„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 სექტემბრის N85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016483
93
25/11/2022
ვებგვერდი, 28/11/2022
010250020.35.139.016483
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 სექტემბრის N85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №93

2022 წლის 25 ნოემბერი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 სექტემბრის N85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 სექტემბრის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250020.35.139.016475, 26/09/2022 წელი) და 

1. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 დეკემბრიდან“.

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამართალდამრღვევის მიერ დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტი (საჯარიმო ქვითარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შესაძლებელია გასაჩივრდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან, მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საჩივრის განხილვის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი