საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 30/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2021
ძალაში შესვლის თარიღი 11/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016477
40
30/09/2021
ვებგვერდი, 04/10/2021
300380000.16.009.016477
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №40

2021 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 81-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის  №12 დადგენილების (სსმ III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-7 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მოცულობის კორექტორი, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.“;

ა.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჭიროების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველი ან/და მოცულობის კორექტორი), ასევე სხვა სახის მისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები, რომლებიც აღრიცხვიანობისთვის არის საჭირო.“;

ბ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემები

1. ეს მუხლი განსაზღვრავს არსებული დაბალი წნევის, 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის მრიცხველის ნაცვლად, იმავე სიმძლავრის ჭკვიანი მრიცხველით ჩანაცვლების პირობასა და პროცედურებს.

2. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მომხმარებელთან ან/და კომისიასთან შეთანხმებით დანერგოს მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის ტექნოლოგიები.

3. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის (ე.წ. „ჭკვიანი“ მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ უნარი დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის და ხელი შეუწყონ მომხმარებლის ენერგომოხმარების ოპტიმიზაციას.

4. მომხმარებელი უფლებამოსილია, არსებული აღრიცხვის კვანძის ნაცვლად, განაწილების ლიცენზიატს მოსთხოვოს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა.

5. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი  (განმცხადებელი) ვალდებულია ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მოთხოვნით წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.

6. დაბალი წნევის 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური განსაზღვრულია დანართი №4-ით.

7. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის  წარდგენამდე  წინასწარ გადაიხადოს ჭკვიანი მრიცხველის საფასურის 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა  მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.

8. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის საფასურის  გადახდის განწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის  ქვითარში.

9. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე იმ მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველების ჩამონათვალი, ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის დასამონტაჟებლად.“;

გ) მე-19 მუხლის 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი:

„72. ამ წესების მიზნებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს შენობას, რომელიც შედგება მინიმუმ სამი ბინისგან, ხოლო ბინა წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრების საგანს, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად.“;

დ) 191 მუხლის:

დ.ა) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

 „41. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცესი არ არის დამოკიდებული მომხმარებლის შიდა ქსელის მოწყობის პირობასთან ან ამ პირობის შეცვლასთან. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება განახორციელოს შეუფერხებლად, მიუხედავად იმისა, მომხმარებელი დამატებით მოითხოვს თუ არა შიდა ქსელის მოწყობას ან უარს იტყვის მის მოწყობაზე (მათ შორის, მოხმარების ერთი ან მეტი წერტილის მოწყობაზე), ან ხელს უშლის შიდა ქსელის სამუშაოების შესრულებას რაიმე ფორმით.”;

დ.ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61.  მიერთების მსურველი თავისუფლდება მიერთების საფასურის წინასწარ გადახდის ვალდებულებისგან, თუ ამ საფასურის გადახდის ვალდებულებას წერილობით იკისრებს ადმინისტრაციული ორგანო. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს დაადგინოს განაცხადზე ხარვეზი, მიერთების საფასურის წინასწარ გადაუხდელობის საფუძვლით.“;

ე) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ან  მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მოხმარების აღდგენისათვის დაარიცხოს ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულება, გამოყენებული მეთოდის ხარჯისა და სირთულის მიხედვით.“;

ვ) 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. წესების 71 მუხლი და დანართი №4-ის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან.“;

ზ) დადგენილების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური (დანართი 3)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 „დანართი №3

გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური

1. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება მოთხოვნილი სიმძლავრისა და მისაერთებელი ობიექტის ადგილმდებარეობის  მიხედვით:

ა) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური:

მომხმარებლის წნევის საფეხური

 სიმძლავრე  

კუბ./სთ

ახალი მომხმარებლის

გამანაწილებელ ქსელზე

მიერთების ვადა (სამუშაო დღე)

ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ი ჩათვლით

(ლარი)

თვითმმართველ ქალაქებში

სხვა მუნიციპალიტეტებში

დაბალი წნევა

0-6

60

800 

400 

6-დან -10

60

2,000 

1,800 

10-დან -16

60

3,000 

2,800 

16-დან -25

65

3,200 

3,000 

25-დან -40

65

3,800 

3,500 

40-დან -65

65

12,000 

11,500 

65-დან -100

70

13,000 

12,500

 

ბ) 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის 191 მუხლის მე-6 პუნქტით განწილვადების შემთხვევაში, მიერთების საფასური განისაზღვრება არსებულ მიერთების საფასურზე  თვითმმართველ ქალაქებში 50 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 25 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით.

გ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას, თითოეული ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური განისაზღვრება ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე წესების დანართი №4-ით განსაზღვრული საფასურის (შეთავაზებული პაკეტის  საფასურის) დამატებით;

დ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა განისაზღვრება მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ, ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრე აღემატება 100 კუბ.მ/სთ, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა შეადგენს 70 სამუშაო დღეს.“;

თ) დადგენილების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური (დანართი №4).“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

დანართი №4

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა

და შეჭრის საფასური

1. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური:

მომხმარებლის წნევის საფეხური

სიმძლავრეკუბ./სთ

აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის ვადა (სამუშაო დღე)

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და შეჭრის საფასური (ლარი, დღგ-ის ჩათვლით)

დაბალი წნევა

0-6

10

300

6-დან -10

10

450

10-დან -16

10

750

16-დან -25

10

900

25-დან -40

10

1400

40-დან -65

10

8300

65-დან -100

10

9000

საშუალო წნევა

0 -100

15

14000

100-დან -160

20

14250

160-დან -250

20

14500

250-დან -400

20

15000

400-დან –650

20

17000

650-დან -1000

20

17500

1000-დან –1600

20

18000

1600-დან -2600

20

20000

2600-დან -4000

20

23000

4000-დან -6400

20

25000

 

2. თუ აღრიცხვის კვანძი ითვალისწინებს 0-6 კუბ.მ/სთ ჭკვიანი მრიცხველის მოწყობას, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური შეადგენს 800 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).

3. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურით ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, წინამდებარე დანართით დადგენილი საფასური მოიცავს საერთო ფართის ქსელისა და აღრიცხვის კვანძის ან 0-6 კუბ.მ/სთ ჭკვიანი მრიცხველის მოწყობას.“.

2. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748, სარეგისტრაციო კოდი: 400.020.010.16.009.012.444) პირველი პუნქტით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-18 მუხლს 42  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 პუნქტი:

„4​3. ამ წესების მიზნებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს შენობას, რომელიც შედგება მინიმუმ სამი ბინისგან, ხოლო ბინა წარმოადგენს ინდივიდუალური საკუთრების საგანს, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად“;

ბ) 181 მუხლის 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს მიერთების სამუშაოების დასრულების ზუსტი დრო (არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც). მიერთების დასრულებისთანავე წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ახალ მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომარაგების დაწყების შესახებ.“;

გ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ან მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს წყალმომარაგების ქსელიდან ჩახსნილი მომხმარებლის სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის საფასური.“.

3. „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილების (ვებგვერდი, 29/06/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.16.009.016456) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“:

ა)  33-ე მუხლს მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, თუ აშკარად სახეზე არ არის ელექტროენერგიის დატაცების, სხვისი ქონების უნებართვოდ (თვითნებურად) დაუფლების ფაქტი. ასევე, თუ არ არსებობს წესების 44-ე მუხლით გათვალისწინებული აქტი, ან თუ აქტი შედგენილია 44-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 11 ოქტომბრიდან.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე