„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3751
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 16/02/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016662
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3751
16/02/2022
ვებგვერდი, 24/02/2022
000000000.00.00.016662
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
შემოსავლების სამსახური
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (25/03/2022 - 20/09/2022)

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №3751

2022 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცია, თანდართული დანართის შესაბამისად.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 29 დეკემბრის №41747 ბრძანება;

ბ) „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 5 აგვისტოს №25697 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

 

სამსახურის უფროსი                                                      ლევან კაკავა

 

დანართი

ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცია

 

 მუხლი 1. დღგ-ის გადამხდელის სტატუსი

1. გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცით(შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

2. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონეა პირი, რომელსაც „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 56მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში, შეჩერებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება,  ასევე აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემა და რომელსაც ამ ინსტრუქციის შესაბამისად მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის  სტატუსი.

3. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონეა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისა.   

მუხლი 2. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭება და გაუქმება

1. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია:

ა) გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;

ბ) თუ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია);

გ) თუ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს, შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის მიხედვით, არ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშის ნომერი;

დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება.

2. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭება ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ავტომატურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ავტომატურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით;

გ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან შეტყობინების გაგზავნის დღიდან.

3. გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაუფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიში და არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების სხვა საფუძველი არ არსებობს.

მუხლი 3. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესზე გადაყვანა

1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესზე  გადასახადის გადამხდელის გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) ნებაყოფლობით;

ბ) სავალდებულო წესით;

გ) შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესზე  გადასახადის გადამხდელის ნებაყოფლობით გადაყვანა ხორციელდება მის მიერ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული ვებგვერდიდან (https://eservices.rs.ge) წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადასახადის გადამხდელს,  ამ ინსტრუქციის საფუძველზე მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

3. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესზე გადასახადის გადამხდელის სავალდებულო წესით გადაყვანა ხორციელდება, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს ან აღემატება 50 000 ლარს.

4. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადაყვანა ხორციელდება ამ მუხლის:

ა) მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - შესაბამისი განცხადების წარმოდგენის მომენტიდან;

ბ) მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ავტომატურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, შესაბამისი აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფიქსირების მომენტიდან;

გ) (ამოღებულია - 25.03.2022, 7545);

დ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - გადასახადის გადამხდელთან შესაბამისი შეტყობინების გაგზავნისთანავე.

5. თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადაყვანილ პირს (შემდგომში - სპეციალური წესით მოსარგებლე პირს), ამ ინსტუქციის მე-2 მუხლის საფუძველზე მიენიჭა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, უნარჩუნდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესით სარგებლობის უფლება, ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით განსაზღვრული დებულებების გათვალისწინებით.

6. არაკვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადაყვანა არ ხორციელდება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის ბრძანება №7545 - ვებგვერდი, 28.03.2022წ.

მუხლი 4. სპეციალური წესით მოსარგებლე პირის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის წესი

1. სპეციალური წესით მოსარგებლე პირის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემდეგ შესაბამისი დღგ-ის ოდენობით თანხა გადახდილია ბიუჯეტში:

ა)  მიმწოდებლის (გამყიდველის) მიერ; ან/და

ბ) მიმღების (მყიდველის) მიერ - მიმწოდებლის (გამყიდველის) სახელით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს მიმწოდებლის (გამყიდველის) მიერ, ბიუჯეტში გადახდილი თანხის ფარგლებში, მხოლოდ პროგრამულად შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გააქტიურების (მონიშვნის) შემდეგ;

ბ)  „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - გადახდილი თანხის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად იდენტიფიცირების შემდეგ, რა დროსაც ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა აქტიურდება ავტომატურად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, მიმღების (მყიდველის) მიერ მიმწოდებლის (გამყიდველის) სახელით გადახდილი თანხის იდენტიფიცირებისათვის, მხედველობაში მიიღება მხოლოდ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლით განსაზღვრულ საინფორმაციო ბარათში ასახული საბანკო ანგარიშიდან განხორციელებული თანხის გადახდა, ხოლო თუ მიმღების (მყიდველის) მიერ თანხის გადახდა განხორციელებულია სხვა საბანკო ანგარიშიდან, დღგ-ის ჩათვლის მიზნებისათვის გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულება.

4. თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესით მოსარგებლე პირს, ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის საფუძველზე მიენიჭა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, პირის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესით სარგებლობისას გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე ვრცელდება ამ მუხლით დადგენილი წესები.

5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური წესის მოქმედების პერიოდში გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე ვრცელდება მათი გამოყენების ზოგადი წესი.

მუხლი 5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის შეწყვეტის საფუძვლები

1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის შეწყვეტის საფუძველია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სპეციალური წესით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული ვებგვერდიდან (https://eservices.rs.ge) წარმოდგენილი განცხადება, რა დროსაც სპეციალური წესით სარგებლობა წყდება ავტომატურად;

ბ) მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აღიარებული საგადასახადო დავალიანება ნაკლებია ამავე პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობაზე, რა დროსაც სპეციალური წესით სარგებლობა წყდება ავტომატურად;

გ) (ამოღებულია - 25.03.2022, 7545);

2. იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად არსებობს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადაყვანის რამდენიმე საფუძველი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის შეწყვეტა განხორციელდება შესაბამისი საფუძვლ(ებ)ისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა შესაბამისი გარემოების დადგომის შემთხვევაში.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის ბრძანება №7545 - ვებგვერდი, 28.03.2022წ.

მუხლი 6. შემოსავლების სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები

შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად:

ა) მიანიჭოს/არ მიანიჭოს/გაუუქმოს გადასახადის გადამხდელს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის/არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის  სტატუსი; 

ბ) გადაიყვანოს/არ გადაიყვანოს/შეუწყვიტოს გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესით სარგებლობის უფლება; 

გ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალიწინებულ საკითხებზე ერთობლივად ან ცალ-ცალკე.

მუხლი 7. გარდამავალი დებულებები

1. გადასახადის გადამხდელს, რომელსაც ამ ინსტრუქციის ამოქმედებამდე მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსი მხოლოდ საგადასახადო დავალიანების არსებობის საფუძველზე, ამ ინსტრუქციის ამოქმედებისთანავე, ავტომატურად, მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ის  გადამხდელის სტატუსი და გადაყვანილ იქნას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე.

2. იმ პირებს, რომლებსაც 2022 წლის 28 მარტის მდგომარეობით არ უფიქსირდებათ აღიარებული საგადასახადო დავალინება 50 000 ლარის ან მეტი ოდენობით, შეუწყდეთ ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სპეციალური წესით სარგებლობის უფლება, გარდა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით აღნიშნულ წესზე გადაყვანილი პირებისა.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის ბრძანება №7545 - ვებგვერდი, 28.03.2022წ.

მუხლი 8. სპეციალური დებულებები

1. საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, რომელზეც გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის განსაზღვრულ პერიოდში, ასევე იმ დავალიანებაზე, რომელზეც გაფორმებულია აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადაყვანა არ ვრცელდება.  

2. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი არ მიენიჭება, ასევე არ გადაიყვანება ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე პირი, რომელსაც „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ განესაზღვრა მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორია, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, სახელმწიფოს, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი.

3. იმ საანგარიშო პერიოდზე ან საკითხზე, რომელზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პროგრამულად განხორციელდეს ზემოაღნიშნულ პერიოდში/პერიოდებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შეზღუდვა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა დასაშვებია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების და შესაბამისი არგუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეისწავლის აუდიტის დეპარტამენტი და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა საშუალება, გამოწეროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

5. „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანების გამოცემისთანავე, ბრძანების გამოცემის შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ ოპერაციებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქონების განკარგვის აკრძალვის უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელს შეეზღუდოს სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის უფლება.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა დასაშვებია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეისწავლის ვალის მართვის დეპარტამენტი და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა საშუალება გამოწეროს შესაბამისი სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

7. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესით მოსარგებლე და კვალიფიციური დღგ-ის გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე გადასახადის  გადამხდელების შესახებ ინფორმაცია თავსდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე www.rs.ge.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის ბრძანება №7545 - ვებგვერდი, 28.03.2022წ.