“საცურაო აუზების მოწყობის, ექსპლუატაციის და წყლის ხარისხისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”

  • Word
“საცურაო აუზების მოწყობის, ექსპლუატაციის და წყლის ხარისხისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 306/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 90, 24/08/2001
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.929
  • Word
306/ნ
16/08/2001
სსმ, 90, 24/08/2001
470.230.000.11.119.004.929
“საცურაო აუზების მოწყობის, ექსპლუატაციის და წყლის ხარისხისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.929

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება 306/ნ

2001 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

საცურაო აუზების მოწყობის, ექსპლუატაციის და წყლის ხარისხისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად, წყლით გადამდები სოკოვანი, ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებების ეპიდემიური უსაფრთხოების და მავნე ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრით გამოწვეული ინტოქსიკაციების თავიდან აცილების მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმირების სახელმწიფო სისტემის ნორმატიული დოკუმენტი, სანიტარული წესები და ნორმები – „ჰიგიენური მოთხოვნები საცრაო აუზების მოწყობის, ექსპლუატაციისა და წყლის ხარისხისადმი“ (დანართი 1).

2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ა. ზოიძეს.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ჯორბენაძე

 

2.1.5. დასახლებული ადგილების წყალსარინი, წყალსატევების სანიტარიული დაცვა

ჰიგიენური მოთხოვნები საცურაო აუზების მოწყობის, ექსპლუატაციისა და წყლის ხარისხისადმი

Hygienic reguirements to eguipment, exsloition and Water

guality of swimming – pools

სანიტარიული წესები და ნორმები

სანწდან 2.1.4. 000-00

1. გამოყენების სფერო

1. წინამდებარე წესები ვრცელდება მშენებარე, სარეკონსტრუქციო და მოქმედი სპორტულ-გამაჯანსაღებელი მნიშვნელობის საცურაო აუზებზე, უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად, აგრეთვე სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, 1 წლამდე ასაკის ბავშვთა და ზღვისწყლიან ღია და დახურული ტიპის აუზებსა და აბანოს კომპლექსებზე (საუნაზე)

 

 

II. ნორმატიული დამოწმებები

1. საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

2. საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

3. საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“;

4. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის №807 ბრძანებულება „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის 1999-2005 წლების ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“.

III. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე სანიტარიული წესები არ ვრცელდება იმ სამკურნალო აუზებზე, სადაც ტარდება სამკურნალო პროცედურები ან მოითხოვება წყლის სპეციფიკური მინერალური შედგენილობა, ასევე – გემების საცურაო აუზებზე.

2. სანიტარიული წესები განკუთვნილია იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საცურაო აუზებს აპროექტებენ, აშენებენ, ახორციელებენ მათ რეკონსტრუქციასა და ექსპლუატაციას, ასევე იმ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის მომსახურების ორგანოებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობას და განსაზღვრავენ იმ ჰიგიენურ მოთხოვნებს, რომლებითაც ხელმძღვანელობენ სხვა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებისას (სანწდან, სახელმწიფო სტანდარტი და სხვა).

3. წინამდებარე წესები ადგენს რეგლამენტს – საცურაო აუზების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის რეჟიმის სანიტარულ მოთხოვნებზე, აუზებში არსებული და მიწოდებული წყლის ხარისხსა და გაუსნებოვნებაზე; აგრეთვე შენობის დასუფთავებასა და დეზინფექციაზე. წაყენებული მოთხოვნების შესრულება უზრუნველყოფს წყლით გადამდები სოკოვანი, ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებების ეპიდემიურ უსაფრთხოებას, იცავს ადამიანის ორგანიზმს წყლის ქიმიური შედგენილობის შესაძლო მავნე ზემოქმედებისას, სუნთქვისას, დაუზიანებელი კანიდან და წყლის ჩაყლაპვისას მავნე ნივთიერებების მოხვედრით გამოწვეულ ინტოქსიკაციებისაგან (დანართი 1).

4. გამოყენებული რეაგენტები, ის კონსტრუქციული მასალები, რომლებიც ეხება წყალს, უნდა შედიოდეს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახურების მიერ ნებადართულ ნუსხათა რიცხვში და გააჩნდეს ჰიგიენური სერტიფიკატი, გაცემული დადგენილი წესის მიხედვით.

5. საცურაო აუზების ექსპლუატაციის პროცესში წყალსა და ჰაერში (სასუნთქ ზონაში) ქიმიური ნივთიერებების ნარჩენი კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს ჰიგიენურ ნორმატივებს.

6. საცურაო აუზები, რომლებიც არ შეესაბამებიან წინამდებარე წესებს, ექვემდებარებიან რეკონსტრუქციას. ახალაშენებული ან რეკონსტრუირებული, გარემონტებული, გადაიარაღებული აუზების გახსნა-მიღება დასაშვებია სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი ნებართვით.

7. უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად, წინამდებარე სანიტარული წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ საცურაო აუზებს.

 

IV. ჰიგიენური მოთხოვნები საცურაო აუზების პროექტირებისა

 და მშენებლობისადმი

1. საცურაო აუზების მოწყობისათვის მიწის ნაკვეთის შერჩევა, ტიპურ პროექტებთან მიბმა, აგრეთვე აუზების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ინდივიდუალური პროექტები უნდა შეუთანხმდეს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურს.

2. საცურაო აუზები, მათი მომსახურებისათვის საჭირო დამხმარე შენობებით, შეიძლება განლაგდეს ცალკე შენობაში ან იყოს მიშენებული სამოქალაქო დანიშნულების შენობებზე, საცხოვრებელი შენობების გარდა.

3. ღია აუზებისათვის გამოყოფილი ნაკვეთის ფართობის არანაკლებ 35% გამწვანებული უნდა იყოს ბუჩქებითა და ტანდაბალი ხეებით. ნაკვეთის პერიმეტრზე გათვალისწინებული უნდა იყოს ქარდამცავი და მტვერსაწინააღმდეგო ხეების ზოლი, ბუჩქოვანი ნარგავები არანაკლებ 5მ-ის სიგანისა ადგილობრივი გასავლის მხრიდან და ინტენსიური მოძრაობის მაგისტრალური გზის მხრიდან არანაკლებ 20 მ-ისა. ღია აუზების აბაზანები დაცილებული უნდა იყოს წითელი ზოლიდან არანაკლებ 15 მ-ისა, საავადმყოფოების, სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საცხოვრებელი სახლებისა და ავტოსადგომების ტერიტორიიდან – არანაკლებ 100 მ-ისა.

4. აუზების სახეობა და ზომები, მათი დანიშნულების შესაბამისად და დასაშვები დატვირთვა, მითითებულია I ცხრილში.

5. აუზების ძირითადი სათავსების შიგა დაგეგმვა უნდა შეესაბამებოდეს ნაკადობის ჰიგიენურ პრინციპს; მოვარჯიშეთა გადაადგილება ხდება ფუნქციური სქემით – გარდერობი, გასახდელი, საშხაპე, ფეხის აბაზანა, აუზის აბაზანა. ამასთან დაუშვებელია მოვარჯიშის შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე. გასახდელი და სანიტარიული წერტილები შეიძლება უშუალოდ უერთდებოდეს საშხაპეს პატარა ტამბურით ან დერეფნით.

V. მოთხოვნები დამხმარე სათავსებისადმი

1. ვესტიბიულის ფართობი გამოიანგარიშება ცვლაში 1 მოვარჯიშეზე 0,5 მ2, მაგრამ მთლიანობაში არანაკლებ 20 მ2-სა.

2. ზედა ტანსაცმლის გარდერობის (მოვარჯიშეებისა და მოყვარული მოცურავეებისათვის) ფართი გამოინგარიშება 0,1 მ2 – 1 ადგილზე, მთლიანობაში არანაკლებ 10 მ2-სა. ადგილების რიცხვი ცვლაში უნდა იყოს გამტარუნარიანობის 300%.

3. ცვლაში 40-კაციანი მოვარჯიშეთა აუზების გასახდელები უნდა მოეწყოს შემდეგი გაანგარიშებით: ერთ ადგილზე 2,1 მ2-დან – 2,5 მ2,-მდე ხოლო 40-ზე მეტი მოვარჯიშისათვის ერთ ადგილზე 1,7 მ2-დან – 2,1 მ2-მდე, არა უმცირეს 2,9 მ2 გათვავლისწინებულია 10 წლამდე ბავშვებისათვის, გასახდელებში სკამების რაოდენობა უნდა დადგინდეს გაანგარიშებით – ერთკაცზე 0,6 მ სიგრძე. ინდივიდუალური ტანსაცმლის შესანახად ეწყობა დახურული კარადები: ორიარუსიანი – მოზრდილთათვის და ერთიარუსიანი – ბავშვებისათვის. საჭირაო ფეხსაბანის გათვალისწინება გაანგარიშებით – 1 ფეხსაბანი 20 ადგილზე.

4. გასახდელთან უნდა მოეწყოს საკვანძები. ქალებისათვის – ცვლაში 1 უნიტაზი 30 კაცზე, ხოლო კაცებისათვის – 1 უნიტაზი და 1 პისუარი 45 კაცზე.

5. საშხაპე მოწყობილია გასახდელიდან შემოვლითი ბილიკისაგან მიმავალ გზაზე. 3 კაცზე 1 საშხაპეა გათვალისწინებული.

6. გასახდელებში ან მათ მომიჯნავე სათვვსებში აყენებენ თმის საშრობებს (ფენს), ქალებისათვის – ცვლაში 10 ადგილზე 1 საშრობი, ხოლო კაცებისათვის 20 ადგილზე 1 საშრობი.

7. საშხაპიდან აუზებამდე მიმავალ გზაზე უნდა განლაგდეს ფეხსაბანი გამდინარე წყლით (არ უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ შეიძლებოდეს შემოვლა ან გადახტომა). სიგანით უნდა იკავებდეს მთელ გასასვლელს, მაგრამ მოძრაობის მიმართულებით -) არანაკლებ 1,8 მ-ს; ფეხსაბანის სიღრმე უნდა იყოს 0,1-0,15 მ-ს; არამოლიპული ზედაპირის მქონე იატაკის დახრა უნდა იყოს 0,01 – 0,02 მ.

8. ღია აუზების აბაზანების გასაცურებლები ეწყობა გასწვრივი კედლის გვერდით ნაწილში აუზის წყალმცირე მხრიდან, გასაცურებელი სიგანით 1,8-2,2 მ, წყლის სიღრმე უფროსებისათვის – 0,9-1,0 მ, ბავშვებისათვის – 0,6-0,7 მ. გასაცურებელი უნდა იყოს გადახურული, რაც შენობას დაიცავს ცივი ჰაერისაგან, მისი ქვედა ნაწილი ჩასმული უნდა იყოს ელასტიკური მასალის ჩარჩოში, რომელიც ხელს უშლის ცივი ჰაერის შემოსვლას და ჩაშვებული უნდა იყოს წყალში 10-15 სმ-ზე . გასაცურებლები მოწყობილი უნდა იყოს ტამბუკრის სახით და საშხაპეებიდან შესაძლებელი წყლის მოხვედრისაგან დაცული.

9. დახურული აუზების აბაზანების პერიმეტრზე გათვალისწინებული უნდა იყოს შემოსავლელი ბილიკები სიგანით 1,5 მ, ხოლო ტორსებში, სადაც სპორტული კვარცხლბეკებია განლაგებული – არანაკლებ 3 მ-სა. შემოსავლელი ბილიკების გასწვრივ ეწყობა არანაკლებ 0,3 მ სიგანის სტაციონარული სკამები. შემოსავლელი ბილიკები და სკამები უნდა თბებოდეს. შემოსავლელი ბილიკების ზედაპირი არ უნდა იყოს მოლიპული და უნდა იყოს დახრილი ტრაპისაკენ 0,01-0, 02 მ-ით.

10. I ცხრილში მოცემული სასპორტო აუზების აბაზანების ზომები უნდა იყოს მკაცრად დაცული. სხვა აუზების აბაზანებისათვის დასაშვებია წყლის სარკის ფართობის გადახრები, ერთ კაცზე შემდეგი ნორმატიული მოთხოვნებით:

ა) უფროსებისათვის – არანაკლებ 5, 0 მ2;

ბ) ბავშვებისათვის – არანაკლებ 4, 0 მ2;

გ) აბანოებსა და საუნებთან არსებულ გასაგრილებელ აუზებში – არანაკლებ 2, 0 მ2;

დ) ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის (აუზი „ცეროდენა“) დასაშვებია აუზების გამოყენება წყლის სარკის ფართით ერთ ბავშვზე არანაკლებ 1, 0 მ2, ყოველი სეანისის შემდეგ წყალი უნდა გამოიცვალოს.

ე) აუზების დროის ერთეულში დასაშვები დატვირთვა, ანუ გამტარუნარიანობა (კაცი/ცვლაში) უნდა განისაზღვროს ამ ნორმატივებიდან გამომდინარე.

11. გაბინძურებული წყლის ზედა ფენის მოსაცილებლად, აგრეთვე ცურვის დროს წარმოქმნილი ტალღების გასაქრობად, აუზის კედლებში გათვალისწინებული უნდა იყოს გადასასხმელი ღარების (ქაფის ვარცლების) ორი ტიპი: წყლის სიბრტყეში შემოსავლელი ბილიკისა და წყლიდან ამაღლებული ბორტებით.

12. შემოსასვლელი ბილიკების, კედლებისა და აბაზანების ფსკერის დასაფარად გამოიყენება მასალა, რომლებიც მდგრადია წყლის გასუფთავებისათვის გამოყენებული რეაგენტების, დეზინფექტანტების მიმართ და რომელიც ხარისხიანი მექანიკური გაწმენდისა და დეზინფექციის საშუალებას იძლევა.

ა) აუზის მოპირკეთება უნდა უზრუნველყოფდეს ფილებს შორის ნაკერის არ არსებობას. მასალა უნდა იყოს ღია ფერის ტონებში.

12. „ცეროდენას“ აუზის შემოსავლელი ბილიკები უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ დაშორება იატაკსა და აბაზანის ზედა კიდეს შორის შეადგენდეს 0,9-1 მ-ს (მშობლისათვის, ბავშვის წყალზე შეკავების მოხერხებულობის უზრუნველსაყოფად).

13. სასპორტო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულების მქონე საცურაო აუზების შენობაში უნდა არსებობდეს ექიმის კაბინეტი და ლაბორატორიები სანიტარიულ-ქიმიური და ბაქტეროლოგიური კვლევების ჩასატარებლად (მოქმედი სამშენებლო ნორმებმისა და წესების შესაბამისად).

14. საცურაო აუზები უნდა მოეწყოს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს აუზების აბაზანებში წყლის ცვლას. წყლის ცვლის ხასიათის მიხედვით დასაშვებია შემდეგი ტიპის აუზები:

ა) რეცირკულაციური ტიპის აუზები;

ბ) გამდინარე ტიპის აუზები;

გ) წყლის პერიოდული ცვლის აუზები;

დ) ზღვისწყლიან საცურაო აუზები რეცირკულაციური სისტემები არ არის რეკომენდებული. ყველაზე უფრო მიზანშეწონილია გამდინარე სისტემა, გაწმენდილი და გაუსნებოვანებელი წყლის სავალდებულო მიწოდებით.

15. წყლის გაწმენდის, გაუსნებოვნებისა და განაწილებისათვის ნაგებობები შეიძლება განლაგედეს ძირითად ან ცალკე მდგომ შენობაში, დაუშვებელია წყალმომზადების ერთიან სისტემაში ორი ან მეტი აბაზანის თანმიმდევრული ჩართვა.

ა) ოზონირების დანადაგარი; იზონ-ჰაერის ნარევიდან ოზონის მოსაცილებლად, აღჭურვილი უნდა იყოს დეაერატორით ან წყლის ოზონთან საკონტაქტოდ ჰქონდეს შესარევი კამერა;

ბ) საკოაგულაციო და სადიზენფექციო ხსნარების მოსამზადებლად გამოყოფილი შენობების თავზე დაუშვებელია სანიტარიული კვანძების და საშხაპეების მოწყობა.

16. ზღვისწყლიანი აუზებისათვის წყლის ასაღები ადგილი უნდა შეირჩეს სანიტარიული პირობების დაცვით და წყლის ხარისხის გათვალისწინებით ზღვის იმ მონაკვეთში, სადაც არ ხდება გაბინძურება ნახმარი და სანიაღვრე წყლებით, მდინარეების ნატანით, არ ხდება გაბინძურება პორტების, მისადგომებიდან და პლაჟებიდან. ამასთან, წყალსაღები უნდა იყოს ფსკერიდან არანაკლებ ორი მეტრის სიმაღლეზე და ზღვის წყლის მიწოდება უნდა ხდებოდეს საშუალო ფენებიდან.

17. აბაზანების წყლის ცვლის საკონტროლოდ უნდა არსებობდეს წყლის ხარჯვის მზომები, რომლებიც უჩვენებენ აბაზანაში მიწოდებული წყლისა და რეცირკულაციურ სისტემაში მიწოდებული წყალსადენის სუფთა წყლის რაოდენობას, ასევე ანალიზებისათვის წყლის ნიმუშების ასაღებად საჭიროა ონკანები.

ა) აბაზანაში წყლის მიწოდების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს მის თანაბარ განაწილებას აბაზანის მთელ მოცულობაში, წყლის ტემპერატურისა და დეზინფექტანტების კონცენტრაციის მუდმივობის შესანარჩუნებლად.

18. საცურაო აუზების აბაზანებიდან რეცირკულაციაზე წყლის გაშვება შეიძლება როგორც გადასასხმელი ღარებიდან, ასევე ფსკერის ხვრელებიდან, რომლებიც განლაგული უნდა იყოს აბაზანების ღრმა და წყალმცირე ნაწილებში და გისოსებით გადაღობილი. წყლის მოძრაობის სიჩქარე უნდა იყოს 0,4-0,5 მ/წმ.

19. საცურაო აუზების აბაზანებიდან, ასევე გადასასხმელი ღარებიდან, ფეხსაბანებიდან, შემოსავლელი ბილიკებიდან, აგრეთვე კედლებისა და აუზების ფსკერის გარეცხვისას გაბინძურებული წყალი უნდა ჩავიდეს საყოფაცხოვრებო ან სანიაღვრე კანალიზაციაში.

ა) კანალიზაციის ცენტრალური სისტემის არ არსებობის შემთხვევაში გაბინძურებული წყლის ჩაშვება შესაძლებელია წყლის ობიექტებში ადგილობრივი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით სანიტარიული წესებისა და ნორმების „ზედაპირული წყლების გაბინძურებისაგან დაცვის წესების“ მოთხოვნების დაცვით.

20. აუზების სააბაზანოებისა და სამეცადინოდ მოსამზადებელი დარბაზებისათვის, საქლორატორო და საოზონატორო შენობებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს ჰაერნაკადის შემწოვ-გამწოვი ვენტილაციის ჩამრთველი პულტები, რომლებიც განთავსდება ამ შენობებს გარეთ.

VI. ჰიგიენური მოთხოვნები საცურაო აუზების ექსპლუატაციის რეჟიმისადმი

1. აუზების ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფისათვის აუცილებელია აბაზანებში წყლის განახლება. სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზებში წყლის განახლება ხდება რეცირკულაციის ხარჯზე, მცირე აუზებში კი (აბაზანის ფართობით არა უმეტეს 70მ), როგორც წესი, – უწყვეტი წყლის ნაკადით.

2. რეცირკულაციით წყლის განახლებისას ხდება მისი გაწმენდა, გაუსნებოვნება და წყალსადენის წყლის დამატება უწყვეტად, არანაკლებ 10%-ისა აუზის მუშაობის ყოველ 8 სთ-ში.

3. მცირე აუზებში (სკოლამდელი და სკოლის დაწესებულებთან არსებულ, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში, საბანაო კომპლექსებში, საუნებში და სხვ.) წყლის გამოცვლა დასაშვებია წყალსადენის წყლის უწყვეტი ნაკადით. ამასთან, საბავშვო აბაზანებში წყლის მთლიანად შეცვლის დრო არა უმეტეს 8 საათია, დანარჩენ აუზებში არა უმეტეს 12 სთ.

4. სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულებების აუზებს თუ არ მიეწოდება წყალსადენის წყლის უწყვეტი ნაკადი, მაშინ ადგილობრივ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით ხდება წყლის სრული შეცვლა, ხოლო „ცეროდენას“ ტიპის აუზებში (დამატებითი გაუსნებოვანების გარეშე) – ყოველი სეანსის შემდეგ.

ა) ბავშვთა გამაჯასაღებელ სეზონურ-საზაფხულო დაწესებულებებში საჭირო რაოდენობის სასმელი წყლის ხარისხის მქონე წყალსადენის წყლის არარსებობის შემთხვევაში, ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლით, ასევე ზღვის წყლით პერიოდული შევსების აუზების მოწყობა დასაშვებია სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით, წინამდებარე წესებში მითითებული 6.4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით.

5. აბაზანის, თუ ის არ არის ავსებული გადასასხმელი ღარის პირამდე. მოხმარება დაუშვებელია.

6. სპორტული ცურვისათვის წყლის ბილიკების სიგანე უნდა იყოს 2,5 მ, გამაჯანსაღებელი ცურვისათვის კი არანაკლებ 1,6 მ-ისა, ამასთან ერთად განაპირა ბილიკებსა და აბაზანის კედლებს შორის ტალღის გასაქრობად და საქაფე ვარცლებისაკენ წყლის ჩასადენად საჭიროა თავისუფალი წყლის ზოლი, პირველ შემთხვევაში სიგანით 0,5, მეორე შემთხვევაში კი – 0,25 მ-მდე.

7. წყლის ბილიკის მოვარჯიშეებით დატვირთვა განისაზღვრება აუზის გამტარუნარიანობის მოთხოვნით (კაცი/ცვლაში) და წყლის სარკის ფართით ერთ კაცზე (იხ. ცხრილი 1).

8. შენობის დეზინფექციისა და მიმდინარე დასუფთავებისათვის ცვლებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 15 წთ.

VII. წყლის გაუსნებოვნება

1. აუცილებელია საცურაო აუზებში მიწოდებული წყლის გაუსნებოვნება.

2. სპორტული და სპოტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულების მქონე აუზებისათვის გაუსნებოვნების ძირითადი მეთოდებიდან შეიძლება ქლორირების, ბრომირების, ოზონირების გამოყენება, ასევე ულტრაიისფერი დასხივება, დოზით არანაკლებ 16 მჯ/სმ2, დანადგარის ტიპის მიუხედავად.

3. გაუსნებოვანების საიმედოობის გაზრდისათვის მიზანშეწონილია მეთოდების კომბინირება, ამასთან, გაუსნებოვანების ყველაზე მაღალი ეფექტი მიიღწევა ქლორირებასთან კომბინაციით, რომელიც უზრუნველყოფს აუზების წყალში ნარჩენი ქლორის შემცველობის მუდმივობას (გააჩნია პროლონგირების უნარი), უწყვეტნაკადიან წყლის აუზებისათვის რეკომენდებულია გაუსნებოვნების ფიზიკური მეთოდები (კერძოდ, ულტრაიისფერი დასხივება).

4. გაუსნებოვნების სხვა მეთოდების გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მათი საიმედოობა და უსაფრთხოება დასაბუთებულია სპეციალური ტკექნოლოგიური და ჰიგიენური გამოკვლევებით.

5. წყლის ქლორირებისა და ბრომირებისას წყალს უმატებენ დეზინფექტანტის კონცენტრირებულ ხსნარს: გამდინარე სისტემის შემთხვევაში – მილსადენში, რეცირკულაციისა – გაფილტვრის წინ, ოზონით ან ულტრაიისფერი დასხივებით გაუსნებოვნებისას – გაფილტვრის შემდეგ. გაიმაუსნებოვნებული რეაგენტის სამუშაო დოზა განისაზღვრება მისი ნარჩენი კონცენტრაცის მუდმივი შენარჩუნებით, მე-3 ცხრილის შესაბამისად;.

6. თუ აუზის მუშაობისას ხანგრძლივი ინტერვალი 2-სთ-ზე მეტია, დასაშვებია წყალში გამაუსნებოვნებელი ნივთიერებების შემცველობის მომატება, შემდენგ ნარჩენ კონცენტრაციამდე: თავისუფალი ქლორი -1,5მგ/დმ3, ბმული ქლორი -2,0მგ/დმ3, ბრომი-2,0მგ/დმ3, ოზონი -0,5მგ/დმ3. მოვარჯიშეთა მიღებისას ჩამოთვლილი რეაგენტების ნარჩენი რაოდენობების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს მე-3 ცხრილში მითითებულ რაოდენობებს.

7. საცურაო აუზების წყლის გაუსნებოვნებისათვის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაშვებული რეაგენტები მითითებულია მე-2 დანართში. სხვა გამაუსნებოვნებული რეაგენტები შეიძლება გამოიყენებოდეს სასმელ წყალმომრაგებაში დადებითი ჰიგიენური შეფასებისა (ჰიგიენური სერტიფიკატი) და შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ წინამდებარე წესების 5.8.4 პუნქტის გათვალისწინებით.

VIII. მოთხოვნები აბაზანებისა და სათავსების დასუფთავებისა

 და დეზინფექციისადმი

1. ყოველდღიური დასუფთავება უნდა ხდებოდეს სამუშაო დღის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე სეანასებს შორის შესვენებებზე. ყოველდღიური დასუფთავსებისას დეზინფექციას ექვემდებარება ტუალეტები, საშხაპეები, გასახდელები, შემოსავლელი ბილიკები, სკამები, კარების სახელურები. დასუფთავებისა და დეზინფექციის გრაფიკის დამტკიცება ხდება აუზის ადმინისტრაციის მიერ.

2. გენერალური დასუფთავება პროფილაქტიკური რემონტითა და შემდგომი დეზინფექციით უნდა ჩატარდეს არანაკლებ თვეში ერთხელ, რომლის დროსაც ხდება სათავსების დასუფთავება, დეზიფექცია და დერატიზაცია.

3. აუზების სანიტარიული დამუშავება, რომელშიც შედის წყლის მთლიანი გამოცვლა, მექანიკური გაწმენდა და დეზინფექცია, ტარდება ადგილობრივ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებულ ვადებში. აუზის აბაზანების (ძირითადად ღია) კედლებზე წყალმცენარეების მოდების წინააღმდეგ ბრძოლისათვის და მათი წმენდის გასაადვილებლად აბაზანის წყალში პერიოდულად ემატება შაბიამნის CuSO4 1,0-5,0მგ/დმ3. კონცენტრაციის ხსნარი ან სხვა დასაშვები რეაგენტები, წინამდებარე წესების 3.4 პუნქტის გათვალისწინებით.

4. წყლის გაშვების და მექანიკური გაწმენდის შემდეგ, აუზის აბაზანის დეზინფექცია უნდა ხდებოდეს მორწყვის ორჯერადი მეთოდით, თავდაპირველად დეზინფექტანტის 0,6-0,8 ლ/მ2 რაოდენობით, ხოლო შემდგომ აქტიური ქლორის 100 მგ/დმ3 კონცენტრაციის ხსნარით, სადენზინფექციო ხსნარი ჩაირეცხება ცხელი წყლით, მისი გაშვებიდან არაუდრეს 1 სთ-ისა.

ა) აუზის წყალში ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირების აღმოჩენისას აბაზანას ამუშავებენ ბორისმჟავის 10%-იანი ხსნარით. ექსპოზიციის დრო – 2 საათი.

ბ) აბაზანების დეზინფექცია შეიძლება ჩატარდეს სპეციალურად მომზადებული აუზის მომსახურე პერსონალის მიერ, ან ადგილობრივი სადენზიფექციო ბაზების ძალებით.

5. სათავსების დასამუშავებლად შეიძლება ჰიგიენური სერტიფიკატის მქონე ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული მე-2 დანართში მითითებული პრეპარატების გამოყენება.

IX. მოთხოვნები სათავსების გათბობის, ვენტილაციის,

მიკროკლიმატისა და გარემოს ჰაერისადმი

1. გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემები უნდა უზრუნველყოფდნენ საცურაო აუზის სათავსების მიკროკლიმატისა და ჰაერის გარემოს ოპტიმალურ პარამეტრებს (იხ. მე-2 ცხრილი).

2. ფანჯრებიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრის თავიდან ასაცილებლად გასათბობი მოწყობილობები უნდა განლაგდეს ფანჯრების ქვემოთ. ცურვისწინა სამეცადინო დარბაზში გათბობის მილგაყვანილობა განლაგებული უნდა იყოს იატაკიდან 2,0 მ-ის სიმაღლეზე, დაცული ბადეებით ან პანელებით, რომლებიც კედლის სიბრტყეს არ უნდა სცილდებოდეს და იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების საშუალებას.

3. მოცურავეების სუნთქვის ზონაში თავისუფალი ქლორის კონცენტრაცია ჰაერში არ უნდა აღემატებოდეს 0,1 მგ/მ3 , ოზონისა კი 0,16 მგ/მ3-ს.

4. ჰაერის შემწოვ-გამწოვი ვენტილაციის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელია მათზე სპეციალური ორგანიზაციების სისტემატური კონტროლი (არანაკლებ წელიწადში ერთხელ).

5. წყლის ზედაპირის განათების უმცირეს დონედ დაიშვება 100 ლუქსი, წყალში ხტომის აუზებში – 150 ლუქსი, წყალბურთისათვის კი 200 ლუქსი. ყველა აუზში, გარდა სამუშაო განათებისა, უნდა იყოს ავტონომიური საავარიო განათება, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ზედაპირის განათებას არანაკლებ 5 ლუქსისა.

6. დარბაზებში ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 60 დბ-ს, ვარჯიშებისა და შეჯიბრებების ჩატარებისას კი ხმაურის ზღვრული დონე დასაშვებია შესაბამისად 82 დბ-ი და 110 დბ-ი.

X. მოთხოვნები მოვარჯიშეებისა და მომსახურე

 პერსონალის პირადი ჰიგიენისადმი

1. აუზის პერსონალმა (მედიცინის მუშაკები, მწვრთნელები, ცურვის ინსტრუქტორები) სამსახურში მიღებისას უნდა გაიაროს წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. სამედიცინო შემოწმების შედეგები ფიქსირდება სამედიცინო წიგნაკში, რომელიც უნდა ინახებოდეს აუზის ადმინისტრაციაში.

2. აუზში სავარჯიშოდ დაიშვება მხოლოდ ის პირი, რომელსაც ჩაუტარდა წინაწარი სამედიცინო შემოწმება პოლიკლინიკის ექიმის მიერ. სამედიცინო ნებართვის მოქმედების ვადაა არა უმეტეს 1 წელი. ნებადართულია აუზებზე ერთჯერადი დაშვება აუზის ექიმის გასინჯვის შემდეგ.

3. მოყვარულთათვის აუზის დარბაზში შესვლა ნებადართულია საშხაპის შემდეგ. აკრძალულია:

ა) მინის ჭურჭლით თხევადი საპნის გამოყენება ჭრილობების თავიდან აცილების მიზნით;

ბ) აუზში შესვლამდე სხვადასხვა მალამოს კანზე წასმა;

გ) აუზის დარბაზში პირსახოცის, საპნისა და ღრუბლის შეტანა.

4. აუზის პერსონალმა უნდა გააკონტროლოს მოყვარულების მიერ აუზით სარგებლობის წესების დაცვა, რომელიც შეთანხმებულია სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახურთან და დამტკიცებულია აუზის ადმინისტრაციის მიერ. აკრძალულია მომსახურე პერსონალის საშხაპეებში, აუზებსა და წინაწარი სწავლების დარბაზებში შესვლა სპეციალური ფეხსაცმლის გარეშე.

XI. მოთხოვნები წყლის ხარისხისადმი

1. მიუხედავად აუზში არსებული წყლის ცვლის სისტემისა, აუზის აბაზანისათვის მიწოდებული წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის სასმელი წყლის ხარისხისადმი წაყენებულ ჰიგინურ მოთხოვნებს;

ა) შენიშვნა: ხარისხიანი სასმელი წყლის დეფიციტის პირობებში, რომელიც არ შეესაბამება „სასმელი წყალი. ჰიგინური მოთხოვნები სასმელი წყალმომრაგების ცენტრალიზებული სისტემების წყლის ხარისხისადმი. ხარისხის კონტროლი“ სანწდან-ის მოთხოვნებს, ხარისხის კონტროლი წარმოებს მინერალური შემადგენელობის მაჩვენებლებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის ორგანოლეპტიკურ თვისებებზე. ამგვარი წყლის მოხმარება დასაშვებია სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით.

2. საცურაო აუზებისათვის ზღვის წყლის წყალსაღებ ადგილებში ფიზიკურ-ქიმიური და ბაქტერიოლოგიური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს „მოსახლეობის წყალმომრაგების ადგილებში ზღვის სანაპირო წყლის დაცვა გაბინძურებისაგან“ სანწდან-ით გათვალსწინებულ ჰიგინურ მოთხოვნებს.

3. როგორც სასმელი წყლის, ასევე ზღვის წყლის შემცველი აუზების ექსპლუატაციისას აბაზანაში არსებული წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს მე-3 ცხრილში მითითებულ მოთხოვნებს.

4. პერიოდული შევსების სეზონურ აუზებში, წყალსადენის წყლის არ არსებების დროს, სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ტერიტორიულ სამსახურებთან შეთნხმებით დაიშვება იმ ზედაპირული ან მიწისქვეშა წყაროს წყლის გამოყენება, რომელიც შეესაბამება „მოსახლეობის წყალმომრაგების ადგილებში ზღვის სანაპირო წყლის დაცვა გაბინძურებისაგან“. სანწდან-ის მოთხოვნებს, წყლის ყოველდღიური შეცვლით.

XII. საწარმოო კონტროლი საცურაო აუზების ექსპლუატაციის პროცესში

1. საცურაო აუზების წყლის ხარისხის საწარმოო-ლაბორატორიული კონტროლი ტარდება წინამდებარე წესების 6.3. პუნქტის შესაბამისად, ქვევით მოცემული მაჩვენებლების განსაზღვრით და ნიმუშის აღების შემდეგი ჯერადობით:

ა) ძირითადი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები (კოლიფორმული ბაქტერიები, თერმოტოლერანტული კოლიფორმული ბაქტერიები, კოლიფაგი და ლეციტინაზა დადებითი სტაფილოკოკები), ასევე ამონიუმის აზოტის, ქლორიდების და აუზის წყლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის გამოყენებული რეაგენტების ნარჩენი რაოდენობის შემცველობა – 10 დღეში ერთხელ;

ბ) ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები ( სიმღვრივე, ფერიანობა, სუნი) – დღეში ერთხელ, დღის ან საღამოს საათებში;

გ) გამაუსნებოვნებელი რეაგენტების (ქლორი, ბრომი, ოზონი) ნარჩენი რაოდენობის შემცველობა, ასევე წყლისა და ჰაერის ტემპერატურა – აუზის მუშაობის დაწყების წინ და შემდგომ – საათში ერთხელ.

2. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ადგილობრივ სამსახურთან შეთანხმებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წყლის ნიმუშის აღების ჯერადობა და მაჩვენებლების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს აუზის სახეობის (დანიშნულების) და მისი ექსპლუატაციის პირობების მიხედვით.

3. ანალიზებისათვის წყლის ნიმუშს იღებენ აუზის წყალმცირე და ღრმა ნაწილებში, არანაკლებ 2 წერტილში, წყლის ზედაპირიდან 25-30 სმ სიღრმეზე.

4. აუზებთან თუ არ არსებობს საწარმოო ანალიზური ლაბორატორიები, წყლის ხარისხის კონტროლი შეიძლება ჩატარდეს ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სისტემაში აკრედიტებული და ატესტირებულ ლაბორატორიებში.

5. საწარმოო ლაბორატორიული კონტროლის დროს ანალიზის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში, თუ აუზის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ზომების შემდეგ განმეორებითი კვლევისას არ გამოსწორდა წყლის ხარისხის მაჩვენებლები, აუცილებელია ადგილობრივი სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ინფორმირება, რათა დაისვას საკითხი დამატებითი მიკრობიოლგიური და პარაზიტოლოგიური კვლევის, გენერალური დასუფთავების ან აუზის დახურვის შესახებ.

XIV. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა საცურაო აუზების ექსპლუატაციისადმი

1. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ აუზის გამოკვლევა ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ (გენერალური დასუფთავების ჩატარების დროის მიუხედავად) კვლევის ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით, სანიტარულ- ბაქტერიოლოგიური ანალიზისათვის ზედაპირიდან ჩამონარეცხებისა და წყლის ნიმუშების აღებით.

2. საწარმოო ლაბორატორიული კონტროლისას და სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჩატარებული შერჩევითი ლაბორატორიული კონტროლის სტაბილური შედეგების შემთხვევაში, რომელიც შეესაბამება წინამდებარე სანწდან-ის მოთხოვნებს, აუზის კვლევა შეიძლება ჩატარდეს კვარტალში ერთხელ.

3. კოლიფორმულ ბაქტერიებზე ბაქტერიოლოგიური ანალიზის ჩასატარებლად ჩამონარეცხები აიღება: აუზის აბაზანის სახელურებიდან, გასახდელებში საკამებიდან, საშხაპეების იატაკიდან, გასახდელიდან საშხაპეში გამავალი კარების სახელურებიდან ზედაპირებიდან.

4. კვლევის არადამაკმაყოფილებელი შედეგების მიღებისას აუცილებელია გენერალური დასუფთავების ჩატარება, შენობისა და ინვენტარის დეზინფექცია და შემდგომ ჩამონარეცხების აღება ანალიზისათვის.

5. აუზების დათვალიერებისას მოწმდება:

ა) დამსწრეთა ფაქტობრივი რაოდენობისა და აუზის დატვირთვის ნორმების შესაბამისობა (ცხრილი 1);

ბ) პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;

გ) პერსონალის სამუშაოზე მიღებისას წინასწარი და პერიოდული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ მიღებული სამედიცინო წიგნაკები;

დ) აუზით სარგებლობის წესები მოყვარულთათვის;

ე) მოყვარულთა ნაკადურობის პრინციპის დაცვა;

ვ) საშხაპე ბადეებისა და ფეხის აბაზანების მუშაობა, ასევე საშხაპეებში, ტუალეტებში, შემოსასვლელ ბილიკებზე ნახმარი წყლების გასაშვები ტრაპების მდგომარეობა;

ზ) მიკროკლიმატის პარამეტრები (ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე) (ცხრილი 2);

თ) სპეციალიზებულ ლაბორატორიაში ვენტილაციის სისტემის ეფექტური მუშაობის გამოკვლევის აქტი;

ი) სპეციალურ ჟურნალში რეცირკულაციური სისტემის არსებობისას წყალგამწმენდი ნაგებობების მდგომარეობა და ფილტრების ჩარეცხვის აღრიცხვიანობა;

კ) აუზის აბაზანის წყლით შევსება;

ლ) აბაზანების წყლის ხარისხის საწარმოო ლაბორატორიული კონტროლის შედეგები, დამოწმებული საცურაო აუზების სამედიცინო პერსონალის მიერ;

მ) მიწოდებული წყლის და ექსპლუატაციის პროცესში აუზის აბაზანების წყლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი უნდა ხდებოდეს წინამდებარე სანწდან შესაბამისად, არანაკლებ თვეში ერთხელ;

ნ) კვლევის ჩასატარებლად წყლის ნიმუშების აღება ხდება აუზის აბაზანის იმ წერტილებში, რომლებიც მითითებულია ამავე თავის მე-3 პუნქტში წყლის ნიმუშების აღება ხდება ასევე:

ნ.ა) რეცირკულარული სისტემის დროს – გაფილტვრამდე და გაფილტვრის შემდეგ;

ნ.ბ) აბაზანებში – გამდინარე სისტემისას ან წყლის პერიოდული ცვლის დროს;

ნ.გ) ზღვისწყლიან აუზებში – გამწმენდ ნაგებობაზე;

6. მხედველობაში მისაღებია, რომ წყლის ქლორირებისას შესაძლებელია ჰალოგენშემცველი ორგანული ნაერთების, ხოლო ოზონირებისას კი – ალდეჰიდების წარმოქმნა, ამიტომ თვეში არანაკლებ ერთხელ მაინც საჭიროა ქლოროფორმის (დაქლორვისას) ან ფორმალდეჰიდის (ოზონირებისას) რაოდენობის კონტროლი, რომლებიც ინდიკატორის როლს ასრულებენ. წყალმომარაგების წყლის ხარისხიდან და მითითებული შენაერთების შემცველობაზე არანაკლებ 2 წლის კონტროლის შედეგებიდან გამომდინარე, გამოკვლევების სიხშირე შეიძლება შემცირდეს.

ა) აღნიშნული ნაერთების რაოდენობების ზდკ-ის ნომერზე ზევით მუდმივად აღმოჩენის შეთხვევაში საჭიროა წყლის გაუსნებოვნების ალტერნატიული მეთოდების გამოყენება (ულტრაიისფერი დასხივება ან ფიზიკური მეთოდები).

7. სამ თანამიმდევრულად აღებულ ნიმუშში ძირითადი მიკრობილოგიური მაჩვენებლების (ცხრილი 3) არადამაკმაყოფილებელი შედეგების მიღებისას აუცილებელია დამატებით მიკრობიოლოგიური და პარაზიტოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ბაქტერიულ და ვირუსულ ნაწლავურ ინფექციებზე, აგრეთვე კანისა და სოკოვან დაავადებებზე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამომწვევის შერჩევა ხდება ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ეპიდჩვენების მიხედვით, თუ პარაზიტული დაავადებების გავრცელება დაკავშირებულია საცურაო აუზთან. ეპიდჩვენებით საცურაო აუზებში პარაზიტული დაავადებების გავრცელებისას უნდა განხორციელდეს 1089 13.08.86. ბრძანებით გათვალისწინებული „ქვეყანაში ჰელმინთოზებთან ბრძოლის გაძლიერებაზე“ ღონისძიებები.

8. მიკრობიოლოგიური და პარაზიტოლოგიური მაჩვენებლების არადამაკმაყოფილებელი შედეგების მიღებისას, აუზი უნდა დაიკეტოს (ცხრილი 3). აუცილებელია აუზის აბაზანაში წყლის მთლიანი შეცვლა მისი მექანიკური გაწმენდითა და დეზინფექციით, შემდგომ კი ანალიზისათვის წყლის ნიმუშების აღება.

ა) აუზის აბაზანებში გამომწვევი პარაზიტული დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია მომსახურე პერსონალსა და მოყვარულებს ჩაუტარდეთ ჰელმინთების კვერცხებსა და ნაწლავური უმარტივესების ცისტას არსებობაზე გამოკვლევა.

9. აუზი იხსნება სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ადგილობრივ სამსახურთან შეთანხმებით ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიღების შემდეგ, რომლებიც ადასტურებენ მათ შესაბამისობას მოცემულ წესებთან.

                                                      

 ცხრილი 1.

სხვადასხვა სახის აუზის ზომები და გამტარუნარიანობა

აუზის სახეობა (დანიშნულება)

აუზის აბაზანის ზომები

სიღრმე (მ)

გამტარუ-

ნარიანობა (კაცი/

ცვლაში)

წყლის სარკის ფართი კაცზე/მ2

 

სიგრძე

(მ)

სიგანე (მ)

 

 

 

 

 

 

წყალმ-

ცირე ნაწილში

ღრმა ნაწილში

 

 

სპორტული

50

25

21-25

8,5-16

ფსკერის დაქანება არანაკლებ *

0,01

0,01

96-120

24-48

10,4-

10,9

გამაჯანსაღე-

ბელი

50

25

16-15

2,1-25

8,5-16

6,0-11,0

1,2

1,2

1,2

1,8

1,8

1,45

120-160

40-64

18-48

8-7,9

5,3-6,3

5,7-5,3

საბავშვო:

14 წელზე

უმცროსი ასაკისა

10-14 წლისა

7-10 წლისა

4-7 წლისა

1-4 წლისა

1 წლამდე

ასაკის

(აუზი ცეროდენა“)

 

 

10-12,5

10-12,5

10-12,5

10-12,5

6-7

1,7-10

 

 

6

6

6

6

3

0,6-6

 

 

0,9

0,8

0,6

0,7

0,6

0,5

 

 

1,25

1,05

0,85

0,9

0,8

 

 

15

15

15

15

4-5

1-15

 

 

4-5

4-5

4-5

4-5

4

1-4

 

 

 

 

0,5

 

 

გამაგრილებელი:

აბანოსთან არსებულის ფართი 20-40 მ2 1,2

საუნებთან არსებული ფართი 10 მ2 და მეტი 1,5

 

 

*აუზის სიღრმე დამოკიდებულია მის სპორტულ დანიშნულებაზე (წყალში ხტომა, წყალბურთი სპორტული ცურვა)

 

 ცხრილი 2

ჰიგიენური მოთხოვნები დახურული საცურაო აუზების ძირითადი სათავსების მიკროკლიმატის პარამეტრებისადმი

შენობის დანიშნულება

წყლის ტემპერა-

ტურა

C0

ჰაერის ტემპერატურა C0

ფარდო-

ბითი ტენიანობა %

ჰაერმომცველის პარამეტრები სთ-ში

ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, მ/წ

 

 

 

 

ჰაერნაკადის შემწოვი

ჰაერნა-

კადის გამწოვი

 

აბაზანები უფროსებისათვის

24-26

აბაზანები ბავშვებისათვის

30

აუზის აბაზანების დარბაზები

წყლის ტემპერატუ-რაზე 1-20 მეტი

არა უმეტეს 60%-სა

არანაკლებ 80მ3/სთ 1 მოვარჯიშეზე

არანაკლებ 20მ3/სთ 1 მაყურებელზე

არა უმეტეს 0,5

სავარჯიშოდ მოსამზადებელი დარბაზი

18

არ ნორმირ-

დება

არანაკლებ 80მ3/სთ, 1 მოვარჯიშეზე

არა უმეტეს 0,2

 

 

 

 

ჰაერმიმოცვლის ჯერადობა 1 სთ-ში.

 

გასახდელი

25

–“–

ბალანსის მიხედვით საშხაპეების გათვალის-

წინებით

2 (საშხაპე-

ებიდან)

არ ნორმირ-

დება

საშხაპეები

25

–“–

5

10

–“–

სამასაჟოები

22

–“–

4

5

–“–

საუნის კამერა

არა უმეტეს 120

–“–

5

(საუნის კამერის პერიოდუ-

ლი მოქმედე-

ბისას. ხალხის არყონის დროს)

–“–

ლაბორატორია წყლის ანალიზებისათვის

18

–“–

2

3

–“–

შენიშვნა: ღია აუზებში წყლის ტემპერატურის დონე იყოს დაცული ზამთარში 28C0,ზაფხულში - 27C0 ცურვის შემსწავლელთათვის - 29C0.

 

 ცხრილი 3

XV. აუზის აბაზანებში წყლის ხარისხის

მაჩვენებლები და ნორმტივები

მავენებლები

ნორმატივები

ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები

სიმღვრივე მგ/დმ, არა უმეტეს

2

ფერი გრადუსებში, არა უმეტეს

2

სუნი ბალებში, არა უმეტეს

3

ამონიუმის აზოტი, მგ/დმ3

დაიშვება არა უმეტეს 2-ჯერ მომატება საწყის შემცველობასთან შედარებით

ქლორიდები, მგ/დმ3

დაიშვება მომატება არა უმეტეს 200 მგ/დმ3 – ით საწყის შემცველობასთან

ნარჩენი ქლორი:

თავისუფალი, მგ/დმ3

 

არა უმეტეს 0,5

ნარჩენი ოზონი მგ/დმ3

არა უმეტეს 0,1

ნარჩენი ბრომი, მგ/დმ3

არა უმეტეს 0,8-1,5

ძირითადი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები

კოლიფორმები 100 მლ-ში

არ უნდა აღმოჩნდეს

თერმოტოლერანტული კოლიფორმები 100 მლ-ში

არ უნდა აღმოჩნდეს

კოლიფაგი 100 მლ-ში, არა უმეტეს

2

ლეციტინაზოდადებითი სტაფილოკოკები 1000 მლ-ში

არ უნდა აღმოჩნდეს

დამატებითი მიკრობიოლოგიური და პარაზიტოლოგიური მაჩვენებლები

ინფექციური დაავადებების აღმძვრელები 100 კლ-ში

არ უნდა აღმოჩნდეს

ლურჯჩირქმბადი ჩხირები 1000 მლ-ში

–––“–––

ლამბლიების ცისტები 50 ლ-ში

–––“–––

ჰელმინთების კვერცხები და ჭუპრები 50 ლ-ში

–––“–––

 

1. შენიშვნები:

ა) საერთო ნარჩენი ქლორის 0,8-1,2 მგ/დმ3კონცენტრაციისას დასაშვებია თავისუფალი ნარჩენი ქლორის შემცველობა არანაკლებ 0,3 მგ/დმ3-ისა;

ბ) აუზის აბაზანებში 1-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის დასაშვებია თავისუფალი ნარჩენი ქლორის შემცველობა 0,1-0,3 მგ/დმ3, იმ პირობით, რომ 100 მლ წყალში კოლიფაგი არ უნდა აღმოჩნდეს;

გ) წყლის ქლორით (ღამე) და ოზონით (დღისით) გაუსნებოვანებისას ნარჩენი ქლორის რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 0,4 მგ/დმ3, ხოლო ოზონისა – არანაკლებ 0,1 მგ/დმ3 ;

დ) ულტრაიისფერი დასხივებისა და ქლორირების ერთდროული გამოყენებისას საერთო ნარჩენი ქლორის შემცველობა შეიძლება დაწეული იყოს 0,3 მგ/დმ3-მდე;

ე) წყლის ნატრიუმის ჰიპოქლორიტით (მიიღება სუფრის მარილის ელექტროლიზით) გაუსნებოვანებისას დასაშვებია ქლორიდების კონცენტრაციის მომატება 700 მგ/დმ3-მდე;

ზ) ზღვისწყლიან აუზებში ამონიუმის აზოტი და ქლორიდები არ ნორმირდება.

XVI. ინფექციური დაავადებები, რომლებიც გადადის საცურაო აუზების წყლის მეშვეობით

დანართი 1

(საცნობარო)

დაავადებები

წყლის ფაქტორთან კავშირის ხარისხი

1.

ადენოვირუსული ფარინგოკონიუნქტიური ციება

+++

2.

ეპიდერმოფიტია („მოცურავეთა მუნი“)

+++

3.

კოკსაკის ინფექცია

++

4.

დიზენტერია

++

5.

ოტიტები, სინუსიტები, ტონზილიტები, კონიუნქტივიტები

++

6.

კანის ტუბერკულოზი

++

7.

კანის სოკოვანი დაავადება

++

8.

ლეგიონელოზი

++

9.

ამებური მენინგოენცეფალიტი

+

10.

პოლიომიელიტი

+

11.

ტრაქომა

+

12.

კონტაგიოზური მოლუსკი

+

13.

გონორეული ვულვოვაგინიტი

+

14.

ასკარიდოზი

+

15.

ტრიქოცეფალოზი

+

16.

ენტერობიოზი

+

17.

მწვავე სალმონელოზური გასტროენტერიტი

+

კავშირი წყლის ფაქტორთან:

+++ - მაღალი;

++ - მნიშვნელოვანი;

+ - შესაძლებელი;

 

 

XVII. გამაუსნებოვნებელი საშუალებანი და სადიზენფექციო პრეპარატები

 დანართი 2

 (სარეკომენდაციო)

1. საცურაო აუზების წყლის გაუსნებოვანებისათვის

ა) ქლორი, გაზის სახით;

ბ) ქლორიანი კირი (სახელმწიფო სტანდარტი 1692-58 ტ.პ.);

გ) კალციუმის ჰიპოქლორიტის მარილი (ორსამფუძიანი მარილი), სახელმწიფო სტანდარტი 392-73 სტ);

დ) დიქლორიზოციანური მჟავას ნატრიუმის მარილი (ტპ.6-02. 860-74);

ე) კალციუმის ჰიპოქლორიტი ეიტრალური მარკისა A (სახელმწიფო სტანდარტი 25263-82 და სახელმწიფო ს.ტ. 25263-89);

ვ) კალციუმის ჰიპოქლორიტი ტექნიკური მარკის A (სახელმწიფო სტ. 22086-76; ტ.პ. 6-1-1287-84, N1 ცვლილებებით);

ზ) ლითიუმის ჰიპოქლორიტი (ტ.პ. 601-896-74);

თ) დიქლორანტინი (ტ.პ. 6-01-672-79 N1 და N2 ცვლილებებით);

ი) დიბრომანტინი (ტ.პ. 6-01-827-73).

2. შენობებისა და ინვენტარის პროფილაქტიკური დეზინფექციისათვის (წყალხსნარები)

ა) ქლორიანი კირი (0,2-0,3%);

ბ) ქლორამინი (0,5%);

გ) ნირტანი (3,0%);

დ) ნატრიუმი ჰიპოქლორიტი ტექნიკური მარკით A და В (0,1-0,2%);

ე) კომპოზიცია: ქლორდეზინი (0,5%) და სულფოქლორატინი (0,2).

3. აუზების აბაზანების დეზინფექციისათვის წყლის დაცლის შემდეგ გამოსაყენებელი წყალხსნარები:

ა) ქლორიანი კირი (გამჭვირვალე 1%);

ბ) ქლორდეზინი (5,0%);

გ) ნირტანი (3,0%).

 

XVIII. ბიბლიოგრაფია

1.    სამშენებლო ნორმები და წესები სნდაწ 2.08.02.-89 „საზოგადოებრივი შენობები და ნაგებობები”;

2.    სანიტარიული ნორმებისა და წესების დამხმარე ცნობარი 2.08.02.-89 „აუზების პროექტირება“ (მ. 1991);

3.    სანიტარიული წესები და ნორმები 2.04.02-84 „წყალმომარაგება. გარეთა ქსელები და ნაგებობები” (მ.1985);

4.    სანიტარიული წესები და ნორმები №4630-88 „გაბინძურებისაგან ზედაპირული წყლების დაცვის წესები”;

5.    „სამეურნეო-სასმელი წყალმომარაგების პრაქტიკაში გამოყენებისათვის რუსეთის სახელმწიფო სანეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის მიერ დაშვებული მასალების, რეაგენტებისა და მცირეგაბარიტიანი გამწმენდი დანადგარების ჩამონათვალი”. №01-19/32-11 23.10.92;

6. სახელმწიფო სტანდარტი 2874-82 „სასმელი წყალი. ხარისხზე ჰიგიენური მოთხოვნა და კონტროლი”;

7.    წყლის პრობლემებზე ტექნიკური ჩანაწერები (საფრანგეთი, 1983);

8.    რეკომენდაციები: წყლის გაუსნებოვნებაზე, დამხმარე სათავსების დეზინფექციაზე და საბანაო საცურაო აუზების ექსპლუატაციის სანიტარიულ რეჟიმზე, № 1229-75;

9.    მეთოდური მითითებები – „დიბრომანტინის გამოყენებით საცურაო აუზების წყლის გაუსნებოვნება” № 1938-78;

10.  მეთოდური მითითებები – დიქლორანტინის გამოყენებით საცურაო აუზების წყლით გაუსნებოვნება № 28-6/17 02.06.87;

11.  მეთოდური მითითებები – „საცურაო აუზების ქლორირებით წყლის გაუსნებოვნება 5,5-დიმეთილ-გიდანტიონის არსებობისას” №15-6/3 25.12.88.

12.  მეთოდური მითითებები – „სპორტულ-საცურაო აუზებში პროფილაქტიკური დეზინფექციის ჩასატარებლად”. №28-2/6 31.03.80;

13.  „სანიტარიული წესები ფიზიკური კულტურისა და სპორტის მოწყობასა და სამედიცინო ადგილების შენახვაზე” № 1567-76;

14.  „საცურაო აუზებზე სანიტარიული ზედამხედველო-ბის სრულყოფა” (დ.ი. გოლოვანი, გ.ვ. ტოლსტონიატოვა, ლ.ი. სუხნენკო), „ჰიგიენა და სანიტარია, №8, 1989;

15.  „ინსტრუქციულ-მეთოდური მითითებები ზღვის წყლის მქონე საცურაო აუზების მოწყობაზე, ექსპლუატაციაზე და სანიტარიულ კონტროლზე” №1437-76 5 ივლისი 1976წ.

16.  საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება №1089 13.08.86. “ქვეყანაში ჰელმინთოზებთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ”;

17.  სანიტარიული წესები და ნორმები №2.1.4.559-96 „სასმელი წყალი. ჰიგიენური მოთხოვნები ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის სასმელი წყლის ხარისხისადმი. ხარისხის კონტროლი”.

18.  Гигиенические требования к устройству, эксплуатации и качеству воды плавательных бассейнов. Санитарные правила и нормы СанПин

19.  2.1.2.568-96.