დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 428 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 22/08/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.023639 |
|
„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2022, 470000000.10.003.023211) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“, პროგრამული კოდი: 27 03 03 10 01):
1. მე-3 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ა1“ ქვეპუნქტი: „გ.ა1) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის, ასევე საეჭვო შემთხვევის (იგულისხმება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის მიერ სტაციონარში ჰოსპიტალიზაციისათვის მიყვანილი შემთხვევა, რომელიც ადგილზე დადასტურდება როგორც COVID-19) ამბულატორიულ დიაგნოსტიკას სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის მიერ სტაციონარში ჰოსპიტალიზაციისათვის მიყვანილი პაციენტების პირველადი ტრიაჟის მიზნით;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტის: ა.ა) „დ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ა1“ ქვეპუნქტი: „დ.ა1) „გ.ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა. ამასთან, ანაზღაურება მოხდება იმ შემთხვევაში, როცა შემთხვევის დიაგნოსტიკას არ მოჰყვება იმავე დაწესებულებაში სტაციონარული მომსახურება;“; ა.ბ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული COVID-19-ის სტაციონარული მართვა ანაზღაურდება განსაზღვრული ტარიფის მიხედვით, შემდეგი პრინციპის გათვალისწინებით: დ.ბ.ა) შემთხვევა: დ.ბ.ა.ა) რომელიც ექვემდებარება თერაპიულ ინტერვენციებს და არ იმართება რეანიმაციულ განყოფილებაში − ანაზღაურდება 950 ლარით; დ.ბ.ა.ბ) როდესაც პაციენტი სტაციონარული მკურნალობის განმავლობაში გარკვეული პერიოდი საჭიროებს ინვაზიურ და/ან არაინვაზიურ ვენტილაციას სიპაპით/ბიპაპით/მაღალი ნაკადის აპარატით რეანიმაციულ განყოფილებაში (ამასთან, რეანიმაციულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობა აღემატება თერაპიულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობას) − ანაზღაურდება 4500 ლარით; დ.ბ.ბ) შემთხვევის (თერაპიული/რეანიმაციული) მართვის ფორმის ცვლილების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს განმახორციელებლის შეტყობინება ცვლილებიდან არაუგვიანეს 12 სთ-ში; დ.ბ.გ) ტარიფი მოიცავს პაციენტის მკურნალობასთან ან/და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ ხარჯებს (მათ შორის, კვება), ასევე სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და საკანცელარიო/ სამეურნეო ხარჯებს;“; ა.გ) „დ.გ“ და „დ.დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ა.დ) „დ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ვ) „გ.ვ“ ქვეპუნქტის ფარგლებში, თუ პაციენტის სტაციონირება მოხდა სხვა მიზეზით, შემთხვევა ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების (გარდა კოვიდის მართვისა) ფარგლებში, გათვალისწინებული პირობების, თანაგადახდის ოდენობისა და ლიმიტების შესაბამისად, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება ამ მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფის 50%-ის ოდენობით;“; ა.ე) „დ.ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ზ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) პროგრამით განსაზღვრული მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან;“. 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“, „გ“ (გარდა „გ.ი“ ქვეპუნქტისა) და „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.“. 4. მე-6 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ა1“ ქვეპუნქტი: „დ.ა1) „გ.ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლები არიან მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულებები, გეოგრაფიული პრინციპის, COVID-19-ის მართვის გამოცდილებისა და მიმდინარე ეტაპზე მკურნალობისთვის საჭირო სიმძლავრის გათვალისწინებით;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის, „გ“ (გარდა „გ.ი“ ქვეპუნქტისა), „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო. ამასთან, პროგრამის მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვისა და დაფინანსების ღონისძიებები ხორციელდება სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის 82 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისაგან ურთიერთშეთანხმებული ფორმატით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე.“. 6. მე-9 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების, ასევე „ბ“, „გ“, „ზ“ და „ს“ ქვეპუნქტების მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა.“; ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები