სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017027
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4/ნ
26/01/2023
ვებგვერდი, 26/01/2023
470230000.22.035.017027
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (26/01/2023 - 08/09/2023)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №4/ნ

2023 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 57 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. 2025 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვროს დაწესებულება,  რომელსაც  მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია, შემდეგი წესის მიხედვით:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს (გარდა ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილებით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სოფლის ექიმი - პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისა) მოეთხოვებათ აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით შეარჩიონ აკრედიტაციის განმახორციელებელი ორგანიზაციები, რომლებიც აკმაყოფილებენ ერთდროულად შემდეგ კრიტერიუმებს:

ა.ა) გარე შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის აკრედიტაციის მიმნიჭებელი საერთაშორისო ორგანოს - ,,ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების/გარე შეფასების ასოციაციის“ (International Society for Quality in Health Care/External Evaluation Association (ISQua/ISQuaIEEA) წევრობა და მინიჭებული აკრედიტაცია;

ა.ბ)  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ან კანადაში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო დაწესებულებების  აკრედიტაციის  ჩამოყალიბებული პრაქტიკა;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, რეკომენდებულია სამედიცინო დაწესებულებამ აკრედიტაციისთვის მიმართოს ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციებიდან ერთ-ერთს, ან თავად შეარჩიოს ორგანიზაცია:

ა) Accreditation Canada;

ბ) American Accreditation Commission International (AACI);

გ) Joint Commission International (JCI);

დ) Kooperation für Transparenz und Qualität im Krankenhaus (KTQ);

ე) TEMOS International Healthcare Accreditation;

ვ) The Australian Council on Healthcare Standards International (ACHS International).

3. ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის,  გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუქტით განსაზღვრული აკრედიტაციის მექანიზმისა, ასევე დაშვებულ იქნეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Organization for Standardization-ISO) შეფასების სტანდარტთან ISO9001 შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვების შესაძლებლობა.

4. ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის, ასევე დაშვებულ იქნეს ISO15189 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვების შესაძლებლობა.

5. აკრედიტაციის/ISO სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჩამონათვალიდან შერჩევის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო), აკრედიტაციის პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტისგან განსხვავებულ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება აკრედიტაციის/ISO სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების განხორციელებისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალში მითითებული ორგანიზაციების ნაცვლად შეარჩევს სხვა ორგანიზაციას, სავალდებულოა, აკრედიტაციის დაწყებამდე, შერჩეული ორგანიზაციის შესახებ შეთანხმების მიზნით, ინფორმაცია მიაწოდოს  სამინისტროს.

7. აკრედიტაციისა და ISO სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობა განახლებულ/მოპოვებულ იქნეს შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ დადგენილი პერიოდულობის შესაბამისად, უწყვეტობის პრინციპის დაცვით.

მუხლი 2
სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს წარუდგინოს შუალედური ინფორმაცია შერჩეულ აკრედიტაციის/ISO სერტიფიცირების განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების/თვითშეფასების შევსებული კითხვარის/სხვა დამატებითი დოკუმენტაციის სახით, რომელიც ასახავს/ადასტურებს სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის/სერტიფიცირების პროცესს.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი