“საქართველოს ეროვნული სტანდარტების დამტკიცების შესახებ”

  • Word
“საქართველოს ეროვნული სტანდარტების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 15/04/2003
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 37, 29/04/2003
სარეგისტრაციო კოდი 300.160.050.12.216.005.803
  • Word
97
15/04/2003
სსმ, 37, 29/04/2003
300.160.050.12.216.005.803
“საქართველოს ეროვნული სტანდარტების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.050.12.216.005.803

საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის

(საქსტანდარტი) თავმჯდომარის ბრძანება №97

2003 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ

“სტანდარტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული სტანდარტი სსტ 100.3-2003 “აკრედიტაციის სისტემა.  სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაცია”.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქსტანდარტის 1998 წლის 31 დეკემბრის №218 ბრძანებით დამტკიცებული სსტ 100.3-98 “აკრედიტაციის სისტემა. პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაცია”  საქართველოს სახელმწიფო სტანდარტი.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ჯანიკაშვილი

საქართველოს ეროვნული სტანდარტი

აკრედიტაციის სისტემა

სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაცია

ზოგადი მოთხოვნები

შემოღებულია: 24.04.2003

 

1. გამოყენების სფერო

წინამდებარე სტანდარტი შემუშავებულია საქართველოს კანონის “პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ” შესაბამისად და ადგენს ზოგად მოთხოვნებს  სერტიფიკაციის ორგანოებისათვის (შემდგომ სერტიფიკაციის ორგანოები) სასერტიფიკაციო სამუშაოების ჩატარებაზე.

წინამდებარე სტანდარტის მოთხოვნები სავალდებულოა აკრედიტაციის და სერტიფიკაციის სისტემაში მონაწილე ყველა იმ იურიდიული და ფიზიკური პირისათვის, რომელთა აკრედიტაციასაც (სერტიფიკაციის ორგანოდ) საქსტანდარტი ახორციელებს.

2. ნორმატიული მითითებები

წინამდებარე სტანდარტში გამოიყენება მითითებანი შემდეგ სტანდარტებზე:

სსტ 5.005-2002

“სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. ზოგადი მოთხოვნები პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოებისადმი.”

სსტ 5.010-95

“სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. მომსახურების სერტიფიკაცია. ძირითადი დებულებები”.

3. განმარტებები

წინამდებარე სტანდარტში გამოყენებული ცნებები, ტერმინები  და მათი განმარტებები შეესაბამება ისო/იეკ 2 სახელმძღვანელოს.

აკრედიტაციის სისტემა – სისტემა, რომელსაც აქვს პროცედურებისა და მართვის საკუთარი წესები აკრედიტაციის განხორციელებისათვის.

შენიშვნა: შესაბამისობის დადასტურების ორგანოთა აკრედიტაცია, ჩვეულებრივ, წარმოადგენს ატესტაციის დადებით შედეგს შემდგომი ზედამხედველობით

აკრედიტაცია (სერტიფიკაციის მიზნით) პროცედურა, რომლის საშუალებითაც აღმასრულებელი ხელისუფლების და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ოფიციალურად აღიარებს იურიდიული პირის უფლებამოსილებას განახორციელოს სერტიფიკაციის სამუშაოები.

აკრედიტაციის ორგანო – ორგანო, რომელიც მართავს აკრედიტაციის სისტემას და ატარებს აკრედიტაციას სისტემის წესების შესაბამისად (საქსტანდარტი).

შესაბამისობა – პროდუქციის, პროცესის ან მომსახურების იდენტურობა დადგენილ მოთხოვნებთან.

აკრედიტებული ორგანო – ორგანო, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია.

აკრედიტაციის კრიტერიუმები – იმ მოთხოვნათა ერთობლიობა, რომლებიც გამოყენებულია აკრედიტაციის ორგანოს მიერ და რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისობის დადასტურების  ორგანო, რომ  აკრედიტებული გახდეს.

აკრედიტაციის სფერო – კონკრეტული სამუშაოები, რომელთა შესასრულებლად აკრედიტებულია პირი ან ორგანო.

სერტიფიკაცია – პროცედურა, რომლის საშუალებითაც მესამე მხარე წერილობით ადასტურებს, რომ პროდუქცია, პროცესი ან მომსახურება შესაბამება მოცემულ მოთხოვნებს.

მესამე მხარე – პირი ან ორგანო, რომელიც მხარეების მიერ აღიარებულია საკითხთან დაკავშირებით, როგორც დამოუკიდებელი მონაწილე მხარეებთაგან განსახილველ საკითხში.

შენიშვნა: მონაწილე მხარეები, როგორც წესი, წარმოადგენენ მომწოდებლისა (“პირველი მხარე”) და მყიდველის (“მეორე მხარე”) ინტერესები.

სერტიფიკაციის ორგანო –  ორგანო, რომელიც ატარებს სერტიფიკაციას.

სერტიფიკაციის ორგანოს დებულება – დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ეროვნული სტანდარტის 5.005-2002 “სერტიფიკაციის სახელმწიფო  სისტემა. ზოგადი მოთხოვნები პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოებისადმი”. შეიცავს მონაცემებს სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობის სფეროს, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ფუნქციების, უფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ და რომელსაც აკრედიტაციაზე დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ ამტკიცებს აკრედიტაციის ორგანო.

შესაბამისობის სერტიფიკატი – სერტიფიკაციის სისტემის წესების შესაბამისად გაცემული დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ სათანადოდ იდენტიფიცირებული პროდუქცია, პროცესი ან მომსახურება შეესაბამება კონკრეტულ სტანდარტს ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტს.

საინსპექციო კონტროლი – სერტიფიკაციის ორგანოს შემოწმება, რომელსაც ატარებს აკრედიტაციის ორგანო, რათა დაადგინოს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის დამტკიცებულ კრიტერიუმებთან.

4. აკრედიტაციის კრიტერიუმები

4.1 სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაცია წარმოადგენს მისი უფლებამოსილების ოფიციალურ აღიარებას, ჩაატაროს პროდუქციის, მომსახურებისა და პროცესის სერტიფიკაცია სტანდარტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.

4.2 სერტიფიკაციის ორგანო არის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებელია პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციით დაინტერესებული განმცხადებლისაგან (მწარმოებლისაგან), მომხმარებლისაგან და სხვა მხარეებისაგან (წარმოადგენს მესამე მხარეს).

სერტიფიკაციის ორგანოს უნდა ჰყავდეს განცხადებულ აკრედიტაციის სფეროში სერტიფიკაციის  ექსპერტები, აგრეთვე გააჩნდეთ ტექნიკური საშუალებები და ნორმატიული დოკუმენტები სერტიფიკაციის სამუშაოების ჩატარებისათვის.

სერტიფიკაციის ორგანოს ერთადერთ საქმიანობას წარმოადგენს სერტიფიკაცია და მასთან დაკავშირებული საქმიანობა.

4.3 სერტიფიკაციის სამუშაოთა ჩატარებაში მონაწილეობა შეუძლიათ ორგანიზაციებს, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომლებიც არ წარმოადგენენ მათ მიერ სერტიფიცირებული პროდუქციის დამამზადებლებს (გამყიდველებს, შემსრულებლებს) და მომხმარებლებს (მყიდველებს) იმ პირობით, რომ ისინი აკრედიტებული არიან დადგენილი წესით.

4.4 სერტიფიკაციის ორგანოს მომსახურების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა განმცხადებლისათვის. პროცესები, რომელთა დახმარებითაც სერტიფიკაციის ორგანო ახორციელებს თავის საქმიანობას, არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს.

4.5 ორგანიზაციას, სერტიფიკაციის ორგანოდ აკრედიტაციისათვის აუცილებლად უნდა გააჩნდეს:

– ორგანიზაციული სტრუქტურა;

– დოკუმენტირებული ხარისხის სისტემა – ხარისხის სახელმძღვანელო;

– კვალიფიცირებული და სპეციალურად მომზადებული ექსპერტები;

– საორგანიზაციო-მეთოდური დოკუმენტები, რომლითაც დგინდება პროდუქციის სერტიფიკაციის წესი და თანამიმდევრობა;

– აკრედიტაციის სფეროში პროდუქციაზე, მომსახურებაზე და გამოცდის ჩატარების მეთოდებზე შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციის აქტუალიზებული ფონდი.

4.6 აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო ვალდებულია:

– დაიცვას სერტიფიკაციის სამუშაოების შესრულების დადგენილი წესი და ვადები;

– გასცეს დადგენილი ნიმუშის შესაბამისობის სერტიფიკატი;

– უზრუნველყოს შესაბამისობის სერტიფიკატების ბლანკებისა და გაცემული სერტიფიკატების აღრიცხვა და შენახვა;

– შექმნას აუცილებელი პირობები. აკრედიტაციის ორგანოს მიერ სერტიფიკაციის

ორგანოს საქმიანობაზე საინსპექციო კონტროლის განსახორციელებლად, სერტიფიკაციის ორგანოს ხელახალი აკრედიტაციის ჩასატარებლად და საჩივრებზე გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის აკრედიტაციის ორგანოს ნდობით აღჭურვილ პირთა დასაშვებად დოკუმენტაციასთან, პერსონალთან და საქმიანობის საჭირო სფეროსთან;

– აკრედიტაციის ატესტატის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში შეაჩეროს სასერტიფიკაციო საქმიანობა.

5. აკრედიტაციის სფერო

5.1 სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფერო უნდა განისაზღვროს სერტიფიკაციის დროს კონტროლირებადი  პროდუქციისა და  მომსახურების სახეობათა და დამტკიცებული ჯგუფების შესაბამისად.

აკრედიტაციის სფერო ფორმდება დოკუმენტალურად.

5.2 სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფეროში შემავალი მოთხოვნები, გამოცდის და გაზომვის მეთოდები დგინდება სტანდარტის ან სხვა ნორმატიული დოკუმენტის საფუძველზე.

5..3 სერტიფიკაციის ორგანოს უნდა გააჩნდეს საგამოცდო ლაბორატორია, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ მოიცავს მის აკრედიტაციის სფეროს.

5.4 სერტიფიკაციის ორგანოებს შეუძლიათ დადონ ხელშეკრულებები გამოცდების ან დამოწმებების ჩატარებაზე სხვა აკრედიტებულ ლაბორატორიებთან.

6. განაცხადი აკრედიტაციაზე

6.1 განმცხადებელს, რომელიც აცხადებს პრეტენზიას სერტიფიკაციის ორგანოდ აკრედიტაციაზე განაცხადი შეაქვს აკრედიტაციის ორგანოში. განაცხადში ასახული უნდა იყოს:

– განმცხადებლის სახელწოდება და იურიდიულ მისამართი;

– სერტიფიკაციის ორგანოს  აკრედიტაციის სფერო;

– განმცხადებლის მზადყოფნა სრულად შეასრულოს აკრედიტაციის პროცედურები, მათ შორის მიიღოს ატესტაციის ჩამტარებელი კომისია, აკრედიტაციის შედეგისაგან დამოუკიდებლად გადაიხადოს ხარჯები, დაკავშირებული აკრედიტაციის სამუშაოებთან.

6.2 განაცხადს თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები:

– აკრედიტაციის სფერო;

– იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ სასამართლოს დადგენილების ასლი;

– სერტიფიკაციის ორგანოს დებულების პროექტი;

– ხარისხის სახელმძღვანელოს პროექტი;

– სერტიფიკაციის ორგანოს თანამშრომელთა და ექსპერტების თანამდებობრივი ინსტრუქციები.

6.3 განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აკრედიტაციის ორგანო იძლევა დამატებით ინფორმაციას აკრედიტაციის საკითხებზე. 

7. აკრედიტაციის ჩატარების წესი

7.1 სერტიფიკაციის ორგანოდ აკრედიტაცია ითვალისწინებს:

– განაცხადის განხილვას და წარმოდგენილი დოკუმენტების ექსპერტიზას;

– ორგანიზაცია-განმცხადებლის ატესტაციას;

– დოკუმენტაციის ექსპერტიზასა და  ორგანიზაცია-განმცხადებლის ატესტაციის შედეგების საფუძველზე აკრედიტაციაზე გადაწყვეტილების მიღებას;

– აკრედიტაციის ატესტატის გაფორმებას, რეგისტრაციას და განმცხადებლისათვის გადაცემას (ან აკრედიტაციაზე უარის თქმას). აკრედიტაციის ყველა შემდგომი ეტაპი ტარდება წინა ეტაპის დადებითი შედეგის შემთხვევაში.

აკრედიტაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა უნდა იყოს დოკუმენტირებული.

ორგანიზაციათა სერტიფიკაციის ორგანოდ აკრედიტაციის დროს გამოყენებული დოკუმენტების  ფორმები მოცემულია დანართში 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8.

7.2 აკრედიტაციის ორგანო განიხილავს განაცხადს და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის სამუშაოთა დაწყების მიზანშეწონილობაზე.

7.3 აკრედიტაციის დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აკრედიტაციის ორგანო, ორგანიზებას უკეთებს აკრედიტაციის სამუშაოებს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზის ჩასატარებლად გამოყოფს ერთ ან რამოდენიმე ექსპერტს.

ექსპერტიზის შედეგები ფიქსირდება საექსპერტო დასკვნაში, რომელიც უნდა შეიცავდეს განაცხადთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტაციის  აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებას. საექსპერტო დასკვნას ხელს აწერენ ექსპერტები.

7.4 ექსპერტიზის უარყოფითი შედეგების შემთხვევაში აკრედიტაციის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციაზე უარის თქმაზე და ეს გადაწყვეტილება დაჰყავს ორგანიზაცია-განმცხადებლამდე.

 ორგანიზაცია-განმცხადებელს შეუძლია დამატებით შეიმუშაოს დოკუმენტები და ისინი წარმოუდგინოს აკრედიტაციის ორგანოს განმეორებითი ექსპერტიზისათვის.

7.5 ექსპერტიზის დადებითი შედეგების შემთხვევაში აკრედიტაციის ორგანო შეიმუშავებს და ამტკიცებს ატესტაციის ჩატარების პროგრამას, რომლის შინაარსი მოცემულია მე-8 დანართში.

7.6 აკრედიტაციის ორგანო ორგანიზაცია-განმცხადებლის  ატესტაციის ჩასატარებლად ოფიციალურად ნიშნავს საატესტაციო კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან აკრედიტაციის ექსპერტები ატესტირებულნი დადგენილი წესით.

აუცილებლობის შემთხვევაში კომისიაში რთავენ აკრედიტაციის დროს განსახილველ საკითხებში კვალიფიცირებულ სპეციალისტებს, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ ექსპერტები აკრედიტაციაში.

კომისიის შემადგენლობაში როგორც წესი, რთავენ ექსპერტებს, რომელთა მიერ ჩატარებულ იქნა დოკუმენტაციის ექსპერტიზა.

ატესტაციის ჩატარების თარიღი შეთანხმებული უნდა იყოს ორგანიზაცია-განმცხადებელთან.

7.7 ატესტაცია ტარდება შემოწმების გზით, რომლის მიზანიცაა დაადგინოს  ორგანიზაცია-განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობა წარმოდგენილ დოკუმენტებთან. შემოწმებას ექვემდებარება ასევე ორგანიზაციის შესაძლებლობა, – შეასრულოს განცხადებული ფუნქციები. ამ მიზნით ორგანიზაცია-განმცხადებელს შეიძლება დაევალოს კონკრეტული პროდუქციისა და მომსახურების საცდელი სერტიფიკაციის შესრულება.

7.8. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიის მიერ დგება შემოწმების აქტი, რომელშიდაც ასახვა უნდა ჰპოვოს ორგანიზაცია-განმცხადებლის შესაბამისობამ (შეუსაბამობამ) წინამდებარე სტანდარტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. აქტი გადაეცემა აკრედიტაციის ორგანოს.

ატესტაციის აქტი შედგენილ უნდა იქნეს  დადგენილი ტიპური ნიმუშის მიხედვით, რომელიც მოცემულია მე-9 დანართში.

 7.9 ატესტაციის შედეგების მიხედვით  შემდგარი აქტი დაიყვანება ორგანიზაცია-განმცხადებლის ხელმძღვანელობამდე.

 ორგანიზაცია-განმცხადებელი, თუ ეს აუცილებელია, შეიმუშავებს ღონისძიებებს აკრედიტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოფხვრისათვის. ღონისძიებების შესრულების დრო თანხმდება აკრედიტაციის ორგანოსთან.

7.10 გადაწყვეტილება აკრედიტაციაზე მიიღება აკრედიტაციის ორგანოს მიერ აკრედიტაციის შედეგების საფუძველზე.

7.11 აკრედიტაციის ორგანო ორგანიზაცია-განმცხადებლის აკრედიტაციაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

– ამტკიცებს ორგანიზაცია-განმცხადებლის სერტიფიკაციის ორგანოს დებულებას, აკრედიტაციის სფეროს;

– აფორმებს აკრედიტაციის ორგანოსთან შეთანხმებას აკრედიტაციაზე მე-10 დანართის მიხედვით;

– აფორმებს, არეგისტრირებს რეესტრში და ორგანიზაცია-განმცხადებელს აძლევს აკრედიტაციის ატესტატს, რომლის ფორმა მოცემულია მე-11 დანართში.

7.12 აკრედიტაციის მოქმედების ვადას საზღვრავს აკრედიტაციის ორგანო, მაგრამ არაუმეტეს სამი წლისა.

7.13 აკრედიტაციის უარყოფითი შედეგების შემთხვევაში ორგანიზაცია-განმცხადებელს ეგზავნება გადაწყვეტილება უარის თქმის მიზეზების დასაბუთების მითითებით.

7.14 ორგანიზაცია-განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები, აგრეთვე აკრედიტაციის ატესტატის და აკრედიტაციაზე შეთანხმების ასლები ინახება აკრედიტაციის ორგანოში.

7.15 სერტიფიკაციის ორგანო, რომელიც აცხადებს პრეტენზიას თავისი აკრედიტაციის სფეროს გაფართოებაზე, აკრედიტაციის ორგანოში აგზავნის ოფიციალურ განაცხადს.

განაცხადს სამ ეგზემპლარად თანდართული უნდა ჰქონდეს დამატება აკრედიტაციის სფეროზე.

7.16 სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის ატესტატის ვადის გაგრძელება ან აკრედიტაციის  სფეროს გაფართოება შეიძლება შეთავსებულ იქნეს სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობის საინსპექციო კონტროლის ჩატარებასთან.

7.17 საინსპექციო კონტროლის დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აკრედიტაციის ორგანო ამტკიცებს ახალ ან  დამატებით აკრედიტაციის სფეროს და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას და ერთ ეგზემპლარს გადასცემს სერტიფიკაციის ორგანოს.

7.18 აკრედიტაციის ატესტატის ვადის გაგრძელებაზე ან სფეროს გაფართოებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აკრედიტაციის ორგანო სერტიფიკაციის ორგანოს უგზავნის დასკვნას უარის თქმის მიზეზების მითითებით.

8. სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობაზე საინსპექციო კონტროლის განხორციელება

8.1 აკრედიტაციის ატესტატის და აკრედიტაციაზე შეთანხმების მოქმედების პერიოდში აკრედიტაციის ორგანო წელიწადში ერთხელ ახორციელებს საინსპექციო კონტროლს სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობაზე (გეგმური საინსპექციო კონტროლი).

8.2 აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების პერიოდში სერტიფიკაციის ორგანოების საქმიანობის შემოწმების საფუძველს წარმოადგენს საინსპექციო კონტროლის გეგმა.

8.3 არაგეგმური შემოწმება ტარდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინფორმაცია სერტიფიკაციის ორგანოს მიერ პროდუქციის, მომსახურების სერტიფიკაციის დროს დაშვებულ დარღვევებზე და თუ სერტიფიკაციის ორგანომ განიცადა ცვლილებები, რომლის შედეგადაც სერტიფიკაციის ორგანომ შეიძლება ვეღარ დააკმაყოფილოს აკრედიტაციის კრიტერიუმები (ძირითადი ცვლილება).

8.4 საინსპექციო კონტროლის დროს მოწმდება:

– სერტიფიკაციის ორგანოს მიერ აკრედიტაციის სფეროს დაცვა;

– ნორმატიული დოკუმენტების მდგომარეობა, შენახვა დროული აქტუალიზაცია და მათი მოთხოვნათა დაცვა;

– ნორმატიული დოკუმენტების ფონდის სწორი წარმართვა, მათში თავისდროული ცვლილებების შეტანა;

– შიდა შემოწმების მასალები, შემოწმების შედეგების მიხედვით შედგენილ ღონისძიებათა არსებობა და მათი რეალიზაცია;

– ორგანიზაცია-განმცხადებლის აპელაციაზე რეაგირების მასალები და მასალები მიღებულ ღონისძიებაზე;

– საშტატო და მოწვეულ სპეციალისტთა კვალიფიკაციის შესაბამისობა არსებულ მოთხოვნებთან;

– წინამდებარე სტანდარტით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულება.

8.5 საინსპექციო კონტროლის შედეგები, შემოწმების დამთავრების შემდეგ  ფორმდება აქტით, რომელშიც შეფასება ეძლევა სერტიფიკაციის ორგანოში არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და კეთდება დასკვნა აკრედიტაციის ატესტატის შენარჩუნების შესაძლებლობაზე. 

აქტის ასლი გადაეცემა სერტიფიკაციის ორგანოს.

საინსპექციო კონტროლის აქტში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია გატარებულ მაკორექტირებელ ღონისძიებათა მითითებით ეგზავნება აკრედიტაციის ორგანოს.

8.6 აკრედიტაციაზე შეთანხმების და აკრედიტაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში აკრედიტაციის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების შეჩერებაზე, მის გაუქმებაზე და საქმიანობის სფეროს შეზღუდვაზე.

 აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების საფუძველი ასევე შეიძლება იყოს უარის თქმა საინსპექციო კონტროლის ჩატარებაზე.

აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების გაუქმების შემთხვევაში ავტომატურად უქმდება აკრედიტაციაზე შეთანხმება.

8.7 აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების შეჩერების ან  გაუქმების შესახებ შეტყობინება სერტიფიკაციის ორგანოს ეგზავნება არა უგვიანეს ათი დღის განმავლობაში. სერტიფიკაციის ორგანოს შეუძლია ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება, შეიტანოს რა აპელაცია აკრედიტაციის ორგანოს სააპელაციო საბჭოში.

8.8 გადაწყვეტილება (ბრძანება) აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების შეჩერებაზე ან გაუქმებაზე აკრედიტაციის ორგანოს მიერ დაიყვანება სისტემის მონაწილეებამდე და სხვა დაინტერესებულ მხარეებამდე.

8.9 სერტიფიკაციის ორგანოს მიერ აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების განახლება შესაძლებელია აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების ვადის შეჩერების ან გაუქმების მიზეზების ლიკვიდაციისა და აკრედიტაციის ორგანოს მიერ მისი განმეორებითი საინსპექციო კონტროლისა ან აკრედიტაციის შემდეგ. აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების ვადის განახლება შესაძლებელია აკრედიტაციის ორგანოს გადაწყვეტილებით.

9. აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების ვადის გაგრძელება

9.1 აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე სერტიფიკაციის ორგანოს შეაქვს განცხადება აკრედიტაციის ორგანოში წინამდებარე სტანდარტით დადგენილი წესით.

9.2 აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების ვადის გაგრძელების პროცედურა დამოკიდებულია საინსპექციო კონტროლის შედეგებზე და შეიძლება მოიცავდეს:

– აკრედიტაციის ჩატარებას თანახმად წინამდებარე სტანდარტის        მოთხოვნებისა;

– აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების ვადის გაგრძელებას, საინსპექციო კონტროლის დადებითი შედეგების საფუძველზე.

9.3 გადაწყვეტილებას აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების ვადის გაგრძელების პროცედურაზე იღებს აკრედიტაციის ორგანო.

9.4 აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში აკრედიტაციის ატესტატში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

დანართი 1

 (სავალდებულო)

 

სერტიფიკაციის ორგანოდ აკრედიტაციაზე განცხადების ფორმა

განაცხადი

სერტიფიკაციის ორგანოდ აკრედიტაციაზე

 

1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ორგანიზაცია-განმცხადებელის დასახელება

 

გთხოვთ ჩაგვიტაროთ აკრედიტაცია––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

პროდუქციის ან მომსახურების ძირითადი სახეობის დასახელება

 

სერტიფიკაციის ორგანოს სტატუსის მიღებაზე.

2. მისამართი, ტელეფონი, ტელექსი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები.

3. ხელმძღვანელის გვარი, სახელი,  ტელეფონი.

5. სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის, მომსახურების და მაჩვენებლების დასახელება.

6. განმცხადებელი გაცნობილია აკრედიტაციის წესებს და იღებს ვალდებულებას:

ა) შეასრულოს აკრედიტაციის პროცედურები;

ბ) შეასრულოს სერტიფიკაციის ორგანოსადმი წაყენებული მოთხოვნები;

გ) გადაიხადოს ყველა ხარჯები დაკავშირებული აკრედიტაციასთან განურჩევლად მათი შედეგებისა.

დანართი:

1. აკრედიტაციის სფერო;

2. სერტიფიკაციის ორგანოს დებულების პროექტი;

3. სერტიფიკაციის ორგანოს ხარისხის სახელმძღვანელოს პროექტი;

4. სასამართლოს დადგენილება იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ

 

ხელმძღვანელი

 

ორგანიზაცია-განმცხადებლის დასახელება

 

 


                   ხელმოწერა                                       სახელი. გვარი

  

                                                       ბ.ა

დანართი 2

(სავალდებულო)

 

სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფეროს ფორმა

 

თან ერთვის აკრედიტაციის ატესტატს

 №–––––––––––––––––––        რეგისტრირებული

 

     წლის “––––––––––––––––––––––––

            “ვამტკიცებ”

–––––––––––––––––––––––––––––––––

აკრედიტაციის ორგანოს  თანამდებობის პირი

 

–––––––––––                –––––––––––––––

ხელმოწერა                    სახელი, გვარი

 

 

   “ –––––––“ ––––––––––  წ.

 

 

                                         

სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფერო

 

 


ორგანოს დასახელება, მისამართი

 

რიგითი

პროდუქციის, მომსახურების დასახელება

პროდუქციის, მომსახურების სტატისტიკური კლასიფიკაცია საქმიანობის სახეობათა მიხედვით სეკ (PA) – 002-99

პროდუქციის

კოდი

სესსნ

1

2

3

4

 

შენიშვნა:

1. აკრედიტაციის ატესტატის და აკრედიტაციის სფეროს ხელმოწერის თარიღი უნდა იყოს ერთი და იგივე; 

2. წინამდებარე დანართის ყველა გვერდი უნდა იყოს დანომრილი და დადასტურებული აკრედიტაციის ორგანოს ბეჭდით.

 

       ბ. ა                   სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი

                            

 


                                              ხელმოწერა                   სახელი, გვარი

 

დანართი 3

(სავალდებულო)

 

სერტიფიკაციის ორგანოს დებულების სატიტულო

ფურცლის ფორმა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ორგანიზაცის დასახელება

 

                                            “ვამტკიცებ”

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

აკრედიტაციის ორგანოს  თანამდებობის პირი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ხელმოწერა               სახელი, გვარი

 

                                                                       “ –––––––“ –––––––––––––––      წ.

 

 

სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება

 

დებულება

 

       სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი

 

                                                                                                                                                                ------------------------          ---------------------------------

                                                                                      ხელმოწერა,                    სახელი,  გვარი

 

 

                                                                       “---------”-----------------------------         წ.

 

 

 

დანართი 4

(სავალდებულო)

 

მოთხოვნები სერტიფიკაციის ორგანოს დებულების

შინაარსის მიმართ

 

სერტიფიკაციის ორგანოს დებულება უნდა შეიცავდეს:

 

1. სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობის სფეროს;

2. სერტიფიკაციის ორგანოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას;

3. სერტიფიკაციის ორგანოს ფუნქციებს, ვალდებულებებს, უფლებებს, პასუხისმგებლობას;

 

რიგითი

ორგანიზაციის დასახელება და მისამართი

დოკუმენტები (ოქმი, ხელშეკრულება, შეთანხმება და ა.შ.), რომლითაც განისაზღვრება ურთიერთობა ამ ორგანიზაციასთან

1

2

3

დანართი 5

(სავალდებულო)

 

ხარისხის სახელმძღვანელოს სატიტულო

ფურცლის ფორმა

 

“ვამტკიცებ”

 

სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი

 

------------------------------------------------------------------------

ხელმოწერა           სახელი, გვარი

 

                                                    “----------”----------------------------  წ.

 

სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა

 

ხარისხის  სახელმძღვანელო

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება

 

 

 

 

დანართი 6

(სავალდებულო)

 

მოთხოვნები ხარისხის სახელმძღვანელოს

შინაარსის მიმართ

სერტფიკაციის ორგანოს ხარისხის სახელმძღვანელო უნდა შეიცავდეს:

– მონაცემებს სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობის ორგანიზაციაზე,  მის სტრუქტურას;

– ორგანიზაციულ სქემას, რომელიც ასახავს დაქვემდებარებას, პასუხისმგებლობას

და მოვალეობის განაწილებას ხელმძღვანელსა და პერსონალს შორის;

– მონაცემებს როგორც საშტატო, ასევე შტატგარეშე პერსონალის კვალიფიკაციასა და პრაქტიკულ გამოცდილების შესახებ;

– მონაცემებს ნორმატიული დოკუმენტაციის ფონდის შესახებ,  მისი აქტუალიზაციის,

დაწვრილებითი პროდუქციის აღწერით;

– აპელაციის განხილვის პროცედურას;

– ხარისხის სისტემის შიდა შემოწმების (შიდა აუდიტი) ჩატარების წესს;

– პროდუქციისა და მომსახურების გამოცდების შედეგების შეფასების, წარმოების, დოკუმენტების და მასალების შემოწმების პროცედურებს;

– არქივის წარმართვის წესებს, დოკუმენტების შენახვის ვადების ჩვენებით.

დანართი 7

(სავალდებულო)

 

პროდუქციის (მომსახურების) ჩამონათვალის, მათი მახასიათებლის, რომლებიც კონტროლდება სერტიფიკაციის დროს, პროდუქციის (მომსახურების) ნორმატიული დოკუმენტების და გამოცდის მეთოდების ფორმა

 

-------------------------------------------------------------- --------------- -------------------------

ორგანოს დასახელება, მისამართი

 

პროდუქციის (მომსახურების) ჩამონათვალი, მათი მახასიათებლის, რომლებიც დასტურდება სერტიფიკაციის დროს, პროდუქციის (მომსახურების) ნორმატიული დოკუმენტები და გამოცდის მეთოდები

 

რიგითი

პროდუქ-ციის, მომსახუ-რების დასახელე-ბა

პროდუქციის, მომსახურების სტატისტიკური კლასიფიკაცია საქმიანობის სახეობათა მიხედვით სეკ (CPA) – 002-99

პროდუქ-ციის

კოდი

სესსნ

პროდუქციის ან მომსახურების ნორმატიული დოკუმენტაციის აღნიშვნა.

 

 

 

 

 

გამოცდების სახეობის ან განსასაზღვრი მახასიათებ-ლების (პარა-მეტრების) დასახელება

გამოცდების მეთოდების ნორმატიული დოკუმენტა-ციის აღნიშვნა

1

2

3

4

5

6

7

 

1. წინამდებარე დანართის ყველა გვერდი დასტურდება აკრედიტაციის ორგანოს ექსპერტის ხელმოწერით.

 

 

      ბ. ა                   სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი

                            

                              -----------------------     ------------------------------

                                 ხელმოწერა                        სახელი, გვარი

 

დანართი 8

(რეკომენდირებული)

 

ატესტაციის ჩატარების პროგრამის შინაარსი

1. ატესტაციის ჩატარების პროგრამაში ასახული უნდა იყოს ატესტაციის ჩატარების მიზანი და წესი.

2. ატესტაციის ჩატარების დროს განხილული უნდა იყოს:

– საექსპერტო დასკვნა ორგანიზაცია-განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე;

– აკრედიტაციის სფერო;

– ორგანიზაცია – განმცხადებლის იურიდიული  სტატუსი;

– კომპეტენტურობა განცხადებულ სფეროში;

– სერტიფიკაციის ორგანოში კვალიფიცირებული და სამუშაოს გამოცდილების მქონე  ექსპერტთა და სხვა პერსონალის არსებობა  განმცხადებული სახეობის პროდუქციაზე და მომსახურებაზე;

– სერტიფიკაციის ორგანოს დოკუმენტები (დებულება, თანამდებობრივი ინსტრუქციები ხარისხის სახელმძღვანელო და სხვა) და მათი შესაბამისობის შეფასება დადგენილ მოთხოვნებთან;

– ორგანიზაციული სტრუქტურა და ფუნქციების განაწილება სერტიფიკაციის ორგანოს

სტრუქტურულ ელემენტებს შორის;

– ნორმატიული დოკუმენტების ფონდის არსებობა, მდგომარეობა და აქტუალიზაცია;

– სასერტიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციის პირობები, მათ შორის სერტიფიკაციის

ორგანოს შემადგენლობაში საგამოცდო ლაბორატორიის არსებობა, ურთიერთქმედება სხვა საგამოცდო ლაბორატორიებთან;

– ურთიერთქმედება სხვა ორგანიზაციებთან სერტიფიკაციის სამუშაოს ჩატარებისას;

– სერტიფიკაციის ორგანოს მუშაობის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა.

 

 

 

 

 

დანართი 9

(სავალდებულო)

 

ატესტაციის აქტის ფორმა

აქტი

 


ორგანიზაციის დასახელება მისამართი

 

       წ. –––––––––––––  დან            წ.  –––––––––––––––  მდე 

              რიცხვი თვე                                    რიცხვი თვე

 

 


დოკუმენტის დასახელება № და თარიღი რომლის საფუძველზეც ჩატარდა ატესტაცია

 

კომისიამ შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                           სახელი გვარი სამუშაო ადგილი თანამდებობა

 

კომისიის წევრები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                           სახელი გვარი სამუშაო ადგილი თანამდებობა

 

ჩაატარა სამუშაოები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                            ორგანიზაციის დასახელება, პროდუქციის, მომსახურების  დასახელება

 

სერტიფიკაციის ორგანოდ აკრედიტაციისათვის.

                                                       შემოწმების შედეგად დადგინდა

 

აკრედიტაციის შემოწმების კრიტერიუმი

კომისიის დასკვნა

შესამოწმებელი კრიტერიუმები და სხვა ინფორმაცია დადგენილი წინამდებარე სტანდარტით

 

 

 

დამატებითი ინფორმაცია გამოყენებული კომისიის მიერ:

 

კომისიის რეკომენდაცია ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                        კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები

 

 


არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად

 

დასკვნა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დასკვნა ორგანიზაციის შესაბამისობაზე სერტიფიკაციის

 


ორგანოსადმი წაყენებული კრიტერიუმებით

 

       კომისიის თავმჯდომარე                                          / სახელი, გვარი /

                                                                   ხელმოწერა      

 

კომისიის წევრები :                                              / სახელი, გვარი   /

                                                  ხელმოწერა

 

დანართი 10

(რეკომენდებული)

 

აკრედიტაციაზე შეთანხმების ფორმა

 

საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და

სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი

(საქსტანდარტი)

 

შეთანხმება აკრედიტაციაზე

 

ქ.თბილისი                                                                        “ ––––––– ”  ––––––––––––––––– წ. 

 

 

 საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა (შემდგომი – საქსტანდარტი) ერთის მხრივ

 

 


–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––სახით

                  საქსტანდარტის თანამდებობის პირის სახელი,  გვარი

 

და მეორე მხრივ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                               ორგანიზაციის დასახელება, რომელთანაც იდება შეთანხმება

  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, სახელი, გვარი

 

სახით, რომელიც მოქმედებს პროდუქციასა და მომსახურებაზე

 

 


პროდუქციის, მომსახურების დასახელება აკრედიტაციის სფერის მიხედვით

 

საქართველოს ეროვნული სტანდარტის, სსტ.100.3-2003 “სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაცია. ზოგადი მოთხოვნები” საფუძველზე, დავდეთ წინამდებარე შეთანხმება:

 

საქსტანდარტი ატესტაციის (საინსპექციო კონტროლის) აქტის ––––––––––საფუძველზე

                                                                                                         თარიღი

აკრედიტაციას უკეთებს ორგანიზაციას  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                                                                            

                                                                               ორგანიზაციის დასახელება

 

სასერტიფიკაციო სამუშაოს ჩატარებაზე აკრედიტაციის სფეროთი განსაზღვრულ პროდუქციასა და მომსახურებაზე                           

2. სერტიფიკაციის ორგანო ვალდებულია:

2.1 დაიცვას სერტიფიკაციის ყველა წესი და რიგი სრული მოცულობით, რომელიც დადგენილია სერტიფიკაცი­ის სახელმწიფო სისტემის  დოკუმენტებით, სერტიფიკაციის მოცემული სისტემის ორგანიზაციულ – მეთოდური და აკრედიტაციის ჩასატარებლად წარსადგენი დოკუმენტებით.

2.3 გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატები პროდუქციაზე, მომსახურებაზე სასერტიფიკაციო ორგანოსათვის დამტკიცებული აკრედიტაციის სფეროს სრული დაცვით.

2.4 სისტემატიურად წარმოადგინოს საქსტანდარტში ინფორმაცია შესაბამისობის სერტიფიკატების გაცემაზე, გაუქმებასა და მოქმედების შეჩერებაზე.

2.5 დროულად აცნობოს საქსტანდარტს ყველა იმ ცვლილების შესახებ (სტრუქტურის, ორგანიზაციულ-მეთოდური დოკუმენტაციის, ექსპერტთა შემადგენლობის და ა.შ.), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს განმეორებითი აკრედიტაციის ჩატარების და მოცემული შეთანხმების გადასინჯვის (ან შეჩერების) საკითხის განხილვის აუცილებლობა.

2.6 შექმნას ყველა საჭირო პირობა საინსპექციო კონტროლის განსახორციელებლად.

3  სერტიფიკაციის ორგანოს უფლება აქვს გამოაქვეყნოს სარეკლამო მასალები თავის საქმიანობაზე.

4. საქსტანდარტი აგზავნის სერტიფიკაციის ორგანოში ინფორმაციას სერტიფიკაციის სისტემის დოკუმენტებში ცვლილებების შესახებ, აგრეთვე ამასთან დაკავშირებით განმეორებითი აკრედიტაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ.

 თუ შეტყობინების მიღების შემდეგ დადგენილი დროის განმავლობაში სერტიფიკაციის ორგანო აცხადებს თანხმობას მიიღოს შემოთავაზებული წინადადებები, მაშინ ტარდება განმეორებითი აკრედიტაცია და დადებითი შედეგების შემთხვევაში გაიცემა აკრედიტაციის ატესტატი.

5.  წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან და  მოქმედებს –––––––––––––––––მდე.

       თარიღი

6. აკრედიტაციაზე შეთანხმების დადგენილ ვადდამდე დარღვევის მიზეზები შეიძლება იყოს:  

– სერტიფიკაციის ორგანოს სურვილი შეწყვიტოს აკრედიტაციის ატესტატის მოქმე-დება;

– სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ პროდუქციის, მომსახურების ნორმატიულ დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენა;

– აკრედიტაციის საფასურის გადახდაზე და/ან საინსპექციო კონტროლის ჩატარებაზე უარის თქმა;

         – სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შეთანხმების სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა.

7. შეტყობინება წინამდებარე შეთანხმების დარღვევის შესახებ ეგზავნება ინიცირებული მხარის მიერ მეორე მხარეს მიზეზებისა და ამ დარღვევის თარიღის მითითებით.

8. აკრედიტაციაზე შეთანხმების დარღვევა ნიშნავს ერთდროულად აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების შეწყვეტას.

9.  მხარეების იურდიული მისამართი          

ა) საქსტანდარტი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                მისამართი

სერტიფიკაციის ორგანო ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                               მისამართი

 

10. წინამდებარე აკრედიტაციაზე შეთანხმება შედგენილია ორ ეგზემპლარად, ერთი მათგანი რჩება საქსტანდარტში,  მეორე კი სერტიფიკაციის ორგანოში და ხელმოწერილია ორივე მხარის წარმომადგენელთა მიერ.

 

საქსტანდარტის მხრიდან:

 

საქსტანდარტის თანამდებობის პირი

 

––––––––––––––––––––––––––––––

ხელმოწერა, სახელი, გვარი

 

 

“ –––– “ –––––––––––––       წ

 

 

   ბ.ა.

 

 

სერტიფიკაციის ორგანოს მხრიდან:

–––––––––––––––––––––––––––––––––

ორგანიზაციის დასახელება

 

–––––––––––––––––––––––––––––––––

ხელმძღვანელის თანამდებობა

 

–––––––––––––––––––––––––––––––––

ხელმოწერა, სახელი, გვარი

 

 

“ –––– “ –––––––––––––       წ

 

  ბ.ა.

 

დანართი 11

(სავალდებულო)

 

აკრედიტაციის ატესტატის ფორმა

 

საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტრლოგიისა და

სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი

(საქსტანდარტი)

 

აკრედიტაციის ეროვნული სისტემა

 

სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის

ატესტატი

 

№--------------

 

რეგისტრაციის თარიღი  “----”  ------------------         წ.

 

ძალაშია “----”  ------------------          წ.

 

ვადა გაუგრძელდა “----”  ------------------          წ.

 

საქსტანდარტი ადასტურებს, რომ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                (სერტიფიკაციის ორგანოს

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                          დასახელება, მისამართი)

 

აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრის რეგისტრაციის ნომერი.

 

შეესაბამება სერტიფიკაციის ორგანოსადმი წაყენებულ მოთხოვნებს და აკრედიტებულია სასერტიფიკაციო სამუშაოების ორგანიზებასა და ჩატარებისათვის

  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                            პროდუქციას ან მომსახურების სახეობის დასახელება

 

აკრედიტაციის სფერო განისაზღვრება ატესტატის დანართით.

 

-------------------------------------------------

  საქსტანდარტის თანამდებობის პირი

 

--------------------          --------------------------------------

ხელმოწერა                       ხელმოწერის გაშიფრვა

 

ბეჭდის ადგილი