„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 377
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017630
377
16/11/2022
ვებგვერდი, 17/11/2022
200090000.22.033.017630
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №377

2022 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 2000900000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. 79-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შერჩეული პირის მიერ მიწოდებული აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება:

ა) იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო (მათ შორის: სიგარა, სიგარილა) თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 18 დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

ბ) ადგილობრივი ფილტრიანი და უფილტრო (მათ შორის: სიგარა, სიგარილა) თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე (მშრალი/ თვითწებადი) – 12 დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

გ) ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლიანი სასმელისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 12 დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

დ) ადგილობრივი და იმპორტული ლუდის ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 8 დოლარის  ეკვივალენტი ლარებში;

ე) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის  ეროვნული  სასაქონლო  ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 12 დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

ვ) ადგილობრივი საგარეო-ეკონომიკური  საქმიანობის  ეროვნული  სასაქონლო  ნომენკლატურის 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 12 დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

ზ) იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური  საქმიანობის  ეროვნული  სასაქონლო  ნომენკლატურის 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 18 დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

5. შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის – არაალკოჰოლური სასმელისთვის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება  1 000 ცალ ერთეულზე – 0,10 ლარით.“.

2. 792 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

„1. შერჩეული პირის მიერ მატერიალური ფორმის მარკების გაცემა ხორციელდება შეფუთული სახით, ხოლო მისი ფონური ფერი და შეფუთვის ფორმა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლიანი სასმელისათვის განკუთვნილი აქციზური მარკის ფონური ფერია ლურჯი, შეფუთვის შემდეგი ფორმებით:

 ა.ა) ალკოჰოლიანი სასმელის აქციზური მარკა 10-ცალიანი ლენტი (თვითწებადი);

ა.ბ) ალკოჰოლიანი სასმელის აქციზური მარკა 100-ცალიანი ლენტი  (თვითწებადი);

ა.გ) ალკოჰოლიანი სასმელის აქციზური მარკა 1 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი);

ა.დ) ალკოჰოლიანი სასმელის აქციზური მარკა 6 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი);

ა.ე) ალკოჰოლიანი სასმელის აქციზური მარკა 24 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი);

ბ) ადგილობრივი და იმპორტული ლუდის ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკის ფონური ფერია  ყვითელი-წითლით, შეფუთვის შემდეგი ფორმებით:

ბ.ა) ლუდის აქციზური მარკა 1 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი);

ბ.ბ) ლუდის აქციზური მარკა 10 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი);

გ) ადგილობრივი ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკის ფონური ფერია - მწვანე, შეფუთვის შემდეგი ფორმებით:

გ.ა) ადგილობრივი ფილტრიანი სიგარეტის 10 800-ცალიანი შეკვრა (მშრალი);

გ.ბ) ადგილობრივი ფილტრიანი სიგარეტის 108 000-ცალიანი შეკვრა (მშრალი);

დ) ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი მატერიალური ფორმის აქციზური მარკის ფონური ფერია ყავისფერი, შეფუთვის შემდეგი ფორმებით:

დ.ა) ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს (მათ შორის: სიგარა, სიგარილა) 1 000-ცალიანი რულონი  (თვითწებადი);

 დ.ბ) ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს (მათ შორის: სიგარა,სიგარილა) 10 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი);

დ.გ) ადგილობრივი დანარჩენი  თამბაქოს  1 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი);

დ.დ) ადგილობრივი დანარჩენი თამბაქოს 10 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი);

დ.ე) ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი ადგილობრივი  სითხეების 1 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი);

დ.ვ) ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი ადგილობრივი სითხეების 10 000-ცალიანი რულონი  (თვითწებადი);

ე) იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკის ფონური ფერია ლურჯი, შეფუთვის შემდეგი ფორმებით:

ე.ა) იმპორტული ფილტრიანი სიგარეტის 10 800-ცალიანი შეკვრა  (მშრალი);

 ე.ბ) იმპორტული ფილტრიანი სიგარეტის 108 000-ცალიანი შეკვრა (მშრალი);

ე.გ) იმპორტული უფილტრო თამბაქოს 10 800-ცალიანი შეკვრა  (მშრალი);

ე.დ) იმპორტული უფილტრო თამბაქოს 108 000-ცალიანი შეკვრა  (მშრალი);

ე.ე) იმპორტული უფილტრო თამბაქოს (მათ შორის: სიგარა, სიგარილა) 1 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი);

ე.ვ) იმპორტული უფილტრო თამბაქოს (მათ შორის: სიგარა, სიგარილა) 10 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი);

ე.ზ) ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი იმპორტირებული სითხეების 1 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი);

ე.თ) ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი იმპორტირებული სითხეების 10 000-ცალიანი  რულონი (თვითწებადი);

ე.ი) ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი იმპორტირებული სითხეების 10 800-ცალიანი შეკვრა (მშრალი).“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შერჩეული პირის მიერ გაცემული მატერიალური ფორმის მარკების საიდენტიფიკაციო ინფორმაცია დაშიფრულია უხილავი მატრიცის/კოდის საშუალებით.

4. მარკებზე დატანილია სერიული ნომერი საქონლის ნიშანდების/მარკირების შესახებ საინფორმაციო ბაზაში მათი გამოყენების ასახვისათვის (გააქტიურებისათვის).“;

) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „9. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის  3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ფონური ფერი განისაზღვრება ადგილობრივი სითხეებისთვის – ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების  შესაბამისად, ხოლო  იმპორტირებული სითხეებისთვის – იმპორტული უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების  შესაბამისად. აქციზური მარკების შეფუთვის ფორმები განისაზღვრება სითხეებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად.“.

3. 793 მუხლის:

 ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით მეწარმე-სუბიექტი და ფიზიკური პირი დადგენილ შემთხვევაში (შემდგომში – მომხმარებელი) შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ან პროგრამულად ავსებს №IV-021 და №IV-022 დანართების შესაბამის სარეგისტრაციო ფორმას.

4. შერჩეული პირი მომხმარებლის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას ახორციელებს პირის მიერ შევსებული სარეგისტრაციო ფორმისა და შემოსავლების სამსახურის თანხმობის საფუძველზე. მონაცემთა ბაზაში მომხმარებლის რეგისტრაციას შერჩეული პირი უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის თანხმობიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. 794 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შერჩეული პირის მიერ ადგილობრივი და იმპორტული არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებისას გაცემული მატერიალური ფორმის მარკების ფონური ფერია – ყვითელი.

 2. შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებისას გასაცემი მატერიალური ფორმის მარკების გაცემა ხორციელდება შეფუთული სახით, 1 000-ცალიანი, 5 000-ცალიანი ან 3 0000-ცალიანი რულონის (თვითწებადი) ფორმით.“.

5. დანართი IV-021 და დანართი IV-022 ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: 

        ,,დანართი №IV-02 1

საიდენტი-ფიკაციო ნომერი

გადამხდელის დასახელება

ტერიტორიული რეგიონი/ქალაქი

საფოსტო კოდი

ფაქტობრივი მისამართი

ელ-ფოსტა

  საკონტაქტო ტელ.ნომერი    

უფლებამოსილი საკონტაქტო პირი, სახელი გვარი  

მარკების მიღებაზე მინდო-ბილი პირი სახელი და გვარი   

მარკების მიღებაზე მინდო-ბილი პირის პირადი ნომერი   

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

 

დანართი №IV-022

ს/ნ

გადამხ-

დელის დასა-

ხელება

ბაზრის ტიპი მარკების ტიპი

სეს-ესენ ჯგუფი

(4 ციფრი)

სეს-ესენ კოდი

(11 ციფრი)

პრო-

დუქტის და ბრენდის დასა-

ხელება

პრო-

დუქტის და ბრენდის დასახელება (ინგლ-

ისური)

შეფუ-

თვის მასალა და ტიპი

მოცულობა

(ლიტრი)

წონა

(კგ)

ღერების რაო-

დენობა

(ცალი)

ალკო-

ჰოლის %

პროდუქტის 

შტრიხკოდი

 SKU
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15

შენიშვნა: მე-14 გრაფა „პროდუქტის შტრიხკოდი“ ივსება მხოლოდ არამატერიალური ფორმით მარკირებისას.“.

6. 112-ე მუხლის მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს.        

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 792 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 დეკემბრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 792 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი