„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 428
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023639
428
22/08/2022
ვებგვერდი, 23/08/2022
470000000.10.003.023639
„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №428

2022 წლის 22 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2022, 470000000.10.003.023211) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“, პროგრამული კოდი: 27 03 03 10 01):

1. მე-3 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ა1“ ქვეპუნქტი:

„გ.ა1)  COVID-19-ის  დადასტურებული შემთხვევის, ასევე საეჭვო შემთხვევის (იგულისხმება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის მიერ სტაციონარში ჰოსპიტალიზაციისათვის მიყვანილი შემთხვევა, რომელიც ადგილზე დადასტურდება როგორც COVID-19) ამბულატორიულ დიაგნოსტიკას სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის მიერ სტაციონარში ჰოსპიტალიზაციისათვის მიყვანილი პაციენტების პირველადი ტრიაჟის მიზნით;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტის:

ა.ა) „დ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ა1“ ქვეპუნქტი:

„დ.ა1) „გ.ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა. ამასთან, ანაზღაურება მოხდება იმ შემთხვევაში, როცა  შემთხვევის დიაგნოსტიკას არ მოჰყვება იმავე დაწესებულებაში სტაციონარული მომსახურება;“;

ა.ბ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული COVID-19-ის სტაციონარული მართვა ანაზღაურდება განსაზღვრული ტარიფის მიხედვით, შემდეგი პრინციპის გათვალისწინებით:

დ.ბ.ა) შემთხვევა:

დ.ბ.ა.ა)  რომელიც ექვემდებარება თერაპიულ ინტერვენციებს და არ იმართება რეანიმაციულ განყოფილებაში − ანაზღაურდება 950 ლარით;

დ.ბ.ა.ბ) როდესაც პაციენტი სტაციონარული მკურნალობის განმავლობაში გარკვეული პერიოდი საჭიროებს ინვაზიურ და/ან არაინვაზიურ ვენტილაციას სიპაპით/ბიპაპით/მაღალი ნაკადის აპარატით რეანიმაციულ განყოფილებაში (ამასთან, რეანიმაციულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობა აღემატება თერაპიულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობას) − ანაზღაურდება 4500 ლარით;

დ.ბ.ბ)  შემთხვევის (თერაპიული/რეანიმაციული) მართვის ფორმის ცვლილების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს განმახორციელებლის შეტყობინება ცვლილებიდან არაუგვიანეს 12 სთ-ში;

დ.ბ.გ) ტარიფი მოიცავს პაციენტის მკურნალობასთან ან/და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ ხარჯებს (მათ შორის, კვება), ასევე სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და საკანცელარიო/ სამეურნეო ხარჯებს;“;

ა.გ) „დ.გ“ და „დ.დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.დ) „დ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ვ) „გ.ვ“ ქვეპუნქტის ფარგლებში, თუ პაციენტის სტაციონირება მოხდა სხვა მიზეზით, შემთხვევა ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების (გარდა კოვიდის მართვისა) ფარგლებში, გათვალისწინებული პირობების, თანაგადახდის ოდენობისა და ლიმიტების შესაბამისად, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება ამ მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფის 50%-ის ოდენობით;“;

ა.ე) „დ.ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ზ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პროგრამით განსაზღვრული მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან;“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“, „გ“ (გარდა „გ.ი“ ქვეპუნქტისა) და „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ა1“ ქვეპუნქტი:

„დ.ა1) „გ.ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლები არიან მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულებები, გეოგრაფიული პრინციპის, COVID-19-ის მართვის გამოცდილებისა და მიმდინარე ეტაპზე მკურნალობისთვის საჭირო სიმძლავრის გათვალისწინებით;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის, „გ“ (გარდა „გ.ი“ ქვეპუნქტისა), „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო. ამასთან, პროგრამის მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვისა და დაფინანსების ღონისძიებები ხორციელდება სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის 82 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისაგან ურთიერთშეთანხმებული ფორმატით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების, ასევე „ბ“, „გ“, „ზ“ და „ს“ ქვეპუნქტების მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა.“;

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი