ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.139.016488
98
23/12/2022
ვებგვერდი, 23/12/2022
190040000.35.139.016488
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №98

2022 წლის 23დეკემბერი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  99-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 67-ე და 69-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2015  წლის 20 თებერვლის №10 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე  24/02/2015 წელი, სარეგისტრაციო კოდი 1900040000.35.139.016181).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი



ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად შექმნილი სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესს და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებების საერთო მოცულობის 2%-ს. სარეზერვო ფონდს ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი.

3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით სარეზერვო ფონდის გაზრდა.


მუხლი 2. სარეზერვო ფონდის განკარგვის მიზნობრიობა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება:

ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ფარგლებში, კატასტროფისაგან, სტიქიური მოვლენებისაგან (ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი,  ღვარცოფი, წყალდიდობა,  ქარიშხალი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა, სეტყვა, ძლიერი წვიმები, გვალვა და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები) გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და დაზარალებულთა დახმარების ხარჯები;

ბ) გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები; 

გ) საგანგებო და საომარი მოქმედებების დროს შექმნილი საფრთხეებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებების ხარჯები;

დ) გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სხვა სიკეთეს;

ე) სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი ან/და პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან/და გადაუდებელი შემთხვევები;

ვ) ხარჯები ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომელთა გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს ან/და ამ ღონისძიების დაგვიანებით გატარებისაგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევი ხარჯისაგან მოსალოდნელ მატერიალურ სიკეთეს;

ზ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც კანონით აკრძალული არ არის.


მუხლი 3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა
1. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წარდგენილი განცხადება.

2. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას გადაწყვეტილებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის თაობაზე იღებს  ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს - ბრძანებას, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს:

ა) გამოყოფილი თანხის ოდენობა და მიზნობრიობა;

ბ) კონკრეტული მითითება თანხის გადანაწილების თაობაზე, თუ ფინანსდება ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ორი ან/და მეტი მიმართულება;

გ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით.

3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან თანხას გამოყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.

4. თუ მიიჩნევა საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივ აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის საჭირო დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.

5. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 85-ე მუხლის საფუძველზე ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.