„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”

  • Word
„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 62/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/03/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 25/03/2003
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.733
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
62/ნ
17/03/2003
სსმ, 23, 25/03/2003
470.230.000.11.119.005.733
„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (25/03/2003 - 09/02/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.733

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №62/

2003 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

“შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ”, საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის და 63-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ” (დანართი 1).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

 დანართი № 1

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ

თავი 1

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 18 წლამდე ასაკის პირთათვის, კატეგორიის _ „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის შესახებ, დასკვნა გამოაქვს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს (შემდგომში _ ბიურო).

    მუხლი 2

ბიუროში 18 წლამდე ასაკის პირის (შემდგომში _ პირი), შემოწმება ხდება მისი საცხოვრებელი ან მკურნალობის ადგილის მიხედვით, შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულების მიმართვით, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მუშაობისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 1 ოქტომბრის №271/ნ ბრძანებით დადგენილი ფორმის (№IV-50/1) წარდგენის საფუძველზე.

    მუხლი 3

1. თუ ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია მისი გამოცხადება ბიუროში, შემოწმება ხდება მის საცხოვრებელ სადგომში ან სტაციონარში.

2. გამონაკლის შემთხვევაში (შორეულ და ძნელად მისადგომ ადგილებში) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ტარდება პირის დაუსწრებლად, მისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, მშვილებელი, მეურვე, მზრუნველი, ან ნდობით აღჭურვილი პირი) თანხმობით.

    მუხლი 4

ბიუროში წარდგენილ უნდა იქნეს გასატარებელი პირის დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 5

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის პირის სამედიცინო გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის ხარისხზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებას.

თავი II

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში გაგზავნის წესი

    მუხლი 6

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში სამედიცინო დაწესებულების მიერ იგზავნებიან პირები, ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, ამ ინსტრუქციის IV თავში მითითებული დაავადებებისა და დეფექტების არსებობის შემთხვევაში.

    მუხლი 7

1. სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე გასატარებლად შედგენილ მიმართვაში აღინიშნება მონაცემები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა ფუნქციის დარღვევის ხარისხი, ჩატარებული რეაბილიტაციური ღონისძიებების შედეგები.

2. ექსპერტიზაზე გასატარებლად შედგენილი მიმართვა დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ან ექსპერტიზის დარგში მოადგილის, შესაბამისი პროფილის განყოფილების (კაბინეტის) გამგის, მკურნალი ექიმის ხელმოწერებით და მოწმდება სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით.

3. ანამნეზური, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის და ობიექტური მონაცემები, რომელთა საფუძველზე შედგენილ იქნა ექსპერტიზისათვის გასაგზავნი მიმართვა, შეიტანება პირის პირველად სამედიცინო დოკუმენტებში (ამბულატორიული ან სტაციონარული ბარათი).

თავი III

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების წესი

    მუხლი 8

ბიუროს, 18 წლამდე ასაკის პირზე კატეგორიის – „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის შესახებ დასკვნა გამოაქვს ამ ინსტრუქციის IV თავში მითითებული ნუსხის შესაბამისად: 2 წლის ვადით, 5 წლის ვადით და ერთჯერადად 18 წლის ასაკის მიღწევამდე, პათოლოგიური მდგომარეობის სიმძიმის, სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების შედეგად ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა დარღვეული ფუნქციების აღდგენის ან გაუმჯობესების პროგნოზიდან გამომდინარე.

    მუხლი 9

დიაგნოზის დაზუსტებისა და ორგანიზმის (ორგანოთა) ფუნქციის დარღვევის ხარისხის დადგენისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიუროს უფლება აქვს გააგზავნოს პირი, რომელიც ბიუროში გადის შემოწმებას სამედიცინო და სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, აგრეთვე მოითხოვოს და მიიღოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მონაცემები, ცნობები სამედიცინო დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან, საწარმოებიდან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

    მუხლი 10

მოქმედი კანონმდებლობით ბიუროს უფლება აქვს ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს პედიატრიული პროფილის სხვადასხვა სპეციალისტები.

    მუხლი 11

1. საექსპერტო შემოწმების მონაცემები და დასკვნა შეიტანება ბიუროს სხდომის ოქმსა და შემოწმების აქტში, იგი დასტურდება ბიუროს თავმჯდომარისა და წევრთა ხელმოწერებით, რომელიც დამოწმდება ბიუროს ბეჭდით.

2. შემოწმებულ პირს ან მის კანონიერ წარმომადგენელს მიეცემა დადგენილი ფორმის ცნობა, ხოლო ამონაწერი შემოწმების აქტიდან 3 დღეში ეგზავნება პენსიის დამნიშნავ შესაბამის ორგანოს.

    მუხლი 12

პირის, ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში, ბიუროს თავმჯდომარე ვალდებულია გააცნოს მათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ მოქმედი ნორმატიული აქტები.

    მუხლი 13

1. თუ შემოწმებული პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ან/და ორგანო, რომელიც ახორციელებს სოციალური დაცვის ღონისძიებებს, არ ეთანხმება ბიუროს დასკვნას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იგი უფლებამოსილია 1 თვის განმავლობაში განცხადება შეიტანოს ბიუროში, სადაც პირმა გაიარა შემოწმება, ან მის ზემდგომ ორგანოში.

2. ბიურო, რომელმაც ჩაატარა შემოწმება, განცხადების მიღებიდან 3 დღეში განცხადებასთან ერთად არსებულ საბუთებს შესაბამისი დასკვნისათვის აგზავნის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებში.

3. შემოწმებულ პირს ან მის კანონიერ წარმომადგენელს ან/და ორგანოს, რომელიც ახორციელებს სოციალური დაცვის ღონისძიებებს, უფლება აქვთ გაასაჩივრონ ბიუროს დასკვნა სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი IV

დაავადებების და დეფექტების ნუსხა, რომლებიც წარმოადგენენ 18 წლამდე ასაკის პირთათვის „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის საფუძველს. გადამოწმების ვადები

    მუხლი 14

1. 2 წლის ვადით “შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:

ა) ნერვული სისტემის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებები და დაზიანებები, ფსიქიკური დარღვევები:

ა.ა) მყარი მოძრაობითი დარღვევები (ერთი ან მეტი კიდურის დამბლა ან ღრმა პარეზი; ორი ან მეტი კიდურის ზომიერად გამოხატული პარეზი; მყარი გენერალიზებული ჰიპერკინეზები; კოორდინაციის დარღვევები), რომლებიც შენარჩუნებულია 2 და მეტი თვის განმავლობაში.

ა.ბ) ზურგის ტვინის დაზიანებით განპირობებული მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის გამოხატული დარღვევები:

ა.ბ.ა) შარდის შეუკავებლობა (რეფლექტორული, პარადოქსული, ტოტალური);

ა.ბ.ბ) მოშარდვის აქტის დარღვევა (შარდის ბუშტის მუდმივი დრენირება ურეთრიდან კათეტერით ან ბოქვენზედა ფისტულით, შარდის გამოყოფა ურეთროკუტანეოსტომიის ან ნეფროსტომიის დახმარებით);

ა.ბ.გ) განავლის ტოტალური შეუკავებლობა;

ა.ბ.დ) დეფეკაციის აქტის დარღვევა (სრულებით არ არსებობს – სწორი ნაწლავის დაცლა ოყნებით და სხვა მეთოდებით);

შენიშვნა: მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის დარღვევა დგინდება ქვეჯგუფებში მოცემული ცალკეული ნიშნების ერთობლიობის მიხედვით (ნებისმიერი კომბინაციით), მაგალითად: მიელოდისპლაზია, პარადოქსული იშურია, დეფეკაციის შეგრძნების არარსებობა, განავლის შეუკავებლობა, სწორი ნაწლავის დაცლა ოყნების მეშვეობით.

ა.გ) მყარი თერაპიულად რეზისტენტული ეპილეფტიფორმული მდგომარეობა (თვეში ერთი ან მეტი დიდი შეტევა), ან ხშირი მცირე, ან კრუნჩხვების გარეშე შეტევები (კვირაში ორ-სამჯერ);

შენიშვნა: ეპილეფტიფორმული კრუნჩხვების ქვეშ იგულისხმება ეპილეფტური შეტევები, კრუნჩხვები ეპილეფსიის დროს.

ა.დ) შიზოფრენია და სხვა ენდოგენური ფსიქოზები (გახანგრძლივებული ფსიქოტური მდგომარეობები 6 და მეტი თვის ხანგრძლივობით);

ა.ე) მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (დებილობის ხარისხი), რომელსაც თან ერთვის სმენის, მხედველობის, მეტყველების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, სხვა ორგანოების გამოხატული დარღვევები და ქცევის პათოლოგიური ფორმები.

ბ) მხედველობის ორგანოების დაავადებები და დაზიანებები:

ბ.ა) მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება უკეთმხედველ თვალში 0,08-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 150-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით;

გ) შინაგანი ორგანოების და სისტემების დაავადებები და დაზიანებები:

გ.ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები გულის შეგუბებითი უკმარისობის II და მეტი ხარისხით, ან გამოხატული ქრონიკული ჰიპოქსემია;

გ.ბ) სუნთქვის ორგანოების დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით;

გ.გ) ბრონქული ასთმა, მძიმე მიმდინარეობის (ჰორმონოდამოკიდებული);

გ.დ) ფილტვების ქრონიკული ტუბერკულოზი, გამოხატული ინტოქსიკაციით, ან სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით;

გ.ე) დამოუკიდებელი სუნთქვის შეუძლებლობა ტრაქეოსტომიული მილის გარეშე ხორხისა და სასულის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების დროს;

გ.ვ) კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის ან სანაღვლე გზების დაავადებები და განვითარების მანკები, საჭმლის მონელების ან/და ღვიძლის ფუნქციის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევებით (ღვიძლის ციროზები, ქრონიკული აგრესიული ჰეპატიტი, წყლულოვანი დაავადებები ხშირი რეციდივებით, ტერმინალური ილეიტი და სხვა);

გ.ზ) თირკმლების და შარდ-გამომყოფი ორგანოების დაავადებები და განვითარების მანკები, თირკმლების ქრონიკული უკმარისობით;

გ.თ) წელიწადში ერთზე მეტი ანემიური კრიზები, ჰემოგლობინის 100 გ/ლ-ზე ნაკლები დაქვეითებით, სისხლის თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი დაავადებების დროს.

    მუხლი 15

1. 5 წლის ვადით „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:

ა) ორთოპედიული და ქირურგიული დაავადებები:

ა.ა) ხერხემლისა და გულმკერდის III – IV ხარისხის დეფორმაცია, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევით, ან სუნთქვის II ხარისხის უკმარისობით, ან სისხლის მიმოქცევის II ხარისხის უკმარისობით;

ა.ბ) საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები, პათოლოგიური მდგომარეობები, განვითარების მანკები (პოლიართრიტი, კოლაგენოზი, მძიმე ფორმის ოსტეომიელიტი და სხვა), რომლებიც იწვევენ არანაკლებ ორ კიდურზე სახსრების III ხარისხის ფუნქციონალურ უკმარისობას, გადაადგილების და თვითმომსახურების მნიშვნელოვან მოშლას;

ა.გ) ორი ან მეტი კიდურის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ფუნქციის მყარად გამოხატული მნიშვნელოვანი მოშლით;

ა.დ) კუჭის ტოტალური ან წვრილი ნაწლავის 2/3 რეზექცია, ნაწლავთა ქრონიკული შეხორცებითი გაუვალობა მრავლობითი ფისტულებით, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არ ექვემდებარება კორექციას, ხელოვნური საყლაპავი, გასტროსტომა;

ა.ე) განავლოვანი, შარდ-განავლოვანი, შარდ-სასქესო ფისტულები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ქირურგიულ მკურნალობას განსაზღვრულ ვადაში;

ბ) ონკოლოგიური დაავადებები:

ბ.ა) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები II სტადია, კომბინირებული ან კომპლექსური მკურნალობის შემდეგ.

გ) სისხლის დაავადებები:

გ.ა) მწვავე ლეიკოზი;

გ.ბ) ლიმფოგრანულომატოზი.

    მუხლი 16

1. „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” ერთჯერადად დადგენის საფუძველს 18 წლის ასაკის მიღწევამდე წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:

ა) ნერვული სისტემის დაავადებები და დაზიანებები* :

ა.ა) ერთი ან მეტი კიდურის დამბლა ან ღრმა პარეზი;

ა.ბ) გენერალიზებული ჰიპერკინეზები (ორმაგი ათეტოზის, ქორეო-ათეტოზის ტიპის), კოორდინაციის მნიშვნელოვანი დარღვევები.

ბ) ფსიქიკური დარღვევები:

ბ.ა) სხვადასხვა გენეზის ოლიგოფრენია ან ჭკუასუსტობა, რომელიც შეესაბამება ღრმა, მძიმე ან ზომიერი გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხს;

ბ.ბ) მყარი, თერაპიულად რეზისტენტული 2 და მეტი წლის განმავლობაში მიმდინარე კრუნჩხვები (ხშირი გენერალიზებული – თვეში 5 შეტევაზე მეტი, ხშირი მცირე ან პარციალური ეპილეფსიური შეტევები, პოლიმორფული, რეზისტენტული ანტიკონვულსანტებით თერაპიის მიმართ).

გ) მხედველობის ორგანოების დაავადებები და დაზიანებები:

გ.ა) შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული მხედველობის სიმახვილის დაქვეითება უკეთ მხედველ თვალში 0,08-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 15(-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით.

დ) შინაგანი ორგანოების და სისტემების დაავადებები:

დ.ა) გულის ინკურაბელური დაავადებებით განპირობებული გულის შეგუბებითი ქრონიკული უკმარისობა III ხარისხის;

დ.ბ) სუნთქვის ორგანოების დაავადებები და განვითარების მანკები სუნთქვის III ხარისხის მყარი უკმარისობით;

დ.გ) ღვიძლის ციროზი დეკომპენსაციის სტადიაში.

ე) ონკოლოგიური დაავადებები:

ე.ა) ინკურაბელური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.

ვ) ენდოკრინული დაავადებები:

ვ.ა) შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული ფორმა);

ვ.ბ) იცენკო-კუშინგის დაავადება (გამოხატული ჰიპერტენზია, ოსტეოპოროზი, რომელიც იწვევს ძვლების მოტეხილობებს);

ვ.გ) თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა (ადისონის დაავადება, ტოტალური ადრენალექტომიის შემდგომი მდგომარეობა, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დისფუნქცია); ჰიპოფიზალური ნანიზმი; თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმა; ჰიპოპარათირეოზი; IV სტადიის გაცხიმოვნება;

ვ.დ) ენდემური ჩიყვი კრეტინიზმით.

ზ) სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები:

ზ.ა) ქრონიკული ლეიკოზი, მიელოლეიკოზი;

ზ.ბ) სისხლწარმოქმნის თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპო- და აპლასტიური მდგომარეობები (ჰემოგლობინი 100გ/ლ ნაკლები, თრომბოციტები 100 ათასზე ნაკლები 1 მმ³, ლეიკოციტები 4 ათასზე ნაკლები 1 მმ³);

ზ.გ) ქრონიკული თრომბოციტოპენიური პურპურა (ვერლჰოფის დაავადება), უწყვეტი რეციდიული მიმდინარეობით, მძიმე ჰემორაგიული კრიზებით (თრომბოციტების რიცხვი სისხლში 50 ათასი და ნაკლები 1 მმ³);

ზ.დ) ლიმფოგრანულომატოზი III-IV სტადია.

თ) თანდაყოლილი და შეძენილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები:

თ.ა) აგამა (ჰიპოგამაგლობულინემია), პლაზმური იმუნოგლობულინების ჯამური კონცენტრაციის დაქვეითებით 300 მგ/ლ-მდე ან იმუნოგლობულინების დონის დაქვეითებით 200 მგ/ლ-მდე 1 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში;

თ.ბ) ქრონიკული გრანულომატოზული დაავადება; ქრონიკული სეპტიკური მდგომარეობა, მათ შორის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების აბსცესით; E – ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების მორეციდივე „ცივი” აბსცესის თანხლებით, სისხლის შრატში E – იმუნოგლობულინის 1000 KED/ლ-ზე მეტი კონცენტრაციით;

თ.გ) აივ ინფექციის გაშლილი სურათი.

ი) ორთოპედიული და ქირურგიული დაავადებები:

ი.ა) ერთი ან მეტი კიდურის უქონლობა ნებისმიერ დონეზე;

ი.ბ) განავლისა და შარდის მუდმივი შეუკავებლობა, განავლოვანი და შარდ-სასქესო ფისტულები, როცა რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ოპერაციების შემდგომ ქირურგიული მკურნალობა მიჩნეულია უპერსპექტივოდ.



* 18 წლის ასაკის მიღწევამდე “შეზღუდული სტატუსის მქონე ბავშვი” ერთჯერადად დადგენა ხდება ავადმყოფზე არანაკლებ 2 წლის დაკვირვების შემდეგ.