დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
“სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ” | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 308/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/08/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 91, 27/08/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.11.119.004.931 |
სახელწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.931
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება № 308/ნ
2001 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
სკოლამდელი და ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ
სკოლამდელ და ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა სწავლების პროცესის ოპტიმალურად წარმართვის, მავნე ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებისაგან მოზარდი ორგანიზმის დაცვის მიზნით ”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმირების სახელმწიფო სისტემის ნორმატიული დოკუმენტები, სკოლამდელი და ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარიული წესებისა და ნორმების შესახებ:
ა) „ჰიგიენური მოთხოვნები ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების მოწყობისა და ექსპლუატაციისადმი“ – სანიტარიული წესები და ნორმები (დანართი1);
ბ) ჰიგიენური მოთხოვნები ექვსი წლის ბავშვთა სწავლების ორგანიზებისადმი“ – სანიტარიული წესები და ნორმები (დანართი2);
გ) „ჰიგიენური მოთხოვნები მოსწავლეთა სწავლების პირობებისადმი სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში“ – სანიტარიული წესები და ნორმები (დანართი 3);
დ) „ჰიგიენური მოთხოვნები პერსონალური ელექტროგამომთვლელი მანქანების ვიდეო-დისპლეური ტერმინალების მოწყობის, აღჭურვის, შენახვისა და სამუშაო რეჟიმისადმი ყველა ტიპის თანამედროვე ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში“ – სანიტარიული წესები და ნორმები (დანართი4).
ე) „ჰიგიენური მოთხოვნები ბავშვთა სანატორიუმების მოწყობისა და ექსპლუატაციისადმი“ – სანიტარიული წესები და ნორმები (დანართი5);
2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ა. ზოიძეს.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ჯორბენაძე
2.4.1. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები
ჰიგიენური მოთხოვნები ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების მოწყობისა და ექსპლუატაციისადმი
(საბავშვო ბაგები, საბავშვო ბაღები, საბავშვო ბაგა-ბაღები)
სანიტარიული წესები და ნორმები
სანწდან 2.4.1. 000 – 00
კარი I. ზოგადი ნაწილი
I. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე სანიტარიულ წესები და ნორმები შემუშავებულია საქართველოს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” და „განათლების შესახებ” კანონების შესაბამისად.
2. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები ვრცელდება ქალაქების, ქალაქის ტიპის დასახლებებისა და სასოფლო პუნქტების ყველა სახის ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებაზე (საბავშვო ბაგა, ბაღი, ბაგა-ბაღი) საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად.
II. ნორმატიული დამოწმებები
1. წინამდებარე სანიტარიულ წესებში გამოყენებულია დამოწმებები შემდეგ დოკუმენტებზე:
ა) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”;
ბ) საქართველოს კანონი „განათლების შესახებ”;
გ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”;
დ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის №807 ბრძანებულება „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი 1999-2005 წლების ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ”
III. ზოგადი დებულებები.
1. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები იქმნება 2 თვიდან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და კომპლექტდება ჯგუფებად, ასაკის გათვალისწინებით I ცხრილის შესაბამისად.
ცხრილი 1
2. მომსახურების ხანგრძლივობის მიხედვით ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები შეიძლება იყოს 9, 10, 12, 24 - საათიანიც ერთი დასვენების დღით 6- დღიან სამუშაო კვირაში, ან 2 დღის დასვენებით 5- დღიან სამუშაო კვირაში.
3. ბავშვთა ბაგა-ბაღები საჭიროა დაპროექტდეს ერთ, ორ, ოთხ, ექვს, რვა, თორმეტ და თოთხმეტ ჯგუფად შესაბამისად; 25,50, 95, 140, 190, 280 და 330 ადგილებით. მშენებარე ობიექტებზე ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფების რაოდენობა და თანაფარდობა განისაზღვრება დაპროექტების პროცესში.
4. საცხოვრებელ სახლებთან მიშენებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში უნდა იყოს არა უმეტეს 140 ადგილი სა . ქალაქებისა და მსხვილი დასახლებული პუნქტებისათვის საჭიროა დაპროექტდეს საბავშვო ბაგა-ბაღები არანაკლებ 140 ადგილის ტევადობით. საბავშვო ბაგა-ბაღების კომპლექს ები პროექტდება 24 და უფრო მეტ ჯგუფად 560-660 ადგილისათვის.
კარი II. ძირითადი ნაწილი
მოთხოვნები ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების ჰიგიენური მოწყობისა და სწავლა-აღზრდის ორგანიზებისადმი
IV. მოთხოვნები მიწის ნაკვეთისადმი
1. საბავშვო ბაგა-ბაღები საჭიროა განლაგდეს მიკრორაიონის განცალკევებულ მიწის ნაკვეთზე, მაგისტრალური ქუჩების, კომუნალური და სამრეწველო საწარმოებიდან 300 მ მომსახურების რადიუსით. მანძილი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობიდან წითელ ხაზამდე არ უნდა იყოს 25 მ-ზე ნაკლები, ხოლო საზღვარი მიწის ნაკვეთებსა და საცხოვრებელ ბინებს შორის შესასვლელიდან და ფანჯრებამდე არანაკლებ 10 მ-ი სა.
2. საბავშვო სკოლამდელი დაწესებულების აშენებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი სანიტარიული მანძილი: საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებიდან ჯგუფური უჯრედების ძირითადი სათავსების ფანჯრებამდე დაშორება უნდა იყოს ყველაზე მაღალი მოპირდაპირე შენობის სიმაღლის არანაკლებ 2,5.
3. მიწის ნაკვეთების ზომები შემდეგნაირად უნდა იქნეს გაანგარიშებული ერთ ადგილზე: 95-ადგილიან საბავშვო ბაგა-ბაღში – 40 კვ.მ; 140-320 ადგილზე – 35 კვ.მ; 560-660 ადგილიან კომპლექსებში – 30 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე გათვალისწინებული უნდა იყოს ჯგუფური მოედნები, საერთო სპორტული მოედანი, საერთო ფიზკულტურული მოედანი, ბოსტანი, სამეურნეო ფართობი, გამწვანება. ჯგუფური მოედნების მოცულობა განისაზღვრება შემდეგი ანგარიშით: 5 კვ.მ – 1 ბავშვზე ადრეული ასაკის I-II ჯგუფისათვის, 7,5 კვ.მ – I უმცროს ჯგუფში, 7,2 კვ.მ – სკოლამდელთათვის. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის ჯგუფური მოედნები ერთიანდება წრიულ ბილიკებად, რომლის სიგანეა 1,5 მ (ველოსიპედით სასეირნოდ; თხილამურებით სასრიალოდ).
4. საბავშვო მოედნები მოხერხებულად უნდა უკავშირდებოდეს შენობის შესასვლელს. ჯგუფური მოედნები უნდა იყოს როგორც ღია, ასევე გადახურული.
5. მოედნის მოწყობილობა უნდა ითვალისწინებდეს მოზარდის ასაკსა და სიმაღლეს, მყარად უნდა იყოს დამაგრებული. დამზადებული უნდა იყოს გლუვზედაპირიანი მაღალხარისხიანი მასალისაგან, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ტრავმას.
6. ჯგუფური მოედნები შემოფარგლული უნდა იყოს ბუჩქნარით. მოედნის 50% მაინც უნდა იყოს გამწვანებული და იცავდეს მოედანს ზედმეტი სიცხისაგან. შენობიდან 10 მ-ის მანძილზე უნდა დაირგო ს ხეები, ხოლო ბუჩქნარი – 5 მ-ზე. გამწვანება ისე უნდა შეირჩეს, რომ მთელი წლის განმავლობაში იყოს სიმწვანე. არ შეიძლება გასამწვანებლად გამოყენებულ იქნეს მომწამლავი ნაყოფის მქონე და ეკლიანი მცენარეები.
7. თუ გამწვანებული ნაკვეთები უშუალოდ აკრავს ბაღს, პარკს ან ტყის მასივს, მაშინ დასაშვებია მწვანე ნარგავების ფართობის შემცირება 50%-მდე.
8. ყოველ ჯგუფს მოედანზე უნდა ჰქონდეს საჩრდილობელი – 40 კვ.მ-ის ფართობით მზისა და წვიმისაგან დასაცავად. მისი იატაკი უნდა იყოს ხისა.
9. ჯგუფურ მოედნებს უნდა ჰქონდეს ბაგის ასაკის ბავშვებისათვის ბალახის საფარი; სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის – დატკეპნილი ნიადაგი.
10. სპორტული მოედანი გათვალისწინებულ უნდა იყოს 150 კვ.მ 50-75 და 250 კვ. მ – 100 და მეტ სკოლამდელი ასაკის ბავშვზე.
11. ბაგა-ბაღის კომპლექსისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს 2 სპორტული მოედანი, საერთო ფართობით 400 კვ. მ. დასაშვებია საცურაო აუზების მოწყობაც 0,4-0,8 მ. სიღრმითა და 21 კვ. მ ფართობით. დასაშვებია აგრეთვე მოედნებზე საჭყუმპალაო აუზების მოწყობა სიღრმით 0,25 მ.
12. სამეურნეო მოედანი დანარჩენებისაგან იზოლირებული და განთავსებული უნდა იყოს კვების ბლოკსა და სამრეცხაოსთან ახლოს, უნდა ჰქონდეს მყარი საფარი (ბეტონი ან ასფალტი) და ცალკე შესასვლელი.
13. თუ საჭიროა პროდუქტების შენახვა დიდი ხნით (1 კვირაზე მეტი), მაშინ უნდა აიგოს არანაკლებ 50 კვ.მ ფართობის მქონე ბოსტნეულის შესანახი, რომლისთვისაც სპეციალური ნებართვის აღება იქნება საჭირო. ნაგვის ყუთები უნდა იყოს ლითონის მასალისაგან დამზადებული და სახურავებიანი უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამეურნეო მოედანზე შენობიდან 25 მეტრის მოშორებით, აუცილებლად ბეტონის ან ასფალტის საყრდენზე.
14. მიწის ნაკვეთი შემოფარგლული უნდა იყოს არანაკლებ 1,6 მ სიმაღლის ღობით და მისი პერიმეტრის გაყოლებაზე უნდა იყოს ხეებისა და ბუჩქების 5 მ სიგანის ზოლი.
15. მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე უნდა იყოს გარე ელექტროგანათება.
V. მოთხოვნები შენობებისადმი
1. საბავშვო ბაგები, ბაღები და ბაგა-ბაღები მოთავსებული უნდა იყოს არა უმეტეს 2 - სართულიან ცალკე მდგომ შენობაში. რთული რელიეფის მქონე მიწის ნაკვეთებზე დასაშვებია სართულების რაოდენობის გაზრდა სამამდე.
2. შენობას, ტევადობაზე დამოკიდებულებით, შეიძლება ჰქონდეს კომპაქტური, ბლოკური ან პავილიონური სტრუქტურა: შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე კორპუს-პავილიონისაგან, რომლებიც ან ცალ-ცალკე დგას, ან შეერთებულია ერთმანეთთან გათბობადი გადასასვლელებით.
3. შენობა სა და მიწის ნაკვეთზეც დაცული უნდა იყოს პრინციპი მაქსიმალური იზოლაციისა, განსაკუთრებით ბაგის ჯგუფებისათვის, როგორც ერთმანეთისაგან, ასევე ადმინისტრაციული შენობისგანაც. 50 და მეტი ადგილიან ბაგა-ბაღში, შენობაში, კვების ბლოკიდან, იზოლატორიდან, სამრეცხაოდან უნდა იყოს სხვადასხვა გამოსასვლელები გარეთ.
4. შენობაში გარედან შესასვლელი კარი უნდა იყოს ერთტამბურიანი. გარე კარები შიგნით უნდა იღებოდეს. ტამბურის სიღრმე უნდა იყოს არანაკლებ 1,6 მ-ი სა.
5. შიგა კარები, რომელიც ნაწილობრივ შემინულია, აუცილებლად ორივე მხრიდან ფიცრით უნდა იყოს დაფარული ბავშვის სიმაღლეზე.
6. ბაგის ასაკის ბავშვების ჯგუფური უჯრედები აუცილებლად I სართულზე უნდა იყოს განლაგებული და თითოეულს უნდა ჰქონდეს ცალკე შესასვლელი.
7. ჯგუფურ უჯრედში შედის: მისაღები, სათამაშო ოთახი, საძინებელი და ბუფეტი. ისინი მოხერხებულად უნდა იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან. ადრეული ასაკის I ჯგუფის მიმღებში გამოყოფილია ადგილი მშობლებისათვის გასახდელად და ძუძუთა ბავშვთა კვებისათვის. ამ ჯგუფებში საძინებელი რეკომენდებულია გაიყოს ორ ზონად შემინული ტიხრებით.
8. სკოლამდელი ასაკის ბავშვების ჯგუფური უჯრედები შეიძლება მოთავსდეს როგორც I, ისე II სართულზე. 4 ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს ერთი შესასვლელი. ამ ჯგუფური უჯრედის შემადგენლობაში შედის: გასახდელი, ჯგუფის ოთახი, საძინებელი, ტუალეტი და სასადილო.
9. შენობის სათავსების ფართობები და შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს დანართებს 1 და 2.
10. საბავშვო დაწესებულებების მიწისზედა სართულების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრისა.
11. შენობის სათავსების გადახურების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მზის საცავის გათვალისწინება ფანჯრებისათვის: სათამაშო, საძინებელი, დარბაზის სამზარეულოსა და სხვათათვის აუცილებელია ფერადი ბამბის ქსოვილების ფარდები, რომლებიც სინათლეს კარგად ატარებს (პოპლინი, შტაპელი, რიფსი). ფარდა უნდა შედგებოდეს ორი გასაწევ-გამოსაწევი ტილოსაგან.
12. სათამაშო, ჯგუფურ და საძინებელ სათავსებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორპირი ან კუთხური განიავება (ჯგუფური სათამაშო და საძინებელი ოთახების გარდა). ასეთი განიავება უნდა ჰქონდეს სამზარეულო, სამრეცხაო, საშრობ, საუთოებელ სათავსებს.
13. ყველა სათავსს უნდა ჰქონდეს ფრამუგები და სარკმლები და გამოიყენებოდეს მთელი წლის განმავლობაში. ფრამუგებისა და იატაკის ფართობების თანაფარდობა უნდა იყოს – 1:50. ფრამუგების გარეთა ნაწილი უნდა იღებოდეს ქვემოდან, შიგნითა – ზემოდან. რე-კომენდებულია ფრამუგის შიგა ნაწილს ჰქონდეს გვერდითი ფარი.
14. ჯგუფურ უჯრედებში კიბეების ზღუდის სიმაღლედ მიღებულია 1,3 მ. კიბის უჯრედის სახელურის სიმაღლე ბავშვებისათვის 0,5 მ უნდა იყოს, უფროსებისათვის კი – 0,85 მ.
15. ადრეული ასაკის მეორე ჯგუფისა და პირველი უმცროსი ჯგუფის ბავშვების ტუალეტებში იდგმება 2 საბავშვო პირსაბანი და 1 უფროსებისათვის. 1 საბავშვო უნიტაზი, 1 პირსახოცი – საშრობი.
16. მეორე უმცროსი და საშუალო ჯგუფების ტუალეტებში იდგმება 4 საბავშვო პირსაბანი, 3 საბავშვო უნიტაზი ღია კაბინებში და 1 საშრობი – პირსახოცი. უფროსი და მოსამზადებელი ჯგუფებისათვის საჭიროა ცალ-ცალკე ტუალეტები გოგონებისა და ბიჭებისათვის 4-4 უნიტაზით, 4 პირსაბანითა და 1 საშრობით.
17. 95 და მეტადგილიან საბავშვო დაწესებულებებში უნდა იყოს დარბაზი მუსიკალური და ფიზკულტურული მეცადინეობისათვის. დარბაზის ფართობი სკოლამდელთათვის 140 ადგილისათვის – 75 კვ.მ; ხოლო 140-190 ადგილისათვის – 100კვ.მ; სკოლამდელ დაწესებულებებში 280-330 ადგილზე გათვალისწინებული უნდა იყოს დარბაზი 100-500 ან 75 კვ. მ. თითოეულისათვის. დარბაზში იატაკზე დაგებული უნდა იყოს, ან ლინოლეუმი, დათბილულსარჩულიანი.
18. დარბაზს არ უნდა ჰქონდეს ორმხრივი გასასვლელი. დასაშვებია ორი დარბაზის გაერთიანება ტიხრით. დარბაზებს უნდა ჰქონდეს სათავსი, ფიზკულტურული ინვენტარისათვის 6 მ2 .
19. საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების შენობებში ბაგა-ბაღის კომპლექტის დასაშვებია საცურაო აბაზანიანი აუზები 3X7 მ 0,6-დან 0.8 მ-მდე სიღრმის. აუზის გარემომცველი ბილიკი სიგანით 0,75 მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. საშხაპეებიდან ბილიკებამდე გამოსასვლელებში საჭიროა იდგეს ფეხის სააბაზანოები სიგრძე-სიგანით 0,8 მ და სიღრმით 0,1 მ.
20. ავადმყოფი ბავშვების იზოლაციისათვის შენობის I სართულზე უნდა იყოს იზოლატორი ცალკე გასასვლელით. იზოლატორის პალატები ერთმანეთში არ უნდა გადიოდეს. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების ყველა შენობაში აუცილებლად უნდა იყოს საექიმო კაბინეტი იზოლატორის ერთ-ერთ პალატასთან, გამოყოფილი იატაკის დონიდან 1-1,2 მ სიმაღლის შემინული ტიხრით.
21. სამედიცინო კაბინეტის მოწყობა და ფართობი უნდა შეესაბამებოდეს დანართ 3-ს.
22. საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობების შემადგენლობა და ფართობი უნდა შეესაბამებოდეს დანართ 4-ს.
23. ასეთი დაწესებულებების შენობებში გათვალისწინებული უნდა იყოს შესასვლელი მომსახურე პერსონალისთვის და ჰოლი 12 მ2 ფართობით 90-240 ადგილისათვის, 18 მ2 . – 240 და მეტადგილიანი დაწესებულებისათვის.
24. კვების ბლოკის სათავსები უმჯობესია განთავსდეს I სართულზე გარეთ გასასვლელით. სათავსო ბოსტნეულისა და მშრალი პროდუქტების შესანახად გათვალისწინებულია სამზარეულოსაგან იზოლირებულად. სამზარეულოდან ასეთ სათავსში გასასვლელი დაუშვებელია.
25. საკვების ვერტიკალური ტრანსპორტირებისათვის სასურველია სატვირთო ამწეები. სამზარეულოს უნდა ჰქონდეს ელექტროენერგიაზე მუმუშავე აღჭურვილობა.
26. კვების ბლოკის შენობის მოწყობა და ფართობი უნდა შეესაბამებოდეს დანართ 5-ს.
27. სამრეცხაო და საუთოებელი სათავსები უნდა განლაგდეს მომიჯნავედ. ჭუჭყიანი თეთრეულის ჩაბარება და სუფთას მიღება უნდა ხდებოდეს სხვადასხვა ფანჯრიდან. ჭუჭყიანი თეთრეულის ჩასაბარებელი რაბი ფანჯრით უნდა იღებოდეს სამრეცხაოს მხარეს. დაუშვებელია სამრეცხაოს შესასვლელი იყოს კვების ბლოკის ან ჯგუფური უჯრედების მოპირდაპირედ.
28. სამრეცხაო სათავსის შემადგენლობა და ფართობი უნდა შეესაბამებოდეს დანართ 6-ს.
29. დაუშვებელია, რომ სამზარეულოს, სამრეცხაოს, საპირფარეშოს ფანჯრები მოთავსებული იქნეს ჯგუფების, სათამაშო და საძილე შენობის ფანჯრების ქვეშ.
30. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულების შენობის კედლები და იატაკი უნდა იყოს გლუვი და მოსახერხებელი სველი წესით დასუფთავებისათვის.
31. შენობის მუსიკისა და სპორტული დარბაზების კედლების ზედაპირები უნდა იყოს ნათელი ფერის, მქრქალი, მოსახერხებელი გარეცხვა-დეზინფექციისათვის. კვების ბლოკი (სამზარეულო) გარედან, სამრეცხაოს, საუთოებლისა და საპირფარეშოს სათავსები მოპირკეთებული უნდა იყოს 1,5 მ-ის სიმაღლეზე მოჭიქული კერამიკული ფილებით. ჯგუფური, სათამაშო, საძინებელი, იზოლატორის ოთახების ფიცრის, პარკეტის, ან ლინ ოლ ეუმის იატაკი უნდა იყოს თბილი, ნაპრალების გარეშე და მოსახერხებელი გათბობისათვის, ხოლო კვების ბლოკის, სამრეცხაოს, საუთოებლის, საპირფარეშოს სათავსების იატაკები უნდა იყოს მოხვეწილი კერამიკული ან მოზაიკის ფილებით.
32. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების შენობების იატაკის საფარისათვის შესაძლებელია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული პოლიმერიული მასალების გამოყენება.
VI. მოთხოვნები ბუნებრივი და ხელოვნური განათებისადმი
1. საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების ძირითად შენობებს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება. ბუნებრივი განათების მინიმალური კოეფიციენტი (ბგკ) ჯგუფებში, საძინებლებში, სამედიცინო ოთახებში, იზოლატორის პალატებში, ავადმყოფი ბავშვების ოთახებში, მუსიკისა და ფიზკულტურული ვარჯიშების სამეცადინო ოთახებში უნდა იყოს არა უმცირეს 15%-ისა დამატებითი ხელოვნური განათება დასაშვებია მხოლოდ საპირფარეშოსა და მისაღებში.
2. ერთმხრივი განათების დროს ჯგუფების ოთახების სიღრმე შეიძლება იყოს მხოლოდ 6 მ, ხოლო უფრო ღრმა შენობებისთვის აუცილებელია ფანჯრების ორმხრივი პარალელური ან კუთხური განლაგება. ფანჯრებს არ უნდა ჰქონდეს წვრილი ბადე. ფანჯრის რაფებზე არ უნდა იდგეს მაღალი, ფართოფოთლოვანი ყვავილები, რომლებიც ხელს უშლის ფანჯრიდან შუქის შემოსვლას. რაფებზე მდგარი ყვავილების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 15 სმ-ს თითოეულ ფანჯარაზე არ უნდა იდგეს 2–3-ზე მეტი ყვავილი. რეკომენდებულია კედლებზე ჩამოსაკიდი ან იატაკზე დადგმული 70 სმ-მდე სიმაღლის ყვავილის ქოთნები.
3. ხელოვნური განათების წყარომ უნდა უზრუნველყოს მთელი შენობის საკმარისი და თანაბარი განათება.
4. ლუმინესცენციური ნათურების გამოყენებისას ჯგუფების, მუსიკისა და ტანვარჯიშის ოთახების განათება უნდა იყოს 200 ლუქსი. იატაკის დონიდან 0,5 მ-ზე, მისაღებში – 0,8 მ-ზე; გასახდელებში – იატაკის დონეზე. იმ ოთახებში, სადაც მიმდინარეობს 6- წლიანი ბავშვების სწავლება, განათება მაგიდებზე უნდა იყოს 30 ლუქსი. საძინებელში, იზოლატორის პალატებსა და ავადმყოფი ბავშვების ოთახებში – 75 ლუქსი იატაკიდან 0,5 მ სიმაღლეზე.
VII. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების შენობათა ხელოვნური განათებისათვის რეკომენდაციები
1. რეკომენდაციები ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების შენობათა ხელოვნური განათებისადმი მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში
ცხრილი 2
2. ვარვარების ნათურების გამოყენებისას განათების დონე უნდა იყოს 100 ლუქსი. საერთო ელექტროსიმძლავრე უნდა შეადგენდეს 1800 ვტ/მ2 , კუთრი – 30-36 ვტ/მ2 . იმ ოთახებში, სადაც ბავშვები მუდმივად არიან, ჩამრთველები და გამომრთველები უნდა დამონტაჟდეს იატა-კიდან 1,8 მ სიმაღლეზე. ხელოვნური განათება უნდა ირთვებოდეს სინათლის კალენდრის თანახმად, რომელიც მოცემულია დანართ 7-ში.
VIII. მოთხოვნები სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობისადმი
1. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაღალხარისხიანი სასმელი წყლით შემდეგი ანგარიშით:
ა) დღის განმავლობაში მომუშავე ბავშვთა ბაგა-ბაღებისათვის 75ლ/დღე-ღამეში;
ბ) 24 - საათიანი განრიგით მომუშავე ბავშვთა ბაგა-ბაღებისათვის 100 ლ/დღე-ღამეში;
2. სასმელი წყლის ხარისხი უნდა შესაბამებოდეს გოსტ 2874-82 „სასმელი წყალი. ჰიგიენური მოთხოვნები და ხარისხის კონტროლის” მოთხოვნებს.
3. საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების შენობები უნდა იყოს აღჭურვილი წყალგაყვანილობით და უზრუნველყოფილი იყოს ცხელი წყლითა და კანალიზაცით. თუ არ არსებობს ცენტრალიზებული საქალაქო ან სასოფლო წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, უნდა გაკეთდეს ადგილობრივი კანალიზაცია ადგილობრივი გამწმენდი ნაგებობით სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურებთან შეთანხმებით.
4. სამზარეულოს, სამრეცხაოს და I ჯგუფის ადრეული ასაკის ბავშვებთან სათამაშო ოთახების, ბუფეტსა და საპირფარეშოებს გამანაწილებელი ონკანით უნდა მიეწოდებოდეს ცხელი წყალი. ყველა ჯგუფისათვის წყლის ტემპერატურა საშხაპეებსა და პირსაბანებში უნდა იყოს არანაკლებ 370 C. თუ არსებობს ცხელი წყლით მომარაგების სისტემა, საპირფარეშოებში უნდა იყოს ბავშვების ზედა ტანსაცმლის გასა შრობი კარადები და საშრობები.
5. საბავშვო სანიტარი ული მოწყობილობათა დანადგარები სიმაღლე უნდა იყოს:
ა) პირსაბანები ბაგისა და უმცროსი ასაკის სკოლამდელთათვის – 0,4 მ;
ბ )პირსაბანები საშუალო და უფროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის – 0.5 მ;
გ) აბაზანები – 0,6 მ;
დ) საშხაპე (ღრმა) ქვესადგამები II ჯგუფის ადრეული ასაკის და I უმცროსი ჯგუფის ბავშვებისათვის – 0,6 მ;
ე) საშხაპე (მცირე) ქვესადგამები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის – 0,3 მ;
6. შხაპის ბადეებს უნდა ჰქონდეს დრეკადი შლანგები.
7. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების შენობებში უნდა იყოს ცენტრალური გათბობისა და ვენტილაციის სისტემები. სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში არა უმეტეს 50 კაცზე. დასაშვებია ღუმლებით გათბობა, ოღონდ გასათბობი ღუმელი უნდა იკეტებოდეს ჰერმეტულად. გათბობა უნდა დაიწყოს ბავშვების მისვლამდე 1,5-2 საათით ადრე. წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ხდებოდეს სპეციალური კომისიის მიერ ღუმლების უსაფრთხოების შემოწმება. ბავშვების უსაფრთხოებისათვის სასურველია გამათბოელი მოწყობილობები შემოისაზღვროს.
8. ჰაერის ტემპერატურა შენობაში უნდა იყოს ოთახების დანიშნულებისა და ბავშვთა ასაკის მიხედვით.
9. ბავშვების ტანსაცმელი უნდა შეესაბამებოდეს ამინდის პირობებს და ჰაერის ტემპერატურას, რაც მოცემულია მე-3 ცხრილში.
10. სათამაშო და ჯგუფების ოთახებში, რომლებიც განლაგებულია I სართულზე, იატაკის ტემპერატურა ზამთარში არ უნდა იყოს 220- ზე ნაკლები.
11. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა ბავშვების შენობაში ყოფნისას უნდა იყოს 40-55%, სამზარეულოსა და სამრეცხაოებში – 60-70%.
12. სათავსები, სადაც ბავშვები მუდმივად იმყოფებიან (სათამაშო, საძინებელი, ჯგუფები), უზრუნველყოფილი უნდა იყოს სუფთა ჰაერით, ამიტომ საჭიროა ხშირი განიავება.
ცხრილი 3
IX. მოთხოვნები სათავსების მოწყობისადმი.
1. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს ბავშვების ზრდისა და ასაკობრივ თავისებურებებს, უნდა ითვალისწინებდეს ჰიგიენურ და პედაგოგიურ მოთხოვნებს.
2. სათამაშო და ჯგუფების ოთახებში მაგიდები და სკამები უნდა შეესაბამებოდეს ბავშვთა რაოდენობას. ადრეული ასაკის მეორე ჯგუფში და პირველ უმცროს ჯგუფსა და საშუალო ჯგუფებში მაგიდები 4-ადგილიანი და დამატებით ორადგილიანი ტრაპეციის ფორმისა უნდა იყოს. უფროს და მოსამზადებელ ჯგუფებში კი – ასახდელთავსახურიანი ორადგილიანი მაგიდები.
3. მაგიდებისა და სკამების ზომები უნდა შეესაბამებოდეს გოსტ 19301.2-86 „ საბავშვო სკოლამდელი ავეჯი. ფუნქციური ზომები.“ .
4. მაგიდებისა და სკამების ძირითადი ზომები საბავშვო ასაკის ბავშვებისათვის უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ 4-ს.
ცხრილი 4
* ორადგილიანი მაგიდების რაოდენობა.
5. ბაგის ასაკის ბავშვებისათვის მაგიდების და სკამების ძირითადი ზომები უნდა შეესაბამებოდეს მე-4 ცხრილის მონაცემებს.
6. სკამები უნდა იყოს მაგიდების კომპლექტის ნაწილი. საორიენტაციო რაოდენობა სკამებისა და მაგიდებისა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის მოცემულია მე-5 ცხრილში.
7. მაგიდების განლაგების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი აუცილებელი მოთხოვნები:
ა) მაგიდები დადგმული უნდა იყოს იმ კედელთან, რომელიც უზრუნველყოფს სინათლის შემოსვლას მარცხენა მხრიდან.
ბ) ოთხადგილიანი მაგიდები იდგმება არა უმეტეს 2 რიგისა;
გ) ორადგილიანი – არა უმეტეს 3 რიგისსა;
დ) მაგიდების რიგებს შორის მანძილი 0,5 მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს;
ე) მაგიდების პირველ რიგსა და სინათლის შემომავალი კედლიდან მანძილი –1 მ;
ვ) პირველი მაგიდებიდან დაფამდე მანძილი – 3-2,5 მ.
ზ) დაფის სიმაღლე იატაკიდან – 0,7-0,8მ.
თ) დასაკიდი დაფის ზომა – 0,75-1,5 მ.
8. ბავშვების განაწილება მაგიდებთან უნდა მოხდეს ჯანმრთელობის, მხედველობისა და სმენის გათვალისწინებით.
9. სათამაშო და სასადილო ოთახებში მანეჟი და ბარიერი მოთავსებული უნდა იყოს ფანჯრიდან 1მ-ის დაშორებით, მისგან სიგრძივ პარალელურად. ადრეული ასაკის I ჯგუფში პირსაბანის გვერდით დგამენ ბავშვის გადასახვევ მაგიდას პირსახოცის ჩამოსაკიდით და ბაკს ჭუჭყიანი თეთრეულისათვის. ბავშვთა კვებისათვის იდგმება ორადგილიანი მაგიდები.
10. საძილე ოთახებში იდგმება სტაციონარული საწოლები, რომელთა ზომა უნდა შესაბამებოდეს გოსტ 19031.3-73 „ საბავშვო სკოლამდელი ავეჯი, საწოლები, ფუნქციონალური ზომები მოთხოვნებს.
11. 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საწოლის სიგრძე 120 სმ-ია; სიგანე – 60 სმ, სიმაღლის მაგერულირებლით და ზღუდით 3-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწოლის სიგრძე – 140 სმ; სიგანე – 60 სმ-ია. სკოლამდელი ბავშვებისათვის დასაშვებია მაგარძირიანი გასაშლელი საწოლების გამოყენება, აგრეთვე ჩაშენებული 1 ან 2- სართულიანი საწოლებისა. კატეგორიულად იკრძალება სტაციონარული ორიარუსიანი საწოლები.
12. მისაღებ და გასახდელ ოთახებში უნდა იდგეს კარადები ბავშვებისა და მომსახურე პერსონალისათვის, აგრეთვე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გასაშრობი მოწყობილობა. ტანსაცმლის კარადებს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური უჯრები თაროებით თავსახურავისათვის და ჩამოსაკიდი ზედა ტანსაცმლისათვის. ადრეული ასაკის I ჯგუფის ბავშვების მისაღებში უნდა იდგეს მაგიდები, სკამები, ფეხის დასადგამები, პირსაბანები, კარადები გასახდელად ბავშვების კვებისათვის მეძუძური დედებისათვის.
13. საპირფარეშოებში უნდა იდგეს საკიდები ინდივიდუალური სექციებით ბავშვების პირსახოცებისა და პირადი ჰიგიენის სხვა ნივთებისათვის; სამეურნეო კარადებით, ბაგის ჯგუფებში კარადებს ცალკე სათავსები უნდა ჰქონდეს ღამის ქოთნებისათვის. სტაციონარული საბავშვო მოწყობილობა მყარად უნდა იყოს დამაგრებული შესაძლო ტრავმების თავიდან ასაცილებლად.
14. დიაფილმების საჩვენებლად გამოიყენება დიაპროექტორები და სტანდარტული ეკრანები 0,8 გამოსახულების კოეფიციენტით. კინოფილმის ჩვენება უშუალოდ კედელზე დაუშვებელია. ეკრანის სიმაღლე იატაკიდან უნდა იყოს არანაკლებ 1 მ-ისა და არა უმეტეს 1,3 მ-ისა. დიაფილმების ჩვენების ხანგრძლივობა 15 წუთია.
15. ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში სატელევიზიო გადაცემების სანახავად საჭიროა ტელევიზორი, რომლის ეკრანის ზომა იქნება დიაგონალით 59-69 სმ. ტელევიზორი უნდა იდგეს 1-1,3 მ სიმაღლეზე. დაშორება ეკრანიდან მაყურებლამდე უნდა იყოს 4-6 მეტრი. სკამები იდგმება 4 ან 5 რიგად. რიგებს შორის მანძილი 0,5-0,6 მ-ია. ბავშვები უნდა დასხდნენ სიმაღლის მიხედვით.
16. სატელევიზიო გადაცემების ყურება უნდა მოხდეს საღამოს საათებში ხელოვნური განათების პირობებში. დღის საათებში ფანჯრები უნდა დაიხუროს ფარდებით, ისე რომ, მზის სხივი არ ხვდებოდეს ეკრანს. ტელეგადაცემის ნახვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს 4-5 წლის ბავშვებისათვის; 30 წუთს – 6 წლის ბავშვებისათვის.
17. დიაპროექტორის ეკრანიდან დაშორებას და მაყურებელთა პირველი რიგიდან ეკრანამდე მანძილს შემდეგი ცხრილის მიხედვით გამოითვლიან:
ცხრილი 6
X. მოთხოვნები სათავსებისა და ნაკვეთის სანიტარიული მდგომარეობისადმი
1. შენობების ყველა სათავსში დაცული უნდა იყოს სამაგალითო წესრიგი და სისუფთავე. ყველა სათავსის დალაგება-დასუფთავება უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად, სველი წესით, ღია ფანჯრებისა და ფრამუგების პირობებში. იატაკი უნდა ირეცხებოდეს დღეში ორჯერ, ერთხელ აუცილებლად ავეჯის გადაადგილებით. ავეჯი, რადიატორი, ფანჯრის რაფები სველი ტილოთი უნდა გაიწმინდოს. ბავშვების ტანსაცმლის კარადა ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს და კვირაში ერთხელ გაირეცხოს. მუსიკისა და ტანვარჯიშის სამეცადინო ოთახები უნდა დალაგდეს ყოველი მეცადინეობის შემდეგ. შენობის სველი წესით დასუფთავება უნდა ხდებოდეს სარეცხი საშუალებების გამოყენებით (საპონი, კალცინირებული სოდა, სინთეზური სარეცხი საშუალებები) ღია ფანჯრებისა და ფრამუგების პირობებში. მთელი შენობის განერალური დასუფთავება უნდა ხდებოდეს ყოველთვიურად ეპიდჩვენების მიხედვით: რეცხვა იატაკის, გამანათებელი საშუალებების, ფანჯრების, კარების. კედლები უნდა ირეცხებოდეს და იწმინდებოდეს სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებებით. სადეზინფექციო მასალად უნდა გამოიყენებოდეს ნაკლებტოქსიკური პრეპარატები: 0,5%–1.0% ქლორისა და ქლორამინის ხსნარი; 0,5% კალციუმის ჰიპოქლორიტი; ქლორდეზინის (0,5%) და სულფოქლორანტინის (0,2%) მადეზინფიცირებელი კომპოზიცია.
2. გამწოვი ვენტილაციის სისტემის ჟალუზები უნდა იყოს ღია, სისტემატიურად იწმინდებოდეს მტვრისაგან. მათი დახურვა მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა შენობის შიგნით და გარეთ ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ფანჯრის მინები შიგნიდან და გარედან უნდა იწმინდებოდეს წელიწადში ორჯერ (შემოდგომასა და გაზაფხულზე). კატეგორიულად აკრძალურია ყოველგვარი სარემონტო სამუშაოები – კედლების, ჭერის, ფანჯრის ჩარჩოების შეთეთრება და შეღებვა იმ დროს, როდესაც ფუნქციონირებს ჯგუფები.
3. ახლადშეძენილი სათამაშოები (რბილის გარდა), სანამ სათამაშოდ გადაეცემათ, უნდა ირეცხებოდეს 15 წუთის განმავლობაში 370 - იანი წყლით და საპნით, შემდეგ კი უნდა გაშრეს ჰაერზე.
4. I ჯგუფის ადრეული ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშოები უნდა ირეცხებოდეს დღეში ორჯერ წყლით, ჯაგრისით, საპნით, ან 2%-იანი სასმელი სოდის ხსნარით, ხოლო ცოტა უფროსი ასაკის ბავშვების სათამაშოები უნდა ირეცხებოდეს დღეში ერთხელ დღის ბოლოს. თოჯინების ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს გაჭუჭყიანების მიხედვით. რბილ სათამაშოებს უკეთდებათ დეზინფექცია სპეციალური, ბაქტერიოციდული ნათურებით 30 წუთის განმავლობაში.
5. მთელი თეთრეული უნდა იყოს მარკირებული. ლოგინის თეთრეული მარკირებულია ფეხების მხარეს. აუცილებელია ჰქონდეთ ორჯერ გამოსაცვლელად 3 ხელი თეთრეული და ლეიბის შალითები.
6. ლოგინის თეთრეულის, პირსახოცების გამოცვლა უნდა ხდებოდეს გაბინძურების მივედვით, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც. სუფთა თეთრეული შემოდის ტომრებით და ინახება კარადებში, ხოლო ნახმარი თეთრეული ინახება სპეციალურ ბაკებში, ან თავდახურულ ვედროებში, ხოლო დღის ბოლოს ბარდება სამრეცხ აოს. მატერიისაგან შეკერილი ტომრები ბარდება სამრეცხაოს, ხოლო მუშამბისას ამუშავებენ ცხელი საპნიანი ან სოდიანი ხსნარით. ლოგინი ლეიბები, ბალიშები, საბნები, საძილე ტომრები უნდა განიავდეს საძინებლებში ღია ფანჯრების გაღებით გენერალური დასუფთავების დროს. ხოლო პერიოდულად უნდა გაიტანონ გასანიავებლად. წელიწადში ერთხელ ლოგინს უნდა ჩაუტარდეს ქიმიური წმენდა.
7. ხალიჩები ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს მტვერსასრუტით, დროდადრო სველი ჯაგრისით, წელიწადში ერთხელ კი უნდა ჩაუტარდეს მშრალი ქიმიური წმენდა. გადასახვევი მაგიდები, საბავშვო ქვეშაგები მუშამბები, მანეჟის საფარველი უნდა გაირეცხოს საპნიანი წყლით დღეში ორჯერ. ფეკალიებით დაბინძურების შემთხვევაში აუცილებებლია გაწმენდა, გასუფთავებული ადგილების დამატებითი წმენდა 1%-იანი ქლორამინის ხსნარში დასველებული ჩვრით. გამოყენებული ჩვრის დეზინფიცირება 1%-იანი ქლორამინის ხსნარით 4 საათის განმავლობაში სპეციალურად გამოყოფილ ჭურჭელში.
8. საპირფარეშოებში იატაკი, უნიტაზები ირეხება დღეში ორჯერ ცხელი წყლით და სარეცხი საშუალებებით; ლაქების მოსაცილებლად თვეში 2-ჯერ უნდა გაირეცხოს შესაბამისი პრეპარატით. ბაგის ჯგუფებში იატაკს რეცხავენ ბავშვის მიერ ღამის ქოთნის ყოველი მოხმარების შემდეგ.
9. მაგიდები და სკამები ჯგუფების ოთახებში ირეცხება ცხელი წყლით და საპნით. ასევე ყოველდღიურად ცხელი წყლით და საპნით ირეცხება ყველა სკამი, ხოლო ეპიდჩვენებისას წმენდა უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად სადეზინფექციო საშუალებებით. მაგიდები და სკამები უნდა გაიწმინდს 1%-იანი ქლორის ხსნარით, შემდეგ ცხელი წყლით და გამშრალდეს. სათამაშოებს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს ქლორამინის 0,5%-იანი ხსნარით ან 0,5%-იანი ქლორის ხსნარით 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაირეცხოს და გაშრეს.
10. უნიტაზები ყოველდღიურად იწმინდება თბილი საპნიანი წყლით. ქოთნებს ყოველი ხმარების შემდეგ რეცხავენ გამდინარე წყლით, ხოლო ეპიდემიური სიტუაციის დროს 30 წთ-ის განმავლობაში ამუშავებენ 1%-იანი ქლორის ხსნარით. თუ არ გააჩნიათ კანალიზაცია, აუცილებელია ჰქონდეთ თავდახურული ვედრო, ბაკი ქლორის ხსნარით, ვედრო სუფთა წყლით, სადეზინფექციო მასალით, ქოთნების დამუშავების შემდეგ გამოსარეცხად, – ციცხვები.
11. შენობაში შესასვლელთან უნდა იყოს ხვეტიები, ხალიჩები, ჯაგრისები. სველი ხალიჩის ნაჭერი უნდა იწმინდებოდეს ძალიან ხშირად.
12. ტუალეტის დასალაგებელ ინვენტარს (ტილოები, ჯაგრისები, ვედროები) უნდა ჰქონდეს სასიგნალო ნიშნები მკაფიო ფერის და უნდა ინახებოდეს ტუალეტის ოთახში სპეციალურ კარადაში. ყველა ეს ინვეტარი ხმარების შემდეგ უნდა ირეცხებოდეს ცხელი წყლით და სარეცხი საშუალებებით. სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებები უნდა ინახებოდეს მუქი ფერის ჭურჭელში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადილას.
13. შენობაში (კვების ბლოკში, სამრეცხაოში, ტუალეტსა და სხვ.) ბუზების შეღწევის თავიდან ასაცილებლად წელიწადის თბილ დროს ფანჯრებზე აუცილებლად უნდა იყოს დამაგრებული ლითონის ბადეები.
14. ნაკვეთის აღჭურვილობანი (მაგიდები, სკამები, ფიზკულტურული ინვეტარი და სხვა) უნდა იყოს წესრიგში და ყოველდღიურად იწმინდებოდეს. ქვიშის შეცვლა ყუთებში უნდა ხდებოდეს თვეში ერთხელ მაინც. ღამით ისინი უნდა იხურებოდეს თავსახურით. თამაშის დაწყებამდე ქვიშა ახლით უნდა შეიცვალოს. წლის თბილ პერიოდში ყოველთვიურად უნდა ხდებოდეს ქვიშის ანალიზი ჭიის კვერცხებზე.
15. ნაკვეთის დასუფთავება უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად, დილით ბავშვების მისვლამდე 1-2 საათით ადრე. ნაგავი დაუყოვნებლივ უნდა ჩაიყაროს ნაგვის საყრელებში. წელიწადის თბილ დროს, მშრალ და ცხელ ამინდში ნაკვეთის მორწყვა უნდა ხდებოდეს 2-ჯერ მაინც დღეში, და შემდეგ კი ტერიტორიის დასუფთავება.
16. კანალიზაციის არარსებობისას, ორმოები და ნაგვის ყუთები უნდა გაიწმინდოს შევსებამდე 2/3-მდე და ყოველდღიურად დამუშავდეს 10%-იანი ქლორის ხსნარით, ხოლო კვირაში ერთხელ უნდა მოიყაროს მშრალი ქლორი (1 კგ. 1 მ2 -ზე). ეზოში არსებული საპირფარეშოს შიგნითა ზედაპირი და კარების სახელური ყოველდღიურად უნდა გაირეცხოს 1%-იანი ქლორამინის ხსნარით.
17. საცურაო აუზების მოვლა და ექსპლუატაცია უნდა ექვემდებარებოდეს სანიტარიულ წესებსა და ნორმებს „ჰიგიენური მოთხოვნები საცურაო აუზების მოწყობის, ექსპლუატაციისა და წყლის ხარისხის მიმართ”.
XI. მოთხოვნები სითბურ-საჰაერო რეჟიმისადმი
1. კეთილსასურველი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია მთელი შენობის გულმოდგინე განიავება ყოველდღიურად. უფრო ეფექტურია ორპირი და გვერდითი განიავება, რაც მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების იქ არყოფნის დროს არის დასაშვები (მათ მოსვლამდე, მათი დარბაზში ყოფნისას ან სეირნობისას). განიავების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე შენობის გარეთ, ქარის მიმართულებაზე, გამათბობელი სისტემის ეფექტურობაზე და უნდა დასრულდეს 30 წუთით ადრე ბავშვების ჯგუფებში დაბრუნებამდე.
2. ერთმხრივი განიავება შესაძლებელია ბავშვების შენობაში დროსაც. წელიწადის თბილ დროს რეკომენდებულია შენობის განუწყვეტელი აერაცია, ცივ დროს დასაშვებია ჰაერის ტემპერატურის ხანმოკლე დაქვეითება 180 C- მდე უფროსი და 190 C- მდე უმცროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის.
3. საძინებელ ოთახებში გამჭოლი განიავება უნდა ხორციელდებოდეს ბავშვების არყოფნის დროს. წელიწადის ცივ დროს სარკმლები, ფრამუგები უნდა დაიკეტოს ბავშვების დაძინებამდე 30 წუთისთ ადრე; შემდეგ გაიღოს ძილის დროს ცალმხრივად და დაიკეტოს გაღვიძებამდე, ადგომამდე 30 წუთით ადრე. წლის თბილ დროს ძილის დროს ფანჯრები ღიაა (გამჭოლი ქარის მორიდებით).
4. საძინებელ ოთახებსა და ვერანდებს უნდა ჰქონდეთ მზის დამცავი მოწყობილობები (ფარდები, ჟალუზები).
5. ჰაერის ტემპერატურას აკონტროლებენ საყოფაცხოვრებო თერმომეტრის მეშვეობით, რომელიც დამაგრებული უნდა იყოს შიგა კედელზე იატაკიდან 0,8-1,2 მ-ზე ბავშვების სიმაღლის შესაბამისად.
6. ბავშვები ჰაერზე უნდა გაასეირნონ დღეში 2-ჯერ.
7. გასეირნების მაღალი გამაჯანსაღებელი ეფექტის უზრუნველსაყოფად საჭიროა:
ა) არ იქნეს შემცირებული ბავშვების ჰაერზე ყოფნის დრო, რაც გათვალისწინებულია პროგრამით;
ბ) უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვების საკმაოდ მაღალი მოძრავი აქტივობა გასეირნების დროს რაციონალური ტანსაცმლის პირობებში (ცხრილი 7);
ცხრილი 7
გ) მკაცრი ზამთრის პირობებში ტანსაცმელი უნდა უზრუნველყოფდეს ცივი ჰაერის შეღწევისაგან დაცვას, იყოს მსუბუქი და მოხერხებული.
XII. მოთხოვნები კვების ბლოკის აღჭურვილობის, პროდუქტების შენახვისა და საკვების მომზადებისადმი
1. კვების ბლოკის შემადგენლობაში შედის სამზარეულო სამზადითა და სამრეცხაოთი; საწყობი მშრალი პროდუქტებისათვის მაცივარ-დანადგარებით და საწყობი ბოსტნეულისათვის. სამრეცხაო, სამზადი და გამანაწილებელი სათავსები სამზარეულოსაგან გამოყოფილია 1,2 სიმაღლის ტიხარ-ეკრანებით ან სხვა აღჭურვილობით. სამრეცხაოსა და სამზადში იატაკს უნდა ჰქონდეს დახრილი ტრაპი წყლის კანალიზაციაში ჩასაშვებად.
2. საკვების დასამუშავებლად და მოსამზადებლად, როგორც წესი, საჭიროა ელექტრომოწყობილობათა გამოყენება. გაზიფიცირებულ რაიონებში დასაშვებია გაზქურების დამონტაჟება. სამზარეულოში უნდა იყოს გამწოვი ვენტილაცია. სოფლებში ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში (50 ადგილი) დასაშვებია მყარ საწვავზე მომუშავე გამავალ საცეცხლურებიანი, განცალკევებულ შენობებში განთავსებული სამზარეულოს ქურების გამოყენება.
3. მალფუჭებადი პროდუქტების შესანახად საჭიროა იყოს მაცივარ-დანადგარები თერმომეტრებით. მალფუჭებადი პროდუქტების შესანახი ტემპერატურა უნდა იყოს 4- 80 C. მაცივრებში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული პროდუქტების შესანახი ადგილი ნიშანდებით: „ხორცი”, „თევზი” და სხვა.
4. წლამდე ბავშვთა საკვები პროდუქტები უნდა ინახებოდეს სათავსში, რომელიც აღჭურვილია თაროებით, სტელაჟებითა და კარადებით. სათავსი უნდა იყოს მშრალი და კარგად ნიავდებოდეს. მაგიდები უნდა იყოს მთლიანი ლითონის უჟანგავი ფოლადის ან დურალუმინისა. მაგიდებზე, რომელიც დაფარულია მოთუთიებული რკინით, დასაშვებია მხოლოდ უმი ხორცისა და თევზის დამუშავება. ცომის მოსამზადებლად საჭიროა მაგარი ჯიშის ხეებისაგან დამზადებული მაგიდები ხის კარგად დამუშავებული გლუვი ზედაპირებით.
5. ხორცის, თევზის, ბოსტნეულის და სხვა პროდუქტების დასაჭრელ-დასაცალკევებლად სავალდებულოა სპეციალური დანები და დაფები, დამზადებული მაგარი ხის ჯიშებისაგან (მუხა, იფანი, არყი). ისინი უნდა იყოს გლუვზედაპირიანი, ნაპრალების გარეშე, 9 ცალი მაინც. დაფები და დანები ნიშანდებული უნდა იყოს შემდეგნაირად „უხ – უმი ხორცი”, „მხ -მოხარშული ხორცი”, “უთ - უმი თევზი”, “ მთ – მოხარშული თევზი”, „უბ – უმი ბოსტნეული”, „მბ – მოხარშული ბოსტნეული”. დაფები და დანები უნდა ინახებოდეს სამუშაო ადგილას სპეციალურ ლითონის კასეტებში.
6. ნარჩენები და ნაგავი უნდა მოგროვდეს ლითონის თავსახურიან და პედლებიან ვედროში, რომელიც საჭიროებს დაცლას 2/3-მდე გავსებისთანავე. საღამოს კი ისინი უნდა გაირეცხოს 2%-იანი სოდის ხსნარით, გამოირეცხოს ცხელი წყლით და გაშრეს.
7. სამზარეულოს ჭურჭელი დასაშვებია უჟანგავი ლითონის, ტაფები – თუჯის, ალუმინის. ხოლო პროდუქტების შესანახი ჭურჭელი და ვედროები მოთუთიებული რკინისა. ყველა ჭურჭელი უნდა ინახებოდეს სპეციალურ თაროებზე, ხოლო წვრილი ინვენტარი – კარადებში.
8. სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვისათვის უნდა დამონტაჟდეს უჟანგავი ფოლადის ან ალუმინისაგან დამზადებული ლითონის აბაზანები, რომლებიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხელი და ცივი წყლით. კანალიზაციასთან ამ მოწყობილობების შეერთების ადგილას გათვალისწინებული უნდა იყოს საჰაერო ნაპრალი.
9. კვების ბლოკში აუცილებელია ყოველდღიური გულმოდგინე დასუფთავება: იატაკების რეცხვა, ობობი ს ქსელის ჩამოწმენდა, მტვრის გადაწმენდა. რადიატორებისა და ფანჯრის რაფების გადაწმენდა. ყოველდღიურად სარეცხი საშუალებების გამოყენებით უნდა ხდებოდეს კედლების რეცხვა, გამანათებელი არმატურის, მინების და სხვა. თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს მთელი შენობის, მოწყობილობებისა და ინვეტარის დეზინფექცია.
10. წვრილმანი ხის ინვეტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფელები და სხვ. ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გამშრალდეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში შესაბამისი სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 650 C- იან ცხელ წყალში და გამშრალდეს თაროებზე. ხორცის საჭრელი მანქანა უნდა დაიშალოს, გაირეცხოს მდუღარე წყლით, გამშრალდეს. კვების ბლოკი აღჭურვილი უნდა იყოს წვენის საწურებით, მიქსერებით, სარეცხი მანქანებით. ღრუბლები და ჩვრები ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ უნდა წამოდუღდეს 15 წუთი, გაშრეს და შენახულ იქნე ს თავდახურულ ჭურჭელში.
11. სამზარეულოსა და საკუჭნაოში საჭიროა ფართოდ გამოიყენებოდეს ბუზებთან ბრძოლის საშუალებები, წებოვანი ქაღალდები, ელექტროდამჭერები და სხვ. მღრღნელების გამრავლების პროფილაქტიკისათვის საჭიროა პროდუქტების სწორი შენახვისა და ნარჩენების მექანიკური განადგურების წესების დაცვა. ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური პრეპარატების გამოყენება კატეგორიულად იკრძალება.
12. ყველა ის კვების პროდუქტი, რომლითაც მარაგდება ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები, უნდა შეესაბამებოდეს ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვებს. უმი პროდუქტები და პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება თერმული დამუშავების გარეშე, აუცილებლად ცალ- ცალკე უნდა ინახებოდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მალფუჭებადი პროდუქტების შენახვას. ხორცი , თევზი , ნახევარფაბრიკატები , რძე და სხვ. უნდა ინახებოდეს მაცივრებში +4- 80 C ტემპერატურაზე, მე-8 დანართში მითითებული ვადით. ტემპერატურის შესამოწმებლად საჭიროა საკონტროლო თერმომეტრის გამოყენება. თუ ხორცი, რძე, თევზი ერთ მაცივარში ინახება, აუცილებლად დახურულ ურჭელში უნდა მოთავსდეს. არ შეიძლება კარაქი ინახებოდეს მძაფრი სუნის მქონე პროდუქტებთან ერთად. ყველი უმჯობესია ინახებოდეს ხის ღია სტელაჟებზე, ისე რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. შენახულ ყველზე გაჩენილი ნადები უნდა მოშორდეს 3%-იან მარილხსნარში დასველებული სუფთა ხელსახოცით. არაჟანი და ხაჭო უნდა ინახებოდეს ცალკე ჭურჭელში. რძე ბოთლებით – იმავე ტარაში, რომლითაც იქნა მიღებული, თუ მიღებისთანავე არ გამოიყენეს . ამასთან, იგი უნდა შეინახონ მაცივარში +4,+80 C ტემპერატურაზე. არაპასტერიზებული რძე აუცილებლად უნდა ადუღდეს მოხმარებამდე და შენახულ იქნე ს თავდახურულ ჭურჭელში.
13. ბოსტნეული და ხილი უნდა ინახებოდეს მშრალ, კარგად განიავებად შენობაში სტელაჟებზე +80 C ტემპერატურაზე. ბოსტნეულის მარაგი შეიძლება იყოს მხოლოდ 30 დღის. ფხვიერი პროდუქტები უნდა ინახებოდეს მშრალ, კარგად განიავებად შენობაში, თავდახურულ ჭურჭელში ან ტომრებში სტელაჟებზე, იატაკიდან 15 სმ-ის სიმაღლეზე. კედელსა და პროდუქტებს შორის მანძილი 20 სმ-ია. პური უნდა ინახებოდეს თაროებსა და კარადებში, ცალ-ცალკე – თეთრი და შავი. თარო იატაკიდან 35 სმ დაშორებით უნდა იყოს. კარადებში კარებს უნდა ჰქონდეს გასანიავებლად დატოვებული მანძილი. როცა პურის შესანახ ადგილს ალაგებენ, ნამცეცები უნდა გადაიწმინდოს სპეციალური ჯაგრისით და თეთრი ნაჭრით, რომელიც დასველებული იქნება 1%-იან სუფრის ძმრის ხსნარში.
14. საჭმლის მომზადების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები: უმი და მოხარშული პროდუქტების დამუშავება უნდა ხდებოდეს სხვადასხვა მაგიდებზე, უნდა გამოიყენებოდეს შესაბა მისი დანიშნულების დასამუშავებელი დაფები და დანები. უმი ბოსტნეულისაგან სალათები უნდა მომზადდეს ბოსტნეულის გულმოდგინე დამუშავების შემდეგ და დაიჭრას მაგიდებსა და დაფებზე ნიშანდებით „უბ – უმი ბოსტნეული”.
15. სამზარეულო უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორი ხორცსაკეპი მანქანით – ერთი უმი, ხოლო მეორე მოხარშული პროდუქტებისათვის.
16. კატლეტი, გუფთა, ხორცისა ან თევზის ფარში უნდა შეიწვას ორივე მხრიდან 10 წუთის განმავლობაში: ადუღებამდე გაცხელებულ ცხიმში, შემდეგ კი 5-8 წუთი მოთავსდეს ჰაერღუმელში.
17. მოხარშული ხორცისაგან მეორე თავი საჭმლის მომზადებისას დაჭრილ ხორცს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს მეორეული დამუშავება 5-8 წთ-ის განმავლობაში 220-2500 C ტემპერატურაზე.
18. ამჟავებული რძე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ცომისათვის.
19. აკრძალულია ისეთი საკვების მომზადება, როგორიცაა მაწონი, ხაჭო, ხორცის ბლინები, მაკარონი დაკეპილ ხორცთან ერთად, პაშტეტი და სხვა. კატეგორიულად აკრძალულია სოკოს, აუდუღარი რძის, ვეტერინარულად შეუმოწმებელი კვერცხისა და ხორცის, სახლში დამზადებული დაკონსერვებული პროდუქტების მოხმარება.
20. პროდუქტების კულინარი ული დამუშავებისას საჭიროა ვიტამინის შენარჩუნების წესის დაცვა: ბოსტნეულს თხელ ფენად გაეცალოს კანი და ჩაიდოს ადუღებულ წყალში.
21. საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს მის დაცვას დაბინძურებისაგან. კვების პროდუქტის გადასატანი სატრანსპორტო საშუალებანი არ უნდა გამოიყენებოდეს სხვა საქონლის გადასაზიდად და სუფთად უნდა ინახებოდეს. მანქანა უნდა იყოს სპეციალიზებული და ჰქონდეს ლითონით მოპირკეტებული ძარა. ტარა, რომლითაც მოაქვთ ბაზრიდან პროდუქტები, უნდა იყოს მარკირებული და გამოიყენებოდეს მხოლოდ დანიშნულებისამებრ. მუშამბის ტომრები, ლითონისა და ხის ყუთები, ბიდონები, და სხვ. გამოყენების შემდეგ უნდა დასუფთავდეს, გაირეცხოს 2%-იანი კალცინირებული სოდის ხსნარით, შემდეგ გაშრეს და შეინახოს, დაბინძურებისაგან დაცულ ადგილას.
22. დასაშვებია თიხის, ფაიფურისაგან დამზადებული ჩაისა და სადილის ჭურჭელი (თეფშები, ფინჯნები, ლანგრები), ხოლო კოვზები და ჩანგლები უჟანგავი ფოლადისა უნდა იყოს. ყოველ ჯგუფს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ჭურჭელი და ინახებოდეს სასადილოში. ნაპირებმომტვრეული, პლასტმასისა და ალუმინის ჭურჭლის ხმარება დაუშვებელია.
23. ჯგუფების ჭურჭლის გასარეცხად საჭიროა მარკირებული ორბუდიანი სამრეცხაო. თავდაპირველად ირეცხება ჩაის ჭურჭელი ორჯერ 50-600 C ტემპერატურაზე ნებადართული სარეცხი საშუალებების დამატებით, შემდეგ იწმინდება სამრეცხაო და იწყება სადილის ჭურჭლის რეცხვა. რომელიც გარეცხვამდე კარგად უნდა გაიწმინდოს საჭმლის ნარჩენებისაგან, გაირეცხოს სარეცხის საშუალებებდამატებული ცხელი წყლით და მეორედ გაივლოს გამდინარე 650 C ტემპერატურის წყლით და გაშრეს ბადე-თაროებზე, ასევე – კოვზები, ჩანგლები. საწოვარები ხმარების შემდეგ გაივლება წყალში, გამოიხარშება 15 წუთი და ინახება მინის თავდახურულ ჭურჭელში. რძიანი ბოთლები უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით, სარეცხი საშუალებების დამატებით, შემდეგ წამოდუღდეს 15 წუთი და შენახულ იქნეს თავდახურულ ემალის ჭურჭელში. ყოველ ჯგუფში აუცილებელია იყოს სპეციალური საშრობი კარადები ჭურჭლის გასაუვნებლად ან თავსახურავიანი ბაკი სადეზინფექციო ხსნარში ჭურჭლის დასალბობად, ეპიდჩვენებისას.
24. საჭმლის ნარჩენების მოსაგროვებლად აუცილებელია გამოიყოს სპეციალური პედლიანი ბაკები, რომლებიც სამუშაოს დამთავრებისას უნდა დაიცალოს, გასუფთავდეს, გაირეცხოს 2%-იანი კალცინირებული სოდის ხსნარით, გაივლოს ცხელ წყალში და გაშრეს.
XIII. პერსონალის პირადი ჰიგიენა
1. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალი უნდა ცხადდებოდეს სამუშაოზე სუფთა, ფაქიზი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით. მუშაობის დაწყებამდე გულმოდგინედ უნდა დაიბანონ ხელები, ჩაიცვან ხალათი ან სპეციალური ფორმა. ტექნიკურ პერსონალს უნდა ჰქონდეს სპეციალური ხალათები შენობის დასასუფთავებლად. ტუალეტის ოთახში შესვლის წინ ხალათი უნდა გაიხადონ, გამოსვლის შემდეგ დაიბანონ ხელები საპნით. საბავშვო ტუალეტით სარგებლობა პერსონალს ეკრძალება. შენობიდან გამოსვლის წინ ხალათი უნდა გაიხადონ და მოათავსონ კარადაში.
2. ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში მუშაობის დაწყებამდე და შემდგომ პერსონალმა უნდა გაიაროს პერიოდული სამედიცინო შემოწმება.
3. საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების მუშაკთა პირადი სამედიცინო წიგნაკები ინახება ამ დაწესებულების ხელმძღვანელთან.
4. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკის ყველა მუშაკი ვალდებულია ყოველდღიურად გაესინჯოს ექთანს, რათა არ გამორჩეთ ჩირქოვანი დაავადების არც ერთი შემთხვევა, რომლებიც უნდა აღირიცხოს სპეციალურ ჟურნალში. ავადმყოფობის ან მასზე ეჭვის შემთხვევაში პერსონალი სამუშაოზე არ დაიშვება.
XIV. მოთხოვნები სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა მიღების წესებისადმი
1. ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვის მიღებისას ექიმი დოკუმენტაციის მიღებასთან ერთად აგროვებს დამატებით ცნობებს მშობლებისაგან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი თავისებურებებისა და ქცევების შესახებ და პედაგოგთან ერთად უნიშნავს ინდივიდუალურ დანიშნულებას დღის რეჟიმით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს კვება და სხვა გამაჯანსაღებელი ღონისძიებები.
2. ყველა ცნობა, რომელსაც იღებენ საბავშვო დაწესებულებაში მიღების დროს, შედის ბავშვის განვითარების ისტორიასა და სამედიცინო ბარათში – ფორმა 026. ეს ბარათები აქვთ ჯგუფის აღმზრდელებს.
3. ყოველდღიური დილის მიღება უნდა ხდებოდეს აღმზრდელთა მიერ, რომლებ იც გამოკითხავენ მშობლებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, უსინჯავენ სიცხეს, უთვალიერებენ კანს ბაგის ჯგუფებში ყველას, ბაღის ბავშვებს – საჭიროების შემთხვევაში. თუ შეინიშნება ავადმყოფობის ნიშნები, ბავშვები არ მიიღებიან, ხოლო თუ დღის განმავლობაში გახდებიან ცუდად, მაშინ მათ ათავსებენ იზოლატორში მშობლების მოსვლამდე. საჭიროების შემთხვევაში კი საავადმყოფოში გადაჰყავთ. ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში ინსტრუქციის შესაბამისად ტარდება სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რათა ჯგუფში ინფექცია არ გავრცელდეს. ტარდება დეზინფექცია, აცრები და სხვ.
4. ავადმყოფობის შემდეგ ბავშვი დაიშვება ბაგა-ბაღში მხოლოდ ექიმი პედიატრის ნებართვით, რომელიც უნიშნავს ინდივიდუალურ რეჟიმს 10-14 დღისათვის.
5. დილის ტუალეტი ბავშვებს უტარდებათ სახლში. მშობლები ვალდებულნი არიან მიიყვანონ ბავშვები სუფთად ჩაცმულნი. ჭამის წინ, სეირნობიდან დაბრუნებულ ბავშვებს უნდა დააბანინონ ხელები საპნით.
6. ბავშვები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი ინდივიდუალური ლოგინით, პირსახოცით, პირადი ჰიგიენის ინდივიდუალურად მარკირებული ნივთებით (კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, ღრუბელი და სხვ.).
XV. მოთხოვნები დღის რეჟიმისა და სასწავლო მეცადინეობის ორგანიზებისადმი
1. დღის რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს ძილის ხანგრძლივობის ჰიგიენურ ნორმებს სხვადსხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის, ითვალისწინებდეს საკმარისი დროით ჰაერზე ყოფნას, გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას, გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის რაციონალურად განაწილებას.
2. სასწავლო მეცადინეობათა რაოდენობა კვირაში უნდა შეადგენდეს: უმცროსი და საშუალო ჯგუფებისათვის – 10; უფროსი – 15; მოსამზადებელი – 19. ერთი მეცადინეობის ხანგრძლივობა უმცროს ჯგუფებში არა უმეტეს 10-15 წუთია, საშუალოსათვის –20 წთ-მდე; უფროსებისათვის – 20-25 წთ; მოსამზადებლისათვის – 20-30 წთ.
3. ყველა ჯგუფში მეცადინეობის შუალედში უნდა ტარდებოდეს ფიზკულტურის წუთები – 1,5 –2 წთ-მდე. დასვენება მეცადინეობათა შორის უნდა გრძელდებოდეს 10-12 წთ. შესვენებისას უნდა ტარდებოდეს ზომიერი ინტენსივობით მოძრავ თამაშები.
4. საშინაო დავალებები არ ეძლევა არც ერთ ჯგუფს.
5. მეცადინეობის ცხრილის შედგენისას რეკომენდებულია: სასწავლო დატვირთვა დღის, კვირისა და წლის განმავლობაში ხდებოდეს თანაბარზომიერად. კვირის დასაწყისსა და ბოლოს უნდა მიეცეს შინაარსითა და სირთულით შედარებით ადვილი მასალა.
6. ბავშვებს ეძლევათ არდადეგები, შესაბამისი პროგრამის გათვალისწინებით. არდადეგების დროს უნდა ჩატარდეს სპორტული და მოძრავი თამაშები, ფიზიკური ვარჯიშები, სპორტული ზეიმები, იზრდება სეირნობის ხანგრძლივობა, მაგრამ არ ტარდება სასწავლო მეცადინეობები.
7. მოსამზადებელ ჯგუფში წლის დასაწყისში უნდა განისაზღვროს ბავშვების ფუნქციური მზადყოფნა სწავლისათვის. მოუმზადებელ ბავშვებს საჭიროა მიექცეს ყურადღება. თუ აქვთ მეტყველების დეფექტი, საჭიროა მათი მეცადინეობა ლოგოპედთან, ფიზიკურად სუსტ ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურები.
XVI. მოთხოვნები კვების ორგანიზებისადმი
1. ბავშვთა კვება უნდა იყოს სრულფასოვანი, შედგენილობით მრავალფეროვანი და ყოველმხრივ უნდა აკმაყოფილებდეს მზარდი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს, რაც ძირითადად კვებაზეა დამოკიდებული. ბავშვთა კვება უნდა ხორციელდებოდეს რეკომენდებული 7 და 10- დღიანი მენიუს შესაბამისად. სამედიცინო პერსონალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კერძების კარტოთეკა და შეჰქონდეს ცვლილებები რეკომენდებულ მენიუში.
2. მშობლებისათვის თითოეულ ჯგუფში ყოველდღიურად გამოკრული უნდა იყოს რეკომენდებული მენიუ ბავშვების ვახშმისათვის.
3. მედიცინის მუშაკები უნდა იღებდნენ მონაწილეობას მენიუს შედგენაში და თვალყურს ადევნებდნენ საჭმლის მომზადებას, მათ სწორ კულინარიულ დამუშავებას, მზა კერძის საგემოვნო თვისებებს; ატარებდნენ მესამე თავი საჭმლის C-ვიტამინიზებას უშუალოდ დარიგების წინ, ინსტრუქციის შესაბამისად; აკონტროლებდნენ პროდუქტების შენახვის სისწორეს და პროდუქტების სარეალიზაციო ვადების დაცვას; თვალყურს ადევნებდნენ კვების ბლოკის სანიტარიულ მდგომარეობას.
4. მზა საკვები ბავშვებს უნდა მიეცეთ მხოლოდ სინჯის აღებისა და სპეციალურ ჟურნალში მედმუშაკის ჩანაწერის შემდეგ (მზა კერძის შეფასებისა და მისი გაცემის ნებართვის შესახებ).
5. ჟურნალში აუცილებლად უნდა აღინიშნოს თითოეული თავი კერძის საგემოვნო თვისებები, წონა, რაოდენობა. შესამოწმებლად გაცემის წინ იწონება კერძების 10 ულუფა. ყოველდღიურად უნდა დატოვონ მზა პროდუქციის სადღეღამისო სინჯი. სინჯს უნდა აიღონ სტერილური მინის თავსახურიანი ჭურჭელით და შეინახონ მაცივარში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე 6-80 C-ზე.
6. საკვების ინგრედიენტებისა და კალორიულობის აღრიცხვას აწარმოებს ექთანი თვეში ერთხელ.
XVII. მოთხოვნები ფიზიკური აღზრდის ორგანიზებისადმი
1. ფიზიკური აღზრდა სკოლამდელ დაწესებულებებში უნდა ხორციელდებოდეს ტიპური პროგრამით. პროგრამა შედგენილი უნდა იყოს ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის და მიმართული იყოს ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ბავშვის ორგანიზმის ფუნქციური შესაძლებლობების სრულყოფისაკენ.
2. სკოლამდელ დაწესებულებებში მოძრავი რეჟიმი უნდა უზრუნველყოფდეს ფიზიკური აღზრდის ძირითად ამოცანებს. მის საფუძველს შეადგენს ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშები, თამაშები სხვადსხვა ფორმით (აღმზრდელის ხელმძღვანელობით) და ბავშვების დამოუკიდებელი მოძრავი საქმიანობა.
3. პროგრამით გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის შემდეგი მეცადინეობის სახეები (ცხრილი 6). ფიზიკურ აღზრდას ხელმძღვანელობენ აღმზრდელები, რომელთაც თავის მხრივ აკონტროლე ბენ მედიცინის მუშაკები და დაწესებულების ხელმძღვანელები.
4. საჭიროა მუდმივი სამედიცინო და პედაგოგიური კონტროლი სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელის ფიზიკურ აღზრდაზე:
ა) დინამიკურ დაკვირვებას ბავშვთა ჯანმრთელობისა და ფიზიკური განვითარების მდგომარეობაზე და ფიზიკური აღზრდის ეფექტურობის შეფასებას ახორციელებენ სკოლამდელი დაწესებულებებისა და პოლიკლინიკის ექიმები გეგმაზომიერი პროფილაქტიკური გასინჯვებით;
ბ) სამედიცინო-პედაგოგიურ კონტროლს ფიზიკური ვარჯიშების მეცადინეობის მეთოდიკაზე, მათ ზემოქმედებაზე ბავშვის ორგანიზმზე, ახორციელებს ექიმი, ექთანი, ბაღის ხელმძღვანელი;
გ) კონტროლს იმ ადგილის სანჰიგიენური მდგომარეობის შესახებ, სადაც ტარდება მეცადინეობა, ახორციელებს ექთანი, ექიმი და ბაღის ხელმძღვანელი;
დ) საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალისა და მშობლებისათვის სანიტარიულ-საგანმანათლებლო მუშაობას სკოლამდელი ფიზიკური აღზრდის შესახებ ატარებს ექიმი, ექთანი, ბაღის ხელმძღვანელი და აღმზრდელები.
5. ბავშვების გაკაჟება უნდა შედგებოდეს ღონისძიებათა სისტემისაგან, რომელიც მოიცავს ყოველდღიურ ცხოვრებაში გაკაჟების ელემენტებსა და სპეციალურ ღონისძიებებს: საჰაერო აბაზანები, წყლის პროცედურები, სწორად ორგანიზებული სეირნობა, ფიზიკური ვარჯიშები, რომლებიც ტარდება მსუბუქ სპორტულ ტანსაცმელში შენობაში და სუფთა ჰაერზე.
6. გაკაჟების სისტემაში გარემოს ძირითადი ფაქტორები (მზე, ჰაერი, წყალი) გამოიყენება დიფერენცირებულად ბავშვების ასაკის, მათი ჯანმრთელობის მდომარეობის, მატერიალური ბაზისა და მეთოდური წესების გათვალისწინებით.
7. გაკაჟების მეთოდები და საშუალებები იცვლება სეზონის, შენობის ტემპერატურის, ჯგუფის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად. გასაკაჟებელი ღონისძიებების ჩასატარებლად საჭიროა: ნიშანდებული მსუბუქი პოლიეთილენის ბაკები (2 ცალი), 0,5ლ ტევადობის ჩამჩა და 2-2,5 ლ ტევადობის დოქები წყლის გადასავლებად, ინდივიდუალური პირსახოცები, დარბაზსა და ჰაერზე დილის ტანვარჯიშისათვის საჭირო ტანსაცმელი.
XVIII. ფიზიკური აღზრდის მეცადინეობათა სახეები და სამუშაოს ფორმები
ცხრილი 6
XIX. მოთხოვნები სკოლამდელი ასაკის ბავშვების ჰიგიენური სწავლებისა და აღზრდისადმი
1. სკოლამდელი ასაკის ბავშვების ჰიგიენური აღზრდა და სწავლება უნდა ხდებოდეს სისტემატურად მზარდი ორგანიზმის დინამიკური, ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისა და ძირითადი ფუნქციების ჩამოყალიბების გათვალისწინებით. ჰიგიენური სწავლებისა და აღზრდის ამოცანას წარმოადგენს ბავშვებში შეგნებული კულტურულ-ჰიგიენური ჩვევების ჩამოყალიბება მზარდი აქტივობისა და დამოუკიდებლობის ფონზე.
2. ჰიგიენური აღზრდისა და სწავლების ძირითად ფორმას წარმოადგენს პრაქტიკული მეცადინეობა როგორც აღმზრდელობითი პროცესის ორგანული ნაწილი, მ.შ. მორალური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდა. შესაბამისად – ფიზიკურ აღზრდაში იგულისხმება ორგანიზ-მის გაკაჟება; მორალურში – კულტურული ქცევების აღზრდა, შეგნებული დამოკიდებულება როგორც საკუთარ, ისე ამხანაგის ჯანმრთელობის მიმართ; შრომით აღზრდაში – შრომითი ჩვევების გამომუშავება, ჰიგიენური რეკომენდაციებისადმი შეგნებული დამოკიდებულება.
3. პედაგოგიური და სამედიცინო პერსონალი სისტემატურად უნდა ახორციელებდეს ჰიგიენური აღზრდის ამოცანებს ბავშვის სკოლამდელ დაწესებულებაში ყოფნის დროს. ჰიგიენურ აღზრდაში უნდა მონაწილეობდნენ მშობლები, რომელთაც ევალებათ სახლში ადევნონ თვალი ამ მოთხოვნათა შესრულებას.
4. სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალის სამუშაო გეგმებში უნდა აისახოს ჰიგიენური აღზრდისა და სწავლების საკითხები.
5. საჭიროა ბავშვებს სისტემატიურად მივუთითოთ ხელების და ფეხების დაბანის აუცილებლობაზე. იმისათვის, რომ ჩვევად ექცეთ კბილების გაწმენდა, სადილის შემდეგ გააწმედ ნინონ კბილები, ხოლო ვინც 24-საათიან ბაღშია, საღამოს, ძილის წინ, უნდა ჩაატარონ ეს პროცედურა.
6. 3 წლამდე ასაკის ბავშვებს კბილებს უწმენდენ მხოლოდ სველი ჯაგრისით, ხოლო 3 წლის შემდეგ – კბილის პასტით ან ფხვნილით. კბილის ჯაგრისები უნდა ინახებოდეს სპეციალურ ინდივიდუალურ ჭიქებში. ბავშვები უნდა მივაჩვიოთ ინდივიდუალური ნივთების ხმარებას (ჯაგრისი, სავარცხელი). ღრუბელები (ბავშვთა რაოდენობის შესაბამისად) გამოყენების შემდეგ უნდა მოთავსდეს1%-იან ქლორამინის ხსნარში 15 წუთით, შემდეგ საჭიროა გამდინარე წყალში გავლება, გაშრობა და შენახვა სუფთა მაუდის ტომსიკებში.
XX. პასუხისმგებელობა სანიტარიული წესების დაცვაზე
1. პასუხისმგებლობა წინამდებარე სანიტარიული წესების დაცვაზე ეკისრება სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელობასა და ექიმს.
2. სამედიცინო პერსონალმა უნდა უზრუნველყოს ბავშვთა კვების, ფიზიკური აღზრდის, გაკაჟების, ეპიდემია საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების, სასწავლო-აღმზრდელობითი რეჟიმის დაცვის ყოველდღიური კონტროლი.
XXI. ბავშვთა ბაგა-ბაღების შენობათა ფართობი და შედგენილობა
დანართი 1
XXII. ბავშვთა ბაგა-ბაღების შენობათა სათავსების შედგენილობა და ფართობი
დანართი 2
XXIII. საექიმო კაბინეტის შემადგენლობა და ფართობი
დანართი 3
XXV. საყოფაცხოვრებო მომსახურების სათავსების შემადგენლობა და ფართობი
დანართი 4
XXV. კვების ბლოკის შემადგენლობა და ფართობი
დანართი 5
XXVI. სამრეცხაოს შემადგენლობა და ფართობი
დანართი 6
დოკუმენტის კომენტარები