„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 116/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 20/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018223
116/ნ
20/10/2022
ვებგვერდი, 20/10/2022
040030000.22.022.018223
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №116/ნ

2022 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 24/02/2011, 040030000.22.022.016064) დამტკიცებულ „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 2. შესარჩევი კონკურსის მიზანი

შესარჩევი კონკურსის მიზანია დირექტორობის მსურველის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტთან” შესაბამისობის დადგენა.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დირექტორობის კანდიდატი – საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენილი პირი, რომელსაც აქვს დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი და განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დირექტორობის მსურველი – პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და დადგენილი წესით გამოთქვამს სურვილს დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;“.

3. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია რეგისტრირებულ დირექტორობის მსურველთა თაობაზე იმ საგამოცდო ცენტრის მითითებით, სადაც უნდა გამოცხადდეს დირექტორობის მსურველი.“.

4. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მართვის სისტემა ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს სერტიფიკატების იმ რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს ის საგამოცდო ცენტრი, სადაც დირექტორობის მსურველმა პირმა გაიარა ტესტირება.“.

5. მე-19 მუხლის:

ა) მე-3 და 31პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დირექტორობის მსურველს უფლება აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული საფასურის შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხის დასაბრუნებლად, განცხადებით მიმართოს მართვის სისტემას ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ტესტირების ჩატარების თარიღამდე. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და საბანკო ანგარიში, სადაც უნდა ჩაირიცხოს დასაბრუნებელი თანხა. შეცდომით გადახდილი თანხა მართვის სისტემის მიერ გაიცემა განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

3​1. იმ შემთხვევაში,  თუ დირექტორობის მსურველი სერტიფიცირების ეტაპზე ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესით დარეგისტრირდება და აღარ გამოცხადდება ტესტირებაზე, თანხა შეცდომით გადახდილად არ ჩაითვლება.“;

ბ) 32 პუნქტის შემდგომ დაემატოს 33 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„33. იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს აღარ სურს სერტიფიცირების ეტაპზე გასვლა, უფლება აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის დასაბრუნებლად განცხადებით მიმართოს მართვის სისტემას ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ტესტირების ჩატარების თარიღამდე. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და საბანკო ანგარიში, სადაც უნდა ჩაირიცხოს დასაბრუნებელი თანხა. დასაბრუნებელი თანხა მართვის სისტემის მიერ გაიცემა განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში დირექტორობის მსურველი კარგავს სერტიფიცირების ეტაპზე გასვლის უფლებას.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი დაკმაყოფილდება, დირექტორობის მსურველს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გადახდილი თანხა. საფასურის დასაბრუნებლად მან წერილობით უნდა მიმართოს  მართვის სისტემას საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებიდან 1 თვის ვადაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს საბანკო ანგარიში, სადაც უნდა ჩაირიცხოს დასაბრუნებელი თანხა. აღნიშნული თანხა მართვის სისტემის მიერ გაიცემა განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.“.

6. 201 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცებამდე სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სიის დამტკიცების მიზნით, ამოწმებს:

ა) დირექტორობის შერჩეული კანდიდატების „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ბ) დირექტორობის შერჩეულ კანდიდატებს იმ პირთა რეესტრში, რომელთაც  კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.

6. სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას.“.

7. 21-ე მუხლის 11 პუნქტს „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ქვეპუნქტი:

„ა1) განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს;“.

8. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23.  დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებაზე მონიტორინგი

ამ წესის შესაბამისად, დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებაზე მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი.“.

9. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 24. გარდამავალი დებულებები

1. ამ ბრძანების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ვრცელდება 2011 წლიდან სერტიფიცირებულ ყველა პირზე.

2. დირექტორობის მსურველი, რომელიც დარეგისტრირდა 2020 წელს გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპისთვის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადაში, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს 2022 წლისათვის გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დირექტორობის მსურველი აღარ საჭიროებს 2022 წლის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპისათვის რეგისტრაციას.

4. დირექტორობის მსურველი, რომელიც დარეგისტრირდა 2020 წელს გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპისთვის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადაში,  თუმცა აღარ სურს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა, უფლებამოსილია მოითხოვოს ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის უკან დაბრუნება, 2022 წლისთვის სერტიფიცირების ეტაპისთვის დადგენილი რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და საბანკო ანგარიში, სადაც უნდა ჩაირიცხოს დასაბრუნებელი თანხა. დასაბრუნებელი თანხა მართვის სისტემის მიერ გაიცემა განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში დირექტორობის მსურველი კარგავს სერტიფიცირების ეტაპზე გასვლის უფლებას.“.

მუხლი 2
ეს  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი