„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 233
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017605
233
15/07/2022
ვებგვერდი, 18/07/2022
230210000.22.033.017605
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №233

2022 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (https://matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2):

 ა) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქონლის საბაჟო დეკლარაციის ან საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო დოკუმენტის წარდგენით საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებული საქონლის დათვალიერება ხორციელდება სკანირებით ან ვიზუალური დათვალიერებით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე ექსპორტში, რეექსპორტში ან ტრანზიტში დეკლარირებული, საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი საქონლისა – ვიზუალური დათვალიერებით.“;

ბ) მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე ექსპორტში, რეექსპორტში ან ტრანზიტში დეკლარირებულ საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საქონელზე, რომლის დათვალიერებაც ხორციელდება ვიზუალური დათვალიერებით.“;

გ) 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპორტში, რეექსპორტში ან ტრანზიტში მოქცეულ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საქონელზე საბაჟო დეკლარაცია/რეექსპორტის დეკლარაცია წარდგენილია სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი საქონლის წონის/რაოდენობის დადგენისას ხელმძღვანელობს დეკლარირებისას წარმოდგენილი საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილი აქტით, ხოლო საზღვაო სატრანსპორტო საშუალებაში საქონლის ჩატვირთვისას, დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების თაობაზე დეკლარანტის წერილობითი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის მიერ საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისას შედგენილი აქტით.“.

2. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“/„ბათუმიდან“ ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება საზღვაო ნავსადგურში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით.“;

ა.ბ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:

„19. საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი, საზღვაო სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში, რეექსპორტში ან ტრანზიტში დეკლარირებული საყარი საქონლის (მათ შორის, ე.წ. „ბიგ-ბეგებში“ განთავსებული, წონით არანაკლებ 300 კგ-ისა), ფოლადის/პლასტიკის არმატურის ან ლითონის წნულების შეკვრის (სიგრძით არანაკლებ 12 მ-ისა და წონით არანაკლებ 500 კგ-ისა), ლითონის რულონების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ან ავზების (არანაკლებ 500 ლიტრი ტევადობისა), ლითონის ან პლასტმასის მილების, ალუმინის სხმულების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) და ლითონის ბრტყელი ნაგლინის (შეკვრით ან შეკვრის გარეშე, წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან (გარდა ნავსადგურის მომიჯნავედ განლაგებულისა) ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მიტანის ვადა შეადგენს 24 საათს, რომელიც აითვლება სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის მომენტიდან და დასრულდება საზღვაო ნავსადგურში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით.“;

ბ) მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი, საზღვაო სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში, რეექსპორტში ან ტრანზიტში დეკლარირებული საყარი საქონლის (მათ შორის, ე.წ. „ბიგ-ბეგებში“ განთავსებული, წონით არანაკლებ 300 კგ-ისა), ფოლადის/პლასტიკის არმატურის ან ლითონის წნულების შეკვრის (სიგრძით არანაკლებ 12 მ-ისა და წონით არანაკლებ 500 კგ-ისა), ლითონის რულონების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ან ავზების (არანაკლებ 500 ლიტრი ტევადობისა), ლითონის ან პლასტმასის მილების, ალუმინის სხმულების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) და ლითონის ბრტყელი ნაგლინის (შეკვრით ან შეკვრის გარეშე, წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მომიჯნავედ განლაგებული საბაჟო საწყობიდან ამავე ნავსადგურის დანიშნულებით გადაადგილებისას, რომლის აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქონლის საბაჟო დეკლარაციით/რეექსპორტის დეკლარაციით;“;

გ) მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 მუხლი:

„მუხლი 20. სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალება

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე კონტეინერებით შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან კონტეინერებით გასატანი, ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“/„ბათუმის“ დანიშნულებით, ან ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“/„ბათუმიდან“ ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით, ან ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან იმავე რადიუსში განლაგებულ მეორე საბაჟო საწყობამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, აგრეთვე ცარიელი კონტეინერების ქვეყანაში შემოტანის/ქვეყნიდან გატანის აღრიცხვისას, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში შეიტანება ინფორმაცია: კონტეინერის ტიპისა და ნომრის, გადამზიდი გემის, სატრანსპორტო დოკუმენტის ნომრ(ებ)ის, საქონლის დასახელების, რაოდენობის, გამგზავნისა და მიმღების შესახებ, გადამზიდავის, საბაჟო საწყობის/ნავსადგურის, საქონლის გაშვების/გამოცხადების თაობაზე და სხვა მონაცემები, რაც აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის. 

2. საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი, საზღვაო სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში, რეექსპორტში ან ტრანზიტში დეკლარირებული საყარი საქონლის (მათ შორის, ე.წ. „ბიგ-ბეგებში“ განთავსებული, წონით არანაკლებ 300 კგ-ისა), ფოლადის/პლასტიკის არმატურის ან ლითონის წნულების შეკვრის (სიგრძით არანაკლებ 12 მ-ისა და წონით არანაკლებ 500 კგ-ისა), ლითონის რულონების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ან ავზების (არანაკლებ 500 ლიტრი ტევადობისა), ლითონის ან პლასტმასის მილების, ალუმინის სხმულების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) და ლითონის ბრტყელი ნაგლინის (შეკვრით ან შეკვრის გარეშე, წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან (გარდა ნავსადგურის მომიჯნავედ განლაგებულისა) ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურამდე გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით აღირიცხება ინფორმაცია: საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციისა და შეფასების თარიღებისა და ნომრების, გამოყენებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის, საბაჟო საწყობისა და დანიშნულების სგპ-ის, საქონლის დასახელებისა და რაოდენობის, გემის, ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ და სხვა მონაცემები, რაც აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის. 

3. ინფორმაცია სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალების ველებში შეიტანება სხვადასხვა მომხმარებლის მიერ და კონსოლიდირდება საერთო ელექტრონულ ბაზაში.

4. თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სრულყოფილად წარდგენილი არ იქნება, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით საქონლის/კონტეინერის რეგისტრაცია არ განხორციელდება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (ტექნიკური  შეფერხება, სერვერის გაუმართავობა ან სხვა მსგავსი შემთხვევა).“.             

3. „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7):

ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში არსებული, ტრანზიტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის (მათ შორის, ე.წ. „ბიგ-ბეგებში“ განთავსებული, წონით არანაკლებ 300 კგ-ისა), ფოლადის/პლასტიკის არმატურის ან ლითონის წნულების შეკვრის (სიგრძით არანაკლებ 12 მ-ისა და წონით არანაკლებ 500 კგ-ისა), ლითონის რულონების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ან ავზების (არანაკლებ 500 ლიტრი ტევადობისა), ლითონის ან პლასტმასის მილების, ალუმინის სხმულების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) და ლითონის ბრტყელი ნაგლინის (შეკვრით ან შეკვრის გარეშე, წონით არანაკლებ 500 კგ-ისა)  საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდეც, თუ დეკლარანტი უზრუნველყოფს საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტის წარდგენას.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“/„ბათუმიდან“ ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა (გარდა ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით;“;

ბ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი, საზღვაო სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ტრანზიტში დეკლარირებული საყარი საქონლის (მათ შორის, ე.წ. „ბიგ-ბეგებში“ განთავსებული, წონით არანაკლებ 300 კგ-ისა), ფოლადის/პლასტიკის არმატურის ან ლითონის წნულების შეკვრის (სიგრძით არანაკლებ 12 მ-ისა და წონით არანაკლებ 500 კგ-ისა), ლითონის რულონების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ან ავზების (არანაკლებ 500 ლიტრი ტევადობისა), ლითონის ან პლასტმასის მილების, ალუმინის სხმულების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) და ლითონის ბრტყელი ნაგლინის (შეკვრით ან შეკვრის გარეშე, წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან (გარდა ნავსადგურის მომიჯნავედ განლაგებულისა) ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მიტანის ვადა შეადგენს 24 საათს, რომელიც აითვლება სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის მომენტიდან და დასრულდება საზღვაო ნავსადგურში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით.“.

4. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

 ა) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი, ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში არსებული საყარი საქონლის (მათ შორის, ე.წ. „ბიგ-ბეგებში“ განთავსებული, წონით არანაკლებ 300 კგ-ისა) ფოლადის/პლასტიკის არმატურის ან ლითონის წნულების შეკვრის (სიგრძით არანაკლებ 12 მ-ისა და წონით არანაკლებ 500 კგ-ისა), ლითონის რულონების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ან ავზების (არანაკლებ 500 ლიტრი ტევადობისა), ლითონის ან პლასტმასის მილების, ალუმინის სხმულების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) და ლითონის ბრტყელი ნაგლინის (შეკვრით ან შეკვრის გარეშე, წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდეც, თუ დეკლარანტი უზრუნველყოფს საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტის წარდგენას.“;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  პირის მიერ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას წარდგენილი უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი (გარდა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-8 და 81 პუნქტებით გათვალისწინებული, ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა) და საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გაფორმების ან „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მილსადენით გადაადგილებული ნავთობის ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირების შემთხვევისა) დანართი №8-II-01-ის შესაბამისად.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ო“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-8 და 81 პუნქტებით გათვალისწინებული, ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი;“;

გ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ე) ცვლილება ხორციელდება საქართველოდან ექსპორტით, რეექსპორტით ან ტრანზიტით, საზღვაო გზით გასატან, ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-8 და 81 პუნქტებით გათვალისწინებულ საქონელზე წარდგენილ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში, საქონლის დროებით შენახვისას ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისას;“;

დ) მე-16 მუხლის:

დ.ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. გრაფა 21 „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და შემდეგ აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც საქონელი ფაქტობრივად გადაკვეთს საბაჟო საზღვარს (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, საგზაო ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-3 ნაწილის შესაბამისად. თუ საქონელი გადაიზიდება სხვადასხვა ქვეყნებში რეგისტრირებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ ჩაიწერება – „000“. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – „იხ. უკანა გვერდზე“. დეკლარაციის სამივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოდან საზღვაო გზით გასატან, ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-8 და 81 პუნქტებით გათვალისწინებულ საქონელზე დეკლარაცია ივსება სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდე, გრაფაში მიეთითება „255“.“;

დ.ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „17. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოდან საზღვაო გზით გასატან, ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-8 და 81 პუნქტებით გათვალისწინებულ საქონელზე დეკლარაცია შევსებულია სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდე, ექსპორტის დასრულებამდე, დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების თაობაზე დეკლარანტის წერილობითი განცხადებით მიმართვის შემდეგ, საბაჟო ორგანო დეკლარაციის:

ა) 21-ე და 25-ე გრაფებში უთითებს შესაბამის მონაცემებს, ხოლო 44-ე გრაფაში – შესაბამის კოდს (მათ შორის, სატრანსპორტო დოკუმენტის კოდს) კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად, ან/და

ბ) თუ დეკლარაციაში საქონლის წონის შესახებ დაფიქსირებული მონაცემები არ ემთხვევა საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისას საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილ აქტში მითითებულ მონაცემებს – 31-ე გრაფაში მითითებულ რაოდენობას ან/და 35-ე გრაფაში ან/და 38-ე გრაფაში მითითებულ წონას ცვლის საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტში მითითებული მონაცემების გათვალისწინებით.“;

ე) 21-ე მუხლის:

ე.ა) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. გრაფა 21 „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, და სხვა ამგვარი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-3 ნაწილის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოდან საზღვაო გზით გასატან, ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-8 და 81 პუნქტებით გათვალისწინებულ საქონელზე  დეკლარაცია ივსება  სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდე, გრაფაში მიეთითება „255“.“;

ე.ბ) 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოდან საზღვაო გზით გასატან, ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-8 და 81 პუნქტებით გათვალისწინებულ საქონელზე დეკლარაცია შევსებულია სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდე, ტრანზიტის დასრულებამდე, დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების თაობაზე დეკლარანტის წერილობითი განცხადებით მიმართვის შემდეგ, საბაჟო ორგანო:  

ა) დეკლარაციის 21-ე და 25-ე გრაფებში უთითებს შესაბამის მონაცემებს, ხოლო 44-ე გრაფაში – შესაბამის კოდს (მათ შორის, სატრანსპორტო დოკუმენტის კოდს) კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად, ან/და

ბ) თუ დეკლარაციაში საქონლის წონის შესახებ დაფიქსირებული მონაცემები არ ემთხვევა საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისას საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილ აქტში მითითებულ მონაცემებს – 31-ე გრაფაში მითითებულ რაოდენობას ან/და 35-ე გრაფაში ან/და 38-ე გრაფაში მითითებულ წონას ცვლის საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტში მითითებული მონაცემების გათვალისწინებით.“;

ვ) 23-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოდან საზღვაო გზით გასატან, ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-8 და 81 პუნქტებით გათვალისწინებულ საქონელზე დეკლარაცია შევსებულია სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდე, რეექსპორტის დასრულებამდე, დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების თაობაზე დეკლარანტის წერილობითი განცხადებით მიმართვის შემდეგ, საბაჟო ორგანო დეკლარაციის:

ა) 21-ე და 25-ე გრაფებში უთითებს შესაბამის მონაცემებს, ხოლო 44-ე გრაფაში – შესაბამის კოდს (მათ შორის, სატრანსპორტო დოკუმენტის კოდს) კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად; ან/და

ბ) თუ დეკლარაციაში საქონლის წონის შესახებ დაფიქსირებული მონაცემები არ ემთხვევა საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისას საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილ აქტში მითითებულ მონაცემებს – 31-ე გრაფაში მითითებულ რაოდენობას ან/და 35-ე გრაფაში ან/და 38-ე გრაფაში მითითებულ წონას ცვლის საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტში მითითებული მონაცემების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი