ზოგიერთი ტიპის საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტის მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული ნორმების დამტკიცების შესახებ

ზოგიერთი ტიპის საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტის მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული ნორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 283/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/11/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 134, 25/11/2003
სარეგისტრაციო კოდი 470.160.010.11.119.006.186
283/ნ
12/11/2003
სსმ, 134, 25/11/2003
470.160.010.11.119.006.186
ზოგიერთი ტიპის საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტის მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული ნორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.160.010.11.119.006.186

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №283/ნ

2003 წლის 12 ნოემბერი

 ქ. თბილისი

ზოგიერთი ტიპის საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტის მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ

ზოგიერთი ტიპის საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტის დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, განთავსების, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სწორად წარმართვის უზრუნველსაყოფად, მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შრომისუნარიანობაზე საწარმოო გარემო ფაქტორების არახელსაყრელი ზემოქმედების პროფილაქტიკის მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

დამტკიცდეს თანდართული სანიტარიული წესები და ნორმები:

ა) „ჰიგიენური მოთხოვნები ქიმწმენდის საამქროებისადმი”;

ბ) „ჰიგიენური მოთხოვნები საუნებისა და აბანოებისადმი”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

ჰიგიენური მოთხოვნები ქიმწმენდის საამქროებისადმი სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.1.2 003-03

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

წინამდებარე სანიტარიული წესები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს მოთხოვნებს ქიმწმენდის წარმოებისადმი. მათი დაცვა სავალდებულოა ქიმწმენდის ყველა საწარმოსათვის მათი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად.

    მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები

1. წინამდებარე ნორმატიულ დოკუმენტებში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები:

ა) ქიმიური წმენდა – ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანული გამხსნელების გარემოში ნაწარმიდან ჭუჭყის მოშორებას.

ბ) ნაწარმის დახარისხება – ნაწარმის დაყოფა ფერის, ასორტიმენტისა და გაჭუჭყიანების ხარისხის მიხედვით.

გ) ლაქების ამოყვანა – ნაწარმის ლაქების ამოყვანა ქიმიური პრეპარატების მოქმედებით ლაქწარმომქმნელ ნივთიერებებზე.

დ) ნაწარმის გადაწმენდა – ორგანულ გამხსნელებში ნაწარმის გაჭუჭყიანებული ადგილების დამუშავება სპეციალური ქიმიური რეაგენტებით.

ე) რესორბცია – ნაწარმის ბოჭკოვანი მასალის ზედაპირზე დაჭუჭყიანების მეორადი დალექვა ქიმიური წმენდის პროცესში.

ვ) გაჟღენთვა – ნაწარმის დამუშავება სპეციალური ნივთიერებებით განსაზღვრული თვისებების მისანიჭებლად.

ზ) სველ-თბური (ორთქლით) დამუშავება – ნაწარმის დამუშავება უშუალოდ სპეციალური დანადგარებით სითბოს, ტენისა და წნევის გამოყენებით.

თ) შეღებვის მდგრადობა – საფეიქრო მასალების თვისება, შეინარჩუნოს შეღებვა სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ.

ი) ლეიკომეტრირება – ქსოვილის ნიმუშის ზედაპირიდან საინათლის არეკვლის კოეფიციენტის განსაზღვრის პროცესი.

    მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე სანიტარიული წესები განსაზღვრავენ ჰიგიენურ მოთხოვნებს ქიმწმენდის საამქროების განთავსების, აღჭურვის, მოწყობის ექსპლუატაციის, მიკროკლიმატის ოპტიმალური პარამეტრებისა და გარემოზე და მომუშავეთა ჯანმრთელობაზე, ფუნქციონალური მდგომარეობაზე და შრომის უნარიანობაზე საწარმოო გარემო ფაქტორების არახელსაყრელი ზემოქმედების პროფილაქტიკისათვის.

2. აკრძალულია საწარმოო მოწყობილობების და გამწმენდი საშუალებების გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობაზე უსაფრთხოების ჰიგიენური შეფასების გარეშე. ახალ საწარმოო მოწყობილობას და გამოსაყენებელ გამწმენდ საშუალებებს უნდა გააჩნდეს დადგენილი წესით გაცემული ჰიგიენური დასკვნა.

3. წინამდებარე სანიტარიული წესებით დადგენილი მოთხოვნების დაცვის აუცილებლობაზე მითითებები, უნდა იყოს ჩართული ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციაში, რომელიც შრომის უსაფრთხოების რეგლამენტს ექვემდებარება.

    მუხლი 4. ჰიგიენური მოთხოვნები საწარმოო სათავსებისა და ტერიტორიისადმი

1. დაუშვებელია ქიმწმენდის საამქროების განთავსება საცხოვრებელ შენობებში. საცხოვრებელი სახლების სათავსებში დასაშვებია ქიმწმენდის მიმღები პუნქტების განლაგება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამორიცხული იქნება შენობის საცხოვრებელ ნაწილზე უარყოფითი ზეგავლენა.

2. აკრძალულია ტანსაცმლის ქიმწმენდის მიმღები პუნქტების და მოწყობილობების განთავსება მაღაზიებში, რომლებიც კვების პროდუქტების რეალიზაციას ახდენენ.

3. ქიმწმენდის საწარმოს განთავსებისას უნდა იყოს დაცული სანიტარიული დაცვის ზონების დადგენილი მანძილები:

ა) ტანსაცმლის ქიმწმენდის ფაბრიკებისათვის – 100მ (დაუშვებელია მისი განლაგება საცხოვრებელი მიკრორაიონების ფარგლებში);

ბ) მინი ქიმწმენდისათვის, წარმადობით არაუმეტეს 24კგ/სთ – 50მ (დასაშვებია განლაგება საცხოვრებელი მიკრორაიონის საზღვრებში, საზოგადო ცენტრების ზონებში, ადმინისიტრაციულ შენობებში და სასტუმროებში)

4. სათავსების მოცულობით-გეგმური და კონსტრუქციული გადაწყვეტა უნდა უზრუნველყოფდეს ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის ორგანიზაციის შესაძლებლობას, სამუშაოს მექანიზაციას დაკავშირებულს დამხმარე ოპერაციებთან (მიღება, დახარისხება, ნაწარმისა და სახარჯო მასალების ტრანსპორტირება) და უნდა გამორიცხავდეს ჭუჭყიანი და სუფთა ტანსაცმლის ნაკადების გადაკვეთას.

5. ტანსაცმლის ქიმწმენდის საამქროებში (ფაბრიკებში) ძირითადი ტექნოლოგიური ოპერაციების ორგანიზაციისათვის (სახარჯო მასალების დაწყობა, მიღება, ნაწარმის დახარისხება და პარტიების დაკომპლექტება, ლაქების ამოყვანა და გასუფთავება, ნაწარმის დამუშავება ორგანულ გამხსნელებში, გაჟღენთვა, სველი და თბური დამუშავება, საკერავი-სარემონტო სამუშაოები, ხარისხის შემოწმება, დაკვეთის გაცემა და სხვ.) გათვალისწინებული უნდა იყოს ცალკე სათავსები. ქიმწმენდის საწარმოო სათავსების ნაკრების შემადგენლობის ცვლილებები (ერთ სათავსოში რამდენიმე საწარმოო ქვედანაყოფის განთავსება) დასაშვებია იმ პირობით, თუ დაცული იქნება მოქმედი სანიტარიული წესებისა და ნორმების მოთხოვნები.

6. სათავსის ფართი და მოცულობა ერთ მომუშავეზე უნდა იყოს არანაკლებ 4,5მ 2 ფართობისა და არანაკლებ 15მ3 მოცულობისა. სპეციალიზირებული ქიმწმენდების სათავსების შემადგენლობა და ფართი, გაუვნებლობისათვის, სპეც. ტანსაცმლის დეზინფექციისათვის, აგრეთვე ღებვის უბნებისათვის უნდა დადგინდეს პროექტის ტექნოლოგიური ნაწილითა და სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების დაცვის გათვალისწინებით.

7. აღჭურვილობა ისე უნდა განლაგდეს, რომ თავისუფლად შეიძლებოდეს მანქანებისა და აპარატის მექანიზმებთან მიდგომა როგორც მომსახურებისათვის, ისე რემონტისათვის. მათ შორის მინიმალური მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 1მ-ისა.

8. ქიმიური რეაქტივები და ხსნარები უნდა ინახებოდეს ქარხანა-დამამზადებლის ტარაში. ტარა უნდა იყოს ნიშანდებული და მჭიდროდ თავდახურული. სასაწყობო სათავსებში ქიმიურ ნივთიერებები და მასალები უნდა ინახებოდეს თაროებზე რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათთან მიდგომა, ასევე, მოსახერხებელი და უსაფრთხო ტრანსპორტირება.

9. სათავსის კედლები, ჭერი, იატაკი, საწარმოო აღჭურვილობის ზედაპირი უნდა იყოს გლუვი და სწორი, ხვრელების გარეშე, არასრიალა, გაწმენდისა და სველი დასუფთავებისათვის მოსახერხებელი, გააჩნდეს ანტისტატიკური თვისებები და ტექნოლოგიურ პროცესებში გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებს არ უნდა აკავებდეს.

10. საწარმოში უნდა იყოს პირველადი დახმარების აღმოსაჩენად აუცილებელი სამკურნალწამლო საშუალებები.

11. საწარმოს ტერიტორია უნდა იყოს სუფთა, ხოლო მისასვლელი გზები მოასფალტებული. საწარმოო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროებითი დაგროვება უნდა წარმოებდეს სპეციალურად გამოყოფილ მოასფალტებულ მოედანზე, ნაგვის შემგროვებელ კონტეინერებში.

12. ტანსაცმლის ქიმწმენდის საამქროები უნდა იყოს აღჭურვილი პანდუსებით ჭუჭყიანი და სუფთა სპეც. ტანსაცმლის დასატვირთად (გადმოსატვირთად) ავტოტრანსპორტიდან, ასევე მცირე მექანიზაციის საშუალებებით.

    მუხლი 5. ჰიგიენური მოთხოვნები გათბობისა და ვენტილაციისადმი

1. ქიმწმენდის საწარმოო, დამხმარე და საყოფაცხოვრებო სათავსები უნდა აღიჭურვოს გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებით, სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.0405-91 და წინამდებარე სანიტარიული წესების მოთხოვნების შესაბამისად.

2. საწარმოო სათავსებში ჰაერმიმოცვლა უნდა წარმოებდეს გაანგარიშებით ისე, რომ გათვალისწინებული იყოს სითბოს გამოყოფა აღჭურვილობებიდან, მზის რადიაციისაგან, განათების სისტემიდან, ტექნოლოგიური აღჭურვილობიდან (დანართი მე-3).

3. მტვერ და გაზგამომყოფი სათავსებისათვის, სათავსში გამოყოფილი საწარმოო მავნეობების რაოდენობა მიღებულ უნდა იქნეს პროექტის ტექნოლოგიური ნაწილის მონაცემებით ან ტექნოლოგიური პროექტირების ნორმებით. დასაშვებია გაანგარიშება ანალოგიური საწარმოების სათანადო გამოკვლევები საფუძველზე ან ტექნოლოგიური აღჭურვილობების პასპორტში მითითებული სანიტარიულ-ჰიგიენური დახასიათებით.

4. ტექნოლოგიურ აღჭურვილობებს, მანქანებს, რომლებიც წარმოადგენენ მავნე ნივთიერებების გამომყოფ წყაროებს, უნდა ჰქონდეთ ადგილობრივი გამწოვი მოწყობილობების სისტემა.

5. სავენტილაციო მოწყობილობი უნდა განთავსდეს სავენტილაციო კამერებში.

6. ყველა სავენტილაციო სისტემისა და ვენტილაციური მოწყობილობების დაყენების ადგილები უნდა იყოს მოსახერხებელი დათვალიერებისათვის, გასუფთავებისა და რემოტის ჩასატარებლად.

7. ყოველწლიურად უნდა მოხდეს სავენტილაციო დანადგარების დასუფთავების, მომსახურებისა და გამოცდის გრაფიკის შედგენა და დამტკიცება.

8. საწარმოო სათავსების ფანჯრებში არსებული სავენტილაციო მოწყობილობისაგან დამოუკიდებლად, ბუნებრივი განიავების მიზნით გათვალისწინებული უნდა იყოს გასაღები ფრამუგები ან სარკმელი. ფრამუგების ფანჯრის საგდულების გაღებისათვის უნდა იყოს იატაკიდან სამართავი მოსახერხებელი მოწყობილობები.

9. საწარმოებს უნდა გააჩნდეს ტექნიკური დოკუმენტაცია (პასპორტი) სავენტილაციო სისტემისათვის (დანადგარების აღწერითა და ექსპლუატაციის ხერხების აღნიშვნით).

10. ტანსაცმლის ქიმწმენდის საწარმოებში გათვალისწინებული უნდა იყოს გამწოვი ვენტილაციის ავარიული სისტემა.

11. ლაქის ამომყვან უბანზე უნდა იყოს მოწყობილი საერთო ცვლადი შემწოვ-გამწოვი და ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია მექანიკური ჩამრთველით. ადგილობრივი გამწოვი მოწყობილობა უნდა დამაგრდეს სამუშაო ადგილზე გამაძლიერებელით, მექანიკური გამწმენდით, უშუალო ლაქამომყვანით ნაპრალოვანი ამომწოვის სახით სამუშაო მაგიდიდან და უშუალოდ ქვედა ზონიდან (პერფორირებული მაგიდის ტიპის). დაუშვებელია მუშაობის ჩატარება გამაძლიერებლების გამოყენებით (ხსნარის ჩამოსხმა, მომზადება, ჩალბობა, გადაწმენდა) ადგილობრივი გამწოვი დანადგარების გარეშე.

12. ტანსაცმლის გაუცხიმოვნების უბანზე თუ არსებობს მანქანები, რომელთაც არ გააჩნიათ ჩაშენებული ამომწოვები და ნარჩენების მოსაშორებელი ავტომატური მოწყობილობები, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მანქანების ლიუკებზე ადგილობრივი საშხაპე სასტემა და მათი ბლოკირება ლუკების გამღებ სასტემასთან. ადგილობრივი გამწოვი მოწყობილობა უნდა დაამაგრონ იატაკზე უშუალოდ ლუკის ქვეშ პერქლორეთილენის მოსაშორებლად. ადგილობრივი გამწოვი სისტემები უნდა მოაწყონ ასევე მანქანების უკანა კედელზე, მათი მუშაობის პროცესში აგრეთვე მისი გასუფთავებისას, პერქლორეთილენის ორთქლის მოსაცილებლად.

13. მავნე ნივთირების შემცველობა სამუშაო ზონის ჰაერში არ უნდა აღემატებოდეს ზდკ-ს და უსაფრთხო ზემოქმედების საორიენტაციო დონეს (უზსდ) მოქმედი ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად.

14. სამუშაო ადგილზე მიკროკლიმატური პირობები წელიწადის ცივ და თბილ პერიოდებში უნდა შეესაბამებოდეს „საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №256/ნ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს.

15. ვენტილაციის შემწოვი სისტემების ჰაერმიმღები მოწყობილობა უნდა განლაგდეს უმცირესი დაბინძურების ზონაში („სუფთა ზონა”).

    მუხლი 6. ჰიგიენური მოთხოვნები წყალმომარაგებისა და კანალიზაციისადმი

1. ქიმწმენდის საამქროები ჩართული უნდა იყოს ცენტრალურ წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემაში.

2. აკრძალულია ქალაქის საკანალიზაციო ქსელში ნივთიერებების ჩაშვება წინასწარი ნეიტრალიზაციის გარეშე.

3. ქიმწმენდის დროს გამოყენებული გამხსნელი, ასევე გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები (მათ შორის ლამი) უნდა შეგროვდეს ჰერმეტულად დახურულ ტარაში დადგენილი წესით უტილიზაციის მიზნით.

    მუხლი 7. ჰიგიენური მოთხოვნები საწარმოო სათავსებისა და სამუშაო ადგილების განათებისადმი

1. საწარმოო სათავსებში გათვალსიწინებულ უნდა იქნეს ბუნებრივი და ხელოვნური განათება. არსებულ მინი-ქიმწმენდებში, რომლებიც განლაგებულია სასტუმროებსა და საზოგადო-სავაჭრო ცენტრებში, უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური ღონისძიებები, ბუნებრივი განათების ბიოლოგიური მოქმედების მოთხოვნების შესაბამისად (დანართი მე-4).

2. ტანსაცმლის ქიმწმენდის უბანზე განათებულობის მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ მოთხოვნებს.

3. ცალკეულ საწარმოო სათავსში ხელოვნური განათების დონე უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ში მოცემულ მოთხოვნებ.

4. საერთო და ადგილობრივ სანათებში სინათლის წყაროს სახით აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს აირგანმუხტვადი ლამფები.

5. ლაქამომყვან და ტანსაცმლის სუფთად დახარისხების უბანზე, მიმღებ და გამცემ პუნქტებში უნდა იყოს კომბინირებული განათების სისტემა. ფერთა განსხვავების გასაუმჯობესებლად.

6. გათვალისწინებული უნდა იყოს ეფექტური საშუალებები, რათა შეიძლებოდეს სანათთან მიღწევა, გასუფთავება, რემონტი და შეცვლა. ნათურების შეცვლისას ჩატარებული სამუშაოები უნდა ჩაიწეროს შესაბამის ჟურნალში.

7. სანთების გასუფთავება უნდა ხდებოდეს წელიწადში არანაკლებ ორჯერ.

8. ნაწარმის ქიმიური წმენდის სათავსებში გათვალისწინებული უნდა იყოს ავარიული განათების სისტემა.

9. საწარმოებში უნდა ხდებოდეს მწყობრიდან გამოსული ლუმინესცენტური ნათურების შეკრება და შენახვა. ლუმინესცენტური ნათურების უტილიზაცია უნდა ჩატარდეს სპეციალიზებული ორგანოების მიერ.

    მუხლი 8. ჰიგიენური მოთხოვნები ხმაურისა და ვიბრაციისადმი

1. სამუშაო ადგილებზე ხმაურისა და ვიბრაციის დონის ნორმატიული მნიშვნელობა უნდა განისაზღვროს მომუშავეთა ძირითადი საქმიანობის (თუ რა სახის სამუშაოს ეწევიან) მიხედვით და არ უნდა აჭარბებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დადგენილ მაჩვენებლებს.

2. ყველა მოწყობილობამ და კონსტრუქციამ, რომლებიც გამოიყენება საწარმოო და დამხმარე სათავსებში ხმაურისა და ვიბრაციის შემცირების მიზნით, არ უნდა დაარღვიოს სამუშაო ადგილების, გასავლების და გასასვლელების ჰაერცვლა და განათება.

    მუხლი 9. ინსტრუმენტული კონტროლის ჩატარება და ორგანიზაცია

1. სამუშაოს მიმცემმა სამუშაო ადგილზე უნდა ჩაატაროს მავნე საწამოო ფაქტორების პარამეტრების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კონტროლი.

2. სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობაზე კონტროლის პერიოდულობა უნდა დადგინდეს მავნე ნივთიერებების საშიშროების კლასთან დამოკიდებულებით და უნდა შეადგენდეს:

ა) საშიშროების I კლასის მქონე ნივთიერებისათვის არაიშვიათად 10 დღეში ერთხელ;

ბ) საშიშროების II კლასის მქონე ნივთიერებისათვის არანაკლებ თვეში ერთხელ;

გ) საშიშროების III და IV კლასის მქონე ნივთიერებებისათვის არანაკლებ კვარტალში ერთხელ.

3. კონკრეტული შრომის პირობებისა და საჰაერო არის მდგომარეობის დამოკიდებულებით კონტროლის პერიოდულობა შეიძლება იყოს შეცვლილი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედვლობის ორგანოებთან შეთანხმებით.

4. საწარმოში ფიზიკური ფაქტორების პარამეტრების (ხმაური, ვიბრაცია, სამუშაო ადგილის განათება, გახურებული ზედაპირების ტემპერტურა, ინფრაწითელი გამოსხივება) პერიოდული კონტროლი უნდა ჩატარდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

5. სამუშაო ადგილებზე მიკროკლიმატის პირობების პარამეტრების პერიოდული კონტროლი უნდა ჩატარდეს წელიწადში 2-ჯერ (წლის ცივ და თბილ პერიოდებში). შრომის კონკრეტული პირობების და პარამეტრების მნიშვნელობისაგან დამოკიდებულებით, კონტროლის პერიოდულობის შეცვლა დასაშვების მხოლოდ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურებთან შეთანხმებით.

6. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური კონტროლის ჩასატარებლად გამოყენებულ უნდა იქნეს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტები..

7. ტანსაცმლის ქიმწმენდის საწარმოების ექსპლუატაციაში მიღება უნდა მოხდეს კონტროლის ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური მეთოდების აუცილებელი გამოყენებით.

    მუხლი 10. მოთხოვნები ქიმიურად გაწმენდილი ნაწარმის კონტროლისადმი

1. დაუშვებელია სკოლამდელი ასაკის ბავშვების ტანსაცმლისა და რბილი სათამაშოების ორგანული გამხსნელითა და სპეციალური ქიმიური პრეპარატებით დამუშავება.

2. ქიმიური პრეპარატები: გამხსნელები, გამაძლიერებლები, ლაქგამომყვანები, ანტისტატიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ქიმიური წმენდისას, მათ შორის, სპეციალურად ბავშვთა ტანსაცმლის დასამუშავებლად, რეგისტირებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ქიმიური წმენდის შემდეგ ნაწარმს არ უნდა ჰქონდეს ლაქები, გამხსნელებისა და ლაქგამომყვანი პრეპარატების სუნი, უცხო ბოჭკოები, ბუმბული, მტვერი.

4. დაუშვებელია ქიმიურად გაწმენდილი და გაუწმენდავი ნაწარმის ერთად შენახვა.

5.ქიმიური წმენდის შემდეგ ნაწარმი უნდა ინახებოდეს სპეციალურად მოწყობილ სათავსებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ნაწარმის დაცვას;

6. სამკერვალო და ბეწვის ნაწარმის ფორმისა და კონსტრუქციის შესანარჩუნებლად, ნაწარმი უნდა ინახებოდეს მოძრავ საკიდებზე.

7. ტრიკოტაჟისა და საფეიქრო-საგალანტერიო სხვა ნაწარმი, ხალიჩებისა და ფრთა-ბუმბულის ნაწარმი და რბილი სათამაშოები უნდა ინახებოდეს პერფორირებულ თაროებზე.

8. მომხმარებელზე გაცემისას ნაწარმი უნდა შეიფუთოს.

9. სუფთა ტანსაცმლის შესანახი ზონა უნდა იყოს აღჭურვილი საერთო მიმოცვლის შემწოვ-გამწოვი ვენტილაციის მექნიკური აღმძრავით, შეწოვილი ჰაერის მიწოდებით ზემოდან და ჰაერის გასვლით ქვედა ზონიდან, რაც უზრუნველყოფს ტანსაცმლის განიავებას. დასაშვებია ჰაერცვლის აღწერილი პროცესი არ იქნას გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ გამწმენდი ნივთიერებების შედგენილობა ტანსაცმლის შიდა არეში ქიმწმენდის შემდეგ არ აღემატება საშუალო დღე-ღამურ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას დასახლებული ადგილების ჰაერში, რაც დამოწმებული უნდა იყოს საწარმოო ლაბორატორიის კონტროლით.

10. ქიმიური წმენდის შემდეგ ნაწარმში მავნე ნივთიერებების ნარჩენების კონტროლი უნდა ჩატარდეს ჰაერის სინჯის აღებით ტანსაცმლის ქვეშ არსებული სივრციდან, სუფთა სათავსში (ან ტანსაცმლის მიმღებ-გამცემ სათავსში) ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების განსაზღვრისათვის არსებული მოქმედი მეთოდის შესაბამისად.

11. ტანსაცმლის შიგა სივრცეში ტეტრა-ტრიქლორ-ეთილენის ნარჩენი რაოდენობის შედეგების ნორმირება უნდა განხორციელდეს ატმოსფერული ჰაერისათვის დადგენილი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების მიხედვით.

    მუხლი 11. მოთხოვნები სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისადმი

1. მომუშავეები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსებით.

2. ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო სათავსები ყოველდღე უნდა დალაგდეს სველი წესით და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.

3. სამუშაოს მომცემი ვალდებულია უზრუნველყოს მომუშავენი აუცილებელი და ეფექტური ინდივიდუალრი დაცვის საშუალებებით, მათ შორის ხელის კანის დამცავი კრემით, საწარმოო ფაქტორების არასასურველი ზემოქმედებისაგან – სპეცტანსაცმლით - ტიპური დარგობრივი ნორმების შესაბამისად, ასევე პირადი ჰიგიენის ინდივიდუალური საშუალებების (ტუალეტის საპონი, პირსახოცი) საკმაო რაოდენობით.

4. საწარმოო და სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსებში უნდა იყოს გათვალისწინებული სათავსები დასასუფთავებელი ინვენტარის შესანახად. სათავსების დასალაგებლად უნდა გამოიყენებოდეს მცირე მექანიზაციის საშუალებები.

    მუხლი 12. სამედიცინო შემოწმება

1. სამსახურის დაწყებისას მომუშავეებმა უნდა გაიარონ წინასწარი და პერიოდული სამედიცინო დათვალიერება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

2. ქალები ორსულობის დადგენის დროიდან და ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში არ დაიშვებიან ქიმწმენდის ნებისმიერი სახის სამუშაოზე.

დანართი 1.

საწარმოო სათავსების ხელოვნური განათების დონეები

უბნის დასახელება

მხედველობითი სამუშაო თანრიგი და ქვეთანრიგი

კომბინირებული განათება ლუქსი

საერთო განათება

ლუქსი

ტანსაცმლის მიღება, დახარისხება და მარკირება

4/ბ

500

200

ჩატვირთვა და ამოტვირთვა

4/ბ

---

200

ლაქის ამოყვანა

3/ბ

1000

300

ლაქის მოცილების მაგიდა

3/ბ

1000

300

ნაწარმის (მანეკენები, საუთაო პრესი) სველ-თბური დამუშავება

4/ა

---

300

ხარისხის შემოწმება

3/ბ

1000

300

ტანსაცმლის დაკომპლექტება

4/ბ

---

200

ტანსაცმლის გაცემა

4/ბ

500

200

 

დანართი 2.

მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) სამუშაო ზონის ჰაერსა და ატმოსფერულ ჰაერში

ნივთიერების დასახელება

სამუშაო ზონის ჰაერი

ატმოსფერული ჰაერი

ზდკ

მგ/მ3

უპირატესი აგრეგატული მდგომარეობა

საშიშროების კლასი

ზდკ

მგ/მ3

საშიშროების კლასი

ტეტრაქლორე-თილენი

10

3

0,5/0,06

2

propan 2-OH

200

4

0,35/-

4

ციკლოჰექსანი

10

3

0,04/-

3

propan 2- OЛ

10

3

0,6/-

3

ბენზილკარბი-ნოლი

5

3

0,16-

3

ეთან 1,2-დიოლი

5

ო+ა

3

1,0(უზსდ)

 

 

უაიტ-სპირიტი

300

4

1,0(უზსდ)

 

 

1.1.2 – ტრიფტორ-1.22-ტრიქლორეთანი

5000

4

8,0(უზსდ)

 

 

ო – ორთქლი და/ან აირები

ა – აეროზოლი

ა+ო – აეროზოლისა და ორთქლის ნარევი

უზსდ – უსაფრთხო ზემოქმედების საორიენტაციო დონე.

 

დანართი 3.

ტემპერატურული პირობები და პრინციპები ჰაერცვლის განსახორციელებლად სხვადასხვა საამქროებისათვის

სათავსის დასახელება

T0 ცივ და გარდამავალ პერიოდებში

ჰაერცვლის ჯერადობა

შეწოვა/გაწოვა

ჰაერცვლის განხორციელების პრინციპი

შენიშვნა

1.ქიმწმენდის მანქანებში ნაწარმის დამუშავების უბანი

16

ანგარიშებით მაგრამ არა- ნაკლები

13/15

75% ჰაერის გაწოვა ქვედა ზონიდან, უშუ­ალო სიახლოვეს ქიმ­წმე­ნდის მანქანიდან, 25%-ზე­და ზონიდან მან­­ქანების თავზე. შე­წო­ვა ხორციელდება ჰაე­­რის დინების მიმარ­თვით სამუშაო ზონაში

ჰაერგამანაწილებ-ელების გამო­თ­ვლა წარმოებს ჰაერ­მოძრაობის უზ­რუნ­­ველყოფის პი­რობით არა უმ­ეტეს 0,5მ/წმ

2.წყლიან ხსნ­ა­რებში და­მუ­შა­ვების უბანი სამღებრო გან­ყოფილება

15

“-------“

10/13

გაწოვა ადგილობრივი გამწოვებით და ზედა ზონიდან შეწოვა ჰაერ­ის დინების მიმართვით სა­მუშაო ზონაში

“-------“

3.საშრობი განყოფილება

15

“-------“

6/5

ტექნოლოგიური გაწო­ვა საშრობიდან და ზედა ზონიდან. შეწოვა ჰაე­რის დინების მიმარ-თუ­ლებით სამუშაო ზო­ნაში

“––––”

4.საუთაო განყოფილება

15

“–––––”

6/5

საერთო-მიმოცვლის ვენ­ტი­ლაცია ამ მოწ­ყობი-ლობების ზედა ზო­ნი­დან ჰაერცვლის გამოთ­ვლა

“––––”

მოწყობილობებიდან სითბოსა და ტენის სრული შთანთქმით შეწოვა სამუშაო ზონაში

5.ტანსაცმლის სარემონტო განყოფილება

16

ანგარიშით

მოდინება და გაწოვა ზედა ზონაში

“––––”

6.პირველადი დახარისხების ქიმწმენდის ექსპედიციის განყოფილება

16

ანგარიშით

“–––––”

“–––––”

7.სუფთად დახარისხების განყოფილება

16

“––––”

4/5

გაწოვა: 750-ის ქვედა ზონიდან ნივთ­ებთან უშუალო სიახლოვეში და 25% ზედა ზონიდან

სიჩქარე არა უმეტეს 0,5მ/წმ

 

დანართი 4.

ღონისძიებები ბუნებრივი განათების ბიოლოგიური მოქმედების უკმარისობის პროფილაქტიკისათვის

1. ხანგრძლივი მოქმედების ულტრაიისფერი დამსხივებელი დანადგარების (გამანათებელ მოწყობილობასთან შეთავსებული) ან მოკლედროით მოქმედების დამსხივებელი დანადგარების (ფოტარია) გამოყენება შეთანხმებული უნდა იქნეს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან და უნდა განთავსდეს მოქმედი სანიტარიული წესებისა და ნორმების შესაბამისად.

2. გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი სინათლის აირგანმუხტვადი წყარო, რომლის სპექტრალური შემადგენლობა მიახლოვებული იქნება ბუნებრივი განათების სპექტრთან.

3. გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური არქიტექტურული ხერხები ბუნებრივი განათების იმიტირებისათივს (ვიტრაჟები, ცრუ ფანჯრები და სხვ).

4. არასაკმარისი ბუნებრივი განათების სათავსებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შეთავსებული განათება, როდესაც არასაკმარისი ბუნებრივი განათების ნორმებს ემატება ხელოვნური (ე.ი ხელოვნური განათება ფუნქციონირებს დღის პერიოდში).

5. სათავსების ან ადგილების ბუნებრივი განათებით ორგანიზების შეუძლებლობის დროს, საერთო ცვლის ხანგრძლივობიდან სამუშაო დროს უნდა შემცირდეს 50%-ით და მომუშავეს უნდა დაევალოს სხვა სამუშაოს შესრულება ბუნებრივად განათებულ სათავსში.

 

 

 

ჰიგიენური მოთხოვნები საუნებისა და აბანოებისადმი

სანიტარიული წესები და ნორმები

სანწდან 2.1.2.002-03

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები შემუშავებულია საქართველოს კანონის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საფუძველზე.

2. წინამდებარე სანიტარიული წესებისა და ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური.

    მუხლი 2. ზოგადი დებულებები

1. აბანოსა და საუნას მოწყობა, აღჭურვა და ექსპლოატაცია მათი საკუთრების ფორმისადმი დაქვემდებარების მიუხედავად უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე სანიტარიული წესებისა და ნორმების მოთხოვნებს.

2. აბანოებისა და საუნების განთავსების, აგრეთვე მოწყობისა და აღჭურვის მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს სნდაწ-ებში 11-80-75მ – „პროექტირების ნორმები; მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებები” და 2.08.02.89მ „საზოგადოებრივი შენობები და აღჭურვილობები” მოცემულ მოთხოვნებს.

    მუხლი 3. ჰიგიენური მოთხოვნები აბანოებისა და საუნების განთავსებისადმი

1. ძირითადად არსებობს შემდეგი ტიპის აბანოები:

ა) რუსული ტიპის, გასასაპნითა და დასაბანი საშხაპით და საორთქლით;

ბ) კომბინირებული ტიპის, საშხაპეებითა და საორთქლით;

გ) აბანოები, რომლებიც შედგება მხოლოდ ინდივიდუალური ნომრებისგან;

დ) საუნა – მშრალი, ცხელი ჰაერით, რომლისთვისაც დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურის მიწოდება სპეციალური გაყვანილობით და, შესაბამისად, ჰაერის მშრალად გათბობა.

2. 50 და მეტ- ადგილიან აბანოებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალებისა და მამაკაცების ცალ-ცალკე განყოფილებები. უფრო ნაკლები წარმადობის აბანოებში შეიძლება დაპროექტების დროს არ იქნეს გათვალისწინებული ცალ-ცალკე განყოფილებები.

3. ქალთა განყოფილებაში სასურველია გათვალისწინებულ იქნეს მთელი ფართობის 10%-ით მეტი ბავშვებისთვის.

    მუხლი 4. ჰიგიენური მოთხოვნები აბანოებისა და საუნების დაგეგმარებისადმი და დამხმარე სათავსებისადმი

1. აბანოები უნდა განთავსდეს ცალკე, სპეციალურად აშენებულ შენობებში.

2. აბაონების ძირითადი სტრუქტურული და ფუნქციონალური ერთეულია განყოფილება, რომელიც შედგება ოთხი ერთმანეთთან დაკავშირებული სათავსისგან – მოსაცდელ-მოსასვენებელი, გასახდელი, გასასაპნ-დასაბანი და საორთქლო.

3. ტევადობა ანუ ადგილების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს გასახდელში ადგილების რაოდენობას.

4. უმნიშვნელოვანესი ჰიგიენური მოთხოვნაა აბანოთი მოსარგებლეთა ახლო კონტაქტის თავიდან აცილება, რის გამოც სხვადასხვა სათავსისთვის თითოეულ მობანავეზე დადგენილია ფართობის მინიმალური ნორმები (მ 2 ) (ცხრილი 1).

5. დასაჯდომი ადგილების ზომები გასახდელში უნდა იყოს 0,9მ სიგრძისა და 0,5მ სიგანის, გასასაპნ-დასაბანში – 1,0მ სიგრძისა და 0,5მ სიგანის: ინვალიდებისთვის – 0,5/1,8მ. გასასვლელების სიგანე გასახდელში უნდა იყოს 1,5მ (მთავარი გასასვლელი) და 1,2მ (გასასვლელი ადგილებს შორის), ხოლო გასასაპნ-დასაბანში კი – 2,0მ (მთავარი გასასვლელი) და 1,2მ (გასასვლელი ადგილებს შორის).

6. აბანოს შიდა დაგეგმარება უნდა უზრუნველყოფდეს მოსარგებლეთა გადაადგილებას შემდეგი თანმიმდევრობით: შესასვლელი, ვესტიბიული, სალარო, გარდერობი, მოსაცდელ-დასასვენებელი, გასახდელი, გასასაპნ-დასაბანი (ან საშხაპე), საორთქლე.

7. შესასვლელები მამაკაცებისა და ქალების განყოფილებებში 100 და მეტ ადგილიან აბანოებში უნდა იყოს ცალ-ცალკე.

8. აბანოებში სასურველია არსებობდეს საპარიკმახეროები (მამაკაცის, ქალის) მოწყობილი მოქმედი ჰიგიენური მოთხოვნების მიხედვით (მანიკურისა და პედიკიურის მომსახურება).

9. საპარიკმახეროში შესასვლელი უნდა იყოს მოსაცდელ-მოსასვენებელი სათავსიდან.

10. თუ აბანოს აქვს საბავშვო განყოფილება, ის უმჯობესია განთავსდეს I სართულზე, არა უმეტეს 30 ადგილით.

11. თითო საბავშვო ადგილზე სათავსის ფართობი უნდა გაანგარიშდეს შემდეგნაირად: გარდერობ-მოსაცდელი – 1,0მ 2 , გასახდელი – 3,0მ 2 , გასასაპნ-დასაბანი – 3,5მ 2 , საჭყუმპალაო აუზი – 1,0მ 2 (დასაშვებია 10მ 2 ფართობისა და 0,25მ სიღრმის), საბავშვო ოთახი – 1,0მ 2 , დასაჯდომი სკამის სიგრძე – 1,5მ.

12. აბანოს უნდა ჰქონდეს დამხმარე სათავსები პერსონალისა და საწყობისთვის.

13.აბანოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საწყობი თეთრეულისთვის, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებებისა და დასალაგებელი ინვენტარისთვის.

14. აბანოს ადმინისტრაციული ნაწილის ფართობი უნდა გაანგარიშდეს 3,5მ 2 ერთ მომუშავეზე, მაგრამ უნდა იყოს არანაკლებ 6მ 2 .

15. მომსახურე პერსონალისთვის ფართობი უნდა იყოს – სულზე 0,8-1მ 2 ცვლაში, მაგრამ არანაკლებ 4 მ 2 , მომსახურე პერსონალის პირადი ნივთების შესანახი შეიძლება განთავსდეს გასახდელში.

16. სასურველია აბანოს ვესტიბიულში არსებობდეს ექიმის კაბინეტი, საყოფაცხოვრებო მომსახურების სახელოსნო (საუთაო, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაკეთებელი), აგრეთვე ჯიხურები, სადაც გაიყიდება სატუალეტო მოხმარების საგნები (სუნამოები, პირსახოცები, ღრუბლები, საპნები და სხვა), გათავალისწინებულ უნდა იქნეს ფართობი სასაუზმისთვის.

    მუხლი 5. ჰიგიენური მოთხოვნები აბანოებისა და საუნების სანიტარიულ-ტექნიკური აღჭურვილობისადმი

1. აბანოს შენობაში არ დაიშვება დეკორატიული გაფორმებები, კარნიზები, ჩაღრმავებული და გამოწეული ადგილები.

2. აბანოს მთელ შენობაში უნდა იყოს ბუნებრივი განათება (განათების კოეფიციენტი არანაკლებ 1/10). ფანჯრები უნდა იყოს გაუმჭირვალი, ჰორიზონტალური ტიპის და განთავსებული 1,5-2მ-ის სიმაღლეზე. მოსაცდელ, გასასაპნ-დასაბან, სამასაჟო და საშხაპე სათავსებში დაიშვება მეორადი განათება. საორთქლე, დახურული აბაზანებისა და საშხაპე კაბინების, აგრეთვე საუნების სათავსებში შეიძლება არ იქნეს გათვალისწინებული ბუნებრივი განათება. სათავსების ჭერის სიმაღლე უნდა მერყეობდეს 3-3,5მ-ის ფარგლებში, აბანოს წარმადობასთან დამოკიდებულებით. შენობის შიდა გაწყობა, აღჭურვილობა და ავეჯით მოწყობა უნდა იყოს განპირობებული დანიშნულების მიხედვით.

3. ვესტიბიულში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს +180C. იგი დაცულ უნდა იქნეს კარების გაღებისას ცივი ჰაერის ნაკადის შემოსვლისგან (ცხრილი 1).

4. მოსაცდელ-დასასვენებელი ოთახები უნდა მოეწყოს მყუდროდ და მოხერხებულად, განცალკევებული სკამებით. დივნები და საერთო სკამები არ დაიშვება.

5გასახდელები უნდა აღიჭურვოს სკამებით, რომლებიც უკეთესი განათების მიზნით ფანჯრების პერპენდიკულარულად განთავსდება. სკამები ძირითადად ხისგან მზადდება. დასაშვებია ნახევრად რბილი მუშამბა ან დერმატინგადაკრული დივნები.

6. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სუფთა თეთრეულის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის განცალკევებულად მოთავსება. შეიძლება მოეწყოს ტანსაცმლის შესანახი კარადებიც, თუმცა ღია წესით ტანსაცმლის შენახვა უფრო ჰიგიენურია, ან კარადას შეიძლება ჰქონდეს ცალ-ცალკე განყოფილებები სუფთა და ნახმარი ტანსაცმლისთვის.

7. გასახდელებში უნდა მოეწყოს პირსაბანები და ფეხსაბანები სადეზინფექციო ხსნარით 1-25 ადგილზე.

8. გასახდელთან შეიძლება მოეწყოს სამასაჟო, აღჭურვილი მაგიდით, კარადითა და ნიჟარით.

9. გასახდელში იატაკი უნდა დაიფაროს ფილებით ან მარმარილოთი და დაიგოს რეზინის საბილიკე.

10. გასახდელში კედლები უნდა შეიღებოს ზეთიანი საღებვით ან დაიფაროს ფილებით არანაკლებ 2,5 მ-ის სიმაღლეზე.

11. ჰაერის ტემპერატურა გასახდელში უნდა იყოს +23 - +260C, შეფარდებითი – ტენიანობა კი 60%-მდე (ცხრილი 1).

12. გასასაპნ-დასაბანი სათავსიდან ორთქლის გამოსვლის თავიდან აცილების მიზნით გასახდელი უნდა გამოყოფილ იქნეს რაბით, რომელშიც მიზანშეწონილია მოეწყოს საპირფარეშო, სადაც ადვილად შეიძლება მოხვედრა როგორც გასახდელიდან, ასევე გასასაპნ-დასაბანიდან.

13. გასასაპნ-დასაბანში დასაჯდომები უნდა განცალკევდეს ერთმანეთისგან, უფრო მიზანშეწონილია ცალ-ცალკე სკამების მოთავსება. ისინი დაფარულ უნდა იქნეს ფილებით, მარმარილოთი, პლასტმასით, ბეტონით (მოზაიკური ბეტონით) ან სხვა ცხელი წყლისადმი მდგრადი მასალით. ხის სკამები ამ შემთხვევაში არ დაიშვება.

14. გასასაპნ-დასაბანში იატაკი უნდა დაიფაროს წყალგაუმტარი და თბოგაუმტარი მასალით. ის უნდა იყოს გლუვი, დამრეცი და უნდა ჰქონდეს წყლის გასასვლელი ხვრელები.

15. გასასაპნ-დასაბანში კედლები უნდა იყოს მოპირკეთებული წყალგაუმტარი მასალით, ან მომინანქრებული ფილებით.

16. გასასაპნ-დასაბანი უნდა იყოს აღჭურვილი წყალგამყოფი სვეტებითა (6-8 ადგილზე 1 სვეტი) და შხაპებით (12 ადგილზე 1 შხაპი).

17. გასასაპნ-დასაბანის საშხაპეებს სასურველია ჰქონდეთ კაბინები ფართობით 1,1/1,1მ, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილი იქნება 2მ-ის სიმაღლის, იატაკიდან 0,2მ-ით დაშორებული ზღუდით. კაბინებში უნდა იყოს კედლის სკამები, სახელურები, კედლის სასაპნეები და ღრუბლის ჩამოსაკიდები.

18. გასასაპნ-დასაბანში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს +27 - +290C, შეფარდებითი ტენიანობა კი არა უმეტეს 75%.

19. საორთქლე სათავსი უნდა ებმოდეს გასასაპნ-დასაბანს. მას უნდა ჰქონდეს იატაკი და კედლები დამზადებული ტენგამძლე ხის მასალისგან.

20. საორთქლის განსაკუთრებულ აღჭურვილობას წარმოადგენს ღუმელი-ქვა და საფეხურებიანი თაროები (დამზადებული ტენგამძლე ხის მასალისგან). ქვის დასველების შემდეგ ორთქლი არ წარმოქმნის ბურუსს 3000C ტემპერატურამდე. ქვის ღუმელის გასახურებელი ნაწილი უნდა განთავსდეს მეზობელ სათავსში. თარო ჭერიდან 1,5 მ-ით უნდა იყოს დაშორებული.

21. საორთქლეში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს ზოგადად +450C, იატაკთან +370C, 1,5-მ-ის სიმაღლეზე – +420C, 2,7მ-ის სიმაღლეზე – +480C, ჭერთან კი – 510C.

22. გასახურებლად სპეციალურად უნდა შეირჩეს ისეთი მასალის ქვა, რომელიც თბოგამძლეა და წყლის შესხურებისას არ დაირღვევა (ტრავმის თავიდან აცილების მიზნით).

23. საუნების დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს ორთქლის ნაცვლად გახურებული მშრალი ჰაერის წარმოქმნა შენობაში ცხელი წყლით ან წყლის ორთქლით ავსებული სპეციალური არხების ან მილების საშუალებით, რომლებიც განთავსებულია იატაკის ქვეშ. ჰაერის ტემპერატურა თბილი რეჟიმის დროს უნდა იყოს +40 - 500C, ცხელი რეჟიმის დროს – +50 - +600C, ხოლო ძალიან ცხელი რეჟიმისას კი – +600C - +700C. იატაკი და კედლები უნდა დაიფაროს თბო და წყალგამძლე ხის მასალით. „მშრალი“ რეჟიმის აბანოების შენობები უნდა იყოს აღჭურვილი ურნებითა და საფურთხებლებით.

24. საუნის განთავსება დაიშვება ცოკოლის სართულზე.

25. არ დაიშვება ჩაშენებელი საუნების მოწყობა სარდაფებში, ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკების საძინებელ კორპუსებში, სკოლა-ინტერნატებში, სკოლამდელ დაწესებულებებში, სტაციონარულ საავადმყოფოებში და იმ დაწესებულებებში, სადაც იმყოფება 100-ზე მეტი ადამიანი.

26. ჩაშენებული საუნების მოწყობისას აუცილებელია დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) საორთქლის ტევადობა უნდა იყოს არა უმეტეს 10 ადგილისა;

ბ) საუნას უნდა ჰქონდეს საკუთარი საევაკუაციო გასასვლელი;

გ) საუნას უნდა ჰქონდეს ქარხნული წარმოების ღუმელი, ავტომატური დაცვით და გამორთვით სრულ გაცივებამდე;

დ) მშრალი ჰაერის გამტარი პერფორირებული მილები უნდა უკავშირდებოდეს შიდა წყალსადენს;

ე) სათავსი უნდა იყოს მოპირკეთებული ფოთლოვანი ხის ტენგამძლე და თბოგამძლე მასალით (სასურველია ცაცხვით).

ვ) სათავსში უნდა მოეწყოს ბუნებრივი შემწოვ-გამწოვი ვენტილაცია.

თუ აბანოს გააჩნია საბავშვო განყოფილება, გასახდელში დივნებისა და სკამების გარდა უნდა იყოს რამდენიმე მაგიდა პატარა ბავშვების გასახდელად და ჩასაცმელად. გასასაპნ-დასაბანი უნდა აღიჭურვოს საბავშვო აბაზანებით, საჭყუმპალაო აუზით – გამდინარე წყლითა და დახრილობით – სიღრმით 0,25მ და კიდეებზე მოაჯირით. აუზის შესასვლეთან უნდა იყოს აბაზანა გამდინარე წყლით, აუზში კი, სოკო-შადრევანი. აუზის მახლობლად ეწყობა ორი-სამი საბავშვო შხაპი. კედლები სასურველია მოპირკეთებულ იქნეს ფერადი ფილებით.

თუ აბანოს აქვს ბავშვთა ოთახი, რომელიც განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის რომელთა მშობლებიც ბანაობენ, ის უნდა იყოს აღჭურვილი საბავშვო ავეჯით.

ბავშვთა განყოფილებში არ დაიშვებიან ავადმყოფი ბავშვები, აგრეთვე ბავშვები 7-8 წლის ასაკის ზემოთ.

თუ აბანოში არსებობს პროფილაქტიკურ-გამაჯანსაღებელი მომსახურების განყოფილება, ის უნდა განთავსდეს განკერძოებულად და უნდა ჰქონდეს საკუთარი მოსაცდელი, გასახდელ-მოსასვენებელი ოთახები.

აბანოები, როგორც წესი, უნდა იყოს აღჭურვილი ცენტრალური გათბობით, შემწოვ-გამწოვი ვენტილაციით, ცხელი და ცივი წყალმომარაგებითა და კანალიზაციით.

მხოლოდ მცირე მოცულობის აბანოებში (50 ადგილზე ან ნაკლები) დაიშვება ბუნებრივი ვენტილაცია ორგანიზებული ჰაერის ნაკადის მიწოდების გარეშე. ჰაერის მოწოდებისას არ უნდა იყოს დაქროლვის (დაბერვის) შეგრძნება. გასახდელში, გასასაპნ-დასაბანში, საშხაპესა და სააბაზანო კაბინებში ჰაერის მიწოდების სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 0,7 მ/წმ. ჰაერის შემოსასვლელი ხვრელები უნდა განთავსებულ იქნეს ჭერიდან 40 სმ-ის დაშორების სიმაღლეზე. სველი რეჟიმის მქონე სათავსებში ჰაერის გაწოვა უნდა სჭარბობდეს შეწოვას, რათა შეეწინააღმდეგოს ტენიანი ჰაერის გადასვლას მეზობელ მშრალ სათავსში. მოთხოვნები აბანოს სათავსების ტემპერატურულ რეჟიმსა და ჰაერცვლის ჯერადობაზე მოცემულია მე-2 ცხრილში.

წყლის ხარისხი, რომლითაც მარაგდება აბანო, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დადგენილ სანიტარიულ ნორმებს.

წყლის სიხისტე არ უნდა აღემატებოდეს 7 მგ/ექვ/ლ (200), საპნის არასწორი ხარჯვის თავიდან ასაცილებლად.

საქლორატორო სათავსის სარდაფში განთავსება არ დაიშვება. მას უნდა ჰქონდეს გასასვლელი უშუალოდ გარეთ.

განსაკუთრებული შემთხვევისათვის (წყლის შეწყვეტა და სხვ.) სასურველია აბანოს ჰქონდეს მისი წარმადობის შესაბამისი ტევადობის სათადარიგო აუზი. მასში წყლის დაყოვნების გამო ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად უნდა ხდებოდეს წყლის მიწოდება ისეთი ანგარიშით, რომ დღეღამის განმავლობაში ის მთლიანად განახლდეს.   

არა ნაკლებ თვეში ერთხელ უნდა მოხდეს სათადარიგო აუზის მექანიკური გაწმენდა, წყლის წინასწარი დაცლის შემდეგ – ჯაგრისით, მარილმჟავით ან სოდით და ჩარეცხვა წყლით შლანგების გამოყენებით.

გოგირდოვან აბანოებში გოგირდის აგრესიული ზემოქმედების გამო მილგაყვანილობა და მოპირკეთება უნდა იყოს კოროზიაგამძლე მასალით.

 მუხლი 6. ჰიგიენური მოთხოვნები საშხაპე დანადგარებისა და აუზისადმი

1. აბანოებში, ჩვეულებრივ, იხმარება მრავალნაკადიანი, დაბალი წნევის შხაპები, ნაკადის ვერტიკალური ვარდნით. მისი კონსტრუქციის მიმართ ძირითადი მოთხოვნაა საჭირო ტემპერატურის წყლის სწრაფი მიღება (+36 - +380C) და შენარჩუნება ცვლილების გარეშე. ამ მიზნით ისინი უნდა აღიჭურვოს მოხერხებულად სარეგულაციო ცხელი და ცივი წყლის შემრევებით.

2. აბანოებში საშხაპეები უნდა განთავსდეს ინდივიდუალურ საშხაპე კაბინებში ან საერთო საშხაპე სათავსებში.

3. ინდივიდუალური საშხაპე კაბინა წარმოადგენს ცალკე სათავსს, რომელიც იყოფა ორ ნაწილად: გასახდელად და დასაბანად. ფართობი ერთ მოსარგებელზე – 2,25/1,5მ, სააბაზანო კაბინის ფართობი კი (ერთ მოსარგებლეზე) – 2,4/2მ.

ცხრილი 1.

 

აბანოების სათავსების ტემპერატურული რეჟიმი და ჰაერცვლის ჯერადობა

 

სათავსები

H, ჰაერის ტემპერატურა 0 C

ჰაერცვლის ჯერადობა

შეწოვა

გაწოვა

ვესტიბიული გარდერობებით

18

2

-

მოსაცდელ-მოსასვენებელი

18

2

1

გასახდელი

25

2,5

2

გასასაპნ-დასაბანი

30

8

9

ტამბური გასახდელსა და გასასაპნ-დასაბანს შორის

25

10

-

საშხაპე (ღია კაბინით)

25

10

11

საშხაპე (დახურული კაბინით)

25

10

7

საორთქლე

40

-

1

სააბაზანო კაბინები (დახურული)

25

6

11

საცურაო-საბანაო აუზის სათავსი

25

გაანგარიშებით

სამასაჟო

22

2

3

დასასვენებელი ოთახი

22

3

3

საპარიკმახერო

18

-

2

საყოფაცხოვრებო მომსახურების სახელოსნო

16

-

1

სასაუზმე

18

2

3

ექიმის კაბინეტი

20

-

1

პერსონალის ოთახი

18

-

1

საწყობი

15

-

1

საპირფარეშო

20

-

თითოეულ ერთეულზე

50 მ 3 მ.

 

4. აბანოებში აუზები წარმოადგენს აბაზანა-რეზერვუარს წყალგაუმტარი კედლებითა და ფსკერით. კედლები შეიძლება იყოს ვერტიკალური ან დამრეცი, შიდა ზედაპირი უნდა იყოს მოპირკეთებული მარმარილოთი ან მომინანქრებული ფილებით, უნდა იყოს გლუვი და ადვილად ექვემდებარებოდეს გაწმენდა-გასუფთავებას, აუზის ფართი არ უნდა აღემატებოდეს 300მ 2 , სიმაღლე კი – 1,5მ-ს.

5. აუზის კედელზე გასწვრივად ეწყობა ღარი – ქაფისა და უფრო მეტად დაბინძურებული წყლის ზედა ფენის კანალიზაციაში ჩასადენად. გარდა ამისა, აუზს უნდა ჰქონდეს წყლის ჩვეულებრივ დასაცლელი.

6. აბანოს აუზებში წყლის ტემპერატურა უნდა იყოს +22 - +250C.

7. მიკროაუზები უნდა განთავსდეს საორთქლეს მახლობლად.

    მუხლი 7. ჰიგიენური მოთხოვნები აბანოებსა და საუნების ექსპლოატაციის, მოვლა-დასუფთავების, მომუშავე პერსონალისა და ნახმარი წყლებისადმი

1. აბანოს შენობებში განთავსებული ავეჯი უნდა ექვემდებარებოდეს გარეცხვასა და დეზინფექციას. რბილი ავეჯის გამოყენება დაუშვებელია.

2. აბანოში გამოსაყენებელი ჭურჭელი უნდა იყოს ისეთი მასალის, რომ არ დაექვემდებაროს კოროზიას, ადვილად გაირეცხოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული სადეზინფექციო საშუალებებით.

3. აბაზანები უნდა იყოს მომინანქრებული. დარღვეულმინანქრიანი აბაზანის გამოყენება დაუშვებელია.

4. ინდივიდუალური მოხმარების თეთრეული, პირსახოცები, ქოშები უნდა გაიცეს მოსარგებლეებზე დალუქული პაკეტებით. სუფთა და ნახმარი თეთრეულის ერთად შენახვა აკრძალულია.

5. საპნების, ღრუბლების, ქისების, ცოცხებისა და სხვა ტუალეტური დანიშნულების საგნების გაყიდვა დაიშვება მხოლოდ ვესტიბულში განთავსებულ ჯიხურებში. მოსარგებლეებზე საზოგადოებრივი მოხმარების საპნების, ღრუბლების, ქისების, ცოცხების, სავარცხლების ჯაგრისების, ქოშებისა და სხვათა გაცემა აკრძალულია.

6. აბანოს ყველა განყოფილებაში უნდა იყოს აფთიაქი პირველი დახმარებისათვის – ნიშადურის სპირტით, იოდის ხსნარით, სალბუნით, საგულე საშუალებებით, შესახვევი მასალითა და დამწვრობის დროს საჭირო საშუალებებით.

7. აბანოს სათავსებში არ შეიძლება:

ა) ინვენტარისა და გაუმართავი მოწყობილობის, აგრეთვე იმ ნივთებისა და საგნების შენახვა, რომლებიც არ არიან დაკავშირებული აბანოში ექსპლოატაციასთან;

ბ) თეთრეულის გარეცხვა და გავლება;

გ) საორთქლო და სხვა სათავსებში კიბეებზე თეთრეულის გაშრობა;

დ) ღამის გათევა;

ე) კატეგორიულად აკრძალულია აბანოების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.

8. აბანოს სათავსებში მთელი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა შენარჩუნებულ იქნეს მუდმივი საჭირო ტემპერატურა, რის საკონტროლოდაც უნდა დაიკიდოს თერმომეტრები.

9. მთელი სამუშაო დღის განმავლობაში გასახდელ, გასასაპნ-დასაბან, საშხაპე, საორთქლე და სხვა სათავსებში დაცულ უნდა იქნეს სისუფთავე. სააბაზანო-საშხაპე კაბინებში, ყოველი სარგებლობის შემდეგ, უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი დასუფავება და დეზინფექცია.

10. ყოველდღე, აბაზანის დახურვის შემდეგ, უნდა მოხდეს მთელი შენობის ინვენტარისა და აღჭურვილობის საფუძვლიანი დასუფთავება. გენერალური დალაგება-დასუფთავება უნდა მოეწყოს კვირაში ერთხელ დაწესებულ „სანიტარიულ დღეს“.

11. გასასაპნ-დასაბან და საორთქლე სათავსებში უნდა ჩატარდეს შემდეგი სახის დალაგება-დასუფთავება:

ა) დასაჯდომები უნდა გაირეცხოს უხეში ჯაგრისით, ცხელი წყლითა და ზემოთ აღნიშნული სარეცხი საშულებებით;

ბ) კედლების პანელები, გამოწეული კონსტრუქციები, მილგაყვანილობა, გასანათებელი და გასათბობი საშუალებები, ფანჯრის მინები და სხვა უნდა გაირეცხოს ჯაგრისით;

გ) იატაკები უნდა გაიწმინდოს ჯაგრისით, უწყვეტი წყლის ნაკადის ქვეშ;

დ) იატაკის გაწმენდის შემდეგ უნდა ჩამოირეცხოს კედლები და აღჭურვილობა შლანგით, ცხელი წყლით.

12. ავეჯი, გასახდელის აღჭურვილობა, დივნები, სკამები, სამედიცინო სასწორები უნდა გაიწმინდოს 0,5%-იანი ქლორიანი კირით ან ქლორამინით. იატაკი გასახდელში უნდა გაიწმინდოს ჯაგრისით, სარეცხი ფხვნილით ან ტუტიანი ხსნარით და შემდეგ მოირეცხოს.

13. სველი ქიმიური დეზინფექცია, როგორც წესი, უნდა ჩატარდეს თვეში ერთხელ.

14. აბანოს აუზში წყალი განუწყვეტლივ უნდა იცვლებოდეს და სუფთა წყალი უნდა მიეწოდებოდეს ისეთი ანგარიშით, რომ დღე-ღამის განმავლობაში ის მთლიანად უნდა განახლდეს.

15. შეიძლება დაშვებულ იქნეს აუზში წყლის მიწოდების რეცირკულაციური სისტემა, წყლის გაწმენდის, ქლორირების და ყოველდღიურად არანაკლებ 10% სუფთა წყლის დამატების პირობით.

16. დაბინძურების მიხედვით, მაგრამ არაიშვიათად თვეში ერთხელ უნდა მოხდეს აუზის მექანიკური გაწმენდა, წყლის წინასწარი დაცლის შემდეგ. გაწმენდა მდგომარეობს კედლებიდან და ფსკერიდან ნალექისა და ლორწოს მოშორებაში. გაწმენდას აწარმოებენ ჯაგრისით მარილმჟავით ან ტექნიკური სოდით და ჩარეცხავენ წყლით შლანგებით.

17. აბანოთი მოსარგებლეებს ეკრძალებათ:

ა) მოწევა გასახდელ, გასასაპნ-დასაბან და საორთქლე სათავსებში;

ბ) გასასაპნ-დასაბან და საორთქლე სათავსებში ბოთლების, შუშის საგნებისა და თეთრეულის შეტანა;

გ) თეთრეულის გარეცხვა;

დ) სხვადასხვა სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენება, ტანის დაზელა და სხვა;

ე) გასასაპნ-დასაბანიდან ჭურჭლების გამოტანა.

19. აბანოს თანამშრომლები (განსაკუთრებით მექისეები) სამუშაოზე მიღებისას და შემდეგ პერიოდულად თვეში ერთხელ ექვემდებარებიან სამედიცინო შემოწმებას, თანახმად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებისა „ცალკეულ პროფესიათა საქმიანობის, უფლებების და ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, 2002 21 სექტემბერი №106/ნ.

20. აბანოს თანამშრომლები უნდა უზრუნველყოფილ იქნენ სპეციალური ტანსაცმლით.

21. ყოველწლიურად აბანოს ადმინისტრაცია ვალდებულია მომუშავე პერსონალთან ჩაატაროს მეცადინეობის ციკლი სანიტარიულ-ჰიგიენურ მინიმუმში.

22. ყველა აბანოში უნდა იყოს ზონარგაყრილი, დალუქული და რაიონის სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციაში რეგისტრირებული სანიტარიული ჟურნალი.

23. აბანოების ნახმარი წყლების გადამუშავება უნდა ხდებოდეს შემდეგნაირად:

ა) კანალიზაციის არსებობის შემთხვევაში – სამეურნეო-ფეკალურ ნახმარ წყლებთან ერთად, შეფარდებით არა უმეტეს 1:1 (აბანოს მუშაობის პროცესში, მცირე დროით, მოცემული შეფარდების გაზრდა დაიშვება 1:12-მდე);

ბ) კანალიზაციის არარსებობის დროს – ადგილობრივი გამწმენდი ნაგებობის მოწყობის გზით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.