საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 23 მაისის დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხების გადაწყვეტის წესში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 03/12/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1991
ძალის დაკარგვის თარიღი 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
03/12/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1991
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 23 მაისის დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხების გადაწყვეტის წესში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 23 მაისის დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხების გადაწყვეტის წესში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 23 მაისის დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხების გადაწყვეტის წესში“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., 5, მუხ. 388) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პრეამბულის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია:

რესპუბლიკური (საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების რაიონი და ქალაქი; ქალაქის რაიონი; რაიონული დაქვემდებარების ქალაქი, დაბა, თემი, სოფელი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული - თემი აერთიანებს ერთ ან რამდენიმე დასახლებულ პუნქტს“.

2. მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქალაქებს, ქალაქის რაიონებს ქმნის, აუქმებს, ამტკიცებს მათ საზღვრებს, ქალაქებს კატეგორიას უცვლის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი შესაბამისი რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის (რაიონის) საკრებულოსა და პრეფექტის ერთობლივი შუამდგომლობით.

3. მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4 რაიონების, თემების ადმინისტრაციულ ცენტრებს, თემებს, სოფლებს ქმნის და აუქმებს, მათ საზღვრებს ადგენს და ცვლის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი შესაბამისი რაიონის საკრებულოსა და პრეფექტის, ერთობლივი შუამდგომლობით“.

4. მეექვსე პუნქტის პირველი აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი აბზაცი:

როგორც გამონაკლისი, ქალაქს შეიძლება ადმინისტრაციულად დაექვემდებაროს სოფლის დასახლებანი“.

5. მეშვიდე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „რესპუბლიკის მთავრობის წარდგინებით“.

6. მეთხუთმეტე პუნქტის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის სახელის დარქმევისა და გადარქმევის საკითხებზე ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წარდგინებას განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ან საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და დასახლებული პუნქტების სახელწოდებათა საკითხების კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ“.

7. მეთვრამეტე პუნქტში სიტყვამთავრობისშეიცვალოს სიტყვებით მინისტრთა კაბინეტის“.

8. ოცდამეერთე პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. საქართველოს რესპუბლიკის ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულსა და დასახლებულ პუნქტს აღრიცხავენ და გაუქმებულებს სააღრიცხვო მონაცემებიდან ამოიღებენ რაიონებისა და ქალაქების პრეფექტურები და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის ადგილობრივი მმართველობის ბიურო“.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

თავმჯდომარის მოადგილე                                                      ნემო ბურჭულაძე.

თბილისი, 1991 წლის 3 დეკემბერი