამოწვეული ჰაერის მოძრაობა.

11.  შესადედებელ განყოფილებეში დაუშვებელია სატრანსპორტო მაგისტრალური კომუნიკაციების (ორთქლი, სიცივე, ვენტილაცია და სხვ.) გავლა, აგრეთვე საკანალიზაციო დგარმილების განთავსება.

12.  შესადედებელი განყოფილების ტარა და ინვენტარი უნდა იყოს მარკირებული. ხმარების შემდეგ ტარა და ინვენტარი საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს მოქმედი რძის მრეწველობის საწარმოებში მოწყობილობის სანიტარიული დამუშავების ინსტრუქციის” თანახმად და ჩაუტარდეს დეზინფექცია ქლორიანი კირის ხსნარით, გატარდეს ორთქლში ან ჩაუტარდეს სტერილიზაცია ავტოკლავში ან საშრობ კარადაში.

13.  სუფთა ტარა და ინვენტარი უნდა დაიფაროს სუფთა პერგამენტით ან პოლიეთილენის აფსკით და ინახებოდეს მოხმარებამდე დეზინფიცირებულ სტელაჟებზე ან სპეციალურ საყრდენებზე. დიდი ხნით შენახვისას ხმარების წინ სუფთა ტარასა და ინვენტარს ხელმეორედ უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.

14.  ლაბორატორიული და საწარმოო შემდედებლები უნდა მომზადდეს შესაბამისად ინსტრუქციისა რძის მრეწველობის საწარმოებში რძემჟავა პროდუქტების შემდედებლების დამზადების შესახებ”.

15.  დაუშვებელია ნებისმიერი შემდედებლის დამზადება (მშრალის, ლაბორატორიულის, საწარმოს) გასული ვარგისიანობის ვადით, აგრეთვე საწარმოო შემდედებლისა მომატებული მჟავიანობით.

16.  შემდედებლის გადაცემა შედედების რეზერვუარებში შედედების მიზნით უნდა მოხდეს მაქსიმალურად მოკლე, საგულდაგულოდ გარეცხილი და დეზინფიცირებული მილსადენებით.

17.  მცირე რაოდენობის შემდედებლის, აგრეთვე სტერილურ რძეზე დამზადებული საწარმოო შემდედებლის გამოყენებისას დასაშვებია მისი გადატანა დახურულ ჭურჭელში. ამ შემთხვევაში შემდედებლის გადასხმის წინ ჭურჭლის ნაპირები უნდა გაიწმინდოს სპირტით. თანამშრომელს, რომელსაც შეაქვს შემდედებელი, უნდა ეცვას სუფთა ხალათი და ჰქონდეს საგულდაგულოდ დაბანილი და დეზინფიცირებული ხელები.

18.  მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაშ უნდა გამოიყოს ცალკე განყოფილება ან ბოქსი ლაბორატორიული შემდედებლის დასამზადებლად და სუფთა კულტურებთან სამუშაოდ.

19.  აკრძალულია სხვა მიზნებისათვის ხმარება თერმოსტატებისა და მაცივრებისა, რომლებიც გამოიყენება შემდედებლების დასამზადებლად და შესანახად.

20.  ლაბორატორიული შემდედებლის დამზადებას, აგრეთვე ლაბორატორიული, საწარმოო შემდედებლის და აქტივიზირებულ ბაქკონცენტრატის ხარისხის კონტროლს ახორციელებს წარმოების მიკრობიოლოგი.

21.  მცირე საწარმოებში, სადაც არ ჰყავთ მიკრობიოლოგი, ლაბორატორიული შემდედებლის დამზადებას ახორციელებს სპეციალურად გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი. მიკრობიოლოგი ლაბორატორიულ შემდედებელს საწარმოო შემდედებლის დასამზადებლად დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში გადასცემს საამქროს ოსტატს.

22.  საწარმოო შემდედებელს ამზადებენ სპეციალურად გამოყოფილი პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ახორციელებენ აგრეთვე შემდედებლის შეტანას რძეში საწარმოო შემდედებლისა და პროდუქტის დამზადებისას სამუშაო და დასვენების დღეეში. კონტროლს შემდედებლის შეტანის წესების დაცვაზე, ახორციელებს სააქმროს ოსტატი.

XII. სანიტარიული მოთხოვნები რძისა და რძის პროდუქტების გადაზიდვისადმი

1.    რძისა და რძის პროდუქტების მიზიდვა საწარმოში, აგრეთვე მისი რეალიზაცია ქარხნიდან უნდა ხდებოდეს დაპლომბილ ცისტერნებში ან მათარებში.

2.    რძისა და რძის პროდუქტების გადაზიდვა გამართულ და სუფთა ტარაში უნდა ხორციელდებოდეს რეფრიჟერატორებში ან სპეციალური ტრანსპორტით.

3.    დასაშვებია რძის პროდუქტების გადაზიდვა სატრანსპორტო ტარით ბორტებიანი ავტომანქანებით მათი სუფთა ბრეზენტით საგულდაგულოდ დახურვის შემდეგ.

4.    აფხულის პერიოდში მოუხდელი რძის მალფუჭებადი პროდუქტების დატვირთვისა და გადაზიდვის ვადა ტრანსპორტირებისას რეფრიჟერატორებში არ უნდა აღემატებოდეს 6სთ-ს, სპეციალიზებული ავტოტრანსპორტით და ბორტებიანი მანქანებით – 2სთ-ს.

5.    ტრანსპორტი, რომელიც გამოიყენება რძის პროდუქტების გადასაზიდად, უნდა იყოს სუფთა, გამართული და უნდა ჰქონდეს სანიტარიული პასპორტი, გაცემული ტერიტორიული სანიტარიული სამსახურის მიერ არა უმეტეს 6 თვის ვადით. მანქანა სანიტარიული პასპორტის გარეშე საწარმოს ტერიტორიაზე არ დაიშვება.

6.    პროდუქტების დატვირთვის წინ ტრანსპორტს ათვალიერებს პასუხისმგებელი პირი, დანიშნული წარმოების ადმინისტრაციის მიერ, რომელიც იძლევა ნებართვას მის გამოყენებაზე რძის პროდუქტების გადასაზიდად. ასეთი ნებართვის გარეშე დატვირთვა არ დაიშვება.

7.    მძღოლი-ექსპედიტორი ვალდებულია ჰქონდეს პირადი სამედიცინო წიგნაკი, გაიაროს სამედიცინო შემოწმება, დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები და გაიაროს სწავლება ჰიგიენური მომზადების პროგრამით.

XIII. მოთხოვნები მომსახურე პერსონალის პირადი ჰიგიენის დაცვისადმი

1.    ყოველი თანამშრომელი წარმოებაში პასუხისმგებელია პირადი ჰიგიენის წესების შესრულებაზე, სამუშაო ადგილის მდგომარეობაზე, თავის უბანზე ტექნოლოგიური და სანიტარიული მოთხოვნების შესრულებაზე.

2.    საწარმოს ყველა დამწყები და მომუშავე თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს სამედიცინო შემოწმება სანიტარიული სამსახურის მიერ დადგენილი წესების მიხედვით.

3.    მომუშავეთა გეგმისგარეშე ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ტარდება ეპიდჩვენების მიხედვით ტერიტორიულ სანიტარიული სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად.

4.    ყველა თანამშრომელს უნდა ჰქონდეს პირადი სამედიცნო წიგნაკი, რომელშიც რეგულარულად უნდა იქნეს შეტანილი ყველა გამოკვლევის შედეგი, მათ შორის, ცნობები გადატანილ ინფექციურ დაავადებათა და ჰიგიენური მომზადების პროგრამით თანამშრომელთა მერ გავლილი სწავლების შესახებ.

5.    თანამშრომლის პირადი სამედიცინო წიგნაკი უნდა ინახებოდეს საამქროს უფროსთან (ოსტატთან) ან ჯანპუნქტში.

6.    ყველა დამწყები თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს აუცილებელი სწავლება ჰიგიენური მომზადების პროგრამით და ჩააბაროს გამოცდა სათანადო აღნიშვნით შესაბამის ჟურნალში და პირად სამედიცინო წიგნაკში. შემდგომში ყველა თანამშრომელი, მათ შორის, ადმინისტრაციის და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, მიუხედავად სამსახურის დაწყების ვადებისა, ვალდებულია გაიაროს აუცილებელი სწავლება ჰიგიენური მომზადების პროგრამით, შესაბამისი შემოწმებით ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, შესადედებელი განყოფილების თანამშრომლებმა – ყოველწლიურად. ის პირები, რომლებიც არ ჩააბარებენ გამოცდებს ჰიგიენური მომზადების პროგრამით, სამუშაოდ არ დაიშვებიან.

7.    რძის პროდუქტების წარმოების საამქროებში სამუშაოდ არ დაიშვებიან პირები, რომლებიც დაავადებულნი არიან მოქმედ ინსტრუქციაში ინსტრუქცია სამედიცინო შემოწმების შესახებ იმ პირებისა, რომლებიც მიიღებიან სამუშაოდ ან მუშაობენ კვების საწარმოებში, წყალსადენის ნაგებობებსა, ბავშვთა დაწესებულებებში და სხვა” აღნიშნულ დაავადებით.

8.    იმ პირების გამოსავლენად, რომლებსაც გააჩნიათ კანის ჩირქოვანი დაავადებები, მედიცინის მუშაკის მიერ ტარდება პერსონალის ხელების ყოველდღიური შემოწმება ჩირქოვან დაავადებებზე სათანადო აღნიშვნით სპეცილურ ჟურნალში, რომელშიც ფიქსირდება შემოწმების თარიღი, თანამშრომლის გვარი, სახელი, მამის სახელი, შემოწმების შედეგი და გატარებული ღონისძიება.

9.    თუ საწარმოს შტატში არ არის მედიცინის მუშაკის თანამდებობა, მაშინ ასეთ შემოწმებას ატარებს წარმოების სანიტარიული პოსტი (სპეციალურად გამოყოფილი და მომზადებული თანამშრომელი) ან სააქმროს ოსტატი.

10.  საწარმოო საამქროების თანამშრომლები ვალდებულნი არიან კუჭ-ნაწლავის დაავადებების ნიშნების შემჩნევის, ტემპერატურის მომატების, ჩირქგროვებისა და სხვა დაავადებების სიმპტომების გაჩენისას სასწრაფოდ შეატყობინონ ადმინისტრაციას და მიაკითხონ საწარმოს ჯანპუნქტს ან სხვა სამედიცინო დაწესებულებას შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად.

11.  თანამშრომლების მიერ საამქროს ოსტატს უნდა ეცნობოს აგრეთვე ოჯახში ნაწლავური ინფექციის დაავადების ყოველი შემთხვევის შესახებ.

12.  სამუშაოზე გამოცხადებისას საამქროს ყოველი თანამშრომელი ვალდებულია ხელი მოაწეროს სპეციალურ ჟურნალში იმის შესახებ, რომ არც თვითონ და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი არ არიან ავად ნაწლავური დაავადებით.

13.  საწარმოო საამქროების თანამშრომლები ვალდებულნი არიან სამუშაოს დაწყების წინ მიიღონ შხაპი, ჩაიცვან სუფთა სანიტარიული ტანსაცმელი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს პირადი ტანსაცმელი, აიწიონ თმები ხილაბანდის ან ქუდის ქვეშ, საგულდაგულოდ დაიბანონ ხელები საპნით და ჩაიტარონ დეზინფექცია ქლორიანი კირის ან ქლორამინის ხსნარით.

14.  საწარმოო საამქროს ყოველი მუშაკი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარიული ტანსაცმლის 4 კომპლექტით (ბავშვთა პროდუქტების წარმოების საამქროების ტანამშრომლები – 6 კომპლექტით); ტანსაცმლის შეცვლა ხდება ყოველდღიურად და გაჭუჭყიანების მიხედვით. საწარმოო საამქროებში შესვლა სანიტარიული ტანსაცმლის გარეშე აკრძალულია.

15.  ზეინკლები, ელექტრომონტიორები და სხვა მუშაკები, რომლებიც დაკავებულნი არიან სარემონტო სამუშაოებით, წარმოების საწარმოო, სასაწყობო სათავსებში, ვალდებულნი არიან დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები, იმუშაონ საამქროებში სანიტარიული ტანსაცმლით, ინსტრუმენტები გადაადგილონ სპეციალური სახელურებიანი დახურული ყუთებით.

16.  შენობიდან ტერიტორიაზე გამოსვლისას და არასაწარმოო სათავსებში (ტუალეტები, სასადილოები, სამედიცინო პუნქტები და სხვ.) შესვლისას აუცილებელია სანიტარიული ტანსაცმლის გახდა. აკრძალულია სანიტარულ ტანსაცმელზე ზედა ტანსაცმლის ჩაცმა და საგარდერობო კარადებში კვების პროდუქტების შენახვა.

17.  კატეგორიულად აკრძალულია საამქროში უცხო საგნების (საათი, ასანთი, სიგარეტი, ჩანთა და სხვ.) შეტანა და საიუველირო სამკაულების ტარება.

18.  განსაკუთებულ ყურადღებას უნდა იჩენდნენ თანამშრომლები ხელების სისუფთავისადმი. ხელის თითის ფრჩხილები უნდა მოიჭრას მოკლედ და დაუშვებელია მათი დაფარვა ლაქით. ხელების დაბანა და დეზინფიცირება საჭიროა სამუშაოს დაწყების წინ და მუშაობის ყოველი შეწყვეტის შემდეგ, ერთი ოპერაციიდან მეორეზე გადასვლისას, ჭუჭყიან საგნებთან შეხების შემდეგ. შემდედებელი განყოფილების მუშაკებმა განსაკუთრებით საგულდაგულოდ უნდა დაიბანონ ხელები და ჩაიტარონ დეზინფექცია შედედების, კეფირის სოკოების გამოყოფის და შემდედებლის ჩამოსხმის წინ.

19.  ხელების დასაბანად რეკომენდებულია გამოიყენებოდეს თხიერი საპონი და სხვა ხელსაბანი ხსნარები, ასევე ქლორამინის საპონი. ხელების დამუშავების ეფექტურობის გაზრდისათვის რეკომენდებულია დაბანის წინ მათი დეზინფექცია ქლორიანი კირის 0,1%-იანი ხსნარით და ხელების დაბანის დამთავრების შემდეგ, წყალსადენის ონკანის დაკეტვამდე, საჭიროა გაიბანოს მისი მქნევარა ბორბალი ამავე ხსნარით.

20.  ტუალეტის სარგებლობის შემდეგ ხელების დაბანა და დეზინფექცია უნდა მოხდეს ორჯერ: რაბში ტუალეტის სარგებლობის შემდეგ ხალათის ჩაცმის წინ და უშუალოდ სამუშაო ადგილზე მუშაობის დაწყების წინ.

21.  ტუალეტიდან გამოსვლისას საჭიროა ჩატარდეს ფეხსაცმელების დეზინფექცია სადეზინფექციო ფარდაგზე.

22.  ყოველი თანამშრომლის ხელების სისუფთავე მოწმდება არაიშვიათად ორჯერ თვეში ქარხნის ლაბორატორიის მიკრობიოლოგის მიერ (წინასწარი გაფრთხილების გარეშე), მუშაობის დაწყების წინ, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, განსაკუთრებით იმ თანამშრომლებისა, რომლებიც უშუალოდ ეხებიან პროდუქციას ან სუფთა მოწყობილობას. ხელების სისუფთავე კონტროლდება მეთოდებით, რომლებიც აღწერილია ინსტრუქციაში რძის მრეწველობის საწარმოთა მიკრობიოლოგიური კონტროლის შესახებ. ხელების სისუფთავე იოდსახამებლიანი სინჯით კონტროლდება კვირაში ერთხელ. იოდსახამებლიანი სინჯის დაყენებას აწარმოებს სპეციალურად გამოყოფილი და მომზადებული თანამშრომელი (სანიტარიული პოსტი).

23.  საკვების მიღება დასაშვებია მხოლოდ სასადილოებში, ბუფეტებში, საკვების მისაღებ ოთახებში ან კვების სხვა პუნქტებში, რომლებიც განლაგებულია საწარმოს ტერიტორიაზე ან მასთან ახლოს.

 

XIV. დეზინსექცია, დერატიზაცია, დეზინფექცია

1. საწარმოებში საჭიროა ტარდებოდეს პროფილაქტიკური ღონისძიებები ბუზების შესაძლო გამოჩეკვის თავიდან ასაცილებლად:

) გადანაყრებისა და ნაგვის დროულად მოცილება;

) ნაგვის მიმღებების დამუშავება ქლორიანი კირის 20%-იანი ხსნარით ან კირიანი რძით;

) ფანჯრებსა და კარების სიოებებზე ბადეების გაკეთება.

2.    სათავსებში შემოფრენილი ბუზების განადგურება ხდება სსრკ-ის ჯანდაცვის სამინიტროს მიერ დამტკიცებულ ბუზებთან ბრძოლის მეთოდური მითითებების” თანახმად.

3.    საწარმოებში მზა პროდუქციის გაფუჭებისა და მღრღნელებისაგან გაჭუჭყიანების თავიდან ასაცილებლად უნდა ტარდებოდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) სარდაფის სართულებზე ფანჯრებისა და სავენტილაციო არხებში ხვრელების ჩაკეტვა დამცველი ბადეებით;

ბ) იატაკში, კედლებში, მილსადენებისა და რადიატორების ახლოს ხვრელების ამოვსება ლითონის ბურბუშელათი და ცემენტით;

გ) საამქროების დროული გათავისუფლება საკვების ნარჩენებისა და გადანაყრებისაგან.

4.    სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ჩასატარებლად საწარმოებს დადებული უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულება ტერიტორიული სანიტარიული სამსახურის დეზგანყოფილებებთან.

5.    საწარმოებში შედგენილი უნდა იყოს კვარტალური გრაფიკები აღნიშნული ღონისძიებების ჩასატარებლად, რომლებიც უნდა შეუთანხმდეს ტერიტორიულ სანიტარიულ სამსახურებს.

XV. საწარმოს ადმინისტრაციის ვალდებულებები

1.    საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს საწარმო აუცილებელი პირობებით გარანტირებული ხარისხის პროდუქციის გამოსაშვებად.

2.    უზრუნველყოს თანამშრომლების მიერ საჭირო სამედიცინო შემოწმების გავლა ვადებში, რომლებიც დადგენილია სანიტარიული სამსახურის მიერ, განუხრელად შეასრულოს მათი მითითებები, იკისროს პასუხისმგებლობა სამედიცინო შემოწმების გარეშე თანამშრომელთა სამუშაოზე დაშვების გამო, აგრეთვე პირადი ჰიგიენის წესების დასაცავად საჭირო პირობების შესაქმნელად.

3.    უზრუნველყოს ყველა თანამშრომლის მიერ შესაბამისი სწავლების გავლა და გამოცდების ჩაბარება ჰიგიენური მომზადების პროგრამით სამუშაოს დაწყების წინ და მუშაობის პროცესში.

4.    დასახლებულ პუნქტში კუჭ-ნაწლავის დაავადებების შემთხვევების გაჩენისას, სანიტარიული სამსახურის მითითების თანახმად, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია ჩაატაროს დამატებითი პროფილაქტიკური ღონისძიებები რძის პროდუქტებით ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

5.    მიკრობიოლოგისაგან სიგნალის მიღებისას კვების პროდუქციის არადამაკმაყოფილებელი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ წარმოების ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მიხედვით უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, პასუხისგებაში იქნენ მიცემული პირები, რომლებიც აღმოჩნდებიან დამნაშავენი წარმოების ტექნოლოგიური და სანიტარიულ-ჰიგიენური რეჟიმის დარღვევაში.

6.    მოქმედი ნორმების მიხედვით უზრუნველყოფილ იქნენ თანამშრომლები სანიტარიული ტანსაცმლით, უზრუნველყოფილ იქნეს მათი რეგულარული რეცხვა და გაცემა თანამშრომლებზე სუფთა სახით; უზრუნველყოფილ იქნეს სამუშაო ფეხსაცმელისა და რეზინის ჩექმების გაშრობა.

7.    გამოყოფილ იქნეს სპეციალური პერსონალი ტერიტორიის, სათავსების დასალაგებლად და უზრუნველყოფილ იქნეს პირობები მოწყობილობების ხარისხიანი სანიტარიული დამუშავებისათვის. არ იქნეს დაშვებული სამუშაოდ პროდუქციის საწარმოებლად ტერიტორის და საამქროების დამლაგებელი მუშები.

8.    სანიტარიული წესები მიღებულ იქნეს ცნობად და მათი განუხრელი შესრულება მოეთხოვოს საწარმოს ყველა თანამშრომელს.

XVI. საწარმოს კონტროლი და პასუხისმგებლობა

1.    პასუხისმგებლობა ამ წესების შესრულებაზე ეკისრებათ საწარმოს ხელმძღვანელებს და საამქროების უფროსებს.

2.    კონტროლი ამ წესების შესრულებაზე ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ორგანოებისა და ადმინისტრაციული საწარმოო კომისიის დარგობრივი განყოფილებების მიერ.

3.    დამნაშავენი ამ წესების დარღვევისათვის უნდა მიეცნენ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში დადგენილი წესის მიხედვით.

XVII. წყალსადენსა და კანალიზაციაში გამოვლენილი და ლიკვიდირებული ავარიებისა და სარემონტო სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

 

რიგითი ნომერი

ავარიის ადგილი, თარიღი და დრო

დაზიანე- ბის ხასია- თი

რემონტის ჩატარების თარიღი და დრო

ვის მიერ, როგორ და როდის ჩატა რდა წყალსა დენის ქსელის დასკვნ ითი დეზინ ფექცია

ბაქ. ანალიზების შედეგები წყალსადენის ქსელის დეზინფექციის შემდეგ

უბნისა და რემონტზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

 

დანართი 2

სანიტარიული წესები მეღვინეობის საწარმოებისათვის

Sanitarg Rules on Wine Production for Winerg Enterprises

სანიტარიული წესები

სანწ 2-3.4. 00 -00

I. გამოყენების სფერო

1. წინამდებარე სანიტარიული წესები შემუშავებულია საქართველოს კანონების ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, ,,სურსათისა და თამბაქოს შესახებ” და ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” შესაბამისად და ადგენს მოთხოვნებს მეღვინეობის საწარმოებისადმი.

 

II. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე სანიტარიული წესები ადგენს მოთხოვნებს, რომელიც წაეყენება ყველა მოქმედ, მშენებარე და რეკონსტრუირებად მეღვინეობის საწარმოს, საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად.

2. წინამდებარე სანიტარიული წესების დაცვაზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური.

3. მოქმედი საამქროების და უბნების რეკონსტრუქციისას, ტექნოლოგიის, წარმოების, პროცესების მექანიზაციის შეცვლისას და ა.შ. წინამდებარე სანიტარიული წესების მოთხოვნები უნდა შესრულდეს სახელმწიფო სანიტარიულ სამსახურთან შეთანხმებულ ვადებში.

III. ნორმატიული დამოწმებები

1. წინამდებარე სანიტარიული წესების შედგენისას გამოყენებულია დამოწმებები შემდეგ ნორმატიულ დოკუმენტებზე:

ა) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”;

ბ) საქართველოს კანონი „სურსათისა და თამბაქოს შესახებ”;

გ) სწდან 89-90 ,,სამრეწველო საწარმოების გენერალური გეგმები”;

დ) სწდან 2.04.02. - 84 ,,წყალმომარაგება, ქსელი და ნაგებობები”;

ე) სწდან 11.04.01.85 შენობების შიგა წყალგაყვანილობა და კანალიზაცია;

ვ) სწდან 11-4-79 ,,ბუნებრივი და ხელოვნური განათება, პროექტირების ნორმები”;

ზ) სწდან 2.04.05-86 - ,,ჰაერის გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება”;

თ) სწდან 11-92-76 ,,სამრეწველო საწარმოების დამხმარე შენობები და სათავსოები”;

ი) სნ245-71 ,,სამრეწველო საწარმოების და პროექტირების სანიტარიული ნორმები”

კ) გოსტ 5541 – 76 კორპის დამხუფი საშუალებები;

ლ) გოსტ 13 799 – 81 ხილ-კენკროვანი, ბოსტნეული და სოკოს დაკონსერვების პროდუქცია. შეფუთვა, ნიშანდება, ტრანსპორტირება და შენახვა;

მ) გოსტ 2874-82 ,,სასმელი წყალი”. ჰიგიენური მოთხოვნები და კონტროლი ხარისხზე;

ნ)გოსტ 12.1.005 – 88 შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სისტემა. საერთო სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები სამუშაო ზონის ჰაერზე”.

IV. მოთხოვნები საწარმოს ტერიტორიისადმი

1. საწარმოს ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი, კეთილმოწყობილი და გამწვანებული სწდან 89-80 „სამრეწველო საწარმოების გენერალური გეგმები” მოთხოვნების შესაბამისად.

2. საწარმოს ტერიტორიაზე მისასვლელი გზები, სავალი ბილიკები და მოედნები ექვემდებარება ნაგვისაგან რეგულარულ გაწმენდას, ზაფხულში – მორწყვას, ხოლო ზამთარში – თოვლისა და ყინულისგან გასუფთავებას. მწვანე ნარგავები კი საჭიროებს სისტემატურ მოვლას.

3. ატმოსფერული და თოვლის წყლების ჩასადინარები უნდა იწმინდებოდეს რეგულარულად და იმყოფებოდეს მუდამ გამართულ მდგომარეობაში.

4. სამშენებლო და სამეურნეო მასალები უნდა ინახებოდეს საწყობებში ან დროებით ფარდულში სპეციალურად მოწყობილ მოასფალტებულ მოედნებზე. ჰაერის მტვრითა და აირებით დამაბინძურებელი ნივთიერებები ექვემდებარება სპეციალურად განკუთვნილ სათავსებში შენახვას.

5. ნარჩენების და ნაგვის შეგროვება უნდა წარმოებდეს რეგულარულად – კონტეინერები, ნაგვის ყუთები, ურნები დაცლისთანავე ექვემდებარება გარეცხვასა და შემდგომ დამუშავებას 10გ/100სმ3 კონცენტრაციის ქლორიანი კირის ხსნარით.

6. ნარჩენებისა და ნაგვის დროებით შეგროვება-შენახვისათვის (არა უმეტეს ორი დღისა) გამოყენებულ უნდა იქნეს ლითონის დახურული კონტეინერები, რომლებიც საწარმოო და დამხმარე შენობებიდან უნდა განათავსონ არანაკლებ 25 მ მანძილზე.

7. დაუშვებელია ნაგვის შემგროვებლების გადავსება.

8. ნარჩენებისა და ნაგვის შემგროვებლების მოედნები უნდა დასუფთავდეს არანაკლებ ორ დღეში ერთხელ და დამუშავდეს 10გ/100სმ3 კონცენტრაციის ქლორიანი კირის ხსნარით.

9. ნარჩენებისა და ნაგვის გატანა უნდა ხდებოდეს სპეციალური ავტოტრანსპორტით, რომლის სხვა მიზნებისათვის გამოყენება დაუშვებელია.

10. საპირფარეშოები უნდა განათავსონ სათავსის გარე ტერიტორიაზე საწარმოო და დამხმარე შენობიდან არანაკლებ 25 მ-ის დაშორებით, ამასთან, წყალშეუღწევი ამოსახაპი სპეციალურსახურავიანი სანაგვე ორმოები.

11. საპირფარეშოები და მასთან მისასვლელები მუდმივად სუფთად უნდა იყოს და ყოველდღიურად ხდებოდეს მათი დეზინფექცია 0,5გ/100სმ3 კონცენტრაციის ქლორიანი კირის ხსნარით ან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული სხვა საშუალებებით.

12. ამოსახაპი ორმოები შევსების შემდეგ ექვემდებარება აუცილებელ გასუფთავებასა და დეზინფექციას 10გ/100სმ3 კონცენტრაციის ქლორიანი კირის ხსნარით.

13. ტერიტორიის სანიტარიულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია საწარმოს ხელმძღვანელის მიერ ბრძანებით დანიშნული პირი.

V. მოთხოვნები წყალმომარაგებისა და კანალიზაციისადმი

1. საწარმოები აღჭურვილი უნდა იყოს სამეურნეო-სასმელი წყალმომარაგების სისტემით, საყოფაცხოვრებო და საწარმოო კანალიზაციის განცალკავებული სისტემებით სნდაწ მოთხოვნების 2.04.02-84 „წყალმომარაგება. გარე ქსელი და ნაგებობები” სნდაწ 11.04.01.85 „შენობების შიდა წყალგაყვანილობა და კანალიზაცია”; სნდაწ 245-71 “სამრეწველო საწარმოების პროექტირების სანიტარიული ნორმები” შესაბამისად. ტექნოლოგიური და სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის გამოყენებული წყლის ხარისხი უნდა პასუხობდეს სახ. სტ. 2874-82 „სასმელი წყალი” მოთხოვნებს.

2. წყლის არტეზიული ჭებისა და სათადარიგო რეზერვუარებისათვის საჭიროა სანიტარიული დაცვის ზონების გამოყოფა; არ უნდა ხდებოდეს სასმელ-სამეურნეო დანიშნულების ცენტრალიზებული და არაცენტრალიზებული წყალგაყვანილობების შეერთება. არტეზიული ჭებისა და წყლის სათადარიგო რეზერვუარების სანიტარულ-ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი ეკისრებათ ტექნიკურად მომზადებულ პირებს. წყლის ხარისხის კონტროლს ანხორციელებს ქარხნის ან სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ლაბორატორია ხელშეკრულების საფუძველზე.

3. დაუშვებელია საწარმოო სათავსების ქვედა სართულების ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ზედა სართულების საკანალიზაციო ტრაპებისა და ნახმარი წყლების გასატარებელი დაკიდული მილების განთავსება.

4. საკანალიზაციო ტრაპებისა და მილების ზომები უნდა უზრუნველყოფდეს ჩასადენი და ნახმარი წყლების სრულ გატარებას იატაკის ნებისმიერი მონაკვეთიდან. ტრაპების მიმართ დახრილობა უნდა იყოს არანაკლებ 0,03. ტრაპები აღჭურვილი უნდა იყოს გისოსებითა და ჰიდრავლიკური საკეტებით.

5. ყველა საწარმოო საამქროსა და განყოფილებაში დაყენებული უნდა იყოს ცივი და ცხელი წყლის შემრევიანი ხელის დასაბანი ნიჟარები.

VI. მოთხოვნები განათებისადმი

1. საწარმოო და დამხმარე სათავსებში ბუნებრივი და ხელოვნური განათება უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნებს სნდაწ 11.4.79 „ბუნებრივი და ხელოვნური განათება. პროექტირების ნორმები”.

2. ყველა საწარმოო და დამხმარე სათავსში მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული ბუნებრივი განათება. დაუშვებელია სინათლის ღიობების გადატვირთვა საწარმოო მოწყობილობით, მზა ნაწარმით, შესაფუთი მასალით და ა.შ. როგორც შენობის შიგნიდან, ისე გარედან.

3. სინათლის ღიობის (ფანჯრების, სანათი მოწყობილობების და ა.შ.) შემინული ზედაპირი უნდა გასუფთავდეს დაბინძურების მიხედვით, მაგრამ კვარტალში ერთხელ მაინც.

4. ფანჯრების გატეხილი მინები დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს მთელით. დაუშვებელია გაუმჭირვალე მინების გამოყენება.

5. გასანათებელი მოწყობილობები და არმატურა ყოველთვის სუფთა მდგომარეობაში უნდა იყოს და იწმინდებოდეს არა უმცირეს კვირაში ერთხელ.

6. საწარმოს სათავსოს დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, ასევე აღჭურვილობის გადაადგილების ან შეცვლისას უნდა მოხდეს სანათი დანადგარების ხელმეორედ მორგება ახალ პირობებთან განათების ნორმების შესაბამისად.

VII. მოთხოვნები გათბობასა და ვენტილაციისადმი

1. საწარმოო სათავსოებში ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა და ჰაერის მოძრაობის სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს სახსტ 12.1.005-ის მოთხოვნებს.

2. საწარმოო სათავსებში გათვალისწინებული უნდა იყოს საჰაერო გათბობა, შეთავსებული ჰაერის ნაკადის ვენტილაციასა და კონდიცირების სისტემებთან სნ. და პ. 2.04.05-86 „ჰაერის გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება” შესაბამისად.

3. ადგილობრივი გასათბობი ხელსაწყოები დასაშვებია დაიდგას იმ სათავსებში, სადაც სანიტარიული და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნებით აკრძალულია ჰაერის რეცირკულაცია (ღვინომასალების სითბოთი დამუშავების განყოფილება, სამაცივრო-საკომპრესორო უტილიზაციის საამქრო).

4. საწარმოო სათავსები, რომლებშიც მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები, საჭიროებს საჰაერო არეს მუდმივი პარამეტრების შენარჩუნებას, უნდა განლაგდეს იმ პრინციპით, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მზის რადიაციის ზემოქმედება იმ სათავსთა სითბურ რეჟიმზე, რომლებიც განკუთვნილია საფუარების მოსამზადებელი ღვინის, შამპანურის, კონიაკის ჩამოსახმელი სათავსებისათვის ანდა გათვალისწინებული იყოს გარე ჰაერის გაწმენდა ფილტრების საშუალებით.

5. ყოველ საწარმოში სავენტილაციო დანადგარების ექსპლუატაციისა და მოვლის მოწესრიგება უნდა წარმოებდეს სავენტილაციო დანადგარებზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ შემუშავებული სპეციალური ინსტრუქციების შესაბამისად.

 

VIII. მოთხოვნები საწარმოო სათავსებისადმი

1. საწარმოო სათავსები უნდა პასუხობდეს სნ 245-71 „სამრეწველო საწარმოების დაპროექტების სანიტარიული ნორმები” მოთხოვნებს.

2. ყველა სათავსოს შეთეთრება და შეღებვა უნდა წარმოებდეს გაჭუჭყიანების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. სინესტის, კედელზე ობის გაჩენის შემთხვევისას კუთხეები, ჭერი შეთეთრების წინ აუცილებელია დამუშავდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოყენებისათვის ნებადართული სოკოს საწინააღმდეგო ანტისეპტიკებით. ადგილები ჩამოცვენილი ბათქაშით დაუყოვნებლივ უნდა გარემონტდეს შემდგომი შეთეთრებით ან შეღებვით.

3. სათავსებს, რომლებშიც ინახავენ და ამუშავებენ ღვინოს საჭიროების შემთხვევაში ახრჩოლებენ გოგირდის დიოქსიდით. როგორც წესი, შეხრჩოლვას აწარმოებენ დასვენების წინა დღეს თანაბრად მთელ სათავსზე 1მ3-ზე 30გ ანგარიშით გოგირდის დაწვით მეტალურ ტაფებზე. ამ დროს ნაკადურ-გამწოვ ვენტილაციას გამორთავენ. შეხრჩოლვის დროს სათავსი მუშებისაგან თავისუფალი უნდა იყოს. მოწყობილობის მეტალური ნაწილები გოგირდის დიოქსიდის მოქმედებისაგან დაცული უნდა იყოს ლაქით ან ემალით, რომელიც დაშვებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დარგობრივი გამოყენებისათვის.

4. საწარმოო სათავსების მიმდინარე დალაგება უნდა წარმოებდეს ყოველდღიურად ცვლებს შორის შესვენებაზე და სამუშაოს დამთავრების შემდეგ. საწარმოო სათავსები აღჭურვილი უნდა იყოს სამეურნეო-სასმელი ცივი და ცხელი წყლის ონკანებით.

5. კარებები, პანელები, რაფები და სხვა შეღებილი ზედაპირები უნდა გადაიღებოს საჭიროებისამებრ.

6. საწარმოო სათავსების რეცხვისა და დეზინფექციისათვის გამოსაყენებელ ინვენტარს და მასალებს უნდა ჰქონდეს ნიშანდება და ინახებოდეს ცალკე კარადაში, მათი გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.

7. დალაგების შემდეგ ინვენტარი უნდა გაირეცხოს წყლით და დეზინფიცირდეს 1გ/100სმ3 მასური კონცენტრაციის ქლორიანი კირის ან ქლორამინის ხსნარით.

8. ყურძნის საწონ და მიმღებ განყოფილებებში დალაგება აუცილებელია ჩატარდეს გაჭუჭყიანებისთანავე.

9. საჭყლეტ-საწნეხი განყოფილების დალაგება უნდა წარმოებდეს კლერტით, ჭაჭით, გამონაწნეხით, ტკბილით, დაბინძურებისთანავე.

10. სამუშაო ზონაში გოგირდის დიოქსიდის გამოყენებისას მისი მასური კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას (ზდკ – 10მგ/ მ3).

11. პირველადი მეღვინეობის ქარხნების სადუღარ განყოფილებაში და შამპანური ქარხნების ბიოქიმიურ საამქროში მოწყობილი უნდა იყოს ნაკადურ-გამწოვი ვენტილაცია. ნახშირბადის დიოქსიდის მასური კონცენტრაცია სამუშაო ზონაში არ უნდა აღემატებოდეს 30მგ/მ3.

12. სამაცივრო-საკომპრესორო განყოფილებაში ამიაკის მასური კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს ზდკ-ს 20მგ/მ3.

13. მთელ სათავსოში კიბის საქცევები, ტრაპები, სახელურები სუფთად დაცული უნდა იყოს მათი მორეცხვით ან სხვა სახის დალაგებით საჭიროების და მიხედვით.

14. ქარხნის საწარმოო სათავსის შესასვლელთან ფეხსაცმლის ჭუჭყისა და მტვრისაგან გასუფთავებისათვის უნდა მოეწყოს სამარჯვეები: გისოსები, საფხეკები, ფეხსაწმენდები, ჯაგრისები და სხვ.

IX. მოთხოვნები მოწყობილობებისადმი, ტევადობებისადმი, კომუნიკაციებისადმი, ინვენტარისადმი, ყურძნის მოსაკრეფი და სატრანსპორტო ტარისადმი, მინის ტარისა და შესაფუთი საშუალებებისადმი

1. ტექნოლოგიური მოწყობილობა, ტევადობები, კომუნიკაციები, ინვენტარი, ტარა ყურძნის მოსაკრეფად და ტრანსპორტირებისათვის, მინის ტარა და შესაფუთი საშუალებები უნდა იყოს სუფთა, გამართულ მდგომარეობაში, მასალებს, რომლისგანაც ისინი არიან დამზადებული უნდა ჰქონდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ნებართვა დარგობრივი გამოყენებისათვის.

2. ტექნოლოგიური ხაზებისა და დანადგარების შიდა და გარე ზედაპირების დაცვა ანტიკოროზიული ფენილით აუცილებელია ჩატარდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული მასალებით და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად.

3. ტექნოლოგიური ტევადობების, სტაციონარული მილების, შლანგების, მინის მილგაყვანილობების დამუშავება აუცილებლია ჩატარდეს შესაბამისად ტექნოლოგიური ინსტრუქციისა ,,ღვინოგაყვანილობის და სათავსების სანიტარიული დამუშავება”, დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ.

4. ტევადობების, ღვინოგაყვანილობის, სატრანსპორტო საშუალებების და სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობების, ინვენტარის სისუფთავის ხარისხი მათი გამოყენების წინ უნდა შეამოწმოს მიკრობიოლოგმა ინსტრუქციის 10-04-05-89 ,,ღვინის წარმოების მიკრობიოლოგიური კონტროლი” შესაბამისად.

5. ტევადობების, მოწყობილობების, ინვენტარის გარე ზედაპირები მუდმივად უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში.

6. მოწყობილობებში, ტევადობებში და ინვენტარში წარმოქმნილი ნაპრალები აუცილებელია დროულად აღმოიფხვრას.

7. ბუნკერებში ჩამორეცხილი წყლების ნარჩენების არსებობა დაუშვებელია.

8. ტარა, რომელიც იხმარება ყურძნის მოკრეფის, გადატანის და დროებითი შენახვისათვის უნდა იყოს სუფთა, მშრალი, არ ჰქონდეს სუნი. სამუშაოს დამთავრებისას ტარა ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს, გაირეცხოს სამეურნეო-სასმელი წყლით და ჯაგრისით და დეზინფიცია ჩაუტარდეს 0,1გ/100სმ3 მასური კონცენტრაციის გოგირდის დიოქსოდის ხსნარით. გარეცხილი ტარა ჰაერზე უნდა გაშრეს გადაბრუნებული სახით. განლაგებული რიგებად სუფთა თაროებზე ან ფიცრებზე, ისეთ პირობებში, რომელიც გამორიცხავს მის გაჭუჭყიანებას.

9. ყურძნის მოსაკრეფად გამოყენებული სეკატორები, მაკრატლები და დანები უნდა იყოს სუფთა, კარგად გალესილი და არ ჰქონდეთ ჟანგის და გარეშე სუნის კვალი.

10. სამუშაოს დამთავრებისას ყურძნის მოსაჭრელად გამოყენებული ყველა ინსტრუმენტი უნდა გაირეცხოს და გაიწმინდოს სრულ სიმშრალემდე და საჭიროა ინახებოდეს ცალკე კარადებში ან ყუთებში.

11. მინის ტარა გარეცხვამდე ექვემდებარება ვიზუალურ შემოწმებას ინსტრუქციის ღვინის ლიქიორის, არყის, მინერალური წყლების, ლუდის და უალკოჰოლო სასმელების ტარის მიღება (დაბრუნების) წესების შესახებ” მიხედვით. განსაკუთრებით დაბინძურებული მინის ტარა გარეცხვამდე უნდა მოთავსდეს მარილმჟავას 0,1გ/100სმ3 მასური კონცენტრაციის ხსნარში.

12. მინის ტარის გარეცხვა უნდა განხორციელდეს გამრეცხი მანქანების ექსპლოატაციაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად.

13. ჩამოსხმის ხაზი სამუშაოს დაწყების წინ და ჩამოსხმის დამთავრებისას გულდასმით უნდა დამუშავდეს ცხელი და ცივი სამეურნეო-სასმელი წყლით არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში.

14. დამფევი საშუალებები (საცობები, ხუფები, თავსახურაბი და სხვ.) უნდა შეესაბამებოდეს სახსტ 5541 მოთხოვნებს.

15. დამამზადებლიდან საცობების, ხუფების და თავსახურების მიღება დაზიანებული (დახეული) ტომრებით დაუშვებელია. ტომრების დამფევი საშუალებებით გახსნა უნდა განხორციელდეს უშუალოდ საცობების გამოყენების წინ.

16. პოლიეთილენის საცობები ჩამოსხმის ხაზზე გაგზავნის წინ უნდა გაირეცხოს არაუმეტეს 700C ცხელი წყლით ტემპერატურაზე და გასტერილდეს გოგირდის დიოქსიდის 0,5გ/100სმ3 მასური კონცენტრაციის ხსნარით, ხოლო კორპის დამუშავდება – დამამზადებლის რეკომენდაციების შესაბამისად.

17. მინის ნამსხვრევების შესაგროვებლად აუცილებელია სპეციალური ბუნკერის მოწყობა. ბუნკერის დაცლა მინის ნამსხვრევებისაგან უნდა მოხდეს შევსების მიხედვით.

18. ბოთლების, ქილების, ბალონების და სხვა ტარისათვის განკუთვნილი ყუთები, ასევე მათი ქვესადგამები სუფთა უნდა იყოს.

X. მოთხოვნები ნედლეულისადმი, ტექნოლოგიური პროცესისადმი, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციისადმი

1. მარცვლების დაზიანების, ყურძნისათვის გარეშე სუნის გადაცემის, ნებისმიერი გარეშე მტვერწარმომქმნელი ნივთიერებით დამტვერიანების ან ნიადაგის მტვერით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

2. რთველის ჩატარებამდე ვენახის ტერიტორიაზე უნდა დამთავრდეს ყველა სახის საგზაო, სამშენებლო, აგროტექნიკური და სხვა სამუშაოები.

3. ვენახის ტერიტორიაზე ყველა გამავალი და მისასვლელი გზა, შესაძლებლობის ფარგლებში, რომლის გამოყენება დროებით შეიძლება შეჩერებულ იქნეს, რთველის დროს უნდა დაიკეტოს.

4. მავნებლებთან, ყურძნის დაავადებების და სარეველებთან ბრძოლის ყველა ღონისძიება უნდა შესრულდეს სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად დაშვებული „მავნებლებთან, მცენარეთა დაავადებებთან და სარეველებთან ბრძოლის ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების სიის” შესაბამისად, რომელიც რეგულარულად ზუსტდება.

5. სუფრის და ტექნიკური ყურძენი, ასევე ყურძნიდან მიღებული ნახევარფაბრიკატები და მზა პროდუქცია, უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სახელმწიფო სტანდარტებს და გააჩნდეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან მოწმობა.

6. პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს სანიტარიული წესებითა და ნორმებით „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი” მოთხოვნებს.

7. პროდუქციის ხარისხის კონტროლი და ფიზიკო-ქიმიური ანალიზები უნდა განხორციელდეს მოქმედი სახელმწიფო სტანდარტებისა და დარგობრივი ტექნოლოგიურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური კონტროლის მეთოდებით.

8. დაუშვებელია ღვინომასალების და სხვა ნედლეულის მიღება ხარისხის სერტიფიკატის გარეშე.

9. აკრძალულია შლანგებში ტკბილის და ღვინოს პირით ამოქაჩვა. მიზანშეწონილია ლივერების, მიკროტუმბოების, სიფონების (წინასწარი შევსება სითხეთი) ან სხვა მოწყობილობების გამოყენება.

10. ღვინის დამუშავება სისხლის ყვითელი მარილით დასაშვებია მხოლოდ იმ საწარმოებში, რომლებსაც ამ პროცესის ჩატარებისათვის აუცილებელი საწარმოო აღჭურვილობა და ლაბორატორია აქვთ, რომელიც უზრუნველყოფს შესაფერის კონტროლს ამ პროცესის ჩატარებაზე ინსტრუქციის ზუსტი დაცვისას ღვინის სისხლის ყვითელი მარილით დამუშავებაზე, რაც უნდა შემოწმდეს ტექნო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პროფილის მუშაკების მიერ.

11. ღვინო, რომელმაც ტექნოლოგიური დამუშავების ყველა სტადია გაიარა სრულიად გამჭირვალე და ჩამოსხმამედეგი უნდა იყოს.

12. ბოთლებში და ბალონებში ღვინის ჩამოსხმა ან ღვინის დამზადება კასრებით, ცისტერნებით ან სხვა სახის ტარით გასაგზავნად აუცილებელია წარმოებდეს ჰაერთან ნაკლები შეხების პირობებში.

13. ღვინით შევსებულ მინის ბოთლებში ან სხვა ჭურჭელში არ უნდა იყოს შეუიარაღებელი თვალით ხილვადი ნაწილაკები. შეწონილი ნაწილაკების აღმოჩენისას (კორპის საცობის ნაწილაკები, ღვინისმჟავას კრისტალები და სხვ.) ღვინო იგზავნება დასამუშავებლად ან გასაფილტრად.

14. ბუყის შეგროვება, შენახვა და უტილიზაცია წარმოებს შესაბამისად ინსტრუქციისა „ტექნოლოგიური ინსტრუქცია ბუყის გადამუშავებაზე”, დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ.

15. ბოთლებზე, ეთიკეტებზე და საცობებზე არ უნდა იყოს წებოს და დაბინძურების კვალი.

16. ყურძნის გადამუშავების პროდუქტების გადაზიდვა და შენახვა წარმოებს მოქმედი გოსტ 13799-ის შესაბამისად.

17. მეღვინეობის ქარხნებში სერტიფიკატის გარეშე ან დაზიანებული შეფუთვით ღვინომასალების და სხვა ძირითადი ნედლეულის გამოყენება შესაძლებელია სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის დასკვნის შემდეგ.

XI. მოთხოვნები დამხმარე მასალებისადმი

1. მეღვინეობის საწარმოებში შემოსული დამხმარე მასალები უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნებს.

2. სერტიფიკატის გარეშე ან დაზიანებული შეფუთვით შემოსული დამხმარე მასალები შეიძლება გამოყენებულ იქნეს საწარმოს ლაბორატორიის, ხოლო აუცილებელ შემთხვევებში _ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების დასკვნის შემდეგ. დამხმარე მასალების გამოყენება, რომლებიც შეიცავს გარეშე მინარევები ან ვარგისიანობის ვადა გასული აქვთ, დაუშვებელია.

3. დამხმარე მასალები, რომელიც ნებადართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის ადა სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოებაში გამოიყენება დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

XII. მოთხოვნები სასაწყობო სათავსებისადმი, ძირითადი, დამხმარე მასალებისა და ტარისადმი

1. ძირითადი და დამხმარე მასალებისათვის და ტარისათვის სასაწყობო სათავსებს უნდა ჰქონდეთ გამართული სახურავები, ჭერი, კედლები და იატაკი. ფანჯრები შემინული უნდა იყოს, კედლების და ჭერის შეთეთრება აუცილებლია წარმოებდეს საჭიროების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

2. ძირითადი და დამხმარე მასალების, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებების, ტარის შენახვა უნდა წარმოებდეს შესაბამისად ტექნიკური პირობებისა და სტანდარტების მოთხოვნებისა, ასევე ტექნოლოგიური ინსტრუქციის მეღვინეობის ტევადობების, მოწყობილობების, ღვინოგაყვანილობის და სათავსების სანიტარული დამუშავება” დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დეპარტამენტ სამტრესტის მიერ.

3. სასაწყობო სათავსების (კედელი, ჭერი, იატაკი) დალაგება უნდა წარმოებდეს საჭიროების მიხედვით, მაგრამ არა უმცირეს კვირაში ერთხელ.

4. აუცილებელია შემოწმდეს ქარხანაში მინის ტარასთან ერთად შემოსული საბრუნავი ყუთების გამართულობა და სისუფთავე. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს ყუთების გაწმენდა და გარეცხვა.

5. ჩამოსხმაზე მიწოდების წინ ზამთრის პერიოდში ქარხანაში შემოსული მინის ტარა ტემპერატურის მერყეობის ხარჯზე მტვრევადობის თავიდან აცილების მიზნით უნდა დაყოვნდეს გათბობიან სასაწყობო სათავსებში არანაკლებ 5 საათისა.

XIII. მოთხოვნები სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსებისადმი

1. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები უნდა უზრუნველყოფილი იყოს სანიტარიული საყოფაცხოვრებო სათავსებით სნდაწ 11-92-76 “სამრეწველო საწარმოების დამხმარე შენობები და სათავსოები” მოთხოვნების შესაბამისად.

2. კედლების და ჭერის შეთეთრება უნდა წარმოებდეს დაბინძურების მიხედვით. გეგმური რემონტი უნდა ჩატარდეს არა ნაკლებ წელიწადში ერთხელ.

3. საწარმოების სანკვანძები, საშხაპეებში, გარდერობები და სხვა საყოფაცხოვრებო სათავსოებში საჭიროების მიხედვით, მაგრამ არა ნაკლებ ცვლაში ერთხელ უნდა დალაგდეს ცხელი სამეურნეო წყლისა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. სანიტარული მოწყობილობები (უნიტაზები, პისუარები და სხვ.) პერიოდულად გაიწმინდოს მარილმჟავას 5გ/100სმ3 მასური კონცენტრაციის ხსნარით.

4. სანკვანძების დალაგების, დეზინფექციისათვის გამოყენებული უნდა იყოს სპეციალური ინვენტარი (ვედროები, აქანდაზები, ჯაგრისები და ა.შ.) განსხვავებული შეფერილობით და ნიშანდებით. სანკვანძების დალაგებისათვის ინვენტარი და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სათავსოს დასალაგებელი ინვენტარისაგან განცალკევაბით.

5. სანიტარულ-საყოფაცხოვრებო სათავსების არადანიშნულებისამებრ გამოყენება აკრძალულია.

6. კვების პუნქტები უნდა აკმაყოფილებდნენ საზოგადოებრივი კვების საწარმოებისათვის დადგენილ სანიტარიულ მოთხოვნებს.

XIV. მღრღნელებთან და მწერებთან ბრძოლის ღონისძიებები

1. მღრღნელებთან ბრძოლა უნდა ჩატარდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითებების დასახლებულ პუნქტებში მღრღნელებთან ბრძოლაზე” მოთხოვნების შესაბამისად.

2. ძმრის ბურნასთან ბრძოლა უნდა ჩატარდეს საწარმოს სათავსის აირადი გოგირდის დიოქსიდით დამუშავების გზით. ძმრის ბურნასთან ბრძოლის სხვა მეთოდების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით.

XV. მომსახურე პერსონალის პირადი ჰიგიენის წესები

1. საწარმოს მუშაკები ვალდებულნი არიან შეასრულონ შემდეგი წესები:

ა) დაესწრონ ლექციებს და ექიმების საუბრებს;

ბ) ორ წელიწადში ერთხელ გაიარონ სწავლება და ჩააბარონ გამოცდა სანიტარიული მინიმუმის პროგრამით;

გ) გამოცხადნენ სამსახურში სუფთა ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, საწარმოში შესვლისას გაიწმინდონ ფეხსაცმელი;

დ) ზედა ტანსაცმელი, თავსაბურავი, პირადი ფეხსაცმელი, პირადი ნივთები დატოვონ გარდერობის ინდივიდუალურ კარადაში;

ე) სამუშაოს დაწყების წინ ჩაიცვან სუფთა სანიტარიული ტანსაცმელი, გულდასმით დაიბანონ ხელები საპნით, დაიმუშაონ სადეზინფექციო საშუალებებით, გაისწორონ თმები თავსაბურავის ქვეშ. აკრძალულია სანტანსაცმლის შეკვრა ქინძისთავით, ნემსებით, ხალათის ჯიბეებში გარეშე საგნების შენახვა;

ვ) მუდმივად ადევნონ თვალი ხელების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის სისუფთავეს, ჰქონდეთ მოკლედ დაჭრილი ფრჩხილები;

ზ) საპირფარეშოში შესვლის წინ დატოვონ სანიტარიული ტანსაცმელი სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ დაიბანონ ხელები საპნით.

2. საკვების მიღება და თამბაქოს მოწევა ნებადართულია სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

3. საწარმოში მომუშავე პირი ვალდებულია დაიცვას სისუფთავე და წესრიგი სამუშაო ადგილზე, ინდივიდუალურ კარადაში, გარდერობში.

4. წუნმდებლებმა შემოწმება მხედველობის სიმახვილეზე უნდა გაიარონ არა უმცირეს კვარტალში ერთხელ.

5. საამქროს მომუშავე პირები ვალდებულნი არიან სამუშაოს დამთავრების შემდეგ დაასუფთაონ თავისი სამუშაო ადგილი.

6. ზეინკლები, ელ;ექტრიკოსები, ამწყობები და საწარმოში სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებით დაკავებული სხვა მუშები ვალდებულნი არიან: ინსტრუმენტები, სათადარიგო ნაწილები შეინახონ სპეციალურ კარადაში და გადაიტანონ ისინი სახელურებიანი დახურული ყუთებით.

7. სამუშაოს ჩატარებისას მიღებულ უნდა იქნეს ზომები ნედლეულში, ნახევარფაბრიკატებში და მზა პროდუქციაში უცხო მინარევების მოხვედრის აცილების მიზნით.

XVI. პასუხისმგებლობა და კონტროლი წინამდებარე სანიტარიული წესების დაცვაზე

1. ქარხნის სანიტარიულ მდგომარეობაზე და წინამდებარე სანიტარიული წესების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს ხელმძღვანელს. საწარმოს საამქროების, განყოფილებების სანიტარიულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საამქროს ან განყოფილების ხელმძღვანელს (ბრიგადირს, ოსტატს, ცვლის უფროსს). საწყობების, ლაბორატორიების, სასადილოების, დამხმარე სათავსოებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ხელმძღვანელ პირებს. მოწყობილობის, აპარატურის და სამუშაო ადგილის სანიტარიულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია საამქროს მუშა.

2. ყოველ საწარმოში უნდა იყოს ადგილობრივი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში რეგისტრირებული სანიტარიული ჟურნალი. სანიტარიული ჟურნალი უნდა ინახებოდეს საწარმოს ხელმძღვანელთან ან მის მოადგილესთან ან საწარმოს საუწყებო სანიტარიულ მუშაკთან.

3. საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე სანიტარიული წესების მკაცრი დაცვა;

ბ) მომუშავე პირები საჭირო რაოდენობის სანიტარიული და სპეციალური ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, სასუნთქი ორგანოების, მხედველობის, სმენის ინდივიდუალური საშუალებებით;

გ) მომუშავე პირის მეცადინეობები და გამოცდების ჩაბარება შედეგების სპეციალურ ჟურნალში შეტანით;

დ) სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებების მარაგის დროული შევსება.

4. საწარმოს ყველა მომუშავე პირს, რომელსაც დანაშაული მიუძღვის წინამდებარე სანიტარიული წესების დარღვევაში, დარვევის ხასიათის და მისი შედეგების მიუხედავად ეკისრებათ პასუხისმგებლობა (დისციპლინარული, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის) რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ყველა მომუშავე უნდა გაეცნოს წინამდებარე სანიტარიულ წესებს. ახლადმიღებული პირები სამუშაოსთან დაშვებული უნდა იყვნენ მხოლოდ სანიტარიული ინსტრუქტაჟის და სანიტარიული წესების გაცნობის შემდეგ.

6. წინამდებარე სანიტარიული წესების დაცვაზე კონტროლს ანხორციელებენ სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოები.

ბიბლიოგრაფია

1. Санитарные правила для винодельческих предприятий. № 5788-91 утв. 7 июля 1991г.

2. Сборник технологических инструкций, правил и нормативных материалов по винодельческой промышленности. М., Пищевая промышленность, 1978г.

3. ა. ქურდაძე, მეღვინეობა-მევენახეობა. მასალები, მოწყობილობები, პროდუქცია, ტერმინოლოგია. ცნობარი, თბილისი, საინჟინრო აკადემია, 1996წ.

დანართი 3

2.3.4.  კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოები

2.3.5.  (ტექნოლოგიური პროცესები, ნედლეული)

სანიტარიული წესები სასმელი და მინერალური წყლის დამამუშავებელი და ჩამომსხმელი საწარმოებისათვის

I.გამოყენების სფერო

1. წინამდებარე სანიტარიული წესები შემუშავებულია 1997წ. 25 ნოემბრის საქართველოს კანონი წყლის შესახებ” და 2000 წლის საქართველოს გარემოს დაცვის კანონმდებლობა. საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები გარემოს დაცვის სფეროში” საფუძველზე.

2. წინამდებარე სანიტარიული წესები განკუთვნილია სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის დაწესებულებებისათვის წინასწარი (გამაფრთხილებელი) და მიმდინარე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელებისათვის.

3. წინამდებარე სანიტარიული წესების მოთხოვნები საკუთრების ფორმის მიუხედავად ვრცელდება ყველა ტიპის მინერალური წყლის დამამუშავებელ და ჩამოსასხმელ საწარმოზე.

II. ნორმატიული დამოწმებები

1. წინამდებარე ჰიგიენურ ნორმატივებში გამოყენებულია დამოწმებები შემდეგ დოკუმენტებზე:

ა) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”;

ბ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ”;

გ) საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”;

დ) საქართველოს კანონი “წყლის შესახებ”;

ე) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის №807 ბრძანებულება „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის 1999-2005 წლების ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ”.

III. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე სანიტარიული წესები ვრცელდება სასმელი მინერალური წყლების დამამუშავებელ და ჩამომსხმელ ყველა მოქმედ საწარმოზე, რეგლამენტირებას უწევს კაპტაჟის და წყლების დამამუშავებელი, ჩამოსასხმელი ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების შენახვას, ბუნებრივი სასმელი მინერალური წყლის შენახვის პირობებსა და ტრანსპორტირების საშუალებებს, ადგენს სანიტარიულ მოთხოვნებს: მზა პროდუქციისადმი, მისი შენახვისა და ტრანსპორტირებისადმი, მომსახურე პერსონალის პირადი ჰიგიენისადმი, საწარმოს ტერიტორიისა და საყოფაცხოვრებო ნაგებობების მდგომარეობისადმი.

2. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს დადგენილი წესის მიხედვით დამტკიცებული ტექნიკური უსაფრთხოების წესების, საწარმოო სანიტარიისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით სასმელი მინერალური წყლის დამუშავებისა და ჩამოსხმის ტექნოლოგიური პროცესის წარმოებას.

IV. სანიტარიული მოთხოვნები კაპტაჟის ნაგებობის შენახვისადმი

1. კაპტაჟი – ჰიდროტექნიკური წყალშემკრები ნაგებობაა, რომელიც რაციონალური საშუალებით უზრუნველყოფს მუდმივი ქიმიური შედგენილობის წყლის შეკრებას, მინერალური წყლის დაცვას ზედაპირული და ნიადაგქვეშა წყლების შერევისა და სხვაგვარი დაბინძურებისაგან.

2. ჭაბურღილის ღერძი მაგრდება სამაგრი მილებით. აუცილებლობის შემთხვევაში ფხვიერი ქანის ნაწილაკების მინერალურ წყალში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად ქვედა ნაწილში იდგმება ფილტრი. ჭაბურღილის პირის ნაწილში ეწყობა სათავე მოწყობილობა, რომელზეც აყენებენ წყლის დონის, ტემპერატურისა და ხარჯვის აღმრიცხველებს, ასევე ონკანებს ქიმიური და სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური ანალიზისათვის სინჯების ასაღებად.

3. სამაგრი მილები და ჭაბურღილის სათავე მოწყობილობა მზადდება ისეთი მასალისაგან, რომელიც ნებადართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიზნობრივი გამოყენებისათვის.

4. ნიადაგქვეშა წყლების შეწოვისა და შემთხვევითი ბაქტერიოლოგიური დაბინძურების თავიდან ასაცილებლად სამაგრი მილები მთელ სიგრძეზე განსაკუთრებით კი შეპირაპირების ადგილებში უნდა იყოს წყალგაუმტარი.

5. მილების გარემომცველი სივრცის ზედაპირიდან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად წყალშემკრები სათავე ნაგებობის ირგვლივ ტერიტორია უნდა დაცემენტდეს. წყალშემკრების პირის ნაწილი უნდა იყოს ხელმისაწვდომი დასათვალიერებლად, სარემონტო სამუშაოებისა და სანიტარიული დამუშავების ჩასატარებლად.

6. კაპტაჟი აღჭურვილი უნდა იყოს კაპტაჟზედა დახურული ნაგებობით, განათებითა და ვენტილაციით. მომსახურე პერსონალს გავლილი უნდა ჰქონდეს სამედიცინო შემოწმება.

7. კაპტაჟის ირგვლივ იქმნება სანიტარიული დაცვის ზონა.

8. ორგანიზაციების ლაბორატორიები, რომლის ბალანსზეც იმყოფება კაპტაჟი, პერიოდულად ახორციელებს კონტროლს კაპტაჟიდან პერიოდულად აღებული სინჯების ანალიზით,მინერალური წყლის სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიურ მდგომარეობაზე 1 დანართში მითითებული პერიოდულობით. კონტროლის შედეგები აღირიცხება ლაბორატორიის ჟურნალში (ფორმა 1, დანართი 2).

9. წყლის არასასურველი მაჩვენებლების შემთხვევაში კაპტაჟის მოწყობილობა დეზინფიცირდება ქლორშემცველი ხსნარებით, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია XIV თავის მე-7 პუნქტში. დეზინფექციას ატარებენ გარემოს ტემპერატურის შესაბამისი ხსნარით 1 საათის ექსპოზიციით. (დანართი 3) დეზინფექტანტის ჩამორეცხვა ხდება მინერალური წყლით ნარჩენი აქტიური ქლორის გაქრობამდე.

10. კაპტაჟის ნაგებობების დეზინფექციის შედეგები აღირიცხება ცალკე ჟურნალში, რომელიც ინახება ლაბორატორიაში (ფორმა 2, დანართი 2).

V. სანიტარიული მოთხოვნები მილსადენებისა და სატრანსპორტო საშუალებთა შენახვისადმი

1. მინერალური წყლის ტრანსპორტირებისათვის (კაპტაჟიდან საწარმომდე) გამოყენებული მილსადენები, საავტომობილო და სარკინიგზო ცისტერნები მზადდება მასალებისაგან, რომლებიც ნებადართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიზნობრივი გამოყენებისათვის.

2. მილსადენები უნდა იყოს წყლაგაუმტარი მთელ სიგრძეზე და მუშაობდეს სრული კვეთით.

3. მილსადენებისა და კოლექტორების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება ხდება საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ კვარტალში არანაკლებ ერთხელ, საწარმოს ხელმძღვანელობისაგან დანიშნული კომისიის მიერ, რომელშიც აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს მთავარი ინჟინერი და სანიტარიული ექიმი.

ა) თუ კაპტაჟი და კომუნიკაციები მდებარეობს კურორტის გამგებლობაში ან ეკუთვნიან სხვა ორგანიზაციებს, მაშინ კომისიის შემადგენლობაში მითითებული სპეციალისტების გარდა ჩაერთვებიან კურორტის ან ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები.

4. მილსადენების წყალგაუმტარობაზე შემოწმება ხდება წელიწადში ერთხელ ჰიდრავლიკური გამოცდის გზით შესაბამისად მოთხოვნებისა სამშენებლო ნორმები და წესები 3.05.05.-84 „ტექნოლოგიური მილსადენები. სამუშაოს წარმოებისა და მიღების წესები”.

5. ჩატარებული რემონტისა და რევიზიის შედეგად გამოვლინებული აუცილებლობის შემთხვევაში მილსადენებისა და კოლექტორების სანიტარიული დამუშავება, მოიცავს დეზინფექციას ქლორშემცველი ხსნარით (დანართი XIV თავი, მე-7 პუნქტი), და გარემოს შესაბამისი ტემპერატურის ხსნარით 1 სთ-ის ექსპოზიციით, სასმელი წყლით გამორეცხვას აქტიური ქლორის ნარჩენის გაქრობამდე და მინერალური წყლის გამოვლებას იმ მოცულობით, რომელიც შეესაბამება მილსადენების ტევადობას.

6. მილსადენებისა და კოლექტორების ყოველი რევიზიისა და სანიტარიული დამუშავების შედეგები შეაქვთ ლაბორატორიის ჟურნალში (ფორმა 2, დანართი 3-2).

7. საავტომობილო და სარკინიგზო ცისტერნები მარკირებით “მინერალური წყალი” გამოიყენება მხოლოდ მინერალური წყლის გადასაზიდად.

8. საავტომიბილო და სარკინიგზო ცისტერნების გასავსებად და მათგან მინერალური წყლის გადმოსასხმელად გამოიყენება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიზნობრივი გამოყენებისათვის ნებადართული მასალებისაგან დამზადებული სტაციონალური მილსადენები.

9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მრეწველობაში გამოსაყენებლად ნებადართული რეზინის ან სხვა მასალისაგან დამზადებული შლანგები გამოიყენება მხოლოდ საავტომობილო და სარკინიგზო ცისტერნების სტაციონარულ მილსადენებთან მოქნილად დაკავშირებისათვის. მათი შენახვის პირობები უნდა იძლეოდეს დაინფიცირების თავიდან აცილების გარანტიას.

10. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შლანგებისა და ცისტერნების ჩასასხმელი და გადმოსასხმელი მოწყობილობების არმატურის დეზინფექციას. შემაერთებელ შლანგებს ყოველდღიურად უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია ბასრი ორთქლით ან ქლორშემცველი დეზინფექტანტით (პუნქტი 14.7). სანიტარიული დამუშავების ხარისხის კონტროლს ატარებს საწარმოს მიკრობიოლოგი არა უმცირეს კვირაში ერთხელ.

11. საავტომობილო და სარკინიგზო ცისტერნები, ასევე ქარხნის ყველა რეზერვუარი ექსპლუატაციის წინ და ექსპლუატაციის პროცესში ვადის სანიტარიულ დამუშავებას (დანართი 3).

12. საავტომობილო ცისტერნების დამუშავება ხდება თვეში არანაკლებ ერთხელ- დამუშავების ხარისხის კონტროლის შემოწმება ხდება ბაქტერიოლოგიური ანალიზით. ცისტერნების ყოველი დაცლის შემდეგ მიკრობიოლოგი ატარებს ვიზუალურ დათვალიერებას და მისი შედეგები შეაქვს ლაბორატორიის ჟურნალში (ფორმა 1, დანართი 2). აუცილებლობის შემთხვევაში მიკრობიოლოგის მითითებით ტარდება ავტოცისტერნის რიგგარეშე სანიტარიული დამუშავება.

13. ახალი ან ძლიერ დაბინძურებული საავტომობილო და სარკინიგზო ცისტერნები ნალექის ან აფსკის და ა.შ. არსებობის შემთხვევაში ექვემდებარება შემდეგნაირ დამუშავებას: თავდაპირველად ცისტერნებს დასალბობად ავსებენ 1,0 - 1,5%-იან კალცინირებული ან კაუსტიკური სოდის ხსნარით. დალბობა გრძელდება 2-დან 4-საათამდე. შემდეგ ცისტერნების შიგნითა ზედაპირი სუფთავდება ჯაგრისებით მექანიკური დაბინძურების, აფსკებისა და ნალექებისაგან და ჩამოირეცხება სასმელი წყლით. დეზინფექცია ტარდება ბასრი ორთქლით ან რომელიმე დეზინფექტანტით (პუნქტი 14.7). ცისტერნა მთლიანად ივსება სადეზინფექციო ხსნარით 1 საათით. დეზინფექციის შემდეგ ცისტერნები ირეცხება სუფთა წყლით გამოყენებული დეზინფექტანტის ნარჩენების კვალის გაქრობამდე. დეზინფექტანტის ნარჩენი რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი დეზინფექტანტის გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით.

14. მუდმივად ექსპლუატაციაში მყოფი საავტომობილო და სარკინიგზო ცისტერნების დეზინფექცია ტარდება V თავის, მე-13 პუნქტის მიხედვით. აკრძალულია ტუტე დეზინფექტანტების გამოყენება ალუმინისგან დამზადებული ცისტერნების დასამუშავებლად.

15. სარკინიგზო ცისტერნები ექვემდებარება დეზინფექციას ყოველი შევსების წინ.

16. ცისტერნების სანიტარიული დამუშავება ხდება სპეციალურად მოწყობილ, გადახურულ, მყარი საფარველის მქონე მოედანზე, სადაც გაყვანილი უნდა იყოს სასმელი წყალი და ორთქლი, მოწყობილი უნდა იყოს საკანალიზაციო ჩასადენი და აღჭურვილი უნდა იყოს დამცველბადიანი გადასატანი ელექტრული ლამპით.

17. ცისტერნის მოწყობილობა და სანათური წყლის ასავსებად და გადმოსაღვრელად უნდა იქნეს დალუქული, ყველა ლუქზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს ანაბეჭდი როგორც მინერალური წყლის გადაზიდვისას, ისე ცისტერნების წყლით გავსებისას.

18. შემაერთებელი შლანგებისა და სატრანსპორტო მოცულობების სანიტარიული დამუშავების ხარისხი მოწმდება საწარმოს ლაბორატორიის მუშაკების მიერ. შედეგები შეაქვთ ჟურნალში (ფორმა 2, დანართი 2).

19. საავტომობილო და სარკინიგზო ცისტერნების მომსახურებისათვის გამოიყოფა მუდმივი მუშაკები.

VI. სანიტარიული მოთხოვნები საწარმოს ტერიტორიის შენახვისადმი

1. საწარმოს ტერიტორიის შენახვისადმი ზოგადი მოთხოვნები განისაზღვრება უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიისა და სახანძრო უსაფრთხოების წესებით, რომლებიც დამტკიცებულია დადგენილი წესის მიხედვით.

2. ტარა, სამშენებლო და სამეურნეო მასალები ინახება საწყობებში ან სპეციალურად მოწყობილ გადახურულ, მოასფალტებულ ან მობეტონებულ მოედნებზე.

3. ნაგვისა და მინის ნამსხვრევების შეკრებისა და დროებითი შენახვის მიზნით უნდა დაიდგას შემკრები სათავსი ან კონტეინერი მოასფალტებულ ან მობეტონებულ მოედნებზე.

4. ნაგვის შემკრები სათავსოების დაცლა უნდა ხდებოდეს მათი შევსების მიხედვით. დეზინფექცია ტარდება წლის ცივ პერიოდში თვეში ერთხელ, თბილ პერიოდში კვირაში ერთხელ 20%-იანი ახლად ჩამქრალი კირით, 10%-იანი ქლორიანი კირის ხსნარით ან სხვა ტოლფასი მოქმედების დეზინფექტანტით. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ გასავსებად შემოსული სანაგვე ყუთები იყოს სუფთა და არ შეიცავდეს ძველი ნაგვის ნარჩენებს.

5. ექსპედიტორების, მძღოლების, მტვირთავებისა და მომსვლელების სანიტარიული კვანძები უნდა განლაგდეს ან ბლოკირებული იქნეს დამხმარე ნაგებობებისაგან, საწარმოო და საწყობების სათავსოებისაგან განცალკევებით. სანიტარიული კვანძები მუდმივად უნდა სუფთავდებოდეს და ყოველდღიურად ტარდებოდეს დეზინფექცია 10%-იანი ქლორიანი კირით ან სხვა ტოლფასი მოქმედების სადეზინფექციო საშუალებებით. მათი დამუშავება მშრალი ფხვნილით დაუშვებელია.

VII. სანიტარიული მოთხოვნები წყალმომარაგებასა და კანალიზაციისადმი

1. საწარმოებში გამოყენებული წყალი უნდა პასუხობდეს სტ-ის 2874-82 მოთხოვნებს „სამელი წყალი, ჰიგიენური მოთხოვნები და ხარისხზე კონტროლი”. წყლის ხარისხის სისტემატური ბაქტერიოლოგიური კონტროლი ხორციელდება საწარმოების ლაბორატორიის მიერ, არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ და ადგილობრივი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ ამორჩევით, არანაკლებ კვარტალში ერთხელ.‪*

*------------

ცალკეულ შემთხვევაში ბაქტერიული მაჩვენებლების მიხედვით წყლის ხარისხზე კონტროლის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს.

 

2. წყლის არტეზიულ ჭაბურღილებსა და სათადარიგო რეზერვუარებს უნდა ჰქონდეთ სანიტარიული დაცვის ზონა. უნდა დაწესდეს მუდმივი კონტროლი წყალსადენი ნაგებობებისა და არტეზიული ჭაბურღილების სანიტარიულ-ტექნიკურ მდგომარეობაზე,

რისთვისაც უნდა არსებობდეს მოედნის შიგა წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის სქემა, ყველა სათვალთვალო ჭის აღნიშვნით.

3. ქალაქის წყალსადენის და ადგილობრივი წყალმომარაგების წყაროს გამანაწილებელი მილსადენების სისტემები არ უნდა უერთდებოდნენ ერთმანეთს.

4. ნახმარი წყლის ჩაშვების პირობები თანხმდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ადგილობრივ ორგანოებთან დადგენილი წესით.

VIII. სანიტარიული მოთხოვნები მინერალური წყლების შესანახი რეზერვუარებისადმი

1. მინერალური წყლების შესანახი რეზერვუარების დასამზადებლად გამოიყენება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიზნობრივი გამოყენებისათვის ნებადართული მასალები.

2. რეზერვუარის სანათურს უნდა ჰქონდეს რეზინის შემამჭიდროვებელი შუასადები, რომელიც ნედაბართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კვების მრეწველობაში გამოსაყენებლად და ინახება ლუქის ქვეშ.

3. რეზერვუარებს უნდა ჰქონდეთ ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ანალიზისათვის სინჯების ასაღებად წყალმზომი მინები და ონკანები.

4. რეზერვუარები, რომლებიც განკუთვნილია კაპტაჟიდან წყლის მისაღებად, უნდა იწმინდებოდეს და დეზინფიცირდებოდეს ერთი რომელიმე დეზინფექტანტით (XIV თ., მე-7 პუნქტი) წელიწადში არანაკლებ ერთხელ, ხოლო რემონტისას და ბაქტერიოლოგიური დაბინძურების აღმოჩენისას ექვემდებარება რიგგარეშე დეზინფექციას. განსაკუთრებით გულდასმით უნდა დამუშავდეს სინჯის ასაღები ონკანები და წყალმზომი მინები. დეზინფექციის ხარისხის კონტროლი ხორციელდება მე-3 დანართის შესაბამისად.

5. სარკინიგზო ცისტერნებით მოტანილი მინერალური წყლის შესანახი რეზერვუარები უნდა ექვემდებარებოდეს დეზინფექციას ყოველი დაცლის შემდეგ.

6. საავტომობილო ცისტერნებით მოტანილი მინერალური წყლის შესანახი რეზერვუარები უნდა ექვემდებარებოდეს დეზინფექციას კვარტალში არა უმცირეს ერთხელ.

7. რეზერვუარებში პირველადი დამუშავების გარეშე მინერალური წყლის განახლება უნდა მოხდეს არა უმეტეს ორ დღეში ერთხელ, ხოლო რკინიგზის ცისტერნებით შემოზიდული პირველად დამუშავებული მინერალური წყლის არა უმეტეს ხუთ დღეში ერთხელ.

8. რეზერვუარების სანიტარიულ დამუშავებაში შედის მექანიკური გაწმენდა მარილებისა და შლამისაგან, ასევე სხვა ჩანართებისაგან გამორეცხვა, დეზინფექცია რომელიმე დეზინფექტანტით (თავი XIV, მე-7 პუნქტი) 1 საათის ექსპოზიციით და შემდგომ გამორეცხვა სუფთა წყლით. მექანიკური გაწმენდისა და გარეცხვის შემდეგ დასაშვებია რეზერვუარების დამუშავება ცხელი ორთქლით 1 საათის განმავლობაში

9. რეზერვუარების სანიტარიული დამუშავების და დეზინფექციიის ხარისხი მოწმდება საწარმოს ლაბორატორიის მუშაკების მიერ და რეგისტრირდება ჟურნალში, რომელიც ინახება საწარმოს ლაბორატორიაში (ფორმა 2, დანართი 2).

10. რეზერვუარების ექსპლუატაციის ნებას იძლევა მიკრობიოლოგი ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის კეთილსასურველი შედეგების მიღების შემდეგ.

IX. სანიტარიული მოთხოვნები საწარმო და დამხმარე ნაგებობებისა და ინვენტარისადმი

1. საწარმოს შენობის კედლები უნდა შეიღებოს ღია ფერის ზეთის საღებავით არა უმცირეს 1,75მ სიმაღლეზე ან მოპირკეთდეს კაფელის ფილებით. კედლების მოსაპირკეთებლად დასაშვებია ნესტისადმი მდგრადი პოლიმერული მასალების გამოყენება.

2. ყველა შენობის იატაკი უნდა იყოს წყალგაუმტარი, გლუვი ზედაპირით, ნაპრალებისა და ღრანტეების გარეშე, გასასუფთავებლად და მოსარეცხად მოსახერხებელი, ტრაპისადმი დახრილი არ უმცირეს 0,03%-ით. ტრაპს უნდა ჰქონდეს ბადე და ჰიდრავლიკური საკეტი.

3. კანალიზაციის ტრაპები და გამავალი საკანალიზაციო მილების დიამეტრი უნდა უზრუნველყოფდეს ჩამდინარე და ნარეცხი წყლის მთლიან ჩაცლას იატაკის ნებისმიერი ნაწილიდან.

4. საწარმოო შენობების შეთეთრება და შეღებვა უნდა ხდებოდეს საჭიროების მიხედვით (ჭუჭყიანი ლაქების, ობის გაჩენისას), მაგრამ წელიწადში არანაკლებ ერთხელ. ზედაპირი, ობით დაფარვის შემთხვევაში, შეღებვის წინ უნდა დამუშავდეს სოკოს საწინააღმდეგო ანტისეპტიკებით, რომელიც დაშვებულია ამ მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

5. წლის თბილ პერიოდში მწერების შეღწევის თავიდან ასაცილებლად ყველა გასაღები გარეგანი ღიობები (ფანჯრები და სარკმელები) უნდა იყოს დაცული მოსახსნელი მავთულის ბადეებით.

6. საწარმოო, დამხმარე, ადმინისტრაცული შენობებისა და საწყობების შესასვლელის წინ უნდა დაიდგას ფეხსაცმლის გასაწმენდი მოწყობილობა (საფხეკი, ცხაური და სხვა), ხოლო საწარმოო საამქროს შესასვლელში დაგებული უნდა იყოს სადეზინფექციო ხსნარით გაჟღენთილი ხალიჩები.

7. საწარმოო და სასაწყობო ნაგებობებში უცხო პირთა შესვლა დასაშვებია მხოლოდ სანიტარიული ტანსაცმლითა და ადმინისტრაციის ნებართვით.

8. საცობების ქარხნის შიგა ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის, გამოსაყენებელ ყუთებს უნდა ჰქონდეთ ჰიგიენური შიგა ფენა და საჭიროა კვირაში ერთხელ გაირეცხოს 0,5%-იანი კალცინირებული სოდით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებებით (XIV თ., მე-7 პუნქტი) და გამოევლოს წყალი.

9. ყველა საწარმოო და დამხმარე შენობა, აგრეთვე ინვენტარი ცვლიდან ცვლას უნდა გადაეცეს სუფთად და მოწესრიგებულად.

10. სამუშაოს დამთავრებისას ყველა შენობა, მოწყობილობა და ინვენტარი უნდა დასუფთავდეს სველი წესით. შემდეგნაირად: თავდაპირველად სველი ნაჭრით იწმინდება კარები, პანელები, კარნიზები, რაფები, გასათბობი მოწყობილობა, მილსადენები, შემდეგ კი იატაკი.

11. ფანჯრების მინები, შიგნითა ჩარჩოები და ჩარჩოთ შორისი არეები უნდა ჩამოირეცხოს და გაიწმინდოს დაბინძურების მიხედვით კვარტალში არანაკლებ ერთხელ.

12. დასუფთავების დამთავრების შემდეგ ყველა დასასუფთავებელი ინვენტარი ირეცხება სასმელი წყლით და დეზინფიცირდება 2%-იანი ქლორიანი კირით. საწარმოო შენობების დასუფთავებისათვის საჭირო ინვენტარი უნდა იყოს მარკირებული და ინახებოდეს განცალკევებულ კარადებში. მისი გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.

13. აკრძალულია სამუშაო ადგილებსა და ჩამომსხმელ საამქროში მზა პროდუქციაში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად სათადარიგო ნაწილების, წვრილმანი დეტალების, ლურსმნებისა და სხვათა შენახვა.

X. სანიტარიული მოთხოვნები მინერალური წყლის დამამუშავებელი და ჩამომსხმელი მოწყობილობათა შენახვისადმი

1. მინერალური წყლის დამამუშავებელი და ჩამოსასხმელი ყველა მოწყობილობა ერთი ცვლიდან მეორეს უნდა გადაეცეს სუფთად, მოწესრიგებულად და დაექვემდებაროს საწარმოს დირექტორის ან მთავარი ინჟინრის მიერ დამტკიცებული გრაფიკის თანახმად მოწყობილობათა რეცხვისა და დეზინფექციის ხარისხზე სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლის სქემით გათვალისწინებული სანიტარიულ დამუშავებას.

2. მინერალური წყლის დამამუშავებული და ჩამოსასხმელი მოწყობილობის დეზინფექციისათვის გამოიყენება სხვადასხვა დეზინფექტანტი (XIV თ., მე-7 პუნქტი).

3. მოწყობილობის დეზინფექციის ჩატარების წესი მდგომარეობს შემდეგში: სადეზინფექციო ხსნარი ისხმება მილსადენის მთავარ კოლექტორში ფილტრებისა და ტუმბოების წინ 0,12-0,15მპა. წნევის ქვეშ, ხვდება ფილტრებზე, გაივლის წყლის გამაუვნებელ დანადგარში, საამქროს რეზერვუარებში, სატურატორებში და დამფასოებელ მანქანებში. სადეზინფექციო ხსნარის ექსპოზიციის დროა 1სთ. დეზინფექციის შემდეგ უნდა გაირეცხოს მილსადენები და მოწყობილობები სასმელი წყლით სადეზინფექციო ხსნარის ნარჩენების გაქრობამდე და გამოევლოს მინერალური წყალი. სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური ანალიზისათვის სინჯებს იღებენ გამონარეცხი სასმელი წყლის ბოლო პორციებიდან.

4. კერამიკული სანთლის ფილტრების სანიტარიული დამუშავება ხდება სანთლის ყოველი რეგენარაციის შემდეგ 1სთ-ის განმავლობაში ქლორიანი კირის გამჭვირვალე ხსნარით ან ჰიპოქლორიტის ხსნარით, რომელიც შეიცავს აქტიური ქლორის არანაკლებ 0,1გ/მ . დეზინფექციის შემდეგ ფილტრები თავდაპირველად ირეცხება სასმელი წყლით 0,13-0,15მპა წნევის ქვეშ აქტიური ქლორის ნარჩენების გაქრობამდე და შემდეგ კი ავლებენ მინერალურ წყალს.

5. სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური ანალიზისათვის სინჯების ასაღებად მილსადენები და მოწყობილობები მომარაგებული უნდა იყოს სინჯების ასაღები საშუალებებით.

6. სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური ანალიზის შედეგები რეგისტრირდება ლაბორატორიის ჟურნალში (ფორმა 2, დანართი 2).

 

XI. სანიტარიული მოთხოვნები შესაფუთ მასალასა და ტარაზე

1. საწარმოში შემოსული მთელი მინის ტარა უნდა შემოწმდეს მინის ტარის საამქროში, მიღებული იქნეს იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც დადგენილია გოსტი 10117-91 და შემოწმდეს საწარმოო-ტექნიკური მნიშვნელობისა და სახალხო მოხმარების საქონლის პროდუქციის მიღების წესის ინსტრუქციით.

2. სარეცხი მანქანის აბაზანაში ჩაშვებამდე ბოთლები უნდა დაექვემდებაროს წუნდებას. დაზიანებულ გვირგვინიანი, ფხაურიანი, ბუშტებიანი, ტექნიკური სითხეებიით დაბინძურებული ან უცხი სუნის მქონე ბოთლები გასარეცხად არ მიიღება. ძლიერ დაბინძურებულ საბრუნ ბოთლებს დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების თანახმად წინასწარ აუცილებლად დაალბობენ ან 2-ჯერ რეცხავენ.

3. ბოთლების გასარეცხად რეკომენდებულია ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციითა და დადგენილი წესით დამტკიცებული რეგლამენტირებული სარეცხი საშუალებები.

4. ბოთლების გარეცხვა უნდა ხდებოდეს სხვადასხვა მარკის ბოთლის სარეცხ მანქანებში მათი ექსპლუატაციის მკაცრად შესატყვისი ინსტრუქციის მკაცრი დაცვით.

5. ბოთლსარეცხი მანქანის მუშაობის რეჟიმზე უნდა იყოს დაწესებული სისტემატური ტექნიკური და ლაბორატორიული კონტროლი, რომლის შედეგები შეაქვთ ბოთლების რეცხვის ტექნოლოგიური საამქროს ჟურნალში (დადგენილი ფორმით).

6. ბოთლსარეცხი მანქანის დასუფთავება ხდება საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ კვირაში არანაკლებ 2-ჯერ, ამისათვის სარეცხი აბაზანების დაცლის შემდეგ მას ასუფთავებენ იარლიყების ნარჩენებისაგან, მინის ნამსხვრევებისა და სხვა ნაგავისაგან. სარეცხი აბაზანების შიგნითა ზედაპირზე უსვამენ 2% ქლორიანი კირის ხსნარს და 1სთ-ის შემდეგ რეცხავენ წყლით. გასუფთავებულ სარეცხ აბაზანებს ავსებენ სარეცხი ხსნარით.

7. ნებადართულია სარეცხი ხსნარის მეორადი გამოყენება მისი რეგენარაციის შემდეგ. ამისათვის გამოყენებულ ხსნარს ლექავენ და ფილტრავენ კაპრონის საცრით. შემდეგ უმატებენ ყველა კომპონენტს საწყისი კონცენტრაციის მიღებამდე.

8. გარეცხილ ბოთლებს აკონტროლებენ სინათლის ეკრანის წინ, არასაკმარისად გარეცხილებს აბრუნებენ ხელმეორედ გასარეცხად.

9. ბოთლების რეცხვის ხარისხზე სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიურ კონტროლს აწარმოებს საწარმოს ლაბორატორია დანართი 3-ის თანახმად.

10. მინის ნამსხვრევების შესაგროვებლად დგამენ ჭურჭელს, რომელსაც გავსებისთანავე ცლიან.

11. ბოთლების საცობები და მათი შენახვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ მოთხოვნებს.

12. არ დაიშვება მწარმოებლისაგან დაზიანებული (გახეული) ტომრებით საცობების მიღება. საცობებიანი ტომრების გახსნა ხდება უშუალოდ გამოყენების წინ, ე.ი. საცობების ჩაშვებისას დასაცობი ავტომატის ბუნკერში.

XII. სანიტარიული მოთხოვნები მინერალურ წყალზე, მზა პროდუქციაზე

მის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე

1. შერეული პროფილის საწარმოებში არ არის რეკომენდებული მინერალური წყლის ჩამოსხმა იმ ხაზებზე, რომლებიც განკუთვნილია სხვა პროდუქციის ჩამოსასხმელად.

2. აუცილებლობის შემთხვევაში ერთსა და იმავე ხაზზე შეიძლება ჩამოისხას უალკოჰოლო სასმელები და მინერალური წყალი. ამ შემთხვევაში მინერალური წყლის ჩამოსხმის წინ გულდასმით უნდა გაირეცხოს დამფასოებელი მანქანები და მილსადენები არანაკლებ 800С ტემპერატურის სასმელი წყლით. ერთსა და იმავე ხაზზე სხვადასხვა დასახელების მინერალური წყლის ჩამოსხმისას თითოეული დასახელება წყლის ჩამოსხმის წინ დამფასოებელი მანქანები და მილსადენები ირეცხება სასმელი წყლით და შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების თანახმად გამოევლება ის მინერალური წყალი, რომლის ჩამოსხმასაც ითვალისწინებენ.

3. თანახმად შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებისა კაპტაჟიდან შემოსული წყლები 3-ზე მეტი კოლი-ინდექსით, აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს გაუსნებოვნებას.

4. სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური ანალიზისათვის მინერალური წყლის სინჯების აღებას აწარმოებენ პირველ დანართში მითითებული მოცულობითა დროით.

5. მზა პროდუქციის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს გოსტი 13273-88-ის, და სხვა ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

6. სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური ანალიზის არასასურველი შედეგების მიღების შემთხვევაში მზა პროდუქცია ექვემდებარება კარანტინს.    

ა) კარანტინის ხანგრძლივობა განისაზღვრება სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური ანალიზის შედეგებით. თუ ერთი სინჯიდან კოლი-ინდექსი 6-ია ან ორი და მეტი სინჯიდან-3-6, მაშინ მზა პროდუქციას აჩერებენ 5 დღე. განმეორებით განსაზღვრას აწარმოებენ არა უხშირეს 3 დღისა. მინერალური წყლის სინჯებს განმეორებითი სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური ანალიზისათვის იღებენ გოსტი 23268. 0-81-ით. თუ კოლი-ინდექსი 3 ან უფრო დაბალია, ანალიზებს წყვეტენ.

7. სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური ანალიზის არასასურველი შედეგების მიღებისას რეალიზაციას არ ექვემდებარება ის მზა პროდუქცია, რომელიც იმყოფებოდა კარანტინში 90 დღე.

8. თუ საკონტროლო ანალიზის ერთეულ შემთხვევაში კოლი-ინდექსი 3-ია, მზა პროდუქცია ექვემდებარება რეალიზაციას თუ მომხმარებლებამდე მისი მიწოდების ხანგრძლივობა 7 დღე-ღამეზე მეტია.

9. კარანტინის ჩატარების პირობები და ბაქტერიოლოგიური ანალიზის შედეგები რეგისტრირდება ლაბორატორიის ჟურნალში (ფორმა 3, დანართი 2).

XIII. საწარმოს სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლი

1. მინერალური წყლის დამუშავებისა და ჩამოსხმის პროცესის მუდმივი სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლი ხორციელდება საწარმოს ლაბორატორიის მიერ, რომლის შტატში უნდა იყოს მიკრობიოლოგი. კონტროლი ტარდება ყველა საწარმოს ტექნოლოგიურ პროცესის თავისებურების გათვალისწინებით. მინერალური წყლის ბაქტერიოლოგიური მაჩვენებლებისა და საწარმოს სანიტარიული მდგომარეობის კონტროლის სქემა წარმოდგენილია 1 დანართში.

2. მიკროორგანიზმების საერთო რიცხვი და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების რიცხვი განისაზღვრება გოსტი-ით 18963-73 “სასმელი წყალი, სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური ანალიზის მეთოდები” მინერალური წყლის წინასწარი დეგაზაციის შემდეგ.

ა) მინერალური წყლის გამოკვლევა პათოგენური მიკროფლორის არსებობაზე ტარდება ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. მისი ჩატარების აუცილებლობის დადგენა ხდება ადგილობრივი სახელმწიფო სანიტარიული ზედახედველობის სამსახურის მიერ.

ბ) პსევდომონას აეროგინოზას (ლურჯმწვანე ჩირქმდაბი ჩხირი) დადგენა ხდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ იმ მეთოდებით, რომლებიც დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ტექნოლოგიური ჯაჭვის სამ ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო წერტილში: კაპტაჟიდან, მზა პროდუქციაში და შემაერთებელი შლანგების სისუფთავის შემოწმებისას.

3. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხოა მინერალური წყალი (მზა პროდუქცია), რომელიც პასუხობს გოსტი-ს 13273-88 დანართი 4-ის მოთხოვნებს. მიკოორგანიზმების საერთო რიცხვი 1სმ3 წყალში არ უნდა იყოს 100-ზე მეტი, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების რაოდენობა 1დმ3 წყალში (კოლი-ინდექსი) – არა უმეტეს 3.

ა) პსევდომონას აეროგინოზა არ უნდა აღმოჩნდეს სერიიდან არჩევით აღებულ 3 ტევადობაში, მაგრამ არანაკლებ 100სმ3-ში.

XIV. რეკომენდებული სადეზინფექციო საშუალებები და საწარმოს საერთო დეზინფექციის ჩატარების წესი

1. მინერალური წყლის დამამუშავებელ და ჩამომსხმელ სპეციალიზებულ საწარმოებში, განსაკუთრებული გულმოდგინებით კი შერეული პროფილის საწარმოებში, ატარებენ შენობების, მოწყობილობის, კომუნიკაციებისა და ინვენტარის დეზინფექციას. საერთო დეზინფექცია, მინერალური წყლის შესანახი რეზერვუარიდან დაწყებული, ტარდება წელიწადში ერთხელ. ბაქტერიოლოგიური დაბინძურების აღმოჩენისას ატარებენ ცალკეული კვანძების რიგგარეშე დეზინფექციას.

2. საერთო დეზინფექციის წესი და მისი ჩატარების გრაფიკის დაცვაზე კონტროლის ორგანიზაცია მტკიცდება საწარმოს დირექტორის ბრძანებით.

3. დეზინფექციის წინ ატარებენ მოწყობილობის საგულდაგულო მექანიკურ გაწმენდას. დეზინფექციისათვის გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ახალი ხსნარები, რომლის კონცენტრაციასაც აკონტროლობენ ლაბორატორიისა და ტექნიკური კონტროლის განყოფილების მუშაკები.

4. სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს განცალკევებულ დახურულ შენობაში.

5. დეზინფექციის შემდეგ ყველა მოწყობილობა საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს სასმელი წყლით სადეზინფექციო ხსნარის სრულ მოცილებამდე.

6. ყოველი დეზინფექციის შემდეგ ბაქტერიოლოგიური კონტროლისათვის იღებენ გამონარეცხი წყლის ბოლო პორციებს.

7. დეზინფექციისათვის გამოყენებული უნდა იყოს შემდეგი სადეზინფექციო საშუალებები:‪

 

პრეპარატი

სტანდარტი

ხსნარის გამოსაყენებლი კონცენტრაცია

ქლორიანი კირი

ნატრიუმის ჰიპოქლორიტი

კაუსტიკური სოდა

კალცინირებული სოდა

ფორმალინი

კატამინ–АБ

სულფოქლანტინი

მჟავე ელმოციდი (აზოტმჟავასა და აზოტმჟავა კალიუმის ნარევი)

ანტიფორმინი    

გოსტი 1692-85

გოსტი 11086-76

გოსტი 2863-79

გოსტი 10689-76

გოსტი 1625-89

ტპ-6-01-816-75

ტპ-6-01-746-72

გოსტი 701-89

გოსტი 4217-77

2,0-4,0% არა უმცირეს 25,0 % აქტიური ქლორის შემცველობისას,

საწყის ნივთიერებაში აქტიური ქლორის კონცენტრაციის შემცირებისას აუცილებელია გაკეთდეს სათანადო გადაანგარიშება

0,1-0,5გ/დმ3 (აქტიური ქლორით)

1,0-3,0%

1,0-3,0%

1,5-2,0%

0.5±0,1%

0.25±0,5%

0.1მოლ/დმ3

0,1მოლ/დმ3

1.2-1.5გ/დმ3 აქტიური ქლორი 1,0-1,2% საერთო ტუტიანობისას.

 

 

 

XV. შერეული პროფილის საწარმოებში ბუზებთან, ტარაკნებთან და მღრღნელებთან ბრძოლის ღონისძიებები

1. შერეული პროფილის საწარმოებში ბუზებთან, ტარაკნებთან და მღრღნელებთან ბრძოლა უნდა განხორციელდეს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მრეწველობის საწარმოებისათვის მოქმედი სანიტარიული წესების მოთხოვნების შესაბამისად.

XVI. სანიტარიული მოთხოვნები პირადი ჰიგიენის დაცვისა და საყოფაცხოვრებო ნაგებობების შენახვის პირობებისადმი

1. სასმელი მინერალური წყლის დამამუშავებელ და ჩამომსხმელ საწარმოებში (საამქროებში) სამუშაოდ დაიშვებიან პირები, რომლებსაც არ აქვთ დავადებები, მითითებული მომქმედ დოკუმენტში „აუცილებელი პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების ინსტრუქცია იმ პირებისათვის, რომლებიც იწყებენ მუშაობას ან მუშაობენ კვების წარმოებაში, წყალმომარაგების ნაგებობაზე, საბავშვო დაწესებულებებში და სხვა”, დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

2. ზემოაღნიშნული ინსტრუქციის თანახმად საწარმოს მუშაკები ვალდებულნი არიან:

ა) მუშაობის დაწყებამდე გაიარონ სამედიცინო შემოწმება, გამოკვლევა ბაქტერიამტარებლობაზე, ჰელმინთოზებზე და რენტგენოლოგიური გამოკვლევა (რენტგენოსკოპია, ფლუოროგრაფია), ჩაიტარონ კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო აცრები, მოისმინონ სანიტარიული ინსტრუქტაჟი.

3. საწარმოს საამქროს მუშაკებმა უნდა მოისმინონ სანიტარიული მინიმუმის კურსი და ჩააბარონ ჩათვლა, იარონ სამსახურში პირად სუფთა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში.

ა) უნდა დატოვონ გასახდელის ინდივიდუალურ კარადაში ზედა ტანსაცმელი, თავსაბურავი, ფეხსაცმელი, პირადი ნივთები. მუშაობის წინ ჩაიცვან სუფთა სანიტარიული ტანსაცმელი, აიკეცონ თმები ქუდის ან თავსაფრის ქვეშ (აკრძალულია ტანსაცმლის შეკვრა ქინძისთავით, ნემსით, ხალათის ჯიბეებში სიგარეტის, ქინძისთავების, ფულის და სხვა გარეშე ნივთების შენახვა) რომლებსაც არა აქვთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მოქმედ დოკუმენტში;

ბ) სანიტარიულ კვანძში შესვლამდე უნდა დატოვონ ტანსაცმელი სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე, იქიდან გამოსვლისას კი დაიბანონ ხელები საპნით და დაიმუშავოს 0,2%-იანი ქლორიანი კირის ხსნარით. არ მიიღონ საკვები და არ მოწიონ საწარმოს შენობაში. დაიცვან სისუფთავე გასახდელში, თვალყური ადევნონ ინვენტარისა და მოწყობილობის სისუფთავეს.

4. სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებით დაკავებული ზეინკლები, ელექტრიკოსები, მემონტაჟეები და სხვა მუშაკები, ვალდებულნი არიან:

ა) დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები;

ბ) ინსტრუმენტები და სათადარიგო ნაწილები შეინახონ სპეციალურ კარადაში და გადაიტანონ ისინი სპეციალური სახელურიანი დახურული ყუთებით;

გ) სამუშაოს მიმდინარეობისას მიიღონ ზომები გარეშე ნივთების მზა პროდუქციაში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.

5. თეთრეულის სათავსოები უნდა განლაგდეს ცალკე შენობაში სუფთა და ჭუჭყიანი თეთრეულის მისაღები და გასაცემი ფანჯრებით, ან იზოლირებული შესასვლელის მქონე მოსაზღვრე შენობებში.

6.საყოფაცხოვრებო შენობები უნდა დალაგდეს 2-ჯერ დღეში ცხელი წყლისა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.

7. ხელსაბანებსა და სანიტარიულ კვანძებში უნდა იყოს საპონი, პირსახოცი და სადეზინფექციო ხსნარი ხელების დასამუშავებლად და საკიდი ხალათებისათვის.

8. სანიტარიული კვანძები რეგულარულად უნდა მომარაგდეს ტუალეტის ქაღალდით. უნიტაზები და პისუარები აუცილებელია, პერიოდულად გაიწმინდოს შარდმჟავა მარილებისაგან ტექნიკური მარილმჟავით. სანიტარიული კვანძის შესასვლელში სავალდებულოა,დაგებული იყოს ქლორიანი კირით გაჟღენთილი ხალიჩა ფეხსაცმლის დეზინფექციისათვის.

9.სანიტარიული კვანძების დალაგებისა და დეზინფექციისათვის უნდა იყოს განსხვავებული შეფერილობისა და მარკირების სპეციალური ინვენტარი (სათლი, ცოცხი, ნაჭრები, ჯაგრისი და სხვა). სანიტარიული კვანძების დასალაგებელი ინვენტარი აუცილებელად უნდა ინახებოდეს სხვა საყოფაცხოვრებო შენობების დასალაგებებლი ინვენტარისაგან განცალკევებით.

XVII. პასუხისმგებლობა წინამდებარე სანიტარიული წესების დაცვაზე და კონტროლი მის შესრულებაზე

1.მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია:

ა) სრულად დაიცვას არსებული სანიტარიული წესები და ნორმები, შეიმუშაოს და განახორციელოს სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი, სადეზინფექციო, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებისა და სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლის გეგმები, უზრუნველყოს პერსონალი დამტკიცებული ნორმატივების შესაბამისად საჭირო რაოდენობის სანიტარიული ტანსაცმლით, მისი დროული შეკეთებით, ცენტრალიზებული რეცხვითა და შეცვლით, უზრუნველყოს სუნთქვის, მხედველობისა და სმენის ორგანოების ინდივიდური დაცვის საშუალებებით;

ბ) უზრუნველყოს მუშაკების სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოებთან შეთანხმებულ ვადაში.

2. მინერალური წყლის ჩამომსხმელი საწარმოს სანიტარიულ მდგომარეობასა და არსებული წესების დაცვაზე პასუხს აგებს დირექტორი და საწარმოს მთავარი ინჟინერი.

3. საწარმოო ინვენტარისა და საამქროს მოწყობილობის შენახვაზე, მუშაკების მიერ პირადი ჰიგიენის წესების დაცვაზე, მინერალური წყლის მომზადებაზე, მინერალური წყლის დამუშავებისა და ჩამოსხმის ტექნოლოგიური პროცესების დაცვაზე, მზა პროდუქციის შენახვასა და რეალიზაციაზე, მის გაშვებასა და ტრანსპორტირებაზე პასუხს აგებენ: საამქროს ხელმძღვანელი, აგრეთვე საწარმოს მთავარი ტექნოლოგი, საწარმოო ლაბორატორიის ხელმძღვანელები და ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი.

4. მოწყობილობისა და სამუშაო ადგილის სანიტარიულ მდგომარეობაზე პასუხს აგებენ საამქროს მუშაკები.

5. ყველა მუშაკი უნდა გაეცნოს წინამდებარე სანიტარიულ წესებს.

6. წინამდებარე წესების დარღვევისას დამნაშავეები მიეცემიან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში დადგენილი წესით.

7. წინამდებარე სანიტარიული წესების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ორგანოები და დაწესებულებები.

 

 

 

 

XVIII. მინერალური წყლების ბაქტერიოლოგიური მაჩვენებლების და საწარმოს სანიტარიული მდგომარეობის კონტროლის სქემა

დანართი 1

1

2

3

4

5

 

სინჯების აღების ადგილი

გამოკვლევის ობიექტი

წარმოებული განსაზღვრა

სინჯების აღების განსაზღვრის პერიოდუ ლობა

1

წყალსადენის ქსელი

სასმელი

წყალი

მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა 1სმ3 კოლიინდექსი

თვეში

 2- ჯერ

2

კაპტაჟი (სათავე წყალშემკრების შესართავი)

მინერალური წყალი

მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა 1სმ3, კოლიიდექსი, პსევდომონას აეროგინოზა

თვე

ში ერთხელ

კვირაში

ერთხელ

3

გადაუმუშავებელი წყლის ქარხნის რეზერვუარები და ავსების სადგურის შემკრები რეზერვუარები

მინერალური წყალი

მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა 1სმ3 კოლიინდექსი

არანაკლებ

კვირაში ერთხელ

4

 

რკინიგზის ცისტერნებით შემოტანილი წყლის შესანახი ქარხნის რეზერვუარები

მინერალური წყალი

 

მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა 1სმ3 კოლიინდექსი

რეზერვუარის ყოველი შევსებისას

5

მინერალური წყლის ჩამომსხმელი საწარმოსა და სარკინიგზო ცისტერნების წყლით შემვსები სადგურების გაფილტრული წყლის მიმღები კოლექტორი (მილსადენი)

მინერალური წყალი

მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა 1სმ3, კოლიინდექსი

კვირაში ერთხელ

ცვლაში ერთხელ

6

გაფილტრული და გაუვნებელყო ფილი მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საამქროს რეზერვუარები

მინერალური წყალი

მიკროორ განიზმების საერთო რაოდენობა 1სმ3,

 კოლიინდექსი

კვირაში ერთხელ

ცვლაში ერთხელ

7

დამფასოებელი მანქანა

მინერალური წყალი

მიკროორგანი-

ზმების საერთო რაოდენობა 1სმ3, კოლიინდექსი

კვირაში ერთხელ

ცვლაში ერთხელ

8

საცობები

10 ცალის ჩამონარეცხი 100სმ3 სტერილური წყლით

ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების არსებობა

ცვლაში ერთხელ

9

გარეცხილი ბოთლები ხაზიდან

10 ბოთლის ჩამონარეცხი თითოეული სარეცხი მანქანიდან

მიკროორ განიზმების საერთო რაოდენობა 1სმ3

ცვლაში ერთხელ

 

დამხუფავი მანქანა

მზა პროდუქცია (ყოველი დასაცობი მანქანიდან)

მიკროორ განიზმების საერთო რაოდენობა 1სმ3 ერთი ბოთლიდან, კოლი-ინდექსი, პსევდომონას აეროგინოზა

ერთი ბოთლი ცვლაში,

ორი ბოთლი ცვლაში 3-ჯერ

 

XIX. ლაბორატორიული ჟურნალის ფორმები

1. მინერალური წყლის ბაქტერიოლოგიური ანალიზისა და საწარმოს სანიტარიული მდგომარეობის შეფასების ლაბორატორიული ჟურნალი

დანართი 2

ფორმა 1

 

N

ანალიზის თარიღი

ანალიზის აღების ადგილი

მიკროორგანიზმე- ბის საერთო

რაოდენობა 1სმ3 წყალში

პოლი- ინდექსი

პსევდომონას აეროგინოზას არსებობა

საავტომობილო ცისტერნის სანიტარიული მდგომარეობის ვიზუალური შეფასება და შენიშვნა

მიკრობიოლო-გის

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

 

2.მოწყობილობის დეზინფექციის და რეცხვის ხარისხის სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიული ჟურნალი

ფორმა 2                

 

ანალიზის თარიღი

რეცხვის, დეზინფექ

ციის ობიექ ტი, დეზინ ფექციის თარიღი

სინჯების აღების თარიღი

უკანასკნელი ჩამონარეცხ წყალში მიკროორ განიზმების საერთო რაოდე ნობა 1სმ3 –ში

კოლი -ინდექსი

პსევდო- მონას აერო გინოზას არსე ბობა

შენიშვნა

პასუხის-მგებე-

ლი

პირის ხელმოწ-

ერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

3. კარანტინში მყოფი მინერალური წყლის კონტროლის ლაბორატორიული ჟურნალი

ფორმა 3

 

1

მზა პროდუქ-ციის ჩამოსხმის, მისი

კარანტინში ჩალაგების და ანალიზის თარიღი

სტელაჟის ან შენახვის სხვა

ადგილი

მინერალური წყლის ბოთლე ბის რაოდენობა ათასი ცალობით

შენახვის პროცესში კოლ -ინდექსი

პროდუქციის რეალიზაციის ნებართვა

 

 

მიკრობი-ოლოგის

ხელმოწე-რა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნებადამრთვე-

ლის ხელმოწერა

თარიღი

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

 

XX. მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმოს (საამქროს) მოწყობილობის დეზინფექციისა და რეცვის ხარისხის სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლის სქემა

დანართი 3

 

 

ანალიზის აღების ადგილი

გამოსაკვლევი ობიექტი

რეცხვისა და დეზინფექციის პერიო დულობა

წარმოებული ანალიზი

ანალიზის პერიოდულობა

1

2

3

4

5

6

1

კაპტაჟი (წყალშემკრების პირის სათავე მოწყობილობა)

ბოლო გამონარე- ცხი წყალი (მინერალური)

აუცილებლობის შემთხვე ვაში- სანბაქ ტანალი- ზების მაჩვენებ ლებით

მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა 1სმ3, კოლი-ინდექსი, პსევდომონას აეროგინოზა*

ყოველი

დეზინფექცი-

ის შემდეგ

2

მილსადენები და კოლექტორი კაპტაჟიდან მინერა ლური წყლის ჩამოსასხ- მელ საწარმომდე

ბოლო გამონარეცხი სასმელი წყალი

ჩამონარეცხი)

შეკეთების შემდეგ და რევიზიის შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში

მიკროორ განიზმების საერთო რაოდენობა 1სმ3 კოლი-ინდექსი

ყოველი

დეზინფე ქ

ციის

შემდეგ

3

მილსადენებით შემოსული გადაუმუ- შავებელი წყლის ქარხნის რეზრვუარი

 

--“--

წელიწადში ერთხელ

 აუცილებლობის შემთხვევაში სან-ბაქ- ტანალიზების მაჩვენებლებით

მიკროორგანიზმების რაოდენობა 1სმ3 კოლიინდექსი

ყოველიდეზინ-ფექციის

შემდეგ

 

4

საავტომობილო ცისტერ ნებით შემოტანილი წყლის შესანახი ქარხნის რეზერვუ არები

 

--“--

კვარტალში

ერთხელ

 

 --“--

 

 --“--

5

სარკინიგზო ცისტერნებით შემოტანილი წყლის შესანახი ქარხნის რეზერვუარე ბი

 

--“--

 

ყოველი დაცლის შემდეგ

 

 --“--

 

 --“--

6

შემაერთებელი შლანგები

 

--‘--

ერთხელ დღე-

ღამეში

მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა 1სმ3, კოლი

ინდექსი, პსევდომინას აეროგინოზა*

არანაკლებ

კვირაში ერთხელ

7

საავტომო- ბილო

ცისტერნები

 

--“--

არანაკლებ თვეში ერთხელ

მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა 1სმ3, კოლიინდექსი

ყოველი დეზინფექ-

ციის შემდეგ

8

სარკინიგზო ცისტერნები

--‘--

ყოველი შევსების წინ

--“--

--‘--

9

კერამიკული სანთლის ფილტრები

 

--“--

სანთლების ყოველი რეგენე- რაციის შემდეგ

 

--‘--

 

--“--

10

გაუსნებოვნების აპარატი

--“--

 

არანაკლებ

თვეში ერთხელ

--‘--

--“--

11

სატურატორი

--‘--

--“--

--“--

--“--

12

საამქროს მილსადენები

--‘--

--‘--

--‘--

--‘--

13

საამქროს რეზერვუარები

--‘--

--‘--

--‘--

--‘--

14

დასაფასოებელი მანქანები

--‘--

--‘--

--“--

--“--

15

ბოთლსარეცხი მანქანები

 

--“--

არანაკლებ 2-ჯერ კვირაში

 

--‘--

კვირაში ერთხელ, კვირაში 2-

ჯერ

16

საცობების ასაკრეფი მანქანა

 

--“--

დღე-

ღამეში ერთხელ

მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა 1სმ3

დღე-ღამეში ერთხელ

17

მუშების ხელები: საწარმოს საამქროსი, ავსების სადგურისა, მემანქა ნეებისა, საცობების ამკრეფისა მანქანების მომსახურეებისა, საცობების წუნმდებლებისა, ცისტერ ნებში წყლის ჩამსხმე ლებისა

ხელების ჩამონაბანი

დღე -ღამეში ერთხელ

 --“--

 

ნაწლავის ჩხირი ჯგუფის ბაქტერიების არსებობა

ამორჩევით ერთხელ ცვლაში

 

დანართი 4

ინსტრუქცია

XXI. ინდიკატორული ქაღალდის ზოლების მეთოდით ნაწლავის ჩხირის აღმოჩენა მოსამსახურეების ხელის ჩამონაბანში, სანიტარიულ ტანსაცმელში, ტექნოლოგიურ ინვენტარსა და კვების საწარმოს მოწყობილობაში (უწყებათა შიდაუწყებრივი კონტროლისათვის)

1.    ინდიკატორული ქაღალდის ზოლები ინახება პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტებში, რომლებიც სინათლის სხივების მოქმედებისაგან დასაცავად 20 ცალის რაოდენობით ჩალაგებულია შავ პოლიქლორვინილის პაკეტში. თეთრი ან ღია კრემისფერია და არასწორი შენახვისას ხდება ვარდისფერი და გამოსაყენებლად უვარგისი.

2.    გამოყენების წინ ამოიღებენ ქაღალდის ინდიკატორებიან პოლიეთილენის პაკეტს პოლიქლორვინილის პაკეტიდან და ქაღალდის პერფორირებული ბოლოდან მაკრატლით გაჭრიან. ინდიკატორული ქაღალდის ზოლს პაკეტიდან იღებენ პერფორირებული ბოლოთი.

3.    მოწყობილობისა და ინვენტარის სანიტარიული დამუშავების ხარისხის შემოწმება.

ა) იკვლევენ ფართობის არა უმცირეს 100სმ2., ინდიკატორულ ქაღალდის ზოლს, რომლის ფართობია 10სმ2, ასველებენ 3წმ-ის განმავლობაში ერთჯერადი ჩაშვებით სტერილურ ფიზიოლოგიურ ხსნარში, ზედმეტ სინესტეს აცილებენ ზოლის ბოლოს შეხებით ფიზიოლოგიური ხსნარის ჭურჭლის კედელთან. დასველებულ ზოლს იჭერენ პერფორირებული ბოლოთი და გამოსაკვლევ ზედაპირს გამომწვარი პინცეტის მჭიდრო მიჭერით 10-ჯერ მიადებენ სხვადასხვა ადგილზე.

4.    ხელების დაბანის ხარისხის გამოკვლევა.

ა)სველი ინდიკატორის ქაღალდის ზოლს აფენენ ხელისგულის გასწვრივ. მჭიდროდ ადებენ ზედ მეორე ხელის თითების ბოლოებს, შემდეგ მთელ ხელისგულს და ხელის დარტყმით გადაანაცვლებენ ქაღალდს თითების ბოლოებიდან მაჯის მიმართულებით. მოხსნიან ინდიკატორის ზოლს, გადააბრუნებენ, დაადებენ მეორე ხელზე, იმეორებენ მითითებულ მეთოდს.

5.    სანიტარიული ტანსაცმლის, პირსახოცების, მოწყობილობის და ინვენტარის სარეცხი ჩვრების გამოკვლევა(20სმ2 ფართობიდან).

ა) ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებულ ინდიკატორის ზოლს მჭიდროდ მიაკრავენ ორივე მხრიდან სანიტარიულ ტანსაცმელს, ჩვრებს და სხვა.

ბ) ჩატარებული მანიპულაციის შემდეგ ინდიკატორის ქაღალდის ზოლს ათავსებენ პოლიეთილენის პაკეტში, სადაც ინახებოდა, პერფორირებულ ბოლოს კი აჭრიან. პაკეტს საგულდაგულოდ გააბრტყელებენ, რათა პაკეტი ორივე მხრიდან მჭიდროდ მიეკრას სველ ზოლს და ჰაერი მთლიანად გამოიდევნოს. პაკეტის გაჭრილ მხარეს მჭიდროდ მოუჭერენ ფინების ან პინცეტის საშუალებით და დარჩილავენ სპირტქურის ალზე. სითხის ჩამოდენის თავიდან ასაცილებლად პაკეტს ათავსებენ თერმოსტატში მკაცრად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და 430C ტემპერატურაზე 18-24 საათის განმავლობაში ახდენენ ინკუბირებას, შემდეგ პაკეტიდან ამოუღებლად ათვალიერებენ ზოლებს. თუ ქაღალდის ზოლების დათვალიერება შეუძლებელია, მას ათავსებენ მაცივარში.

გ) წითელი წერტილები გამოსაკვლევი ქაღალდის ზოლზე წარმოადგენს ნაწლავის ჩხირის კოლონიებს. კოლონიების რაოდენობა მიუთითებს საანალიზო ობიექტის ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების მოთესვის ხარისხზე და სანიტარიული და ქლორით დამუშავების რეჟიმის დარღვევაზე. ნაწლავის ჩხირის ზრდის აღმოჩენის შემთხვევაში იმეორებენ გამოკვლეული ობიექტის სანიტარიულ დამუშავებას და კვლავ აწარმოებენ გამოკვლევას ზემოთ მითითებული მეთოდით;

დ) მოცემული მეთოდით გამოკვლევის ჩატარებისათვის აუცილებელია შემდეგი მოწყობილობა და მასალები:

დ.ა) ავტოკლავი;

დ.ბ) თერმოსტატი 430C;

დ.გ) სპირტქურა;

დ.დ) პინცეტი;

დ.ე) სინჯარები;

დ.ვ) ბოთლები ფიზიოლოგიური ხსნარისათვის;

დ.ზ) სწორპირიანი მაკრატელი;

დ.თ) მაცივარი (+4+60C);

დ.ი) ინდიკატორული ქაღალდის ზოლები, დამზადებული რიგის ქარხანაში “რეაგენტი”.

დ.კ) სპირტი სპირტქურისათვის;

ე) მითითებული მეთოდით გამოკვლევის ხანგრძლივობა მცირდება 48-72 საათიდან 12-24 საათამდე, რითაც შესაძლებელი ხდება უხარისხო დამუშავების დროული გამოვლინება და შესაბამისი ღონისძიებების მიღება მზა პროდუქციისა და ნახევარფაბრიკატების ნაწლავის ჯგუფის ბაქტერიებით დაბინძურების წყაროს თავიდან ასაცილებლად;

ვ) მოცემული მეთოდის გამოიყენება რეკომენდებულია მომუშავეების ხელების, სპეცტანსაცმლის, ტექნოლოგიური დანადგარების, საკონსერვო, ლუდისა და უალკოჰოლო მრეწველობის ინვენტარის, აგრეთვე მარგარინის, ძეხვის ნაწარმის, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაში დამუშავების ხარისხის განსაზღვრისათვის;

ზ) მოცემული ხარისხობრივი მეთოდის გამოყენება არ გამორიცხავს ნაწლავის ჩხირის განსაზღვრის კლასიკურ მეთოდს;

თ) არსებული ინსტრუქციის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საკონტროლო-საწარმოო ლაბორატორიის ხელმძღვანელებს;

ნაწლავის ჩხირზე გამოკვლევას ექვემდებარება:

ი) მოწყობილობისა და ინვენტარის ჩამონარეცხი მუშაობის დაწყებამდე და სანიტარიული დამუშავების შემდეგ;

კ) ხელებისა და სპეცტანსაცმლის ჩამონარეცხი, მუშაობის დაწყებამდე, სადილობის შემდეგ და საერთო სარგებლობის ადგილებიდან გამოსვლის შემდეგ;

ლ) ნახევარფაბრიკატები და ნედლეული (სიროფები, შეუსქელებელი ჟელე, კვერცხის პროდუქტები, შესქელებული რძე), რომელთაც არ გააჩნიათ რაოდენობრივი დაბინძურების ნორმატიული მაჩვენებლები, წინასწარი განზავების შემდეგ;

მ) სანიტარიულ-ჰიგიენური ჩამონარეცხების გამოკვლევის ჯერადობა:

მ.ა) მოწყობილობიდან, ინვენტარიდან, ხელებიდან და სპეცტანსაცმლიდან - 2-ჯერ კვირაში, ეპიდმდგომარეობის გაუარესებისას - ყოველდღე;

მ.ბ) ნედლეული და ნახევარფაბრიკატი - საწარმოში შემოსული ყველა პარტია.

XXII. მითითებები წყლის კოლი-ტიტრის დაჩქარებული განსაზღვრისათვის ქაღალდის ინდიკატორული სისტემის გამოყენებაზე

დანართი 5

ქაღალდის ინდიკატორული სისტემები წარმოადგენს ქრომატოგრაფიული ქაღალდის ზოლებს ან დისკებს, რომლების გაჟღენთილია შესაბამისი სუბსტრატებით და ინდიკატორებით და სტაბილიზაციისათვის დაფარულია აფსკწარმომქმნელი პოლიმერითპოლივინილის სპირტის წყლიანი ხსნარით. ქაღალდის ინდიკატორული სისტემა გლუკოზით წარმოადგენს 0,8 – 1,0 სმ დიამეტრის დისკს ოქსიდაზის განსაზღვრისათვის – 8სმX1სმ ზომის ზოლების ან 3,5 - 4სმ დიამეტრის დისკის სახით. ქაღალდის ინდიკატორული სისტემის შენახვის ვადა მითითებულია ეტიკეტებზე (არანაკლებ 1 წელი).

XXIII. გამოყენების წესი ოქსიდაზური ტესტის დადგმა ქაღალდის ინდიკატორული სისტემის ოქსიდაზის საშუალებით დუღილის მეთოდით მუშაობისას

1.ენდოს ნიადაგიან ფინჯნის სექტორებზე გაზრდილ 2-3 იზოლორებულ კოლონიას იღებენ მარყუჟით და გადააქვთ ქაღალდის ინდიკატორული სისტემის - ოქსიდაზას ზოლზე (ზოლს მოათავსებენ პეტრის ფინჯანში). დადებითი რეაქციისას კულტურის გადატანის ადგილზე ქაღალდი გალურჯდება ერთი წუთის განმავლობაში. უარყოფითი რეაქციისას ქაღალდის ფერი უცვლელი რჩება. რიგ შემთხვევებში ოქსიდაზური ტესტი ენდოს ნიადაგით გამოჩნდება არასაკმარისად მკვეთრად, განსაკუთრებით მუქ წითლად შეღებილი კოლონიების გამოკვლევისას. ამ შემთხვევაში კოლონიები ენდოს ნიადაგიდან უნდა გადაითესოს საკვებ აგარიანი ფინჯნის სექტორზე ან დაირიბებულ აგარზე და 37±0,50C ტემპერატურისას 3-5 სთ-ის განმავლობაში ინკუბირების შემდეგ სინჯი განმეორდეს.

XXIV. ოქსიდაზური ტესტის დადგმა ქაღალდის ინდიკატორული სისტემის ოქსიდაზის გამოყენებით მემბრანული ფილტრების მეთოდით მუშაობისას

1. მემბრანულ ფილტრს მასზე გაზრდილი კოლონიებით გადაუბრუნებლად პინცეტის საშუალებით გადაიტანენ ქაღალდის ინდიკატორული სისტემის - ოქსიდაზის 3,5,-4სმ დიამეტრის ქაღალდის დისკზე (უმეტესად გავრცელებული ზომის ფილტრით), რომელიც რეკომენდებულია, წინასწარ დასველდეს სტერილურ დისტილირებულ წყალში. 3-4 წთ-ის შემდეგ აღრიცხავენ მიღებულ შედეგს. ყველა გალურჯებული კოლონია, აგრეთვე კოლონიები ლურჯი არშიებით არ მიეკუთვნება Enterobacteriaceaს ოჯახს, ისინი მხედველობაში არ მიიღება, მემბრანულ ფილტრს რეაქციის გამოვლენებისთანავე გადაიტანენ ისევ ენდოს ნიადაგზე და დაუყოვნებლივ (არა უგვიანეს 5წთ) გამოყოფენ ოქსიდაზა უარყოფით კოლონიებს, 2-3 კოლონიას თითოეული ტიპიდან, გლუკოზის ფერმენტაციის განსაზღვრისათვის.

XXV. გლუკოზის ფერმენტაციის ხასიათის განსაზღვრა

1.    მკვრივ საკვებ ნიადაგზე (ფინჯნის მეთოდი). პეტრის ფინჯანზე თხელ ფენად ასხამენ 2% ტუტე აგარს 7.2-7.8 pH-ით (არანაკლებ 7,2-ისა). ნაწლავის ჩხირზე საეჭვო კოლონიებს ფინჯნის სექტორის პერიფერიაზე თესავენ მარყუჟით. ერთ ფინჯანზე შეიძლება დაითესოს 6-8 კულტურა. დათესვის ადგილზე (დაახლოებით 0,5სმ2 ფართობით) აფენენ დისკს გლუკოზით. აირის წარმოქმნის აღმოსაჩენად და დისკის დასაფიქსირებლად მასზე ასხამენ რამდენიმე წვეთ გამდნარ და 40-450C-მდე გაციებულ ნახევრად თხიერ აგარს (0,6-0,8%). ინკუბაციას ახდენენ 37± 0,50C ტემპერატურაზე. გლუკოზის დაშლისას მჟავას წარმოქმნამდე დისკის წითელი ფერი იცვლება ყვითლად. აირის წარმოქმნისას აირის ბუშტუკები გროვდება დისკის ირგვლივ და დისკსა და აგარს შორის. შედეგებს შეისწავლიან 3-5 საათის განმავლობაში. რეაქციის სიჩქარე დამოკიდებულია დასათესი მასალის რაოდენობაზე და კულტურის ფერმენტულ აქტიობაზე. 5-6 საათის შემდეგ რეაქციის შედეგების განსაზღვრა რიგ შემთხვევაში გაძნელებულია, რადგანაც ამ დროის გასვლის შემდეგ იწყება ნიადაგის გატუტიანება ცილების პროტეოლიზის ხარჯზე, ყვითელი ზონა ისევ ვარდისფერდება და იღებს თავდაპირველ წითელ ფერს.კონტროლს წარმოადგენს კულტურის დაუთესავი დისკი. მათი წითელი ფერი არ იცვლება. საკონტროლო და საცდელ დისკებს შორის ფერების განსხვავება გამოიყენება შედარებისათვის.

2.    თხიერ საკვებ ნიადაგზე (სინჯარების მეთოდი). სინჯარებში, რომლებშიც წინასწარ ჩასხმულია 370C -მდე გამთბარი 0,3-0,5მლ საკვები ბულიონი (7,4-7,8pH) მარყუჟით შეაქვთ გამოსაკვლევი კოლონია და ჩაუშვებენ დისკს გლუკოზით. სინჯარებში ნიადაგი ქაღალდში იმპრეგნირებული ინდიკატორის სწრაფი დიფუზიის შედეგად წითლდება. გლუკოზის ფერმენტაციისას თერმოსტატში 37(0,50C 3-5 საათის ინკუბაციის განმავლობაში, ნიადაგი იღებს ყვითელ ან ნარინჯის ფერს. აირწარმომქმნელ კულტურებში ზედაპირზე ჩნდება აირის ბუშტუკები. ნიადაგის ფერი (ყვითელი ან ნარინჯისფერი), როგორც წესი, 18-24 საათის განმავლობაში უცვლელი რჩება, აირის ბუშტუკები ამ დროის განმავლობაში ქრება. შედეგების მომდევნო დღეს განსაზღვრის აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია ჩაუშვან ნიადაგში ჰიგროსკოპული ბამბის ან ლივლივას პატარა ნაჭერი, რაც უფრო მეტი რაოდენობის კულტურაა დათესილი, მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს გლუკოზის ფერმენტაცია.

ა) ნაწლავის ჩხირის ინდექსის განსაზღვრისათვის გადამწყვეტია გლუკოზის ფერმენტაციის გამოვლინება, ამიტომ პასუხს 4-5 სთ-ის შემდეგ, ნაცვლად 18-24 საათისა აქვს უეჭველად პრაქტიკული მნიშვნელობა.

3.    შენიშვნა:

ა) გამოკვლევას ატარებენ სუფთა კულტურით;

ბ) ფინჯანზე გლუკოზიანი დისკების აპლიკაციას ან ჩაშვებას სინჯარებში აწარმოებენ გამომწვარი პინცეტით;

გ) რეაქციის სისწორის გათვალისწინების კრიტერიუმი უნდა იყოს კონტროლთან შედარებისას მკვეთრი განსხვავება შეფერილობაში;

დ) ოქსიდაზის აქტიურობის განსაზღვრისათვის შეიძლება გამოიყენონ ფინჯნის იგივე სექტორი, რომელზეც შეისწავლება გლუკოზის ფერმენტაცია. კულტურის დამატებითი დათესვა რეკომენდებულია ფინჯნის იმ სექტორში, რომელიც განლაგებულია ფინჯნის ცენტრთან უფრო ახლოს;

ე) გლუკოზიანი ქ.ი.ს. გამოყენებისას ძირითადი დეფექტები დამოკიდებულია pH რეჟიმის გაუთვალისწინებლობაზე - სხვადასხვა ფხვნილებით დამუშავებული და არასაკმარისად გარეცხილი ჭურჭლის ხმარებისას, აგრეთვე მშრალი ნიადაგებისა და ფიზიოლოგიური ხსნარის ეტიკეტებზე მითითებული pH – ის შეუსაბამობაზე ფაქტობრივ მონაცემებთან და ა.შ;

ვ) შედეგების მიღების დასაჩქარებლად აუცილებელია თერმოსტატის სტაბილური ტემპერატურული რეჟიმის დაცვა (370C);

ქაღალდის ინდიკატორული სისტემის შენახვის ვადაა 2 წელი.

 

XXVI. ბ ი ბ ლ ი ო გ რ ა ფ ი ა

1.    СН и П 3.05.05-84 «Технологические трубопроводы. Правила производства и приемки работ».

2.    «Инструкции по проведению объязательных профилактических медицинских обследований лиц, поступающих на работу и работающих на пищевых предприятиях, на сооружениях по водоснабжению, в детских учреждениях и др.»

3.    ГОСТ 2874-82 – «Вода питьевая. Гигиенические требования и контроль за качеством».

4.    ГОСТ 10117-91 – «Бутылки стеклянные для пищевых жидкостей».

5.    ГОСТ 13273-88 – «Воды минеральные питьевые лечебные и лечебно-столовые».

6.    ГОСТ 23268-091 – «Воды минеральные питьевые лечебные, лечебно-столовые и природные столовые. Правила приёмки методы отбора проб».

7.    ГОСТ 18963-73. «Вода питьевая. Методы санитарно-бактериологического анализа».

8.    ГОСТ 1692-85 – «Известь хлорная». 9.         ГОСТ 11086-76 – «Гидрохлорид натрия».

10.  ГОСТ 10689-76 – «Сода кальцинированная техническая из нефелинового сырья».

11.  ГОСТ 1625-89Е – «Формалин технический».

12.  ГОСТ 701-89Е – «Кислота азотная концентрированная».

13.  ГОСТ 2863-79

14.  ГОСТ4217-77

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

სანიტარიული წესები მაცივრებისათვის

სანიტარიული წესები

შ ი ნ ა ა რ ს ი

I. გამოყენების სფერო

1.წინამდებარე სანიტარიული წესები შემუშავებულია საქართველოს კანონების საფუძველზე ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” და ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” და ადგენს მოთხოვნებს მაცივრებისადმი.

II. ნორმატიული დამოწმებები

1. წინამდებარე სანიტარიულ წესებში გამოყენებულია დამოწმებები შემდეგ დოკუმენტებზე:

ა) საქართველოს კანონი ,, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”;

ბ) საქართველოს კანონი ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”;

გ) საქართველოს კანონი “სურსათისა და თამბაქოს შესახებ”.

III. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე სანიტარიული წესები ვრცელდება ყველა სახის მაცივრებზე: გამანაწილებლებზე, საწარმოო საამქროებზე, მაცივარკომბინატებზე, აგრეთვე მშენებარე და რეკონსტრუირებად საწარმოებზე მათი საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად.

2. ახალი მაცივრების მშენებლობა და მოქმედი მაცივრების რეკონსტრუქცია უნდა წარმოებდეს ,,სამრეწველო დაწესებულებების დაპროექტების სანიტარიული ნორმები’’ სნ 245-71, სწდან 2.11.02.-87 თავების – ,,მაცივრები. დაპროექტების ნორმები”, ,,საწარმოო შენობები” და ,,სამრეწველო დაწესებულებების აღჭურვა. დაპროექტების ნორმები’’, სწდან 2.09.04-87 ,,საყოფაცხოვრებო და ადმინისტრაციული შენობა;’’ ,,ამიაკური მაცივარ-დანადგარების მოწყობილობა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები’’, ,,მაცივრების ფრეონული დანადგარების უსაფრთხოების ტექნიკის წესები’’ დებულებების შესაბამისად. საწარმოების ელექტროენერგიით მომარაგება ხორციელდება ელექტრომოწყობილობებით აღჭურვის წესების თანახმად.

3. მაცივარ-გამანაწილებელი – ეს არის საწყობის ტიპის დაწესებულება, რომელიც განკუთვნილია მალფუჭებადი პროდუქტების მაცივრული დამუშავების, გაყინულ-გაციებული პროდუქტების მარაგის შენახვისა და მათი სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების სისტემებში მიწოდებისათვის.

IV. მოთხოვნები ტერიტორიისადმი

1. მაცივრების ტერიტორიის დაგეგმვა უნდა უზრუნველყოფდეს ატმოსფერული, ნადნობი და ნარეცხი წყლების ჩადინებას კანალიზაციაში და უპასუხებდეს სწდან-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ,,სამრეწველო დაწესებულების გენერალური გეგმები”.

2. სავალი გზები, ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, დასატვირთ-გადმოსატვირთი მოედნები უნდა იყოს მოასფალტებული.

3. ტერიტორიის თავისუფალი უბნები საჭიროა, გამწვანდეს ხე-ბუჩქოვანი ნარგავებითა და გაზონებით. საწარმოს ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იყოს დასვენების ზონები მუშებისათვის.

4. ნაგვის შესაგროვებლად განკუთვნილი სახურავებიანი კონტეინერები უნდა განთავსდეს მოასფალტებულ, ან მობეტონებულ მოედნებზე, რომელთა ფართობი 1 მ2-ით აღემატება სანაგვე კონტეინერების ძირის ფართობს. სანაგვე კონტეინერების განსათავსებელი მოედანი მაცივრიდან დაცილებული უნდა იყოს არანაკლებ 25 მეტრით.

5. კონტეინერები უნდა დაიცალოს ნაგვისაგან 2/3-ით ავსებისთანავე და გატანილ იქნს მაცივრების ტერიტორიიდან ყოველდღიურად. კონტეინერები დაცლისთანავე უნდა გაირეცხოს და დამუშავდეს ქლორიანი კირის 10%-იანი ხსნარით, ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული სხვა სადეზინფექციო ხსნარებით.

6. კონტეინერების გატანა უნდა ხდებოდეს სპეციალური ავტოტრანსპორტით, რომელთა გამოყენება სასტიკად აკრძალულია ნედლეულისა და მზა პროდუქციის გადასატანად. ნაგვის ცენტრალიზებული შეგროვებისას შესაბამისი ორგანიზაციების მიერ უნდა მიეწოდოს სუფთა და დეზინფიცირებული სანაგვე კონტეინერები.

7. მაცივრების ტერიტორია ყოველდღიურად უნდა სუფთავდებოდეს. წელიწადის თბილ პერიოდში ტერიტორია და მწვანე ნარგავები უნდა მოირწყას დღეში ერთხელ მაინც, ხოლო ზამთრის პერიოდში ტერიტორიის სამანქანე გზები და ფეხით მოსიარულეთა ბილიკები სისტემატიურად უნდა გაიწმინდოს თოვლისა და ყინულისაგან.

V. საწარმოო შენობების დაგეგმარება და მოწყობა

1. საწარმოო საამქროები იზოლირებული უნდა იყოს მაცივრების სხვა სათავსებისაგან.

2. მაცივრების საწარმოო შენობების საამქროებისა და განყოფილებების დაგეგმვა-მოწყობა უნდა განხორციელდეს ანალოგიური საწარმოო დაწესებულებებისათვის დადგენილი სანიტარიული ნორმების მოთხოვნების შესაბამისად.

3. საწარმოო საამქროების განთავსება უნდა უზრუნველყოფდეს ტექნოლოგიური პროცესების ნაკადის უწყვეტობას.

VI. მოთხოვნები წყლით მომარაგებისა და კანალიზაციისადმი

1. მაცივრების შენობების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს სანწდან-ის ,,შენობის შიდა წყალგაყვანილობა და კანალიზაცია”.

2. მაცივრები შეუფერხებლად უნდა მარაგდებოდეს საწარმოო სიმძლავრის პროცესების შესაბამისად საჭირო რაოდენობის წყლით. სასმელად და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის გამოყენებული წყალი უნდა აკმაყოფილებდეს გოსტ 2874-82-ის მოთხოვნებს.

3. მაცივრები უნდა აღიჭურვოს სასმელ-სამეურნეო და ცხელი წყალმომარაგებით, აგრეთვე, სამეურნეო-საყოფაცხოვრებო და საწარმოო კანალიზაცის განცალკევებული სისტემებით.

4. ტერიტორიის სარწყავ და მანქანების გარე ზედაპირის გასარეცხ კომპრესორულ დანადგარში შეიძლება ტექნიკური წყლით სარგებლობა; ტექნიკური და სასმელი წყლის მილგაყვანილობა უნდა იყოს განცალკევებული და შეღებილი განსხვავებულ ფერებში; არ უერთდებოდეს ერთმანეთს; განშტოებების ადგილებში ჰქონდეს წარწერები ,,სასმელი”, ,,ტექნიკური”.

5. მაცივრებში ტექნიკური მიზნებისათვის გამოყენებული წყალი კვარტალში ერთხელ საჭიროებს ქიმიურ გამოკვლევას, ხოლო არანაკლებ თვეში ერთხელ – ბაქტერიოლოგიურს საკუთარი ლაბორატორიის ან სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ლაბორატორიების მიერ ხელშეკრულების საფუძველზე.

6. დაწესებულებების საწარმოო და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნახმარი წყლების წყალშემკრებები უნდა იყოს განცალკევებული და ჩართული ქალაქის საკანალიზაციო სისტემაში, ან ჰქონდეს საკუთარი გამწმენდი ნაგებობა. დიდი რაოდენობით ცხიმებშემცველი ნახმარი წყლები კანალიზაციაში ჩაშვებამდე უნდა გატარდეს ადგილობრივ ცხიმდამჭერებში (ძეხვების, ცხიმების დამუშავების და სხვა საამქროები).

7. ნახმარი წყლების ჩაშვება უნდა მოხდეს მოქმედი სანიტარიული წესების შესაბამისად ,,ზედაპირული წყლების დაცვა დაბინძურებული ჩამდინარე წყლისაგან”.

8. სამრეცხაო აბაზანების ხელსაწყოებიდან და აპარატურიდან დაბინძურებული ნახმარი წყალი უნდა ჩაედინებოდეს საჰაერო ღიობიან კანალიზაციაში, ინდივიდუალური და ჯგუფური ჰიდრავლიკური ჩამკეტებით, რომელიც უნდა განთავსდეს გათბობად შენობებში. საჰაერო ღიობის ვერტიკალის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 2 სმ-ისა.

9. უარყოფითი ტემპერატურის კამერებში ჰაერის გასაციებლის კანალიზაციის კვანძი აღჭურვილი უნდა იყოს გასათბობი სისტემებით ან სხვა იზოლაციური მილების გაყინვისაგან დამცავი კონსტრუქციებით.

10. მაცივარში უნდა აღირიცხებოდეს და რეგისტრირდებოდეს წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის ავარიული და სარემონტო მდგომარეობები.

VII. მოთხოვნები განათების, გათბობისა და ვენტილაცისადმი

1. კვების პროდუქტების შესანახ კამერებში უნდა გამოიყენებოდეს ვარვარებიანი ნათურები ან სხვა დაბალი ტემპერატურის შენობებში გამოსაყენებლად ნებადართული გამანათებლები. დაზიანებისა და სურსათზე მინის ნამსხვრევების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად ნათურებს უნდა ჰქონდეს ლითონის ბადიანი დამცავი პლაფონები.

2. საწარმოო საამქროების სათავსებში უნდა იყოს საკმარისი ბუნებრივი ან ხელოვნური განათება სწდან 11-4-79-ის მოთხოვნების შესაბამისად. ნათურებს უნდა ჰქონდეს დახურული პლაფონები სანათურიდან ამოვარდნისა და მთლიანობის დარღვევის გამოსარიცხად, აგრეთვე, დაბინძურების შესამცირებლად და სანიტარიული დამუშავების მოხერხებულობის უზრუნველსაყოფად.

3. ბუნებრივი და ხელოვნური განათება გათვალისწინებულ უნდა იქნს სათავსებში, სადაც მუდმივად მიმდინარეობს სამუშაოები, აგრეთვე, სადაც სამუშაო დროის მინიმუმ 50%-ის განმავლობაში იმყოფებიან ადამიანები, ან განკუთვნილია დასვენებისათვის.

4. ელექტროგამანათებელი არმატურა უნდა გაიწმინდოს დაბინძურების მიხედვით, მაგრამ თვეში არა ნაკლებ ერთხელ. ფანჯრებისა და ფარნების შიგა მინები, ჩარჩოები უნდა გირეცხოს და გაიწმინდოს კვირაში არანაკლებ ერთხელ; ხოლო გარედან – წელიწადში არა –ნაკლებ 2-ჯერ. წლის თბილ პერიოდში კი – დაბინძურების მიხედვით.

5. დაუშვებელია სინათლის ღიობის დაფარვა ტარით, აღჭურვილობით და ა.შ. როგორც შენობის შიგნით, ისე გარეთ, არ დაიშვება: გატეხილი და გაბზარული მინები, აგრეთვე მათი შეცვლა გაუმჭირვალე მასალით.

6. საწარმოო სათავსები უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით სანწდან 2.04.05.-86 შესაბამისად.

7. გასათბობ მოწყობილობებს უნდა ჰქონდეს გლუვი ზედაპირი და იყოს დასუფთავების, დათვალიერებისა და რემონტისათვის მოხერხებული.

8. საწარმოო საამქროებში გათვალისწინებული უნდა იყოს ბუნებრივი, მექანიკური (შემწოვ-გამწოვი) და შერეული ვენტილაცია, რომლებიც უნდა პასუხობდეს ანალოგიური დაწესებულებებისათვის მოქმედი დაპროექტების სანიტარიული ნორმების – სანწდან 2.04.05.-86-ის მოთხოვნებს.

9. ღია ტექნოლოგიური პროცესების საამქროებსა და მექანიკური შემწოვი ვენტილაციის მქონე სისტემებში გათვალისწინებული უნდა იყოს შემოსული ჰაერის გაწმენდა მტვრისაგან ფილტრების საშუალებით. საწარმოო სათავსებისათვის ჰაერის მიწოდება უნდა წარმოებდეს მცირე დაბინძურების ზონიდან - მიწის ზედაპირიდან არა ნაკლებ 2 მეტრის სიმაღლეზე.

10. მაცივრების სავენტილაციო არხები და ჰაერგამტარები წელიწადში ერთხელ უნდა დამუშავდეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული აეროზოლური სადეზინფექციო საშუალებებით. დეზინფექციის ჩატარება საჭიროა აგრეთვე სამაცივრო კამერებისა და საწარმოო საამქროების ჰაერისა და კედლების მიკრობიოლოგიური გამოკვლევის არადამაკმაყოფილებელი შედეგების მიღებისას.

11. საწარმოო საამქროებში ჰაერის ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა უნდა შეესაბამებოდეს ცალკეული სახეობის პროდუქტებისათვის წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციების მოთხოვნებს, ანალოგიური დაწესებულებებისათვის მოქმედ სანიტარიულ ნორმებსა და წესებს.

VIII. მოთხოვენბი სამაცივრო კამერებისადმი

1. მაცივრის ყველა კამერას უნდა ჰქონდეს ტემპერატურულ-ტენიანობის რეჟიმის გამმზომი მოწყობილობა. ხოლო 0С და უფრო დაბალი ტემპერატურული რეჟიმის კამერები უნდა აღიჭურვოს სიგნალიზაციის სისტემით - ,,ადამიანი კამერაში’’. კამერების კარის ღიობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრეზენტის შტორებით ან კარების გაღებისთანავე მექანიკური ჩართვის მექანიზმის მქონე საჰაერო ფარდებით.

2. მაცივრის კამერების კედლები შესაძლებელია იყოს შელესილი, შეღებილი ზეთოვანი საღებავით, მოპირკეთებული მოჭიქული ფილებით ან სხვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული მასალით, ამასთანб მოსახერხებელი უნდა იყოს დასუფთავების, რეცხვისა და დეზინფექციისათვის.

3. მაცივრების კამერების იატაკი უნდა იყოს წყალგაუმტარი, ნაპრალებისა და ხვრელების გარეშე.

4. გამაცივებელი ბატარეების გაწმენდა არა უმეტეს 20 მმ სისქის ,,თოვლის ქურქისაგან’’უნდა განხორციელდეს ლითონის უხეში ცოცხის საშუალებით (ამ დროს პროდუქტები უნდა დაიფაროს ბრეზენტით ან პოლიეთილენის აპკით); ან სამაცივრო აგენტის ცხელი ორთქლის შეშვების ხარჯზე გათბობის საშუალებით, რაც გამოიწვევს ყინულის გადნობას და ,,თოვლის ქურქის” მოცილებას, რომელიც შემდეგ გამოტანილ უნდა იქნეს კამერიდან.

5. ელექტროგამთბობის საშუალებით ჰაერის გამაციებელი ზედაპირიდან ,,თოვლის ქურქის’’ ავტომატურად გადნობის ან სამაცივრო აგენტის ცხელი ორთქლის შეშვებისათვის აპარატის კონსტრუქციაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მდნარის წყლის მოგროვება ქვესადგარებში და მილგაყვანილობის სისტემით კანალიზაციაში ჩაშვება.

6. სამაცივრო კამერები, ტამბურები და კარებები, მათი მიმდებარე კორიდორები, ვესტიბიულები, პლატფორმები და სხვა სათავსები დროულად უნდა გარემონტდეს, შეთეთრდეს, შეიღებოს, შეშრეს და აუცილებლად დეზინფიცირდეს. მაცივარ-კამერების ჰაერს არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნი, ხოლო მისი შემჩნევისას საჭიროა კამერებისა და საწყობების განიავება ან ოზონირება.

7. ჰაერის 120C და ნაკლები ტემპერატურული რეჟიმის კამერებში მიკრობიოლოგიური კონტროლი უნდა ჩატარდეს კვარტალში ერთხელ, ხოლო 11,90C და მეტი ტემპერატურის კამერებში - კვარტალში 2-ჯერ, მიკრობიოლოგიური ანალიზების შედეგების აუცილებელი დაფიქსირებით ჟურნალში.

IX. მოთხოვნები კვების პროდუქტების სამაცივრო დამუშავების, შენახვისა და გაცემისადმი

1. საკვები პროდუქტების მიღება მაცივრებში, განთავსება-დაწყობა, საქონელმცოდნეობისა და სანიტარიულ - ვეტერინაი ექსპერტიზა, სამაცივრო დამუშავება, შენახვა და გაცემა უნდა განხორციელდეს თითოეული პროდუქტის სახეობისათვის მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციისა (ნტდ) და ტექნოლოგიური ინსტრუქციების შესაბამისად. დაუშვებელია საკვები პროდუქტების სამაცივრო დამუშავება და შენახვა იმ კამერებში, რომლებიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

2. სპეციალურ ჟურნალში უნდა დარეგისტრირდეს შემოსული საკვები პროდუქტების ექსპერტიზის შედეგები. საკვები პროდუქტების ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი პროდუქტების მიღების, შენახვისა და გაცემის ეტაპებზე უნდა ჩატარდეს საკვები პროდუქტების თითოეული სახეობისათვის მოქმედი ინსტრუქციების მიხედვით.

3. საკვები პროდუქტების შენახვისას კამერებში დაცულ უნდა იქნეს ტემპერატურულ-ტენიანობის რეჟიმი თითოეული სახეობის პროდუქტისათვის დადგენილი სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ინსტრუქციების შესაბამისად.

4. ყველა პროდუქტი, გაყინული ხორცისა და შეუფუთავი ყველის გარდა, უნდა ინახებოდეს მყარ მდგრად შტაბელებში, შტაბელის გასასვლელისკენ მიმართული ნაწილი უნდა იყოს სწორი, გამოშვერილების გარეშე. პროდუქტების პარტიებად შენახვისას შტაბელში ჩალაგებულ ყოველ პარტიას, გასასვლელის მხრიდან უნდა ჰქონდეს მიმაგრებული დადგენილ ფორმიანი იარლიყი, რომელიც უნდა ინახებოდეს პროდუქტის პარტიის რეალიზაციის დასრულებამდე.

5. პროდუქტების ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ხარისხისა და მასის შესამოწმებლად და მონიშნულია შტამპით ,,კ” (კონტროლი), უნდა დალაგდეს შტაბელებში (თაკარებში) ტრაფარეტით გასასვლელისკენ ან ცალკეულ ქვესადგარებზე ისე, რომ ადვილად მისადგომი იყოს. საკონტროლო ადგილები დაცული უნდა იქნეს მთელი პარტიის რეალიზაციამდე.

6. პროდუქცია ექვემდებარება შტაბელირებას ქვესადგარებზე, მათი არარსებობისას კი – თაროებზე, რომელთა მინიმალური დაშორება იატაკიდან უნდა შეადგენდეს 0,10-0,15 მ-ს. 12-18მ სიგანის კამერებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ერთი გასასვლელი, 18 მ-ზე ზევით - 6 მ სიგანის ორ-ორი გასასვლელი; 100მ2 ფართის კამერებში გასასვლელი არ გათვალისწინდება. გასასვლელის სიგანედ მიღებულია 1,6მ. თუ გასასვლელი კედელთან ახლოს არის, მისი სიგანე მოიცავს შტაბელების კედლიდან წამოწეულ ადგილებს, კედლის მიმდებარე სვეტებსა და ბატარეებს. კედლიდან გამოწეული ადგილების, ზღუდეების, ბატარეების, ჰაერგამაცივებლებისა და გაყინულ-გაციებული პროდუქტების დასაწყობების პირობები განისაზღვრება მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად (,,დარგთაშორისი ინსტრუქცია მაცივრების მოცულობის განსაზღვრისათვის”; ,,მალფუჭებადი პროდუქტების სამომხმარებლო კოოპერაციის გამანაწილებელ მაცივრებში მიღების, სამაცივრო დამუშავებისა და შენახვის ინსტრუქცია”).

7. შტაბელის სიმაღლე განისაზღვრება კამერის სატვირთო მოცულობის სიმაღლის მაქსიმალური გამოყენებისა და გადაფარვის 1მ2-ზე დასაშვები დატვირთვის პირობებით.

8. დატვირთვა-გადმოტვირთვის დროს არ დაიშვება პროდუქტის დაწყობა უშუალოდ პლატფორმების, კორიდორებისა და კამერების იატაკზე და მათი გადატანა იატაკზე გათრევით.

9. ერთ მაცივარკამერაში განსხვავებული შენახვის ვადის მქონე საკვები პროდუქტების პარტიების ჩატვირთვისას შენახვის მოკლევადიანი პარტიები უნდა მოთავსდეს გადმოსატვირთ ადგილთან უფრო ახლოს.

10. მაცივრისთვის მოწოდებული დაბინძურებული, გაფუჭების აშკარა ნიშნების და უცხო სუნის მქონე, აგრეთვე ობის სოკოებით დაზიანებული პროდუქტები უნდა განთავსდეს დეფექტური ტვირთების კამერებში ან სხვა სპეციალურ ამ მიზნისათვის გამოყოფილ სათავსოებში, მათი შესაძლო გამოყენების საკითხის გადაწყვეტამდე.

11. მაცივრიდან გასაცემი პროდუქტების ხარისხი უნდა შემოწმდეს სპეციალისტების მიერ მოქმედი სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, თითოეულ პარტიას უნდა ახლდეს ხარისხის მოწმობა.

12. მზა პროდუქციის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები განისაზღვრება დარგში მოქმედი ნტდ-ის მოთხოვნების შესაბამისად და შეტანილი უნდა იქნეს ხარისხის მოწმობაში.

13. კამერების სანიტარიული მდგომარეობის, პროდუქტების შენახვის პირობებისა და ხარისხის პერიოდული კონტროლი უნდა მოხდეს მოქმედი ტექნოლოგიური ინსტრუქციებისა და ნტდ-ის მოთხოვნების შესაბამისად.

X. მოთხოვნები საწარმოო საამქროებისადმი. ზოგადი მოთხოვნები

1. მაცივრების შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს შემდეგი საწარმოო საამქროები: კარაქის დამფასოებელი და კარაქის გადამდნობი, ხორცის ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი, საძეხვე, ძვლის ფქვილისა და ძვლის ცხიმის გამომმუშავებელი, ხილის, კენკრისა და ბოსტნეულის სწრაფად გაყინული პროდუქციის მწარმოებელი, აგრეთვე მშრალი ყინულის, ნაყინის, თევზეულის წვრილად დამფასოებელი, გაყინული თევზის დახერხვისა და სხვა საამქროები, რომლებიც გათვალისწინებულია ინდივიდუალური დაპროექტებისას.

2. საწარმოო საათავსოების კედლები უნდა მოპირკეთდეს მოჭიქული ფილებით არა ნაკლებ 2მ-ის სიმაღლეზე, პანელის ზემოთ ჭერი და კედლები კი უნდა შეთეთრდეს ან შეიღებოს წებოვანი ან წყალ-ემულსიური საღებავით. დასაშვებია აგრეთვე სხვა მასალებიც, რომელთა გამოყენება ამ მიზნით ნებადართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

3. იატაკზედა ტრანსპორტის მოძრაობის ადგილებში სვეტების კუთხეები დაცული უნდა იყოს დაზიანებისაგან შემოღობილი კონსტრუქციებით 1,5მ-ის სიმაღლზე, ხოლო დაკიდული ტრანსპორტის მოძრაობის ადგილებში კი - მინიმუმ 2მ სიმაღლეზე.

4. საწარმოო სათავსების იატაკი არ უნდა იყოს სრიალა, უნდა ჰქონდეს მჟავაგამძლე, წყალგაუმტარი, დახრილი და ცხიმების ჩასადენი ტრაპებით აღჭურვილი ზედაპირი. იატაკის დახრა ტრაპისადმი უნდა იყოს არანაკლებ 0,5%-ისა.

5. დაუშვებელია პროდუქციის წარმოება საწარმოო საამქროებში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას.

6. დაუშვებელია საწარმოო საამქროების განთავსება სასარდაფე სართულზე.

XI. ჰიგიენური მოთხოვნები საწარმოო საამქროების ტექნოლოგიური პროცესებისადმი

1. მაცივრებში საკვები პროდუქტების წარმოების სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სანიტარიულ ნორმებსა და წესებს ანალოგიური საწარმოო დაწესებულებებისათვის და აგრეთვე მოცემული პროდუქციის ნტდ-ს

2. მოთხოვნები მსხვილნაჭრებიანი ნახევარფაბრიკატების წარმოებისადმი:

ა) ნახევრადდაუფეშხოებელი ნაკლავი, რომელიც გამოიყენება მსხვილნაჭრიანი ნახევარფაბრიკატების დასამზადებელად საჭიროებს გალღობას დეფროსტერში;

ბ) დეფროსტერში მექანიზებული საკიდრით შემოსული ნახევრადდაუფეშხოებელი ნაკლავი არ უნდა ეხებოდეს იატაკს, კედლებსა და ტექნოლოგიურ აღჭურვილობას;

გ) გამლღვალი და აგრეთვე გაციებული ხორცი დანაწევრებამდე უნდა გასუფთავდეს და დაიდაღოს; საჭიროების შემთხვევაში კი კიდევ გასუფთავდეს სველი წესით 25-300С ტემპერატურის წყლის ჭავლის გამოყენებით;

დ) ხორცის შემდგომი დამუშავება უნდა ხდებოდეს მაგარი ხის დაფებზე ან ისეთ სინთეტიკურ მასალებზე, რომლებიც დაშვებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ;

ე) დამუშავებული და სპეციალურ ჭურჭელში განთავსებული ხორცი საჭიროა, გადაეცეს სარეალიზაციოდ ან მოკლე ვადით შესანახად 0±60С ტემპერატურული რეჟიმის კამერაში.

3. ძეხვეულის წარმოება.

ა) ძეხვეულის წარმოებისათვის გამოყენებული ნედლეული უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს;

ბ) საამქროში გადასამუშავებლად შემოსული დამხმარე მასალები უნდა განთავისუფლდეს ტარისაგან, შეინახოს და მომზადდეს წარმოებისათვის ისეთ პირობებში, სადაც გამორიცხულია მათი დაბინძურება. დამხმარე მასალების ტარა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი საწარმოს სათავსებიდან;

გ) ნედლეულის საამქროში (ან განყოფილებაში) ხორციელდება დაუფეშხოებელი ნაკლავის დაყოფა (სრული ნაკლავის, მისი ნახევრის, ან მეოთხედის დადგენილი სქემის მიხედვით დაჭრა), ხორცის დამუშავება (გამოცალკევება კუნთოვანი, ცხიმოვანი და შემაერთებელი ქსოვილებისა და ძვლებისგან) და ხორცის ამოძარღვა (დანაწევრებული ხორცის გათავისუფლება, მყესების, ხრტილების, ფირფიტების, მსხვილი სისხლძარღვებისა და ლიმფური ძარღვების, სისხლის კოლტებისა და წვრილი ძვლებისაგან);

დ) ნედლეულის საამქროში ხორცის დამამუშავებლებს უნდა ჰქონდეთ დამცველი ხელთათმანები, მარცხენა ხელის თითებისა და მუცლის დამცველი ჯავშნისებრი ბადეები; დაუშვებელია ხორცის ნაჭრების გადატანა დანით, დანების ჩექმით, ქამრით, ხელით ტარება ან მათი მაგიდაში ჩარჭობა და ისე დატოვება;

ე) ძეხვეულის წარმოების ტექნოლოგია შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: ნედლეულის წინასწარი დაქუცმაცება და დამარილება, ფარშის შემზადება, გარსების ფარშით შევსება, საბოლოო ფორმირება;

ვ) ერთდროული დაქუცმაცებისა და შერევის გზით დამარილების დამთავრებისთანავე მზადდება ძეხვეულის ფარში ტექნოლოგიური ინსტრუქციებით გათვალისწინებული რეცეპტურის მიხედვით;

ზ) ფარშის ტემპერატურა მისი მომზადების დამთავრებისას არ უნდა აღემატებოდეს 180C, ხოლო საამქროს ჰაერის ტემპერატურა - 120C –ს.

თ)გარსები ფარშით უნდა ამოივსოს ნაკადოვან მექანიზირებულ ხაზებზე პნევმატიკური, ჰიდრავლიკური, მექანიკური, ვაკუუმიანი შპრიცებით.

ი)ტემპერატურა ნედლეულის საამქროში უნდა იყოს 120c, ხოლო ჰაერის ფარდობითი ტენიანობა კი - 70%, ფარშით შევსებული ძეხვის ბატონები გადატანილი უნდა იქნეს მაფორმირებელ კამერაში, ან თერმულ განყოფილებაში;

კ) თერმული დამუშავება უნდა ჩატარდეს სტაციონალურ შესაბოლ და მოსახარშ კამერებში, კომბინირებულ კამერებში და ფარდობითი ტენიანობისა და ტემპერატურის ავტომატური რეგულაციის უწყვეტი მექანიზმების მქონე თერმორეგულატორებში. კამერები უნდა აღიჭურვოს ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის მაკონტროლებელი ხელსაწყოებით. თერმული დამუშავების რეჟიმი (ტემპერატურა და დამუშავების დრო) უნდა აღირიცხოს თერმულ ჟურნალებში. მოხარშული და ნახევრად შებოლილი ძეხვების, სოსისისა და სარდელის თერმული დამუშავება მოიცავს ცხლად შებოლვასა და მოხარშვას. ცხლად შებოლვა ხდება 80-1100C ტემპერატურაზე 60-140 წუთის განმავლობაში გარსის დიამეტრის მიხედვით. ტემპერატურა ძეხვის ბატონის შიგნით უნდა აღწევდეს 40-450C -ს.

ლ) მოხარშული ძეხვეული, სოსისი, სარდელი უნდა მზადდებოდეს 75-850C ტემპერატურაზე ,,ბატონის” შიგნით ტემპერატურის 70-720C -მდე აყვანით. ნახევრად შებოლილი ძეხვეულის მისაღებად ხარშვა წარმოებს 68-720C ტემპერატურაზე, მოხარშულ-შებოლილის - 680c-ზე, ლივერულისა კი - 720C ტემპერატურაზე. მოხარშული ძეხვეული, სოსისი, სარდელი მოხარშვის შემდეგ საჭიროებს სწრაფ გაციებას.

4. ძვლის ფქვილისა და ძვლის ცხიმის გამომმუშავებელი საამქრო.

ა) გამოცალკავების შემდეგ ძვლები გამოყენებული უნდა იქნეს დანიშნულების მიხედვით არა უგვიანეს 2-3 საათისა, მათი 3 საათზე მეტი დაყოვნების შემთხვევაში საჭიროა განათავსონ 40C -მდე ტემპერატურული რეჟიმის კამერაში, არა უმეტეს ერთი დღე-ღამის;

ბ) ძვლების ფქვილად ან ცხიმად გადამუშავებისთვის განკუთვნილი ნედლეული დანაწევრებისთანავე უნდა გადაიტანონ სუფთა, სპეციალურ ჭურჭელში;

გ) ძვლების გადამამუშავებელი ხაზი უნდა მოიცავდეს შემდეგ ტექნოლოგიურ აღჭურვილობას: მოსაგროვებელი მაგიდა, ძალოვანი დამქუცმაცებელი, ელევატორი, გამაუწყლოებელი, ცხიმშემკრები, დამლექი, განმეორებით დამაქუცმაცებელი ციბრუტი, ბუნკერი, ცენტრიფუგა, შემკრები ძვლების ცენტრიფუგატებისათვის და დამლექი, უწყვეტი მოქმედების სამსექციანი საშრობი, სამსხვრევი, საცერი და სეპარატორი;

დ) ცხიმების გამოსადნობად განკუთვნილი ძვლების დამსხვრევა-დახერხვა, აგრეთვე მშრალი ცხიმგამოცლილი ძვლების დაქუცმაცება უნდა ხდებოდეს ცალკე გამოყოფილ ცხიმის საამქროში;

ე) ნედლეულიდან და ძველებიდან საკვები ცხიმების წარმოების ყველა სხვა პროცესის განხორციელება დასაშვებია ერთსა და იმავე სათავსში;

ვ) ცხიმების გამოდნობის ყველაზე ჰიგიენურ საშულებას წარმოადგენს ცხიმის წარმოება დახურულ ნაკადოვან – მექანიზირებულ ხაზებზე;

ზ) ცხიმის გამოდნობის ყველანაირი ხერხის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ახალი ცხიმ-ნედლეულის გამოყენება, რომელსაც მოცილებული უნდა ჰქონდეს ხორცის ნაჭრები და გარეცხილი იყოს გამდინარე წყალში.

5. ჰიგიენური მოთხოვნები ნაყინის წარმოებისადმი

ა) ნაყინი უნდა იწარმოებოდეს დადგენილი ნორმებისა და დამტკიცებული ტექნოლოგიური ინსტრუქციების მიხედვით;

ბ) ნაყინის წარმოების ტექნოლოგია მოიცავს: ნედლეულის მომზადებას, ნარევის მომზადებას, ფილტრაციას, პასტერიზაციას, ჰომოგენიზაციას (რძის ფუძის ნარევისთვის), გაციებას, შენახვას, ნარევის ფრეზირებას, დაფასოებას, გამოწრთობას, ნაყინად საბოლოო ფორმირებას;

გ) ნაყინის წარმოებისათვის შემოსული ნედლეული უნდა უპასუხებდეს ნტდ-ის მოთხოვნებს;

დ) მომზადების შემდეგ სანაყინე ნარევი საჭიროებს გაფილტვრასა და გაგზავნას პასტერიზაციისათვის;

ე) ფილტრაციისთვის გამოიყენება დისკოსებრი ბრტყელი, ფირფიტოვანი, ცილინდრული ან სხვა სახის ფილტრები. საფილტრაციო მასალა ფილტრებში პერიოდულად სუფთავდება ან იცვლება, რათა არ დაუშვან ნალექის დაგროვება. სპეციალური ფილტრების არარსებობის შემთხვევაში ნარევი შესაძლოა გაიფილტროს ლავსანში, ან 2-4 ფენად დაკეცილ დოლბანდში. ნარევმა პასტერიზაცია უნდა გაიაროს უწყვეტი მოქმედების აპარატებში, ავტომატურ- ფირფიტოვან საპასტერიზაციო – გამაცივებელ დანადგარში, მილოვან პასტერიზატორებში, პასტერიზატორებში გამომდევნი დოლურებით, აგრეთვე პერიოდული მოქმედების აპარატებში – ხვიარა შემრევიან აბაზანებში, ხანგრძლივი პასტერიზაციის აბაზანებში, ორთქლის სახარშ ქვაბებში და სხვა;

ვ) საპასტერიზაციო – გამაციებელ აპარატებში ნარევი ექვემდებარება პასტერიზაციას 80-850C ტემპერატურაზე 50-60 წმ დაყოვნებით;

ზ) მიწვის თავიდან ასაცილებლად ფირფიტებს ნარევი უნდა მიეწოდოს შეუფერხებლად.

თ) მილისებრ პასტერიზატორებში პასტერიზაცია უნდა მიმდინარეობდეს 92-950C ტემპერატურაზე დაყოვნების გარეშე. ხოლო დოლურებში პასტერიზებისას კი -80-850C -ზე 15-დან 20 წმ დაყოვნებით;

I) პერიოდული მოქმედების აპარატებში გამოიყენება პასტერიზაციის შემდეგი რეჟიმები:

I.ა) 68-დან 720C -მდე დაყოვნება 25-დან 30 წუთამდე

I.ბ)73 - 770C - ,,---------’’ 15 --- 20 ,,----’’

i.გ)78 - 820C - ,,---------’’ 8 --- 10 ,,----’’

I.დ)83 - 870C - ,,---------’’ 3 --- 5 ,,----’’

კ) ფქვილისა და სიმინდის სახამებლის სტაბილიზატორად გამოყენებისას პასტერიზაციის ტემპერატურა უნდა იყოს 850-950C;

ლ)ნარევის ჰომოგენიზაცია უნდა განხორციელდეს პასტერიზაციის ტემპერატურასთან მიახლოებით. დაუშვებელია ნარევის გაციება.

მ) ჰიმოგენიზაციის შემდეგ ნარევს აცივებენ 2-დან 60C -მდე, არაუმეტეს 24 საათისა, ხოლო 0-დან 40C -მდე - არაუმეტეს 48 საათისა.

ნ) ნარევის ბაქტერიოლოგიური დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მკაცრად უნდა იქნეს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ტექნოლოგიური რეჟიმი.

ო) ჟელატინით (სტაბილიზატორი) მომზადებული ნარევებისათვის შენახვა წარმოადგენს ტექნოლოგიური პროცესის აუცილებელ სტადიას. ასეთი ნარევების დაყოვნება დასაშვებია არაუმეტეს 60C ტემპერატურაზე 4-12 საათის განმავლობაში. სხვა სახის სტაბილიზატორებზე დამზადებული ნარევებისათვის ფრეზირებამდე შენახვა არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას.

პ) ფრეზირების შემდეგ დაფასოებული ნაყინი უნდა გამოიწრტოს 250-დან -370C -მდე ტემპერატურის ჰაერის ნაკადით სპეციალურ გასაყინ აპარატებში.

ჟ) სწრაფგასაყინი აპარატების უქონლობის შემთხვევაში ასაწონი და მცირე ულუფებად დაფასოებული ნაყინი უნდა გამოიწრთოს გასაყინ კამერებში არა უმეტეს – 200C ტემპერატურაზე, კომპრესორების არარსებობის შემთხვევაში კი – ორსაფეხუროვანი შეკუმშვით არაუმეტეს - 180C ტემპერატურაზე.

რ) ასაწონი ნაყინის ტემპერატურა გამოწრთობის შემდეგ უნდა შეადგენდეს არაუმეტეს – 120C, ხოლო დაფასოებულისა – არაუმეტეს – 100C.

ს) შესანახ კამერაში მოთავსებამდე დაფასოებული ნაყინი საჭიროებს გამოწრთობის შემდგომ ფორმირებას 24-36 საათის განმავლობაში. საბოლოოდ ფორმირებული ნაყინი უნდა განთავსდეს შემნახველ კამერაში არა უმეტეს – 200C ტემპერატურაზე, ხოლო მაცივრებში ორსაფეხუროვანი შეკუმშვის კომპრესორების გარეშე – არაუმეტეს -180C ტეპერატურაზე;

ტ) ნაყინის შენახვის ვადები განისაზღვრება მისი სახეობის მიხედვით მოქმედი სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად;

უ) ნაყინის წარმოების მიკრობიოლოგიური კონტროლი უნდა განახორციელოს შესაბამისი განათლების მქონე სპეციალისტმა ინსტრუქციის მიხედვით;

ფ) მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა ყველა სახეობის ნაყინში არ უნდა აღემატებოდეს 1 მლ-ში 100000 უჯრედს. ხოლო ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების ტიტრი უნდა იყოს არა ნაკლები 0,3-ისა. პათოგენური მიკროფლორის არსებობა დაუშვებელია.

6. ჰიგიენური მოთხოვნები კარაქის დაფასოებისადმი

ა) დასაფასოებლად განკუთვნილი კარაქი მიეწოდება სადეფროსტაციო კამერას. კარაქის სადეფროსტაციო კამერაში ჰაერის ტემპერატურა უნდა შეადგენდეს 15-180C -ს;

ბ) კარაქის დეფროსტაცია შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 8 დღისა და დამთავრდეს მონოლითში ტემპერატურის 6-90C-მდე მიღწევისას – ყველა დასახელების კარაქისათვის გლეხურის გარდა; ხოლო გლეხურისთვის კი საჭიროა ტემპერატურის 10-120C –მდე მიღწევა.

გ) ნაღების კარაქი უნდა დაფასოვდეს 0,1-დან 0,25 კგ-მდე წონის ბრიკეტებად; შეიფუთოს პერგამენტში ან კაშირებულ ფოლგაში; შეფუთული ბრიკეტები უნდა ჩაიწყოს მუყაოს ყუთებში.

დ) დაფასოებული კარაქი ტექნოლოგიური პროცესის დასასრულებლად საჭიროებს სამაცივრო დამუშავებას - 180C და დაბალ ტემპერატურაზე. დაფასოებული კარაქის შენახვის ვადები გამოიანგარიშება დაფასოების დღიდან და არ უნდა აღემატებოდეს 10 დღე-ღამეს.

ე) სარეალიზაციოდ გაცემამდე დაფასოებული ნაღების კარაქი უნდა ინახებოდეს არაუმეტეს –120C ტემპერატურაზე.

ვ) საექსპედიციო კამერებში კარაქის შენახვა დასაშვებია მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში, არანაკლებ –50C ტემპერატურაზე.

7. ჰიგიენური მოთხოვნები ხილ - ბოსტნეულის გაყინული პროდუქციის წარმოებისადმი

ა) სწრაფადგაყინული ბოსტნეულის, ხილის, კენკრის ნახევარფაბრიკატებისა და მათი ნაწარმის წარმოება უნდა ხდებოდეს სანიტარიულ-ჰიგიენური რეჟიმის მკაცრი დაცვით და მოქმედი ნტდ-ს გათვალისწინებით.

ბ) სწრაფადგაყინული პროდუქციის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეული და მასალები უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს. ნედლეული, რომელიც არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, გადასამუშავებლად არ უნდა იქნეს მიღებული.

გ) მიღებული ბოსტნეული, ხილი და კენკრა ხელით უნდა დახარისხდეს მაგიდებზე ან დამხარისხებელ – საინსპექციო ტრანსპორტიორებზე განლაგებით: დაჭყლეტილი, დამჭკნარი, უმწიფარი, მექანიკურად და სასოფლო-სამეურნეო მავნებლებით დაზიანებული პროდუქცია უნდა გადაიყაროს.

დ) ნედლეულის კალიბრირება სიდიდისა და სახეობის მიხედვით ხდება ხელით ან საკალიბრო მანქანებზე.

ე) ბოსტნეული, ნაყოფი, კენკრა უნდა ირეცხებოდეს საგულდაგულოდ ჭუჭყის მთლიანად გაცლამდე.

ვ) გასუფთავება და დაჭრა ხდება ხელით ან მანქანით ბოსტნეულის, ნაყოფის, კენკრის სახეობის მიხედვით.

ზ) ნედლეულის გათუთქვა სიმწიფისა და სახეობის მიხედვით უნდა ხდებოდეს ცხელი, მდუღარე წყლით ან მწვავე ორთქლით.

თ) გათუთქვის შემდეგ ნედლეული უნდა გაცივდეს 10-200C ტემპერატურამდე გამდინარე წყლით.

ი) ბოსტნეულის, კენკრის გაყინვამდე ზედაპირიდან ტენი უნდა მოშორდეს 10 ±1 მ/წმ სიჩქარის ნაკადით ნედლეულის შემდგომი ინსპექტირებით მაგნიტური მოწყობილობის მქონე ტრანსპორტიორზე და გასაყინად გადაცემით.

კ) ბოსტნეული, ხილი, კენკრა ტექნოლოგიური დამუშავების და მომზადების შემდეგ უნდა გაიყინოს მუდმივი ან პერიოდული მოქმედების სწრაფადგამყინავ აპარატებში -3-20C ტემპერატურაზე ან საყინულე კამერაში არა ნაკლებ – 240C ტემპერატურის ჰაერის იძულებითი – ცირკულაციის თანაობისას.

ლ) გაყინვის პროცესი ითვლება დასრულებულად დაფასოების ერთეულის შუაგულში ან ბოსტნეულის (ხილის, კენკრის) ფენებს შორის ტემპერატურის –18-0C -მდე მიღწევისას.

მ) გაყინული პროდუქციის დაფასოება, ჩაწყობა, მარკირება და შენახვა უნდა ხდებოდეს მოცემული პროდუქციისათვის ნტდ-ს მოთხოვნების შესაბამისად.

XI. ჰიგიენური მოთხოვნები აღჭურვილობისა და ინვენტარისადმი

1. აღჭურვილობის, ინვენტარისა და შესაფუთი საშუალებებისათვის უნდა გამოიყენებოდეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საკვებ პროდუქტებთან კონტაქტისათვის ნებადართული მასალები.

2. საწარმოო საამქროების აღჭურვილობა უნდა განთავსდეს ტექნოლოგიური პროექტის შესაბამისად, ისე, რომ აცილებული იქნეს თავიდან ნედლეულისა და დამზადებული პროდუქციის შემხვედრი ნაკადი; უზრუნველყოს სანიტარიული დამუშავების მოხერხებულობა და უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა.

3. ინვენტარი (მოაჯირები, თაროები, ქვესადგარები და ა.შ.) უნდა დამზადდეს ისეთი მასალისაგან, რომელიც ადვილად ირეცხება და დეზინფიცირდება. ინვენტარის მარაგი ინახება ცალკე სათავსში.

4. ხორცის დასაკიდი კაუჭები უნდა დამზადდეს უჟანგავი ან მოკალული ლითონისგან.

5. მაცივრებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტვირთმზიდი ურიკების, ინვენტარის გასარეცხი სათავსო ცხელი და ცივი წყლის ჭავლის მიმწოდებელი მოწყობილობითა და ნარეცხი წყლების კანალიზაციაში ჩასაშვები ტრაპებით.

XIII. მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალებებისადმი

1. საკვები პროდუქტების გადასაზიდად უნდა გამოიყოს სპეციალური ტრანსპორტი.

2. ტრანსპორტირების პირობები (ტემპერატურა, ტენიანობა) უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტების სახეობის მიხედვით ნტდ-ს მოთხოვნებს, აგრეთვე, მალფუჭებადი ტვირთებისათვის სხვადასხვა სახის ტრანსპორტით გადაზიდვის წესებს.

3. საკვები პროდუქტების გადასაზიდი ტრანსპორტი უნდა იყოს სუფთა, გამართულ მდგომარეობაში და ჰქონდეს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების მიერ გაცემული სანიტარიული პასპორტი.

4. იკრძალება საკვები პროდუქტების ჩატვირთვა ისეთ ტრანსპორტში, რომელიც არ აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და არ აქვს სანიტარიული პასპორტი.

5. საკვები პროდუქტების გადასაზიდად განკუთვნილი ტრანსპორტის გარეცხვა და დამუშავება ევალება ავტომანქანების მფლობელ ორგანიზაციას.

6. მძღოლი-ექსპედიტორი ვალდებულია იქონიოს პირადი სამედიცინო წიგნაკი, ავტოსამეურნეო ორგანიზაციის ადმინისტრაციას ევალება მისი უზრუნველყოფა სპეცტანსაცმლით.

7. შემოსული ტრანსპორტის სანიტარიული მდგომარეობასა და საკვები პროდუქტების დატვირთვის პირობებზე კონტროლს ანხორციელებენ დაწესებულების ვეტერინაული და სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურები.

XIV. მოთხოვნები საწარმოო სათავსების, აღჭურვილობისა და ინვენტარის სანიტარიული დამუშავებისადმი

1. საწარმოო საამქროები და სამაცივრო სათავსები გარეცხვისა და დეზინფექციის წინ უნდა დასუფთავდეს გულმოდგინედ.

2. საწარმოო და დამხმარე სათავსების დასუფთავებისთვის საჭიროა გამოიყოს სპეციალური პერსონალი, რომელიც არ დაიშვება საწარმოო სამუშაოებზე.

3. კამერებისა და კორიდორების იატაკი უნდა დასუფთავდეს დაბინძურების მიხედვით ან დატვირთვა-გადმოტვირთვის შემდეგ, მაგრამ ცვლაში ერთხელ მაინც.

4. კიბეების უჯრედები, პროდუქტების გადასატანი სატვირთო ლიფტები აუცილებელია დასუფთავდეს სველი წესით დაბინძურების მიხედვით, მაგრამ ცვლაში არა ნაკლებ ერთხელ.

5. გასარეცხად და სადეზინფექციოდ მაცივრებში გამოიყენება საშუალებები, რომლებიც ნებადართულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

6. მაცივრების კამერების დეზინფექცია უნდა ჩატარდეს:

ა) კამერების ტვირთისგან განთავისუფლების შემდეგ და მაცივრების მოსამზადებლად ტვირთების მასიური მიღებისათვის;

ბ) კედლებზე, ჭერსა და კამერების ინვენტარზე ობის სოკოების გაჩენის შემთხვევაში;

გ) შესანახ ტვირთებზე ობის სოკოების გაჩენისას;

დ) კამერების კედლებისა და ჰაერის მიკრობიოლოგიური გამოკვლევის არადამაკმაყოფილებელი შედეგებისას;

ე) დეზინფექციის ჩატარების აუცილებლობას ადგენს მაცივრების სანიტარიულ-ვეტერინარული სამსახური;

ვ)დეზინფექციის ჩატარების შემდეგ მისი ეფექტურობა განისაზღვრება კედლებისა და ჰაერის გაბინძურების შეფასების ინსტრუქციის მიხედვით.

7. დეზინფექციის ჩასატარებლად მაცივრის ადმინისტრაციამ უნდა გამოყოს სპეციალური მომზადების ბრიგადა, რომელიც აღჭურვილი იქნება ინსტრუმენტებით, სპეცტანსაცმლით, სათვალეებით, დოლბანდის ასახვევით ან რესპირატორებით, აირწინაღებით. დეზინფექციის ჩატარების შესახებ ბრიგადას ინსტრუქტაჟი უნდა ჩაუტაროს უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინერმა.

8. დეზინფექციის ჩასატარებლად 00c-ზე დაბალი ტემპერატურის კამერები, რომელთა ჭერსა და კედლებზე არ არის ყინული და თოვლი, საკმარისია გათბეს -3-50C -მდე.

9. როდესაც 00C -ზე დაბალი ტემპერატურის კამერების ჭერისა და კედლების ყინულისგან და თოვლისგან მექანიკური გასუფთავება შეუძლებელია, მათ ათბობენ 00C -ზე მაღალ ტემპერატურამდე.

10. ის კამერები, რომელთაც უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია, მთლიანად უნდა გათავისუფლდეს ტვირთის, დასფენი მასალებისა და ცარიელი ტარისაგან.

11. კამერების მექანიკური გაწმენდა მოიცავს:

ა) კამერების გაწმენდას ყინულისა და თოვლისგან;

ბ) კედლების, სვეტებისა და ჭერის გაწმენდას ჭუჭყისაგან.

12. კამერები უნდა იწმინდებოდეს ყინულისგან, თოვლისა და საკვები პროდუქტების ნარჩენებისაგან ასაფხეკი საშუალებებით, ცოცხებითა და უხეში ჯაგრისებით.

13. კედლების, ჭერისა და სვეტების მექანიკურ გასუფთავება განსაკუთრებით გულმოდგინედ უნდა შესრულდეს ობის სოკოების ზრდის ადგილებზე.

14. კამერების კედლებიდან და ჭერიდან თეთრი საღებავის ჩამოცვენისა და მისი შემდგომი გაფრქვევის თავიდან ასაცილებლად საჭიროა კედლებისა და ჭერის წინასწარი დასველება წყლით ან 0,5% აქტიური ქლორის შემცველი ქლორიანი კირის ხსნარით.

15. ობის სოკოებით ძლიერი დაბინძურებისას კამერებს მექანიკურად ასუფთავებენ ნატრიუმოქსიდიფენოლატის 1,5%-იანი ხსნარით, ხოლო შემდეგ ამუშავებენ შემათეთრებელ ნარევზე ამავე პრეპარატის 2%-იანი ხსნარის დამატებით, ან სხვა ნებადართული მიკოსეპტიკებით.

16. დასუფთავების შემდეგ ჩამოცილებული ბათქაში და ობი უნდა მოგროვდეს და გატანილ იქნეს კამერებიდან.

17. კამერების დეზინფექცია უნდა ხდებოდეს სველი წესით და სპეციალური მოწყობილობების საშუალებებით სადეზინფექციო ხსნარის გაფრქვევით.

18. სამაცივრო კამერების დეზინფექციისას თავდაპირველად უნდა დამუშავდეს კედლები, ჭერი, შემდეგ – იატაკი, დამუშავებას იწყებენ გასასვლელიდან უფრო დაშორებული ადგილიდან. ზედაპირებზე სადეზინფექციო ხსნარი უნდა გაიფრქვეს ხილულ დატენიანებამდე, ამასთან აეროზული დეზინფექციისას სადეზინფექციო ხსნარის დანახარჯი უნდა შეადგენდეს 60მლ-ს 1მ3-ზე, ხოლო სველი დეზინფექციისას კი - 0,5ლ-ს 1მ3-ზე.

19. სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს მშრალ, კარგად განიავებად სათავსებში, რომლებიც აღჭურვილი უნდა იყოს თაროებითა და სტელაჟებით. ამ სათავსებში აკრძალულია საკვები ნედლეულისა და საკვები პროდუქტების შენახვა.

20. ქლორიანი კირი უნდა ინახებოდეს ქარხნული შეფუთვით, დახურულ, ბნელ და კარგად განიავებად სათავსოებში.

21. არ შეიძლება ქლორიან კირთან ერთად ცეცხლსაშიში ნივთიერებების, საპოხი ზეთების, ლითონის საგნების, გაზის ბალონებისა და მწვავე ტუტეების შენახვა.

22. ტრიქლორიზოციანურის მჟავა და ნატრიუმის დიქლორიზოციანურატი უნდა ინახებოდეს დამამზადებული ქარხნის ტარაში მჟავა-ტუტოვანი ორთქლის (განსაკუთრებით ამიაკის ორთქლის) არარსებობის პირობებში – 40C - იდან +40C -მდე ტემპერატურაზე.

23. სადეზინფექციო საშუალებების შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს ტარის დაცვა სინესტისაგან.

24. ქლორშემცველი პრეპარატების, ასევე ანტისეპტოლის, ნატრიუმოქსიდიფენოლატის დამზადებით დაკავებული პირები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით და იცავდნენ უსაფრთხოების ტექნიკის წესებს.

25. მაცივრების საწარმოო საამქროების კამერების დეზინფექციის ეფექტურობა უნდა აკონტროლოს მაცივრების ბაქტერიოლოგიურმა ლაბორატორიამ, ასეთის არარსებობის შემთხვევაში - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ლაბორატორიამ ხელშეკრულების საფუძველზე.

26. დეზინფექციის ჩატარება უნდა დაფიქსირდეს ჟურნალში.

27. დეზინფექციის ჩატარების დროულობასა და ხარისხზე პასუხს აგებს ბრიგადირი; სადეზინფექციო სამუშაოების ჩამტარებელთა მიერ უსაფრთხოების ტექნიკის დაცვაზე კონტროლი კი ეკისრება მაცივრების უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინერს.

28. მაცივრების საწარმოო საამქროებში თვეში ერთხელ უნდა დაწესდეს სანიტარიული დღე – გენერალური დასუფთავების ჩასატარებლად.

29. ხორცეულის ნახევრადფაბრიკატების, ძეხვეულის, ძვლის ფქვილისა და ძვლის ცხიმის დამამზადებელი საამქროები.

30. ტექნოლოგიური აღჭურვილობა, ინვენტარი, ძეხვეულის საამქროს ჭურჭელი, ხორცეულის ნახევრადფაბრიკატების, ძვლის ფქვილის და ძვლის ცხიმის დამამზადებელი საამქროები სამუშაოს დამთავრების შემდეგ ყოველდღე საჭიროებს სრულყოფილ დასუფთავებასა და დეზინფექციას.

31. ყოველი ცვლის სამუშაოს დამთავრების შემდეგ უნდა გაირეცხოს ინვენტარი და ჭურჭელი, ხოლო მუშობის 2 საათით ან მეტით ხნით გაჩერებისას კი – დაუყოვნებლივ. პროფილაქტიკური დეზინფექცია უნდა ჩატარდეს ყოველკვირეულად, ან უფრო ხშირად სანიტარიული ან ვეტერინარული სამსახურის მითითებით.

32. მუშაობის 2 სთ ან მეტი დროით შეჩერებისას საკვებ ნედლეულთან უშუალო კონტაქტში მყოფი ტექნოლოგიური მოწყობილობა დაუყოვნებლივ უნდა გაირეცხოს თბილი წყლით. გარეცხვა ხდება სარეცხი საშუალებებით ყოველდღე შემდეგი წესით: მოწყობილობის დაშლა, სრულყოფილი მექანიკური გაწმენდა, გარეცხვა თბილი წყლით, ცხიმისაგან გათავისუფლება და საბოლოო გარეცხვა ცხელი წყლით. მოწყობილობის დაშლილი ნაწილების წმენდა; რეცხვა და ცხიმისგან გათვისუფლება უნდა წარმოებდეს გადაადგილებად აბაზანებსა და ურიკებზე. პოფილაქტიკური დეზინფექცია ტარდება კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად სანიტარიული ან ვეტერინარული სამსახურის მითითებით.

33. სარეცხი საშუალებების ხარჯი გამოითვლება შემდეგი ანგარიშით - 2ლ 1მ2 ფართობზე; იმ ზედაპირების გასუფავებას, რომლებიც არ იხება ნედლეულს, ახდენენ ანგარიშით - 1ლ 1მ2 ფართობის ზედაპირზე; პროფილაქტიკური დეზინფექციის ჩასატარებლად სადეზინფექციო ხსნარების ხარჯვა განისაზღვრება ანგარიშით - 0,5ლ სამუშაო ხსნარი 1მ2 ზედაპირისთვის.

34. მილგამტარები, რომელთა დაშლა არ ხერხდება, უნდა გაირეცხოს თბილი წყლით ნედლეულის ნარჩენების მოსაცილებლად, ხოლო შემდეგ დაეცოს საცობი და ჩაესხას 2-4 საათით ტუტოვანი ხსნარი. ტუტით დამუშავების შემდეგ მილები საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს ცხელი წყლით და ჩაუტარდეს დეზინფექცია 15-20 წუთის განმავლობაში მწვავე ორთქლზე. თუ მილგამტარის დიამეტრის სიდიდე იძლევა საშუალებას, შესაძლოა მისი სანიტარიული დამუშავებისას გამოიყენებულ იქნეს სპეციალური მოწყობილობა მისი შიგნიდან გასაწმენდად.

35.ასაწყობი მილგამტარები თავდაპირველად უნდა გაირეცხოს ცივი ან თბილი წყლით, შემდეგ დაიშალოს შემადგენელ ნაწილებად, გაიწმინდოს შიგნიდან გრძელტარიანი ჯაგრისით და გაირეცხოს ცხელი ტუტის ხსნარიან აბაზანაში ჩაყურსვით. მილები ტუტით გარეცხვის შემდეგ კვლავ უნდა გაირეცხოს წყლით, შემდეგ კი დეზინფიცირდეს 0,2% აქტიური ქლორის შემცველ ხსნარში მოთავსებით; რეცხვის, ცხიმისგან გათავისუფლებისა და კვლავ აწყობის შემდეგ დასაშვებია აწყობილი მილგამტარის სრული დეზინფექცია მწვავე ორთქლზე 15-20 წუთის განმავლობაში.

36.სანიტარიული დამუშავების შემდეგ უნდა ჩატარდეს დამუშავების ხარისხის ვიზ უალური, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური კონტროლი.

37. ვიზუალური დათვალიერების დროს უნდა გამოვლინდეს დამუშავებული ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ინვენტარის დასუფთავების ხარისხი, იატაკისა და კედლების სისუფთავე და ა.შ. ასევე, ობიექტის ზედაპირის სისხლის, ლორწოს, ხორცის ნარჩენების, ცხიმის და სხვა დაბინძურებისგან გასუფთავების ხარისხი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ძნელად მისადგომ ადგილებსა და კუთხეებს სათავსოებში, მოწყობილობასა და ინვენტარში. ყოველი სანიტარიული დამუშავების შემდეგ უნდა ჩატარდეს დამუშავების ხარისხის ვიზუალური შეფასება.

38. ქიმიური კონტროლისათვის პერიოდულად, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც, სუფთა კოლბებსა და მილესილი ან რეზინის საცობებიან ბოთლებში არებულ უნდა იქნს 500მლ სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარები და გაიგზავნოს ქიმიურ ლაბორატორიაში მასში მომქმედი ქიმიური ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრისათვის. ინვენტარისა და აღჭურვილობის ცხიმების მომშორებელი ტუტოვანი ხსნარებით გარეცხვის ხარისხი უნდა გაკონტროლდეს (ნარჩენი ტუტის მიხედვით) უშუალოდ საამქროში გარეცხვის შემდეგ.

39. მოწყობილობებზე ნარჩენი ტუტის არსებობა-არარსებობა უნდა შემოწმდეს ინდიკატორების – ლაკმუსის ქაღალდის ან ფენოლფტალეინის საშუალებით.

40. ლაკმუსის ქაღალდით კონტროლისათვის გარეცხვის დამთავრებისთანავე შესამოწმებელ არეს სველ ზედაპირზე მჭიდროდ მიადებენ ლაკმუსის ქაღალდის ინდიკატორულ ზოლს. ლაკმუსის ქაღალდის შეფერვა ლურჯად ნიშნავს მოწყობილობაზე ნარჩენი ტუტის არსებობას, ხოლო ფერის არშეცვლა კი – არარსებობას.

41. ფენოლფტალეინით სარგებლობის დროს ნარეცხი წყლის 40-50მლ პორციას მინის ჭიქაში უმატებენ 2-5წვ. 1% ფენოლფტალეინის სპირტიან ხსნარს; თუ ნარეცხ წყალში არის ნარჩენი ტუტე – ჭიქაში სითხე შეიფერება სხვადასხვა ინტენსივობის ვარდისფრად ტუტის კონცენტრაციის შესაბამისად.

42. მოწყობილობებისა და ინვენტარის სანიტარიული დამუშავების ბაქტერიოლოგიური კონტროლი უნდა განხორციელდეს ყოველკვირეულად.

43. ნაყინის წარმოების საამქრო.

ა) ნაყინის წარმოებაში გამოყენებული აღჭურვილობა და ინვენტარი, სამუშაოს დამთავრებისთანავე საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს მექანიკურად და გაირეცხოს.     

ბ) მოწყობილობისა და ინვენტარის რეცხვა უნდა მოიცავდეს შემდეგ ოპერაციებს:

ბ.ა) გავლება სუფთა ცივი (18-200C ტემპერატურის) ან თბილი (40-450C ტემპერეტურის) წყლით პროდუქტის ნარჩენების მოსაცილებლად;

ბ.ბ) რეცხვა 550C ტემპერატურის 0,5% კალცინირებულ სოდის შემცველი ტუტოვანი ხსნარით;

ბ.გ) გავლება 60-650C ტემპერატურის ცხელ წყალში ტუტის სრულად მოცილებამდე;

ბ.დ) დეზინფექცია ორთქლით ან ქლორიანი კირით (150-200მგ აქტიური ქლორი 1 ლ წყალზე);

ბ.ე) წყლით გარეცხვა ქლორის სუნის მოსპობამდე.

მილგამტარები და მოწყობილობები, რომელთა დაშლაც შესაძლებელია, უნდა გაირეცხოს დაშლილ მდგომარეობაში.

44. მანქანების წვრილი ნაწილები, დაშლილი მილები, მცირე ინვენტარი წყლით გარეცხვისა და ცხელი სოდიანი ხსნარით დამუშავების შემდეგ ორთქლით ან დუღილით უნდა დამუშავდეს სპეციალურ დახურულ ყუთებში 10 წუთის განმავლობაში.

45. აწყობილი მილგამტარების შიგნით უნდა გატარდეს მწვავე ორთქლი 2 წუთის განმავლობაში; ხოლო სხვა შემთხვევაში მილები უნდა დამუშავდეს ჯერ ქლორიანი კირით 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ცხელი წყლით (60-650C).

46. მილგამტარების (ლითონის და შუშის) დაუშლელად გარეცხვის დროს დაცული უნდა იქნეს რეცხვის შემდეგი წესი:

ა) 18-200C ტემპერატურის ცივი წყლით რეცხვა 3-5 წუთის განმავლობაში;

ბ) რეცხვა 0,5-1% კალცინირებული სოდის ან 0,15% კაუსტიკური სოდის 50-550C ტემპერატურის ხსნარით 15-20 წუთის განმავლობაში;

გ) რეცხვა ცხელი, 60-650C ტემპერატურის წყლით;

დ) სტერილიზაცია:

ე) ლითონის მილგამტარებისა – ორთქლით 5-7წუთის განმავლობაში;

ვ) შუშის მილგამტარებისა – ჰიპოქლორიტის (კონცენტაცია 200მგ/ლ) ქლორიანი ხსნარით 10 წუთის განმავლობაში.

ზ) ცივი წყლით გავლება;

თ) ფრიზერის რეცხვა: ფრეზირების დამთავრებისა და ნაყინისგან მისი დაცლის შემდეგ ფრიზერი უნდა გაივლოს ჯერ ცივ, შემდეგ ცხელ წყალში, რის შემდეგაც გაირეცხოს ტუტის ხსნარით და ცხელი წყლით. ცხელი წყლით გარეცხვამდე აქროლების თავიდან ასაცილებლად ფრიზერს უნდა მოსცილდეს სამაცივრო აგენტი. შემდეგ ჩაუტარდეს დეზინფექცია 5-10 წუთის განმავლობაში და გაივლოს ცივი წყლით;

ი) რეზერვუარები და რძის ცისტერნები უნდა ირეცხებოდეს შემდეგნაირად: მათი განთავისუფლების შემდეგ უნდა გაივლოს გარედან და შიგნიდან ცივი წყლით, შემდეგ კი გრძელტარიანი ჯაგრისის დახმარებით გაირეცხოს ცხელი ტუტიანი ხსნარით. დასაშვებია სპეციალურ სანიტარიული ტანსაცმლით (ჩექმები, კომბინეზონი) შემოსილი მუშების ცისტერნის ან რეზერვუარის შიგნით ყოფნა მათი გულმოდგინედ გარეცხვის მიზნით. ცისტერნის გარეცხვის შემდეგ ის კვლავ საჭიროებს ცხელი წყლის გავლებას, შემდგომ ორთქლითა და ქლორიანი კირის ხსნარით დამუშავებას, ბოლოს კი სუფთა წყლის გავლებას.

ლ)რეზერვუარები დასაშვებია ირეცხებოდეს მექანიკური სარეცხი საშუალებებით.

პასტერიზატორს წინასწარი გარეცხვის შემდეგ უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.

მ)ღია გამაცივებელი უნდა გაირეცხოს მთელ ზედაპირზე ცივი წყლით, ცხელი სოდიანი ხსნარით და შემდეგ გაივლოს დიდი რაოდენობის ცხელი წყლით.

ნ)სამუშაოს დაწყებამდე, აგრეთვე, ნარევით ავსებამდე მოწყობილობა განმეორებით უნდა გაივლოს ცხელი წყლით.

47. სავაჭრო ქსელიდან შემოსულ ჰილზებსა და მათარებს წინასწარ უნდა ჩაუტარონ პროფიალქტიკური რემონტი – დეფორმაციის აღდგენა და ა.შ. შემდეგ კი გაირეცხოს და დეზინფიცირდეს, ცხელი წყლით შემდგომი გავლებითა და დაორთქლებით.

48. ნაყინის ჩაწყობის წინ თასები უნდა გაირეცხოს ცხელი სოდიანი წყლით, შემდგომ კი გაივლოს ცივი წყლით.

49. წარმოებაში გამოყენებული დანები უნდა დამუშავდეს ორთქლით ან ცხელი წყლით.

50. ასაწყობი მილები უნდა ინახებოდეს თაროებზე, ხოლო წვრილი მოწყობილობა – კარადებში.

51. ფილტრაციისთვის გამოყენებული ფილტრები ან დოლბანდები უნდა გაირეცხოს 60-650C ტემპერატურის ცხელი წყლით, გარდა ამისა დოლბანდები უნდა გამოიხარშოს 15 წუთის განმავლობაში.

52. ხილის, კენკრისა და ბოსტნეულის სწრაფადგასაყინი პროდუქტების წარმოების საამქრო.

53. ხილის, კენკრისა და ბოსტნეულის სწრაფადგასაყინი საამქროს ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ინვენტარის სანიტარიული დამუშავება უნდა ჩატარდეს ცვლის გადაბარების, ბოსტნეულის დაჭრაზე მომუშავე მანქანების, ტრანსპორტიორების მუშაობის 30 წუთზე მეტი ხნით შეწყვეტისა და სხვა სახის პროდუქციის წარმოებაზე გადასვლისას.

54. ხილის, კენკრისა და ბოსტნეულის დაკალიბრების, რეცხვის, გასუფთავებისა და დაქუცმაცების, დახერხვის, თესლისა და კურკის გამოსაცლელი მანქანების, კარტოფილის გასაწმენდი, ხილისა და ბოსტნეულის თერმული და ქიმიური დამუშავების აპარატების სანიტარიული დამუშავების დროს ისინი თავდაპირველად უნდა გაიწმინდოს ნედლეულის ნარჩენებისა და ნიადაგისაგან, შემდგომ თანმიმდევრულად გაირეცხოს ცივი წყლის ნაკადით, თბილი წყლით ჯაგრისის გამოყენებით, საბოლოოდ კი გაივლოს ცივი წყლით.

55. მანქანების (გარდა ჯაგრისიანი სარეცხი მანქანებისა) სანიტარიული დამუშავების დროს ისინი უნდა გაირეცხოს ცივი და თბილი წყლით სარეცხი საშუალებების დამატებით და დამუშავდეს ერთ-ერთი სადეზინფექციო საშუალებით.

56. ჯაგრისიანი სარეცხი მანქანები გასუფთავებისა და გარეცხვის შემდეგ უნდა აივსოს სარეცხი ხსნარით და იმუშავოს 15 წუთის განმავლობაში უწყვეტი ბრუნვის რეჟიმში, შემდეგ დაიცალოს ხსნარისაგან, შეივსოს თბილი წყლით და 5 წუთის განმავლობაში იმუშავოს იმავე რეჟიმში, წყლისგან გათავისუფლების შემდეგ აბაზანები უნდა შეივსოს სადეზინფექციო ხსნარით და 15 წუთის განმავლობაში ბრუნვით რეჟიმში მუშაობის შემდეგ დაიცალოს და კვლავ გაივლოს 5 წუთის განმავლობაში თბილი და ცივი გამდინარე წყლის ჭავლით.

57. ლითონის, შუშის, პლასტმასისა და რეზინისგან დამზადებული ღია, გლუვი ზედაპირების დასამუშავებლად სარეცხი ან სადეზინფექციო ხსნარის (0,5ლ-1მ2 ზედაპირზე) შესაფრქვევად გამოყენებულ უნდა იქნას სპეციალური მისაფრქვევბი ან ჯაგრისები. ხაოიანი ზედაპირების დასამუშავებლად (ბრეზენტიანი ტრანსპორტიორების და ა.შ.) შესაბამისი ხსნარების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 1ლ-ს 1მ2 ფართობის ზედაპირზე.

58. სანიტარიული დამუშავების შემდეგ უნდა ჩატარდეს მოწყობილობების სანიტარიული მდგომარეობის შერჩევითი მიკრობიოლოგიური კონტროლი.

59. ხილის და ბოსტნეულის შესაფუთი გოფრირებული მუყაოს ყუთები პერგამენტის ამოსაფენით და მუყაოს ყუთები ამოსაფენის გარეშე ექვემდებარება პერიოდულ (საწარმოში ყოველი ახალი პარტიის შემოტანის დროს ან სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნით) მიკრობიოლოგიურ კონტროლს და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 100სმ2 ფართობზე ობის სოკოების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს, დაუშვებელია ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების არსებობა.

60. კარაქის დასაფასოებელი და გადასადნობი საამქრო

ა) კარაქის დასაფასოებელი ხაზი სამუშაოს დამთავრების შემდეგ უნდა გაირეცხოს არანაკლებ 600C ტემპერატურის სარეცხის საშუალებებიან ცხელი წყლით დამატებით და მისი შემდგომი გავლებით ცივი წყალში. აღნიშნული ხაზის დაშლა, სრულყოფილი გარეცხვა და დეზინფექცია უნდა ჩატარდეს ყოველთვიურად.

ბ) ხის კასრები და ლითონის მათარები ცხიმისაგან უნდა გათავისუფლდეს მწვავე ორთქლით ყოველდღიურად 10-15 წუთის განმავლობაში.

გ) ნივთები, რომელთა დაშლა არ ხერხდება(მილგამტარები და სხვა), ჩანები, აბაზანები, ბიდონები, ქვაბები, კონტეინერები დღეში ერთხელ უნდა გაირეცხოს თბილი (40-450C ტემპერატურის) წყლით, რომელსაც უნდა დაემატოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები. შემდეგ კვლავ კარგად უნდა გირეცხოს თბილი წყლით და გაივლოს ცივი წყლით.

61. მშრალი ყინულისა და თხევადი ნახშირმჟავას დამამზადებელი საამქრო:

ა) ნახშირბადის მყარი დიოქსიდისთვის განკუთვნილი პრეს-ფორმები და ყინულის ფორმები ყოველთვიურად უნდა დამუშავდეს ცხელი ორთქლით 30 წთ-ის განმავლობაში, შემდგომ კი - სუფთა დაწნეხილი ჰაერით;

ბ) ნახშირბადის მყარი დიოქსიდის შესანახი კონტეინერები, ასევე კედლები, შახტის ფსკერი, ურიკები პერიოდულად, მაგრამ არა ნაკლებ თვეში ერთხელ, უნდა გათავისუფლდეს თოვლისა და ყინულისაგან;

გ) ნახშირბადის მყარი დიოქსიდის ბლოკებად დანაწევრება უნდა ხდებოდეს საამქროს ცალკე გამოყოფილ ადგილზე, რომელიც უნდა იწმინდებოდეს დიოქსიდის ნარჩენებისაგან ცვლის დამთავრებისთანავე, ხოლო თვეში ერთხელ მაინც - ირეცხებოდეს და დეზინფიცირდებოდეს;

დ) ნახშირბადის დიოქსიდთან მომუშავე მუშები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სუფთა ხელთათმანებითა და დამცავი სათვალეებით.

XV. ღონისძიებები სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ჩასატარებლად

1. მაცივრის ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს ტერიტორიასა და ყველა სათავსოში ბუზებთან, მღრღნელებსა და ტარაკნებთან ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება მთელი წლის განმავლობაში.

2. მღრღნელების გაჩენის თავიდან ასაცილებლად იატაკის ნაპრალები, ჭერის ხვრელები, სივრცეები მექანიკურ გაყვანილობათა ირგვლივ უნდა ამოივსოს ცემენტით, ლითონის ფირფიტებით ან აგურით. სარდაფების საველინტილაციო ხვრელები და არხები უნდა დაიხუროს ლითონის გისოსებით, რომლის უჯრედის ზომა არ აღემატება 0,25X0,25სმ-ს. ლუქები უნდა აღიჭურვოს მჭიდრო სახურავებით ან ლითონის ცხაურებით.

3. ზაფხულში ფანჯრებისა და კარებების ქუჩისაკენ მიმართული ღიობები დაცული უნდა იყოს ბადეებით. ბუზების მოსასპობად საჭიროა წებოვანი ქაღალდების გამოყენება.

4. სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამის ორგანოებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული სამუშაოების ჩატარებამდე და მის შემდეგ საჭიროა მაცივრის ყველა სათავსოს სრულყოფილი დასუფთავება.

XVI. მოთხოვნები საყოფაცხოვრებო შენობებისადმი

1. მაცივრების თანამშრომლებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს სათავსო (ადგილი) დასვენების, გათბობისა და სპეცტანსაცმლის გაშრობისათვის.

2. გასახდელი და საშხაპე საწარმოო საამქროების თანამშრომლებისათვის სანგამტარის ტიპის მიხედვით უნდა იყოს მოწყობილი.

3. დაუშვებელია ზედა, სპეციალური და სანიტარიული ტანსაცმლის ერთად შენახვა.

4. გასახდელები შეიძლება იყოს ღია ტიპის. ზედა ტანსაცმლის შენახვა შეიძლება საგარდერობე სათავსოს კარადებში, რომელიც ყოველთვის სუფთა უნდა იყოს. საკვების შენახვა გასახდელში აკრძალულია.

5. სანიტარიული ტანსაცმლის გარდერობის, სუფთა ტანსაცმელის გასაცემი და თეთრეულის შესანახი ოთახის, სანიტარიული კვანძების, საშხაპეების, ქალთა ჰიგიენის ოთახების კედლები უნდა მოპირკეთდეს მოჭიქული ფილებით 2,1 მ სიმაღლემდე, ხოლო მის ზევით შეიღებოს ემულსიური ან სხვა სახის საღებავებით. დანარჩენ სათავსებში დასაშვებია კედლების მხოლოდ შეღებვა და შეთეთრება.

6. ფილებით მოპირკეთებული პანელები და შეღებილი კედლები სველი წესით უნდა დამუშავდეს დაბინძურების მიხედვით, მაგრამ კვირაში არა ნაკლებ ერთხელ.

7. საყოფაცხოვრებო შენობები სამუშაოს დამთავრების შემდეგ აუცილებლად უნდა დასუფთავდეს.

8. საპირფარეშოს შესასვლელში მოწყობილი ფოიე აღჭურვილი უნდა იყოს სანტანსაცმლის საკიდებით, ცივი და ცხელი წყლის ხელსაბანებით, ელექტროხელსახოცით ან ერთჯერადი ხელსაწმენდებით, სარკეებით. ხელსაბენებთან უნდა იყოს საპონი, ჯაგრისი, სადეზინფექციო საშუალება ხელებისათვის. რეკომენდებულია, წყლის პედლით ჩამშვებებიანი უნიტაზებისა და თვითდამხურავი კარებებიანი საპირფარეშოების მოწყობა.

9. საპირფარეშოები და ქალთა ჰიგიენის ოთახების აღჭურვილობა და საშხაპეები უნდა დასუფთავდეს დაბინძურების მიხედვით, მაგრამ ცვლაში არანაკლებ ერთხელ ექვემდებარება გარეცხვას წყლით, შემდეგ კი დეზინფექციას.

10. საპირფარეშოების დალაგება-დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარი უნდა ინახებოდეს სხვა სათავსების დასალაგებელი ინვენტარისაგან იზოლირებულად; უნდა იყოს მარკირებული და სასიგნალოდ შეღებილი.

XVII. პირადი ჰიგიენის წესები

1. საწარმოოს თითოეული მუშაკი პასუხისმგებელია პირადი ჰიგიენის წესების დაცვაზე.

2. მაცივარში მუშაობის დაწყებამდე და შემდგომ მომუშავეებმა უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება.

3. მაცივრის ყოველი მუშაკი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეცტანსაცმლითა და სანტანსაცმლით.

4. სპეცტანსაცმლის შეცვლა უნდა ხდებოდეს დაბინძურების მიხედვით, მაგრამ ცვლაში ერთხელ მაინც.

5. საკვები პროდუქტების დამამზადებელი საწარმოო საამქროების მუშაკებს უნდა ეცვას სუფთა სანიტარიული ტანსაცმელი, თმები დაფარული ჰქონდეს ჩაჩით ან თავსაფრით. დაუშვებელია სანტანსაცმლის შეკვრა ქინძისთავით, ნემსით და ჯიბეებში სიგარეტის, ქინძისთავის, ფულის და სხვა უცხო საგნების შენახვა. აგრეთვე არ შეიძლება სამკაულების ტარება. აკრძალულია საწარმოო სათავსებიდან გასვლა სანტანსაცმლით.

6. მშრალი ყინულის დამამზადებელი საამქროს მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს აირწინაღით, დამცავი სათვალეებით, მაუდის ხელთათმანებითა და თბილი ზედა ჩასაცმელით.

7. მაცივრების დამხმარე სამუშაოების მუშაკები საწარმოო საამქროებში შესვლის დროს ვალდებული არიან:

ა)დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები.

ბ)ინსტრუმენტები და სათადარიგო ნაწილები შეინახონ სპეციალურ კარადაში და გადაიტანონ სპეციალური დახურული ყუთებით.

გ)სამუშაოს ჩატარების დროს მიღებული უნდა იქნეს პროფილაქტიკური ზომები ნედლეულში, ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქციაში უცხო საგნების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.

XVIII. პასუხისმგებლობა და კონტროლი წესების შესრულებაზე

1. წინამდებარე სანიტარიული წესების შესრულებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მაცივრების ხელმძღვანელებს.

2. წინამდებარე სანიტარიული წესების დაცვის კონტროლს ახორციელებს მაცივრების საუწყებო სანიტარიულ-ვეტერინარული, აგრეთვე სახელმწიფო სანიტარიული და ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურები.

 

ბიბლიოგრაფია

1. «Санитарные провила для холодильников». Сан п.1985;

2. განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობები და ვადები”. სანიტარიული წესები და ნორმები. სანწდან, 2001;

3. ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი”. სანწდან, 2001;

4. ჰიგიენური მოთხოვნები საწარმოო სათავსოების მიკროკლიმატისადმი”. სანიტარიული წესები და ნორმები. სანწდან, 2001;

5. ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე”. სანიტარიული ნორმები. 2001;

6. „საწარმოო ვიბრაცია, ვიბრაცია საცხოვრებელი და საზოგააობრივი შენობების სათავსებში”; სანიტარიული ნორმები. 2001.

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.