„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1810-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 220010000.04.001.018032
1810-IXმს-Xმპ
09/09/2022
ვებგვერდი, 23/09/2022
220010000.04.001.018032
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) კლირინგი − „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კლირინგი;“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) დანიშნოს ეროვნულ ბანკთან არსებული საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განმხილველი კომისიის წევრები, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე, და განსაზღვროს ამ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;“.

3. 48-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისთვის მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ან ვიცე-პრეზიდენტს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. ოფიციალური დოკუმენტი საჯაროდ ვრცელდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 სამუშაო დღეს.“.

4. 482 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკი საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციით, რეგისტრაციის გაუქმებით, შემოწმებით, დამატებითი მოთხოვნების დადგენით, საწყისი და მიმდინარე კაპიტალის განსაზღვრით, შეზღუდვების დაწესებით და სანქციების დაკისრებით.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული ბანკი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების საკითხებს, მათ შორის, უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით საგადახდო სისტემას მიანიჭოს სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ან გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი, აგრეთვე განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები და მოთხოვნები კაპიტალისა და აქტივების მიმართ.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები.“;

გ) 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 502 მუხლი:

„მუხლი 502. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.

2. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაცია (ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციის თაობაზე) შეიძლება მიეცეთ მხოლოდ შესაბამისი გარიგების მხარეებსა და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, ეროვნულ ბანკს, ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. სხვა პირებს მომხმარებლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან მომხმარებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიეცემათ. 

3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებსა და საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოსთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაცემულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.“.

6. 522 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობის ზედამხედველობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6−მე-8 პუნქტები:

„6. სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.

7. სესხის გამცემ სუბიექტთან მსესხებლის შესახებ არსებული ინფორმაცია (ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციის, არსებული დავალიანების ან ნაშთის თაობაზე) შეიძლება მიეცეთ მხოლოდ შესაბამისი გარიგების მხარეებსა და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, ეროვნულ ბანკს, ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. სხვა პირებს მსესხებლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან მსესხებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიეცემათ. 

8. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებსა და საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოსთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაცემულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 642 მუხლი:

„მუხლი 642. ეროვნულ ბანკთან არსებული საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განმხილველი კომისია

1. საგადახდო მომსახურების მომხმარებელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის დავებს, რომლებიც უკავშირდება ამ კანონიდან, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, აგრეთვე მათ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებს, განიხილავს ეროვნულ ბანკთან არსებული, დამოუკიდებელი დავების განმხილველი კომისია (შემდგომ − დავების განმხილველი კომისია). დავების განმხილველი კომისიის მიერ დავის განხილვის დაწყების საფუძველია საგადახდო მომსახურების მომხმარებლის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინააღმდეგ საჩივრის დავების განმხილველი კომისიისთვის წარდგენა და მისი წარმოებაში მიღება.

2. დავების განმხილველი კომისია საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებით. 

3. დავების განმხილველი კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ.

4. დავების განმხილველი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი, ორგანიზაციული სტრუქტურა, მხარეებთან ურთიერთობის წესი, აგრეთვე დავის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით, ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

5. დავების განმხილველი კომისია უფლებამოსილია დავასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის ან/და ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) მისაღებად მიმართოს ეროვნული ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს/ერთეულებს. 

6. დავების განმხილველი კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დავის მხარეს/მხარეებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების (მათ შორის, კონფიდენციალური) წარდგენა. დავების განმხილველ კომისიას აგრეთვე უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია ან/და მტკიცებულება (მათ შორის, კონფიდენციალური) მოსთხოვოს ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს, ასევე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარუდგენლობის შემთხვევაში დავების განმხილველი კომისია უფლებამოსილია დააჯარიმოს დამრღვევი, გარდა მომხმარებლისა (მომჩივნისა).“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 661 მუხლი:

„მუხლი 661. ეროვნული გადახდების საბჭო

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროს განვითარების მიზნით შექმნას ეროვნული გადახდების საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სფეროს წარმომადგენლებს, მომხმარებლებს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა დაინტერესებულ პირებს შორის დისკუსიასა და მჭიდრო თანამშრომლობას. ეროვნული გადახდების საბჭო უფლებამოსილია კოორდინირება გაუწიოს ბაზრის ინიციატივებს და ბაზრის განვითარებისთვის საერთო მიდგომების ჩამოყალიბებას, აგრეთვე ხელი შეუწყოს ამ სფეროში ინოვაციების დანერგვას.

2. ეროვნული გადახდების საბჭოში შეიძლება მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის თანამშრომლები, მოწვეული პირები და სხვა დაინტერსებული პირები. ეროვნული გადახდების საბჭოს შემადგენლობა და მისი საქმიანობის წესი დგინდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 სექტემბერი 2022 წ.

N1810-IXმს-Xმპ