„გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.023593
382
20/07/2022
ვებგვერდი, 21/07/2022
440050000.10.003.023593
„გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №382

2022 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

 

„გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 440050000.10.003.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულება“ ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №1-ის შესაბამისად.

2. „საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები“ ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №2-ის  შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



„დანართი №1

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების (შემდგომშიგრანტი ) კონკურსის მიზანია , შეარჩიოს და დააფინანსოს ორიგინალური კვლევები , რომლებიც მიზნად ისახავს : ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას აღიარებული , კონკრეტული პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად ; ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის , მეთოდოლოგიის , პროდუქტის , მომსახურების , პროცესის ან გადაწყვეტის გამოყენებითობის დადგენას მცირე მასშტაბის პროტოტიპის ტექნოლოგიური /მეთოდოლოგიური განვითარების , ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ვალიდაციის ან რეალურ გარემოში პილოტირების ან /და გამოყენების დემონსტრირების გზით . კვლევა უნდა იყოს ექსპერიმენტულ განვითარებაზე , ტექნოლოგიური ტრანსფერის მზაობის დონის ამაღლებაზე , კომერციალიზაციაზე ან ინდუსტრიალიზაციაზე ორიენტირებული . კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა კვლევებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ჭკვიანი სპეციალიზაციის გაძლიერებასა და მეცნიერების ეფექტიან ჩართვას ქვეყნის ეკონომიკაში .

2. გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს :

) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ;

) ინჟინერია და ტექნოლოგიები ;

) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები ;

) აგრარული მეცნიერებები ;

) სოციალური მეცნიერებები (მხოლოდ ინტერდისციპლინარული პროექტების შემთხვევაში );

) ჰუმანიტარული მეცნიერებები (მხოლოდ ინტერდისციპლინარული პროექტების შემთხვევაში ).

3. ამ დებულების პირველი მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების დეტალურ , ჩაშლილ კლასიფიკატორს , თითოეულ მიმართულებაში შემავალი დარგებისა და ქვედარგების სრულ სიას ადგენს და ამტკიცებს ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით .

4. ეს დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის , გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების (შემდგომშიპროექტი ) განხორციელების მონიტორინგის წესს .

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დადგენილების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა :

) ახალგაზრდა მეცნიერი მაგისტრის /დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ძირითადი პერსონალიდან , რომლის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადებამდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა , ასევე დოქტორანტი , მაგისტრანტი ;

) გენერალური დირექტორი სსიპშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომშიფონდი ) გენერალური დირექტორი , რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და , საჭიროების შემთხვევაში , დამოუკიდებელ ექსპერტთა /ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციების საფუძველზე , პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ;

) გრანტის მიმღები კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული , დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია , თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) და ძირითადი პერსონალი ;

) დამოუკიდებელი ექსპერტი /ექსპერტთა ჯგუფი პირი /პირთა ჯგუფი , რომელიც აფასებს კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტ (ებ ) ამ დებულებით დადგენილი კრიტერიუმებით ;

) დამხმარე პერსონალი ძირითადი პერსონალის დასახმარებლად პროექტის ფარგლებში დასაქმებული სამეცნიერო -ტექნიკური სამუშაოების განმახორციელებელი პირ (ებ ) ;

) ზედნადები ხარჯები პროექტის მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფისთვის იურიდიული პირის მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები , რომელიც შეადგენს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების არაუმეტეს 5%- ;

) თანადამფინანსებელი იურიდიული ან ფიზიკური პირი /პირები , რომელიც /რომლებიც ფონდთან ერთად აფინანსებს /აფინანსებენ კვლევას ;

) თანამონაწილე ორგანიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი , საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი , რომელთა წესდებით /დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება , ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება . თანამონაწილე ორგანიზაცია , წამყვან ორგანიზაციასთან ერთად , უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ -ტექნიკური ბაზით , ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს ;

) ინტელექტუალური საკუთრება მეცნიერების , ტექნოლოგიების , წარმოებისა და შემოქმედებით სფეროებში ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად წარმოშობილი სამართლებრივი უფლება , რომელიც დასტურდება პატენტით ან შესაბამისი მოწმობით ან საავტორო უფლებით ;

) კონსორციუმი (ორგანიზაციათა გაერთიანება ) − ორი ან მეტი იურიდიული პირისაგან შემდგარი გაერთიანება , რომლის შემადგენლობაში შედიან წამყვანი და პარტნიორი ორგანიზაციები . კონსორციუმში შეიძლება , ასევე შედიოდეს თანამონაწილე ორგანიზაცია ;

) მიზნობრივი ანგარიში საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) მიერ პროექტის მიზნებისათვის გახსნილი სახაზინო /საბანკო ანგარიში , რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა ;

) პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირი , რომელიც უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს კვლევისათვის საჭირო მატერიალურ -ტექნიკური ბაზით ან /და ეხმარება ნატურალური ან /და ფინანსური ფორმით , ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს ;

) პროექტი პროექტის ხელმძღვანელის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით , ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად , ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი ;

) პროექტის ბიუჯეტი პროექტის განხორციელებისათვის ფონდიდან მოთხოვნილი გრანტის საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით ;

) პროექტის თანახელმძღვანელი ფიზიკური პირი ძირითადი პერსონალიდან , რომელიც არის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი ;

) პროექტის კოორდინატორი საქართველოს მოქალაქე ძირითადი პერსონალიდან , რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია კონსორციუმის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე ;

) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი პროექტის ძირითადი პერსონალიდან , რომელიც ხელმძღვანელობს პროექტის შედგენას , პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე , ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე ;

) პროექტის შეფასების კრიტერიუმები ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ექსპერტთა ჯგუფ (ებ )ისათვის განსაზღვრული , ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით ;

) საანგარიშო პერიოდი საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი , რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებასა და საგრანტო სახსრების ხარჯვას , რომლის დასრულების შემდგომ ფონდს წარუდგენს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს ;

) საბოლოო ანგარიში პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილი საბოლოო ანგარიში , რომელიც მოიცავს პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს ;

) საგრანტო ხელშეკრულება გრანტის მიმღებს , პარტნიორ ორგანიზაციასა (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ;

) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა ;

) საკონკურსო დოკუმენტაცია ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა , რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ;

) ტრანში პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული , კონკრეტული პერიოდისთვის გადასარიცხი /გადარიცხული სახსრები ;

) ფონდი საჯარო სამართლის იურიდიული პირიშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ;

) შუალედური ანგარიში საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ფონდში წარდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიში ;

) ძირითადი პერსონალი მკვლევართა გუნდი , რომელიც ასრულებს პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს პროექტის მიზნების მიღწევისათვის . ძირითადი პერსონალის შემადგენლობაში შეიძლება , იყოს პირი , რომელსაც მინიჭებული აქვს დოქტორის , მაგისტრის , ბაკალავრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი , ან არის დოქტორანტურის ან მაგისტრატურის სტუდენტი ;

) წამყვანი ორგანიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი , საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი , რომელთა წესდებით /დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება , ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება . წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ -ტექნიკური ბაზით , ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად , ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას , ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს .

 

  მუხლი 3. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება

1. კონკურსის ადმინისტრირებას , გრანტის გაცემასა და საგრანტო პროექტების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს ფონდი .

2. ფონდი უზრუნველყოფს :

) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ;

) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას , აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმების დამტკიცებას ;

) დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ექსპერტთა ჯგუფ (ებ )ის მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას ;

) დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ექსპერტთა ჯგუფ (ებ )ისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით , დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას , დამტკიცებას , აგრეთვე , საჭიროების შემთხვევაში , პროექტში ცვლილებების შეტანას ;

) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს , დადგენილი წესის შესაბამისად .

3. ფონდი უფლებამოსილია , ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განსაზღვროს კონკურსის პრიორიტეტული თემატიკა .

4. ფონდი უფლებამოსილია , პრიორიტეტული თემატიკის განსაზღვრის შემთხვევაში , საგრანტო თანხები მოიზიდოს სხვა დონორი ორგანიზაციიდან .

5. კონკურსის ადმინისტრირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს :

) კონკურსის გამოცხადება ;

) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტების წარდგენა ფონდში ;

  ) კონკურსში მონაწილე პროექტების შესაბამისობის დადგენა კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან ;

  ) პროექტების სამეცნიერო შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების /ექსპერტთა ჯგუფების მიერ (შეფასების პირველი ეტაპი );

  ) პროექტების ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციის პოტენციალის შეფასება ექსპერტთა ჯგუფ (ებ )ის მიერ (შეფასების მეორე ეტაპი );

) საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება ;

) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება და გრანტის გაცემა .

6. ფონდი უფლებამოსილია , კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტი , თუ :

) იგი არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარდგენილია არასრულყოფილად ან წარდგენილია დადგენილი ფორმებისა და ვადების დარღვევით ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას ;

) იგი შეიცავს გარემოზე ან ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების რისკს ;

) მისი რომელიმე ამოცანა ან აქტივობა უკვე განხორციელებულია პროექტის ძირითადი პერსონალის რომელიმე წარმომადგენლის მიერ რომელიმე (ეროვნული /საერთაშორისო ) დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით .

7. ფონდი უფლებამოსილია , კონკურსში გამოვლენილი ტექნოლოგიების გადაცემის მაღალი დონის პროექტების მხარდასაჭერად , ითანამშორმლოს სსიპსაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან , ურთიერთშეთანხმების საფუძველზე .

მუხლი 4. კონკურსში მონაწილე სუბიექტები

1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ძირითად პერსონალს (მკვლევართა გუნდს ):

) წამყვან ორგანიზაციასთან ერთად ; ან /და

) კონსორციუმთან ერთად .

2. ძირითადი პერსონალი წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელით , პროექტის თანახელმძღვანელით , პროექტის კოორდინატორით (კონსორციუმის შემთხვევაში ) და მკვლევრებისაგან . აუცილებელია ძირითად პერსონალში იყოს , სულ მცირე , ერთი ახალგაზრდა მეცნიერი .

3. კონკურსში მონაწილეობის უფლება ძირითადი პერსონალის სტატუსით არ აქვს პირს , რომელიც ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართულია ფონდის მიერ გამოცხადებული და ადმინისტრირებული სამეცნიერო კვლევითი კონკურსის შედეგად დაფინანსებულ , ჯამში ორზე მეტ პროექტში . ეს პირობა გულისხმობს , როგორც კონკურსში წარდგენილ , ასევე უკვე დაფინანსებულ მიმდინარე პროექტებში ჩართულობას .

4. კონკურსში მონაწილეობის უფლება პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის სტატუსით არ აქვს პირს , რომელიც ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართულია ფონდის მიერ გამოცხადებული და ადმინისტრირებული სამეცნიერო კვლევითი კონკურსის შედეგად დაფინანსებულ ერთზე მეტ სამეცნიერო კვლევით პროექტში . ეს პირობა გულისხმობს როგორც კონკურსში წარდგენილ , ასევე უკვე დაფინანსებულ მიმდინარე პროექტებში ჩართულობას .

5. პროექტში შეიძლება , ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი .

6. პროექტს უნდა ჰყავდეს წამყვანი ორგანიზაცია . კონსორციუმის შემთხვევაში , პროექტს უნდა ჰყავდეს პარტნიორი ორგანიზაცია და შეიძლება , ასევე ჰყავდეს თანამონაწილე ორგანიზაცია .

7. ერთი ორგანიზაცია შეიძლება , ჩართული იყო კონკურსში წარმოდგენილ ერთზე მეტ პროექტში .

8. სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირი და დამხმარე პერსონალი არ წარმოადგენს გრანტის მიმღებს .

 მუხლი 5. ძირითადი პროგრამული მოთხოვნები

1. კონკურსში წარდგენილი პროექტი უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს .

2. პროექტს უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიური განვითარებისა და გადაცემის პოტენციალი .

3. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ინტელექტუალური საკუთრების შექმნისა და მართვის , ტექნოლოგიური ტრანსფერისა და მეწარმეობის უნარების განვითარებას .

4. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 3 ტიპის გამოყენებითი კვლევა :

) კონცეფციის დამტკიცება მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დადგენა ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციის (გამოცდის ) გზით ;

) პილოტირება მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის ვალიდაცია რეალურ /ინდუსტრიულ გარემოში გამოცდის /ტესტირების გზით ;

) დანერგვითი კვლევა მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დემონსტრირება საწარმოო /ინდუსტრიულ გარემოში , საწარმოო ხაზის სერვისის აპრობაცია ბაზარზე გასასვლელად .

5. კვლევის ტიპის მიხედვით პროგრამული მოთხოვნებია :

) კონცეფციის დამტკიცებაპროექტის წარდგენა შეუძლია მკვლევართა გუნდს , წამყვან ორგანიზაციასთან ერთად . დაფინანსების მოპოვებისათვის კონცეფციას უნდა გააჩნდეს გამოგონების პატენტუნარიანობაზე (სიახლე , საგამომგონებლო დონე , სამრეწველო გამოყენებადობა ) დადებითი დასკვნა (წინასწარი ძიების ანგარიში ) გაცემული სსიპსაქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტისმიერ ;

) პილოტირებაპროექტის წარდგენა შეუძლია მკვლევართა გუნდს , წამყვან ორგანიზაციასთან ან /და კონსორციუმთან ერთად . დაფინანსების მოპოვებისათვის კვლევის იდეა უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში ან /და უცხოეთში გაცემულ პატენტს , რომელიც ძალაში იქნება კონკურსის გამოცხადების დღიდან მინიმუმ 2 წლის ვადით ;

) დანერგვითი კვლევაპროექტის წარდგენა შეუძლია მკვლევართა გუნდს , კონსორციუმთან ერთად . დაფინანსების მოპოვებისათვის კვლევის იდეა უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში ან /და უცხოეთში გაცემულ პატენტს , რომელიც ძალაში იქნება კონკურსის გამოცხადების დღიდან მინიმუმ 2 წლის ვადით .

მუხლი 6. ფინანსური მოთხოვნები

1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 ან 24 თვე .

2. კონცეფციის დამტკიცებისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12-თვიანი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 90 000 ლარს , ხოლო 24-თვიანი პროექტისათვის – 180 000 ლარს . ასევე პროექტს მოეთხოვება საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 5%-ის თანადაფინანსება .

3. პილოტირებისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12-თვიანი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს , ხოლო 24-თვიანი პროექტისათვის – 240 000 ლარს . ასევე პროექტს მოეთხოვება საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 15%-ის თანადაფინასნება .

4. დანერგვითი კვლევისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12-თვიანი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 180 000 ლარს , ხოლო 24-თვიანი პროექტებისათვის − 360 000 ლარს . ასევე პროექტს მოეთხოვება საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 25%-ის თანადაფინანსება .

5. თანადამფინანსებლის მხრიდან პროექტის დაფინანსებაში თანამონაწილეობა გამოიხატება ფინანსური ან /და ნატურალური ფორმით , რომელიც მოიცავს პროექტისათვის : ფინანსური აქტივების გადაცემას /დათმობას , მათ შორის , ძვირადღირებული კვლევითი დანადგარების , აპარატურის ან /და აღჭურვილობის შეძენას ან შეძენისათვის საჭირო საბანკო ვალდებულებების უზრუნველყოფას ან /და დამატებითი პერსონალის დაქირავებას .

6. პროექტის ბიუჯეტი შეიძლება , ითვალისწინებდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს /მუხლებს :

) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება ;

) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება ;

) მივლინება ;

) საქონელი და მომსახურება ;

) არაფინანსური აქტივები ;

) ზედნადები ხარჯები .

7. პროექტის ბიუჯეტის ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით .

8. ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსებისა და დამხმარე პერსონალის ანაზღაურების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 50%- .

9. ზედნადები ხარჯები შესაძლებელია , გამოყენებულ იქნეს პროექტის მატერიალურ -ტექნიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერისათვის ან სამეცნიერო -კვლევითი დაფინანსებისათვის . გრანტის მიმღებისთვის , გრანტის ჩარიცხვის ფაქტის დადასტურებით (სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში შესრულებული გადარიცხვა ), გრანტის გამცემისთვის ზედნადები ხარჯები სრულად აღიარდება ხარჯად , ფონდის მიერ განხორციელებული ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში . ფონდი უფლებამოსილია , პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე , ასევე დასრულებიდან 3 წლის ვადაში , გრანტის მიმღებისგან მოითხოვოს ინფორმაცია ზედნადები ხარჯების მუხლიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია .

10. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება პროექტში ჩართულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს , მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით .

11. გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა /იჯარა , კაპიტალური რემონტი /შენობა -ნაგებობის რეკონსტრუქცია , ავტომანქანისა და მობილური ტელეფონის შეძენა , სხვა აკრძალული ხარჯების გაწევა , რომელიც განსაზღვრულია ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით .

12. პროექტის დაფინანსება ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით . თანხები ავანსის სახით გადაირიცხება პროექტის მიზნობრივ სახაზინო /საბანკო ანგარიშებზე . პირველი ტრანში ავანსის სახით გაიცემა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 კალენდარული დღის ვადაში , ხოლო ყოველი მომდევნო ტრანშიწინა ტრანშის შესაბამისი საანგარიშო პერიოდების შუალედური ანგარიშების განხილვის აქტების საფუძველზე .

13. გრანტის მიმღების მიერ გაწეული ყველა ხარჯი განხორციელებული უნდა იყოს პროექტის მიზნობრივი ანგარიშიდან უნაღდო ანგარიშსწორებით (საბანკო გადარიცხვების სახით ).

 მუხლი 7. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა

1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით დადგენილი წესების , ფორმებისა და ვადების დაცვით . დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება .

2. დოკუმენტაციის ფონდში წარდგენისას შესაძლებელია , მიეთითოს არაუმეტეს სამი არასასურველი დამოუკიდებელი ექსპერტისა , რომელთაც არ გადაეცემათ პროექტი შესაფასებლად .

მუხლი 8. პროექტის შეფასება

1. კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი პროექტების შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად :

) ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციის პოტენციალის შეფასება ;

) პროექტის სამეცნიერო შეფასება .

2. ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციის პოტენციალის შეფასების ეტაპზე პროექტებს აფასებს ექსპერტთა ჯგუფი , რომელიც შედგება ტექნოლოგიური ტრანსფერის , მეცნიერების ან /და ინოვაციების განვითარების , მეცნიერების კომერციალიზაციის ან /და ინოვაციების ინვესტიციების ექსპერტებისაგან . ექსპერტთა ჯგუფი შეფასებას ახორციელებს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის ან /და ძირითადი პერსონალის ზეპირი მოხსენების /პრეზენტაციის საფუძველზე . ექსპერტთა ჯგუფი უფლებამოსილია , დაუსვას კითხვები მომხსენებელს ან /და ითხოვოს დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ , გასცეს რეკომენდაცია კვლევის გაუმჯობესების მიზნით . ექსპერტთა ჯგუფი , პროექტების წარმდგენებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე , პროექტს აფასებს ამ დადგენილების დანართ №2-ის მე -2 მუხლით გათვალისწინებული წესების მიხედვით . ექსპერტთა ჯგუფი შეფასების შედეგებსა და შეფასების მე -2 ეტაპზე გადასული პროექტების სიას წარუდგენს ფონდს , დადგენილი ფორმის შესაბამისად .

3. პროექტის სამეცნიერო შეფასების ეტაპზე თითოეული პროექტი შეფასდება მინიმუმ ორი დამოუკიდებელი ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის მიერ , ამ დადგენილების დანართ №2-ის მე -3 მუხლით გათვალისწინებული წესების მიხედვით . შეფასების შედეგი ფონდს წარედგინება ფონდის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად . დამოუკიდებელი ექსპერტების /ექსპერტთა ჯგუფების შეფასების საფუძველზე ფონდი ადგენს პროექტების რანჟირებულ სიებს და გამოავლენს გამარჯვებულს .

4. დამოუკიდებელი ექსპერტების /ექსპერტთა ჯგუფების შეფასებების საფუძველზე საბოლოო ქულის დაანგარიშების წესს განსაზღვრავს ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით .

5. კონკურსში მონაწილე საუკეთესო პროექტების გამოვლენისა და დასაფინანსებლად შერჩევის მიზნით , ფონდი ადგენს რანჟირებულ სიებს , შეფასების ორი ეტაპის ქულების დაჯამების საფუძველზე .

6. ფონდი უფლებამოსილია , პრიორიტეტული თემატიკის განსაზღვრის შემთხვევაში , შეადგინოს პრიორიტეტის შესაბამისი რანჟირებული სია /სიები .

7. ფონდი უფლებამოსილია , გამოყოს სათადარიგო პროექტები , რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში , თუ რომელიმე გამარჯვებულთან არ გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება .

8. კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელებისათვის მათი პროექტის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა ან /და ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაკეთებული შეფასებების გაცნობას ინდივიდუალურად , დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობის გამხელის გარეშე .

9. დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია .

  მუხლი 9. ინტერესთა კონფლიქტი

1. დაუშვებელია , დამოუკიდებელი ექსპერტი /ექსპერტთა ჯგუფის წევრი იყოს პირი , რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე .

2. არ შეიძლება , პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობას იღებდეს დამოუკიდებელი ექსპერტი /ექსპერტთა ჯგუფის წევრი :

) რომელსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობდა საერთო სამეცნიერო -კვლევით პროექტში ან ჰქონია ისეთი ურთიერთობა , როგორებიცაა , ერთი მხრივ , ხელმძღვანელი ან მენტორი და , მეორე მხრივ , სტუდენტი ;

) რომელიც აფილირებულია პროექტში ჩართულ რომელიმე ორგანიზაციასთან ;

) რომელმაც შესაძლოა , უშუალოდ მიიღოს პროფესიული , ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში ;

) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია ;

) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში ; არის პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავი ან წარმომადგენელი ;

) რომელსაც აქვს ან ჰქონდა შრომითი ურთიერთობა (არის ან იყო დაქირავებული ან დამქირავებელი , კონსულტანტი , პოლიტიკური ან ბიზნესპარტნიორი ) პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან .

3. ამ დებულების მიზნებისათვის , ნათესავად ჩაითვლება :

) პირდაპირი ხაზის ნათესავი ;

) მეუღლე , მეუღლის და -ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი ;

) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და -ძმა ;

) და -ძმა , მათი მეუღლეები და შვილები .

4. დამოუკიდებელი ექსპერტი /ექსპერტთა ჯგუფის წევრი ვალდებულია , ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ .

5. იმ შემთხვევაში , თუ ინფორმაცია დამოუკიდებელი ექსპერტის / ექსპერტთა ჯგუფის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე , ფონდი უფლებამოსილია , იმსჯელოს დამოუკიდებელი ექსპერტის /ექსპერტთა ჯგუფის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ .

მუხლი 10. საგრანტო ხელშეკრულება

1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ , ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას პროექტებში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან .

2. საგრანტო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეფასებული პროექტის იდენტურ ქართულ ვერსიაზე .

3. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე პროექტში ჩართული იურიდიული პირები (წამყვანი , თანამონაწილე , პარტნიორი ორგანიზაციები ) ფონდს წარუდგენენ წერილობით დადასტურებას იმის შესახებ , რომ არ აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება .

4. ფონდი უფლებამოსილია , გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე , წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე , საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან /და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება . საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია მიმდინარე წლისათვის პროექტის განსახორციელებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობის 20%-ის ფარგლებში .

5. პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნით პროექტში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს . პროექტში ჩართულ პირებს შორის ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლება რეგულირდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე . პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული მოგების არაუმცირეს 30%-ისა ეკუთვნის გამომგონებელს /გამომგონებლებს , 10% – ფონდს და 60% − პროექტის წამყვან , თანამონაწილე და პარტნიორ ორგანიზაციებს , ურთიერთშეთანხმების საფუძველზე . ფონდი , თავის მხრივ , ვალდებულია , მიღებული მოგება მიმართოს საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში . ამ ვალდებულებათა ფარგლებში ფონდი ასევე უფლებამოსილია , პატენტთან დაკავშირებული განსაკუთრებული უფლება დაუთმოს გამომგონებელს /გამომგონებლებს .

  6. პროექტის განხორციელების შედეგად შექმნილი ნებისმიერი ახალი ინტელექტუალური საკუთრება (მათ შორის , „Know how“) ეკუთვნის მკვლევართა გუნდს , რომელიც , თავის მხრივ , ვალდებულია , დაიცვას ის მესამე პირთან ხელშეკრულების გაფორმებისას .

  7. გრანტის მიმღებს ეკრძალება პროექტის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისათვის , ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე (ტერმინი − „ნაწარმოებიაქ გულისხმობს წიგნს , ბროშურას , კომპიუტერულ პროგრამას , რუკას , გეგმას , ესკიზს , ილუსტრაციას , თარგმანს , კრებულს , ენციკლოპედიას , ანთოლოგიას , მონაცემთა ბაზასა დასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა სახის ნაწარმოებს ).

  8. ფონდი უფლებამოსილია , პროექტის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში მოსთხოვოს გრანტის მიმღებს ზოგადი ინფორმაცია პროექტით გათვალისწინებული იდეის შემდგომი განვითარების შესახებ .

 

  მუხლი 11. პროექტის შესრულების მონიტორინგი

  1. საგრანტო პროექტის განხორციელების მონიტორინგის მიზნებისათვის , გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით .

  2. ფონდი , ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს , გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი შუალედური /საბოლოო ანგარიშების წარდგენის საფუძველზე , ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს , რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს .

  3. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს , საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში , ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან .

  4. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი შედეგების შესრულების დამადასტურებელი შუალედური / საბოლოო ანგარიშის შემოწმებას . ფონდი უფლებამოსილია , პროგრამული მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოს ადგილზე ვიზიტები და ასევე სამეცნიერო ეფექტიანობის შეფასება შესაბამისი დარგის ექსპერტ (ებ )ის მონაწილეობით , ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით და /ან საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად .

  5. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას :

  ) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი , თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას ;

  ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი . აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას ;

  ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით , იმ შემთხვევაში , თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა მეტია ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსის . გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს ;

  ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი , რომელიც შესაძლოა , გაიხარჯოს მომდევნო საანგარიშო პერიოდებში .

  6. ფონდი უფლებამოსილია , მიმდინარე და დასრულებული პროექტების სამეცნიერო ღირებულება და ეფექტიანობა შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს . შეფასების შედეგები და აქტები ფონდის მიერ შესაძლოა , გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას .

  7. ფონდი უფლებამოსილია , აწარმოოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების დამრღვევ პირთა რეესტრი . . „შავი სია “, რომლის წარმოების წესი განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით .

  8. ფონდი უფლებამოსილია , განახორციელოს მიმდინარე პროექტების აუდიტორული შემოწმება აუდიტორული კომპანიის მიერ , რათა დადგინდეს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან . აუდიტორული კომპანიის შემოწმების დასკვნის შესაბამისად , ფონდი უფლებამოსილია , მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის შეჩერების , შეწყვეტის და /ან დასრულების შესახებ . ფონდი უფლებამოსილია , აუდიტორული კომპანიის შემოწმების უარყოფითი დასკვნის ფაქტი გაითვალისწინოს საგრანტო ხელშეკრულების დამრღვევ პირთა რეესტრის . . „შავი სიისწარმოებისას .

 

  მუხლი 12. საგრანტო პროექტის შეჩერება , შეწყვეტა და დასრულება

  1. საგრანტო პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში .

  2. ფონდი , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი ), თუ :

  ) მოხდა პროექტში ჩართული იურიდიული პირის ლიკვიდაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში , გაუქმდა მისი ავტორიზაცია ;

  ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან /და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია .

  3. საგრანტო პროექტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში , გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად .

  4. საგრანტო პროექტი ჩაითვლება დასრულებულად , თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე ფონდში წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები , წარდგენილ ანგარიშებზე ფონდის მიერ დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები , აუდიტორული შემოწმების შემთხვევაში , მიღებულია დადებითი დასკვნა , მხარეთა შორის გაფორმებულია შედარების აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი .

 

დანართი №2

 

საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები

 

  მუხლი 1. პროექტების შეფასების სისტემა

  1. შეფასების თითოეულ ეტაპზე პროექტები ფასდება კრიტერიუმებით , რომელიც , თავის მხრივ , შედგება ქვეკრიტერიუმებისაგან . თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით , სადაც ქულის განმარტება არის შემდეგი :

  ) 1 ქულა (სუსტი ) – პროექტი არაადეკვატურად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს , გართულებულია შეფასება არასაკმარისი , ბუნდოვანი ან შეუსაბამო ინფორმაციის გამო ;

  ) 2 ქულა (დამაკმაყოფილებელი ) – პროექტი ზოგადად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს , მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები და სუსტი მხარეები ;

  ) 3 ქულა (კარგი ) – პროექტი კარგად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს , მაგრამ აქვს გარკვეული ხარვეზები და საჭიროებს გაუმჯობესებას ;

  ) 4 ქულა (ძალიან კარგი ) – პროექტი ზედმიწევნით პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს . გამოკვეთილია ორიგინალურობა და განვითარების პოტენციალი , თუმცა შესაძლებელია გარკვეულწილად დახვეწა ;

  ) 5 ქულა (საუკეთესო ) – გამორჩეული .

 

  მუხლი 2. პროექტების ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციის პოტენციალის შეფასება

  1. შეფასების პირველ ეტაპზე პროექტების შეფასების კრიტერიუმებია :

 

 

1. პროექტის იდეაიდეის ტექტრანსფერისა და კომერციალიზაციის პოტენციალი

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5 ქულა

2. გუნდის კომპეტენციების შესაბამისობა იდეის განსახორციელებლად

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5 ქულა

3. კვლევის გარემოკვლევის გახორციელების ბაზა , მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობის ხარისხი

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5 ქულა

4. განხორციელებადობაპროექტის განხორციელების გეგმა -გრაფიკი და ბიუჯეტი

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5 ქულა

ქულათა ჯამი :

მინიმუმ 4,

მაქსიმუმ 20 ქულა

შემაჯამებელი კომენტარი

 

 

2. შეფასება ხორციელდება ოთხი კრიტერიუმით , საიდანაც თითოეული კრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ქულით , ხოლო ქულათა ჯამი შეადგენს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 20 ქულას .

3. შეფასების მეორე ეტაპზე გადასვლისათვის აუცილებელი პირობაა პროექტმა მიიღოს 12 ქულა ან მეტი

 

მუხლი 3. პროექტების სამეცნიერო შეფასება

1. შეფასების მეორე ეტაპზე პროექტების შეფასების კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმებია :

 

 

 1. გამორჩეული მეცნიერება

მინიმუმ 4,

მაქსიმუმ 20 ქულა

1.1. პრობლემის /გამოწვევის მნიშვნელობა და მასშტაბი , რომლის გადაჭრასაც გვთავაზობს კვლევა

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5 ქულა

1.2. კვლევის იდეის სიახლე , აქტუალურობა და სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულება

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5 ქულა

1.3. კვლევის მეთოდოლოგია და მისი შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5 ქულა

1.4. ძირითადი პერსონალის გამოცდილება ,სამეცნიერო პროდუქტიულობა , კომპეტენციების შესაბამისობა დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5 ქულა

2. ეფექტიანობა

მინიმუმ 2, მაქსიმუმ 10 ქულა

2.1. კვლევის მოსალოდნელი შედეგები თვლადი ინდიკატორების მითითებითახალი ცოდნა /ცოდნის ახლებურად გამოყენება , ახალი /გაუმჯობესებული ტექნოლოგია , მეთოდოლოგია , პროდუქტი , მომსახურების პროცესი ან გადაწყვეტა ; გუნდის შესაძლებლობების გაძლიერება

მინიმუმ 1,

 მაქსიმუმ 5 ქულა

2.2. ტექნოლოგიური ტრანფერის მზაობის დონის ამაღლების პოტენციალიგამოყენებითი იდეის განვითარების სტრატეგია

მინიმუმ 1,

 მაქსიმუმ 5 ქულა

3. განხორციელებადობა

მინიმუმ 2,

მაქსიმუმ 10 ქულა

3.1. კვლევის განხორციელების გეგმა -გრაფიკისა და ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტით დასახული მიზნების განხორციელებისათვის

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5 ქულა

3.2. კვლევის განხორციელების მატერიალურ -ტექნიკური ბაზის შესაბამისობა დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5 ქულა

ქულათა ჯამი :

მინიმუმ 8,

მაქსიმუმ 40 ქულა

შემაჯამებელი კომენტარი

 

2. შეფასება ხორციელდება სამი კრიტერიუმით , საიდანაც პირველი კრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 20 ქულით , ხოლო მეორე და მესამე კრიტერიუმები ფასდება მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 ქულით . ქულათა ჯამი შეადგენს მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 40 ქულას .

3. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი , მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა შეფასების ორივე ეტაპზე ჯამურად მიიღოს 36 ან მეტი ქულა .

4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს , რომელიც შეფასების პირველ ეტაპზე მოიპოვებს უფრო მაღალ ჯამურ ქულას , ხოლო შემდეგ უპირატესობა მიენიჭება პროექტს , რომელმაც მეტი ქულა დააგროვა თანმიმდევრულად შეფასების პირველი ეტაპის პირველ , მეორე , მესამე და მეოთხე კრიტერიუმებში და შეფასების მეორე ეტაპის პირველ , მეორე და მესამე კრიტერიუმებში . შეფასების ორივე ეტაპის ყველა კრიტერიუმში , თანმიმდევრულად , თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში , უპირატესობა მიენიჭება მეტი თანადაფინანსების მქონე პროექტს .“.