ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.139.016487
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
97
23/12/2022
ვებგვერდი, 23/12/2022
010250050.35.139.016487
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/12/2022 - 26/04/2023)

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №97

2022 წლის 23 დეკემბერი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი დანართი №1 შესაბამისად. 
მუხლი 2
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი დანართი №2 შესაბამისად.  
მუხლი 3
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განათლების დარგში წარმატებული სტუდენტებისა და ერუდირებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი დანართი №3 შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის №75 დადგენილება ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2022 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 010250050.35.139.016466 31/12/2022წ).
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.  

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი



ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი

თავი I
ზოგადი დებულებანი

 


მუხლი 1. ფინანსური დახმარების გაცემის წესი და მიზანი
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს ბორჯომში რეგისტრირებული და ბორჯომის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებზე და მათ მწვრთნელებზე ფინანსური დახმარების  გაცემის პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია სპორტის სხვადასხვა სახეობაში დაკავებული ბავშვების, ახალგაზრდებისა და მათი მწვრთნელების წახალისება და მოტივაციის ამაღლება ფინანსური დახმარების გაცემის გზით, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

3. ფინანსური დახმარება გაიცემა 2023 წელს სპორტის დარგში წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებზე.

4. დაფინანსება ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამა „ახალგაზრდობის ხელშეწყობა (დახმარება)“-ის  (კოდი 05 02 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.


თავი II
ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა

 


მუხლი 2. საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური დახმარება ოლიმპიურ, არაოლიმპიურ სახეობებში და ქართულ ჭიდაობაში
1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროსი ასაკის ჯგუფში და საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სახეობაში დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1300 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1100 ლარი.

2. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროს ასაკამდე ჯგუფში – ახალგაზრდები 18 წლიდან 23 წლამდე და საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სახეობაში დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1200 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 800 ლარი.

3. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროს ასაკამდე ჯგუფში – ჭაბუკები 18 წლამდე და საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სახეობაში დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 800 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 600 ლარი.

4. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროსი ასაკის ჯგუფში და საქართველოს ჩემპიონატზე არაოლიმპიურ სახეობაში დაიკავა პირველი ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი  ფინანსური დახმარება 400 ლარის ოდენობით.

5. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროს ასაკამდე ჯგუფში – ახალგაზრდები 18 წლიდან 23 წლამდე და საქართველოს ჩემპიონატზე არაოლიმპიურ სახეობაში დაიკავა პირველი ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით.

6. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროს ასაკამდე ჯგუფში – ჭაბუკები 18 წლამდე და საქართველოს ჩემპიონატზე არაოლიმპიურ სახეობაში დაიკავა პირველი ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება  200 ლარის ოდენობით.

7. სპორტსმენს, რომელიც ქართულ ჭიდაობაში მიიღებს „საქართველოს ფალავანი“-ს ტიტულს ან დაიკავებს საპრიზო ადგილს, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1300 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1100 ლარი.


მუხლი 3. საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური დახმარება ზამთრის სპორტის სახეობაში
1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროსი ასაკის ჯგუფში და ზამთრის სახეობაში დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1300 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1100 ლარი.

2. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროს ასაკამდე ჯგუფში – ახალგაზრდები 18 წლიდან 23 წლამდე და ზამთრის სახეობაში დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1200 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 800 ლარი.

3. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროს ასაკამდე ჯგუფში – ჭაბუკები 18 წლამდე და  საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სახეობაში დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 800 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 600 ლარი.


მუხლი 4. გუნდურ სახეობებში საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენის/გუნდის ფინანსური დახმარება
1. ფეხბურთი – მოყვარულთა ფეხბურთი რეგიონის ჩემპიონატი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით) უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის. საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცეს გუნდს შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი.

2. ფეხბურთი – რეგიონალური საფეხბურთო ჩემპიონატი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით) 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის. საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცეს გუნდს შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი.

3. ფეხბურთისაქართველოს ჩემპიონატი ან საქართველოს მასშტაბით გამართული სხვადასხვა ჩემპიონატები 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის. საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცეს გუნდს შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 5000 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 4000 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 3000 ლარი.

4. კალათბურთისაქართვლოს პირველობა კალათბურთში ან საქართველოს მასშტაბით გამართული სხვადასხვა ჩემპიონატები 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის. საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცეს გუნდს შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი.

5. რაგბი – საქართველოს მასშტაბით გამართული სხვადასხვა ჩემპიონატები 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის. საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი  ფინანსური დახმარება გადაეცეს გუნდს შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი.

6. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამართული (რესპუბლიკური, საერთაშორისო) ჩემპიონატები 18 წლამდე და 18-დან 23 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის. სპორტსმენის მიერ საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცეს  შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 400 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი.

7. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამართული (რესპუბლიკური, საერთაშორისო) ჩემპიონატები 18 წლამდე და 18-დან 23 წლამდე ასაკით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის. გუნდის მიერ საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცეს  გუნდს შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 800 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 600 ლარი.


მუხლი 5. ჭადრაკის ტურნირების საქართველოს პირველობაზე საპრიზო ადგილზე გასული და თანრიგის მქონე პირების  ფინანსური დახმარება 
1. ჭადრაკის ტურნირი – „საქართველოს პირველობა“. უფროსი ასაკის ჯგუფში მოასპარეზე სპორტსმენებს, რომლებმაც დაიკავეს საპრიზო ადგილები, გადაეცეთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1300 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1100 ლარი.

2. ჭადრაკის ტურნირი – „საქართველოს პირველობა“, უფროს ასაკამდე ჯგუფში მოასპარეზე სპორტსმენებს – ახალგაზრდები 18 წლიდან 23 წლამდე, რომლებმაც დაიკავეს საპრიზო ადგილები, გადაეცეთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1200 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 800 ლარი.

3. ჭადრაკის ტურნირი – „საქართველოს პირველობა“, სასკოლო ასაკის ჯგუფში მოასპარეზე სპორტსმენებს – 18 წლამდე, რომლებმაც დაიკავეს საპრიზო ადგილები, გადაეცეთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 800 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 600 ლარი.

4. სასკოლო ასაკის ჯგუფში მოასპარეზე მოსწავლეებს, რომლებმაც მოიპოვეს თანრიგი, წახალისების მიზნით გადაეცეთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით; V თანრიგი – 50 ლარი; IV თანრიგი – 100 ლარი; III თანრიგი – 150 ლარი; II თანრიგი – 200 ლარი და I თანრიგი 300 ლარი.

5. ამ მუხლით განსაზღვრული სპორტის სახეობაში ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში ერთი ან მეტი პირველი / საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, სპორტსმენს გადაეცეს ერთი სრული ფინანსური დახმარება და დანარჩენის შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების ოდენობის 20 %.


მუხლი 6. მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების მწვრთნელების ფინანსური დახმარება  
1. მწვრთნელებს, რომელთა სპორტსმენებმაც წარმატებით იასპარეზეს ქვეყნის მასშტაბით გამართულ სპორტულ შეჯიბრებებზე და დაიკავეს საპრიზო ადგილები, გადაეცეთ ფინანსური დახმარება სპორტსმენებისთვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 80% ოდენობით.

2. ფინანსური დახმარება გადაეცემათ მხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში.

3. საქართველოს ჩემპიონატში ერთი მწვრთნელის რამდენიმე სპორტსმენის ან ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, მწვრთნელს გადაეცეს ერთი სრული ფინანსური დახმარება და დანარჩენ შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების 20 %.

3.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.


თავი III
პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი

და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 


მუხლი 7. ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენისა და მისი მწვრთნელის წახალისების მიზნით ფინანსური დახმარება გაიცემა ერთჯერადად.

2. სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) სპორტსმენის/მწვრთნელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ჩემპიონატში საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სპორტსმენის/მწვრთნელის პირადი ანგარიში -საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში სპორტსმენის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 8. ფინანსური დახმარების გაცემის საგამონაკლისო წესი
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებზე ფინანსური დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუკი დადგენილებით განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაცემის საფუძველი დადგა მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, ხოლო მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ მიღებულია მომდევნო საბიუჯეტო წელს. ამ შემთხვევაში, ფინანსური დახმარება გაიცემა მომდევნო წლის ბიუჯეტიდან შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში.

მუხლი 9. პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება
1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

2. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.



ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეების და მათი პედაგოგების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი

 


თავი I
ზოგადი დებულებანი

 


მუხლი 1. ფინანსური დახმარების გაცემის წესი და მიზანი
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს, მუსიკისა და ხელოვნების დარგში გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე გამარჯვებულ/საპრიზო ადგილის მფლობელ ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებზე ფინანსური დახმარების გაცემის პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია წარმატებული მოსწავლეების (2023 წელს გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე გამარჯვებული/საპრიზო ადგილის მფლობელი) და მათი პედაგოგების წახალისება და ხელშეწყობა ფინანსური დახმარების გაცემის გზით.   

3. დაფინანსება   ხორციელდება   ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალგაზრდობის ხელშეწყობა (დახმარება)“-ის (კოდი 05 02 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.


თავი II
ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა

 


მუხლი 2. მუსიკალური გუნდების, ცეკვის ანსამბლების და ინდივიდუალური (სოლო) შემსრულებლების ფინანსური დახმარება  
უმცროსი ასაკის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ მუსიკალურ გუნდებს, ცეკვის ანსამბლებს, ასევე ინდივიდუალურ (სოლო) შემსრულებლებს, რომლებმაც სახელმწიფო უწყებების (კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, ან სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მიერ ორგანიზებულ ეროვნულ ან საერთაშორისო კონკურსებზე დაიკავეს საპრიზო ადგილი,  ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცეთ შემდეგი ოდენობით:

) მუსიკალურ გუნდს ან ცეკვის ანსამბლს, რომელმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა.ა)  გრან-პრი 800 ლარი;

ა.ბ) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 700 ლარი;

ა.გ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 600 ლარი;

ა.დ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი.

) მუსიკალურ გუნდს ან ცეკვის ანსამბლს, რომელმაც საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ბ.ა)  გრან-პრი 1000 ლარი;

ბ.ბ) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 900 ლარი;

ბ.გ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 800 ლარი;

ბ.დ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 700 ლარი.

) მუსიკალურ გუნდს ან ცეკვის ანსამბლს, რომელმაც საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

გ.ა)  გრან-პრი 1200 ლარი;

გ.ბ) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;

გ.გ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 900 ლარი;

გ.დ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 800 ლარი.

) ინდივიდუალურ (სოლო) შემსრულებელს (სიმღერა, ცეკვა), რომელმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

დ.ა)  გრან-პრი  400 ლარი;

დ.ბ) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი;

დ.გ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი;

დ.დ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 100 ლარი.

) ინდივიდუალურ (სოლო) შემსრულებელს (სიმღერა, ცეკვა), რომელმაც საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება  შემდეგი ოდენობით:

ე.ა)  გრან-პრი 500 ლარი;

ე.ბ) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 400 ლარი;

ე.გ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი;

ე.დ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი.

) ინდივიდუალურ (სოლო) შემსრულებელს (სიმღერა, ცეკვა), რომელმაც საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ვ.ა)  გრან-პრი 600 ლარი;

ვ.ბ) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი;

ვ.გ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 400 ლარი;

ვ.დ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი.


მუხლი 3. მუსიკოს-შემსრულებელთა ფინანსური დახმარება
1. მუსიკოს-შემსრულებლებს, რომლებმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ კონკურსზე დაიკავეს საპრიზო ადგილი, გადაეცეთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) გრან-პრი 400 ლარი;

ბ) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი;

გ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი;

დ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 100 ლარი.

2. მუსიკოს-შემსრულებლებს, რომლებმაც საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე დაიკავეს საპრიზო ადგილი, გადაეცეთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) გრან-პრი 500 ლარი;

ბ) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 400 ლარი;

გ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი;

დ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი.

3. მუსიკოს-შემსრულებლებს, რომლებმაც საქართველოს ფარგლებს გარეთ გამართულ საერთაშორისო კონკურსზე დაიკავეს საპრიზო ადგილი, გადაეცეთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) გრანპრი 600 ლარი;

ბ) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი;

გ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 400 ლარი;

დ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი.

4. მუსიკალური ანსამბლის მიერ საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში პრიზი იყოფა ანსამბლის ყველა წევრზე თანაბრად.


მუხლი 4. ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდების ფინანსური დახმარება
1. ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი, გადაეცეთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 100 ლარი.

2. ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი, გადაეცეთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 400 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი.

3. ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდებს, რომლებმაც საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი, გადაეცეთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 400 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი.


მუხლი 5. ხელოვნებისა და მუსიკის დარგში მოღვაწე პედაგოგების ფინანსური დახმარება
1.პედაგოგს/ქორეოგრაფს, რომლის მოსწავლეც/მოსწავლეებიც გახდება/გახდებიან პრიზიორები, როგორც საქართველოში გამართულ, ასევე საერთაშორისო კონკურსებზე და ფესტივალებზე, გადაეცეთ ფინანსური დახმარება  მონაწილისათვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 80%  ოდენობით.

2. ფინანსური დახმარება გადაეცემათ მხოლოდ იმ პედაგოგებს, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში და რომელთა მიერ მომზადებულმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოსწავლე-ახალგაზრდებმა დაიკავეს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე საერთაშორისო კონკურსებზე და ფესტივალებზე დადგენილებით განსაზღვრული საპრიზო ადგილები.

3. პედაგოგს/ქორეოგრაფს რომლის მოსწავლემაც ერთსა და იმავე ეროვნულ ან საერთაშორისო კონკურსზე დაიკავა ერთზე მეტი საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთი სრული ფინანსური დახმარება და დანარჩენ შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების  20%.


თავი III
პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი

და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 


მუხლი 6. ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია 
1. მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეების, მათი პედაგოგების წახალისების მიზნით ფინანსური დახმარება გაიცემა ერთჯერადად.

2. მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მოსწავლის/პედაგოგის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) ჩემპიონატში, ფესტივალებზე და კონკურსებზე საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მოსწავლის/პედაგოგის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 7. ფინანსური დახმარების გაცემის საგამონაკლისო წესი
მოსწავლე-ახალგაზრდებსა და მათ პედაგოგებზე ფინანსური დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუკი დადგენილებით განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაცემის საფუძველი დადგა მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, ხოლო მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ მიღებულია მომდევნო საბიუჯეტო წელს. ამ შემთხვევაში, ფინანსური დახმარება გაიცემა მომდევნო წლის ბიუჯეტიდან შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში.

მუხლი 8. პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება
1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

2. განათლების, მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეების და მათი პედაგოგების წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.



ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განათლების დარგში  წარმატებული სტუდენტების და ერუდირებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი

 


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ფინანსური დახმარების გაცემის წესი და მიზანი
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განათლების დარგში წარმატებული სტუდენტებისა და ერუდირებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ ახალგაზრდებსა და საქართველოს ეროვნულ ინტელექტ ჩემპიონატ „ეტალონი“-ს გამარჯვებულ მოსწავლეებზე ფინანსური დახმარების გაცემის წესს.

2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების (ბაკალავრი) და ერუდირებული ახალგაზრდების წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით.

3. დაფინანსება ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალგაზრდობის ხელშეწყობა (დახმარება)“-ის (კოდი 05 02 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უნივერსიტეტი – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს.

უნივერსიტეტები:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია;

ა(ა)იპ – საქართველოს აგრარული  უნივერსიტეტი;

სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

შპს – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;

შპს – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი;

შპს – საქართველოს  უნივერსიტეტი;

შპს – კავკასიის უნივერსიტეტი;

ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;

შპს – საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;

შპს – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;

შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტი;

შპს – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;

შპს – ქუთაისის უნივერისტეტი;

შპს – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

ა(ა)იპ – ნიუ ვიჟენ-უნივერსიტეტი;

შპს – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;

სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

შპს –აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;

ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი;

სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

ბ) სასწავლო უნივერსიტეტი: საქართველოს ტერიტორიაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა), კერძოდ:

სასწავლო უნივერსიტეტები:

სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;

სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;

შპს – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;

შპს – სასწავლო უნივერსიტეტი „გეომედი”;

შპს – თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი;

შპს – თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი;

შპს – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი;

ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი;

შპს – გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;

შპს – სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი;

შპს – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ;

შპს – ევროპის უნივერსიტეტი;

შპს – თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი;

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;

სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

შპს – ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი;

შპს – ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი;

შპს – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი;

შპს – აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი;

გ) სტუდენტი – უნივერსიტეტის /სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელსაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლები 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

დ) წარმატებული სტუდენტი – ბაკალავრის სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);

ე) ფულადი ჯილდო – ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტის დაფინანსება სემესტრულად;

ვ) სტიპენდია - ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2022 წელს გამართულ ეროვნული ინტელექტ – ჩემპიონატის „ეტალონი“ გამარჯვებულისათვის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი;

ზ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.


თავი II
ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა

 


მუხლი 3. წარმატებული სტუდენტების  ფინანსური დახმარება
1. ფინანსური დახმარება შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ყველა კრიტერიუმს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლებ 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

დ) განცხადების შემოტანის მომენტისათვის ბოლო განვლილი სემესტრის ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 ქულა;

ე) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

2. ფინანსური დახმარება ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს.

3. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.


მუხლი 4. საქართველოს ეროვნული ინტელექტ – ჩემპიონატის „ეტალონი“ გამარჯვებულის ფინანსური დახმარება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2023 წელს გამართულ ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატის „ეტალონი“ გამარჯვებულ მოსწავლეს მიეცემა ფინანსური დახმარება სტიპენდიის სახით ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით შემდეგი ეტაპის გამარჯვებულის გამოვლენამდე, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა. იმ შემთხვევაში, თუ ბორჯომელი ,,ეტალონი“ მოსწავლე გაიმარჯვებს ფინალურ შეჯიბრში, რომელიც გაიმართება საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულ მოსწავლეებს შორის და დაიკავებს საპრიზო ადგილს, ფინანსური დახმარება გადაეცემა ერთჯერადად  შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი ადგილი 1500 ლარი;

ბ) მეორე ადგილი 1000 ლარი;

გ) მესამე ადგილი 500 ლარი. 


მუხლი 5. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ახალგაზრდების ფინანსური დახმარება 
ფინანსური დახმარება ერთჯერადად გაიცეს ახალგაზრდაზე, რომელმაც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღო სახელმწიფო სასწავლო გრანტი:

ა) 100 % გრანტი – 300 ლარი;

ბ) 70 % გრანტი – 250 ლარი;

გ) 50 % გრანტი – 200 ლარი.


თავი III
პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი

და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 


მუხლი 6. წარმატებული სტუდენტებისათვის ფინანსური დახმარების გასაცემად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. ფინანსური დახმარების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (საგამოცდო ფურცელი);

ვ) სტუდენტის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები.  


მუხლი 7. ფინანსური დახმარების გაცემა
1. ფინანსური დახმარება გაიცემა წარმატებული სტუდენტის მიერ განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე სემესტრულად, სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით.

2. წარმატებულ სტუდენტს ფინანსური დახმარება გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.


მუხლი 8. ბორჯომის „ეტალონი მოსწავლისა“ და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ახალგაზრდების მიერ ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ინტელექტ – ჩემპიონატში „ეტალონი“ გამარჯვებულის/სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ახალგაზრდის პირადობის  დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ინტელექტ – ჩემპიონატში „ეტალონი“ გამარჯვების/სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი;   
დ) ინტელექტ – ჩემპიონატში „ეტალონი“ გამარჯვებულის/სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ახალგაზრდის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 9. ფინანსური დახმარების გაცემის ადმინისტრირება
1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

2. წარმატებული სტუდენტების და ერუდირებული ახალგაზრდების წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, ასევე მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.