დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 87 |
დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.139.016477 |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია
|
მუხლი 1.
გენდერული თანასწორობის სტრატეგიული მიმართულებები და მიზნები |
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია (შემდგომში „სტრატეგია“) განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკას, მიზნებს, ამოცანებს და გენდერული თანასწორობის მიზნის მისაღწევად პრიორიტეტულ მიმართულებებს.
2. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ადგილობრივი მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისად, თვითმმართველობის პროცესში ქალთა და მამაკაცთა საჭიროებებისა და ინტერესების თანასწორი გათვალისწინებით. 3. სტრატეგიის ხედვაა ბორჯომის მუნიციპალიტეტში გენდერულად მგრნობიარე და დისკრიმინაციისგან თავისუფალი მუნიციპალიტეტის ორგანოების ჩამოყალიბება, რომელიც თანაბარ პირობებს შექმნის ქალების და კაცების მონაწილეობისა და ლიდერობისათვის და თანაბარ შედეგებს მოუტანს ქალებს და კაცებს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული არსებითი თანასწორობის პრინციპის შესაბამისად. 4. სტრატეგია ითვალისწინებს ერთობლივ მიდგომას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, შესაბამისი სამსახურების საქმიანობის უზრუნველყოფას გენდერული თანასწორობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის ქალის და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობისათვის აუცილებელი გარემოს შექმნას როგორც ინფრასტრუქტურული, ისე განათლების, კულტურის და სოციალური მიმართულებით. 5. სტრატეგიის მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტში გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობა (კანონმდებლობა, პოლიტიკა, პროგრამები) ქალისა და კაცის თანაბარი უფლებების, შესაძლებლობების და თანასწორუფლებიანობის მისაღწევად პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. 6. გენდერული თანასწორობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს, როგორც საბიუჯეტო, ისე არასაბიუჯეტო სახსრები. 7. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ჩატარებული მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი მიმართულებები: ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში გენდერული თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა; გ) კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა; დ) სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა; ე) გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა; ვ) ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა; ზ) ოჯახზე მორგებული დასაქმების პოლიტიკის გაძლიერება ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში; თ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში დასაქმებული ქალების შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ლიდერობის ხელშემწყობი პირობების შექმნა. |
მუხლი 2.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში გენდერული თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა |
1. მიმართულების პრიორიტეტებია:
ა) გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს: ა.ა) გასული წლის სამოქმედო გეგმის შეფასებისა და საჭიროებების კვლევის შედეგების საფუძველზე მომავალი წლისათვის ახალი გენდერული თანასწორობის საბჭოს მუნიციპალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ხოლო დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში ცვლილებების განხორციელებას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებას; ა.ბ) სამოქმედო გეგმის განხორციელების მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფას; ა.გ) სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების განსაზღვრას ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფა და სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა რომელიც მოიცავს: ბ.ა) „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ – სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასებას, შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას, სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგისათვის შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსების უზრუნველყოფას; ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობის გადახედვასა და განახლებას; ბ.გ) მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერზე პასუხისმგებელი პირის, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალთა ოთახის საქმიანობის სამართლებრივ ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით საჭიროებების შესწავლის საფუძველზე შესაბამისი მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფას. გ) მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და ანგარიშგების სისტემის უზრუნველყოფა; დ) საჭიროებათა კვლევის ინსტრუმენტის დანერგვა, კვლევის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფა, ჩატარებული კვლევის შედეგების სრულყოფის მიზნით მოსახლეობის ინდივიდუალური გამოკითხვის უზრუნველყოფა; ე) გენდერულ ჭრილში სტატისტიკური მონაცემების მართვა (ინფორმაციის მოკრება, სისტემატიზაცია, დამუშავეა, შენახვა, განახლება), გენდერული სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა. |
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა |
1. მიმართულების პრიორიტეტებია:
ა) გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი – ბიუჯეტის შეფასება გენდერულ ჭრილში, გენდერული საკითხების ინტეგრირება საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე, შემოსულობებისა და გადასახდელების გადანაწილება გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის, მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებით, გენდერულად მგრძნობიარე პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცება; ბ) მუნიციპალურ საწარმოებსა და დაწესებულებებში კონტროლის მექანიზმების დახვეწა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ დადგენილი ანტიდისკრიმინაციული ნორმების დაცვაზე და შრომის ანაზღაურების სფეროში გენდერული დიფერენციაციის აღმოსაფხვრელად – მოიცავს, როგორც ქალების, ისე კაცებისათვის სამსახურებრივი და ოჯახური ცხოვრების შეთავსების შესაძლებლობების შექმნის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვას და შესაბამისი მექანიზმების დამკვიდრებას. გ) ქალთა ეკონომიკური გაძლიერება – ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის სტიმულირებაზე ორიენტირებული მუნიციპალური პროგრამების შექმნა; დ) გენდერული თანასწორობის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების შესაბამისი საბიუჯეტო უზრუნველყოფა – მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით შესაბამისი ხარჯების ასახვას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. |
მუხლი 4.
კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა |
1. მიმართულების პრიორიტეტებია:
ა) კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში გენდერულად დაბალანსებული და საჭიროებებზე მორგებული მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და თანაბარი ხელმისაწვდომობა; ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებზე, მათ შორის განსხვავებული სქესის, ასაკობრივი ან/და შეზღუდულის შესაძლებლობების მქონე ჯგუფების ინტერესებზე მორგებული, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; გ) სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; |
მუხლი 5.
სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა |
1. სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის გათვალისწინება და სოციალურად მგრძნობიარე ჯგუფების ინტეგრაცია გულისხმობს, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და გენდერულად დაბალანსებული სოციალური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, გენდერულ ასპექტთა გათვალისწინებას მოწყვლად ჯგუფთა სოციალური გააქტიურების ხელშესაწყობად, სოციალური ფონის გაუმჯობესებას და სოციალურ პროგრამებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.
2. მიმართულების პრიორიტეტია: მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების შესწავლა და ამ პროგრამების მოსარგებლეთა კვლევა გენდერულ ჭრილში, შედეგების საფუძველზე სოციალური პროგრამების პრიორიტეტების განსაზღვრა, საჭიროების შემთხვევაში ახალი პროგრამების შემუშავება და განხორციელება. |
მუხლი 6.
გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა
|
1. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში დაუშვებელია ნებისმიერი დისკრიმინაცია.
|
მუხლი 7.
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა |
|
მუხლი 8.
ოჯახზე მორგებული დასაქმების პოლიტიკის გაძლიერება ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში; |
დასაქმების პოლიტიკის შექმნა, რომელიც ორიენტირებულია თვითმმართველობის ორგანოს საჯარო მოხელეებისთვის ოჯახური და სამსახურებრივი ვალდებულებების შეთავსების ხელშეწყობაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში ქალების სრული და ეფექტიანი მონაწილეობისა და ლიდერობის ხელშეწყობისთვის. ამ მიმართულებით პრიორიტეტია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში ოჯახზე მორგებული დასაქმების პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და მისი პოპულარიზაცია. |
მუხლი 9.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში დასაქმებული ქალების შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ლიდერობის ხელშემწყობი პირობების შექმნა. |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში დასაქმებული ქალების შესაძლებლობების გაძლიერებისა და მათი ლიდერობის ხელშემწყობი პირობების შექმნის მიზნით სპეციალური მხარდამჭერი პროგრამების დანერგვა მათ შორის სპეციალური სწავლების პროგრამები.
|
მუხლი 10.
სტრატეგიის მონიტორინგი |
1. გენდერული თანასწორობის სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანო განახორციელებს სამოქმედო გეგმის შესრულებას.
2. სტრატეგიის და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, თავის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია. 3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველწლიურად განიხილავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ და იღებს გადაწყვეტილებებს, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის შეფასების, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანის, ან/და რეკომენდაციების გაცემის შესახებ. 4. სტრატეგიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის განხორციელებას და მონიტორინგს ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც საბჭოს სხდომაზე პერიოდულად განიხილავს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. |
დოკუმენტის კომენტარები