დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2481-Xრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010120000.05.001.020765 |
|
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არის მსხვერპლი და რომლის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოცემულია შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან/და რომლის მიმართ განხორციელებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები ან/და რომელიც სარგებლობს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის მომსახურებებით;“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
|
თბილისი, 22 დეკემბერი 2022 წ. N2481-Xრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები