„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 168/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 04/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016741
168/04
04/07/2023
ვებგვერდი, 05/07/2023
220010000.18.011.016741
„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №168/04

2023 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 17/03/2020; ს/კ: 220010000.18.011.016443) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სესხის გამცემი ორგანიზაცია – კომერციული ბანკი, მიკრობანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ჯამური ვალდებულებები – საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით მსესხებლის/თანამსესხებლის არასამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული ყველა ვალდებულების ჯამი, მათ შორის, გარესაბალანსო, კომერციული ბანკების, მიკრობანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ონლაინსესხის გამცემი ორგანიზაციების, სალიზინგო კომპანიების, სესხის გამცემი სუბიექტების, შიდა განვადების გამცემი პირებისა და სხვა პირების წინაშე არსებული ვალდებულებები. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საკრედიტო ბარათები, ოვერდრაფტები და მსგავსი ტიპის სხვა პროდუქტები ჯამური ლიმიტების შესაბამისად გაითვალისწინება. ჯამურ ვალდებულებებში გათვალისწინებული უნდა იქნეს  მსესხებლის/თანამსესხებლის თავდებობა, გარდა ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევისა;“;

გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საშეღავათო პერიოდი – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მსესხებელი/თანამსესხებელი ყოველთვიურად სრულად არ იხდის სესხზე დარიცხულ პროცენტს, საკომისიოს ან/და ძირს და რომლის გადახდასაც საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ დაიწყებს ან/და პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სესხის გრაფიკით განსაზღვრული ყოველთვიური გადასახდელი, გრაფიკით განსაზღვრულ მომავალ ნებისმიერ ყოველთვიურ გადასახდელზე მინიმუმ 5%-ით ნაკლებია. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საშეღავათო პერიოდად არ ჩაითვლება ის პერიოდი, როდესაც ხდება რევოლვირებად საკრედიტო პროდუქტებზე გადახდილ ყოველთვიურ გადასახდელში შემავალი ძირის კვლავ ათვისება ან/და მოქმედებს სესხის ყოველთვიური გადასახდელებისგან განსხვავებული დაფარვის გრაფიკი, თუ აღნიშნული მორგებულია მსესხებლის/თანამსესხებლის მიერ შემოსავლების მიღების პერიოდულობაზე;“.

2. მე-7 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ დაწესებული რისკების მართვისა და შიდა პოლიტიკა-პროცედურების მოთხოვნები“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სესხის გამცემ ორგანიზაციას (ამ მუხლის მიზნებისათვის, კომერციულ ბანკს, მიკრობანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას) უნდა ჰქონდეს ადეკვატური შიდა პოლიტიკა-პროცედურები, რომელიც სესხის გაცემის პროცესის ამ დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობით წარმართვასა და საკრედიტო რისკების ეფექტურ მართვას უზრუნველყოფს.

2. კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს სესხების მიზნობრიობისა (საცალო, სამეწარმეო, სტუდენტური და სხვა) და მსესხებელთა (მათ შორის, საოჯახო მეურნეობა) განსაზღვრის კრიტერიუმებს, გადახდისუნარიანობის ანალიზის ჩატარების, მათ შორის, შემოსავლების დადასტურების დასაშვებ მეთოდებს, რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში მსესხებლის ფინანსური პრობლემების ანალიზის გზებს, სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების (PTI, LTV) დასაშვებ ნორმებს.“;

გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მესამე (შიდა აუდიტის ფუნქცია) ხაზი – ფუნქცია, რომელიც პასუხისმგებელია დამოუკიდებლად შეაფასოს კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების, დაცვის პირველი და მეორე ხაზების, რისკების მართვის პროცესის ეფექტურობა, სისრულე, სიზუსტე და ამ დებულებასთან შესაბამისობა.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლით განსაზღვრული შიდა პოლიტიკა-პროცედურები დამტკიცებული უნდა იქნეს კომერციული ბანკის, მიკრობანკის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული ორგანოს მიერ.“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სესხის გამცემი ორგანიზაციის ამ დებულებასთან შესაბამისობა გაითვალისწინოს რისკების შეფასებაში. კომერციული ბანკების და მიკრობანკების შემთხვევაში, აღნიშნული გაითვალისწინება რისკების შეფასების საერთო პროგრამის (GRAPE) საკრედიტო რისკის კატეგორიის შეფასებაში. შიდა პოლიტიკა-პროცედურებით ამ დებულების მოთხოვნებზე უფრო მკაცრი პრაქტიკის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის მიერ პოზიტიურად იქნება გათვალისწინებული კომერციული ბანკის/მიკრობანკის GRAPE-ის შეფასებაში.“.

4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით საშეღავათო პერიოდის დადგენისთვის 5%-იანი ზღვრის გათვალისწინების ვალდებულება არ გავრცელდება 2023 წლის 1 თებერვლამდე გაცემული შერეული საპროცენტო განაკვეთის (ფიქსირებული და ინდექსირებული) მქონე სესხის რეფინანსირებაზე, იმ პირობით, რომ არ გაიზრდება მსესხებლის ვალდებულებების მოცულობა. ვალდებულებების მოცულობის ზრდად არ ჩაითვლება სესხ(ებ)ზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი სხვა ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია, ასევე, ნოტარიუსის, სსიპ  – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯები ან/და სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა