სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ

  • Word
სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 309/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 113, 18/11/2002
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.558
  • Word
309/ნ
05/11/2002
სსმ, 113, 18/11/2002
470.230.000.11.119.005.558
სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470. 230. 000. 11. 119. 005. 558

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №309/ნ

2002 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

სტომატოლოგიური პროფილის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ

ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ინფექციურ დაავადებათა გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „სანიტარიული წესები“ სტომატოლოგიური პროფილის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებისათვის”;

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

2. 1. კომუნალური ჰიგიენა

2. 1. 3. სამედიცინო დაწესებულებები

სანიტარიული წესები სტომატოლოგიური პროფილის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის

სანიტარიული წესები და ნორმები

სანწდან 2. 1. 3. 003-02

თავი I

გამოყენების სფერო

    მუხლი 1

წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად და ადგენს მოთხოვნებს სტომატოლოგიური პროფილის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულების მოწყობის, აღჭურვის, ექსპლოატაციის, მომუშავე პერსონალის შრომის დაცვისა და პირადი ჰიგიენისადმი. მათი დაცვა ევალება ყველა სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივ გაერთიანებას, ორგანიზაციას, დაწესებულებას უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად.

თავი II

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 2

1. სანიტარიული წესები განკუთვნილია სტომატოლოგიური პოლიკლინიკების მთავარი ექიმებისათვის, სტომატოლოგიური განყოფილებების და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების გამგეებისათვის, ექიმ-სტომატოლოგებისა და კბილის ტექნიკებისათვის, არქიტექტორების, ინჟინრებისა და სხვა სპეციალისტებისათვის, რომლებიც დაკავებულნი არიან სტომატოლოგიური სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების პროექტირების, რეკონსტრუქციის და ექსპლუატაციის საკითხებით, აგრეთვე სანიტარიული ექიმებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სტომატოლოგიური დაწესებულებების სანიტარიული მდგომარეობის კონტროლს.

2. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტებისა და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების რეკონსტრუქცია, აგრეთვე პროექტირება და მშენებლობა უნდა ხორციელდებოდეს საპროექტო დავალებით, წინამდებარე სანიტარიული წესების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. ახალაშენებული და რეკონსტრუირებული სტომატოლოგიური ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება ხორციელდება დადგენილი წესით სტომატოლოგიური პროფილის, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის და აგრეთვე, სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების სპეციალისტებით დაკომპლექტებული საექსპლუატაციოდ მიმღები კომისიის მიერ.

4. სტომატოლოგიურ პოლიკლინიკებში, განყოფილებებში, კაბინეტებში და კბილის სატექნიკო ლაბირატორიებში რენტგენის და ფიზიოთერაპიული კაბინეტების, ავტოკლავების, ადმინისტრაციული და საყოფაცხოვრებო სათავსების, ელექტრომოწყობილობისა და ელექტროგაყვანილობის მოწყობა და ექსპლუატაცია უნდა პასუხობდეს მოქმედ წესებს და ინსტრუქციებს უსაფრთხოების ტექნიკის, შრომის დაცვის და სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი წესების დაცვით.

    მუხლი 3

1. პასუხისმგებლობა სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმისა და უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნათა დაცვისათვის ეკისრება დაწესებულების მთავარ ექიმს და სტომატოლოგიური განყოფილებების, კაბინეტების, კბილის სატექნიკო ლაბორატორიების გამგეებს.

2. სტომატოლოგიური განყოფილების (კაბინეტის) და კბილის სატექნიკო ლაბორატორიის გამგეები ვალდებულნი არიან წინამდებარე წესების საფუძველზე სხვადასხვა სახის სამუშაოსთვის შეიმუშაონ უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის ინსტრუქციები. ამონაწერი წინამდებარე წესებიდან გამოფენილი უნდა იყოს შესაბამისი უბნების თვალსაჩინო ადგილას.

    მუხლი 4

კონტროლი სანიტარიული წესების შესრულებაზე ხორციელდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების მიერ.

თავი III

მოთხოვნები სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტებისა და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სათავსების განლაგებისა და მოწყობისადმი

    მუხლი 5

1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკები, განყოფილებები, კაბინეტები და კბილის სატექნიკო ლაბორატორიები უნდა განთავსდეს ცალკე მდგომ ტიპურ შენობებში, ან გამონაკლისის სახით შენობებში ჩაშენებულ სპეციალურ სათავსებში იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება წინამდებარე წესების მოთხოვნები.

2. რენტგენოსტომატოლოგიური გამოკვლევების რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს დოკუმენტის ჰიგიენური მოთხოვნები რენტგენის კაბინეტების, აპარატების მოწყობის, ექსპლუატაციისა და რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარებისადმი სანწდან 2. 6. 1. 004-02 მიხედვით.

3. სტომატოლოგიური განყოფილებები და კაბინეტები შეიძლება მოწყობილ იქნეს აგრეთვე ზოგადი პროფილის პოლიკლინიკებში, საავადმყოფოებში, სანატორიუმებში, სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში, სადაც არსებობს სტომატოლოგიური დახმარების აღმოჩენის საჭიროება.

4. შენობის სარდაფებში დასაშვებია მხოლოდ პერსონალისთვის განკუთვნილი სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსების განთავსება (საგარდერობოები, საშხაპეები, საწყობები და ა. შ. ), რომლებსაც აქვს ბუნებრივი განათება მიწისპირა ფანჯრებიდან, აგრეთვე ხელოვნური განათების მქონე საკომპრესორო დანადგარები და სავენტილაციო კამერები.

5. პოლიკლინიკის ბავშვთა განყოფილებას უნდა ჰქონდეს ცალკე შესასვლელი, გარდერობი, მოსაცდელი, სანკვანძი და არ უნდა უკავშირდებოდეს მოზრდილთა განყოფილებას.

6. სტომატოლოგიური პოლიკლინიკის კაბინეტებისათვის (თერაპიული, ქირურგიული, ორთოპედიული, ბავშვთა, ორთოდონტული) ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე განსაზღვრულია 14მ2 და ყოველ დამატებით სავარძელზე 7მ2 ფართობი. დამატებით სავარძელთან უნივერსალური სტომატოლოგიური დანადგარის არსებობისას, ამ სავარძელზე განსაზღვრული ფართობი იზრდება 10მ2-მდე. კაბინეტების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 3მ, ხოლო სიღრმე ცალმხრივი ბუნებრივი განათებისას არ უნდა აღემატებოდეს 6 მ-ს.

თავი IV

მოთხოვნები სათავსების შიდა მოპირკეთებისადმი

    მუხლი 6

1. სტომატოლოგიური კაბინეტების კედლები უნდა იყოს გლუვი, ხვრელების გარეშე, ყველა კუთხე და კედლების, ჭერისა და იატაკის შეერთების ადგილი უნდა იყოს მომრგვალებული, კარნიზებისა და მორთულობის გარეშე.

2. ქირურგიული სტომატოლოგიის კაბინეტებისა და სასტერილიზაციოს კედლები მოპირკეთდება არანაკლებ 1,8 მ სიმაღლეზე, ხოლო საოპერაციო – მთელ სიმაღლეზე მოჭიქული ფილებით. ძელს ზემოთ წარმოებს შეღებვა ზეთის ან წყალემულსიური საღებავებით.

3. ორთოპედიული სტომატოლოგიის კაბინეტებისა და კბილის საპროთეზო ლაბორატორიების ძირითადი სათავსების კედლები კარის სიმაღლეზე იღებება ალკიდსტიროლური, პოლივილაცეტატური, ზეთოვანი საღებავებით ან ნიტროემალით. ძელის ზემოთ ღებავენ სილიკატური ან წებოვანი საღებავებით. სტომატოლოგიური კაბინეტებისა (საოპერაციო, წინასაოპერაციო, სასტერილიზაციო) და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სათავსების ჭერი თეთრად იღებება წყალ-ემულსიური, ზეთის ან სილიკატური წებოვანი საღებავებით.

4. კბილის სატექნიკო ლაბორატორიის სპეციალურ და საწარმოო სათავსებში კედლები კარის სიმაღლეზე უნდა მოპირკეთდეს მოჭიქული ფილებით. ძელს ზემოთ უნდა შეიღებოს სილიკატური ან წებოვანი საღებავებით.

5. იატაკი სტომატოლოგიურ კაბინეტებში უნდა დაიფაროს რულონის პოლივინილქლორიდული მასალით (ვინიპლასტი, ლინოლეუმი) და არ უნდა ჰქონდეს ხვრელები, რისთვისაც ყველა ნაკერი შედუღდება სპეციალური სანთურის ან მაღალი სიხშირის შედუღების მეშვეობით. ქირურგიული სტომატოლოგიის კაბინეტებსა და საოპერაციოებში დასაშვებია კერამიკული ფილების დაგება.

6. იატაკი კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სათავსებში უნდა იყოს:

ა) ძირითადში – რულონის პოლივინილქლორიდული მასალის (ლინოლეუმი);

ბ) სპეციალურში – კერამიკული ფილები.

7. სამკურნალო კაბინეტებში კედლებისა და იატაკის ზედაპირების ფერი უნდა იყოს ღია ტონების, არანაკლებ 40% არეკვლის კოეფიციენტის მქონე (სალათისფერი, ოხრა). სასურველია გამოყენებული იყოს ნეიტრალური ბაცი-რუხი ფერი, რომელიც არ უშლის ხელს ლორწოვანი გარსის, კანის საფარის, სისხლის, კბილების (ბუნებრივის და ხელოვნურის), დასაბჟენი და კბილის საპროთეზო მასალის შეფერილობის სწორ გარჩევას.

8. კარ-ფანჯრები ყველა სათავსში იღებება თეთრად ემალით ან ზეთის საღებავით. კარ-ფანჯრების ფურნიტურა უნდა იყოს გლუვი, ექვემდებარებოდეს იოლად წმენდას.

9. თერაპიული სტომატოლოგიის კაბინეტების მოპირკეთებას ამალგამის ბჟენების გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით აქვს მთელი რიგი თავისებურებები:

ა) კაბინეტების კედლები და ჭერი (აგურის) უნდა შეილესოს ან ამოიგლისოს (პანელის) შესალეს ხსნარში გოგირდის 5%-იანი ფხვნილის დამატებით ვერცხლისწყლის სორბირებული ორთქლის შესაბოჭად მყარი ნივთიერებების (გოგირდოვანი ვერცხლისწყალი) წარმოქმნით, რომელიც არ განიცდის დესორბციას, და შეიღებოს წყალემულსიური და ზეთის საღებავით;

ბ) ლინოლეუმის ქვეშ იატაკი დაცული უნდა იყოს ვერცხლისწყლის შეღწევისაგან ვერცხლისწყალთან, მის ნაერთებთან და ვერცხლისწყალით შევსებულ ხელსაწყოებთან სამუშაოს ჩასატარებელი საწარმოო სათავსების პროექტირების, მოწყობის, ექსპლუატაციის და მოვლა-შენახვის სანიტარიული წესების №780-69 მოთხოვნათა და დანართი 4-ის შესაბამისად. იატაკად საფარის ქვეშ არ უნდა გამოიყენებოდეს მშრალი ბათქაშის ფილები, ორგალიტი, დაუცველი ხე და სხვა ფოროვანი მასალა;

გ) პლასტიკური ფილების გამოყენება რულონის მასალის ნაცვლად დაუშვებელია;

დ) იატაკის ლინოლეუმის საფარი კედელზე უნდა ამოვიდეს 5-10სმ სიმაღლეზე და ამოიქოლოს; პლინტუსები უნდა იყოს შიდა (ლინოლეუმის ქვეშ).

თავი V

მოთხოვნები სტომატოლოგიური კაბინეტების და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სათავსების მოწყობისადმი

    მუხლი 7

1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტებისა და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების აღჭურვა სამედიცინო მოწყობილობით უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი სამედიცინო სტანდარტების მოთხოვნებს.

2. თერაპიულ და ორთოპედიულ სტომატოლოგიურ კაბინეტებში უნდა განთავსდეს არა უმეტეს სამი, ხოლო ქირურგიულში – არა უმეტეს ორი სავარძლისა, ექიმების სამუშაო ადგილების 1,5 მ სიმაღლის გაუმჭვირვალე ტიხრებით აუცილებელი გაყოფის გათვალისწინებით.

3. ცალმხრივი ბუნებრივი განათების მქონე კაბინეტებში სტომატოლოგიური სავარძლები უნდა განთავსდეს ერთ რიგში, ფანჯრის მქონე კედლის გასწვრივ.

4. ამალგამასა და პოლიმერულ მასალასთან მუშაობისათვის თერაპიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის კაბინეტებში უნდა იყოს გამწოვი კარადა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კარადის ღია სამუშაო ხვრელში (30X60სმ ზომის) ავტონომიური მექანიკური წევა უნდა უზრუნველყოფდეს ჰაერის მოძრაობის სიჩქარეს არანაკლებ 0,7მ/წმ;

ბ) ჰაერის გატანა უნდა ხდებოდეს კარადის ყველა ზონიდან;

გ) კარადის შიდა ზედაპირი უნდა იყოს ვერცხლისწყალშეუღწევადი;

დ) კარადის იატაკს უნდა ჰქონდეს დაქანება 1-2სმ ყოველ სიგრძივ მეტრზე ღარისაკენ, რომელიც შეერთებული უნდა იყოს ვერცხლისწყლის დაღვრილი წვეთების შესაგროვებელ ჭურჭელთან;

ე) კარადაში ჩამონტაჟებული უნდა იყოს წყალგაყვანილობის ნიჟარა ვერცხლისწყლის დამჭერით;

ვ) კარადის შიგნით უნდა დაიდგას პატარა კარადა ამალგამის, ვერცხლისწყლის, ამალგამის მოსამზადებელი ჭურჭლის, აგრეთვე სადემერკურიზაციო საშუალებების სადღეღამისო მარაგის შესანახად.

5. ამალგამის ამრევი, რომელიც გამორიცხავს ხელის ოპერაციებს ვერცხლისწყლის ამალგამის მომზადებისას, მუდმივად გამწოვ კარადაში უნდა იმყოფებოდეს.

6. სათავსებში, სადაც წარმოებს ამალგამასთან მუშაობა, მთელ სამუშაო ავეჯს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 20სმ სიმაღლის ფეხები, ხარისხიანი დალაგების უზრუნველსაყოფად და დემერკურიზაციის გასაადვილებლად.

7. ვერცხლისწყალთან სამუშაო მაგიდები უნდა იყოს ვერცხლისწყალშეუღწევადი მასალით (ვინიპლასტი, ლინოლეუმი და ა. შ.) მოპირკეთებული და ჰქონდეს ამაღლებული კიდეები ვერცხლისწყლის წვეთების იატაკზე ჩამოგორების თავიდან ასაცილებლად; მაგიდების სამუშაო ზედაპირის ქვეშ არ უნდა იყოს უჯრები.

8. ძირითადად სათავსში კბილის ტექნიკის სამუშაო ადგილს უნდა ჰქონდეს:

ა) კბილის სატექნიკო, არანაკლებ 1,0X0,7მ ზომის, სპეციალური მაგიდა;

ბ) ელექტროსახეხი მანქანა მტვრის ადგილობრივი გამწოვით;

გ) გაზგაყვანილობა (დასაშვებია უსაფრთხო სპირტის სანთურები და ელექტროგამაცხელებელი ხელსაწყოები).

    მუხლი 8

1. სტომატოლოგიური კაბინეტები აღჭურვილი უნდა იქნეს შეკუმშული ჰაერის, ვაკუუმის, ჟანგბადის მიწოდების ცენტრალიზებული სისტემით.

2. უნივერსალურ სტომატოლოგიურ დანადგარებთან წყლის მიყვანისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ვენტილების დაყენება წყლის მიწოდების შეწყვეტისათვის.

3. სათაბაშირეს ჩამდინარე წყლები კანალიზაციაში ჩაშვებამდე უნდა სუფთავდებოდეს თაბაშირისაგან ცხაურის მეშვეობით.

4. სამკურნალო კაბინეტებში და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სათავსებში პერსონალისთვის ხელის დასაბანად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცალკე ნიჟარები იდაყვის ან ფეხსამართი ონკანებით, ხოლო საწარმოო მიზნებისათვის სპეციალური ნიჟარები (ინსტრუმენტების, ჭურჭლის, ინვენტარის, მოწყობლობის და სხვ. რეცხვისათვის).

    მუხლი 9

1. ყოველი სტომატოლოგიური კაბინეტი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მაგიდით სტერილური მასალისა და ინსტრუმენტებისათვის.

2. მოსაცდელ და მიმღებ სათავსებში მოწყობილი უნდა იყოს ემალირებული ან ფაიფურის (ან სხვა იმ მასალისაგან, რომელთა რეცხვა და დეზდამუშავება შესაძლებელია) საფურთხებლები.

    მუხლი 10

სტომატოლოგიური პოლიკლინიკები, განყოფილებები, კაბინეტები და კბილის სატექნიკო ლაბორატორიები უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სასწრაფო და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის საჭირო მედიკამენტების ნაკრებითა და სადეზინფექციო საშუალებების მარაგით.

თავი VI

მოთხოვნები საწარმოო სათავსების მიკროკლიმატის, გათბობისა და ვენტილაციისადმი

    მუხლი 11

1. მუდმივ სამუშაო ადგილზე, სადაც ექიმი ან კბილის ტექნიკოსი სამუშაო დროის 50%-ზე მეტი დაყოვნებით ან ორ საათზე მეტი ხნით იმყოფება (სტომატოლოგიური კაბინეტები, კბილის სატექნიკო ლაბორატორიების ძირითადი სათავსები) მიკროკლიმატის პარამეტრები უნდა შეადგენდეს:

 

სეზონი

ტემპერატურა 0C

ფართობითი ტენიანობა. %

ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, მ/წმ

ცივი და გარდამავალი (ატმოსფერული ჰაერის საშუალო სადღეღამისო ტემპ-ა +10 და ნაკლები

 

18-23

 

60-40

 

0,2

თბილი (ატმოსფერული ჰაერის საშუალო სადღეღამისო ტემპ-ა +10 და მეტი

 

21-25

 

60-40

 

0,2

 

2. მუშაკთა დროებითი ყოფნის ადგილებზე (კბილის სატექნიკო ლაბორატორიის სპეციალური სათავსები) მიკროკლიმატის პარამეტრები შეიძლება იყოს შემდეგი:

 

სეზონი

ტემპერატურა 0C

ფართობითი ტენიანობა. %

ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, მ/წმ

ცივი და გარდამავალი

17-25

არა უმეტეს 75

0,2-0,3

თბილი

არა უმეტეს 28

არა უმეტეს 65

0,2-0,5

 

3. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების შენობებში თბო-, წყალ-, გაზმომარაგება, ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირების პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.

    მუხლი 12

1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების შენობებში, სადაც გათვალისწინებულია წყლით გათბობის სისტემები, ცენტრალური გათბობის სისტემის თბომატარებელი უნდა იყოს +950C ტემპერატურის წყალი. გათბობის სისტემის პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი ადგილობრივი რეგულირებისა და გამორთვის შესაძლებლობა.

2. გამაცხელებელი ხელსაწყოები ცენტრალური გათბობის სისტემაში, როგორც წესი, უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი გლუვი ზედაპირის მქონე თუჯის რადიატორები, ისინი უნდა განთავსდნენ ფანჯრების ქვეშ, გამონაკლისია კუთხის სათავსები.

    მუხლი 13

1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების შენობებში, სტომატოლოგიურ განყოფილებებში, კაბინეტებსა და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სათავსებში გათვალისწინებული უნდა იყოს ზოგადი შემწოვ-გამწოვი ვენტილაცია. საოპერაციოს სათავსში უნდა იყოს მხოლოდ ზოგადი შემწოვი ვენტილაცია.

2. საერთო-მიმოცვლითი შემწოვ-გამწოვი ვენტილაციის არსებობის მიუხედავად, უნდა იყოს:

ა) ადვილად გასახსნელი ფრამუგები და სარკმელები ყველა შენობაში;

ბ) ამწოვი კარადები მექანიკური ჩართვა-გამორთვით თერაპიულ და ორთოპედიულ კაბინეტებში, სასტერილიზაციოებსა და სარჩილავ ოთახებში;

გ) მტვრის ადგილობრივი ამწოვები კბილის ტექნიკოსების სამუშაო ადგილებზე ძირითად სათავსებში და კბილის დაფერვის ყოველ მოწყობილობასთან;

დ) ამწოვი ქოლგები სამსხმელოებში, ცენტრიდანული ჩამოსხმის ღუმლების, სარჩილავში გაზქურების, გამახურებელი ხელსაწყოების და საპოლიმერიზაციოში სამუშაო მაგიდის თავზე.

3. მოწყობილობები, რომლებიც ასუფთავებენ მტვრით, ვერცხლისწყლისა და სხვა მეტალების ორთქლით დაბინძურებულ ჰაერს, აღჭურვილ უნდა იქნეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დამცავი შესაბამისი ფილტრებით.

4. ჰაერის კონდიცირება გათვალისწინებული უნდა იყოს ძირითადად კბილის სატექნიკო ლაბორატორიებში, ორთოპედიული სტომატოლოგიის კაბინეტებში და საოპერაციოებში.

თავი VII

ძირითადი მოთხოვნები სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტების, კბილის სატექნიკო ლაბორატორიების ბუნებრივი და ხელოვნური განათებისადმი

    მუხლი 14

1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტების, კბილის სატექნიკო ლაბორატორიების ყველა სათავსს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება.

2. სტომატოლოგიურ პოლიკლინიკებში სტომატოლოგიური კაბინეტების ფანჯრები უნდა იყოს ორიენტირებული ჩრდილოეთის მიმართულებით (ჩ, ჩდ, ჩაღ), რაც თავიდან აიცილებს განათების მნიშვნელოვან ცვლილებებს სამუშაო ადგილებზე მზის პირდაპირი სხივების მოხვედრით, გარდა ამისა, ზაფხულში სათავსების ზედმეტ გახურებას.

3. ჩრდილოეთის მიმართულებით უნდა იყოს ორიენტირებული მთავარი სათავსები და კბილის სატექნიკო სამსხმელო ლაბორატორიები, რათა თავიდან აიცილონ სათავსების ზედმეტი გახურება ზაფხულში.

4. მოქმედ დაწესებულებებში, რომელთაც არახელსაყრელი ორიენტაცია გააჩნიათ, ზაფხულში რეკომენდებულია ფანჯრების დაჩრდილვა ტენტების, ჟალუზების და სხვა მოწყობილობების საშუალებით.

5. განათების კოეფიციენტი (შემინული ზედაპირების შეფარდება იატაკის ფართობთან) ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში და კბილის სატექნიკო ლაბორატორიის ყველა ძირითად სათავსში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1:8.

6. ბუნებრივი განათების კოეფიციენტი მუდმივ სამუშაო ადგილებზე ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში და ძირითად სათავსებში უნდა იყოს არანაკლებ 1,5%-ისა.

7. ცალმხრივი ბუნებრივი განათების მქონე კაბინეტებში სტომატოლოგიური სავარძლების ორ რიგად განთავსების დროს, სავარძლების მეორე რიგში უნდა იყოს გამოყენებული ხელოვნური განათება დღის განმავლობაშიც, ხოლო ექიმებისათვის რეკომენდებულია სამუშაო ადგილების გაცვლა პერიოდულად.

8. კბილის სატექნიკო ლაბორატორიებსა და ძირითად სათავსებში მაგიდები უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბუნებრივი განათებით მარცხენა მხრიდან.

9. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების განყოფილებების და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების ყველა სათავსში უნდა იყოს ზოგადი ხელოვნური განათება, ლუმინესცენტური ნათურებით ან ვარვარების ნათურებით.

10. ზოგადი ლუმინესცენტური განათებისათვის, ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების ძირითად სათავსებში, რეკომენდებულია ისეთი ტიპის ნათურების გამოყენება, რომელთა გამოსხივების სპექტრი არ არღვევს ფერთა გამას. მაგ., ლდგ (ლუმინესცენციური დღის განათება) ან ლცგ (ლუმინესცენციური ცივი ბუნებრივი განათება).

11. ლუმინესცენციური სანათები დაკომპლექტებული უნდა იყოს განსაკუთრებით დაბალი დონის ხმაურის მქონე გამშვებ-მარეგულირებელი აპარატებით.

12. ზოგადი ხელოვნური განათებისას რეკომენდებულია სამუშაო ზედაპირის ჰორიზონტალური განათების შემდეგი მაჩვენებლები:

 

სათავსის დასახელება

საერთო განათების დონე, ლუქ

 

ლუმინეცენტური

ვარვარების

 სამკურნალო კაბინეტები, საპროცედუროები, სამანიპულაციოები, კბილის ტექ. ლაბორატორიის ძირითადი სათავსები

 

500

 

200

მთავარი ექიმების, განყოფილებების გამგეების კაბინეტები, სათაბაშიროები, საპოლიმერიზაციოები

 

400

 

200

მედდების, დიასახლისების კაბინეტები, სამრეცხაოები

300

150

სამსხმელოები, სარჩილავები, რენტგენის კაბინეტები, ქირურგიული ინსტრუმენტების სასტერილიზაციოებისათვის მოსამზადებელი კაბინეტები

 

200

 

100

რეგისტრატურა, მოსაცდელი, მოსაცდელი დერეფნები, არასტერილური მასალის მიღებისა და შენახვის სათავსები, სტერილური მასალის შესანახი საწყობი

 

150

 

75

კიბეების, უჯრები, ტამბური

100

50

სადეზინფექციო საშუალებების შესანახი სათავსები

––

30

სან. კვანძები

75

30

 

13. სტომატოლოგიურ კაბინეტებში, კბილის სატექნიკო ლაბორატორიების ძირითად სათავსებში, გარდა ზოგადი განათებისა, უნდა იყოს აგრეთვე ადგილობრივი განათება შემდეგი სახით:

ა) ნათურები, ორთოპედებისა და თერაპევტების სამუშაო ადგილებზე, უნივერსალურ სტომატოლოგიურ დანადგარებთან;

ბ) სპეციალური გამანათებელი ხელსაწყოები (სასურველია უჩრდილო) ქირურგის ყოველ სამუშაო ადგილზე;

გ) სანათები კბილის ტექნიკის ყოველი სამუშაო ადგილზე, ძირითად და კბილის დაფერვის კაბინეტებში.

14. ადგილობრივი წყაროს განათების დონე არ უნდა აღემატებოდეს საერთო განათების დონეს 10-ჯერ, რათა არ გამოიწვიოს განსხვავებული დონით განათებულობის ზედაპირებიდან ექიმის მზერის გადატანისას მხედველობისათვის დამქანცველი ადაპტაცია.

15. ადგილობრივი და საერთო განათების წყაროებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი დამცავი არმატურა, რომელიც მხედველობის ორგანოებს იცავს ნათურების დამაბრმავებელი ზემოქმედებისაგან.

თავი VIII

სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტების, კბილის სატექნიკო ლაბორატორიების პერსონალის პირადი და შრომითი ჰიგიენის წესები

    მუხლი 15

1. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია დროულად მოამარაგოს სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტების და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების მუშაკები ხელის საპნით ან თხევადი საპნით, ხელის დასაბანი ჯაგრისებით, ინდივიდუალური პირსახოცებით ან ქაღალდის ხელსახოცებით, სპეცტანსაცმლით და დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით ნორმების შესაბამისად. ელექტროპირსახოცების დაყენება შეიძლება მხოლოდ სან. კვანძებში.

2. ნებისმიერ უნივერსალურ სტომატოლოგიურ დანადგარზე, კრიოთერაპიულ აპარატზე, სტერილიზატორებთან, ამალგამოშემრევებთან, ოდონტომერებთან, დიათერმოკოაგულატორებთან, ულტრაბგერით გამწმენდებთან, გალვანოაპარატებთან და სხვა ტექნიკურ საშუალებებთან მუშაობის დროს აუცილებელია მოცემული ტექნიკური საშუალებებებისათვის დადგენილი უსაფრთხოების ტექნიკის სპეციალური ინსტრუქციების მკაცრი დაცვა.

    მუხლი 16

1. მაღალსიხშირიანი ბრუნის მქონე ბორმანქანით ან ტურბინებით კარიესული ღრუს დამუშავების და კბილების გაქლიბვის დროს რეკომენდებულია ექიმის და დამხმარის სასუნთქი ორგანოების დაცვა ოთხმაგი სტერილური დოლბანდის ნიღბით, რომელიც უნდა გამოიცვალოს ყოველ 4 საათში და გაუსნებოვნებულ იქნეს 15-წუთიანი დუღილით, წყლის ადუღების მომენტიდან ან ერთჯერადი გამოყენების სპეციალური რესპირატორით (მაგ.: „ლეპესტოკი” (ფპპ-15-1,5). აუცილებელია აგრეთვე ექიმის მხედველობის ორგანოების დაცვა დამცავი სათვალეებით.

    მუხლი 17

1. მუშაობის პროცესში ხელის კანის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად საჭიროა:

ა) ხელის დაბანა ოთახის ტემპერატურის წყლით (რეკომენდებულია +200C) ყოველი პაციენტის მიღებამდე და მიღების შემდეგ (სასურველია გამოყენებულ იქნეს ნეიტრალური ზეცხიმიანი საპონი);

ბ) დაბანის შემდეგ ხელის კანის გულმოდგინედ გამშრალება მშრალი ინდივიდუალური პირსახოცით;

გ) ღია ზედაპირზე სამკურნალწამლო ალერგენების (ანტიბიოტიკები, ნოვოკაინი და ა. შ. ) მოხვედრის თავიდან აცილება;

დ) მუშაობის დაწყებამდე 30 წთ-ით ადრე ხელის კანის დამუშავება საცხით („დამცავი”, „სილიკონის”).

    მუხლი 18

1. ინფექციის გადაცემის შესაძლებლობის აღსაკვეთად საჭიროა ჩირქოვანი ოპერაციების ჩატარების შემდეგ ან იმ ავადმყოფის მკურნალობის შემდეგ, რომლის ანამნეზში აღნიშნულია B ჰეპატიტი ან მისი ანტიგენის HB2 ტარება (არა ჰეპატიტი A), საჭიროა დამუშავება რომელიმე ბაქტერიოციდული პრეპარატით: 80%-იანი ეთილის სპირტით, ქლორჰექსიდინის ბიკლუკონატის 0,5%-იანი და ეთილის სპირტის 70%-იანი ხსნარით, ქლორამინის 0,5%-იანი ხსნარით (აქტიური Cl 1,125%). შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა +400C თბილი წყლით.

2. აღნიშნული პრეპარატების სამუშაო ხსნარებს, როგორც წესი, ამზადებს სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების აფთიაქი. ხსნარებს ან ტევადობებს ათავსებენ სტომატოლოგიურ კაბინეტებში.

3. ეთილის სპირტით ან ქლორჰექსიდინის პრეპარატებით ხელების გაუსნებოვნების დროს პრეპარატს ისვამენ მტევნების ხელისგულების ზედაპირზე 5-8 მლ-ის რაოდენობით და შეიზელენ კანში 2 წუთის განმავლობაში.

4. ქლორამინის ხსნარით ხელების დამუშავებას ატარებენ 3 ლ ხსნარის ჭურჭელში 2 წუთის განმავლობაში ხელების ჩაყურსვით და შემდგომი ჩამობანით. აღნიშნული ხსნარი გამოსადეგია ხელის 10-ჯერ დამუშავებისათვის.

5. სამუშაო დღის შემდეგ, რომლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ხელების კონტაქტს ქლორიან პრეპარატებთან, კანს ამუშავებენ ბამბის ტამპონით, რომელიც დასველებულია ნატრიუმის ჰიპოსულფიტის 1%-იანი ხსნარით, ნარჩენი ქლორის გასანეიტრალებლად.

6. ამალგამასთან მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის საშიში ვერცხლისწყლით სათავსების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მკაცრი დაცვა შემდეგი ღონისძიებებისა:

ა) ვერცხლის ამალგამის დამზადება უნდა განხორციელდეს მხოლოდ გამწოვ კარადაში;

ბ) მზა ამალგამა უნდა ინახებოდეს გამწოვ კარადაში ფართოყელიან შუშის ან ფაიფურის მილესილსაცობიან ჭურჭელში წყლის თანაობისას. ამავე ჭურჭელში წარმოებს ნარჩენი ვერცხლის გადაწურვა და კბილის დაბჟენისას წარმოქმნილი ზედმეტი ამალგამას მოგროვება;

გ) კბილის დაბჟენისას ზედმეტი ამალგამას მოგროვება საჭიროა წყლიან თასში, ისე რომ არ დაუშვათ მისი მიმოფანტვა სამუშაო ადგილის გარშემო;

დ) ვერცხლისწყლის ნარჩენებისაგან ჭურჭლის გაწმენდისას საჭიროა მისი დამუშავება ქრომოვანი ნარევით, სუფთა წყლით გამოვლება და შემდგომ გავლება იოდის 2,5%-იანი ხსნარით ან კალიუმ იოდის 30%-იანი ხსნარით;

ე) შემთხვევით დაღვრილი ვერცხლისწყალი უნდა შეგროვდეს რეზინის მსხლით, ხოლო წვეთები წვრილი სპილენძის მავთულის ფუნჯით და მოთავსდეს კარადაში წყლიან ჭურჭელში; უნდა ჩატარდეს ვერცხლისწყლით დაბინძურებული ზედაპირის დემერკურიზაცია ქლორიანი რკინის 20%-იანი ხსნარის საშუალებით ან კალიუმპერმანგანატის შემჟავებული ხსნარით (1ლ კალიუმპერმანგანატის 0,2% უმატებენ 5მლ კონცენტრირებულ მარილმჟავას);

ვ) სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ხელის დაბინძურებასთან ამალგამით (აგრეთვე ნერწყვით, ნახველით, ჭრილობებიდან გამონადენით, საფურთხებელი ჯამების შეგროვებასთან და გატანასთან, ხელის კანის გამაღიზიანებელ ქიმიურ საშუალებებთან, სათავსის დალაგებასთან) აუცილებელია პერსონალმა ხელი დაიცვას რეზინის ხელთათმანებით. სამუშაოს ჩატარების შემდეგ ხელთათმანები ირეცხება და მუშავდება;

ზ) პერსონალი, რომელიც დაკავებულია ამალგამას დამზადებით და გამოყენებით, სარგებლობს ქირურგიული ხალათით ჯიბეების გარეშე;

თ) სათავსში, სადაც წარმოებს მუშაობა ვერცხლისწყალთან, იკრძალება საკვების მიღება;

ი) პერსონალის სპეცტანსაცმელი უნდა ინახებოდეს სხვა ტანსაცმლისაგან განცალკევებით;

კ) ვერცხლისწყლით დაბინძურებული სპეცტანსაცმლის მექანიზებული რეცხვა წარმოებს 7 დღეში ერთხელ სამრეცხაოებში, მეთოდით, რომელიც რეკომენდებულია „ვერცხლისწყალთან, მის შენაერთებთან და ვერცხლისწყლიან ხელსაწყოებთან მომუშავე დაწესებულებების სათავსების პროექტირების, აღჭურვილობის, ექსპლუატაციის და შენახვის სანიტარიული წესებით” №780-69; კატეგორიულად იკრძალება დაბინძურებული თეთრეულის წაღება გასარეცხად სახლში ან ქალაქის სამრეცხაოებში;

ლ) სათავსებში, სადაც მუშაობენ ამალგამასთან, ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩატარდეს ჰაერის თვისობრივი ანალიზი მასში ვერცხლისწყლის ორთქლის შემცველობაზე ინდიკატორული ქაღალდების მეშვეობით, რომლებსაც ათავსებენ სამუშაო ზონაში სუნთქვის დონეზე და ვერცხლისწყლის ორთქლის შესაძლებელი გამოყოფის ადგილებში;

მ) დემერკურიზატორების ხსნარების და ინდიკატორული ქაღალდების დამზადება, დემერკურიზატორული სამუშაოების ჩატარება, ვერცხლისწყლის დასაშვები კონცენტრაციის მომატებისას სათავსის ჰაერში (0,01მგ/გ3) წარმოებს დანართი 1-ის შესაბამისად;

ნ) პერსონალმა, რომელსაც კონტაქტი აქვს ამალგამასთან, პერიოდულად უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება დადგენილი წესით.

    მუხლი 19

1. ექიმ-სტომატოლოგებმა და კბილის ტექნიკოსებმა უნდა გაიარონ აუცილებელი პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა სამსახურში მიღებისას და შემდგომ დადგენილი წესის მიხედვით.

2. „პათოგენური სტაფილოკოკის მატარებლების გამოვლენისათვის და სანაციის ჩატარებისათვის საჭირო ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების ინსტრუქციის“ მიხედვით 6 თვეში ერთხელ ტარდება გეგმური გამოკვლევა, კარიესული კბილებისა და პარადონტოზის, ზედა სასუნთქი გზებისა და ცხვირის ღრუს ქრონიკული ანთებითი კერების, აგრეთვე ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთების, ოქროსფერი სტაფილოკოკის არსებობის დროული გამოვლენისა და მკურნალობისათვის.

თავი IX

სტომატოლოგიური პოლიკლინიკების სათავსების, განყოფილებების, კაბინეტებისა და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო რეჟიმი და დალაგება-დასუფთავება

    მუხლი 20

1. უნდა ჩატარდეს გამოყენებული სტომატოლოგიური აღჭურვილობის და ხელსაწყოების წინა სასტერილიზაციო წმენდა ცილების, ცხიმოვანი და მექანიკური დაბინძურებისაგან და სამკურნალო პრეპარატებისაგან.

2. მიზანშეწონილი და რაციონალურია სტომატოლოგიური ინსტრუმენტებისა და ნაკეთობების წინასასტერილიზაციო გაწმენდა და სტერილიზაციის ჩატარება ცენტრალიზებულ სასტერილიზაციო განყოფილებებში.

3. სტომატოლოგიური ინსტრუმენტების წინასასტერილიზაციო დასუფთავება ხორციელდება ხელით ან მექანიზირებულად სპეციალური დანადგარის საშუალებით, სარეცხი ხსნარების გამოყენებით, რომელთა დამზადება მოყვანილია დანართ 6-ში.

4. წინასასტერილიზაციო ხელით დამუშავება ტარდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ყოველი ინსტრუმენტი წინასწარ გაივლება გამდინარე წყლით ცალკეულ ავზში 30 წამის განმავლობაში;

ბ) ინსტრუმენტები თავსდება ცხელი სარეცხი ხსნარით (+500C) სავსე ავზში 15 წუთით. ხსნარი შედგება წყალბადის ზეჟანგის 0,5%-იანი ხსნარისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული რომელიმე სარეცხი საშუალების 0,5% ხსნარისაგან;

გ) ინსტრუმენტებს რეცხავენ ამავე ხსნარში ბამბის ან დოლბანდის ტამპონებით ან ჯაგრისით 30 წამის განმავლობაში;

დ) ივლება წყალსადენის გამდინარე წყალში, გაანგარიშებით 200მლ წყალი თითოეულ ხელსაწყოზე და შემდგომ დისტილირებული წყლით 30 წამის განმავლობაში (სარეცხი საშუალებების გამოყენების შემთხვევაში გავლების დრო უტოლდება ერთ წუთს);

ე) აშრობენ სტერილიზატორში ცხელი ჰაერით (80-850C), სინოტივის სრულ გაქრობამდე.

5. მექანიზებული წინასასტერილიზაციო დასუფთავება უნდა ჩატარდეს აპარატურებისა და დანადგარების საშუალებით ნაკადოვანი მეთოდით, ულტრაბგერით ან გაფხეკით, სარეცხი საშუალებების გამოყენებით. მექანიზებული წმენდის მეთოდიკა უნდა შეესაბამებოდეს ექსპლუატაციის ინსტრუქციას, რომელიც თან ერთვის დანადგარებს.

6. სისხლით დაბინძურებული ინსტრუმენტების დამუშავების შემდეგ სარეცხი ხსნარი უნდა შეიცვალოს ახლით.

7. სტომატოლოგიური ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება ჩირქოვანი ოპერაციების და ინფექციური ავადმყოფების მკურნალობის დროს, წინა სასტერილიზციო დასუფთვებამდე აუცილებლად უნდა გაუსნებოვდეს 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარის რომელიმე ნებადართულ სარეცხ საშუალებასთან ნარევით 500C-ზე 30 წუთის განმავლობაში ან სამმაგი ხსნარით” 45 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც სრულდება წინასასტერილიზაციო დამუშავების ზემოაღნიშნული ეტაპები.

8. სტომატოლოგიური ინსტრუმენტების და ნაკეთობების წინასასტერილიზაციო დამუშავების ხარისხის კონტროლი უნდა ჩატარდეს მეთოდებით, რომლებიც რეკომენდებულია სამედიცინო დანიშნულების ხელსაწყოების წინასასტერილიზაციო დასუფთავების მეთოდურ მითითებებში. №28-6/13 8. 06. 82წ. ”.

9. კონტროლს უქვემდებარებენ ერთდროულად დამუშავებული ინსტრუმენტების 1%-ს (ერთი დასახელების არანაკლები 3-5 ნაკეთობა).

10. ინსტრუმენტების წინასასტერილიზაციო დამუშავების ხარისხს ამოწმებენ ბენზიდინის, ამიდოპირინის ან ორთოტოლიტინის სინჯების დადგენის და სარეცხი საშუალებების ტუტოვანი კომპონენტების ნარჩენი რაოდენობის ფენოლფტალეინით განსაზღვრის გზით (დანართი 7).

11. ინსტრუმენტები ან ნაკეთობები, რომლებმაც გამოავლინეს დადებითი სინჯი სისხლზე, მუშავდება განმეორებით, ხოლო ინსტრუმენტები, რომლებიც შეიცავენ სარეცხი საშუალებების ნარჩენ რაოდენობას – განმეორებით ირეცხება გამდინარე წყლით.

12. ყველა ნაკეთობა (ინსტრუმენტები, გადასახვევი მასალა, ჭურჭელი და სხვა), რომელიც ეხება ჭრილობის ზედაპირს, კონტაქტშია სისხლთან ან საინექციო პრეპარატებთან, ლორწოვან გარსთან და რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს მისი დაზიანება, უნდა დაექვემდებაროს სტერილიზაციას მე-8 დანართში აღწერილი ერთ-ერთი მეთოდით.

13. სტომატოლოგიური ინსტრუმენტების სტერილურობის კონტროლს აწარმოებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები, წელიწადში ორჯერ ან სამკურნალო დაწესებულებების ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები, თვეში ერთხელ „ინსტრუქცია სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში (ქირურგიული პროფილის განყოფილებებში, პალატებში, რეანიმაციის და ინტენსიური ტერაპიის განყოფილებებში) სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებების კომპლექსის ბაქტერიულოგიური კონტროლის შესახებ” შესაბამისად.

14. სტერილურობაზე კონტროლს ექვემდებარება გასტერილებული ინსტრუმენტების საერთო რაოდენობის არანაკლებ 1% და თითოეული დასახელების არანაკლებ 3-5 ერთეული. სინჯების გამოკვლევა ხდება შემდეგნაირად:

ა) წვრილი (მცირე ზომის) ინსტრუმენტების უშუალო ჩაშვება სტერილურ ნიადაგში;

ბ) სტერილურ ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული 5X5 სმ ზომის მარლის სტერილური ხელსახოცებით, მსხვილი (დიდი ზომის) ინსტრუმენტებიდან ჩამონარეცხის აღება, შემდგომში კი მისი დათესვა ნიადაგზე (საბუროს ბულიონი ან თიოგლიკოლის არე). ინსტრუმენტები სტერილურად ითვლება, თუ არ მოხდა მიკროორგანიზმების ვეგეტატიური და სპორწარმომქმნელი ფორმების ზრდა.

15. ნაკეთობებს, რომლებიც არ არიან შეხებაში ჭრილობის ზედაპირთან, სისხლთან ან საინექციო პრეპარატებთან, უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია მე-9 დანართში მოცემული რეჟიმით და საშუალებებით.

    მუხლი 21

1. სადეზინფექციო საშუალებებთან მუშაობისას აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის მოთხოვნების მკაცრი დაცვა.

2. თერაპიული სტომატოლოგიის კაბინეტებში ამალგამასთან მუშაობისას საჭიროა თვეში ერთხელ განსაკუთრებული დალაგების ჩატარება; ეს მდგომარეობს შემდეგში: მთელი სათავსი, ავეჯი და აღჭურვილობა, განსაკუთრებით ექიმების სამუშაო ადგილებზე სავარძელთან და ამწოვ კარადასთან ახლოს, უნდა დამუშავდეს კალიუმის პერმანგანატის შემჟავებულ ხსნარში დასველებული ჩვრით ან მოხდეს ამ ხსნარის შეშხურება (პულვერიზაცია). 1 სთ-ის შემდეგ ყველაფერი კარგად უნდა გამშრალდეს, გამოყენებული მასალა კი გატანილ იქნეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ ნაგავშემკრებში. ასეთი დალაგებისათვის საჭირო მთელი ინვენტარი უნდა იყოს იზოლირებული, არ გამოიყენებოდეს სხვა სათავსებისათვის და ინახებოდეს ამწოვი კარადის ქვედა განყოფილებებში.

3. ამალგამით დაბინძურებული ხონჩები და საფურთხებლები მექანიკური გაწმენდის შემდეგ უნდა დამუშავდეს კალიუმის პერმანგანატის შემჟავებული ხსნარით, 1,5-2,0 სთ-ის შემდეგ კარგად გამშრალდეს და დაბინძურებული მასალა გატანილ იქნეს სათავსიდან ნაგავშემკრებში.

4. სპეციალური სიფონის არარსებობის შემთხვევაში ვერცხლისწყლის შემცველი წყლის ჩაშვება კანალიზაციაში აკრძალულია. სიფონის გაწმენდა ვერცხლისწყლისაგან უნდა ჩატარდეს 3-4 თვეში ერთხელ.

5. სტომატოლოგიური კაბინეტების და კბილის სატექნიკო ლაბორატორიის სათავსების დალაგებას ატარებენ სველი წესით დეზინფექტანტების გამოყენებით (დანართი 5) არანაკლებ დღეში 2-ჯერ.

6. ქირურგიული სტომატოლოგიის კაბინეტების გენერალური დალაგება ტარდება დეზინფექტანტების (კომპლექსი 6%-იანი წყალბადის ზეჟანგი და 0,5%-იანი სარეცხი საშუალება) გამოყენებით კვირაში ერთხელ. დეზინფექციის შემდეგ სათავსებს ასხივებენ ბაქტერიოციდული ნათურებით. დანარჩენი სტომატოლოგიური კაბინეტის გენერალურ დალაგებას ატარებენ თვეში ერთხელ.

თავი X

ჰიგიენური მოთხოვნები მცირე სიმძლავრის სტომატოლოგიური კაბინეტებისადმი

    მუხლი 22

1. მცირე სიმძლავრის სტომატოლოგიური კაბინეტების განთავსება დასაშვებია ცალკე მდგომ შენობებში, ჩაშენებულ სათავსებში, საცხოვრებელ სახლებში, ზოგადი პროფილის პოლიკლინიკებში, საავადმყოფოებში, სანატორიუმებში, სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში, სადაც არსებობს სტომატოლოგიური დახმარების აღმოჩენის საჭიროება.

2. სტომატოლოგიური კაბინეტების ფართი ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე უნდა შეადგენდეს 18მ2-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე 7მ2-ს. დამატებით სავარძელთან უნივერსალური სტომატოლოგიური დანადგარის არსებობისას ამ სავარძელზე განსაზღვრული ფართობი იზრდება 10მ2-მდე. კაბინეტის სათავსის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 3 მ-ისა, ხოლო სიღრმე ცალმხრივი ბუნებრივი განათებისას არ უნდა აღემატებოდეს 6 მ-ს.

3. სამედიცინო დაწესებულებების (ზოგადი პროფილის პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, სანატორიუმები და სხვ. ) გარდა სხვა შენობებში ან დაწესებულებებში განთავსებულ ნებისმიერ მცირე სიმძლავრის სტომატოლოგიურ კაბინეტს (თერაპიულს) უნდა ჰქონდეს სხვა დამატებითი სათავსებიც: ჰოლი – მოსაცდელი – 6მ2, სასტერილიზაციო – 8მ2, სანიტარიული კვანძი, არასტერილური და სტერილური მასალის შესანახი სათავსები ცალ-ცალკე. ხოლო ქირურგიულ კაბინეტს, ზემოთ აღნიშნული სათავსების გარდა, უნდა ჰქონდეს ასევე დამატებითი წინასაოპერაციო (10 მ2) და პოსტოპერაციული სათავსები ავადმყოფებისათვის (2 ტახტით) – 12 მ2 ფართობით. თუ ერთ სავარძელზე მომუშავე ექიმის სამუშაო დროის განაკვეთი აღემატება 5 სთ-ს, სტომატოლოგიურ კაბინეტს ცალკე უნდა ჰქონდეს ასევე საკვების მისაღები სათავსიც პერსონალისათვის.

4. ზოგადი პროფილის პოლიკლინიკებში, საავადმყოფოებში, სანატორიუმებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში განთავსებული მცირე სიმძლავრის სტომატოლოგიური კაბინეტების დამხმარე სათავსების ნაკრები და მათი ფართობი განისაზღვრება წინამდებარე დოკუმენტის IV თავის მოთ-ხოვნებით.

5. მცირე სიმძლავრის სტომატოლოგიურ კაბინეტებში რენტგენის კაბინეტების მოწყობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას აქვს მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მუშაობის სპეციალური ნებართვა (ლიცენზია) და ასევე აკმაყოფილებს დოკუმენტჰიგიენური მოთხოვნები რენტგენის კაბინეტების, აპარატების მოწყობის, ექსპლუატაციისა და რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარებისადმი” 2. 6. 1. 004-02 მოთხოვნებს.

6. მცირე სიმძლავრის სტომატოლოგიური კაბინეტების ძირითადი და დამატებითი სათავსები იზოლირებული უნდა იქნეს სხვა დანიშნულების სათავსებისაგან, ანუ უნდა ჰქონდეს ცალკე შესასვლელ-გასასვლელი.

7. მცირე სიმძლავრის სტომატოლოგიური კაბინეტების ფანჯრების ორიენტაცია დასავლეთის ან აღმოსავლეთის მიმართულებით დაუშვებელია. რეკომენდებულია ზაფხულში ფანჯრების დაჩრდილვა ტენტების, ჟალუზების, მხვიარა მცენარეების და სხვ. საშუალებით, იმ პირობით, რომ ძირითად სათავსში შენარჩუნებულ იქნეს ბუნებრივი განათებულობის სათანადო კოეფიციენტი: 1:7. თუ კაბინეტში შემოსული მზის პირდაპირი და ცის კამარის გაბნეული განათებულობა იჩრდილება მოპირდაპირე შენობების მხრიდან, სათავსების ნორმალური განათებულობის უზრუნველსაყოფად თერაპიულ კაბინეტში განათებულობის კოეფიციენტი უნდა გაიზარდოს 1:6-მდე, ხოლო ქირურგიულ კაბინეტში კი – 1:5-მდე.

8. მცირე სიმძლავრის სტომატოლოგიური კაბინეტების შიდა მოპირკეთების, სათავსების მოწყობა-განლაგების, მიკროკლიმატისა და გათბობა-ვენტილაციის, სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო რეჟიმისა და დალაგება-დასუფთავებისადმი მოთხოვნები განისაზღვრება დოკუმენტის IV, V, VI, VII, VIII და IX თავებში გადმოცემული მოთხოვნებით.

თავი XI

იატაკის კონსტრუქციებისათვის ვერცხლისწყალგაუმტარობის მინიჭების მეთოდები

დანართი 1

    მუხლი 23

1. ბეტონებისა და ქვიშა-ცემენტის ხსნარების ვერცხლისწყალგაუმტარობა მიიღწევა შემდეგი გზით:

ა) თავდაპირველად საღებავპულტიდან უხვი რაოდენობით ქლორიანი კალციუმის 10%-იანი ხსნარის შესხურებით, შემდეგ კი ფტორიანი ნატრიუმის 3% ხსნარით დამუშავებით;

ბ) მათი დამუშავებით სილიციუმფტორწყალბადმცავის მარილების (ფლუატების) ხსნარებით.

2. რკინაბეტონის ფურცლების ვერცხლისწყალგაუმტარობა მიიღწევა ნაკერების გაფართოებადი ცემენტით დამუშავებით, შემდეგ ჭედვით მისი დაუყოვნებელი გამკრივებით. ამის შემდეგ ამ ადგილებში, იატაკს ასველებენ წყლით და თითოეულ ნაკერზე ადებენ სიმძიმეს, 24 სა-ათის განმავლობაში, ამოვსებულ ნაკერებს ასველებენ ყოველ 2 საათში, ხოლო გაშრობიდან 2 დღე-ღამის შემდეგ ამოვსებულ ნაკერებს ამუშავებენ ქიმიური ნივთიერებებით ზემოთ აღწერილი ერთ-ერთი რომელიმე მეთოდით.

3. ხის კონსტრუქციების ვერცხლისწყალგაუმტარობა მიიღწევა შემდეგნაირად: დასაცავი ზედაპირი უნდა იყოს თანაბარი, გლუვი და ზედმიწევნით გაფხეკილი; მტვერი და ცხიმოვანი დაბინძურება უნდა მოშორდეს p-4 გამხსნელით ან სოლვენტით; ზედაპირი დაიგრუნტება საგოზავით ან პერქლორვინილის ემალით, რომელიც განზავებულია p-4 გამხსნელით (სიბლანტე 18-20c, გაზომილი B3-4 ვისკოზი-მეტრზე 200C ტემპერატურაზე) ერთ ფენად. დაგოზილი ზედაპირები იღებება ორ ფენად ემალის საღებავებით და შემდეგ ზედაპირი იფარება პერქლორვინილის, ემალის და აღნიშნული ლაქის ნარევით 1:1-ზე შეფარდებით (მოცულობის მიხედვით).

თავი XI

ინდიკატორული ქაღალდების მომზადება

დანართი 2

    მუხლი 24

1. ამწოვ კარადაში მინის ჭურჭელში ასხამენ თანაბარი მოცულობის კალიუმის იოდიდის და შაბიამნის 10%-იან ხსნარებს. 1 დღე-ღამის შემდეგ ზედა თხევად ფენას გადმოასხამენ, ხოლო ნალექს ფილტრავენ ბიუხნერის ძაბრში განმუხტვის ქვეშ. ფილტრზე დარჩენილ ნალექს მრავალჯერადად რეცხავენ გაუფერულებამდე ჯერ დისტილირებული წყლით, შემდეგ ნატრიუმის სულფიტის 1%-იანი ხსნარით. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე რეცხავენ წყლით. წყალს ზედმიწევნით აშრობენ ჯერ გადაწურვით, შემდეგ ფილტრის ქაღალდის საშუალებით. ფილტრიდან ნალექი გადააქვთ მილესილთავიან სუფთა ჭურჭელში და უმატებენ ეთილის სპირტს პასტისებური გარსის წარმოქმნამდე. მიღებულ მასას შეამჟავებენ 25%-იანი აზოტის მჟავით, ანგარიშით 1 წვეთი 50მლ მასაზე და მინის წკირით გადაიტანენ წინასწარ 10მგ სიგანის ზოლებად დაჭრილ ფილტრის ქაღალდზე, შემდეგ აშრობენ ექსიკატორში. მომზადებული ქაღალდები ხანგრძლივად ინახება მილესილსაცობიან მუქი ფერის ქილაში.

2. სამაგალითო მონაცემები სარეაქტივო ქაღალდის შეფერვის დაწყებასა და ჰაერში ვერცხლისწყლის ორთქლის კონცენტრაციის ცვლილებას შორის დამოკიდებულების შესახებ:

 

შეღებვის დასაწყისი

ვერცხლისწყლის ორთქლის

კონცენტრაცია

15 წთ.-ის შემდეგ

0,7 მგ/მ3

20წთ.-ის შემდეგ

0,3 მგ/მ3

30წთ.-ის შემდეგ

0,2 მგ/მ3

90წთ.-ის შემდეგ

0,1 მგ/მ3

180წთ.-ის შემდეგ

0,05 მგ/მ3

1440წთ.-ის შემდეგ (1 დღე-ღამე)

0,01 მგ/მ3

 

თავი XII

დემერკურიზატორის ხსნარის მომზადება

დანართი 3

    მუხლი 25

1ლ 20%-ით ქლორიანი კირის ხსნარის მისაღებად 200გ წყლიან ქლორიან რკინას სიცივეში ხსნიან 800მლ წყალში (გათბობას ერიდებიან ჰიდროლიზის გაზრდის თავიდან ასაცილებლად). გახსნას აწარმოებენ შუშის ჭურჭელში. გახსნის პროცესის მწვავე მიმდინარეობის გამო ქლორიანი რკინის ფხვნილს წყლის გამოზომილ მოცულობაში ყრიან თანდათანობით.

თავი XIII

ინსტრუმენტების სტერილიზაციისათვის დამუშავების ხარისხის სინჯები

დანართი 4

    მუხლი 26

1. ბენზიდინის სინჯი შეიძლება შესრულდეს ორ მოდიფიკაციაში:

ა) გოგირდმჟავა ბენზიდინით: 0,025გ გოგირგდმჟავა ბენზიდინს ხსნიან 5მლ 50% ძმარმჟავაში; გამოკვლევის დაწყებამდე ამატებენ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის 5მლ-ს. ნაკეთობას აწვეთებენ მომზადებული ხსნარის 3 წვეთს. ხსნარს ამზადებენ ყოველდღიურად;

ბ) მარილმჟავა ბენზიდინით: ამზადებენ 1%-იან მარილმჟავა ბენზიდინის ხსნარს გამოხდილ წყალზე. ნაკეთობას აწვეთებენ ამ ხსნარის 3 წვეთს და ასევე 3%-იან წყალბადის ზეჟანგის 3 წვეთს. ბენზიდინის 1%-იანი ხსნარი მილესილსაცობიან მუქ შუშაში ინარჩუნებს მგრძნობელობას 2 კვირის განმავლობაში.

2. გარეცხილ ნაკეთობაზე ლურჯ-მწვანე შეფერილობის გაჩენა სისხლის არსებობის მანიშნებელია.

3. ამიდოპირინის სინჯი: ერთმანეთს შეურევენ 5%-იან ამიდოპირინის სპირტიანი ხსნარს და 3%-იან წყალბადის ზეჟანგს. ჩნდება მოიისფრო-მოლურჯო შეფერილობა.

4. ორთოტოლიდინის სინჯი: გამოხდილ წყალზე დამზადებულ ორთოტოლიდინის 1%-იან ხსნარს უმატებენ 3%-იან წყალბადის ზეჟანგის იმავე რაოდენობის ხსნარს. სისხლის არსებობისას ჩნდება მოლურჯო-მომწვანო შეფერილობა.

5. ფენოლფტალეინის სინჯი: გარეცხილ ნაკეთობას აწვეთებენ 1%-იან ფენოლფტალეინის სპირტიანი ხსნარის 3 წვეთს. ვარდისფერი შეფერილობის გაჩენა მოწმობს სარეცხი საშუალებების ნარჩენი რაოდენობების არსებობას.


თავი XIV

 სტერილიზაციის მეთოდები

დანართი 5

ა) ორთქლით სტერილიზაციის მეთოდი

ობიექტის დასახელება

სტერილიზაციის რეჟიმი

გამოყენებული

მოწყბილობა

სტერილიზაციი

ჩატარების პირობები

ორთქლის წნევა კგ/სმ2

დაყოვნების დრო წთ.

ნომინალუ-

რი მნიშვნე-ბა

ზღვრუ-ლი გადახრა

ნომინალური მნიშვნელობა

ზღვრული გადახრა

შესახვევი მასალა, ინსრუმენტები, ხელსაწყოებისა და აპარატების ჭრილობის ზედაპირთან შეხებაში მყოფი დეტალები, დამზადებული ანტიკოროზიულ

მეტალებისა და შენადნობებისაგან,

შპრიცები წარწერებით 2000С, შუშის ჭურჭელი. რეზინის ნაკეთობა

2,0 (1320C)

+0,1

20

 

+2

 

ორთქლის სტერილიზატორი

სასტერილიზაციო ხოკერებში ან ბიაზის 2-ფენოვან რბილ საფუთავში ან  A და B მარკის პერგამენტის ქაღალდში

1,1 (1200C)

 

+0,1

 

45

 

+3

 

 

 

მხოლოდ1,1 (1200C)

 

0,1

 

45

+3

 

 

 

 

 

ბ) ჰაერით სტერილიზაციის მეთოდი

ობიექტის დასახელება

სტერილიზაციის რეჟიმი

გამოყენებული მოწყობილობა

სტერილიზაციის

ჩატარების პირობები

ტემპერატურა 0C

დაყოვნების დრო წთ.

ნომინალური მნიშვნელობა

ზღვრული

გადახრა

ნომინალური მნიშვნელობა

ზღვრული გადახრა

 

 

 

 

 

ჰაერის სტერილიზატორი

ქირურგიული და სტომატოლოგიური ინსტრუმენტები, ხელსაწყოებისა და აპარატურის ჭრილობის ზედაპირთან შეხებაში მყოფი დეტალები და კვანძები, მათ შორის დამზადებული ანტიკოროზიული მასალებისა და შენადნობებისაგან.

შპრიცები წარწერით 2000ჩ შუშის ჭურჭელი

180

 

+11

 

60

 

+5

 

კამერის მოცულობა

25დმ3-დე

მშრალი ნაკეთობები

180

 

+12

 

60

 

+5

 

25-დან 500დმ3-მდე

საფუთავში ან საფუთავის გარეშე, ღია ტევადობებში

180

 

+14

60

+5

 

500დმ3-ზე მეტი

 

გ) ქიმიური მეთოდი (ქიმიური პრეპარატების ხსნარები)

ობიექტის დასახელება

მასტერილი-ზებელი აგენტი

სტერილიზაციის რეჟიმი

 

გამოყენებული მოწყობილობა

 

სტერილიზაციის პირობები

ორთქლის წნევა კგ/სმ2

დაყოვნების დრო წთ.

ნომინა-ლური მნიშვნე-ლობა

დამა-

ტები-

თი გა-დახრა

ნომინალუ-

მნიშვნელობა

დამატე-ბითი

გადახრა

ანტიკოროზიული მეტალებისა და შენადნობების ინსტრუმენტები

რეზინის, პლასტმასის ნაკეთობა, მათ შორის ანტიკოროზიული მეტალებისა და შენადნობებისაგან

დამზადებული მეტალური ნაწილები

წყალბადის ზეჟანგის 6% -იანი ხსნარი გოსტი 177-71-ით, დახუ-რულ ტევადობაში 7 დღე-ღამის განმავლობაში ვარგისიანობა

დეზოქსონ-1

ძმარმჟავის 1% -იანი ხსნარი, ვარგისი 1 დღე-ღამის განმავლობაში

არანაკლებ 18

 

 

60

 

+15

 

შუშის ან დაუზიანებელი ემალის დახურული ტევადობები

ხსნარში სრული ჩაშვება და დაყოვნებეი გარკვეული დროით, რის შემდეგაც ირეცხება სტერილური წყლით

არა ნაკლე

ბ 18

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

45

 

 

 

 

+15

თავი XV

დანართი 6

სტომატოლოგიურ კაბინეტებში სხვადასხვა ობიექტების დეზინფექციის რეჟიმი

ობიექტების დასახელება

მადეზინფიცირებე-ლი აგენტი

დეზინფექციის რეჟიმი

გამოყენებული მოწყობილობა

დამუშავების ხერხი

 

ხსნარის კონცენტრაცია %

ექსპოზიცია წთ.

 

 

1

2

3

4

5

6

1. მეტალისა და შუშის გასა-სინჯი სტომა-ტოლოგიური ინსტრუმენტე-ბი

ა) დუღილის ტემპერატურა

ბ) სამმაგი ხსნარი

გ) მშრალი ცხელი ჰაერი120+40C

 

2% ფორმალინი

 

0,3% ფენოლი

1,5% ნახშირმჟავა

30

 

45

 

 

45

სადეზინფექციო მადუღარა

შუშის, პლასტმასის ან დაუზიანებელი ემალის დახურული ტევადობები

ჰაეროვანი სტერილიზატორი

წყალი

ხსნარში მთლიანი ჩაშვება

სტერილიზატორში დაყოვნება

2 ბორმანქანე-ბისა და ტურბინების სტომატოლო-გიური ბუნიკები

ქლორამინი B

ფორმალდექიდი

სამმაგი ხსნარი

1

3

30

30

45

სადეზინფექციო ხსნარში დასველებული სტერილური ტამპონით ბუნიკისა და ბორის არხის საგულდაგულო ორჯერადი გაწმენდა 15- წუთიანი ინტერვალით

3. სტომატო-ლოგიური სარკეები

წყალბადის ზეჟანგი

სამმაგი ხსნარი

3

60

45

შუშის ტევადობა ხსნარით

ხსნარში ჩაშვება შემდგომი წყლით გარეცხვით

4. კბილის ალიბჭე

მშრალი ცხელი ჰაერი 160+40C

60

ჰაერის სტერილიზა-ტორი

სტერილიზაციის ღია ტევადობაში და დაყოვნების შემდგომ მაშინვე გადაფასება

5. სტომატო-ლოგიური დისკები

ქლორამინი

0,5

30

შუშის დახურული ტევადობები

ხსნარში

6. მეტალური შპადელები (ფითხები)

დუღილის ტემპერატურა

15

სადეზინფექციო მადუღარა

წყალში

7. სამედიცინო თერმომეტრე-ბი

ქლორამინი B

წყალბადის ზეჟანგი

დეზოქსნ – 1

0,5

3

0,1. . . ძმარმჟა-ვით

30

80

15

შუშის ტევადობა ხსნარით

მთლიანი ჩაშვება ხსნარში შემდგომ წყალში გარეცხვით

8. პლასტმასისა და რეზინის ინსტრუ-მენტებ

ი და სხვა ნაკეთობები (მუშა-მბები, აფსკიანი გადა-საფარებ

ლები და სხვ.)

ქლორამინი B

წყალბადის და სარეცხი საშუალებე-ბის 0,5 %-იანი ხსნარი

0,5

0,5

30

15

ემალის დაუზიანებელი ტევადობები

მთლიანი აშვება ხსნარში შემდგომ წყალში გარეცხვით

 

 

წყალბადის ზეჟანგი სარეცხი საშუალებე-ბის 0,5% -იანი ხსნარი

დეზოქსინი-1

დეზოქსინ-1 სარეცხი საშუალება 0,5%-იანი ხსნართან ერთად

დიქლორ-1

სულფოქლორატინი

3

3

 

 

0,1

0,05

 

 

1

0,1

80

30

 

 

15

15

 

 

30

30

 

 

ორჯერადი გაწმენდა

 

 

 

 

 

 

 

9. ლაქსაღება-ვები  გალვანუ-რი ან პოლიმე-რული საფარ-ველის მქონე სამედიცინო ხელსაწყოები, მოწყობილო-ბები

ქლორამინი

ქლორამინი და სარეცხი საშუალებების 0,5% -იანი ხსნარის წყალბადის ზეჟანგი 0,5% სარეცხ საშუალებებთან დეზოქსონ-1

დეზოქსონ-1 0,5 სარეცხ საშუალებებთან

სულფაქლორანტინი დიქლორ-1

ქლორდეზინი

 

 

 

 

 

 

ორჯერადი გაწმენდა

10. დასალაგე-ბელი მასალები

ქლორდეზინ

დიქლორ-1

სულფაქლორანცინი

 

 

 

 

თავსახურიანი ტევადობები დაუზიანებელი ემალით

ჩაუშვებენ ხსნარში, რეცხავენ და ამშრალებენ

11. სანიტა-რიულ-ტექნი-კური აღჭურ-ვილობა (ნი-ჟარები, კარე-ბის სახელუ-რები, წყალგაყ-ვანილობის ვენტილები და სხვ.)

სარეცხი-სადეზინ-ფექციო საშუალებე-ბი საწმენდი-სადეზინფექციო პრეპარატები

ქლორამინი B

ქლორამინი B სარეცხი საშუალების 0,5%-იან ხსნართან

წყალბადის ზეჯანგი 0,5% სარეცხ ხსნართან

სულფოქლორანტინი

დიქლორ-1

ქლორდეზინი

0,5

100სმ2 ფართობზე

1

0,75

3

0,2

2

0,5

 

5

 

 

წმნდენ დასველებული ჩვრით

ორჯერადი გაწმენდა

12. სათავსები, მოწყობის საგნები

ქლორამინი B

ქლორამინი  B 0,5%-იანი სარეცხ საშუალებასან

წყალბადის ზეჟანგი 0,5% სარეცხ საშუალებასთან

დიქლრ-1

დეზოქსინ-1, 0,5% სარეცხ საშუალებასთან

სულფოქლორანტინი

დეზოქსინ-1

ქლორდეზინი

1

0,75

3

2

0,1

0,2

0,2

0,5

 

 

 

 

ორჯერადი გაწმენდა

 


თავი XVI

სადეზინფექციო საშუალებებთან მუშაობის წესები

დანართი 7

    მუხლი 27

1. სამუშაოზე დაიშვებიან 18 წელს გადაცილებული ასაკის პირები, რომელთაც ჩაუტარდათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი მოვალეობების, ტექნიკის უსაფრთხოების, თავდაცვის ღონისძიებებისა და შემთხვევითი მოწამვლების თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკის შესახებ, ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნით (დანართი 2).

2. სამედიცინო პერსონალი გადის წინასწარ და წელიწადში ერთხელ პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას. გამოყენებული ქიმიური საშუალებებისადმი გაზრდილი მგრძნობელობის მქონე პირები სამუშაოზე არ დაიშვებიან.

3. ყველა სამუშაო, დაკავშირებული ქიმიურ დეზინფექციასთან, სტერილიზაციისწინა დასუფთავებასთან და სტერილიზაციასთან, ტარდება გამწოვი უპირატესობის კომბინირებული ვენტილაციის მქონე სპეციალურ სათავსებში.

4. დაფასოებას, ფორმალდეჰიდის, წყალბადის ზეჟანგის, დეზოქსინ-1, ქლორამინის და სხვა ხსნარების მომზადებას ატარებენ ამწოვ კარადაში ან უკიდურეს შემთხვევაში განიავებად ცალკე სათავსში. ხსნარების შენახვა და მათში დასამუშავებელი ობიექტების დაყოვნება აუცილებელია მჭიდრო თავდახურულ ტევადობებში.

5. აუცილებელია რეცხვისა და გაუვნებლობის ეტაპებისა და თანმიმდევრობის მკაცრი დაცვა, რაც უზრუნველყოფს დასამუშავებელი ობიექტებიდან სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების ნარჩევი რაოდენობების მაქსიმალურ მოცილებას.

6. ყველა სამუშაოს სარეცხ, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო ქიმიურ საშუალებებთან აწარმოებენ რეზინის ხელთათმანებით, ჰერმეტული სათვალეებით და 4-შრიანი ნიღბით ან მტვრის საწინააღმდეგო ან უნივერსალური რესპირატორით. სამუშაოს დამთავრების შემდეგ ხელებს იბანენ და ისვამენ დამარბილებელ საცხს.

7. სამუშაო რეჟიმის დარღვევის, უსაფრთხოების ხერხების დაუცველობის ან საავარიო შემთხვევებისას მომუშავე პერსონალს შეიძლება გამოუვლინდეს მოწამვლის ზოგადი და ადგილობრივი ნიშნები, რომელთათვის საერთოა კანის საფარველზე, თვალების ლორწოვანსა და სასუნთქ გზებზე გამაღიზიანებელი ზემოქმედება, რაც მოითხოვს პირველი დახმარების სწრაფ აღმოჩენას:

ა) დაუცველ კანზე მოხვედრისას საჭიროა დაზიანებული ადგილის ჩამობანა ჭარბი რაოდენობის სუფთა წყლით. ფორმალდეჰიდით დაზიანებისას უკეთესია კანის ჩამობანა ნიშადურის სპირტის 5%-იანი ხსნარით;

ბ) სასუნთქი გზებიდან მოწამვლის შემთხვევაში აუცილებელია დაზარალებულის სწრაფი გაყვანა სუფთა ჰაერზე ან კარგად განიავებულ სუფთა სათავსში. საჭიროა პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის წყლით გამოვლება. ფორმალდეჰიდით მოწამვლის შემთხვევაში რეკომენდებულია ნიშადურის სპირტის რამდენიმე წვეთის შემცველი წყლის ორთქლის ჩასუნთქვა. ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილია სოდიანი ან ბორჯომის” ტიპის მინერალურწყლიანი თბილი რძის მიღება. ჩვენების მიხედვით – საგულე, დამამშვიდებელი და ხველების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება, ჟანგბადის ჩასუნთქვა. მძიმე შემთხვევებში – ჰოსპიტალიზაცია;

გ) ნებისმიერი პრეპარატის თვალში მოხვედრისას საჭიროა მათი დაუყოვნებლივ ჩამობანა წყლით ან 25%-იანი საჭმელი სოდის ხსნარით რამდენიმე წუთის განმავლობაში. თვალის გაღიზიანებისას – ალბუციდის, ხოლო ტკივილისას – 1-2%-იანი ნოვოკაინის ხსნარის ჩაწვეთება.

დ) კუჭში ქლორაქტიური პრეპარატების მოხვედრისას კუჭი უნდა ამოირეცხოს ჰიპოსულფიტის 2%-იანი ხსნარით, რის შემდგომ დაზარალებულმა უნდა მიიღოს 5-15 წვეთი ნიშადურის სპირტი წყალთან ერთად, რძე, საჭმელი სოდა, მაგნეზიის წონაკი (1-2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალში). ფორმალდეჰიდით მოწამვლისას კუჭის ამორეცხვა ჩვეულებრივ წარმოებს წყლით და მასზე დამატებული ნიშადურის სპირტის ან 3%-იანი ნატრიუმის კარბონატის ხსნარით, ან ნატრიუმის აცეტატი (ამონიუმი). გამორეცხვის შემდეგ დაზარალებულს აძლევენ უმ კვერცხს, რძეს, ცილოვან წყალს.