დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21 |
დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 14/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.126.016363 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (15/12/2021 - 14/01/2022)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და 91-ე მუხლის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლი მე-2 ნაწილის შესაბამისად თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით: |
თავი I
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 13350.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები |
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 12569.1 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 180.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 600.9 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით |
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 12310.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 980.0 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა - 1130.0 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება – 150.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
ბიუჯეტის საოპერაციო სალდო განისაზღვროს 1040.0 ათასი ლარით, ხოლო მთლიანი სალდო 60.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 0.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო არნგარიშზე არსებულ თავისუფალ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება 2022 წლის განმავლობაში. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს - 100.0 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2016 წელს მიღებული სესხის დაფარვას. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 311.9 ათას ლარს, ხოლო 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 211.9 ათასი ლარი. |
თავი II
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება |
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1625.0 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები/ ქვეპროგრამები/ და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა |
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1700.0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები/ ქვეპროგრამები/ და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 15.
განათლება |
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3050.0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები/ ქვეპროგრამები/ და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი |
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1487.0 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები/ ქვეპროგრამები/ და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 17.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1260.0 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები/ ქვეპროგრამები/ და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 18.
პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები |
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში. |
თავი III
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 19.
ბიუჯეტის ასიგნებები |
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 20.
ასიგნებების დაფინანსება |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 21.
ასიგნებების გადანაწილება |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 22.
კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება |
2022 წლის განმავლობაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 23.
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 24.
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 25.
დავალიანებების ანაზღაურება |
მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 02-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2022 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 26.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის |
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 180.0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად.
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 79 000 ლარი. ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100 000 ლარი. გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1000 ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 27.
სარეზერვო ფონდი |
2022 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 50,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
მუხლი 28.
ბიუჯეტის ამოქმედება |
1. დადგენილებით დამტკიცებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 2 დეკემბრის №22 დადგენილება (ვებგვერდი სსმ, 3/12/2020 სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.126.016340). |
|
დოკუმენტის კომენტარები