დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2398-IXმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.020738 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 442 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამედიცინო საქმიანობა (გარდა საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობისა) ლიცენზიის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 5 000 ლარისა.“. 2. 445 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამედიცინო საქმიანობის (გარდა საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობისა) სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას სალიცენზიო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №139 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.
|
თბილისი, 15 დეკემბერი 2022 წ. N2398-IXმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები