„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 274
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017611
274
12/08/2022
ვებგვერდი, 15/08/2022
230210000.22.033.017611
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №274

2022 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (https://matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

ა) მე-6 მუხლის:

ა.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. მოწმობა შეიძლება შეივსოს აგრეთვე სისტემაში დაშვებული პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს:

ა) საქონლის შემოტანისას – სასაქონლო პარტიის მიმღებს;

ბ) საქონლის გატანისას – სასაქონლო პარტიის გამგზავნს;

გ) ტრანზიტით გადაადგილებისას – სასაქონლო პარტიის მფლობელს;

დ) საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით საქონლის გადაადგილებისას, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო საწყობიდან საქონლის გადაადგილებისას, ასევე ერთი პირის მფლობელობაში არსებულ, ისეთ საბაჟო საწყობებს შორის საქონლის გადაადგილებისას, რომელთა ტერიტორია ემიჯნება ერთმანეთს ან გამოყოფილია საავტომობილო გზით, რკინიგზით ან მისი შემადგენელი ნაწილებით  − საწყობის მფლობელს;

ე)  საფოსტო გზავნილით გადაადგილებული საქონლის რეექსპორტისას ან ერთი საფოსტო გადამზიდავის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობებს შორის საფოსტო გზავნილების გადაადგილებისას – საფოსტო გადამზიდავს;

ვ) ამ პუნქტში მითითებული პირის წარმომადგენელს, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ერთი პირის მფლობელობაში არსებულ, ისეთ საბაჟო საწყობებს შორის საქონლის გადაადგილებისას, რომელთა ტერიტორია ემიჯნება ერთმანეთს ან გამოყოფილია საავტომობილო გზით, რკინიგზით ან მისი შემადგენელი ნაწილებით, შევსებული მოწმობის რეგისტრაცია „eCustoms“-ის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საბაჟო საწყობის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის მიერ.“;

ბ) მე-8 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ერთი პირის მფლობელობაში არსებულ ისეთ საბაჟო საწყობებს შორის, რომელთა ტერიტორია ემიჯნება ერთმანეთს ან გამოყოფილია საავტომობილო გზით, რკინიგზით ან მისი შემადგენელი ნაწილებით.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოწმობის ორივე ეგზემპლარი, გარდა საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით მოწმობის მხოლოდ ელექტრონული ფორმით წარდგენის ან ერთი პირის მფლობელობაში არსებულ, ისეთ საბაჟო საწყობებს შორის საქონლის გადაადგილებისას, რომელთა ტერიტორია ემიჯნება ერთმანეთს ან გამოყოფილია საავტომობილო გზით, რკინიგზით ან მისი შემადგენელი ნაწილებით, საწყობის მფლობელის მიერ მოწმობის შევსების შემთხვევისა, დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის პირადნომრიანი ბეჭდით ან საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალი ბეჭდითა და უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით.“;

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი:

„ბ.ზ) ერთი პირის მფლობელობაში არსებულ ისეთ საბაჟო საწყობებს შორის, რომელთა ტერიტორია ემიჯნება ერთმანეთს ან გამოყოფილია საავტომობილო გზით, რკინიგზით ან მისი შემადგენელი ნაწილებით, გადაადგილების შემთხვევაში – „6“.

2. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

 ა) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საფოსტო გზავნილით შემოტანილ ან გასატან საქონელზე საბაჟო დეკლარაციას/რეექსპორტის დეკლარაციას ავსებს საბაჟო ორგანო ან საფოსტო გზავნილის გადამზიდავი, რომელიც ახორციელებს პირის (გზავნილის მიმღების/გამგზავნის) წარმომადგენლობას, ან საფოსტო გზავნილის მიმღები იურიდიული პირი.“;

ბ) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი, ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული, ან საჰაერო გზით საფოსტო გზავნილებით შემოტანილი, სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 200 00, 3403 19 800 00, 3403 99 000 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არაუმეტეს 10 ლიტრი ზეთისა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი