„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017676
108
28/03/2023
ვებგვერდი, 28/03/2023
200090000.22.033.017676
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №108

2023 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №II-06-ის  („გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის  დეკლარაცია“) III ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 2. 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ჰ57 “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ​5) 67-ე უჯრაში – ნაღდი ფულის ნაშთი საანგარიშო თვის ბოლოსთვის, გარდა ამავე პუნქტის „ჰ​6“ ქვეპუნქტში მითითებული თანხისა;

ჰ​6) 68-ე უჯრაში – ანგარიშვალდებული პირების მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშ(ებ)ზე ან/და სალაროში დაუბრუნებელი თანხები საანგარიშო თვის ბოლოსთვის;

ჰ​7) 69-ე უჯრაში – 68-ე უჯრაში გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ პირთა რაოდენობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი