„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 334
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 15/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017537
334
13/12/2021
ვებგვერდი, 14/12/2021
230210000.22.033.017537
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №334

2021 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (https://matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1“ ქვეპუნქტი:

„კ1) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლისა, როდესაც, საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის „წითელი“ ან „ყვითელი“ დერეფნის შერჩევის დროს ან საბაჟო დეკლარაციასა და საქონლის თანმხლებ დოკუმენტებში შეუსაბამობისას, აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება გაფორმების ორგანოს დანიშნულებით და რომლის აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქონლის საბაჟო დეკლარაციით;“;

) მე-6 მუხლის მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და საქონელი განთავსდა საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე ან გაშვებულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) პირველი მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად;“.

2. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და საქონელი განთავსდა საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე ან გაშვებულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) პირველი მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად;“;

ბ) მე-15 მუხლის:

ბ.ა) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. გრაფა 18 „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა (მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგონი, 02 ა/მ, 04 კონტეინერი), რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება გაფორმების საბაჟო ორგანომდე. გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-3 ნაწილის შესაბამისად (რამოდენიმე სატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა მფლობელი ქვეყნების შემთხვევაში მიეთითება – 999). დეკლარაციის უკანა გვერდზე თითოეულ ველში ცალ-ცალკე აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი (მაგალითად: გამწევის ნომერი/მისაბმელის ნომერი)) და გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ ინფორმაცია.“;

ბ.ბ) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. გრაფა 21 „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა (მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგონი, 02 ა/მ, 04 კონტეინერი), რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე. გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-3 ნაწილის შესაბამისად (რამოდენიმე სატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა მფლობელი ქვეყნების შემთხვევაში მიეთითება – 999). დეკლარაციის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები).“;

ბ.გ) 52-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 521 პუნქტი:

„521. გრაფა 53. „დანიშნულების საბაჟო“ –  ივსება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის „წითელი“ ან „ყვითელი“ დერეფნის შერჩევის დროს ან საბაჟო დეკლარაციასა და საქონლის თანმხლებ დოკუმენტებში შეუსაბამობისას, როდესაც აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება გაფორმების ორგანოს დანიშნულებით. გრაფაში მიეთითება დანიშნულების საბაჟო ორგანოს კოდი კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის მიხედვით.“;

ბ.დ) 55-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„55. გრაფები: 53, B (გარდა სტრიქონისა – „გადახდილია სულ“), C და D ივსება მხოლოდ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.“;

ბ.ე) 58-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 59-ე და მე-60 პუნქტები:

„59. გრაფა D – „კონტროლი დანიშნულების საბაჟოზე“ - გრაფა ივსება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე, როდესაც, საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის „წითელი“ ან „ყვითელი“ დერეფნის შერჩევისას ან საბაჟო დეკლარაციასა და საქონლის თანმხლებ დოკუმენტებში შეუსაბამობისას, აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება გაფორმების ორგანოს დანიშნულებით; გრაფის განყოფილებაში „ვადა“ − გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ მიეთითება დანიშნულების საბაჟო ორგანოში ან დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი რომელიც ამოირჩევა სისტემაში ინტეგრირებული კალენდრიდან. თუ გამოცხადების ვადა აღემატება ერთ დღეს, გამოცხადების დროდ ჩაითვლება გამოცხადების დღის 24.00 საათი, თუ გამოცხადების ვადა არ აღემატება ერთ დღეს – მიეთითება გამოცხადების ზუსტი დრო.

60. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის „წითელი“ ან „ყვითელი“ დერეფნის შერჩევის დროს ან საბაჟო დეკლარაციასა და საქონლის თანმხლებ დოკუმენტებში შეუსაბამობისას, როდესაც აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება გაფორმების ორგანოს დანიშნულებით, დეკლარაციის მეორე გვერდზე არსებულ ველებში შეიტანება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვისა და კონტროლისათვის საჭირო ინფორმაცია და  სათანადო ციფრული კოდები კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად.“.

3. „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12):

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების მხოლოდ იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრისა და შტრიხკოდის მინიჭება და საქონლის გაშვება შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, თუ:

ე.ა) წარდგენილია არანაკლებ კუთვნილი იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის ოდენობის გარანტია, ან

ე.ბ) სრულად გადახდილია კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, რაც დეკლარაციის დამუშავებიდან 1 საათის განმავლობაში დასტურდება იმპორტის გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით, ხოლო სსიპ – შემოსავლების სამსახურთან  გაფორმებული „შემოსავლების სამსახურის მიერ პირებისათვის გასაწევი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმით გათვალისწინებულ საბანკო დაწესებულებაში (შემდგომში – საბანკო დაწესებულება) გადახდის შემთხვევაში – ამ დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით, ან

ე.გ) იმპორტის გადასახდელის ნაწილზე წარდგენილია გარანტია და დანარჩენი ნაწილის გადახდა დასტურდება ამ პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

ა.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის შემოტანამდე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაშვება, საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების მხოლოდ იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ ხორციელდება, საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრისა და შტრიხკოდის მინიჭება და საქონლის გაშვება შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ, თუ გაფორმების ორგანოს დანიშნულებით საქონლის გადაადგილების დასრულებამდე ან გაფორმების ორგანოში საქონლის არასამუშაო დროს მიტანისას:

ა.ა) წარდგენილია არანაკლებ კუთვნილი იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის ოდენობის გარანტია, ან

ა.ბ) სრულად გადახდილია კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, რაც დასტურდება საბანკო დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით;

ა.გ) იმპორტის გადასახდელის ნაწილზე წარდგენილია გარანტია და დანარჩენი ნაწილის გადახდა დასტურდება ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრისა და შტრიხკოდის მინიჭებისა და საქონლის გაშვების შესახებ ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ დეკლარანტს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებით.“;

ბ) მე-2 მუხლის 2პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის გადახდა უნდა დასტურდებოდეს იმპორტის გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საბაჟო გამშვებ პუნქტში ან გაფორმების საბაჟო ორგანოში წარდგენით ან საბანკო დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით.“.

4. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) „ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“:

ა) „204“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „205“ კოდის გრაფა:

 

„205

ავტომანქანის სახელმწიფო N - ნაწილი“

 

ბ) „210“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „260“ კოდის გრაფა:

 

„260

ინფორმაცია გადამზიდველზე (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი/პასპ.ნომერი)“

 

გ) „521“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „522“ კოდის გრაფა:

 

„522

 თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიმართ საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის „ყვითელი დერეფნის“ განსაზღვრისას, იმპორტის გადასახდელის სრულად/ნაწილობრივ ელექტრონულად გადახდის შეტყობინების ნომერი“.

 

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 15 დეკემბრიდან.

 


საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი