„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.104.016473
13
28/04/2022
ვებგვერდი, 03/05/2022
190020020.35.104.016473
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2022 წლის 28 აპრილი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის N2 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge 03/02/2022,  სარეგ. კოდი 190020020.35.104.016462)  და დადგენილების დანართის მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტის „ბ.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ლ) წარჩინებულ სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსება

ქვე

პროგრამის დასა

ხელება

კოდი

წარჩინებულ  სტუდენტთა სწავლის

საფასურის თანადაფინანსება

დაფინანსება
 ათას ლარში

06 02 12

10.0

ქვე

პროგრამის განმა

ხორცი

ელებელი სამსახური

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ:

ა) მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს  

აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ოჯახის სარეიტინგო

ქულა აქვთ 120 000-ზე ნაკლები და არ არიან ჩართული დაფინანსების

არცერთ სახელმწიფო პროგრამაში. პრიორიტეტი ენიჭება, პირველ რიგში,

სტუდენტის მაღალ აკადემიურ მოსწრებას შეფასების სისტემით

91 ქულიდან  100 ქულის ჩათვლით (GPA 3-4),

შემდეგ ოჯახის შედარებით დაბალ სარეიტინგო ქულას;

ბ) საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი

სასწავლებლების სახელოვნებო სფეროს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე

სტუდენტებს, რომლებიც წარჩინებული არიან თავიანთი პროფილით

(მაგალითად, პერსონალური გამოფენა, წიგნის გამოცემა.

მთავარი როლი თეატრალურ წარმოდგენაში ან მთავარი პარტია საოპერო დადგმაში და ა.შ);

2.  დაფინანსდება მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის

საფასურის ნახევარი, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარისა,

დარჩენილი თანხის დაფინანსების დამადასტურებელი

დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.;

3.  დაფინანსება განხორციელდება  უნაღდო ანგარიშსწორებით,

შესაბამის სასწავლებელში თანხის ჩარიცხვით.

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია