დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 85 |
დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.139.016475 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/09/2022 - 25/11/2022)
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 2093 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, საზოგადოებრივ სივრცეებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პარკში, სკვერში- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ქალაქ ბორჯომისა და დაბა ბაკურიანის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარე ტროტუარებზე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნა. |
მუხლი 3 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება და სამართალდარღვევის ოქმების შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განახორციელოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა, ხოლო დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიაზე სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური. |
მუხლი 4 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტომ ამ წესის ამოქმედებისთანავე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოცემა საძოვრებზე პირუტყვის გადასარეკი მარშუტების განსაზღვრის შესახებ. |
მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ნოემბრიდან |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესი
|
მუხლი 1.
წესის რეგულირების სფერო |
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (შემდგომში – პირუტყვი) ყოლის/ყოფნის წესს და ამ წესების დარღვევისას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ დაბა ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მოქმედების სფეროს. |
მუხლი 2.
პირუტყვის მოვლა-პატრონობა |
1. პირუტყვის მოვლა-პატრონობას ახორციელებს პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი ან მის მიერ უფლებამოსილი/მინდობილი პირი.
2. მესაკუთრედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირუტყვის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტი, ხოლო მფლობელად ითვლება პირი, რომელიც პირუტყვზე ახორციელებს ფაქტობრივ მფლობელობას და რასაც ნოტარიულად ადასტურებს არანაკლებ 2 მოწმე. 3. აკრძალულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პარკში/ბაღში, სკვერში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და მის მიმდებარე ტროტუარებზე პირუტყვის, როგორც უმეთვალყურეოდ, აგრეთვე მეთვალყურეობის ქვეშ გაშვება. გამონაკლისს წარმოადგენს ცხოველების ექსკრემენტებისთვის განკუთვნილი ბიოდეგრადირებადი პარკებით აღჭურვილი ცხენის გადაადგილება და ამ მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებული გარემოება. 4. პირუტყვის გადაადგილება ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და მის მიმდებარე ტროტუარებზე დასაშვებია მხოლოდ მათი გადაყვანის/გადარეკვის მიზნით, მეთვალყურეობის ქვეშ. |
მუხლი 3.
პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის |
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და სამართალდარღვევის საქმის განხილვას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიულ საზღვრებისა) აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი – მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი, ხოლო დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიულ საზღვრებში სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი – სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი. ოქმს უნდა ერთოდეს შესაბამისი ფოტომასალა. ოქმში უნდა აღინიშნოს გამოვლენილი ფაქტი, დაკონკრეტდეს პირუტყვის სახეობა და რაოდენობა, ასევე უნდა მიეთითოს მისი სპეციალურ ადგილზე დაუყოვნებლივ გადაყვანის შესახებ. 3. პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანას, მის მოვლა-პატრონობას (მათ შორის -კვება), ასევე სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების დაანგარიშებას (ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე) ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მერის/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი. 4. დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მესაკუთრეს/მფლობელს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. 5. პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯებს ანაზღაურებს მესაკუთრე/მფლობელი. 6. პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისას და სპეციალურ ადგილზე გადაყვანილ პირუტყვზე პასუხისმგებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტო. |
მუხლი 4.
პირუტყვის დაბრუნების წესი
|
1. მესაკუთრეს/მფლობელს სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი დაუბრუნდება დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურში წარდგენის შემდეგ.
2. მესაკუთრის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს უნდა დაერთოს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სურსათის ეროვნული სააგენტო) მიერ გაცემული ცნობა, შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირუტყვის შესახებ, ხოლო მფლობელის შემთხვევაში არანაკლებ 2 მოწმის მიერ ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილი, რომ აღნიშნული პირი სპეციალურ ადგილზე გადაყვანილ პირუტყვზე ახორციელებს ფაქტობრივ მფლობელობას. 3. არაიდენტიფიცირებული პირუტყვის შესახებ მონაცემები მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ ეგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოს. 4. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი და პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი ან მისი წარმომადგენელი. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს. |
მუხლი 5.
ჯარიმის გადახდის, მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი |
1. პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
2. სამართალდამრღვევის მიერ დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს/მფლობელს. 4. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული საჯარიმო ქვითარის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან. 5. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტი (საჯარიმო ქვითარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შესაძლებელია გასაჩივრდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან/ სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან, მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის/სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ საჩივრის განხილვის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. |
დოკუმენტის კომენტარები