დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 34 |
დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.113.016483 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილი იქნას ცვლილებები და დამატებები „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 დეკემბრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2021, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.113.016449), კერძოდ:
- გაიზარდოს სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 5 335 223 ლარით: 1. გაიზარდოს შემოსავლების ნაწილში საგადასახადო შემოსავლები 490 000 ლარით. ა) დამატებული ღირებულების გადასახადი (ორგანიზაციული კოდი 114) – 490 000 ლარით. 2. გაიზარდოს შემოსავლების ნაწილში სხვა შემოსავლები 577 000 ლარით. ა) ჯარიმები, სანქციები, საურავები (ორგანიზაციული კოდი 143) – 577 000 ლარით. 3. ა/წლის 11 ნოემბერს საქართველოს მთავრობის №2055 განკარგულებით შევიდა ცვლილება 2022 წლის 26 იანვრის №131 განკარგულებაში „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, რომლის თანახმად ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 2 665 000 (ორიმილიონ ექვსას სამოცდახუთი ათასი) ლარი. 4. შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 იანვრის №75 განკარგულებაში „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, რომლის თანახმად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსება გაიზარდა 1 603 223 (ორმოცდაჩვიდმეტიათას ას ცამეტი) ლარით. - შესაბამისად გაიზარდოს: 5. საქართველოს მთავრობის №2055 განკარგულებით გამოყოფილი თანხის სტიქიის პრევენცია და შედეგების ლიკვიდაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი – 02 10 – 61.1.1.11) – 2 665 000 ლარით. 6. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 იანვრის #75 განკარგულებაში „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ ცვლილების შესაბამისად გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი - 02 01 02– 61.1.1.5.) – 1 603 223 ლარით. 7. საკუთარი შემოსავლებიდან გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი – 02 01 02– 61.1.1.5.) – 236 000 ლარით. 8. საკუთარი შემოსავლებიდან ა.(ა)ი.პ. სკოლამდელი აღზრდის ცენტრი, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი – 04 01 01– 2.5) – 350 000 ლარით. 9. საკუთარი შემოსავლებიდან კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და ხელშეწყობა , საქონელი და მომსახურება (ორგანიზაციული კოდი – 05 02 01– 2.2.10.14) – 200 000 ლარით. 10. საკუთარი შემოსავლებიდან სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობა, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 05 01 02– 2.5) – 40 000 ლარით. 11. საკუთარი შემოსავლებიდან სპორტული კლუბების ხელშეწყობა, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი – 05 01 03– 2.5) – 133 000 ლარით. 12. მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (ორგანიზაციული კოდი - 06 01 02 – 2.7.) – 50 000 ლარით. 13. გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (ორგანიზაციული კოდი – 06 01 05 – 2.7.) – 38 000 ლარით. 14. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება, სხვა ხარჯები (ორგანიზაციული კოდი - 06 02 08– 2.8.2.1) – 20 000 ლარით. - შემცირდეს: 15. ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება (ორგანიზაციული კოდი – 06 01 04 – 2.7.) – 15 000 ლარით. 16. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (ორგანიზაციული კოდი – 06 02 01 – 2.7.) – 20 000 ლარით. 17. სოციალურად შეჭირვებული ოჯახებში ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარება (ორგანიზაციული კოდი – 06 02 11 – 2.7.) – 25 000 ლარით. - შესაბამისად გაიზარდოს: 18. მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (ორგანიზაციული კოდი – 06 01 02 – 2.7.) – 25 000 ლარით. 19. გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (ორგანიზაციული კოდი – 06 01 05 – 2.7.) – 35 000 ლარით. |
მუხლი 2 |
დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 61260,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 27640,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 30412,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 3207,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 28987,64 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 37204,38 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 37604,38 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 400,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -4931,62 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 32272,76 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 5046,52 ათასი ლარით:
ფინანსური აქტივების კლება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო არნგარიშზე არსებულ თავისუფალ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება შესაბამისი წლის განმავლობაში. ათას ლარში
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 114,9 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვა. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასეხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 517,2 ათას ლარს, ხოლო 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 402,3 ათასი ლარი. |
თავი II
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 02 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 40 750 590 ლარი
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა |
(პროგრამული კოდი 03 00)
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 3 297 800 ლარი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება, კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები და მდინარეზე ნაგვის დამჭერის მოწყობა. დაფინანსდება აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა; ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობითი და გამწვანებითი სამუშაოები. ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, სკვერებში ბალახის გათიბვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მაწანწალა ძაღლების დროებით თავშესაფარში გადაყვანა.
|
მუხლი 15.
განათლება
(პროგრამული კოდი 04 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 7 994 690 ლარი.
საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას. პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ასევე, ზოგადი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და სხვა.
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 5 840 000 ლარი
კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ჩართვა სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების და თეატრის ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა; კულტურის დაწესებულებებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცის მოწყობა; სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში.
|
მუხლი 17.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
(პროგრამული კოდი 06 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 2 079 00 ლარი
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 2022 წლის განმავლობაში მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველი ფენის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისებზე.
|
მუხლი 18.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 07 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 280 000 ლარი
|
დოკუმენტის კომენტარები