“საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ”

  • Word
“საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 111/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 19/05/2003
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.822
  • Word
111/ნ
08/05/2003
სსმ, 45, 19/05/2003
470.230.000.11.119.005.822
“საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.822

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №111/ნ

2003 წლის 8 მაისი

 ქ. თბილისი

საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების  დამტკიცების შესახებ

საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკვები პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების დაგეგმვის მეცნიერული ბაზისის შექმნისა და სოციალური დაცვის ღონისძიებათა გატარების ხელშეწყობის მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლისა და „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმები”;

ბ) „საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმები და ნორმატივები”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმების დამტკიცების შესახებ                                                                 ჰიგიენური ნორმატივები

თავი I

გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

 1. წინამდებარე ჰიგიენური ნორმატივები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად და საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფაქტობრივი კვების მონაცემთა საფუძველზე ადგენს ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმებს საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისათვის, აგრეთვე განსაზღვრავს საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ოპტიმალური მოთხოვნილების სიდიდეებს მოსახლეობის სხვადასხვა კონტინგენტისათვის.

 2. საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების სარეკომენდაციო ნორმები გამოიყენება როგორც კრიტერიუმი ფაქტობრივი კვების შეფასებისათვის, წარმოადგენს მეცნიერულ ბაზისს საკვები პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების დაგეგმვის, ორგანიზებული კოლექტივებისათვის რაციონების გაანგარიშების, ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიის განსაზღვრისა და სოციალური დაცვის ღონისძიებათა შემუშავებისათვის.

    მუხლი 2.

ჰიგიენურ ნორმატივებში მითითებული მოცულობები საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე გათვლილია ნაციონალური თავისებურებების გათვალისწინებით და პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი საკვები პროდუქტების საკმარისი რაოდენობით მოხმარებას, აგრეთვე თანაბარ განაწილებას ბალანსირებული კვების პრინციპების შესაბამისად.

თავი II

ტერმინები და განმარტებები

    მუხლი 3.

1. ძირითადი ცვლა – ადამიანის ენერგოხარჯვა სრული სიმშვიდის, ჭამიდან 12-14 სთ-ის გასვლისა და სრული დასვენებისას, ნორმალური მეტეოროლოგიური პირობების დროს. ძირითადი ცვლა შედარებით მუდმივი სიდიდეა და ასახავს ნივთიერებათა ცვლის ინდივიდუალურ დონეს.

     2. ენერგეტიკული ღირებულება–ენერგიის ის რაოდენობაა, რომელიც გამონთავისუფლდება ადამიანის ორგანიზმში საკვები ნივთიერებებიდან, მისი ფიზიოლოგიური ფუნქციების უზრუნველსაყოფად.

 3. რაციონი – დღის განმავლობაში ადამიანის მიერ საკვებად გამოყენებული პროდუქტები ნატურალური ან გადამუშავებული სახით.

 4. ფიზიკური აქტივობის კოეფიციენტი – საერთო ენერგოხარჯვების შეფარდება ძირითადი ცვლის სიდიდესთან.

 5. საკვები ნუტრიენტები – საკვები პროდუქტების შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები).

 6. კვებითი ღირებულება – საკვები პროდუქტების თვისებათა კომპლექსი, რომელნიც უზრუნველყოფენ ადამიანის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას ენერგიაზე და ძირითად საკვებ ნივთიერებებზე.

თავი III

ენერგიის მოხმარების რეკომენდებული დონეების განსაზღვრა

    მუხლი 4.

     1. ენერგიაზე ორგანიზმის მოთხოვნილების განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოხმარებული ენერგიის რეკომენდებული დონის სიზუსტეს. ამ შემთხვევაში გამორიცხულ უნდა იქნეს დისპროპორცია საკვებით მიღებულ ენერგიასა და მის ხარჯვას შორის. ასეთი დისპროპორციის ალბათობა შესაძლებელია გამოწვეული იყოს შრომითი საქმიანობის ენერგომოცულობისა და საყოფაცხოვრებო საქმიანობაში ენერგიის ხარჯვის სისტემატური დაქვეითებით, რომელიც წინ უსწრებს ცვლილებებს ჩამოყალიბებულ კვების ხასიათში და ჭარბი წონის გავრცელების მიზეზი ხდება.

     2. ენერგიაზე მოთხოვნილების გამოანგარიშებისას მიღებულმა სიდიდემ უნდა დააკმაყოფილოს სხეულის მასის სასურველი მნიშვნელობა, უზრუნველყოს ფიზიკური და სოციალური აქტივობის დონე და შესაბამისად ჯანმრთელობა ფართო გაგებით (დანართი 1, 2).

თავი IV

ფიზიკური აქტივობის კოეფიციენტი

    მუხლი 5.

1. ორგანიზმის ენერგოხარჯვების შეფარდება ძირითადი ცვლის სიდიდესთან იძლევა ფიზიკური აქტივობის კოეფიციენტს. ეს კრიტერიუმი საშუალებას გვაძლევს ერთნაირი ენერგოხარჯვების ჯგუფებს სხვადასხვა პროფესიები მივაკუთვნოთ, ამავე დროს შესაძლებელია შრომითი ოპერაციებითა და არაპროფესიული საქმიანობის პირობების ცვლის შედეგად გამოწვეული ჯგუფების პროფესიული შემადგენლობის გადახალისება (დანართი 1, 2).

2. ფიზიკური აქტივობის კოეფიციენტი – ამა თუ იმ ჯგუფისადმი კუთვნილების განმსაზღვრელი ფიზიოლოგიური კრიტერიუმია. ფიზიკური აქტივობის კოეფიციენტის მნიშვნელობებია:

ა) I ჯგუფისათვის – 1.4;

ბ) II ჯგუფისათვის – 1.6;

გ) III ჯგუფისათვის – 1.9;

დ) IV ჯგუფისათვის – 2.2;

ე) V ჯგუფისათვის – 2.5.

 

თავი V

შრომისუნარიანი მოსახლეობის დიფერენცირება ენერგოხარჯვების მიხედვით

    მუხლი 6.

1. შრომისუნარიანი მოსახლეობა ენერგოხარჯვის სიდიდის მიხედვით დეფერენცირებულია ჯგუფებად, რომლებშიც გაერთიანებულნი არიან პირები ერთნაირი მახასიათებლებით: სქესი, ასაკი, სხეულის მასა, ენერგოხარჯვის სიდიდეები:

ა) I ჯგუფი – ამ ჯგუფში უმეტესწილად გაერთიანებულია გონებრივად მომუშავეები (მეცნიერ-მუშაკები, ჰუმანიტარული სპეციალობის სტუდენტები, ელექტროგამომთვლელი მანქანების (ეგმ) ოპერატორები, პედაგოგები, მართვის პულტის მუშაკები, წუნმდებლები და სხვა).

ბ) II ჯგუფი – მსუბუქი ფიზიკური დატვირთვით მომუშავეები: (საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონვეიერზე მომუშავენი, მკერავები, მფუთავები, რადიოელექტრონული მრეწველობის მუშაკები, აგრონომები, მედდები, სანიტრები, კავშირგაბმულობის მუშაკები, სამრეწველო საქონლის გამყიდველები, მომსახურების სფეროში მომუშავენი და სხვა).

გ) III ჯგუფი – საშუალო სიმძიმის სამუშაოთი დატვირთული პირები: (ხარატები, მედაზგეები, ამწყობები, მბურღავები, ექსკავატორებისა და ბულდოზერების მძღოლები, ავტობუსის მძღოლები, ექიმი-ქირურგები, რკინიგზელები, სურსათის გამყიდველები, მსუბუქი მრეწველობის მუშაკები, მეტალურგები, მებრძმედეები, ქიმიური ქარხნის მუშაკები და სხვა).

დ) IV ჯგუფი – მძიმე ფიზიკური შრომით დატვირთული პირები: (მშენებლები, მბურღავების დამხმარეები, სოფლის მეურნეობის მუშების ძირითადი მასა და მექანიზატორები, მწველავები, მებოსტნეები, ხეზე მომუშავეები, მეტალურგები, ჩამომსხმელები და სხვა).

ე) V ჯგუფი – განსაკუთრებით მძიმე ფიზიკური შრომით დაკავებული პირები (სოფლის მეურნეობის მუშაკები მოსავლის აღების პერიოდში, ტყისმჭრელები, სამთომრეწველობის მუშები, მებეტონეები, ქვისმთლელები, მიწის მთხრელები, არამექანიზებული ტვირთის მტვირთავები და სხვა).

2. ჩამოთვლილი V ჯგუფი ძირითადად მამაკაცთა კონტინგენტს ეხება. ქალები ენერგოხარჯვის მიხედვით IV ჯგუფად არიან დიფერენცირებულნი. პრაქტიკამ ცხადყო, რომ კავშირი ენერგოხარჯვებისა და პროფესიონალური კუთვნილების განსაზღვრასთან პირობითია. პროფესიების ფიქსირებული ჩამონათვალი მიკუთვნებული ენერგოხარჯვების განსაზღვრულ ჯგუფებთან ვერ ასახავს ამ პროფესიების ენერგოტევადობის ცვლილებებს, რაც მუდმივად ვლინდება პრაქტიკაში. ამ გარემოებამ მოითხოვა ობიექტური ფიზიოლოგიური კრიტერიუმების შემოტანა, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტული ჯგუფებისათვის ენერგიის ადეკვატურ რაოდენობას. ასეთ კრიტერიუმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია შეფარდება ცხოველმყოფელობის ყველა სახეობაზე გაწეული საერთო ენერგოხარჯვებისა ძირითადი ცვლის სიდიდესთან. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია სქესზე, ასაკსა და სხეულის მასაზე (დანართი 3).

    მუხლი 7. დიფერენცირება ასაკობრივ კატეგორიებად

 ენერგოხარჯვების სიდიდის მიხედვით დაყოფილი თითოეული ჯგუფი დიფერენცირებულია 3 ასაკობრივ კატეგორიად: 18-29; 30-39 და 40-59 წლის. 59 წელს ზევით პირთა მოთხოვნილება დიფერენცირებულია ორ ასაკობრივ კატეგორიად: 60-74, 75 წელი და ზევით.

თავი VI

ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების რეკომენდებული მოხმარების ნორმების დადგენის პრინციპები

 

    მუხლი 8. ცილის რეკომენდებული მოხმარება

1. ამ ჰიგიენური ნორმატივებით რეკომენდებული ცილის მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმები განსაზღვრულია სხვადასხვა ჯგუფის მოსახლეობის რაციონებში კვლევის შედეგად დადგენილი ოპტიმალური ცილა-ენერგეტიკული თანაფარდობის საფუძველზე და FAO/WHO-ს ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით.

2. ცილის მოხმარების დონე, როგორც წესი, საშუალოდ 1.5-ჯერ აღემატება ცილის მოხმარების უსაფრთხო დონეს (უსაფრთხოდ აღიარებული მინიმალური დონე), რეკომენდებულს FAO/WHO/UNU ექსპერტთა მიერ.

 

    მუხლი 9. ცხიმის რეკომენდებული მოხმარება

1. მთელ რიგ ეპიდემიოლოგიურ კვლევებში ნათლად არის მითითებული, რომ განსაზღვრული სახის სიმსივნეების განვითარების რისკი პირდაპირ კავშირშია რაციონში საერთო ცხიმის რაოდენობასთან. გამომდინარე ამ გარემოებიდან FAO/WHO - ს ექსპერტთა ჯგუფი ასკვნის, რომ დღეისათვის ცხიმის მოხმარების ოპტიმალური მოცულობის ზედა ზღვარი პოპულაციაში უნდა დადგინდეს 30%-ის დონეზე. რაც შეეხება ცხიმის მცირე რაოდენობის შემცველი რაციონების გამოყენების შედეგად გამოწვეულ დარღვევებს, რომელნიც დაკავშირებულია რაციონის კალორიულობასა და ენერგიის მოთხოვნილების უზრუნველმყოფი საკვების საერთო მოცულობასთან, იგი დამახასიათებელია ძირითადად განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც რაციონი უმთავრესად მარცვლეულსა და სხვა დაბალკალორიულ პროდუქტებზეა დაფუძნებული.

 2. ექსპერტთა კომიტეტი რეკომენდაციას უწევს საერთო ცხიმის ქვედა დონედ მიღებულ იქნეს ენერგიის მოხმარების 15%. მოხმარების ასეთი დონე აკმაყოფილებს მოთხოვნილებას სასიცოცხლო მნიშვნელობის ცხიმოვან მჟავებზე.

 3. საქართველოს მოსახლეობის ფაქტობრივი კვების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ცალკეულ პოპულაციაში კვების სადღეღამისო რაციონში დიდია მარცვლეულის მოხმარების ხვედრითი წილი. ამ უკანასკნელის გამო კი იზრდება საკვების მოცულობა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ცხიმის მოხმარების შეზღუდვას.

 4. გამომდინარე ფაქტობრივი კვების შესწავლის შედეგებიდან, ცხიმის ხვედრითი წილი მოზრდილი შრომისუნარიანი მოსახლეობის ყველა ჯგუფისათვის განისაზღვრა კალორიულობის 27%-ით.

 5. რაციონის ცხიმოვანი ნაწილის, რომელშიც გამოყენებულია სხვადასხვა საკვები ცხიმები, ფიზიოლოგიური სრულფასოვნების შესაფასებლად დადგინდა შეუნაცვლებადი ლინოლეინის მჟავას მოხმარების ნორმა მოზრდილთათვის – კალორიულობის 4-6%.

 

    მუხლი 10. ნახშირწყლების რეკომენდებული მოხმარება

     1. უკანასკნელ წლებში საქართველოს ცალკეული რეგიონების მოსახლეობის ფაქტობრივი კვების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გამოკვლეულთა უმრავლესობის რაციონში მაღალია მარცვლეულის მოხმარება. მარცვლეული კი სახამებლის (რთული ნახშირწყლების) ძირითადი წყაროა. მთელი რიგი მოსაზრებების გამო დღეისათვის რეკომენდებულია, რომ ენერგიის 50-70% ორგანიზმს უნდა მიეწოდოს რთული ნახშირწყლებით. ასეთი მოსაზრებები უმთავრესად შემდეგ ფაქტს ეყრდნობა: რთული ნახშირწყლების მაღალი შემცველობის რაციონი ხელს უწყობს თავიდან იქნეს აცილებული სხეულის მასის ჭარბი მატება, შემცირდეს ჰიპერლიპიდემია, აცილებულ იქნეს დიაბეტი და სავარაუდოა სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს განვითარების სიხშირის შემცირება.

 2. საქართველოში შესწავლილ თითქმის ყველა რაციონში (ქალაქის ახალგაზრდა კონტინგენტის გარდა) ნახშირწყლები უმთავრესად წარმოდგენილია რთული ნახშირწყლებით, დანარჩენი ნაწილი შევსებულია თავისუფალი და არარაფინირებული შაქრებით. ამ უკანასკნელთა ზომაზე ჭარბი მოხმარებისას არ ხდება ორგანიზმის მომარაგება აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, რაც იწვევს რაციონიდან კვებითი ღირებულებების მქონე პროდუქტების გამოთიშვას.

     3. ამ გარემოების გამო წარმოდგენილ ჰიგიენურ ნორმატივებში, პოპულაციაში მარტივი ნახშირწყლების ოპტიმალურ მოცულობად მიჩნეულია ენერგიის მოხმარების 10% (სხვა ქვეყნების მსგავსად).

    მუხლი 11. ვიტამინებსა და მინერალურ ელემენტებზე მოთხოვნილების   დადგენა

1. ვიტამინებსა და მიკროელემენტებზე მოთხოვნილების რეკომენდებული სიდიდეების დასაზუსტებლად გამოყენებულ იქნა სანიტარიისა და ჰიგიენის ს/კ ინსტიტუტის მიერ მსხვილ პოპულაციებში ფაქტობრივი კვებისა და ვიტამინების მოხმარების კვლევის შედეგები, პარალელურად ჯანმრთელობისა და ვიტამინების დეფიციტის კლინიკური და სუბკლინიკური გამოვლინების შეფასებით. ჯგუფები, რომლებშიც ვლინდებოდა ვიტამინების დეფიციტი, განიხილებოდა როგორც ჯგუფები, ვიტამინების არადამაკმაყოფილებელი მოხმარებით, ხოლო პოპულაციები ასეთი დეფიციტის გამოვლენის გარეშე – როგორც ადეკვატური.

     2. ინფორმაციის მეორე მნიშვნელოვანი წყარო ვიტამინებსა და მიკროელემენტებზე მოხმარების რეკომენდებული დონეების კონსტრუირებისას იყო მოსახლეობის რიცხობრივად ნაკლებ მნიშვნელოვანი კონტინგენტის (განსხვავებული სქესის, ასაკობრივი მონაცემების, რეგიონების და ა.შ.) ფაქტობრივი კვებისა და ვიტამინებით დაკმაყოფილების დონის გამოკვლევა. კონტინგენტის რიცხობრივი შეზღუდულობა ამ შემთხვევაში ნაკლად არ ჩაითვლება, რადგან ასეთი სახის გამოკვლევები საშუალებას იძლევა უფრო ღრმად და ზუსტად შეფასდეს როგორც ამა თუ იმ ვიტამინის საკვებით მიწოდება, ასევე ორგანიზმის ამ ვიტამინებით დაკმაყოფილების დონე (არა მხოლოდ ქიმიური, ბიოქიმიური მონაცემებითაც).

      3. ფაქტობრივი კვებისა და ვიტამინებით დაკმაყოფილების დონის გამოკვლევით მიღებული მონაცემების გარდა მხედველობაში იქნა მიღებული უცხოელ ექსპერტთა უკანასკნელი წლების გამოკვლევები, რომელიც შეეხება ცალკეულ ვიტამინებზე ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილებებს. კერძოდ, ბიოქიმიური კვლევა ამა თუ იმ ვიტამინის მარაგის მოცულობისა ორგანიზმში, მისი განახლების სიჩქარე, აგრეთვე, ზოგადად ორგანიზმის ვიტამინებით დაკმაყოფილების დონის კვლევები მოხალისეთა ჯგუფებში და მრავალი სხვ.

    მუხლი 12.

     1. მოცემულ ჰიგიენურ ნორმატივებში ასახვა ჰპოვა უკანასკნელ წლებში ჩატარებული გამოკვლევების შედეგებმა მიკროელემენტების მოხმარების დაზუსტების მიზნით. კერძოდ, განისაზღვრა იოდისა და თუთიის მოთხოვნილების დონე. მიკროელემენტების ჩამონათვალის გაზრდა თუთიითა და იოდით, განაპირობა ამ ნუტრიენტების მნიშვნელოვანმა როლმა ჯანმრთელობის შენარჩუნების საქმეში და მრავალრიცხოვანმა ლიტერატურულმა მონაცემებმა, რომელნიც ცხადყოფენ მოსახლეობის იოდითა და თუთიით სუბნორმალური დაკმაყოფილების დონის ფართო გავრცელებას. ამასვე ადასტურებს საქართველოში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებიც. რიგი მიკროელემენტებისათვის ჯერ კიდევ შეუძლებელია მოთხოვნილების რეკომენდებული დონის დადგენა. არ არის საკმარისი საფუძველი მათი მოხმარების უსაფრთხო დონეების განსაზღვრისათვის.

     2. ნუტრიენტების ჯგუფი მოიცავს მაკროელემენტებსა (ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი) და მიკროელემენტებს (რკინა, თუთია, სპილენძი, ქრომი, მარგანეცი, სელენი, ფტორი, იოდი და სხვ). ყველა ესენი მიეკუთვნებიან კვების შეუცვლელ ფაქტორებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნივთიერებათა პლასტიკურ ცვლაში და უფრო მეტად გვევლინებიან მეტაბოლიზმის რეგულატორებად.

    მუხლი 13. ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის საკვებ ინგრედიენტებზე  მოთხოვნილების განსაზღვრის პრინციპი

     ჰიგიენურ ნორმატივებში ასახვა ჰპოვა ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნილების განსაზღვრის ახალმა პრინციპმა. ფიზიოლოგიური ნორმები ამ ჯგუფებისათვის გამოხატულია აუცილებლი დამატების სახით შესაბამისი ფიზიკური აქტივობისა და ასაკის ჯგუფებისათვის. ასეთი პრინციპი საუკეთესო საშუალებაა რაციონის შესაბამისობის შეფასებისათვის ქალის შეცვლილ ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

თავი VII

საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმები

 

    მუხლი 14.

საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფაქტობრივი კვების მონაცემების, საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დღემდე დადგენილი ნორმების, ამ სფეროში არსებული ლიტერატურული წყაროების განზოგადებისა და FAO/WHO/UNU-ს ექსპერტთა რეკომენდაცია-კონსულტაციების გათვალისწინებით შემუშავდა ჰიგიენური ნორმატივები „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმები საქართველოს მოზრდილი მოსახლეობისათვის სქესის, ასაკისა და შრომითი საქმიანობის მიხედვით (ცხრილი № 1, 2, 3).

 

ცხრილი 1

ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმები მოზრდილი მოსახლეობისათვის (დღეში)(მამაკაცები)

ჯგუფი

 შრომითი

 საქმიანობის

 მიხედვით

ფიზ.

აქტივობის

კოეფ.

ასაკი

ენერგია

(კკალ)

ცილები(გ)

ცხიმები(გ)

ნახშირწყლები,გ,

 

 

 

 

სულ

მათ შორის

ცხოვ.

 

 

I

1,4

18-29

2550

73

37

70

407

 

 

 

 

30-39

2350

70

35

68

365

 

 

 

 

40-59

2270

68

34

65

353

II

1,6

18-29

2930

87

44

80

465

 

 

 

 

30-39

2690

77

40

70

438

 

 

 

40-59

2590

74

37

70

416

III

1,9

18-29

3480

92

46

90

575

 

 

30-39

3200

85

43

85

524

 

 

 

 

40-59

3050

80

40

78

507

IV

2.2

18-29

4030

100

50

108

664

 

 

 

30-39

3700

94

47

100

606

 

 

 

 

40-59

3560

88

44

95

588

V

2.5

18-29

4200

115

58

120

665

 

 

30-39

3950

110

55

116

616

 

 

 

40-59

3750

105

53

112

580

.

გაგრძელება

 

მინერალური ნივთიერებები

(მგ)

ვიტამინები

 

Ca

P

Mg

Fe

Zn

I

C

მგ

Aმკგ.

რეტ.

ექვ

Eმ

გ.ტო

კ.ექვ

D

მკგ.

B1

მგ

B2მ

ნია-ცინიმგ

B6

მგ

B12

მკგ

ფოლაცინი

მკგ.

800

1200

400

10

15

0.15

70

1000

10

2,5

1,2

1,5

16

2

3

200

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

800

1200

400

10

15

0.15

70

1000

10

2.5

1.4

1.7

18

2

3

200

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

800

1200

400

10

15

0.15

80

1000

10

2.5

1.6

2.0

22

2

3

200

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

800

1200

400

10

15

0.15

80

1000

10

2.5

1.9

2.2

26

2

3

200

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

800

1200

400

10

15

0.15

100

1000

10

2.5

2.1

2.4

28

2

3

200

 

ცხრილი №2

ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმები მოზრდილი მოსახლეობისათვის (დღეში) ნორმები ხანდაზმულებისა და მოხუცებისათვის

ჯგუფი შრომითი საქმიანო-

ბის მიხედვით

ფიზ.

აქტივო–

ბის

კოეფ

ასაკი

ენერგია

(კკალ)

ცილები

(გ)

ცხიმ

ები

(გ)

ნახშირ-წყლები,გ

 

 

 

 

სულ

მათ შო-

რის

ცხოვ.

 

 

მამაკაცები

 

 

60-74

2320

68

34

65

365

 

 

 

 75 -ზევით

2030

60

30

60

312

ქალები

 

 

60-74

2000

60

30

58

310

 

 

 

75 - ზევით

1720

55

27

50

261

 

გაგრძელება

 

მინერალური ნივთიერებები

(მგ)

ვიტამინები

 

Ca

P

Mg

Fe

Zn

I

C

მგ

 მკგ

რეტ.

ექვ.

E მგ

ტლკ.

ექვ

D

მკგ

B1

იგ

B2

მგ

ნიაცინი

მგ

B6

მგ

B12

მკგ

ფოლაცინი

მკგ.

1000

1200

400

10

15

0.15

80

1000

15

2.5

1.4

1.6

18

2.2

3

200

1000

1200

400

10

15

0.15

80

1000

15

2.5

1.2

1.4

15

2.2

3

200

1000

1200

400

10

15

0.15

80

1000

15

2.5

1.3

1.5

16

2

3

200

1000

1200

400

10

15

0.15

80

1000

15

2.5

1.1

1.3

13

2

3

200

 

ცხრილი №3

ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმები მოზრდილი

მოსახლეობისათვის (დღეში) (ქალები)

ჯგუფი შრომითი საქმიანო-

ბის მიხედვით

ფიზ.

აქტივობის

კოეფ

ასაკი

ენერგია

(კკალ)

ცილები

(გ)

ცხიმე

ბი

(გ)

ნახშირ-წყლები,გ

 

 

 

 

სულ

მათ შო–

რის

ცხოვ.

 

 

I

1,4

18-29

1990

60

30

58

307

 

 

 

30-39

1940

58

29

55

303

 

 

40-59

1870

55

28

52

295

II

1,6

18-29

2270

65

33

62

363

 

 

 

30-39

2220

64

32

62

351

 

 

 

40-59

2140

63

32

60

337

III

1,9

18-29

2740

82

41

78

427

 

 

 

30-39

2660

76

38

74

422

 

 

 

40-59

2540

74

37

72

399

IV

2.2

18-29

3120

85

43

82

510

 

 

 

30-39

3080

82

41

 77

514

 

 

 

 

40-59

2940

80

40

75

460

გაგრძელება

 

მინერალური ნივთიერებები

(მგ)

ვიტამინები

 

Ca

P

Mg

Fe

Zn

I

C

მგ

 Aმკგ

რეტ.

ექვ

E მგ

ტოკ

ექვ

D

მკგ

B1

მგ

B2

მგ

ნი

აც

ინ

მგ

B6

მგ

B12

მკგ

ფოლა

ცინი

მკგ.

800

1200

400

18

15

0.15

70

800

8

2,5

1,1

1,3

14

1.8

3

200

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

800

1200

400

18

15

0.15

70

800

8

2.5

1.1

1.3

14

1.8

3

200

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

800

1200

400

18

15

0.15

80

1000

8

2.5

1.3

1.5

17

1.8

3

200

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

800

1200

400

18

15

0.15

80

1000

8

2.5

1.5

1.8

20

1.8

3

200

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასაკისა და შესაბამისი ფიზიკური აქტივობის ნორმის დამატებით:

ფეხმძიმე ქალები

 

 

 

+ 350

 

30

 

20

 

12

 

30

მეძუძური ქალები

 

1-6თვე

+ 500

40

26

15

40

 

7-12თვე

+ 450

30

20

15

30

 

გაგრძელება

 

300

450

50

20

5

0.03

20

200

2

10

0.4

0.3

2

0.3

1

200

400

600

50

15

10

0.05

40

400

4

10

0.6

0.5

5

0.5

1

100

400

600

50

15

10

0.05

40

400

4

10

0.6

0.5

5

0.5

1

100

 

თავი VIII

საკვები პროდუქტების ძირითადი ჯგუფების ქიმიური

 შემადგენლობა და მათი გაანგარიშების პრინციპები

    მუხლი 15.

     1. საკვები რაციონის შემადგენლობის გამოსაანგარიშებლად აუცილებელია გაგვაჩნდეს მონაცემები რეგიონში საკვები პროდუქტების მოხმარების შესახებ, მონაცემები ძირითადი პროდუქტების მოხმარების შესახებ ოჯახების ბიუჯეტების კვლევის შედეგების მიხედვით და აგრეთვე, მზა პროდუქტების საწყისი ნედლეულის მიხედვით გასაანგარიშებელი კოეფიციენტები (პური – ფქვილის მიხედვით, ძეხვეული – ხორცის მიხედვით, ბოსტნეულის კონსერვები – ბოსტნეულის მიხედვით, ტკბილეული – შაქრის მიხედვით და ა.შ.). გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს საცნობარო ცხრილები ძირითადი საკვები პროდუქტების შემადგენლობისა და ენერგეტიკული ღირებულების შესახებ.

     2. ქიმიური შემადგენლობის გაანგარიშება შემდეგი სქემით ხდება: საკვები პროდუქტების ქიმიური შემადგენლობის საცნობარო ცხრილებისა და პროდუქტების ინდივიდუალური მოხმარების სიდიდეების საფუძველზე ანგარიშობენ პროდუქტების ქვეჯგუფების საშუალო შეწონილ შემადგენლობას, რომელიც ოჯახის ბიუჯეტის სტრუქტურიდანაა გამომდინარე და ითვალისწინებს შესწორებას პროდუქტის არაკვებით ნაწილზე (ცხრილი 4).

 

 

 

 

ცხრილი №4

საკვები პროდუქტების ქიმიური შემადგენლობა (გ/100გ) და ენერგეტიკული ღირებულება (კკალ/100გ)

პროდუქტების დასახელება

მასა

ცილა

ცხ.

მცენარეული

ცილა

ცხოველური

ცხიმი

ცხიმი

მც.

ნახშირწყლები

კკალ

მარცვლეული

 

 

11.1

0

2.72

2.72

51.2

273.7

პარკოსნები

 

 

20.8

0

1.9

1.9

47.9

291.9

ხორბლის ფქვილი

 

 

10.5

0

1.2

1.2

68.0

325.1

ჭვავის ფქვილი

 

 

8.8

0

1.7

1.7

60.4

292.1

სხვა ფქვილი

 

 

8.0

0

1.5

1.5

66.0

325.6

ბრინჯი

 

 

6.9

0

1

1

70.7

319.4

ბურღულეული

 

 

10.2

0

2.3

2.3

63.7

315.9

პური ხორბლის

 

 

8.2

0

1.3

1.3

46.9

233.6

ჭვავის პური

 

 

5.6

0

1.1

1.1

43.2

208.4

მაკარონის ნაწარმი

 

 

10.8

0

1.6

1.6

68.8

331.9

კარტოფილი

 

 

1.44

0

0.29

0.29

11.7

57.6

კომბოსტო

 

 

1.47

0

0.07

0.07

3.54

21.36

კიტრი და პამიდორი

 

 

0.93

0

0.15

0.15

2.76

18.1

ძირბოლქ–

ვოვნები

 

 

1.11

0

0.08

0.08

6.4

30.1

დანარჩენი ბორტნეული

 

 

1.26

0

0

0

6.61

30.5

ბოსტნეულის კონსერვები

 

 

2.36

0

1.6

1.6

9.2

62.52

ბაღჩეული

 

 

4.17

0

0.11

0.11

5.31

23.0

ხილი, ციტრუსები

 

 

0.6

0

0.6

0.6

7.8

40.4

ხილი,კენკრა (ჩირი)

 

 

2.7

0

0

0

50.6

214.4

ყურძენი

 

 

0.5

0

0.2

0.2

13.0

57.9

ხილის კონსერვები

 

 

0.4

0

0

0

14.2

61.5

შაქარი

 

 

0

0

0

0

99.8

379.0

კანფეტი, ჰალვა

 

 

3.5

0

12.4

9.0

76.6

432.8

მურაბა და ჯემი

 

 

0.4

0

0

0

65.9

266.3

თაფლი ფუტკრის

 

 

0.8

0

0

0

80.3

328.7

ნამცხვარი, ტორტი

 

 

6.0

1.5

11.6

6.0

71.2

414.9

საქონლის და ხბოს ხორცი

 

 

13.98

13.98

11.48

0

0

159.0

ცხვრის და ბატკნის ხორცი

 

 

12.01

12.01

10.53

0

0

142.9

ღორის ხორცი

 

 

11.97

11.97

31.22

0

0

329.0

სხვა ხორცი და სუბპროდუქტები

 

 

13.25

13.25

7.38

0

0

119.4

შინაური ფრინველი

 

 

10.18

10.18

11.5

0

0.15

144.9

გარეული ნადირისა და ფრინვ. ხორცი

 

 

16.32

16.32

10.55

0

0

160.2

სალა

 

 

0.1

0.1

99.2

0

0

892.0

ძეხვეული და შებოლილი

 

 

13.04

13.04

26.68

0

0.51

294.6

ხორცის ნახევარფაბრი–

კატები

 

 

11.98

11.98

18.43

0

6.58

240.1

ხორცის კონსერვები

 

 

13.57

13.57

18.93

0

4.99

244.5

თევზი ნედლი

 

 

8.89

8.89

3.23

0

0

70.5

თევზი დამარილე-

ბული, გამხმარი

 

 

13.4

13.4

19.3

0

0

106.6

ქაშაყი

 

 

9.6

9.6

6.3

0

0

95.1

თევზის კონსერვები

 

 

17.4

17.4

12.3

4.1

0.6

176.0

რძე თავმოუხდელი

 

 

2.8

2.8

3.3

0

4.6

58.5

რძე თავმოხდილი

 

 

4.3

4.3

1.0

0

5.3

50.6

არაჟანი და ნაღები

 

 

2.7

2.7

20.9

0

3.2

213.8

კარაქი

 

 

0.7

0.7

76.0

0

1.1

691.1

ხაჭო და ყველეული

 

 

15.6

15.6

9.7

0

4.6

171.8

ყველი და ბრინზა

 

 

23.0

23.0

25.5

0

0

329.1

რძის კონსერვები

 

 

7.3

7.3

8.7

0

50.9

312.8

ნაყინი

 

 

3.4

3.4

9.3

0

20.5

178.6

კვერცხი (ცალობით)

 

 

11.05

11.05

10.0

0

0.61

136.6

მარგარინი და სხვ. ცხიმები

 

 

0.3

0.3

82.0

27.3

1.0

743.0

მცენარეული ცხიმები (ზეთები)

 

 

0

0

99.9

99.9

0

899.0

სოკო

 

 

2.3

0

1.3

1.3

0.94

17.5

სოკო გამხმარი

 

 

20.1

0

4.8

4.8

7.6

152.0

თხილი, ნიგოზი.

 

 

18.6

0

0

57.7

13.6

640

 

დანართი 1

მოზრდილი ადამიანის ენერგოხარჯვები სხვადასხვა ფიზიკური აქტივობისას ძირითად ცვლასთან მიმართებაში

1. მამაკაცები

ძილი

1.0

მწოლიარე მდგომარეობა

1.2

დასვენება დამჯდარ მდგომარეობაში

1.2

ფეხზე დგომა

1.4

ტუალეტი

1.8

ფეხით სიარული:

 სახლში

2.5

 სეირნობა

2.8

 ჩვეულებრივი ტემპით

3.2

 10 კგ ტვირთით

3.5

 აღმართში ნელი სვლა

4.7

 ჩვეულებრივი ტემპით

5.7

 სწრაფი ასვლა

7.5

 დაღმართში დაშვება

2.8

 დაღმართში სწრაფი დაშვება

3.6

ჭამა

1.5

მგზავრობა ტრანსპორტით

1.7

სადილის მომზადება, ბავშვების მოვლა

2.2

კითხვა, მეცადინეობა

1.6

საქმიანობა ოჯახში

3.3

სტუდენტები:

 მეცადინეობა ლექციებზე

1.9

 შესვენება მეცადინეობებს შორის

2.8

მეცნიერ-მუშაკები:

 სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობა

1.8

 რეფერირება

2.0

 სამეცნიერო პრობლემების განხილვა

2.2

 ექსპერიმენტის ჩატარება

2.6

ოპერატორები:

 ცვლის მიღება და ჩაბარება

2.3

 ტექნოლოგიური ოპერაციების კონტროლი

 დამჯდარ მდგომარეობაში

1.7

 ტექნოლოგიური ოპერაციების კონტროლი

 ფეხზე დგომისას

2.7

 ტექნოლოგიური ოპერაციების კონტროლი

 მოძრაობით

4.0

მეფრინველეობის ფაბრიკის ოპერატორები:

 ქათმების ჭმევა

2.2

 კვერცხის შეგროვება

2.8

 დასუფთავება

3.7

ხარატები:

 დეტალის დამუშავება

3.7

ხარატი – უნივერსალი

 დეტალების მომზადება

3.0

 ხარატი-ამწყობი

3.4

 მუხრუჭის დაყენება და დამაგრება

4.0

 ქიმიური ქარხნის მეაპარატეები

3.0

მეტალურგიული ქარხნის ჩამომსხმელები:

 ცვლის მიღება და სამუშაოს მომზადება

4.0

 სამუშაო ადგილის დალაგება

4.9

მებრძმედეები:

 ცვლის მიღება, სამუშაო ადგილის მომზადება

3.6

 შტეინის გამოწვა და გაცემა

4.4

თიხის საცობების მომზადება და წამოცმა

3.7

 ღუმელის მუშაობაზე თვალყურის დევნება

2.8

 ღარის გამართვა

6.2

ტრაქტორისტები (თესვის პერიოდში

 ტექნიკის გამართვა

2.2

 მანქანების პროფილაქტიკური რემონტი

3.0

 ტრაქტორის მართვა

2.3

 ს/მ ტექნიკის მიმდინარე რემონტი

3.6

მებულდოზერეები:

 ბულდოზერის მოვლა-დათვალიერება

3.8

 ბულდოზერის მართვა

3.5

ექსკავატორის მემანქანები:

 აგრეგატის სამუშაოდ მომზადება

3.8

 აგრეგატის დათვალიერება-შეზეთვა

3.8

მძიმეწონიანი ტვირთების ავტომობილების მძღოლები

3.3

მბურღავები:

სამუშაოს მომზადება

4.7

შახტაში ჩასვლა-ამოსვლა

2.0

დამხმარე სამუშაოები

4.5

 

2. ქალები

ძილი

1.0

მწოლიარე მდგომარეობა

1.2

დასვენება დამჯდარ მდგომარეობაში

1.4

ფეხზე დგომა

1.5

ტუალეტი

1.8

ფეხით სიარული:

 სახლში

2.4

 სეირნობა

3.0

 ჩვეულებრივი ტემპით

3.4

 10 კგ ტვირთით

4.0

 აღმართში ნელი სვლა

4.6

 ჩვეულებრივი ტემპით

4.6

 სწრაფი ასვლა

6.6

 დაღმართში დაშვება

2.3

 დაღმართში სწრაფი დაშვება

3.4

ჭამა

1.7

მგზავრობა ტრანსპორტში

1.5

სადილის მომზადება, ბავშვების მოვლა

2.2

კითხვა, მეცადინეობა

1.6

საქმიანობა ოჯახში

3.3

სტუდენტები:

 მეცადინეობა გაკვეთილებზე

1.8

 შესვენება მეცადინეობებს შორის

2.5

მეცნიერ მუშაკები:

 მეცნიერული ლიტერატურის

1.7

 გაცნობა,

 

 

 რეფერირება

1.9

 სამეცნიერო პრობლემების

 

 

 განხილვა,

2.0

 ექსპერიმენტის ჩატარება

2.5

ლაბორანტები:

 ჭურჭლის რეცხვა

3.1

 ქიმიური ანალიზების წარმოება

2.6

მქსოველები:

 ნართის წყვეტის ლიკვიდაცია

2.6

 წუნის აღმოფხვრა ქსოვილზე

3.3

მკერავი-მოტორისტები:

 მზა ნაწარმის გასუფთავება

2.2

 ჯიბეების დამუშავება

3.1

 სარჩულის გამოკერება

3.2

ქიმიური ქარხნის მააპარატეები:

 მეთვალყურეობა აპარატების მუშაობაზე

2.6

 წყლისა და ჰაერის მიწოდების რეგულირება

 

 

 ბუნკერების გასუფთავება

3.8

მეფრინველეები:

 წყლის მიწოდების რეგულირება

1.9

 ფრინველთა დათვალიერება და დახარისხება

1.6

 კვერცხის შერჩევა და ჩაწყობა

1.9

 სამუშაო ადგილის დასუფთავება

3.3

მესათბურეები:

 პესტიციდებით დამუშავება

4.6

 გრუნტის შეცვლა

6.8

 მცენარეთა მოჭრა

5.3

 მოსავლის აღება

3.8

 დარგვა

4.1

 

 

დანართი 2

ენერგოხარჯვების გამოსათვლელი ცხრილი მოზრილი მოსახლეობისათვის სხეულის მასის, ასაკისა და ფიზიკური აქტივობის გათვალისწინებით

მამაკაცები

(ძირითადი ცვლა)

 

ქალები

(ძირითადი ცვლა)

სხეულის მასა, კგ

18-29 წ.

30-39 წ.

40-59წ.

60-74წ.

 ხეულის

 მასა, კგ

18-29წ.

30-39წ

40-59წ.

60-74წ.

 50

1450

1370

1280

1180

40

1080

1050

1020

960

55

1520

1430

1350

1240

45

1150

1120

1080

1030

60

1590

1500

1410

1300

50

1230

1190

1160

1100

65

1670

1570

1480

1360

55

1300

1260

1220

1160

70

1750

1650

1550

1430

60

1380

1340

1300

1230

75

1830

1720

1620

1500

65

1450

1410

1370

1290

80

1920

1810

1700

1570

70

1530

1490

1440

1360

85

2010

1900

1780

1640

75

1600

1550

1510

1430

90

2110

1990

1870

1720

80

1680

1630

1580

1500

95

2210

2090

1960

1800

85

1760

1720

1660

1580

 

 საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

1. ეს ნორმები შემუშავებულია „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დადგენილი ნორმების საფუძველზე.

2. ფაქტობრივი კვების მონაცემებისა და ჯანსაღი კვების პრინციპებიდან გამომდინარე, შრომისუნარიანი მამაკაცის რეკომენდებული მინიმალური სასურსათო კალათა შედგება საკვები პროდუქტების ოპტიმალური ჩამონათვალისაგან და მასში გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გაერთიანებული კომიტეტის FAO/WHO რეკომენდაციები ცილაზე და ენერგიაზე ორგანიზმის მოთხოვნილების ნორმირების შესახებ, რომლის მიხედვით:

ა) ხილისა და ბოსტნეულის ყოველდღიური მოხმარება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 400-450 გ-ს;

ბ) საერთო ცხიმის შემცველობა კვების რაციონში არ უნდა აღემატებოდეს ენერგიის მოთხოვნილების 30%-ს;

გ) მოხმარებული შაქრის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რაციონის ენერგეტიკული ღირებულების 10%-ს;

დ) ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მოხმარება შესაბამისად, საერთო ენერგიის                   10-15%-ს, 15-30%-სა და 55-75%-ს უნდა შეადგენდეს.

თავი II

მინიმალური სასურსათო კალათის რეკომენდებული შემადგენლობა შრომისუნარიანი მამაკაცისათვის

პროდუქციის დასახელება

დღიური მოხმარება

ცილები, გ

ცხიმები, გ

ნახშირ

წყლე-
ბი, გ

ენერგეტ. ღირებ., კკალ

 

 

 

 

 

 

ცხოვ.

მცენ.

ცხოვ.

მცენ.

 

 

 

 

1

ხორბლის პური

250

 

20.5

 

3.2

117.2

579.6

2

ხორბლის ფქვილი

70

 

7.3

 

0.8

47.8

227.6

3

სიმინდის ფქვილი და სხვა

40

 

3.2

 

0.6

26.4

123.8

4

ლობიო

20

 

4.2

 

0.3

10.5

61.5

5

ბრინჯი

10

 

0.7

 

0.07

10.2

44.2

6

ბურღული (მანანის, წიწიბურას და სხვ)

10

 

1.0

 

2.3

6.4

50.3

7

მაკარონის ნაწარმი

15

 

1.5

 

0.2

10.3

49.0

8

ძროხის და ხბოს ხორცი

40

6.2

 

4.5

 

 

65.3

9

ღორის ხორცი

10

1.2

 

3.1

 

 

32.7

10

შინაური ფრინველი

20

2.0

 

2.1

 

 

26.9

11

თევზი ნედლი, გაყინული

40

3.3

 

0.2

 

 

15.0

12

ძეხვეული

10

1.3

 

2.6

 

 

28.6

13

რძე

150

4.2

 

4.9

 

6.9

88.5

14

მაწონი

25

0.6

 

0.7

 

0.9

12.3

15

ხაჭო

15

2.3

 

1.3

 

0.6

23.3

16

ყველი

20

4,4

 

5,0

 

 

63,2

17

ნადუღი

5

0.4

 

0.5

 

0.1

6.5

18

კვერცხი (0,5 ცალი დღეში)

24

5.5

 

5.0

 

 

67.0

19

ცხოველური ცხიმი (კარაქი, ერბო)

12

 

 

9.1

 

 

81.9

20

მარგარინი

7

 

 

3.8

1.7

 

49.5

21

ზეთი მცენარეული

10

 

 

 

9.9

 

89.1

22

თესლოვანი ხილი

50

 

0.3

 

0.3

3.9

19.5

23

კურკოვანი ხილი

50

 

0.4

 

0.2

3.8

18.6

24

სუბტროპიკული ხილი, კარალიოკი

50

 

0.5

 

 

3.5

16.0

25

საზამთრო, ნესვი, გოგრა

50

 

0.1

 

 

3.2

13.2

26

კაკალი, თხილი, მზესუმზირა

15

 

2.9

 

8.9

1.3

96.9

27

პომიდორი

50

 

0.4

 

 

1.4

7.2

28

ხახვი

25

 

0.4

 

 

2.4

11.2

29

ნიორი

7

 

0.4

 

 

1.4

7.2

30

ბადრიჯანი

10

 

0.1

 

 

0.5

2.4

31

კომბოსტო

40

 

0.4

 

 

1.0

5.6

32

ჭარხალი

15

 

0.1

 

 

0.8

3.6

33

სტაფილო

15

 

0.1

 

 

1.0

4.4

34

კარტოფილი

150

 

2.0

 

0.35

17.3

80.4

35

შაქარი

50

 

 

 

 

49.9

199.6

36

მურაბები და ჯემები

5

 

 

 

 

2.1

8.4

37

საკონდიტრო ნაწარმი

5

0.07

0.25

0.3

0.3

3.5

20.7

38

ღვინო სამამულო

20

 

 

 

 

 

0.0

39

მარილი

8

 

 

 

 

 

0.0

40

ჩაი

2

 

 

 

 

 

0.0

 

ჯამი

 

31,5

46.8

43,1

29.1

334.3

2300.0

 

 

 

78,3

 

72,2