დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3280-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.020951 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 696 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 696. თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმის მიერ არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან/და იურიდიული პირის მომსახურების მიღება – გამოიწვევს თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმის დაჯარიმებას 1 000 ლარით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმის დაჯარიმებას 2 000 ლარით. 3. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან/და იურიდიული პირის მიერ მომსახურება – გამოიწვევს არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 400 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 1 000 ლარით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 800 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 2 000 ლარით.“. 2. 794 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 794. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით (შემდგომ − მონრეალის ოქმი) გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოება ან დადგენილი წესის დარღვევით შეძენა/გასხვისება 1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით. 2. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას აღნიშნული ნივთიერების თითოეულ კილოგრამზე 150 ლარით, ნივთიერებისა და კონტეინერის კონფისკაციით ან უამისოდ. 3. მონრეალის ოქმით აკრძალული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას აღნიშნული ნივთიერების თითოეულ კილოგრამზე 300 ლარით, ნივთიერებისა და კონტეინერის კონფისკაციით ან უამისოდ. 4. მაცივარაგენტის კონტეინერისა და მის შეფუთვაზე მითითებული ინფორმაციის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ კონტეინერზე ან/და შეფუთვაზე 100 ლარით, კონტეინერისა და მისი შიგთავსის კონფისკაციით ან უამისოდ. 5. მაცივარაგენტის კონტეინერის შეფერილობის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ კონტეინერზე 25 ლარით. 6. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოება – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით. 7. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების დადგენილი წესის დარღვევით შეძენა/გასხვისება − გამოიწვევს დაჯარიმებას აღნიშნული ნივთიერების თითოეულ კილოგრამზე 150 ლარით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღისა და ობიექტის კონფისკაციით. შენიშვნა: 1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის მფლობელის მიერ აღნიშნული სანებართვო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. 2. ნებართვის მფლობელის მიერ მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში აღნიშნული სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს ეკისრება ჯარიმა და მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებები (გარდა კვოტირებული ნივთიერებებისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან სამართალდამრღვევის ხარჯით იქნება გატანილი. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გავრცელდება 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 1 ლითონის კონტეინერით „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ჰიდროფთორნახშირბადების არაუმეტეს 13,5 კგ-ის იმპორტის განხორციელებაზე. 5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გავრცელდება მონრეალის ოქმით აკრძალული ნივთიერებების იმპორტზე, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ლაბორატორიულ ან/და კვლევით მიზნებთან და რომელზედაც გაცემულია შესაბამისი ნებართვა.“. 3. 823 და 824 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 823. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის“ მოთხოვნების დარღვევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის“ მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით. მუხლი 82 4. თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა (შეუსრულებლობა) 1. სტაციონარული მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობის დარღვევა, რამაც 1 კგ-მდე მაცივარაგენტის გაჟონვა გამოიწვია, − გამოიწვევს გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარით. 3. სტაციონარული მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობის დარღვევა, რამაც 1 კგ ან 1კგ-ზე მეტი მაცივარაგენტის გაჟონვა გამოიწვია, − გამოიწვევს დაჯარიმებას მაცივარაგენტის თითოეულ გაჟონილ გრამზე 0,1 ლარით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით დადგენილი მოთხოვნების გარდა, თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის სხვა მოთხოვნების დარღვევა (შეუსრულებლობა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.“. 4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 55 3 , 554, 56-ე, 57-ე−59-ე, 59 2−მე-60, 60 3−61 1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 6, 71-ე, 71 1, 72 1−77-ე, 78-ე და 79 1−79 3 მუხლებით, 79 4 მუხლით (გარდა 79 4 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 79 5−მე-80, 82 1, 82 2−82 5, 84-ე−86-ე, 87 1−89 3, 91 2, 91 3, 94-ე, 95-ე, 99-ე, 100 1, 100 2, 103 1, 104-ე და 105 1 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 116 4 მუხლის მე-2 ნაწილით, 116 5 მუხლის მე-2 ნაწილით, 116 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 116 7 მუხლის მე-2 ნაწილით, 127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 128 1−128 6, 143-ე, 144-ე, 144 10, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე, 1531, 153 3 და 153 5 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−154 2, 155 1 და 155 2 მუხლებით, 155 3 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155 6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 155 7−156-ე და 157 1−158 1 მუხლებით, 158 5 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 159 4−159 10, 163-ე, 164-ე, 164 4, 165 1−165 3, 166-ე, 166 1 და 170 1 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171 2−171 4 მუხლებით, 171 5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172 4−172 6, 173-ე, 173 4−173 7, 173 9, 173 14, 173 15 და 174 1 მუხლებით, 174 15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175 1 და 175 2 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177 8, 177 9, 177 11 და 177 12 მუხლებით, 177 13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179 1−179 3, 183-ე, 187-ე, 187 1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 3, 196 6, 197 1 და 197 2 მუხლებით, 197 3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 199 1 მუხლით.“. 5. 219-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით, 1537, 1538 და 15310−15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი−მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებითა და 1764, 1765 და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 4210 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებითა და 1291, 157-ე, 17417, 17714, 17715, 1911 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებითა და 1537, 1538, 15310−15312, 1764 და 1765 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 6. 222-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581, 583, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 795 მუხლით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებისა), 862, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 და 1282−1286 მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების უფლება.“. 7. 239-ე მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581−59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 795 მუხლით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 862, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე და 1282–1286 მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“; ბ) მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 912 მუხლით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 1531, 1535, 1551−1553, 1555 და 1556 მუხლებით, 1557 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1559, 15510, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644 და 165-ე–1653 მუხლებით, 1714 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1715, 1764, 1765, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 4210 მუხლით, 1271 მუხლის 31 და 32 ნაწილებითა და 17417 და 17715 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა, მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 794 მუხლის მე-7 ნაწილისა და პირველი მუხლის მე-3 ნაწილისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი, მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 794 მუხლის მე-7 ნაწილი და პირველი მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 16 ივნისი 2023 წ. N3280-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები