საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2574-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020796
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2574-XIმს-Xმპ
09/02/2023
ვებგვერდი, 27/02/2023
020000000.05.001.020796
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 4 თვეს, გარდა ამ კოდექსის 57​1 მუხლით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 57​4, 63-ე, 66-ე, 66​2, 66​4 და 791–79​3 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 79​5 მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილითა და 16512−16523 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2​1. ამ კოდექსის 571 მუხლით, 57​3 მუხლის მე-2 ნაწილით, 57​4, 63-ე, 66-ე, 662, 66​4 და 79​1–79​3 მუხლებით, 79​4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილითა და 16512−16523 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან 6 თვეს.“.

2. 1595−1599 მუხლები ამოღებულ იქნეს.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XII1 თავი:

„თავი XII1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები  საჯარო შესყიდვების სფეროში

მუხლი 165 12. საჯარო შესყიდვის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით განხორციელება

1. საჯარო შესყიდვის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით განხორციელება, როდესაც საჯარო შესყიდვა აღნიშნულ კანონს ექვემდებარება, –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 13. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას საჯარო შესყიდვაში მონაწილეობა

1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას საჯარო შესყიდვაში მონაწილეობა –

გამოიწვევს პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 14. საჯარო შესყიდვის პროცედურის შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის გარეშე განხორციელება ან შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის შექმნის წესის დარღვევა

1. საჯარო შესყიდვის პროცედურის (გარდა კონკურსისა და წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურისა) შესყიდვების კომიტეტის გარეშე განხორციელება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება საჯარო შესყიდვის პროცედურის შესყიდვების კომიტეტის გარეშე განხორციელების შესახებ), კონკურსის ჟიურის გარეშე ჩატარება ან შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის შექმნის წესის დარღვევა –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 15. ბაზრის კვლევის განუხორციელებლობა

1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ბაზრის კვლევის განუხორციელებლობა –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 16. მონეტარული ზღვრების არასწორად შერჩევა ან/და საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა

1. მონეტარული ზღვრების არასწორად შერჩევა ან/და საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 17. საჯარო შესყიდვის პროცედურის ან საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის არასწორად შერჩევა

1. საჯარო შესყიდვის პროცედურის ან საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის არასწორად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების დარღვევით შერჩევა –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 18. წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების, შესყიდვის შესახებ განცხადების ან/და შესყიდვის დოკუმენტაციის შედგენის ან/და გამოქვეყნების დადგენილი წესის დარღვევა

1. წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების, შესყიდვის შესახებ განცხადების ან/და შესყიდვის დოკუმენტაციის შედგენის ან/და გამოქვეყნების „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევა, რომლის დარღვევამაც კონკურენციის შეზღუდვა გამოიწვია ან/და რომლის არარსებობის შემთხვევაშიც სხვაგვარი გადაწყვეტილება/ქმედება იქნებოდა მიღებული/განხორციელებული, –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 19. გამოცხადებული საჯარო შესყიდვის არასწორად წარმართვა

1. გამოცხადებული საჯარო შესყიდვის არასწორად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით წარმართვა, რომლის დარღვევამაც კონკურენციის შეზღუდვა გამოიწვია ან/და რომლის არარსებობის შემთხვევაშიც სხვაგვარი გადაწყვეტილება/ქმედება იქნებოდა მიღებული/განხორციელებული, –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 20. საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება ან საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა დადგენილი წესის დარღვევით

1. საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება ან საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 21.  საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

1. საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის/„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 165 22. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო შესყიდვების სააგენტოსთვის განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა ან მცდარი ინფორმაციის მიწოდება

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო შესყიდვების სააგენტოსთვის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა ან მცდარი ინფორმაციის მიწოდება –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო შესყიდვების სააგენტოს მიერ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-9 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 92-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მოთხოვნაზე.

მუხლი 165 23. საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის არმქონე პირის დასაქმება წესის დარღვევით

1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულში ან შესაბამის თანამდებობაზე ისეთი პირის დასაქმება, რომელსაც არ აქვს საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი, –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43​​​​1−443, 44​​​​​5, 44​​​​​7−44​​​​​11, 45-ე−46​​​​4, 48-ე, 49-ე, 50​​​​​1, 51-ე−55​​​1, 55​​3, 55​​4, 56-ე, 57-ე−59-ე, 59​​​​2−მე-60, 60​​​​​3−61​​​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 71-ე, 71​​​​​1, 72​​1−77-ე, 78-ე და 79​​​​​1−79​​​​​3 მუხლებით, 79​​​​​4 მუხლით (გარდა 79​​​​​​4 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 79​​​​​5−მე-80, 82​​​​1, 82​​​​2−82​​​​​5, 84-ე−86-ე, 87​​​1−89​​​​3, 91​​​​2, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 100​​​​​1, 100​​​​​2, 103​​​​1, 104-ე და 105​​​​1 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 116მუხლის მე-2 ნაწილით, 116მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−128​​​6, 143-ე, 144-ე, 144​​​​​10, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე, 153​​​​1, 153​​​3 და 153​​​5 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−154​​​​​​2, 155​​​1 და 155​​​2 მუხლებით, 155​​​​​3 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155​​​6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−158​​​1 მუხლებით, 158​​​​​5 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 159​​​​​4, 159​​​10, 163-ე, 164-ე, 164​​​4, 165​​​1−165​​​​​​3, 16512−16523, 166-ე, 166​​​1 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−171​​​4 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−172​​​6, 173-ე, 1734−173​​​7, 173​​​9, 173​​​14, 173​​​1​​​5 და 174​​​1  მუხლებით, 17415  მუხლის მე-4 ნაწილით, 175​​​​​1  და 175​​ მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177​​8, 177​​9, 177​​11 და 177​​1​​​2 მუხლებით, 177​13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4​​1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 183-ე, 187-ე, 187​​​​​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​​3, 196​​​​​6, 197​​​1 და 1972 მუხლებით, 197​​​3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 199​​​1 მუხლით.“.“.

საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3271 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.

5. 239-ე მუხლის 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. ამ კოდექსის 16512–16520 და 16522−16523 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები. ამ კოდექსის 16521 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ:

ა) საჯარო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები – თუ არ შესრულდა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს უფლებამოსილი პირები – თუ არ შესრულდა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შერჩევის პროცესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.“.

6. 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე, გარდა ამ კოდექსის 16512−16523 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, და ამავე კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო თავის იურიდიულ მისამართზე.“.

7. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 171-ე და 175​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებითა და 142-ე, 153​3, 154-ე, 174​1 და 174​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 50​1, 51​1, 51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 55​3, 555, 55​6, 58​2, 59​2, 61-ე და მე-80 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 91​2, 92​1, 94-ე, 95-ე, 96​1, 96​2, 96​4, 99-ე, 100​1, 100​2, 103-ე, 104-ე, 105​1, 107​1, 141-ე, 143-ე−144​1, 1443−144​5, 144​10, 145-ე, 146​1, 148-ე−150​1, 151​1, 152-ე, 152​2−1529, 153-ე, 1541, 154​2, 156-ე−158​1, 159-ე, 159​1, 163-ე, 164-ე, 16512−16523, 166​1, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1771 მუხლით, 177​13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4​1  ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 179​1, 180-ე−183​1, 185-ე−185​2, 187-ე, 187​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​3, 196​6  და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 16523 მუხლისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 16523 მუხლი ამოქმედდეს 2029 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 თებერვალი 2023 წ.

N2574-XIმს-Xმპ