დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 111/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 430110000.22.022.018218 |
|
„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ (www.matsne.gov.ge; 05/09/2016; ს/კ: 430110000.22.022.017185) ბრძანებით დამტკიცებულ „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე -3 მუხლის : ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ ქვემოთ მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე შემდეგი რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:
“. ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი: „11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით მისთვის განსაზღვრული ადგილების საერთო რაოდენობის ფარგლებში აუთვისებელი ადგილები გადაანაწილოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებლის მომზადების სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე.“. გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში და 10 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.“. 2. მე -6 მუხლ ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -4 პუნქტი : „4. 2022-2023 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 15 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები