საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 06/12/2022
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016687
0
06/12/2022
ვებგვერდი, 06/12/2022
000000000.00.00.016687
საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
პროექტის ავტორი

პროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 802-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს მატერიალურად ან ელექტრონულად ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა – პოლისი). ამასთან, მზღვეველის მიერ გაცემული ელექტრონული საბუთი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული  შტამპით.  დასაშვებია  დამზღვევისთვის  სადაზღვევო  მოწმობის (პოლისის) ჩაბარება ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                        სალომე ზურაბიშვილი

 

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოს კანონის პროექტზე

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

)  ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

.) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

..) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია შემდეგი მიზეზებით:

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის (კანონის 21-ე მუხლი) გათვალისწინებით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებას ემატება მზღვეველის და სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის  მიმართ მოთხოვნების დადგენა, რაც ელექტრონული ვაჭრობის ფარგლებში, ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 802-ე მუხლის პირველი ნაწილის ახალი რედაქციით ჩამოყალიბების საჭიროებას, ელექტრონული პოლისისთვის შესაბამისი სამართლებრივი ლეგიტიმაციის მინიჭების თვალსაზრისით. კერძოდ, მზღვეველსა და დამზღვევს შორის ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სადაზღვევო ურთიერთობების დამყარების პროცესის გამარტივებისა და ელექტრონული ვაჭრობის სფეროში მომხმარებლის (კლიენტის) დაცულობის ხარისხის ზრდის აუცილებლობით.

..) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 802–ე მუხლი ადგენს იმპერატიულ მოთხოვნებს მზღვეველის მიერ სადაზღვევო მოწმობის (პოლისის) დამოწმებასა და ჩაბარებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, „სამოქალაქო კოდექსი“-ს 802 მუხლის პირველ ნაწილში ცვლილების შეტანის აუცილებლობა გამოწვეულია მზღვეველებისთვის ელექტრონული ფორმით სადაზღვევო მოწმობის (პოლისის) გაცემისას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენების ვალდებულების დაკისრებისა და ამ დოკუმენტის დამზღვევისთვის ელექტრონულად ჩაბარების სამართლებრივი მექანიზმის შექმნით.

.) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტის მიღებით გამარტივდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის კომუნიკაციის პროცესი, რაც ხელს შეუწყობს დაზღვევის სფეროში ელექტრონული ვაჭრობის განვითარებას, მზღვეველისთვის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენების ვალდებულების დაკისრებით გაიზრდება სადაზღვევო მოწმობის, როგორც დოკუმენტის დაცულობის ხარისხი. ამავდროულად, მოხდება შესაბამის ბაზარზე ყალბი სადაზღვევო მოწმობების (პოლისების) გაცემის პრევენცია. ვინაიდან, კვალიფიციურ ხელმოწერას აქვს მატერიალური ხელმოწერის ძალა, ხოლო კვალიფიციური ელექტრონული შტამპი იძლევა დოკუმენტის მთლიანობის და წარმომავლობის სისწორის დადასტურების შესაძლებლობას, მომხმარებელი შეძლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ელექტრონულად გაცემული სადაზღვევო მოწმობის (პოლისის) მტკიცებულებად გამოყენებას ნებისმიერ დავასა და სხვა სამართალურთიერთობაში.

.) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის:

802-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ: მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს მატერიალურად ან ელექტრონულად ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა – პოლისი). ამასთან, მზღვეველის მიერ გაცემული ელექტრონული საბუთი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

დასაშვებია დამზღვევისთვის სადაზღვევო მოწმობის (პოლისის) ჩაბარება ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

.) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო  გეგმასთანასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის  მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

ასეთი არ არსებობს.

.) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.

.) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.

) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

.) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

.) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

.) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

.) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები).

.) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია ზოგიერთ მზღვეველში გამოიწვიოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დამზადებასთან/გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯი.

.) კანონპროექტით დადგენილი  გადასახადის, მოსაკრებლის ან  სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი).

1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:

 კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.

) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

.) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

.) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

.) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტი  არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

.) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდანან  ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

.) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

.) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

.) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

გერმანიის სამოქალაქო კოდექსი ელექტრონული ხელმოწერის კოდექსში ასახვასთან დაკავშირებით.

) კანონპროექტის ავტორი:

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.