ბავშთა ხელოვნური კვებისა და საკვების შესახებ საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწალო მასალის გავრცელების წესის შესახებ

ბავშთა ხელოვნური კვებისა და საკვების შესახებ საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწალო მასალის გავრცელების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 287/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/11/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 137, 01/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.196
287/ნ
17/11/2003
სსმ, 137, 01/12/2003
470.230.000.11.119.006.196
ბავშთა ხელოვნური კვებისა და საკვების შესახებ საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწალო მასალის გავრცელების წესის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.196

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №287/ნ

2003 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

ბავშვთა ხელოვნური კვებისა და საკვების შესახებ საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალის გავრცელების წესის შესახებ

„ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ბავშვთა ხელოვნური კვებისა და საკვების შესახებ საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალის გავრცელების თანდართული წესი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.

ა. გამყრელიძე

                                                                                                                                           დანართი

ბავშვთა ხელოვნური კვებისა და საკვების შესახებ საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალის გავრცელების წესი

1. წესი შემუშავებულია „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და არეგულირებს ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების მწარმოებლების ან გამსაღებლების მიერ ბავშვთა ხელოვნური კვების, ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების შესახებ საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალის გავრცელების სამართლებრივ საკითხებს.

2. ბავშვთა ხელოვნური კვებისა და საკვების შესახებ საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალის გავრცელება დასაშვებია მხოლოდ “ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რის შესახებაც ინფორმაციას მწარმოებელი და გამსაღებელი წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სათათბირო ორგანოს - ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების კონტროლირებადი მოხმარების ეროვნულ სამეთვალყურეო საბჭოს (შემდგომში საბჭო), რომელიც ამზადებს სათანადო რეკომენდაციებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისათვის და უზრუნველყოფს აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობისატვის სრული, ობიექტური და დროული ინფორმაციის მიწოდებას.

3. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების მწარმოებლების ან გამსაღებლების მიერ ბავშვთა ხელოვნური კვების, ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების შესახებ საინფორმაციო მასალის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის ორგანოებისა და დაწესებულებებისათვის.

4. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი აუდიოვიზუალური და წერილობითი საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალის გავრცელება მოსახლეობაში და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიცავს გასაგებად, არაორაზროვნად, დამაჯერებლად და დასაბუთებულად გადმოცემულ ინფორმაციას:

ა) ბუნებრივი კვების სარგებლიანობისა და ხელოვნურ კვებასთან შედარებით მის უპირატესობათა შესახებ;

ბ) ჩვილი ბავშვისათვის ძუძუთი ექსკლუზიური კვების, ადრეული ასაკის ბავშვებისათვის – 2 წლამდე ან უფრო დიდხანს, მოთხოვნილების მიხედვით, ბუნებრივი კვების პროცესის გახანგრძლივების მნიშვნელობის შესახებ;

გ) ძუძუთი ექსკლუზიური კვების დაწყებისა და შენარჩუნების, ბუნებრივი კვების გახანგრძლივების პირობებისა და ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ;

დ) ბუნებრივი კვების დროს ამ პროცესის გაგრძელების შესაძლებლობაზე დამატებითი საკვების ნაადრევად გამოყენების ზეგავლენის შესახებ;

ე) ბუნებრივ კვებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის შემთხვევაში, შემდგომში მისი დაწყების ან განახლების მოსალოდნელი სირთულეების შესახებ;

ვ) 6 თვის და მეტი ასაკის ბავშვებისათვის დამატებითი საკვების მნიშვნელობის შესახებ;

ზ) დამატებითი საკვების ადგილობრივი ნაწარმით სახლის პირობებში მომზადების შესაძლებლობის შესახებ;

თ) იმ ფინანსური შედეგების შესახებ, რომელსაც იწვევს ბავშვთა ხელოვნური კვების ნაწარმის გამოყენება;

ი) ბავშვთა ჯანმრთელობაზე ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრების, სატყუარების არარაციონალური და არასწორი მეთოდებით გამოყენების უარყოფითი ზეგავლენის შესახებ;

კ) ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობისათვის ხელოვნური საკვების მიცემის უარყოფითი შედეგების შესახებ;

ლ) საწოვრიანი ბოთლის თუნდაც მცირე ხნით გამოყენებისას ბუნებრივი კვების გაძნელების, ზოგ შემთხვევაში კი მისი გაგრძელების შეუძლებლობის გამომწვევი მიზეზების შესახებ;

მ) ბავშვის ბუნებრივი კვებისათვის დედის კვების მნიშვნელობის შესახებ;

ნ) ხელოვნური კვების პროდუქტის სათანადო მომზადებისა და გამოყენების შესახებ;

ო) ბავშვის ჯანმრთელობაზე საწოვრიანი ბოთლის გამოყენების უარყოფითი ზეგავლენის და საკვების არასწორად მომზადების შედეგების შესახებ;

პ) ბავშვის ჭიქიდან კვების შესაძლებლობისა და მეთოდების შესახებ.

5. 2 წლამდე ასაკის ბავშვთა კვებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო, საგანმანათლებლო, სასწავლო მასალებში დაუშვებელია:

ა) ქალის რძესთან შედარებით ხელოვნური საკვების უპირატესობის ან იდენტურობის დამადასტურებელი გამონათქვამების ან გამოსახულების მოთავსება;

ბ) იმის მტკიცება, რომ ქალის რძე შეიძლება არ იყოს საკმარისი ჩვილისათვის ან მას შეიძლება აკლდეს ბავშვისათვის საჭირო რაიმე ინგრედიენტი.