„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017668
74
13/03/2023
ვებგვერდი, 14/03/2023
230210000.22.033.017668
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №74

2023 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (https://matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

ა) მე-10 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული (გარდა სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის მიზნით გადაადგილებულისა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო კონტროლის ზონაში ან საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავედ განლაგებულ საბაჟო საწყობში წარდგენისას, საბაჟო საწყობი ვალდებულია, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებამდე აღრიცხოს და საბაჟო ორგანოს, მასთან შეთანხმებული ფორმით, ელექტრონულად მიაწოდოს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მონაცემები.“;

ბ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. TIR წიგნაკს კონტროლიდან ხსნის დანიშნულების საბაჟო ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. კონტროლიდან მოხსნის მიზნით, TIR წიგნაკის 27-ე გრაფაში მიეთითება „eCustoms“-ის მიერ მინიჭებული „R“ ნომერი; 28-ე გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა „მოხსნილია კონტროლიდან“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება კონტროლიდან მოხსნის თარიღი, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი ან საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალი ბეჭედი. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მოწმობის ელექტრონულ ფორმატში „I“ გრაფის განყოფილებაში „შენიშვნა“ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი უთითებს ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი დოკუმენტის მონაცემებს:“;

გ) მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ATA წიგნაკს კონტროლიდან ხსნის დანიშნულების საბაჟო ორგანო, რომელიც ავსებს ATA წიგნაკის „ტრანზიტის“ (ცისფერი) ძირითადი გვერდის (ყუის) მეორე ნაწილს და „ტრანზიტის“ (ცისფერი) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H.f“ და „H.g“ გრაფებს დასახელების შესაბამისად. ATA წიგნაკის კონტროლიდან მოხსნის მიზნით, ATA წიგნაკის „ტრანზიტის“ (ცისფერი) ძირითადი გვერდის (ყუის) მე-2 ნაწილში მიეთითება „eCustoms“-ის მიერ მინიჭებული „R“ ნომერი, ამავე ნაწილის მე-6 გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა „მოხსნილია კონტროლიდან“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება კონტროლიდან მოხსნის თარიღი, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი ან საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალი ბეჭედი. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მოწმობის ელექტრონულ ფორმატში „I“ გრაფის განყოფილებაში „შენიშვნა“ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი უთითებს ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი დოკუმენტის მონაცემებს:“.

2. „ტრანზიტის პროცედურიშესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ  სეს ესნ-ის 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) ან 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა)) სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტულად გადაადგილებული საქონლის (გარდა სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის მიზნით გადაადგილებულისა) საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო კონტროლის ზონაში ან საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავედ განლაგებული საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადმოტვირთვა დაუშვებელია გზათსარგებლობის საფასურის ბარათის ან გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ან გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესაბამისი საბაჟო საწყობისათვის წარდგენამდე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 9 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი