„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57-რს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 27/06/2022
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240020.30.056.016103
57-რს
27/06/2022
ვებგვერდი, 29/06/2022
010240020.30.056.016103
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.  

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge), 29.06.2012, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010240020.30.056.016015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა არის ამ კანონის შესაბამისად არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობისა და იმ პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთა რაოდენობის ჯამი, რომლებსაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად მოპოვებული აქვთ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება.“.

2. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უსკო შედგება თავმჯდომარისა და 7 წევრისაგან, ხოლო საარჩევნო პერიოდში ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული დროებითი წევრებისაგან. საარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ უსკოს დროებითი წევრების დანიშვნის, მათი რაოდენობისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული წესის შესაბამისად. პარტიის გადაწყვეტილება უსკოს წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს უსკოს არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის განმავლობაში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უსკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი. უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. უსკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს უმაღლესი საბჭო.“;

გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. უსკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის შესარჩევ ერთი და იგივე ღია კონკურსის ფარგლებში/შედეგად ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.“;

3. მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრი. 3 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უსკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, ხოლო 9 წევრს ნიშნავენ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიები.

2. პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს უსკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, უსკოს ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 17-მდე შეავსოს.“;

4. 24-ე მუხლის პირველი-მესამე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ მას მხარს დაუჭერს მათ შორის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული სამი წევრი მაინც. ამ პუნქტით განსაზღვრულ არჩევის პროცედურაში არ მონაწილეობს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი, (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი). დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული იყო პოლიტიკური პარტიის მიერ.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები.“

5. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მორიგი არჩევნებისათვის ირჩევს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 46-ე დღისა, ხოლო რიგგარეშე არჩევნებისთვის – არაუადრეს 50-ე და არაუგვიანეს 46-ე დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევამდე, შესაბამის კანდიდატთა სია ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-9 დღისა.“.


მუხლი 2
ამ კანონის ამოქმედების შემდეგ უსკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე არაუგვიანეს 4 თვისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის ჩატარების შესახებ. უსკოს წევრის არჩევა ხდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე

 

ბათუმი,

27 ივნისი 2022 წ.

N57-რს