დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 636 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040150000.10.003.023192 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 040150000.10.003.016669) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებითა და 21 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება ერთეულ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ერთეული ნივთისა და ერთეული უფლების (საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის) მიხედვით.“. 2. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „მუხლი 21. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მომსახურებისთვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები: ა) სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება − 3 თვის ვადაში − 300 ლარი; ბ) სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაცია − 3 თვის ვადაში − 600 ლარი; გ) თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და დაინტერესებული პირი მოითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციას, ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დაწესებულ საფასურს ემატება 300 ლარი; დ) სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება − „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 − მე-5 პუნქტებით დადგენილ ვადაში − 300 ლარი.“. 3. მე-6 მუხლის: ა) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) 2025 წლის 1 იანვრამდე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და მასში ცვლილების რეგისტრაცია;“; ბ) „წ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჭ) 2025 წლის 1 იანვრამდე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების ან მასში ცვლილების რეგისტრაცია.“. |
მუხლი 2 |
მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 2022 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილ განცხადებაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება დასრულდეს უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე), ამ დადგენილების ამოქმედებამდე განსაზღვრული წესით.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები