საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1100-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020446
1100-VIმს-Xმპ
15/12/2021
ვებგვერდი, 24/12/2021
020000000.05.001.020446
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 76. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა, ტყის ხანძრისგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა ან სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევა

1. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა, ტყის ხანძრისგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა ან სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის ანდა სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა ან ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გარკვეულ ფართობზე გავრცელება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

2. 1282 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დროებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე  ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება მასზე არსებულ ხეტყესთან/ხე-მცენარესთან ერთად და იგი გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და აღნიშნულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს ეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს/მესაკუთრეს დაუბრუნდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმის გადახდის, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის წარმოდგენის (საჭაპანო ტრანსპორტის შემთხვევაში მისი სარეგისტრაციო მოწმობის წარმოდგენა არ მოითხოვება) ან მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში, გარდა ამ კოდექსის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 128​6 მუხლი:

„მუხლი 128​6. სახელმწიფო ტყეში მუხლუხა სატრანსპორტო საშუალებით უნებართვოდ შესვლა და გადაადგილება

1. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოსთან წერილობითი შეთანხმების გარეშე სახელმწიფო ტყეში მუხლუხა სატრანსპორტო საშუალებით შესვლა და გადაადგილება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443,  445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721−78-ე, 791−81-ე, 821, 822, 825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533−1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556  მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე, 1571−1581, 159-ე, 1591, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−171მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793  და 180-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“.

5. 222-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო“;

ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 51​​​2, 51​​​4−53​​​2, 54-ე, 54​​​1,  55​​​1, 55​4, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 58​​​​1, 58​3, 59-ე, 59​​​​3, მე-60, 60​​​3, 61​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​​​4–69​​​6, 71-ე, 71​​​1, 721−77-ე, 78-ე და 79​​​1–79​5 მუხლებით, 79​​​6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 79​​​7, 79​​​8 და 821–824 მუხლებით, 82​​​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−85​​​5 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებისა), 86​2, 87​​​1–87​​​3 და 89-ე–893 მუხლებით, 91​3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103​​​1 და 128​2−128​6 მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების უფლება.

2. ამ კოდექსის 58​​​3, 59-ე, 64-ე და 64​​​1 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 85​4 მუხლით, 86-ე მუხლის პირველი,  მე-2–მე-9, მე-13, მე-17 და მე-20 ნაწილებით, 86​2, 87​​​2, 87​​​3, 89​​​3, 128​​​2 და 1286 მუხლებითა და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“;

გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 51-ე, 512, 515, 63-ე და 64-ე მუხლებით, 66-ე მუხლით (გარდა 66-ე მუხლით გათვალისწინებული სალიცენზიო საქმიანობებისა) და 71-ე, 73-ე, 74-ე, 86-ე, 1282 და 1286 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების უფლება.“;

დ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 512, 515, 63-ე და 64-ე მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 71-ე, 73-ე, 74-ე, 86-ე, 1282 და 1286 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“;

ე) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 531, 53​2, 55​4 და 64​1 მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის  მე-10–მე-12 ნაწილებისა) და 89-ე–89​3 და 1286 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების უფლება.“.

6. 239-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–51​​​2, 51​​​4−53​​​2, 54-ე, 54​​​1, 55​​​1, 55​​​4, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 58​​​1−59-ე, 59​​​3, მე-60, 60​​​3, 61​​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​​​4–69​​​6, 71-ე, 71​​​1, 721−77-ე, 78-ე და 79​​​1–79​​​5 მუხლებით, 79​​​6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 79​​​7, 79​​​8 და 821–824 მუხლებით, 82​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 86​2, 87​​​1–87​3 და 89-ე–893 მუხლებით, 91​3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103​​​1, 104-ე და 1282–1286 მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“.

7. 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 46 ნაწილი:

„46. ამ კოდექსის 222-ე მუხლის 31 ან 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  −  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“.

8. 249-ე მუხლის 22 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. თუ ამ კოდექსის 641, 66-ე, 1282 ან 151-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მერქნიანი მცენარე (ხეტყე, მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი) დროებით ჩამორთმეულია ან აღმოჩენილია სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა), ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი შესაბამისი ორგანო ვალდებულია ეს მერქნიანი მცენარე დაუყოვნებლივ გასხვისების  მიზნით გადასცეს მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამის ორგანოს. მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა განთავსდება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შედეგების მიხედვით, მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა შესაბამისი დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით რჩება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე ან მერქნიანი მცენარის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა ეძლევა მის კანონიერ მესაკუთრეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი მცენარის გასხვისების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2021 წ.

N1100-VIმს-Xმპ