„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1085-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.020428
1085-VIმს-Xმპ
14/12/2021
ვებგვერდი, 17/12/2021
040110030.05.001.020428
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) 36-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია არაუმეტეს 49 წლის ვადით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო სახელმწიფო ტყის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებითა და არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 დეკემბერი 2021 წ.

N1085-VIმს-Xმპ